შენ რომ არსებობ... 1
შენ რომ არსებობ... 1 როგორი ხალხი ვართ? მივდივართ გზაზე, ვითომ მხიარული გამომეტყველებით და ამ დროს რას ვგრძნობთ, ჩვენ თვითონაც არ ვიცი. უბრალოდ მივდივართ და ვსუნთქავთ. იმას, რასაც ჩვენ დედამიწაზე ვაკეთებთ, უბრალოდ არსებობა ჰქვია და მეტი არაფერი. ნოემბრის ცივი სუსხი მიყინავდა სახეს. უნივერსიტეტიდან შინ ვბრუნდებოდი, ხელები პალტოს ჯიბეებში მქონდა ჩალაგებული და ვცდილობდი, გაყინული ცხვირი როგორმე შარფში ჩამეფლო, რომელიც ძალიან თხელი იყო. ნაბიჯების ხმა მკაფიოდ მესმოდა. ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა უცხო სილუეტი ზურგს უკან, მაგრამ არ გავჩერებულვარ. - ანაბელ! ჩემი სახელის გაგონებამ, ცოტა არ იყოს და გამაკვირვა. ჯერ წარბები შევკარი, შემდეგ უკან მივბრუნდი და ჩემი კურსელი ნიკას დანახვისას შეშინებული გული დავამშვიდე. - გისმენ, ნიკა. -ვუთხარი მშვიდად. - ანაბელ, ამ საღამოს გცალია? „ღმერთო, რა იდიოტური კითხვაა, როგორ არ ბეზრდებათ ერთიდაიგივეს მილიონჯერ გამეორება?“ გავიფიქრე და თვალები უღიმღამოდ გადავატრიალე, კიდევ კარგი, ვერ შენიშნა. - რა თქმა უნდა, არა. მეგონა იცოდი, რომ მოსწავლეები მყავდა და არ მეცალა! - დღეს ხომ პარასკევია.. -აბლუყუნდა დაბნეული. - მერე რა? - ვიფიქრე ისვენებს-მეთქი. - არა, სამწუხაროდ. ვითომ მეწყინა ჩემი მოუცლელობა, არადა გულში ვზეიმობდი იმ პირველკლასელის სტუმრობას, დღეს რომ უნდა მოსულიყო. - კარგი, არაუშავს, სხვა დროს იყოს. -თქვა ნაწყენმა და გაბრუნდა. - მგონი გული დავწყვიტე, -გავიფიქრე ხმამაღლა, -არაუშავს, გადაიტანს. ან ვინმე გოგოს მოძებნის, ეგ არ გაუჭირდება. *** შინ დაბრუნებულს მალევე მომადგა ლუკა, ჩემი მოსწავლე. საათნახევრიანი გარჯის შემდეგ, როგორც იქნა დაღლილი ბავშვი სახლში გავუშვი და მეც დავისვენე. პარასკევი ყველაზე ნაკლებად დატვირთული დღეა ჩემთვის, იმ მხრივ, რომ ერთი მოსწავლე მყავს. მყუდროება მობილურის ზარმა დამირღვია. -გისმენთ, -ვუპასუხე. -ალო, ანო, მე ვარ, ნია! -ჰო, ნიაკო.. -ამ საღამოს ჩემთან ვერ გამოხვალ? -ეს ხვეწნა უფრო იყო, ვიდრე კითხვა. -რა ხდება? -მარტო ვარ და მეშინია ძალიან. -დაიწუწუნა. -შენი ბედოვლათი ძმა რა იქნა? -ო, ეგ როდის არის სახლში? ხან იქაა, ხან- აქ. ახლა მგონი, ვიღაც ძმაკაცი ჩამოუვიდა გერმანიიდან და იმას დახვდნენ, მერე სადმე წავლენ. -შენ რომ მოხვიდე? სულ მე ვრჩები შენთან, თან ისეთი დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს. -კარგი, ჯანდაბას! -დამნებდა, -ერთ საათში მოვალ. -გელოდები. *** 19 წლის ვიყავი, ჩემი მშობლიური ქალაქი რომ დავტოვე. პირველი კურსი იქ დავხურე, მაგრამ უბედური შემთხვევის გამო, რომლის შედეგადაც ჩემი უნივერსიტეტი ფერფლად იქცა, იძულებული გავხდი თბილისში გადმომებარებინა. ორი თვეა რაც აქ ვარ და ძალიანაც მომწონს აქაურობა. აქტიური ცხოვრების წესი მიზიდავს და შეიძლება, ამიტომაც ჩამოვედი აქ. დედა მაჯავრებს, ბედმა მანდ გადაგაგდოო, მაგრამ რატომღაც არ მჯერა ამის. სწავლის პარალელურად მოსწავლეებიც ავიყვანე, რომელთაც ინგლისურ ენაში ვამზადებ და საკმარისი თანხა მაქვს თავის სარჩენად. აქ გადმოსულმა შევიძინე ახალი მეგობარი - ნია, მხიარული და კარგი გოგონაა. ალბათ, სწორედ იმიტომ დავუახლოვდი, რომ ჩემგან განსხვავდება. მე სიმშვიდის მოყვარული ვარ და ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა, რაც უკვე მომაბეზრებელიც კი გახდა ჩემთვის. ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში და ვამაყობ ჩემი თავით, რადგან მიზანს მივაღწიე და სრულწლოვანების ასაკში შევძელი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, მშობლებს კისერზე არ ვაწვებოდი და ვეხმარებოდი მათ. ძირითადად ჩემი ძმის სწავლის ფულს ვგზავნიდი ბათუმში, დანარჩენს დედ-მამაც მიხედავდნენ. მე კი ვარსებობდი და მეტი არც იყო საჭირო. ცალკე ფულიც მაქვს დანაზოგი, რომლითაც მინდა, რომ საკუთარი ბინა შევიძინო. ვნახოთ, რა როგორ მოხდება, ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა და ჩვენც მის იმედად დარჩენილი სულიერი ადამიანები, თვალდახუჭული მივყვებით დინებას. სიტყვა შეასრულა ნიაკომ, ერთ საათში ჩემთან იყო და „მონატრებული“ მეხვეოდა, არადა მთელი ლექციების განმავლობაში გვერდიდან არ მომცილებია, მეტლიკინებოდა და მეტლიკინებოდა. - როგორ ხარ, მაისურაძევ? - როგორც მხედავ დაღლილ-დაქანცული ვარ. - ჰო, თვალებში ძლივს იყურები. -აღნიშნა მან. - ყავა, თუ ჩაი? - რა კითხვაა? -წარბი მაღლა აზიდა. - ჩაი, ანუ. -სამზარეულოში გავედი. - სხვა? - დღეს ნიკამ ფაქტიურად პაემანზე დამპატიჟა! - ვინ? ხელიძემ? -დაიყვირა ხმამაღლა და ორ წუთში ჩემ გვერდით გაჩნდა. - ჰო, ამ საღამოს თუ გცალიაო და ეგეთები. - იმედია, იმ ბიჭს გული არ გაუხეთქე! -შეიცხადა მან. - გული რატომ უნდა გამეხეთქა, ვუთხარი რომ არ მეცალა და სულ ეს იყო. -მხრები ავიჩეჩე. - მაგ ბიჭს მოსწონხარ, -დაასკვნა მან. -მაგრამ დებილია! - რა სიტყვაა „დებილი“? უბრალოდ, მე არ მომწონს, ხომ იცი არა? - შენ ვინ მოგწონს? - რობერტ პატინსონი. - არც ისე კარგი გემოვნება გაქვს. -დამცინა, -ჯერ კიდევ იმ ასაკში ხარ ჩარჩენილი, თინეიჯერულ ფილმებს რომ უყურებენ. მითხარი, ბინდის რომელ სერიას უყურე გუშინ ღამით? - ბინდი არ მინახავს, ერთ კარგ მელოდრამას კი შევადნი! -ტუჩები წინ გამოვწიე. - გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ! *** ღამის პირველ საათამდე ვლაპარაკობდით მე და ნია, ხან რაზე, ხან რაზე. სალაპარაკო არ გველეოდა. მას მალევე ჩაეძინა, მე კიდევ არ მეკარებოდა რული. თვალებს უმისამართოდ ვაყვარყვარებდი შავ სივრცეში და რაღაცის დანახვას ვცდილობდი. თავიდან მეგონა მომესმა, როცა ნაბიჯების ხმა გავიგონე, მაგრამ ის ნელ-ნელა უფრო ხმამაღლა მესმოდა და მატულობდა პულსთან ერთად შიშიც. ცივი ოფლით დამეცვარა შუბლი და ხელის გულები. მუხლები ამიკანკალდა, მაგრამ ადგომის სურვილს ვერ შეეწინააღმდეგა. ძალიან, ზოგჯერ ზედმეტად, მშიშარა ვარ. ნებისმიერ ფაცა-ფუცზე გული მისკდება ღამით, მითუმეტეს, როცა მარტო ვარ. ეს შიშები კი ღამით განსაკუთრებით მიმძაფრდება ხოლმე. რაც შემეძლო ჩუმად წამოვდექი ფეხზე. შიშველი ტერფები სულ მთლად გამიყინა ცივმა იატაკმა. ფეხის წვერებზე სიარულით მივდიოდი ნელ-ნელა წინ. შემდეგ კი კარს ავეკარი და ყური ვუგდე ხმას. არ წყდებოდა ფაჩუნი, არც ფეხის ხმა. აშკარად, ქურდები იყვნენ, მაგრამ საოცრად გამოუცდელები, რადგან ასე ხმაურობდნენ. გასვლა შემეშინდა, ვაითუ მომკლან-მეთქი, ვიფიქრე. უკვე მთელი სხეული მიკანკალებდა, ტანს ვერ ვიმორჩილებდი. ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი,რომ მართლა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ნია რომ გამეღვიძებინა, პანიკას ატეხდა. საუკეთესო გამოსავალი ისევ საწოლში დაბრუნება იყო. მთელი ღამე აქ ხომ არ გაჩერდებოდნენ? წავიდოდნენ და მეც გავიგებდი, რა მოიპარეს, მაგრამ იქ არც არაფერი იყო მოსაპარი. ფულს საიმედოდ ვმალავდი სააბაზანოში, რომელშიც შესვლა მხოლოდ ჩემი ოთახიდან იყო შესაძლებელი. აკანკალებული შევწექი საწოლში და საბანი მთლიანად თავზე დავიფარე. პირზე ხელი ავიფარე, რომ სუნთქვა დამერეგულირებინა. ჩუმად ვქადაგებდი გულში და თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდებდი. თვალის ქუთუთოებს გამეტებით ვაჭერდი ერთმანეთს. არ მეგონა, შიშის დროსაც თუ შეეძლოთ ადამიანებს ძილი.. *** დილით რომ გავიღვიძე, ყველაფერი საშინელი კოშმარი მეგონა. ფულაფრთხიალებული გავედი მისაღებში და თვალი მოვავლე გარემოს. ყველაფერი ისე იყო, როგორც დავტოვე. მერე კარისკენ წავედი. ღია იყო. ყველაფერი სიმართლე იყო. მერე აივანზე გავედი, არ ვიცი რატომ, მაგრამ გავედი და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ყველა ტანსაცმელი ადგილზე იყო, ვარდისფერი კაბის გარდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და თითქმის სულ მეცვა. - შანსი არ არის! -დავიძახე ხმამაღლა, -შეუძლებელია, კაბისთვის მოსულიყვნენ. ყველაფერი გადავათვალიერე, გადავამოწმე, რაზეც ეჭვი მქონდა რომ წაიღებდნენ მაგრამ სულ ტყუილად. ყველაფერი თავის ადგილზე იდო. - ნია! ნია, ადექი ახლავე! - მოიცა რა, დილის შვიდი საათია! - სახლში ქურდები იყვნენ, გოგო, ადექი! - რა? -სწრაფად წამოვარდა ფეხზე. -ვაიმე, ჩემი სიკვდილი! რა მოიპარეს, ეგენი ამოწყდნენ? - ნუ იწყევლები, მოხუცი ქალივით. ჩემი ვარდისფერი კაბა მოიპარეს. -ვუთხარი აღელვებულმა. ეს ყველაფერი არც ისე ჩვეულებრივი იყო. - კარგი, რა. იქნებ შეინახე, მართლა კაბას ხომ არ მოიპარავდნენ? - მართლა გეუბნები, ზუსტად მახსოვს, გუშინ გავფინე გასაშრობად. ყველაფერი თავის ადგილასაა იმის გარდა. - კაბას რატომ მოიპარავდნენ? რომელი ბრენდის იყო? -რა ბრენდი, გოგო, დედაჩემმა შემიკერა, სკოლა რომ დავამთავრე მაშინ! -ხელი ჩავიქნიე. -არადა, როგორ მიყვარდა! -არ მომწონს ეს ყველაფერი! -თვალები მოჭუტა, -პოლიციას ხომ არ დავურეკოთ? - არა, გაგიჟდი? რა ვუთხრა, კაბა მომპარეს-მეთქი? არ დაიჯერებენ. - გოგო, ნიკა ხომ არ იყო? - არა, რა ნიკა, სად აქვს მაგის თავი მაგას! -ხელი ჩავიქნიე, -უაზრო აზრია! - აუ, გადადი რა ამ საშინელი უბნიდან, რამე არ მოგწიონ! -შემეხვეწა, -თუ გინდა, ჩემთან იცხოვრე ცოტა ხნით, სანამ რამე გამოჩნდება. - არა, არა. -ვიუარე მე. -არ მეშინია, მეორედ თუ მოვლენ, პოლიციას დავურეკავ და ეგ არის. - რა ვიცი, მე მაინც მეშინია. -დაიკვნესა მან. - ჩემი კაბა შემენანა მოსაპარად, -დავიკრუსუნე. - მაინც ვერ ვხვდები, კაბა რად უნდოდათ? - ვერც მე ვხვდები. გასაოცარია! ________ აბა,, როგორ მოგეწონათ? ზანდა ფაჩულია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.