ღამის ზმანება (14 ნაწილი)
.......ნიტას მონაყოლი....... თვალების გახელა არ მინდოდა. რაღაც მაგარ საწოლზე ვიწექი და მთელი ტანი მტკიოდა, წამლებს სუნითაც გვარიანად იყო ოთახი გაჟღენთილი... -ექიმო, მითხარით როდის გამოფხიზლდება! სამი დღეა უკვე ასეა! - გავიგე ნაცნობი ანერვიულებული ხმა. -არ ინერვიულოთ ქალბატონო... შოკის ბრალია. დღე-დღეზე გამოფხიზლდება - გაისმა მეორე ხმა, ამჯერად უცნობი. -რას ველოდო ამიხსენით! კიდევ რამდენ ხანს გასტანს თქვენი ასეთ მოჩვენებითი სიმშვიდე! - აყვირდა უცბად დედაჩემი - ნიტა, შვილო... გაიღვიძე რა. გეხვეწები შენც არ დამტოვო! - სახეზე თბილი ხელები შემეხო, შემდეგ ხელები მკლავებზე შემომეჭდო და დამანჯღრია. ირგვლივ ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ვერც თვალებს ვახელდი და ვერც ხელის განძრევას ვახერხებდი. -ქალბატონო. გაბრძანდით, გთხოვთ. პაციენტს სიმშვიდე სჭირდება - გავიგე კატეგორიული ტონი. -იცოდეთ, ჩემი შვილი ხვალ თუ არ გამოფხიზლდება სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ! - დაემუქრა დედაჩემი და ოთახიდან გაპაკუნდა. ექთანი ცოტახანს ისევ ოთახში იყო. წინ და უკან დადიოდა, ალბათ წამალი შეიყვანა... არ ვიცი რა გააკეთა, მაგრამ გავიდა თუ არა, მაშინვე სისუსტე ვიგრძენი და დამეძინა... სიზმარი არ მინახავს... ნახევრად ფხიზლად ვიყავი. ასე საშინლად არასდროს მძინებია... გამეღვიძა თუ არა ვიგრძენი, რომ ისევ ძილი მინდოდა. ისა და... ნეტა სად ვარ? ალბათ საავადმყოფოში... ეს უკვე ვიცოდი, მაგრამ ბოლოს რა მოხდა? ააა... მამაჩემმა დემესგან წამომიყვანა, შემდეგ გზაში ვიყავით, მემუქრებოდა რომ მას მეორედ არ გავკარებოდი, შემდეგ... შემდეგ... სიბნელე... ახლა კი პალატა და წამლების სუნით გაჟღენთილი ოთახი სასწაულად არაკომფორტული საწოლით... მგონი ავარიაში მოვყევით. ნეტა მამაჩემი როგორაა? ალბათ ისიც დაშავებულია. და დემე? ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. გულში თითქოს რაღაც შემერჭოო, ყელში ბურთი გამეჩხირა და ცრემლი წამომივიდა. განძრევას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ვტიროდი... ნეტა ძალიან სცემეს? იქნებ რამე სერიოზული მოუვიდა... იმედია თოკო და ვახო მიხედავდნენ. როგორ მენატრება... ყველაფერს მივცემდი ოღონდ ახლა აქ მყოლოდა... დაღლილობამ თავისი ქნა და ისევ ჩამეძინა... როდესაც კიდევ გამეღვიძა ენერგია ვიგრძენი... მაშინვე თვალების გახელა ვცადე. მკვეთრმა სინათლემ თვალი მომჭრა და მეც უკმაყოფილოდ მოჭუტული თვალებით მოვავლე ოთახს თვალი. დედაჩემს კუთხეში მდგარ სავარძელში ჩასძინებოდა. დასუსტებული ჩანდა, თვალების ქვეშ შავი უპეები მოუჩანდა, თითქოს ჩამომხმარიყო და ერთიანად დაბერებულიყო. ნეტა სულ შავები რატომ ეცვა? ეს ყველაფერი ძალიან საეჭვო იყო და ამ კითხვებზე პასუხს მალევე მოვთხოვდი... ოთახის თვალიერება განვაგრძე... გვერდზე წვეთოვანი მედგა, მეორე მხარეს კი წრიპინა აპარატი. მოკლედ ყველაფერი მქონდა სრული ბედნიერებისთვის!.. -ნიტა! როგორ ხარ? - მოულოდნელად დედაჩემის გახარებული ხმა გავიგე. მაშინვე მომვარდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და შუბლზე მაკოცა, თან ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. -ნორმალურად - ვუპასუხე უემოციოდ. ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი ჩვენი ბოლო საუბრის გამო. -მიხარია... ძალიან შემაშინე. კი მაგრამ სად იყავი გაპარული?! - მკითხა კატეგორიული ტონით. -მამამ არ გითხრა?! - ვკითხე დაეჭვებით. -ამმ... მე შენგან მინდა პასუხის და ახსნა-განმარტების მოსმენა! - თავიდან ცოტა დაიბნა, თუმცა მალევე გამოძვრა სიტუაციიდან. -არაფრის ახსნას არ ვაპირებ - ვუპასუხე მშვიდად და თავი გვერდზე მივატრიალე. -შენ თავი ვინ გგონია! - აყვირდა გაბრაზებული. -პაციენტი როგორ გრძნობს თავს? - ოთახის კარი ექთანმა შემოაღო. -კარგად ვარ, მადლობა - ვუპასუხე და მქრთალად გავუღიმე. -მიხარია. რამე ხომ არ გტკივა? - მკითხა კმაყოფილმა და აპარატზე რაღაცეების შემოწმება დაიწყო. -კი, თავი... -წამალს მოგიტან - მიპასუხა და ოთახიდან გავიდა. -ნიტა! მიპასუხე! რას ნიშნავს არაფრის ახსნას არ აპირებ! - მითხრა ისევ და ფეხზე წამოდგა, თან ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. -დედა, დამანებე თავი!!! გითხარი უკვე და მორჩა! მე ჩემს სიტყვას არ გადავალ! - ვუყვირე გაგულისებულმა და თან ცრემლები წამომცვივდა. -მე შენ მოგარჯულებ! გამოხვალ ამ წყეული საავადმყოფოდან და ჩაგსვავ კალაპოტში! მე შენ განახებ როგორ უნდა არაფრის ახსნა! ლაწირაკი! - ჩანთას ხელი დასტაცა და ოთახიდან გავარდა. ტირილი განვაგრძე... -აი წამალი... - ოთახში ექთანი შემოვიდა და ჭიქა წყალი გამომიწოდა წამლით. უხმოდ გამოვართვი და დავლიე, შემდეგ ჭიქა დავუბრუნე და მზერა ავარიდე. - ნიტა გქვია ხომ? - მკითხა თბილად და გვერდზე ჩამომიჯდა. არ მინდოდა გაბზარული ხმით მეპასუხა, ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე, ცრემლები მოვიწმინდე და მწვანე თვალებში შევხედე. სასიამოვნო გარეგნობის გოგო იყო, ალბათ 25-30 წლის იქნებოდა. -რატომ ტირი? - მკითხა თანაგრძნობით და ხელზე მომეფერა. -იმიტომ... - ვუპასუხე ძლივს მოთოკილი ემოციებით და ცრემლების ახალი ნაკადი გადმოვუშვი. -მომისმინე... თუ შემიძლია რამით დაგეხმარო არ მოგერიდოს. მითხარი და აუცილებლად რამეს ვიზავ - მითხრა გამამხნევებლად. -ამმ... - გამიკვირდა მისი ასეთ შემოთავაზება. ჯერ ისიც კი ვიფიქრე დედაჩემმა მოისყიდა რამის გასაგებად-თქო, მაგრამ მერე ისიც გავიაზრე რომ ყველაფერს მამაჩემი ეტყოდა, თან ამ გოგოს თვალები ზედმეტად გულწრფელი იყო ეჭვის შესატანად. - არ ვიცი... - ვუპასუხე დაღონებულმა. -გიყვარს? - მკითხა ოდნავი ღიმილით. -ვინ?! - კითხვითვე ვუპასუხე გაკვირვებულმა. -ვინმე ბიჭი... მის გამო ტირი ხომ? - თვალებში ეშმაკური დაკვირვებულობით შემომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა. -კი მაგრამ, თქვენ... საიდან მიხვდით?! - ვკითხე გაკვირვებულმა. -მოდი, პირველ რიგში თქვენობით ნუ მომმართავ კარგი? მე ლიკა მქვია... - თბილად გამიღიმა. -კარგი - ვუპასუხე მეც. -აბა მომიყევი რა ხდება - მითხრა და ინტერესიანი მზერა მომაპყრო... ყველაფერი მოვუყევი... ვინ ვიყავი, როგორი ოჯახიდან, ვინ შემიყვარდა, სად გავიქეცით... მოკლედ, ყველაფერი... -მამაჩემი აქ ხომ არ არის შემთხვევით? -ამმ... არ ვიცი, მგონი არა... იმ დღეს მარტო შენ მოგიყვანეს... - მიპასუხა დაეჭვებულმა. -საინტერესოა... ვუპასუხე ჩაფიქრებულმა. -ახლა გისმენ და მიკვირს, ასეთმა პატარამ ამდენი რამე როგორ გამოიარე. ან თუნდაც როგორ მოახერხე ასეთი თამამი ნაბიჯი გადაგედგა, გეტყობა ძალიან გიყვარს ის ბიჭი - მითხრა თბილად. -პირველად შემიყვარდა... - ვუპასუხე ცოტა მორიდებულად. -ნუ გრცხვენია... თამამად მელაპარაკე, დღეიდან ჩვენ დაქალები ვართ - მითხრა მხიარულად. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და მწვანე თვალებში შევხედე. -მენატრება - ვუპასუხე დასევდიანებულმა და თვალებიდან ცრემლები გადმომიგორდა. -რომ დაურეკო? -არ ვიცი სადაა ჩემი ტელეფონი. ალბათ ავარიაში საერთოდ დაიმსხვრა - ვუთხარი უიმედოდ. -ნომერი თუ იცი ზეპირად ჩემი მობილურიდან დაგარეკინებ - მიპასუხა გამამხნევებლად. -დედაჩემი რომ შემოვიდეს და გაიგოს მომკლავს - ვთქვი შეშინებულმა. -არ ინერვიულო... ოთახის კართან დავდგები და არავის არ შემოვუშვებ. 15 წუთი გეყოფა? - მკითხა იმედიანად. -კი, ძალიან დიდი მადლობა - ვუთხარი გახარებულმა და გულაჩქარებულმა იმიტომ, რომ რამდენიმე წამში მონატრებულ ხმას გავიგებდი. -აი ტელეფონი, აბა შენ იცი... - გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. -ხო მართლა... რომელი საავადმყოფოა? -იაშვილი - მიპასუხა მოკლედ და ოთახიდან გავიდა. აკანკალებული თითებით ავკრიფე დემეს ნომერი და მისი ხმის გაგების მოლოდინში გავირინდე. დიდხანს არავინ პასუხობდა ყურმილს... ბოლოს იმედწართმეულმა გათიშვა დავაპირე, როდესაც მისი ხმა გავიგე... გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო და თავბრუ დამეხვა... არ ვიცი ასეთი მძაფრი რეაქცია რატომ მქონდა... უბრალოდ მართლა ძალიან მენატრებოდა, უზომოდ. იმ რამდენიმე დღეში იმდენად მივეჩვიე, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. -გისმენთ - მისი ტონი უსიცოცხლო, მობეზრებული და უინტერესო იყო. რამდენიმე წამი ხმის ამოღება ვერ მოვახერხე - გისმენთ!.. - თქვა ოდნავ გაღიზიანებული ტონით. -დემე... - საწყლად ამოვიკნავლე და ცრემლები წამომივიდა. -ნიტა?! - მაშინვე მიცნო და გაოცებულმა შესძახა. -ჰო... - ვუპასუხე სლუკუნით. -ნიტა, ჩემო პრინცესა. სად ხარ? მოვალ და წაგიყვან ახლავე! უბრალოდ მითხარი სად ხარ! მოიცა... ხომ კარგად ხარ? მამაშენის მანქანა ვნახე გადაყირავებული... -კი დემე, კარგად ვარ... საავადმყოფოში ვარ ახლა... -ეს ვისი ნომერია? -ერთ-ერთ ექთნის... იმან მათხოვა, რომ შენთვის დამერეკა. არ ვიცი სადაა ჩემი მობილური... - დავიწყე ახსნა-განმარტება და თან ვტიროდი. -კაი, კაი.. ჩუუ პატარა... დამშვიდდი კაი? ნუ ტირი რა... სად ხარ? უნდა გნახო აუცილებლად - მითხრა იმედიანად. -მისამართს გეტყვი, მაგრამ რამდენად მნახავ არ ვიცი. დედაჩემი 24 საათი აქაა და ალბათ მამაჩემიც თავისი დაცვით... - ვუთხარი მოწყენილმა. -მომისმინე. არ მაინტერესებს... მამაშენმა მთელი ჯარი რომ დამიყენოს შენს ნახვას ვერ დამიშლის, უბრალოდ არ გამოუვა გესმის? -ზედმეტი პრობლემები არ მინდა, გთხოვ... - მივმართე მუდარის ტონით. -აბა რა გავაკეთო... - მიპასუხა დაღონებულმა - რომ არ გნახო გავრეკავ, ძალიან მენატრები... - თქვა სევდიანად და გული შუაზე გამეხლიჩა. -ამ ექთანს ვეტყვი რომ ისე მოახერხოს შენი აქ შემოშვება რომ ვერავინ დაინახოს. -მაგას გააკეთებს? - მკითხა დაეჭვებულმა. -მგონი კი. ძალიან კარგი გოგოა... -კარგი, როდის მოახერხებ პასუხის გაცემას? -არ ვიცი, მაგრამ დაგირეკავ ისევ. ამ ნომრიდან... -კარგი, მენატრები პრინცესა... -მეც -მიყვარხარ -მეც - ვუთხარი გაღიმებულმა. -მე უფრო - თქვა და მივხვდი, რომ იქეთ იღიმოდა. -არა მე - შევეპასუხე და გამეცინა. -შენი სიცილი მომენატრა - მითხრა ჩაფიქრებულმა. -რა რომანტიკოსი გამხდარხარ - ვუთხარი კისკისით. -სიყვარული ადამიანს ცვლის - მიპასუხა თბილი ტონით. ამასობაში ლიკა ოთახში შემოვიდა. -კარგი, წავედი და დროებით -კაი, მიყვარხარ... - ისევ გამიმეორა და ტელეფონი გავთიშე... ............. ესეც შემდეგი თავი ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ უფრო დიდია^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.