შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 7)


27-10-2015, 00:00
ავტორი llella
ნანახია 3 210

სახლში მისულს ბიჭები დაძინებულები დამხვდნენ, მაგიდაზე კიდე წერილი იდო.
„დაი, მე და ამ დებილმა ბოუშვმა რაცხა მომივტყაპნეთ და გაგვისინჯე, წავედით ჩვენ ვიძინებთ“ საბას ამ წერილზე გამეცინა.
მათ ასე ვთქვათ მოტყაპნილ სოუზს გემრიელად შევექეცი და მეც დასაძინებლად წავედი. დავფიქრდი დღევანდელ დღეზე და ისევ ჩემს ნამოქმედარზე გამეღიმა.
-ისე როგორ შეუძლია ასეთი იყოს...-ვთქვი და გამეღიმა-ხან მხეცს გავს, ხან დაწყობილ და ჭკვიან ადამიანს, ხან კიდევ... მეც არ ვიცი ვის.
ფიქრებში გართულს ჩამეძინა. დილით ადრე ავდექი და პირდაპირ აბაზანაში შევვარდი, ჩავიცვი და მისაღებში გავედი.
-ოოჰ რას შვრები დაი რავა ხარ?-სიცილით მკითხა საბამ და შუბლზე მაკოცა.
-დავიღალე.
-რაარი გოგო ეს ვიცოდე ჰა?! ასე შეიძლება, სამსახური დაიწყე და დაგავიწყდა ყველა-მაგრად ჩამეხუტა კობა.
-შენ ძმაკაცს უთხარი მომცეს 1 კვირიანი შვებულება-გავეკრიჭე.
-მიდი და უთხარი.
-ბოროტო-დავეჯღანე.
-ის იყო ბოროტი როგორც მახსოვს.
-ის დემონია! ეს შენ ხარ ბოროტი.
-რატო გოგო რას ერჩი.
-რავიცი არც არაფერს დემონია და ვსო.
-ნინომ ჭირი მაგას, რომ არ მომიკითხა ამდენი ხნის განმავლობაშიო-გადმომცა ნინოს დანაბარები ძვირფასმა ბიძაშვილმა.
-იცის თქო უთხარი, დღეს გამოვათრევ მაგას გარეთ-გავიცინე და სახლი დავტოვე.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და გრეთ გავედი, ტაქსი გავაჩერე და წავედი სამსახუში, გზაში კი ნინოს მივწერე.
„რას შვრები კობაიას სატრფოვ? „
„შენი სინსილა გაწყდა ერთ დღეს, რაარი გოგო ასე უნდა დაგავიწყოს სამსახურმა დაქალი? და კობაიას სატრფო იქნება თუ გნახე“
„ხოო, ვიცი რომ ჩემი მოკვლა გინდა, ხო და ისე გადარჩენა მიწერია ცხოვრება, ხარ და რა გიყო“
„დედა რავა სიცოცხლე მოგბეზრებია შენ? გოგო როდის უნდა მნახო ჰა?“
„დღეს გამოვალ შენთან“
„მეღირსაა“
„კაი რომ წამოვალ მოგწერ“
„კაი“
ტაქსისტს ფული მივაწოდე და ავტომობილოდან გადავედი, ჩემ ტანზე მოთავსებულ კაბას დავხედე მობეზრებულად, ამხელა გოგო ვარ და ეს კაბები არ მიყვარს, მომკალით და ვერ ვეგუები.
კაბინეტში შევედი, მოსაცმელი იქვე დავდე და ფანჯარაში გავიხედე, მაგიდაზე დაწყობილ ხელმოსაწერ საბუთებს დავსწვდი და უფროსის კაბინეტისაკენ წავედი.
კარებზე ფრთილად დავაკაკუნე.
-შემოდით!
-ბატონო გაბრიელ შეიძლება?
-შემოდი მარიამ.
-საბუთებზეა ხელი მოსაწერი.
-დამიტოვე და მოვაწერ.
-კარგით.
-მარიამ... როგორ ხარ?-უცებ მკითხა ღიმილით.
-კარგად-მეც გამეღიმა-თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მარიამ ხომ შევთანხმდით?
-ჩვენ სამსახურში ვართ, სადაც თქვენ ჩემი უფროსი ხართ, ხოლო მე თქვენი მდივანი, მეგობრები ჩვენ სამსახურის გარეთ ვართ-ავუხსენი სიტუაცია.
-კარგი, იყოს მასე!
ოთახში, დაკაკუნების გარეშე ორი აყლაყი შემოვიდა, იმ დღეს რომ ვნახე ზუსტად ისინი, იცინოდნენ, მე დამინახეს თუ არა, ორივე დასერიოზულდა და რაღაცნაერი ღიმილი გამოესახა ორივეს სახეზე.
-გამარჯობა-დავიჩურჩულე.
-გაგიმარჯოს, მე გიორგი ვარ-გამიღიმა ქერამ, როგორც გავიგე გიორიმ.
-გაიწიე ბიჭო-ხელი კრა შავგრემანმა ქერას და გააგდო-მე ანრი-გამიღიმა და ხელზე მაკოცა, მე კიდე როგორც ყოველთვის დავიბენი.
-მარიამი.
-ვიცით მაგი დედუნა ვიცით.
-თქვენ არ მოკეტავთ?!-გავიგე გაბრიელის დაძაბული ხმა.
-დედაშენთან ხმას როგორ უწევ ბიჭო!-ვითომ გაუწყრა ანრი.
-მე დაგტოვებთ.
-ნახვამდის-დამაწიეს პასუხი, მეც სწრაფად დავტოვე კაბინეტი და ჩემ საქმეებს შევუდექი.
საბუთებში ვიყავი ჩამვრალი ტელეფონის ხმა რომ გავიგე, ფურცლების მთა გადავწიე და აცეკვებულ ტელეფონს ვუპასიხე.
-ბატონო.
-მარუს მისმინე საქმე მაქ-კობა იყო.
-გისმენ რა ხდება?
-გოგო რა მაინტერესებს იცი? ნინის ადრე რო ყვავილები მოწონდა ისევ ისინი ხო მოწონს?-ამაზე კი სიცილი ამივარდა-რა გაცინებს გოგო, მითხარი რაა-ხმაში ხვეწნა გაურია.
-კი კი ისევ ისინი მოწონს.
-ანუ გვირილების დიიიდიიი ბუკეტი უნდა ვიყიდო.
-მომახსენე აბა რას აპირებ.
-მოგიყვება შენი დაქალი-გაიცინა.
-ხო კაი კაი, შენ ხომ ადამიანს არ გაახარებ.
-ჩემს ბედნიერებაზე დიდი გახარება რა გინდა გოგო-ისევ გაეცინა.
-ის რომ ამოღერღო რას აპირებ, კიარადა რას უპირებ.
-რასაც მამამისს დავპირდი!-უემოციოთ მიპასუხა და სწრაფად გამითიშა ტელეფონი.
-მოიცა და რას დაპირდა?-ვკითხე საკუთარ თავს-იპარავს!-წამოვიყვირე და გადავიხარხარე.


კოაბს ნაამბობი:

მიყვარს?! განა ამას მარტო სიყვარული ქვია?! არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა, ისეთია სახელს რომ ვერ უძებნი, სულში რომ აღწევს, სუნთქვას რომ გიკრავს, ცხოვრებას რომ გიმოკლებს და იხანგრძლივებს ერთდროულად, თვალები რომ გიბრწყინავს და დებილივით იყურები, აზრზე რომ ვერ მოდიხარ რა უნდა გააკეთო ან უბრალოდ რა უნდა უთხრა, ხვდები, რომ მისთვის ძმა, მეგობარი ან უბრალო ნაცნობი ვერ იქნები, გჭირდება მთლიანად, მისი უარყოფითი თუ დადებითი მხარეებით... უბრალოდ გჭირდება და მორჩა!
ამდენი ხანი გავიდა და უმისობას მაინც ვერ მივეჩიე... განა ვცადე მაინც მისგან შორს ყოფნა?! ვის ვატყუებ... არც მიცდია! იმის მცდელობა რაზეც შემდეგ ინანებ არც ღირს!
უკვე ყელაფერი მზად მქონდა გეგმის განსახორცერებლად, გვირილების თაიგული ერთი სიტყვით შევტენე ჯიპში, მეც დავიკავე ჩემთვის განკუთვნილი ადგილი და დავურეკე საბას.
-ბატონო.
-რა ქენი?-ვკითე ღიმილით.
-ბებო მზადაა-გადაიხარხარა.
-რა გეშველება-მეც გამეცინა.
-თევზმა თევზს უთხრა ფარფლიანი ხარო.
-ერთს მაგრად გცემ!-დავაიმედე ბიძაშვილი და გავუთიშე.
უკვე ნინის სადარბაზოსთან ვიყავი, ტელეფონი ამოვიღე, ავკრიფე მისი ნომერი, დავურეკე, თან მაღლა ავიხედე და მეოთე სართულის აივანს დავაკვირდი.
-ხო.
-რას შვრები?
-არაფერს, შენ?-გაეცინა.
-მე გელოდები!
-ვერ გავიგე?-დაიბნა და მივხვდი რომ ფეხზე წამოდგა.
-ჩამო ქვემოთ!
-კობა...
-ნინო ჩამოდი გელოდები!-ხმა გავიმკაცრე.
არადა ისეთი გახარებული ვიყავი გული ამოხტომას ლამობდა. მინდოდა მეცეკვა, მეყვირა ან რავიცი გამეკეთებინა სისულელეები, რომლის ნახვის მერეც გადარეულად შემრაცხავდნენ.
ნინო სადარბაზოდან გამოვიდა, გარეთ წვიმა იყო, ინგრეოდა დედამიწა, ეს კიდე თხელ სარაფანაში გამოწყობილი მოაბიჯებდა ღიმილით.
-რა იყო?-პირდაპირ მაჯახა.
-ისეთი არაფერი-მისი დანახვისას უაზროდ გამეღიმა-უბრალოდ საქმე მქონდა.
-ხოდა რა საქმე?
-გავიაროთ და გეტყვი!
მანქანა დავძარი და ადგილს მოვწყდი, ჯერ მაღაზიასთან გავაჩერე.
-აქ რა გვინდა?
-უნდა ვიყიდოთ ტანსაცმელი!
-ვისთვის?
-შენთვის!
-კი მაგრამ...
-ნინი ხომ შეგილია გაჩუმდე?!
-არა!
-არაჩვეულებრივი ანუ შეგიძლია-სწრაფად მოვკიდე ხელზე ხელი და შევიყვანე მაღაზიაში.
-გამარჯობა რით დაგეხმაროთ-მოგვიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, ნინიზე შეაჩერა მზერა და რასაც ქვია თავიდან ფეხებამდე შეისწავლა.
-ბიჭო!-მინდოდა წყნარად და არც თუ ისე ხმამაღმა მეთქვა, მაგრამ საპირისპირო გამოვიდა-თვალებს ადგილი მოუნახე და წესიერად!
-კობა...-ნინომ გამკრა მხარი ცოტა ჩუმათო, მე კიდევ ვეცადე თავი გამეკონტროლებინა.
-ამ გოგონასთვის შარვალი, ბათინკები და თბილი მაისური გვინდა!
-ახლავე.
-რა გჭირს შენ?-გამიწყრა ნინი.
-რა მჭირს კი არა წელში გამართული რომაა მადლობა თქვას!
-რა გეშველება-გაიცინა, ამაზე კი მე გამეღიმა.
-მე რა მეშველება კი არა რანაერად გაცვია რაარის ეს?!
-ჩვეულებრივად მაცვია!-არ დამითმო და გამომიცხადა დოინჯშემორტყმულმა.
-ჩვეულებრივი ქვია გოგო ამ მაგიდის გადასაფარებელს?!
-რა გინდა შენ უუფ.
-გაცივდები-ხმა ცოტათი დამიმშვიდდა.
-ან საერთოდ რატომ მომიყვანე აქ, რა შარვალი და მაისური გვინდა ვერახარ შენ?!
-გოგო ხმა! გვჭირდება თქო, ანუ გვჭირდება!
-არახარ შენ დაწყობილი!
-თქვა ამანაც ახალი!-გავიცინე და ახლად მოსულ ბიჭს გავხედე.
-არ მოვისინჯავ!-გამოაცხადა ნინიმ.
-შედი გასახდელში!
-არა!
-ნინი!
-კობა!
-გთხოვ-თავი გავისაწ...., მას ჩემს გამომეტყველებაზე გაეცინა, ბიჭს გამოართვა ტანსაცმელი და გასახდელში ბუზღუნით შევიდა.
ნინის ველოდებოდი, როცა ტელეფონმა დამირეკა.
-სად ხარ?
-მაღაზიაში.
-რა გინდა ბიჭო მაღაზიაში?
-ნინის ტანსაცმელი უნდა ვუყიდო-გავიცინე-თხელი სარაფანა აცვია ბიჭო ამ წვიმაში, გაიყინება.
-ექნება თალიკოს ტანსაცმელი მერე-გაეცინა საბასაც.
-სანამ იქ ჩავალთ გამიცივდება.
-უ ცე გენაცალე კობუნა-ენა მოიჩლიქა და სიცილი დაიწყო.
-ბარამიძე შენ სისხლს დავლევ რომ გნახავ-დავაიმედე, მაგრამ მის ნამაიმუნარზე მეც გამეცინა.
-ეუფ, შენ ამ 1 კვირის განმავლობაში ღიმილი არ მოგშორდება სახიდან და მეც მაგ დროს გნახავ-შედგენილი გეგმა ჩამომიყალიბა-ნუ ერთი კვირა რაა ახლა, სულ ღიმილიანი ივლი აწი.
-კი ხარ საცემი, მაგრამ მაგაში მართალი ხარ შენ ვირო.
-ჯორი ჩუ რაა-გადაიხარხარა-მიდი მიხედე შენს ცხოვრებას-ესღა მომაძახა და გამითიშა.
-რა ეშველება ამას-გავიცინე და თავი დანანების ნიშნად გავაქნიე-კი არადა მე რა მეშველება.
-ბატონო სიუჟმურევ!-გავიგე ნინის ხმა, მეც მივბრუნდი და მის დაბღვერილი, მაგრამ მაინც საყვარელი სახის გამომეტყველებაზე გამეცინა.
-ძალიან გიხდება!
-რად მინდა ვიცოდე...-დაიწუწუნა.
-ვყიდულობთ!
-სალაროსთან გადაიხადეთ.
ფული გადავიხადე, ავტომობილში ჩავჯექით და დავადექით ნინისათვის უცნობ და ჩემთვის სიხარულის მომცველ გზას.
-კობა...-ხმაში შიში შეერია.
-ჰო.
-სად მივდივართ?!-მკითხა როცა ქალაქს გავშორდით.
-სადღაც!
-მაინც?!
-ნინი...!
-კობა სად მივდივართ?! ან ეს ყველაფერი რას ნიშნავს?!-ხმას აუწია.
-გოგო ხმა აკონტროლე!-არც მე დავაკელი.
-კობა სად მივდივართ თქო?!
-მოგიტაცე!
ასე ერთი წუთი უემოციოთ იჯდა.
-ღადაობ ხო? უეჭველი ღადაობ!
-შენ თავს ვფიცავარ თუ ვღადაობდე.
-გადაირიე ბიჭო შენ?
-რომ გადავირიე იმიტომ მოგიტაცე გოგო-გავიცინე, ავტომობილი გზიდან გადავიყვანე და ძრავა გამოვრთე.
-აუ იტყუები ხო?-ხმა გაებზარა და დავინახე ტირილი როგორ დაიწყო.
აი ცოცხალი ადამიანი რომ გრძნობ ვკვდებიო, ისეთი დამემართა.
-ნინი... მისმინე...
-აუსრულე ხო მამაჩემს?!-სლუკუნით მკითხა და მისი ყავისფერი თვალებით შემომანათა.
-მამაშენის არ ვიცი და მე ოცნება ავისრულე!-გამოვაცხადე კმაყოფილმა, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ნაზად შევეხე ტუჩებზე.
ახლა რაღა მომკლავდა?! არც არაფერი! ახლა 100 ტყვია რომ დაგეყარათ ჩემთვის, მაინც ძლიერად ვიდგებოდი ფეხზე, არ დავეცემოდი და არ დავნებდებოდი! ვიცოდი ვისთვის უნდა მებრძოლა...!



- - - - - - -
ხოდა გამარჯობა wink რავა ხართ ხალხო?
არ ვაპირებდი დღეს დადებას, მაგრამ კომენტარები რომ ვნახე შეუძლებელი იყო არ დამედო, ხოდა გულმა ვერ გაძლო, ავდექი და დავწერე... love feel
ჰოდა ძალიან... ძალიან... დიდი თხოვნით ვარ love შემიფასოთ ჩემი ნაჯღაპნი request
ველოდები კომენტარებს და შეფასებას... request



№1  offline წევრი malikuna

იგივე ფრაზებით ვმოძრაობ მეე :დდ მომწონს ძააან დაა არჩააგდო დღე ისე რომ არდადო თორემ ვააი :დდ მომწონხარ♥♥♥

 


№2 სტუმარი nino k.d.

ძალიან კარგია მალე დადე რა. კობას საქციელი მომეწონა ძალიან. იმედია დღეს არ ჩააგდებ ისე დადებ

 


№3  offline წევრი darjania

კარგია

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმეეე გამოვშტერდი ისე მომეწონა... რა ვქნა ამ ისტორიის ყველა გმირზე ვგიჟდები... ყველა ერთმანეთზე უკეთესები არიან... მაგარი ხარ და კიდევ დადე რა ახალი და უფრო დიდი თავი... მომწონს მომწონს ვგიჟდები ამ ისტორიაზე...

ისე მაგრად აუსრულა სიმამრს დანაპირები.. მეტის ღირსი იყო აბა რას ერჩოდა ასე ანგელოზივით ბიჭს რომ დააშორა სატრფოს... :დ

 


№5  offline წევრი dadeshqeliani

შოკოლადი ხარ შენ ჩემი,ჩემი ტკბილი შოკოლადი wink არ მყოფნის მე ასე ცოტა :( ცოტათი დიდი თავები დადე რაა :* აი რავიცი ასეთი ტკბილი ისტორია იშვიათად თუ შემხვდება ხოლმე love ძალიან ძალიან მიყვარხარ love მარიამი,გაბრიელი,საბა,კობა,ნინო,გიორგი,ანრი love ვგიჟდები ამათზე მე love request

 


№6  offline წევრი nukiiiiii

ხოდაა :დ საკალელი და მოსაპარი თავიი იყოოო :დ ეს ჭირდებოდა ზუსტად :* უძალიანკარგესიაა:დ და მოუთმენლად გელიიიი:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent