შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 2 თავი.


27-10-2015, 00:19
ავტორი MLM
ნანახია 7 450

მარიამი როგორც კი გადავიდა, გავჩერდი და ვუყურებდი სად წავიდოდა, დავინახე საავადმყოფოსკენ რომ შეუხვია და უფრო დავინტერესდი, ნახევარი საათი თვალი არ მომიშორებია გამოსასვლელისთვის, რომ დავინახე მივხვდი, თვითონაც დამინახა და მისკენ წავედი.
- აბა ქალბატონო მარიამ ეხლა საით? (მარიამმა თვალები მოჭუტა და წარბები ზევით აწია)
- მგონი წეღან გავარკვიეთ, რომ შენი გზით უნდა წასულიყავი.
- ხო მაგრამ, მერე გადავიფიქრე, მე ხომ დღის გმირი ვარ და ბოლომდე უნდა მოგემსახურო.
- და ვინ გითხრა, რომ ან გმირი ხარ და ან უნდა მომემსახურო?
- შენ არ მაიძულე მოგმსახურებოდი? (რატომღაც მომწონდა მასთან ასეთი ლაპარაკი, ისეთი საყვარელი რეაქციები ქჰონდა, მინდოდა დიდხანს მეყურებინა, ისე მტკიცედ და მკაცრად მიპასუხა ხმა ვეღარ ამოვიღე)
- ღირსი იყავი, მაგრამ ეხლა ნახვამდის!!!
ასე მომიჭრა ლაპარაკი და მარშუტკაში ავიდა. ,,ამას არ ველოდი“ თავისით თქვა ზურამ და მანქანა დაქოქა. თან სოსოს დაურეკა და კითხა სად ხარ, სად მოვიდეო და მისკენ გაემართა.

- ჰე ბიჭო აბა მოყევი რა გოგოვოო?
- აუუ იმენა შარში გავეხვიე დღეს რაა, მარა რა ანგელოზი გავიცანი იციი?
- ვაააა ეს უკვე მომწონს, აბა დაწვრილმანდი
ყველაფერი მოუყვა ზუსტად რაც იყო, სოსო კი გაშტერებული უსმენდა, ხან დასცინებდა, ხან კითხვებს სვავდა, რომ ზუსტად გაეგო ყველა დეტალი
- აუუ, უკვე ფანი ვარ მაგ გოგოსი, ბიჭოს რა ჩაუტარებია? (სიცილით დივანზე გადაწვა და როხროხებდა)
- ხოო, ჩატარებით აშკარად ჩამიტარა (გულდაწყვეტილმა ვუპასუხე)
- და რას აპირებ?
- არც არაფერს, რა უნდა დავაპირო?
- და ეგეთი გოგო ხელიდან გინდა გაუშვა?
- კაი რა სოსო ნუ მაცინებ, მაგარი ლამაზი გოგო იყო, ბაზარი არაა მაგრამ, საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა აქვს, გეგონება მაგის მეტი არავინ არსებობსო.
- და რაც მომიყევი მასე არ გამოდის? სადმე შეხვედრილხარ მისნაირს? (მივხვდი რომ კუთხეში მიმიმწყვდია)
- ოო შემეშვი. სად მაქ თავი, მაგას ვდიო როცა ყველა ჩემსკენ გამორბის?
- და თუ ეგეთს არ სდიე, აბა მთელი ცხოვრება არასერიოზულად უნდა იცხოვრო? ოჯახზე რატო არ ფიქრობ? გავიზარ...
- ოეეეეეეეეეე, ნუ გაუტიე რა ოჯახი? დაიხურა ეგ თემა.

*****

საავადმყოფოდან გოგოებს გაუარე: სულ 5 ნი იყვნენ სოფი, ანი, მაგდა, თაკო და თავად მარიამი. ერთმანეთი ისე უყვარდათ იფიქრებდით ნამდვილი დები არიანო, მაგრამ სოფისთან ყველაზე ახლოს იყო, ბევრ სირთულეს გაუძლო მათ ურთიერთობამ, იყო წყენა, ტკივილი, გაბუტვაც კი, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ, ყველაზე დიდი მარიამი იყო, მაგრამ დაოჯახებაზე არცკი უფიქრია, ანის და თაკოს მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ ანის 1 წლის ტიტინა გოგო ყავდა ნუციკო, ისეთი მეტიჩარა და საყვარელი იყო ყველა გიჟდებოდა მასზე. თაკოს 2 წლის ბიჭი ყავდა საბა ერქვა. რადგან გოგოებს ოჯახები ჰქონდათ არ შეაწუხა მარიამმა და სოფის და მაგდას შეხვდა. ილაპარაკეს ექიმთან ვიზიტზე, ქმრებზე, შვილებზე და რაზე აღარ. მერე მაგდა წავიდა თავის გულის სწორთან ანუ გიოსთან შესახვედრად.
- დავრჩით მარტო მე და შენ ჩემო გოგო
- ისე მარიამ, კია დრო ჩვენც ვიფიქროთ ვინმეზე, განსაკუთრებით შენ, სადაცაა დაბერდები.
- მერე რა ბებერი აღარ გეყვარებით? წინდებს მოვუქსოვ თქვენ ბაჭიებს.
- აუ რა გეშველებააა? (მითხრა შეწუხებული სახით და ყავა მოსვა)
- რაღაც მინდა მოგიყვ,ე ოღონდ გოგოებთან არ თქვა, არ მინდა ამაზე ამბავი ატყდეს
- რა ხდება? ხო მშვიდობაა?
- თუ დამაცდი მოგიყვები სულსწრაფო. მოკლედ დღეს ........ (მოვუყევი ყველა დეტალი და ემოცია რაც გადამხდა)
- მერეეე? (გაოცებულმა მითხრა)
- რა მერე? (ვერ მივხვდი რა აინტერესებდა)
- რატო არ გაიცანი უკეთ?
- არ მისმენდი? იდიოტი და საქონელი ხასიათების ბიჭი იყო, მერე რა რო ღმერთმა სიმპატიურობით დაასაჩუქრა? იქნებ მანიაკია? არც გამიკვირდება ისეთი დამშეული თვალებით შემომხედა ბოლოს.
- და სიმპათიურ მანიაკს, რომელსაც დამშეული თვალებიც ჰქონია, მთელი დღე აქეთ-იქით დაატარებდი?
- მაგაზე მაშინ არ ვფიქრობდი, კაი მანიაკზე ვაზვიადებ მაგრამ, იცი რა რეგვენი ხასიათი აქვს? ხო მოგიყევი კიდეც. ისეთი თავდაჯერებული იყო... ხო მაინც მოვტეხეე ბოლოს.
- გაგიგიჟებია ბიჭი (დამაყარა ისევ სიცილი)
- კაი ნუღა იცინიხარ ყველა ჩვენ გვიყურებს
- რა სულელი მყევხარ რაა, რა შანსი გაუშვი ხელიდან იქნებ?
- ოოო შანსი არა კვახი. ბიჭები რომ დაილიოს, იმ იდიოტს მაინც არ შევხედავდი სხვა პონტში
- ოპ, აი მანდ მოიცაააააა, შენ ის უკვე საკმაოდ მოგწონს
- აუუუ წავედი რა, სულ არ უნდა მეთქვა არაფერი
- აუ რას ვიღადავებ სახლთან რო დალანდო ერთხელაც. მანიაკმა სახლი იცისსსს (თან სიცილით კვდებოდა)
- სოფიიიი გეყოს ეხლა
- კაი ხო მარა იცოდე, სადმე თუ გამოჩნდება მართლა ქაჯივით აღარ მოიქცე, ცოტა სინაზე და ქალური ხიბლიც დაანახე
- კაი მორჩი ზღაპრებს, ღმერთს მადლობას უხდიდა აღარ გნახავო
- მაგრამ მაინც გელოდა სანამ გამოხვიდოდი (ისევ ეს სიცილი)
- კაი წავედი. მერე მოგწერ და ხმა არ ამოიღო არავისთან
- სამარე ვარრრრ, მარა მანიაკთან ჭკუთ იყავი არ გადაეყარო სადმე.
- ...
- მეც მიყვარხარრრ

უკვე საღამო იყო სახლში რომ მივედი. ცოტა ჩემებთან ვილაპარაკე და მერე საქაღალდეს მივუჯექი. გონებამ მოგონებები ამომიტივტივა და ზურასთან დაკავშირებული მოვლენები დამიყენა თვალწინ. დებილივით ხან გავიღიმებოდი, ხან გავიცინებდი კიდეც, მერე გონება მოვიკრიბე და საქმეს მივუჯექი. რომ დავიღალე დაძინება გადავწყვიტე. რადგან ხვალ სახლში ვიყავი ტელეფონი გავთიშე და დავიძინე.


*****

სოსოსგან რომ წამოვედი, უკვე გვიანი იყო და სახლში წავედი. მანქანაში ჩავჯექი და სარკიდან უკან გავიხედე, ჩამეღიმა მარიამი რომ გამახსენდა, უკანა სკამზე დავიხედე და ვიფიქრე ხვალვე გავრეცხავ სიდენიას, სუნი არ დადგესმეთქი, მერე მარიამზე გავიფიქრე და ჩემთვის დავიწყე ლაპარაკი
- ნეტა ეხლა რას აკეთებს? ან საავადმყოფოში რა უნდოდა? ნეტა ტანსაცმელი გაუფუჭდა? ფუ რა დებილი ვარ რაა როგორ გავწუწე? მარა სხვანაირად ხო ვერ გავიცნობდი იმ დარტყმულს? ეჰ ღმერთო ვის რას ვგიმზადებ არასოდეს არ ვიცით, გამეცინა და მანქანა დავძარი, უცბათ დავატორმუზე და ვიყვირე
- მოვიფიქრეეეე (ტუჩებზე ხელი ავიფარე რა მაყვირებსთქო და გამეცინა ჩემს თავზე)
- ვსო მოვიფიქრე, როგორ უნდა გავიცნო ის ქაჯი უკეთ. ცოტა ენას დავუტკბობ და მზადაა. გამეღიმა ჩემს აზრებზე და იმაზე რომ გიჟივით ვიქცეოდი. სახლში მივედი თუარა მალევე დავიძინე, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა საათს დავხედე და 2 საათი იყო,
- აუუ ოღონდ ეს არა რააა (ვთქვი და გავუთიშე, მაგრამ 1 წუთში ისევ დაიწყო რეკვა)
- რა გინდა ნინა საათი არ გაქ? (თავადაცკი გამიკვირდა ასე უხეშად რატომ ვუპასუხე)
- რაიყო ცხოვრება ცუდ ხასიათზე ხარ?
- ხო იმიტო რო გამაღვიძე, რა გინდა თქვი მალე
- მომენატრეე
- მოდი ესე ვქნათ, ეხლა მე დავიძინებ, და ხვალ გნახავ და ვილაპარაკოთ
- აუუ ეხლა გამოდი რა ჩემთან, მართლა მომენატრე
- ვერ გაიგე რა გითხარი?
- მაშინ მე გამოვალ
- გოგო შ....? გითხარი მეძინებათქო. დავაი ეხლა და ისე ნუ იზავ ნახვის გარეშე გაგიშვა შენი გზით...
გავუთიშე და გონებაში გავბრაზდი ჩემ თავზე რა დამემართა? ნინასთან თავს ხომ კარგად ვგრძნობდი? ცოტა რომ დავმშვიდდი, ვიფიქრე დავურეკავ ბოდიშს მოვუხდითქო, მაგრამ ამ აზრზე მარიამი გამახსენდა. რატომღაც მარიამი წარმოვიდგინე რას იზავდა ასეთ სიტუაციაში, დამირეკავდა და მეტყოდა იგივეს? ჩემდა გასაკვირად, ჯერ მარიამი ვერ წარმოვიდგინე მაგ სიტუაციაში და მერე რომ დავუშვი ჩემ თავში ეგ აზრი, რაღაცნაირად მესიამოვნა. ხმამაღლა ვთქვი ,,არა რაა უეჭველი ეგრე უნდა ვქნა“... და ძილი გავაგრძელე.

დილა რომ გათენდა მოვწესრიგდი და ეგრევე გავვარდი ქალაქში. ისე რომ საათისთვის არ შემიხედია. ჯერ 9 არ იყო, მე კი მინდოდა მაღაზიებში მეარა, რომ ჩემი ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა და ზუსტად თუარა, მსგავსი ტანსაცმელი მაინც მეყიდა მარიამისთვის. ისინი ხომ გავუფუჭე? მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე 10 საათს, რომ გაეღოთ მაღაზიები. თან ერთი სული მქონდა რამე მეყიდა. იგივე ფლეშკა ჩავრთე რაც გუშინ და ფიქრებში ჩავიძირე, ვერც მივხვდი როგორ ჩამძინებია, მანქანების სიგნალზე გამეღვიძა, უკვე 11ის ნახევარი იყო და პეკინი მანქანებმა აავსო. გადმოვედი და მაღაზიებში სიარული დავიწყე. ვუხსნიდი რა მჭირდებოდა თითოეულ მაღაზიაში, მაგრამ ვერსად ვპოულობდი ისეთს როგორიც მარიამს ეცვა. იცით რა კარგად მახსოვდა? სალათისფერი კლასიკური შარვალი ეცვა, თავისი კოსტუმით, შიგნიდან კრემისფერი სადა ზედა და კრემისფერი მაღლები. გადავწყვიტე, ესენი უნდა მეყიდა მაგრამ ვერ ვშოულობდი, პეკინიდან პირდაპირ პასაჟში წავედი და ვერც იქ ვნახე ისეთი. გავგიჟდი სად უნდა ეყიდა? მერე კიდობანში შევედი და მსგავსი თანსაცმელი ვიპოვე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ფასი არც მიკითხია, მთავარი ფერი იყო რადგან საოცრად უხდებოდა სალათისფერები. პირდავირ სალაროში წავედი და ,,შარვალ-კოსტუმი“ ვიყიდე. მერე სიარული გავაგრძელე, ზედაც ავარჩიე კრემისფერი რათქმაუნდა. მაგრამ ფეხსაცმელო ვერ ვიშოვე. ისევ პასაჟში დავბრუნდი და იქ ავარჩიე კრემისფერი მაღლები. სულ 460 ლარი გადავიხადე, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია თანხაზე. წარმოვიდგინე როგორ გავახარებდი მარიამს. რატომღაც ვიფიქრე, რომ შაბათს მარიამი სახლში იქნებოდა. ამიტომ პირდაპირ მისკენ წავედი. უკვე 3 იყო დაწყებული და საშინლად მშიოდა. შაურმა ვიყიდე, კოკა-კოლაც და მანქანით მის სადარბაზოსთან გავჩერდი. წასული რომც ყოფილიყო მაინც დაველოდებოდი, ხომ მოვიდოდა არაა? ტელეფონმა დარეკა და სოსო იყო
- ძმას ვახლავარ, რავახარ საით ხარ?
- რავი საქმეზე ვარ, გინდოდა რამე?
- რა საქმეზე?
- არის რაღაც
- ჰააა მარიამი?
- ოო მარიამი არა ის, საქმეზე ვართქო, რა არი?
- კაი ხოო არაფერი, ისე გკითხე. თუ სამუშაოზე არ ხარ, ლუდი დაგველია ბიჭებს
- ნაღდად არ მცალია, არც ვიცი როდის მეცლება, თქვენ დალით
- კაი ხოო მიდი მიხედე საქმეეეეს (სიტყვა საქმე გაწელა, თითქოს მიმახვედრა მივხვდიო და გაიცინა, მე კიდევ გავუთიშე და ისევ მარიამს დაველოდე)

*****

დილით არავის გავუღვიძებივარ ამიტომ 1 საათამდე გავწელე ძილი, მერე გამოვედი, მოვწესრიგდი და ერთად ვისაუზმეთ, მე მელოდებოდნენ თურმე დედა და აკო, ცოტა ვილაპარაკეთ.
- წამო მარი სასტავი ავყაროთ და ვიქეიფოთ დღეს
- მერე სალი?
- მოიცდის, შენ გითმობ მთელ დღეს
- ხოო? არ მჯერა რაღაც (სიცილით ვუთხარი და ტელეფონზე ვანიშნე რომელიც ხელში ეჭირა და მესიჯობდა)
- მიდი ჩაიცვი უფრო მაგარი იდეა მომივიდა
- რააა?
- არ გინდა სალი გაიცნო? (გავოცდი, აკო არავის მაცნობს ხოლმე, ამბობს რომ თუ სერიოზულად არ შეუყვარდება ვინმე არ გააცნობს ოჯახს, მხოლოდ იმიტომ რომ, იმ გოგომ უკვე ცოლად არ ჩათვალოს თავი)
- მართლა ამბობ? თუ შენ საჭიროდ თვლი, რომ დროა გამაცნოოოოო
- ხო, მგონია რომ დროა, სალისაც გაუხარდება
- შესანიშნავი იდეაა, ნახევარ საათში მზად ვარ
- დაიცა ეგრე მალე არაა, სალოს როდის ეცლება გავიგებ ჯერ.
- უყურე ამას, უკვე მაგის ჭკუაზე დავდივართ? (ჯერ დოინჯით ვუთხარი და მერე გამეცინა) კაი ხო მიდი..
-
5 წუთში აკო მომვარდა და მითხრა 6 ზე გავიდეთო, მეც გამზადება დავიწყე, ლამაზი მინდოდა ვყოფილიყავი, მგონი სარძლო უნდა გამეცნო. აივანზე გავედი ჩემი შარვალი მაინტერესებდა რას შვრებოდა მაგრამ დალაქული ისე იყო მგონი გადაგდება ან შეღებვა მომიწევდა. თან ამინდი შევაფასე, აკოს ვკითხე რა სტილის იყო სალი, რომ მე განსხვავებული არ ვყოფილიყავი. თავისუფალი ფორმით მომიწევდა წასვლა, თან ბოულინგის სათამაშოდ მივდიოდით თურმე. ჩვეულებრივი ფორმით გამოვეცხადე აკოს ჯინსი, კეტი, მაიკა, და თმა ისევ კოსად.
- ჰაა აკო წავედით გახდა 6ის ნახევარი
- როგორი ბიჭი ვარ? (წარბები აათამაშა)
- შესანიშნავი, შენი მსგავსი არ დაიარება არავინ. და კიდე, სალოს უზომოდ გაუმართლა და იმედი მაქვსსს სარძლო მომეწონება (თვალი ჩავუკარი და კარისკენ წავედით, დედას დავემშვიდობე და გავედით)

*****

17:17 იყო მობილურს რომ დავხედე, მერე სადარბაზოდან დავინახე ვიღაცეები გამოდიოდნენ და დავაკვირდი, მარიამი იყო ვიღაც ბიჭზე აკრული და გავცოფდი. მერე გონება დავალაგე, ქმარი არ იქნებოდა, მაშინ მეარ ჩამიჯდებოდა მანქანაში, მითუმეტეს სახლთან არ მომიყვანდა და არ დამაყუდებდა აქ. იქნებ ძმაა? ან ნათესავი?? მანქანისკენ წავიდნენ და ჩაჯდნენ, მეც უკან გავყევი, სად წავიდოდნენ დავინტერესდი. აეროპოტრისკენ აიღეს გეზი, მერე ბევრი იარეს და გასართობ ცენტრში მივიდნენ, იქ ვიღაც გოგო დახვდათ, ბიჭმა გადაკოცნა და მერე გოგოსკენ გაიშვირა ხელი, აშკარად გააცნო ერთმანეთი, რომ დავინახე ბოულინგის დარბაზში შევიდნენ, იდეა დამებადა და სოსოს დავურეკე.
- რას შვრები აბა ლუდი დალიე?
- ბიჭებს ველოდები, შენ მოიცალე?
- აუ რაღაც უნდა გთხოვო ძმურად და არ იღადაო რაა
მერე თავისი გეგმა გააცნო სოსოს და პასუხს დაელოდა
- რაღაც საყვარელ ტიპს ემსგავსები ხოიცი? (ხმა გაინაზა და მაინც კაიფი დამიწყო, ჩემი გეგმა რომ მოისმინა)
- ოო ხო გაგაფრთხილე რა გჭირს?
- კაი რაზეა ბაზარი მოვდივართ, ამათ ვუთხრა?
- პროსტა გოგო მოწონსთქო, ეხლა გაჩითათქო და ვჭირდებითთქო უთხარი მარტო
- ხარაშო ძმა მოვდივართ. ჩათვალე უკვე მანდ ვართ.
-
20 წუთში ბიჭებიც მოვიდნენ გაბრიელი ანუ გაბო, მიშა, ლევანა და სოსო
- აბა რა ხდება? სად არის? (გაბო)
- არაფერს იმჩნევთ იცოდეთ და ზედმეტობებისგან შორს იყავით (ზურა)
- კაი შ...... მასე გვიცნობ? გაგვაცანი სარძლო (ლევანა)
- სარძლო არა სასიძო. მიშა აგე იქ ორი გოგო და ერთი ბიჭი რო არიან ხო ხედავ? მაგათ გვერდძე დაკავებული მაქ, მიდით შენ და ლეო ჩვენც მოვალთ ლუდს წამოვიღებთ, დაიწყეთ და არ შეიმჩნიოთ არაფერი
- მოიცა და მარიამი რომელია? (სოსომ მოუთმენლად დაიწყო თვალების ცეცება)
- ნახავ, დავაი ბიჭებო დავიწყოთ.
- არის ძმა
- აუ შენ ნაღდად შეგიყვარდა ტოო, რეებს ჩალიჩობ? (სოსო)
- მაგაზე მერე, ეხლა უკეთ უნდა გავიცნო ქალბატონი სიამაყე. ვნახოთ რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე.
ბიჭებმა ისე გააკეთეს როგორც ზურამ სთხოვა დაახლოებით 5 წუთში ესენიც წავიდნენ.
ბიჭები ისე თამაშობდნენ, ვითომ არაფერი. ზურა როგორცკი მივიდა ბურთი გააგორა. რა ეჩქარებოდა? ზისტად მაგ დროს მარიამი ცდილობდა ბურთის გაგორებას. ზურამაც გააგორა და ყველა წააქცია
- საღოლლ ზურიიიი (სოსომ იმხელა ხმაზე დაიძახა, მთელ დარბაზში ექოსავით გაისმა ხმა. მივხვდი რატომაც, სამეულის ყურადღების მიქცევა უნდოდა,)



№1  offline წევრი meduna

ძაან მაგარია♡მალე დადე ახალი თავიც

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ყოჩააღ მაგარიაა იმედია მარიამს ლეიკემია ან რაღაც ეგეთი საზიზღარი არ ექნება♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი pempo16

აუფ. რაღაც მალე დამთავრდა. მალე დადებ? ??? ძალიან კარგი და მაგარია. მოუთმენლად ველი.

 


№4 სტუმარი nino k.d.

მაგარია მალე დადე მართლა ძალიან მომეწონე უბრალოდ პატარა იყო თავებს თუ გაზრდი კარგი იქნება მალე დადე რა ვეღარ ვითმენ

 


№5  offline წევრი malikuna

იფ იფ რაკაიააა♥♥♥

 


№6 სტუმარი lana

auu chemoo gogoo dzann magaria magramm erts gtxovv ra mariams seriozulii araferii jirdes ra ise momwons es bijii rebs chalichobb ogond maris dzma misi sheyvarebulii arr egonos tore gavgijdebiibmiyvarxars es istoria da shenze xoo zedmetia saubarii braoo ase gagrdzele is cota roo gawvalos mariama zurikela araferivujirs ekutvnis maincc

 


№7  offline წევრი MLM

აუცილებლად ვეცდები კიდევ გავზარდო, მადლობა ყველას კომენტარებისთვის :* ძალიან მახარებთ :* :*

lana
auu chemoo gogoo dzann magaria magramm erts gtxovv ra mariams seriozulii araferii jirdes ra ise momwons es bijii rebs chalichobb ogond maris dzma misi sheyvarebulii arr egonos tore gavgijdebiibmiyvarxars es istoria da shenze xoo zedmetia saubarii braoo ase gagrdzele is cota roo gawvalos mariama zurikela araferivujirs ekutvnis maincc

მადლობა ჩემო თბილო ამ სიტყვებისთვის. რაც არ უნდა მოხდეს იმედებს არცერთ მკითხველს არ გავუცრუებ. წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გელოდებათ :*

 


№8 სტუმარი მია

მაგარია ძალიან 00:00-ამდე დადე რა გთხოვ

 


№9  offline წევრი MLM

მია
მაგარია ძალიან 00:00-ამდე დადე რა გთხოვ

არ დებს მანამდე ჩემო კარგო თორე მე უკვე მაქვს გამზადებული 3 თავი

 


№10 სტუმარი სტუმარი

სულ სიცილ-სიცილით წავიკითხე. კარგად წერ და მართლა კარგად იკითხება, თბილია და გემრიელი. გელოდებით winked

 


№11  offline წევრი dadeshqeliani

რა გემრიელობაა love სად იყავი შენ აქამდეე no ძალიან ძალიან კარგია love

 


№12  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra karg ganwyobaze damayena am tavma

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent