ვ/ე (5)
შუადღისას წავიდნენ საგურამოში. ნიამ და ანამ დაიწყეს ფუსფუსი, ბიჭებმა ბუხარი დაანთეს და ჩამოსხდნენ. ელენეს გარეშე დრო ძალიან ნელა გადიოდა და მოუსვენრად იყო ვატო, ელოდებოდა ყოველ წამს და თავში სათქმელს ალაგებდა. მაგიდა გაშალეს და მიუსხდნენ. ელენეს დაურეკა ნიამ: -გოგო, სად ხარ აქამდე? რაა? როგორ მოხდა? აუ, კაირა. წამოვლენ ბიჭები. ვინ? კაი, გელოდებით მაშინ,-სანამ ნიამ დაასრულა ლაპარაკი ვატოს თავისი დაემართა. -მანქანა გაფუჭებია გზაზე, ევაკუატორმა გადაიყვანა და თანამშრომელს მოჰყავს. -რა დაემართა? ვის მოყავს?-იკითხა ნიკუშამ -არვიცი, ვერ გავიგე საბურავი დაეშვა. თანამშრომელს აზრზე არ ვარ.,-უპასუხა ნიამ. ცოტახანში ელენეც შემოუერთდა მეგობრებს, თან მარტო არა. თანამშრომელ ბიჭთან ერთად, რომელიც დაეხმარა და ჩამოიყვანა. ანამ და დათუნამ შემოიპატიჟეს, ისე როგორ გაგიშვებთ შემოგვიერთდიო. -ეს რატი გამყრელიძეა, ჩვენი იურისტი. რატი რომ არა ალბათ ვერც ჩამოვიდოდი,-ღიმილით თქვა ელენემ -მაინც, მოგვიყევი ერთი როგორ დაგეხმარა რატი,-ცინიკურად უთხრა ვატომ და ხაზი გაუსვა რატის სახელს -მოვდიოდი და საბურავი, რომ დაეშვა აღარ ვიცოდი რა მექნა. არავინ მიჩერებდა ვაფშე,რომ დამხმარებოდა და ამ დროს რატიმ დამირეკა და რომ ვუთხარი რაც დამემართა მაშინვე წამოვიდა. -ხო, ისე ჩქარობდა თქვენთან წამოსვლას, რომ თათბირზე ერთ ადგილას ცქმუტავდა,-სიცილით თქვა რატიმ,- მოვიკითხე რა ქენი როგორ ჩააღწიეთქო და კი გავიგე როგორც და მეც აღმოვჩნდი თქვენთან. -რა კარგია რატი,შენ რომ არა ეს ალბათ არც დარეკავდა ჩვენთან,- მკაცრად უპასუხა კოტემ და ვატოს გახედა, რომელსაც სიბრაზისგან ძარღვები ჰქონდა დაჭიმული და ჭიქას ისე, უჭერდა ხელს. ასეთი გულთბილი საუბრები გაგრძელდა, ვატოს მოთმინებამ კი იფეთქა. წამოხტა და გაიქცა ისე, რომ არავისთვის არაფერი არ უთქვამს. ნიკუშა მიუხვდა და გაეკიდა,მაგრამ აღარც ვატო ჩანდა და აღარც მისი მანქანა. ოთახში შემობრუნებული ეცა ელენეს: -შეგიძლია ამიხსნა რას აკეთებ? არ დაიღალე ამ ადამიანის ტანჯვით? ბოლომდე უნდა გაანადგურო?- ღრიალებდა ნიკუშა - რა დავაშავე ვერ გავიგე?-დაიწყო ტირილი ელენემ -უკაცრავად, ჩემი ბრალია რამე?-იკითხა დაძაბულმა რატიმ -არა რატი, შენი არა. ამ სულელი გოგოს ბრალია, აღარ იცის როგორ გაამწაროს ბიჭი. შენზე გაგიჟდა და იეჭვიანა, პირდაპირ გეუბნები დასამალი რა არის,-ცივად უთხრა ნიკუშამ -როგორ? რატომ იეჭვიანა ჩემზე? ცუდია ადამიანზე ზრუნვა და ყურადღების მიქცევა? თან მითუმეტეს,როცა მომავალი ნათესავია?- გაიოცა რატიმ -რა თქვი?-გაგიჟდაკოტე -მეორე შვილს ველოდები და ელენე ნათლავს. ძალიან დაგვეხმარა მე და ჩემს მეუღლეს და დიდი სურვილი გვაქვს,რომ ჩვენი შვილის ნათლია იყოს,-მშვიდად მიუგო რატიმ -შენ გოგო გაგიჟდი მართლა და მართლა? ვერ თქვი?- იკივლა ანამ -სულ ვერ ვიფიქრებდი,თუ ესე იეჭვიანდებდა რა!-ტიროდაელენე -რა გატირებს ელენე?არ გკიდია? მთელი ცხოვრება გეკიდა და ეხლაც დაიკიდე რა,- უთხრა კოტემ -არ !არა! არ ! სიცოცხლეზე მეტად მიყვარს,- თქვა ელენემ. გაოცდა ყველა, ხმას ვერ იღებდნენ.ბიჭბმა ანას და ნიას შეხედეს მაშინვე, გოგოებსაც გაოცებული სახე ჰქონდათ, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. -დათუნა, მომეცი მანქანის გასაღები,-ადგა ელენე და მშვიდად უთხრა მეგობარს. ****** მისაღები არეული იყო. ყველაფერი ძირს ეყარა, ზოგი მთლი, ზოგი-დამსხვრეული. კარი შეაღო ელენემ და გადააბიჯა ყველაფერს, პირდაპირ ვატოს ოთახისკენ წავიდა. სავარძელში იჯდა ვატო, სასმლის ბოთლით ხელში და სვამდა. ცივი, გაყინული სახე ჰქონდა. მიუახლოვდა ელენე და წინ დაუჯდა. -უნდა აგიხსნა.. -არ არის საჭირო,- ცივად უპასუხა -არა, საჭიროა. ისე არ იყო, როგორც შენ გაიგე და უნდა აგიხსნა, რატი ... -შენი შეყვარებულია,-გააწყვეტინა ვატომ -არა, შეყვარებული არაა!,-წამოიყვირა ელენემ -აბა ვინაა?- მშვიდად ჰკითხა ვატომ -რამდენიმე წლის წინ დაიწყო რატიმ მამაჩემთან მუშაობა იურისტად. მაშინ ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი. მალევე გააჩინა ნაინამ შვილი, ახლა კი მეორეზეა ორსულად. ოჯახი მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არანაირი სახსრები არ გააჩნიათ, რომ ნაინამ იმშობიაროს. რატის ხელფასიც კიდევ ამდენ რამეს ვერ გაწვდებოდა, ამიტომ დავეხმარე და ნაინა ჯანდაცვის პროგრამაში ჩავსვი, რისი წყალობითაც უფასოდ შეძლებს მშობიარობას და მე, ამ ჯერ არ დაბადებული ბავშვის ნათლია უნდა ვიყო,-მოუყვა ვატოს ელენემ და დაამატა,- ეს არის ყველაფერი. ის ყურადღებაც, რაც გამოიჩინა მხოლოდ ამიტომ იყო. მე კიდევ სულ სხვა მიყვარს -სულ სხვა,ჰაჰ.. სულ სხვა. ეგეც საინტერესოა. ვინ გიყვარს? იქნებ ლაშა, გიო, იკა ან სხვა ვინმე? ბოლოს მიღებ გესმის? შენ საქციელს ახსნა არ აქვს! ჩვენს ურთიერთობას რა ჰქვია მეტყვი? ვერ მეტყვი. ისევ შენსკენ მოვიწევ და როცა მგონია რომ რაღაც „სახელამდე“ მივალთ იქ წყდება ყველაფერი, მთავრდება და სადღაც უფსკრულისკენ ვვარდები,-დაიღრიალა ვატომ -არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ვატო! მე შენ მიყვარხარ! იცი, როდიდან?აი, იმ წამიდანვე პირველი კოცნა, რომ მომპარე!მეორე წამიდანვე, გაშეშებული რომ დამტოვე და მომაძახე გემრიელი ხარო! მესამე წამიდანვე, მკაცრად რომ შემომხედე და მითხარი რა იგრძენიო! შემეშინდა, დიახ შემეშინდა და ვერაფერი გითხარი! პირველი ინტერესი, პირველი კოცნა და პირველი სიყვარული იყავი, ხარ და იქნები ვატო მენაბდე, რაც არ უნდა მოხდეს! მაშინ როდესაც ანას და დათუნას ბედნიერებას ვზეიმობდით ვერ გავბედე გამოგკიდებოდი, ქალურმა თავმოყვარეობამ შემიშალა ხელი მეთქვა, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ! რა ვქნა,ვატო მითხარი! დავაშავე, ძალიან დავაშავე და ვნანობ, მართლა ვნანობ,-უთხრა ელენემ და ცრემლები წამოუვიდა. ვატო გაგიჟდა, გაოცდა. ეს იყო ისეთი რამ, რასაც დიდხანს ელოდა. ისეთი, რამ რამაც ძალიან დატანჯა და გაანადგურა. მივარდა ელენეს და აკოცა. მოწყურებული დააცხრა მის ტუჩებს და ხელში აიტაცა. წინააღმდეგობა არ გაუწევია ელენეს.იმ ღამეს საოცარი წუთები გადაიტანეს. ორი ერთმანეთზე უგონოდ და უზომოდ შეყვარებული ადამიანის ღამე იყო. გათენდა. მზის სხივებმა თვალებში მიანათეს. გაახილა თვალები და ირგვლივ მიმოიხედა. ყველაფერი ძირს ეყარა და ღიმილი მოეფინა სახეზე. ვატო არსად ჩანდა, მხოლოდ წერილი იდო ვატოს მხარეს. „ ადამიანი ცუდი არსებაა. რასაც მიაღწევს, მერე ეშვება და ივიწყებს. მეც ალბათ ამ ხნის განავლობაში ეს მინდოდა. შენ მინდოდი, იცი როგორ მინდოდი? ჭკუიდან გადაგყავდი. ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი, რომ არ მიყვარხარ. მიყვარხარ სიგიჟემდე ისე, როგორც არავის არავინ არასოდეს. მიყვარხარ და ეს გახდა ჩემი პათოლოგური ეჭვიანობის და ამ საქციელის მიზეზი. ვიტანჯე და შენც მიხვდები, რა გამოვიარე იმ თვეების განმავლობაში. არვიცი, ახლა რას ვაკეთებ მართლა! იმედი მაქვს ოდესმე მაპატიებ... ვატო“ ****** ეს ისტორია არის ნამდვილი ამბავი)) ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, ნუ თითქმის ყველაფერი)) დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ და აზრი გამოხატეთ! თუ სურვილი იქნება მეორე ნაწილსაც გავაგრძელებ. მეორე ნაწილში და დღემდე საინტერესო რაღაცები ხდება)) ზოგჯერ მეგონა ამ ადამიანებს, რომ ვუყურებდი რაღაც სერიოზულ მელოდრამას ვუყურებდი)) მოკლედ! ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ!) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.