შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულიდან სიკვდილამდე 8


28-10-2015, 18:45
ავტორი Soow
ნანახია 1 615

ადრიანა:
უნივერსიტეტიდან დაღლილი სახლში ვბრუნდები,საჭმლის მომზადების თავი არ მაქვს და გეგმას ვაწყობ რა შევუკვეთო რესტორნიდან.კარები შევაღე თუ არა ძალიან გემრიელი სურნელი ვიგრძენი.
-მაქს შენ სახლში ხარ ? გახარებულმა შევეკითხე.
-ჰო,სამსახურში საქმეებს ნაადრევად მოვრჩი და ვიფიქრე ცოტა დრო შენთან გამეტარებია,თან შენი საყვარელი კერძი მოვამზადე.
-მოამზადე?ირონიულად გამეღიმა.
-ჰო.კარგი შევუკვეთე.
-რა მეშველებოდა უშენოდ.
სადილობას რომ მოვრჩით და მაგიდა ავალაგეთ,ტელევიზორთან მატჩის საყურებლად დავსხედით.
-ადრიანა უნდა დაგელაპარაკო! ძალიან სერიოზული და ჩაფიქრებული გამომეტყველებით მითხრა მაქსმა.მე მივეხუტე,და თანხმობის ნიშნად მომღიმარმა ავხედე.
-გახსოვს,ბრაზილიაში მანქანაში რომ ქალი დავინახეთ?
-რომელი ქალი ?
-აი ის რომ ტიროდა და მე რომ მიყურებდა?
-არ მითხრა რომ შენი ყოფილი იყო.
-არა,ადრიანა იმ მანქანის ნომერი რომ დაიმახსოვრე უკვე სამი თვეა ვიკვლევ და სამხილებსაც მივაგენი,დღეს პოლიციაში ვიყავი და ოპერაციას მალე დაიწყებენ.
-მოიცადე,რა სამხილები,რა პოლიცია?
-ადრიანა ის დედაშენი იყო.
ემოციებისგან გადატვირთულმა მაგიდაზე მდგომი საფერფლე "მზერით" მოვიქნიე იატაკზე.
-მისმინე,დამშვიდდი.მე დარწმუნებული ვარ რომ დედაშენი სწორედ მისი უნარების გამო გაიტაცეს რადგან ის მომღერალი იყო მართალია ძალიან პოპულარული არა მაგრამ მეტ წილად მისი საქმე უფრო გამოაშკარავდა.მამაშენს ყველაფერი ვუთხარი იმ ღამესვე,მაგრამ დაჯერება არ მოისურვა.
-მაქს ეს ხომ შეუძლებელია !ერტადერთი რაც ბავშვობიდან მახსოვს დედის დაკრძალვა იყო.
-მისმინე,იმ ხალხმა რომლებმაც დედაშენი გაიტაცეს ათასობით მრავალუნარიანი ხალხი შეკრიბა და ფიქრობ გაუჭირდებოდათ დანახშირებული სხეულის შემოტენვა?
-ექსპერტიზაზე რას იტყვი ?
-დამიჯერე,ექსპერტიზაზე ადვილი გასაყალბებელი არაფერია.
-მაქს,წერილზე რაღას იტყვი ?
-რა წერილზე? გაოგნებულმა შემომხედა
-დედამ,გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა,სადაც ეწერა რომ სხვა უყვარდა , არ უნდოდა რომ მისი ქმრის გვერდით მატყუარა ყოფილიყო და ამიტომ გადაწყვიტა... -ხმა ამიკანკალდა და თვალებიდან ცრემლები წამსკდა,მაქსმა კიდევ უფრო მიმიხუტა თამ მამშვიდებდა.
-იცი წერილის შესახებ არაფერი ვიცი მაგრამ არამგონია რომ ლანას როდრიგოსთვის ეღალატა.შენ ბევრი რამ არ გახსოვს ბავშვობიდან,ძალიან უყვარდა ახლაც რომ ვიხსენებ,როდესაც მათთან სტუმრად მივყავდი მშობლებს,სულ ვფიქრობდი რომ ყველაზე საუკეთესო წყვილი იყვნენ.
-მინდა რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ ამბობ.
-რათქმაუნდა ასეც იქნებ... მაპატიე მირეკავენ.
-გისმენთ?...რაა?!...უკვე?...და...ქალბატონი სილვა?...კარგი...ახლავესვე.ადრიანა ჩაიცვი,მივდივართ.
-მოიცა რა მოხდა? გაოგნებული ვუყურებდი მაქს რომელიც საოცარი სისწრაფით იცმევდა და მანქანის გასაღებს ეძებდა.მეც მოვიცვი ქურთუკი და ფეხსაცმელები გამოვიცვალე.
როდესაც პოლიციის შენობასთან მივედით,ცახცახმა ამიტანა ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ დედას ვნახავდი, არც მახსოვდა როგორი იყო,არაფერი არ მახსოვდა და სრულიად დაუჯერებლად მიმაჩნდა რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო.
-უკაცრავათ მე აგენტ სნაუთს ვეძებ.ჰკითხა მაქსმა პოლიციის თანამშრომელ ქალს.
-დიახ,მისი კაბინეტი მეორე სართულზეა,კიბიდან მარჯვნივ.
-გმადლობთ.
მისტერ სნაუთი კიბეზე შეგვხვდა.
-მისტერ სნაუთ?
-მისტერ რაიჩანდრ!
-რა მოხდა? სად არის ?
-საავადმყოფოშია ჩემთან ერთად წამოდით,რაღაც დეტალები უნდა განვიხილო მასთან.
-საავადმყოფოში? ავღელდი მე.
-ნუ ღელავთ მის,ოპერაციის დროს მან მცირე ტრამვები მიიღო.ყველა ჰაიდერი უკვე დიდი ხანია გაქცეულა მის გარდა.
-რა ჰაიდერი ?
-ჰაიდერებს ტელეპატებს უწოდებენ,ამ საქმეზე მთელი ბანდებია თავშეფარებული,კონტრაბანდა,მკვლელობები,გაყალბებული საგუთები თქვენი ახლობელი ნამდვილ მაფიოზებს ყავდათ ტყვედ.როგორც მის სილვამ მითხრა ის თავის უნარს ვერ იყენებდა ასე რომ უძლური იყო მათ წინაშე.
-მოვედით.-შვებით ამოისუნთქა მაქსმა
მაქსი და მისტერ სნაუთი საავადმყოფოს გონსულტატთან წავიდნენ, მეკი თვალებში მიბნელდებოდა,ჩემ გულს ბაგა-ბუგუ გაჰქონდა,ძალიან ვნერვიულობდი და თან ვეღარ ვითმენდი ნეტა თუ მიცნობს? ან მე თუ გამახსენდება რამე როცა შევხედავ მამამას როგორი რეაქცია ექნება? ნამდვილად გაგიჟდება სიხარულისგან,ნეტა ძალიან შეცვლილია? ამდენი კითხვა ერთდროულად მიტრიალებდა თავში უკვე ცრემლებიც მომადგა.
როდესაც მესამე სართულზე ავედით კოლიდორში მოსაცდელში იჯდა ორი ქალი და ერთ-ერთში ის ქალი ამოვიცანი ფოტოებიდან რომელიც თითქმის როდრიგოს სახლის ყველა ოთახში ეკიდა,ისეთივე ლამაზი იყო,მისი თვალები ჩვენზე გაჩერდა და მან დაჟინებით დაგვიწყო მზერა.
-ეს მაქსია?
ცოტა მეწყინა კიდეც მაგრამ მე ხომ სულ სამი წლის ვიყავი როდესაც მიშელთან გამგზავნეს?და ათი წლის ვიყავი როდესაც დედის დასაფლავებაზე წამიყვანეს,რომელიც არც მაშინ არ მახსოვდა მაგრამ იმ დღიდან ვინახავდი სითბოს ნაპერწკალს ჩემს გულში.
-მის ლანა მე ვარ ! და ისინი ერთმანეთს ჩაეკრნენ გულში მაგრამ დედაჩემის თვალები ჩემზე გაჩერდა მიყურებდა გაშტერებულიი ,არაფლის მთქმელი გამომეტყველებით მე კი ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ბაგეებზე.
-ეს ადრიანაა.
-ჩემი გოგო?! უკვე რამხელაა? ღმერთი მე ის ვერც კი ვიცანი მაპარიე საყვარელო და ცრემლიანმა ჩამიკრა გულში მეც მეტი ვეღარ მოვითმინე და ცრემლებსა და ემოციებს განთავისუფლების საშუალება მივეცი ასე ვიდექით დაახლოებით ოცი წუთი და ორივე არა ოთხივე ვტიროდით:მე,დედა,მისტერ სნაუთი,და ვიღაც ექთანი ქალი ,მაგრამ მისტერ სნაუთი იმდენად სასაცილოდ ტიროდა რომ მაქს სიცილის ცრემლები ფრო ჩამოდიოდა და თან მე ჟესტით მანიშნებდა მაპატიეო.
ოცი წუთის შემდეგ აცრემლებულმა სნაუთმა დაგვაშორა და დედას რამდენიმე კითხვა დაუსვა რომელიც არ მიცილებდა და მაგრად ვყავდი მიხუტებული.შემდეგ გვითხრა თავისუფლები ხართ და ჩვენც სიხარულით დავტოვეთ პოლიციის შენობა.
-როდრიგოს უნდა დავურეკო! ნიშნის მოგებით თქვა გახარებულმა მაქსმა.
-არა,არ მინდა მისმა ცოლმა იეჭვიანოს.
-რომელმა ცოლმა? ერთდროულად გავაპროტესტეთ მე და მაქსმა.
-მაპატიეთ,ესეც ტყუილი ამბავი "ზონაზე". ამოუხვნეშა დედამ.
-ხომ არ ჯობია ჩავაკითხოთ? ვთქვი მე.
-მაგარი აზრია ! ყოჩაღ საყვარელო სიურპრიზების გაკეთებაც გისწავლია. შემაქო მაქსმა.
-საყვარელო? დაეჭვებიულმა იკითხა დედამ.
-ჰმ,მე და მაქსი დანიშნულები ვართ დედა. უხერხულად ვაცნობე.
-ერთად ვცხოვრობთ! შემისწორა მაქსმა.
-რა საშინელებაა ერთადერთი ქალიშვილის ქორწილს ვერ დავესწარი,ძალიან მიხარია,ლინა და იაში ისეთი კარგი ადამიანები არიან რომ მათი შვილიც სიხარულით მისაღებია ჩემთვის.ხომ მართლა როგორ არიან ?
-დედა ყველა კარგადაა! მისმინე ხვალ დილას საქმეებს მოვილევთ და წავალთ,ასეა არა მაქს ?
-კი,კი პრობლემა არაა.
-ისე ვღელავ.მე იმდენი ხანია არც ერთი არ მინდახავს.დიდხანს მეძებეთ?
აქ უკვე ორივე დავიბენით.
-დედა ჩვენ შენ მკვდარი გვეგონე,ვიღაცის ცხედარი ვიპოვეთ შენს სახელოსნოში დამწვარი და წერილიც რომელშიც გვემშვიდობებოდი.
-იმდენი რამე გამომიტოვებია და იმდენი რამე გადაგხდათ თავს.დაღონებულმა თქვა დედამ.
იმ ღამეს არც ერთს არ დაგვიძინია.მთელი ღამე ვსაუბრობდით და დედას ყველაფერს ვუყვებოდი და თან მთელი ღამე ვტიროდით. ბოლოს კი სამივეს ერთად ჩაგვეძინა.დილას მაქსმა სამსახურიდან თავი გაითავისუგლა,მე უნივერსიტეტში დავრეკე.დედას ძალიან ეამაყა რომ ოქსფორდში ვსწავლობდი.და ძალიან ეწყინა სემირის და ტელეპატიის ამბავი.იმაზე კი ლამის გაცოფთა, რომ ვუთხარით, რომ მამას ეგონა რომ ღალატობდა და რამდენიმე თვე სმა რაიწყო.საქმეებს მალე მოვრჩით და თორმეტი საათისთვის უკვე თვითფრინავში ვიჯექით.ბრაზილიაში მალე ჩავფრინდიტ რადგან მთელი ღამის ნათევებს ,მთელი გზა გვეძინა.მაგრამ როდესაც ტაქსით მამაჩემის სახლლ მივუახლოვდით სამივე სიხარულისა და მოუთმენლობის ცახცახმა აგვიტანა.მაქსმა ტელეფონში კამერა ჩართო და თან პრეისტორია მოყვა.მამაჩემის სახლის კარები გაიღო იქედან როდრიგო გამოვიდა,ჯერ გაკვირვებული გვიყურებდა რა გვინდოდა ასეთ დროს მასთან,მერე კი იქვე ჩაიკეცა და ტირლილი დაიწყო,ოთხივე ვტიროდით,ბოლოს სახლიდან მიშელი გამოვიდა და როდსაც როდრიგო დედასთან დაინახა ჩახუტებული გული შეუტუხდა.
ამდენი ახალი ამბავისგან და სიხარულისგან თავბრუდახვეულებლ რამდენიმე საათის ტირილის შემდეგ მამაჩემის სახლს რაიჩანდრები მოადგნენ,ბრაზილიაში სამი დღე გავატარეთ.ძალიან მაგარი სამი დღე.
მერე ვითომდა ჩვეულ რითმს დავუბრუნდით მაგრამ სიხარულით აღსავსეებმა.ისეთი ბედნიერი ალბათ არასდროს ვყოფილვარ,რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთვლით.რამდენიმე თვის წინ ობოლი გოგონა ვიყავი რომელსაც არავინ ყავდა.ახლა კი იმაზე მეტი მაქვს ვიდრე ოდესმე მიოცნებია!

შურისძიება:
ერთხელაც როდესაც უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი.მანქანა გამიფუჭდა და ფეხით წასვლა გადავწყვიტე.ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა ერთი შესუნთქვა და უკვე შებორკილს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent