შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამაკაცი სიზმრიდან(თავი 1)


29-10-2015, 18:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 995

„საპირისპირო სქესი თავისი მიმზიდველობის სხივებს თუ არ გინაწილებს,ვერ შეგიყვარდება“-მე.

ზემოთ თქმულის სიმართლეში ზოგჯერ მეპარება ხოლმე ეჭვი,მაგრამ,სიმართლე რომ ვთქვა,მაინც მჯერა ამის.ადამიანი თუ არ გიზიდავს,მხოლოდ მეგობრებად დარჩებით,მაგრამ ის წამის მეასედი,რომელიც მერყევი გონების ნაწილია მაინც მაფიქრებს ხოლმე.დრო ხომ გრძელიცაა და მოკლეც.ის,მგონი,ერთადერთია,რასაც ერთდროულად შეუძლია იყოს ერთის და მეორეც.განა ეს აღსანიშნავი არაა?
ისევ გავყევი ჩემი სწრაფმავალ მატარებლის ფიქრებს.
„რითი შეიძლება მამაკაცმა მომხილბლოს?“-ჩვეულად ვკითხე საკუთარ თავს,მაგრამ ისევ შევიკავე პასუხისგან თავი,მერე მაინც გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი და თავი მეორე მხარეს გავაქნიე.რაღაც ხმამ ამომძახა.
„რაღაც შრამი უნდა ჰქონდეს..ოღონდ ისეთი რომ შენს მშვენებას ერწყოდეს და მისი ნაწილი ხდებოდეს,ვერ უნდა დააშორო..ანუ იდენტური ნახევარი?“-ბოლოზე გამეცინა,ბალიშს ძლიერად მივეყრდები .უკან გადავიყარე აბურდული თმა,რომელიც სახეს მიფარავდა ა ფეხზე წამოდგომა ვცადე.
-როცა მოვალეობები თავისკენ გიხმობენ,ყველაფერი იცვლება,ელენ-საკუთარ თავს მივმართე,წამოვიწიე და მაშინვე შემეჭმუხნა სარკე.აშკარად დამაგვიანდება-მეთქი-გავიფიქრე და სააბაზანოს კარი ზლაზვნით შევაღე.
სარკეში შევიხედე,მაგრამ არაფერი.
ისედაც დავიღალე ამდენი პროგნოზებით.ამინდის პროგნოზი,ზოდიაქოს პროგნოზი..
„ნუთუ ყველას დასასრული და დასაწყისი აინტერესებს და მეტი არაფერი“-ისევ გამახსენდა ძველებური დასვკნა-„ამდენი დასკვნები,ამდენი...“
***
-რომელ კურსზე ხარ?
-ერთი საათია შესვენება-ვუპასუხე გოგონას,რომლის კუშტი მზერა ნამდვილად არ გამომპარვია.
-მე გკითხე რომელ კურსზე ხარ-მეთქი.სულ რომ არაფერი ის მაინც ვერ შენიშნე,რომ ერთ აუდიტორიაში არასდროს ვყოფილვართ?
-უკაცრავად?-წარბები მაღლა ავზიდე და საათს გაშტერებით დავაცქერდი.
-ყრუსთან ერთად ბრმაც ყოფილხარ-ვერ შეიკავა სიცილი და გვერდზე გავიდა.მაინც ვერ მივხვდი რა უნდოდა.ვიფიქრე-შარზეა-მეთქი და გზა განვაგრძე.აქ ახლოს მყუდრო ადგილი მეგულებოდა.აქ ვჯდებოდი ხოლმე და ცალკე გარემოში ვიკეტებოდი,სადაცარავის შეშვებას ვაპირებდი.
დიახ,ეს ჩემია ადგილია,აქ გარშემო არავინაა და უკვე საკუთრად მოვიხსენიებ.მიყვარს,როცა რამე მეკუთვნის,მაგრამ თანაც არ მიყვარს.
„მაგრამ ახლა არაა ამის დრო,უნდა გაარკვიო სად ჯანდაბაშია ეს სტატია?“-სტატიის სახელიც კი დამვიწყდებოდა დაბნეულს და გინდ მხსომებოდა,ეს მაინც არ იქნებოდა საინტერესო იმ ფართო საზოგადოებისთვის,რომელიც ჩემ ფიქრებს გაეცნობოდა.
***
-ისევ ასე აპირებ? სად არიან შენი მეგობრები?-დედაჩემის ხმა მომესმა ყურმილში,ის ძველებირად მკაცრი და ცივი იყო,მერე რა რომ მასთად დიდი ხანია აღარ ვცხოვრობ.
-დედა მამა როგორ არის?-შევეცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი,მაგრამ მერის ღრმა აზროვნებას მაინც ვერ გადავაბიჯე.
-სად არიან მარი და სალი?
-შეეშვი რა! ისინი არც არასდროს ყოფილან ჩემი მეგობრევი-პირველკურსელის თავდაჯერებულობით წარმოვთქვი და ხელში კალამი შევათამაშე.ნერვიულობისას სულ რაღაცას ვამოძრავებ,სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია.
-ჩემი შვილი ხარ და ეს რას ნიშნავს,იცი?
-ნუ დაიწყე ისევ..სისხლიანო მერი-პაუზის შემდეგ ვუპასუხე,მაგრამ დედაჩემის გაბრაზება მაინც ვერ შევძელი.განა ეს ხრიკი მასზე როდის მოქმედებდა.
-აბა,ვინ იყვნენ?
-უბრალოდ სიტუაციური მეგობრები.
-გეყოფა,სისულელეების ბოდვა.
-დედა,ნუ მასწავლი რა უნდა გავაკეთო და რა არა..-ამოვიხვნეშე და პასუხის მოლოდინში შესამჩნევლად დავიძაბე.
-კარგი,ჭკუით იყავი-ჩვეულად დაასრულა საუბარი.ვიცოდი,რომ იმ მომენტში ხელი ჩაიქია.ალბათ,ჩემ გაწეწვაზეც დაფიქრდა.
დამოუკიდებელი ცხოვრეის მიუხედავად,დედაჩემი ისევ არ მასვენებს,დღე არ გავა რომ არ დამირეკოს,კიდევ კარგი ყოველ დღე არ მსტუმრობს და ჩემ მშვიდ გარემოს არ მიფრთხობს.
ერთ რამეში კი მართალია ჩემი მერი,დღემდე არავინ მიმიღია,როგორც მეგობარი,როგორც რეალური მეგობარი.მუდამ მატარებლის სადგურზე ვიდექი და გასამგზავრებლად ვემზადებოდი,სტაბილურობა არ ვიცოდი რა იყო.ისე ვიქცეოდი,თითქოს ცხოვრება მარადიული ხვრელი იყო,ხოლო მე საუკუნეების მმართველი ვიყავი.
„იქნებ ასეც იყო..“-გავიფიქრე და ფანჯრიდან გავიხედე.ისევ ჩვეული და მომაბეზრებელი ხედი მოჩანდა ჩემი პატარა ბინის მყუდრო კუთხიდან.
***
კვირა დილას შეზარხოშებულს გამეღვიძა.თავს რაღაც საოცრად გრძნობდი.მგონი,გული სიხარულის სხივებს გასცემდა და იღებდა,გასცემდა და იღებდა.ეს პროცესი,მგონი,პროპორციულად მიმდინარეობდა.არ ვიცოდი რა იყო ამის მიზეზი,მაგრამ,მაგრამ..მალევა გამახსენდა წუნხანდელი სიზმარი.
„ის იყო“-გავიფიქრე და წარბები ზემოთ ავზიდე.ვგრძნობდი,რომ ძილის ჩამთრევი ტალღა ისევ მინდოდა,ისევ მინდოდა მსგავსი რამ მენახა სიზმრად.გამოვიჭირე საკუთარი თავი და ისე ამიფართხალდა გული.გეგონებოდა სამზარეულოს აბლაბუდაში გაებაო.
მართლა გასულ ზაფხულს სანაპიროზე ერთ მამაკაცს ვხედავდი ხოლმე.კვარიათის მომაბეზრებელ გარემოს მხოლოდ ის თუ მიფერადებდა,ზოგჯერ თვალებიც გამოყენებაც ხომ ბედნიერებაა.ის რომ არა ბევრ რამე დაკარგავ,ილუზიურ გარემოსაც კი მოისპობ.
„სისულელეა ელოდი იმას,რაც იცი რომ არ მოვა..ეს უბრალოდ ფარსია და არა გრძნობა..“-მაშინვე გამიელვა თავში და ბალიშში დავიმალე.ალბათ,ინსქიტქურად სირაქლემას პოზას ვეძებდი.
სიზმრის გახსენება ღამისთვის გადავდე და მეორე მხარეს გადავბრუნდი.არის მომენტები,როცა საწოლი და ბალიში სამოთხეზე ტკბილი რამე გგონია.ეს იშვიათად ხდება ჩემმ ცხოვრებაში,მაგრამ მაინც ხდება..აი,მაგალითად ახლა.
კოტრიალით გული კიდევ არ მქონდა ნაჯერები,როცა გამახსენდა,რომ ფიტნესი 11-ზე მქონდა.
-სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს-ხმამაღლა ჩავილაპარაკე და წამოვიწიე.
***
„აშკარად სიმპათიურია,ძლიერი...მაგრამ არ მიზიდავს..“-შევათვალიერე დაკუნთული ტიპები და კარებისკენ წამოვედი.“კიდევ კარგი საშხაპე აქვთ,თორემ რა მეშველებოდა“-სხვა რამეზე დავიწყე ფიქრი,ნამდვილად არ მინდოდა ისევ შარმებსა და ანდამატებთან დაბრუნება.
ცხოვრებაში იმდენჯერ მჯეროდა,მეორე ნახევარი არსებობსო,მაგრამ დროდადრო ილუზიიდან გამოვდიოდი..არ ვიცი რა არსებობს და რა არა და მეტიც არ ვიცი საერთოდ რამე თუ არსებობს.
-ლამაზი ზედა გაცვია-გაფართოებული თვალებით გამომაცილა ხესავით ამართულმა მამაკაცმა და გამიღიმა.
-მადლობ-კუშტად ვუპასუხე და აჩქარებული ნაბიჯით წავედი მანქანისკენ.ის დედაჩემს დავცინცლე.ახლის ყიდვა უნდოდა და თავისი გამოვართვი,აბა მეტი შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია ჩემ თავს.
აპრილის ბუნების ჰაერი მანქანიდან გადმოსულმა სწრაფად შევისუნთქე და გასაღები ჩანთიდან ამოვიღე.
„აი,მარტოსულობაც..“-შევედი თუ არა ბინაში,მაშინვე შევიგრძენი მარტოსულობის სურნელი.
„დიახ,ელენ,შენ თავიდან ფეხებადმ მარტოსული ხარ,ეს შენივე ჩონჩხიდანაც ჩანს..“-ჩემი შინაგავი პორტრეტიც დაუხატავს-მეთქი-გავიფიქრე და ფიქრთა სიღრმეებს აღარ დავუკვირდი.
-რა დაგესიხმა მაშინ?-ისევ აღვიდგინე სასიამოვნო მოგონება.
„თავიდან ვერ იცადი,მაგრამ ეჭვი გაგიჩნდა რომ იყო,შეცვლილმა ვარცხნილობამ დაგიფრთო გონება,თორემ მიხი ჟუჟუნა თვალები ვერ გამოგეპარებოდა...მაღალი და ძლიერი სხეულით რიტმულად...“-აღარ გავაგრძელე,ამის ნერვები არ მქონდა და ეს აშკარა იყო.სულ სხვა რამისთვის უნდა მიმემართა.
ტელეფონი გავხსენი და ნომრების გრაფაში დაქაჩული თვალები ჩავაჭყეტე.მხოლოდ მერის,მამაჩემსა და რამდენიმე ნაცნობის ნომერი მქონდა,რამდენიმე ნათესავიც მეწერა..ნომრების მქონდა.სხვები წინაზე წამეშალა.პროგრამას რომ ვაყენებდი,მაგრამ არ მიდარდია.
„სალი და მარი რომ წაიშალა,უკეთესი რა გინდა..“-კმაყოფილმა გავიფიქრე და დივანზე დავეშვი,შევათვალიერე ცარიელი სივრცე და გულში რაღაც ვიგრძენი.იქნებ ამ ყველაფრის შეცვლა იყო საჭირო.
ფიქრებში ვერ გავრკევულიყავი,როცა ტელეფონი აწკრიალდა.
„ისევ მერე,ამ ქალმა გააწყალა გული..“-ვუპასუხე და სახე შემეცვალა,ფეხზე წამოვვარდი.
-გიგი აღარაა!-ისე წარმოვთქვი,თითქო აღმოჩენა გავაკეთე.ეს თავადაც არ მჯეროდა..-გიგი აღარაა!-ვიმეორებდი და ვთრთოდი-ის დაიღუპა,ავიაკატასტროფაში,თვითმფრინავი ჩამოვარდა..
***
-რა გინდა თქვა,ყველაფერი ჩაივლის?-მერიმ დახედა მეუღლის ფოტოს და ცრემლი ძლივს ჩაიკავა.
-არა,მაგრამ ასეც არ შეიძლება-დედაჩემს თბილად ვუთხარი და კალენდარზე ვანიშნე-უკვე რამდენი ხანი გავიდა.
ამ ხნის განმავლობაში რას არ ვეუბნებოდი მას,როგორ არ ვამშვიდებდი,მაგრამ ეს თავადაც არ მჯეროდა..
„იქნებ დგება დრო,როცა ყველაფერი იყინება ერთ ადგილას,როცა უბრალოდ ცხოვრებას აზრი ეკარგება...“=კარებისკენ წავედი,დედაჩემის საცოდავი სახის ყურების თავი აღარ მქონდა,ბინა მქონდა მისალაგებელი და მეორე დილას კი საბოლოო გამოცდა,მერე დასვენებები და ვინ იცის კიდევ რა..
***
გამოცდიდან გამოვედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნქე.“აი ეს მჭირდებოდა“-ავხედე ცას და მხარზე ჩანთა შევისწორე.
-მე უკვე მეორე კურსელი ვარ-გავიღიმე და მანქანის კარი გავაღე.
ასე თუ ისე გადავიტანე გიგის გარდაცვალება.გამოვტყდები და ძალიანაც არ მიდარდია.ალბათ,იმიტომ,რომ მერი მყავდა დასაწყნარებელი,დასაიმედებელი..
სახლში მისული სულ სხვა გუნებაზე ვიყავი.თითქოს მარტოსულობის ტალღები სადღაც წასულიყვნენ.
„იქნებ ღამის სიზმარსაც შევხვდე..იქნებ ისევ კვარიათს ვესტუმრო..“-ოცნებებში წავედი.მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ ვერ ვიგდებიდი თავიდან მასზე ფიქრებს,ვინ იყო ის ასეთი,ასეთი განსაკუთრებული რომ ამხელა ქალს თავდაყირა მაყენებდა და მერე რამდენი ხნის მერე..
„ეს ხომ სისულელეა! ნუთუ,ამისიი კვლავ გჯერა?“-გაბრაზებით ჩავიხედე სარკეში და ენაზე მეკბინა.
ალბათ,ეს ზედმეტი ნერვიულობის ბრალია!
__
არასდროს დამიწყია ახალი ისტორიის დადება,თუ შემდეგი თავების მარაგი არ მქონდა,მაგრამ ახლა გამონაკლია და ვდებ.რატომ? იმიტომ,რომ,ალბათ,სიზმრის ბრალია.გამოვტყდები და მართლაც მან შთამაგონა,დილას გამეღვიძა და გავაცნობიერე,რომ ამდენი ხნის მერე პირველად ვხედავდ სიზმარს,თან ისეთს,რომ მახსოვს და თან ისეთს,რომელიც საკმაოდ საინტერესოა.
მოკლედ,ესე ახალი ისტორია.
ველი შეფასებებს,ჩემო გვრიტებო.
მიყვარხართ და გკოცნით>



№1 სტუმარი Tu Ta

Vah, mgoni pirvelma wavikitxe an pirveli vwer komentars :) dzalian saintereso da damaintrigebeli dasawyisia, elene sakmaod "chaxlartuli" gogo chans :)) veli saintereso ganvitarebas...warmatebebi :*

 


№2 სტუმარი მაკკ

საინტერესო ჩანს მომეწონა დაველი გაგრძელებას..

ძაან დამაინტერესა.

 


№3  offline წევრი LoNdA DM

sainteresoa, damainrigebeli da elene ragacnairad sxvanairia, velodebi shemdeg tavs

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო

 


№5  offline წევრი lamazi gogona

მომწონს ძააან <33 ველი გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent