ვ/ე (ნაწ2)(2)
***** აი, ხმა ჩაგვარდნიათ? ერთ ადგილას გაშეშებულხართ, ყურები დაგხშობიათ, თვალებში დაგბნელებიათ, გქონიათ განცდა თითქოს დაგამცირეს და გაგანადგურეს. აი, ზუსტად ასე იყო კოტე ახვლედიანი იმ წამს! როგორ იქნებოდი, როცა შენი სისხლი და ხორცი, ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაზე ყველაფერს გირჩევნია გარდაცვლილი გეგონა და უცებ, ხედავ. -შენ..შე..შენ..- ძლივს ამოიღო ხმა კოტემ. ვატომ თვალებით ანიშნა ბავშვებზე, რომ არ შეემჩნია და გამოფხიზლებულიყო. კოტემ უკომენტაროდ მოჰკიდა ბავშვებს ხელები და გიჟივით გავარდა სახლისკენ. სახლში შესული ასეთი სახით რომ დაინახეს კოტე ფეხზე წამოიჭრნენ. -რა გჭირს კოტე? რა მოხდა?,-მივარდა ანა -კოტე,ფერი არ გადევს სახეზე! სულ თეთრი ხარ! ვაიმე რა გჭირს,- ხელი მოჰკიდა ელენემ, მაგრამ კოტე უმოძრაო და გაყინული იყო. -რა გჭირს ბიჭო ხმა ამოიღე შენ ხო არ გარეკე? რა დაგემართა ტო!- დაუღრიალა დათუნამ -დათუნა და ნიკუშა , თქვენი დახმარება მჭირდება. მე..მეე.. დამირეკეს და ბათუმში უნდა გადავიდე რამდენიმე საათი,-ძლივს მოაბა თავი და ბოლო -ეგრე რა ტო. მაგრად შემაშინე შენს ძმობას ვფიცავარ,-ამოისუნთქა ნიკუშამ -ჰე, წამო წავიდეთ,- უთხრა დათუნამ და გასაღებისკენ წაიღო ხელი -გოგოებო, დაიძინეთ არ დაგველოდოთ,-უთხრა კოტემ და ისე გავიდა სახლიდან არც კი შეუხედავს არავისთვის. გზაშიც ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა, ამაზე ბიჭები უფრო მეტად გიჟდებოდნენ და ნერვიულობდნენ. -ბიჭო დათუნ გააჩერე აქ,-უთხრა კოტემ. დათუნამაც გააჩერა. ცოტა კი გაუკვირდა რადგან ჯერ ბათუმშიც არ იყვნენ ჩასულები, გონიოს გზაზე იდგნენ. -რა ხდება კოტე იტყვი ეხლა ბოლოს და ბოლოს?-იკითხა ნიკუშამ -ვატო ცოცხალია. ცოცხალი და უვნებელი. არაფერი არ ჭირს, ისევ ისეთია. ისევ ის სახე, ღიმილი, ხმა. აბსოლუტურად ყველაფერი!- დაიყვირა კოტემ და მუხლზე ხელი დაირტყა. ბიჭები გაოგნდნენ, ხმას ვერ იღებდნენ. თავიდან ვერ გაიაზრეს რა თქვა კოტემ, მერე კი ერთმანეთს დაუწყეს ყურება. -რა თქვი ბიჭო?-აღმოხდა ნიკუშას -რაც გაიგეთ. წეღან ვნახე შემთხვევით და აბა, თუ გამოიცნობთ ვინ არის ის იდუმალი უცნობი ბავშვების მეგობარი?-უპასუხა კოტემ -ხო არ ღადაობ ტო!!! ეგ სულ გამოშტერდა! სად ეგდო აქამდე?-გამწარდა ნიკუშა -არ მაინტერესებს! ამის დედაც.....! წავედით დროზე,-იღრიალა დათუნამ და მანქანა დაძრა. იცოდნენ ბიჭბმა სადაც უნდა წასულიყვნენ. ვატოს მამიდის სახლში,სადაც პირველად ჩამოვიდნენ და სადაც, ყოველ წელს ისვენებდნენ ბიჭები. სახლის კარი გააღეს და გიჟებივით შეცვივდნენ. -ვიცოდი, რომ მოხვიდოდით,-გაიგეს მშვიდი ნათქვამი. -შენ ბიჭო ხო არ გარეკე? სრულ ჭკუაზე ხარ?-მივარდა დათუნა და ხელი დაარტყა,- ამის დედაც! იცი რა გვჭირდა? ადამიანებს აღარ ვგავდი! შენ ვინ ყოფილხარ არაკაცო!- ნიკუშა და კოტე ჩუმად იდგნენ. ხმას ვერ იღებდნენ და ვერც ვერაფერს აკეთებდნენ, არც დათუნას აკავედბნენ. გული რომ მოიოხა დათუნამ ყვირილითა და მუშტებით გადგა განზე. -ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს,-დაიწყო ვატომ და ტუჩიდან წამოსული წითელი სითხე მოიშორა -კარგია რომ ხვდები. იცი როგორ გეძებდით? გადავატრიალეთ მთელი საქართველო. ის როგორ გაპატიო დეიდაშენსა და დედაშენს შავები რომ ჩააცვი?- მშვიდად იკითხა კოტემ -ვერ მიპოვიდით, არ ვიყავი საქართველოში. თუმცა ცოტა ხნის წინ ოჯახებმა გაიგეს ჩემი ამბავი,-უპასუხა ვატომ - და ვსო? ეს არის ძმაკაცობა? ეს არის ურთიერთობა? ჩვენ რა გვერჩოდი ის საწყალი გოგო თუ არ შეიცოდე? ნაგავი ხარ! როგორ გაგინო ამისი ღირსიც არ ხარ!-იყვირა ნიკუშამ -იმ დღეს საგურამოში, ეჭვიანობისგან კინაღამ ცუდად გავხდი. რა ცუდად ვიყავი თქვენც იცით. მისმა მოსვლამ ჩემთან კი ვაფშე დააგვირგვინა ყველაფერი. იცი რა მჭირდა? სულს და ხორცს რომ უნდა.. უნდა, მაგრამ ვერ იღებს. ჩემგან შორს იყო და თან ახლოს. დიდხანს ველოდებოდი, დიდხანს ვცდილობდი ხან ისე, ხან ასე. თქვენც ხომ იცით რომ ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ იმ ღამეს, ნუ იმ დღეს ყველაფერი ცუდი გამახსენდა, რაც გადავიტანე და გამიჩნდა საოცარი შურისძიების სურვილი და კი იცით..-ჰყვებოდა ვატო,-დედასაც დავუტოვე წერილი, სადაც ვწერდი რომ კარგად ვიქნებოდი, იცი რატომ? ვერ გავბედე ნანასთვის მეთქვა რაც გავაკეთე! მერე რა ნამუსით მომეყვანა ელენე სახლში? ინგლისში წავედი ჯარჯისთან, მერე რიგაში წავედი და რაღაც წვრილ-წვრილი ბიზნესები დავიწყე,რითიც თითქოს დანაშაულის გამოსწორებას ვცდილობდი ჩემ თავთან, ელენესთან და თქვენთან რა თქმა უნდა. თქვენ რაც შეგეხებათ, რომელიმესთან რომ გამოვჩენილიყავი ვიცოდი ეტყოდით ერთმანეთს, მერე მოგვიწევდა კონტაქტი ერთმანეთთან მეც ჩამოსვლის სურვილი გამიჩნდებოდა და ალბათ კიდევ სისულელეს ვიზამდი. რომელიმე აუცილებლად მიხსენებდით ელენეს...-ხმა აუკანკალდა ვატოს, გაჩუმდა რამდენიმე წუთი და ისევ გააგრძელა,- რამდენიმე კვირააა, თითქმის ერთი თვეა ჩამოვედი და ნანასგან გავიგე, რომ შვილი მყოლია. მერე.. მერე მივაკითხე ბაღში და რომ დავინახე ჩემი ბავშვობა გამახსენდა.. დანარჩენი კი გეცოდინებათ,-დაასრულა ვატომ. ბიჭები გაოცებულები, გაბრაზებულები იყვნენ. ყველა გრძნობა ერთად იყო თავმოყრილი: სიბრაზე, სიყვარული, მონატრება, სიძულვილი. -მორჩი?,-ცივად იკითხა დათუნამ -ყველაფერი ალბათ ბედისწერამ გადაწყვიტა, რომ დღეს შემთხვევით ვნახე ბავშვები და კოტე.- დუმილის შემდეგ კოტემ ჰკითხა: -რას აპირებ? კიდევ დამალვას და შორიდან ყურებას? - არა, აღარ ვაპირებ. უბრალოდ ცოტა დალაგება მინდა -დალაგება , რომ გინდა ეგ უკვე კარგია,-ცინიკურად უთხრა დათუნამ -აღარ დავიმალები და მაქსიმალურად ვეცდები ყველასთან ვიყო და ავინაზღაურო ის დაკარგული დღეები,-იმედიანად უპასუხა ვატომ,- რაღაც უნდ გკითხოთ, ვუყვარვარ კიდევ? -ვერ ხედავ ტო? ბავშვი ვირტუალურად იცნობს მამას, გიჟი დედაა, ყველაფერს აკეთებს ბავშვისთვის,ბოლოს და ბოლოს ბავშვს შენი სახელი ჰქვია, ეს იმას ნიშნავს რომ თავიდანვე იყო იმედი შენი გამოჩენისა და დაბრუნების!-უპასუხა კოტემ -მომეხმარეთ მის დაბრუნებაში,-ხმადაბლა თქვა ვატომ -ელენე შენნაირ არაკაცს არ იმსახურებს! იცი რა გადაიტანა ამ 4 წლის მანძილზე? დღეს და ღამეს ათენებდა, ჩაშავებული თვალები რომ ჰქონდა მიზეზად ამბობდა ბევრი საქმე მქონდა და ღამე ვიმუშავეო, მარტო ჩვენ ვხედავდით რა სჭირდა! სამაგალითო დედაა, გოგო რომელიც მუშაობს, მაგისტრატურაც დაამთავრა და ღირსეულ შვილს ზრდის! ეს ცოტააა?- იღრიალა ნიკუშამ,- მაგრამ სიგიჟემდე მენატრებოდი ვატო! ძმა მაკლდა, ძმა!- უთხრა ნიკუშამ და ჩაეხუტა,- დაგეხმარებით, აბა რას ვიზამთ... იმ ღამეს მთელი 4 წლის მომხდარი ამბები მოუყვეს ვატოს. იყო ემოცია, ცოტა ცრემლი, ბევრი სიხარული, სიცილი, ბავშვობის გახსენება და ბოლოს მაინც თემა: ელენე და პატარა ვატო. ბიჭები გამთენიისას დაბრუნდნენ სახლებში. **** დილა როგორც ყოველთვის ბავშვების ყვირილით დაიწყო. არ იყო ამინდი, წვიმდა ზღვისპირეთში და ამიტომ, ათასი რამ მოიფიქრეს ბავშვების გასაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები გამთნიისას მოვიდნენ სახლებში, დილას მაინც ადგნენ თუ არა მაშინვე გავიდნენ, მოიმიზეზეს საქმიანი შეხვედრა. მთელი დღის განმავლობაში ხან რომელ არხს უყურებდნენ, ხან რომელ ფილმს, მულტფილმს, სერიალსა და სხვა გადაცემემებს. ძალიან მოუნდათ პიცა, მაგრამ მოგეხსენებათ ზღვისპირეთის წვიმების შესახებ არც ერთი ტაქსიიყო თავისუფალი, ამიტომ ანამ და ნიამ გადაწყვიტეს პიცერიაში წასულიყვნენ და თავად მოეტანათ პიცები. ამასობაში კი, ბიჭები ისხდნენ კაფეში და საუბრობდნენ. გეგმავდნენ გოგონებთან და ელენესთან შეხვედრას, როგორ მომხდარიყო ყველაფერი, რადგანაც ნია და ანა ძალიან ემცოიურები იყვნენ ყველაფერი კარგად მოფიქრებული უნდა ყოფილიყო.ხომ იტყვიან თბილისი პატარააო, მაგრამ საქართველო და კონკრეტულად აჭარაც პატარა ყოფილა!)))) ამ ლაპარაკ-ლაპარაკში იყვნენ, რომ კაფის კარი ანა და ნიამ შემოაღეს. მომღიმარ დაქალებს ღიმილი სახეზე მიეყინათ და სახე-ალეწილები წამოვიდნენ ბიჭბისკენ. -ახსნი თუ..?- მკაცრად დაიწყო ანამ -ანა, კარგი რ..- დაიწყო დათუნამ -შენ ჩუმად იყავი!- გაბრაზდა ნია და როცა დაინახა, რომ ნიკუშაც ხმის ამოღებას აპირებდა,- შენი ხმაც არ გავიგო! ახლა კიდევ შენ მომისმინე ასეთი სახით რომ გვიყურებ, როგორ ფიქრობ ეს სახე უნდა გქონდეს ვითომ აჩრდილი დაინახე? არა! პირიქით ჩვენ ვართ გაოგნებულები,მგონია რომ ჩემი ძველი „ყოფილი“ მეგობრის სულს ვხედავ! ნამდვილად გამოცხადება მაქვს!-ატლიკინდა ნია და არ იცოდა რას ამბობდა -კარგი ნიაკო რა,- შეევედრა ნიკუშა -შენ ვაფშე რა პონტში იღებ ხმას?- მიუტრიალდა ნია,- ხომ შეგეძლო გეთქვა? ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს? -ნია, ამათმაც გუშინ გაიგეს შემთხვევით,- უპასუხა ვატომ -რაო? შემთხვევითო?,- გაიოცა ანამ- რა იყო არ აპირებდი საერთოდ გამოჩენას? ისევ უნდა ეგლოვა ჩვენს დაქალს შენი თავი ყოველ ღამეს? იცი, ვატო? საერთოდ აი, საერთოდ, საერთოდ არაფერი არ ვიცით რა მოხდა! მისგან არაფერი არ ვიცით, შენგან ხო მითუმეტეს! იცი, რატომ? იცი, რა თქვა? როცა გაიგო, რომ შვილს ელოდებოდა შენგან აგვიკრძალა რამე გვეთქვა შენზე, იმიტომ რომ პატივს ვცემ, როგორც ჩემი შვილის მამასო და ჩემ საყვარელ ადამიანსო! და რომ ვეკითხებოდით აპატიებ თუ არათქო , პრინციპში რაც არ ვიცოდით რა მოხდა, პასუხი იცი რა იყო? თემის გადატანა! ჩვეულებრივი არაკაცი ხარ! - იცი, რამხელა ტკვილი იყო შვილის მარტო გაზრდა? ჩვენ რომ არა ალბათ ახლა არ ვიცი მე რა მდგომარეობაში იქნებოდა, მიუხედავად იმისა რომ ოჯახი გვერდზე ედგა. იცი რამხელა ძალა დასჭირდა იმისთვის, რომ დედაშენთან და მამაშენთნ მისულიყო და ეთქვა, მალე ბებია და ბაბუა გახდებითო? არ იცი! არაფერი არ იცი! შენ სადღაც შორს გტკიოდა და აქ ელენეს ტკიოდა იმაზე მეტად ვიდრე შენ!იცი რა ძნელია ერთი კედლის იქეთ, რომ გესმის ტირილის ხმა!- გამწარებული იყო ნია. -ხო ანა და ნია, არაფერი არ ვიცი და მესმის ყველაფერი რასაც მეუბნებით! არც მე არ ვამართლებ ჩემს თავს, რაც მოხდა და რაც გავაკეთე. იმაზე მეტად ვნანობ ვიდრე თქვენ გგონიათ! სინანულმა ჩამომიყვანა აქ და იმ სიყვარულმა რაც მე მის მიმართ მაქვს,-უპასუხა ვატომ და სასმელი მოსვა. -პროსტა არ ვიცი ვატო, რა უნდა გითხრა, რა უნდა გელაპარაკო! ჩვეულებრივი არაკაცი ხარ მართლა,-უთხრა ანამ -ე, გოგო! მოზომე ცოტა ლაპარაკი ზედმეტები ხო არ მოგდის?- მკაცრად უთხრა დათუნამ -აი, შენ და შენ,- უთხრა ანამ დათუნას და ნიკუშას,- ამის მერე პროსტა როგორ გენდოთ! რომ მოხვედით დღეს დილას სახლში ჩვენ მაინც ვერ გვითხარით? -კაი, ანა რა! ზედმეტი მოგდის ეხლა, სახლში დავილაპარაკებთ,- უთხრა დათუნამ. ნიაკოს არავისთვის არ გაუცია ხმა.ნიკუშას ზედაც არ შეხედა ისე ადგა და გავიდა კაფიდან. ანაც გაჰყვა.ჩასხდნენ თუ არა მანქანაში ნიამ უთხრა: -ჩვენ კიდევ რა მაინც და მაინც აქ შემოვედით! გეფიცები გული აღარ მაქვს.. -მეც ნი, გაოგნებული ვარ! ელენე გააფრენს.. -ხო ან.. მოკლედ რადგან ელენეს გარდა ყველამ ვიცით ეხლა ვატოს მივაწვეთ, რომ დროზე ნახოს. რაც უფრო მალე უკეთესი! -აუ, ძალიან მაგრა მეშინია ელენეს რეაქციის..-დაიწუწუნა ანამ -მეც, მაგრამ ძლიერი გოგოა! ძალიან ძლიერი და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვყავართ,-დაიმშვიდა თავები ნიამ -კი, მართალი ხარ,-უპასუხა ანამ,- წამო სხვაგან პიცა წავიღოთ რისთვის გამოვედით ამ ამინდში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.