შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

perferct 2


30-10-2015, 16:59
ავტორი bikunia123
ნანახია 2 002

თავი მეორე
გავიდა 2-3 დღე..დემეტრე ისევ არ არის არც სკოლაში არც სახლში.
ნერვიულობისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ გადავწყვიტე წიგნებზე გადამეტანა ყურადღება, ამოვიღე ქართულის წიგნი, ვითომ რაღაც წავიკითხე . ცოტახნის მერე ამოვიღე ისტორიის წიგნი, გადავშალე შიგნი ჩაკეცილ გვერძე გადაიშალა , შიგ ერთი დაკეცილი თეთრი ფურცელი იდო .უბრალოდ გავშალე ფურცელი და კუთხეში მიჯღაპნილი დემეტრეს ხელნაწერი შევამჩნიე.. ფურცელს კარგად დავაკვირდი ,იმ ასოებით ეწერა ანბანი , რომელიც მე და დემემ 4-5 წლის წინ გამოვიგონეთ.. აღარ მახსოვდა რომელი სიმბოლო რას ნიშნავდა.სულ 4 სიტყვა ეწერა..დავფიქრდი ვცადე ასოების გაშიფრვა თუმცა არაფერი გამომივიდა..ვფიქრობდი სად უნდა მქონოდა ჩაწერილი ეს ანბანი და უცბად ჩემი ძველი ყვითელი დღიური გამახსენდა..
ახლა ის უნდა მომეძებნა, არ ვიცი სად იყო , მაგრამ ის კი ვიცოდი რომ აუცილებლად უნა მეპოვა..
დავუწყე ძებნა.. 1-2 საათის ძებნის შემდეგ ძვლივს მივაგენი. გადავშალე და ძველი მოგონებები.... გადაკითხვა მომინდა და გახსენება მაგრამ პირდაპირ ბოლო გვერძე გადავშალე , ის კი ვიცოდი რომ ბოლო გვერძე ეწერა ის რასაც მე ვეძებდი.
ცოტა გაურკვევლად ეწერა . თუმცა მაინც ვარჩევდი ,,დემეტრეს წერილი’’ მოვიტანე და ვცადე გამერკვია ის სიმბოლოები , რომელიც დემეტრეს სწრაფი მაგრამ ლამაზი ხელნაწერით იუო დაწერილი.
ცოტახანში ყველაფერი გავარკვიე დემეს წერილში ეწერა:
,,შენ არ ხარ მატო’’
დავფიქრდი ნეტა რას გულისხმობდა , ან რასთან დაკავშირებით. ახლა უკვე დაწმუნებული ვიყავი რომ დემეს გაუჩინარებასთან მე ვიყავი რაღაც როლში, ფიქრითა და ნერვიულობით უკვე ტვინი მტკიოდა. ამიტომ ჩამეძინა..
დილით რომ გავიღვიძე 9 საათი იყო..მოწყვეტით წამოვხტი ლოგინიდან. 2 წუთში ჩავიცვი და ,,ფართხაფურთხით’’ ჩავიარე სადარბაზოს კიბეები. ძვლივს მივედი სკოლაში.. სკოლის კარის შეღება ძალიან არ მინდოდა თუმცა მაინც შევაღე და შევედი...
როცა კლაში შევედი ყველა მე მომაჩერდა თითქოსდა ვიღაც მომეკლას...დაბნეული გადავდგი პირველი ნაბიჯი და დაბალი ხმით ვიკითხე.
მე_შეიძლება?
მასწავლებელი- მოდი.შემდეგ დაგვიანებაზე აღარ შემოგიშვებ და გარეთ მოგიწევს დგომა გაითვალისწინე. ჩემს მერხზე დავჯექი , გაკვეთილზე არ ვიყავი მე ჩემს სტიქიაში ვიყავი , გამოსვლის ზარი რომ დაირეკა დამრიგებელი შემოვიდა ,დემეტრეს ამბავი მკითხა , მე კი 1 სიტყვით ვუპასუხე, თან ერთ წერტილს მივშტერებოდი.
მე- არვიცი..... თვალებზე ცრემლი მომადგა. ყელში თითქოს დიდი ბურთულა მქონდა გაჩხერილი, თავის შეკავებას ვეღარ ვახერხებდი , ამიტომ ადგილიდან ავდექი და ვცადე დავმშვიდებულიყავი.
დაიწყო მეორე გაკვეთილი..მესამე...მეოთხე..
დემეს გარეშე მარტო ვგრძნობდი თავს, ისე ძალიან მიყვარს , მართლა ჩემი ძმაა...
სახლში გვაინ მივედი.
მინდოდა ცოტა გავხალისებულიყავი , თუმცა ვერადავერ ვახერხებდი.გარეთ უბნის ბიჭები და გოგოები იყვნენ და ,,აბირჟავებდნენ’’. ჩასვლა მომინდა მხოლოდ იმიტომ რომ სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა, ჩემი წითელი ქურთუკი მოვიცვი, შავ ჩექმებში ფეხი ჩავყე და სახლიდან გავედი.როგორც ყოველთვის სადარბაზოს კიბეებით ჩავედი დაბლა, ლიფტს არასდროს ვიყენებ ხოლმე...გარეთ გავედი , გრილმა სიომ თმა ამიწეწა და ისევ ფიქრებში გამხვია
იქვე სკამზე მარტო დავჯექი, წინ ჩემს ფეხსაცმელს ვუყურებდი . .. ვფიქრობდი და ვხვდებოდი რომ დემე ჩემს გამო წავიდა, თავი საშინლად მტკიოდა, ბავშვების სიცილი და ხმაური გამაღიზიანებლად მეჩვენებოდა.. მინდოდა მეც კარგი განწყობით ვყოფილიყავი.მაგრამ....
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩემს კონტაქტებს გადავხედე, დემესთან დაკავშირება ვცადე , ჩემდა საბედნიეროდ ზარი გავიდა, არ მპასუხობდა.
მესამეჯერ რომ დავრეკე მიპასუხა თუმცა ხმა არ ამოუღია, ხუთჯერ ვუთხარი ხმა ამოიღე მეთქი მაგრამ ამაოდ.
უკვე ნერვები მომეშალა ,ნერვიულობამ პიკს მიაღწია და უკვე ცრემლები წამომივიდა, უკვე ვტიროდი, ხმა ამოიღე , მიპასუხე გთხოვ , რატომ მანერვიულებ რამე დავაშავე?!
ბოლო ხმაზე ვტიროდი , ხელებს ვიქნევდი და წინ და უკან დავდიიოდი სწრაფი ნაბიჯებით. ყველა მე მიყურებდა , თუმცა ყოველივე ეს საერთოდ არ მადარდებდა.
ტელეფონს დავხედე და დავინახე რომ უკვე ტელეფონს ველაპარაკებოდი. გამითიშა.. ისე ცუდად გავხდი რომ კედელს ავვეყუდე და ძირს ჩავჯექი. ვტიროდი, ყველა ჩემთან მოვიდა, ზოგი მეკითხებოდა რა მოხდა , ზოგი მაწყნარებდა ზოგი კი ცდილობდა ავეყენებინე და სახლში წავეყვანე..



№1 სტუმარი maria

kaia dzaan...gaagrdzelee

 


№2  offline წევრი LoNdA DM

magari xar kargi motxroba, magram es banaluria tirili, bolo xmaze vtirodiii da ase shemdeg vici rom enatreboda da ar icoda ra xdeboda magram, mainc ragacnairad patetikuri

 


№3  offline წევრი bikunia123

Kargii gavitvaliswinebBB :))
LoNdA DM
magari xar kargi motxroba, magram es banaluria tirili, bolo xmaze vtirodiii da ase shemdeg vici rom enatreboda da ar icoda ra xdeboda magram, mainc ragacnairad patetikuri

 


№4 სტუმარი elene123

აუუ პირველი თავი ვერვნახეე :(((( ძაან მაინტერესებსს

 


№5  offline წევრი bikunia123

elene123
აუუ პირველი თავი ვერვნახეე :(((( ძაან მაინტერესებსს

http://4love.ge/istoria/107548-perferct.html აი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent