შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზაფხულო ბანაკიდან დაწყებული სიყვარული (თავი 7)


6-07-2015, 17:39
ავტორი babi phoenix
ნანახია 3 299

წელმა გაიარა, ბედნიერებით და ასევე უბედურებით აღსავსე წელი იყო, ისევ ზაფხული დადგა, მახსოვს წინა წლის ზაფხულს რა მოხდა, ლაშა გავიცანი და აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი..
ამ დროს მომინდა ისევ იმ ტყეში, სადაც ადრე დავდიოდით წავსულიყავი და ძველი მოგონებები გამეღვიძებინა ჩემში..
სკოლის ჩანთა ავიღე, პლედი, სენდვიჩები და ცოტაოდენი წყალი.. არავისთვის არაფერი მითქვია ისე დავადექი გზას რომელიც ტყემდე მიდიოდა, იქამდე სადაც ჩვენი სიყვარული დაიბადა...

საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი გზაში, საღამოს 8 საათზე კი დათქმულ ადგილას მივედი.. ისევ ისეთი სიმშვენიერე ფარავდა ბუნებას, ხეებს ეყვავილათ და ჩიტები იგივე ხმით ჟღურტულებდნენ..
მიწაზე დავჯექი,დღიური და კალამი ამოვიღე და წერა დავიწყე.. არვიცოდი რას ვწერდი რადგან ამ დროს ცრემლები თავისით წამომივიდა.. მინდოდა ლაშა ჩემს გვერდით ყოფილიყო მაგრამ როდესაც ვაანალიზებდი რომ ეს შეუძლებელი იყო გული საშინლად მტკიოდა..

2საათის შემდეგ მწვანეთვალებმა პრინცმა მომწერა, მკითხულობდა თუ როგორ ან სად ვიყავი, რადგან მშობლები მეძებდნენ, რათქმაუნდა განმარტოების გამო არმიპასუხია და ტელეფონი მიწაზე დავტოვე..

მეორე დღეს მზის სხივმა გამაღვიძა, რომელიც დაბურულ ხეებში ძლივს აღწევდა, ცივ მიწაზე ვიწექი და ახლა მივხვდი, წერაში ჩამეძინა..
თვალი გავახილე თუარა ლაშას ანარეკლი დავინახე, თავიდან მეგონა მომეჩვენა მაგრამ, რომ გამოვფხიზლდი თვალებს ვერ დავუჯერე, ის მართლაც მწვანეთვალება პრინცი იყო..

-ლაშა?! აქ რა გინდა?
-რაუნდა მინდოდეს? რატომ არავის უთხარი სადმიდიოდი..
-რა საჭირო იყო,როგორ მიპოვე?
-ვიცი რომ ეს ის დღეა,როცა მამაშენმა ბანაკში მოგიყვანა,ესაა და ეს..
-გასაგებია..
-არწამოხვალ?
-არა არმინდა.. მირჩევნია ჩემს თავთან მარტო დავრჩე და მოგონებებით დავტკბე
-არ გინდა მოგონებები გააცოცხლო?
-რა?!
-არაფერი კაი წავალ გავივლი და მოვალ..

არმითქვია არაფერი, გავჩუნდი.. მაგრამ სიმართლე ვთქვათ კითხვაზე "არ გინდა მოგონებები გააცოცხლო?" იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომელიც მალე ჩაქრა..

როდესაც დაბრუნდა იგივე ადგილას ვიყავი, ფეხი არ მომიცვლია, ისევ რაღაცას ვწერდი, მინდოდა ქვეცნობიერიდან ყველაფერი წამეშალა და მოგონებები ფურცელზე გადამეტანა..

-რას შვრები?
-ვწერ..
-ამმ, კაია..
-ჰომ,, წეღან რას ამბობდი?
-რასთან დაკავშირებით?
-მოგონებების გაცოცხლებაზე, არუნდა მეკითხა, მაგრამ ამ თემით ძალიან დავინტერესდი..
-გასაგებია.. ხო ვიფიქრე ყველაფერი თავიდან დავიწყოთ როგორც მაშინ თქო მაგრამ, რომ დავფიქრდი არვიცი რამდენად ღირს..
-და რატო არ ღირს?
-არვიცი..
-გასაგებია.. მაგრამ მე ისევ ისე მიყვარხარ.. უბრალოდ არ მესმის როგორ შეძელი ასე დაგევიწყებინე..
-არ დამვიწყებიხარ კატო..
-გეტყობა..
-გთხოვ გაჩუნდი!
-ისევ ისე მაჩუმებ როგორც მაშინ ტყეში რომ ბიჭები ჩხუბობდით...
-ხო მახსოვს, მაქედან ჩვენი ამბავიც დაიწყო
-რომელიც მალე დამთავრდა..

ხელში ყვავილი ეჭირა, არც გამიმახვილებია ყურადღება,მომაწოდა და გამიღიმა..
მისი გახსენება და მწვანე თვალებში ჩახედვა ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებდა..

ისევ მიყურებდა.. მე კი წერას არ ვწყვეტდი, უფრო და უფრო ვაჩქარებდი ხელს, უფროდა უფრო მინდებოდა მეკივლა და ცრემლებიც უფრო მწარედ მომდიოდა..
რათქმაუნდა ამას ამჩნევდა მაგრამ რატომღაც არაფერს მეუბნებოდა.. ისევ ჩამეძინა, მან კი ამ დროის მანძილზე ჩემი დაწერილი ჩაანახატი წაიკითხა სადაც ეწერა..

"ეს დღე! ის დღეა,როდესაც ლაშა გავიცანი, პირველად დავინახე და მისი მწვანე თვალები გულში ჩამივარდა.. მინდოდა ყოველთვის მისთვის მეყურა, მინდოდა მისი გოგო ვყოფილიყავი მუდამ, კარგად მახსოვს ყველა დეტალი, მისი სიცილი, გაბრაზება, ჩხუბი.. ახლა ვხვდები რომ არაფერ აზრი არ ქონია, ყველაფერი წარმავალია და ესეც დამთავრდა.. ერთადერთი აზრი იმაში დევს რომ მე სიყვარული ვისწავლე და ამ გრძნობას სიგიჯის უფლება მივეცი..
მისი გახსენება მის თავიდან დაკარგვასთან და ჩემს ცრემლებამდე მიყვანასთან ასოცირდება, ამიტომ მინდა ყველაფერი ამ ფურცელს მივაბარო და ცოტახანი ამ ადგილას სადაც დაიწყო ყველაფერი განვიტვირთო"

კიდევ ბევრი რამ ეწერა უბრალოდ ვეღარ გაუძლო და მძინარეს ჩამეხუტა..
მეორე დღეს კოცონი იყო ანთებული, როგორც ჩევატყვე სოკოებს წვავდა..

-რას აკეთებ?
-სოკოს ვწვავ ვიცი რომ გშია..
-იმედია შხამიანი არაა..
-და იმედია გახსოვს, სოკოს ცნობა ვიცი..

გამეღიმა და ახლოს მივედი,, ძალიან მციოდა მიუხედავად იმისა რომ ზაფხული იყო..
როდესაც მომზადებას მორჩა, პირველი ლუკმა თავისით შემაჭამა, აინტერესებდა ჩემიაზრი.. მართალი გითხრათ გემრიელი იყო, ვერაფერს დავუწუნებდი ამიტომ შევაქე და ლოყაზე ვაკოცე..

-რაღაც უნდა გითხრა..
-გისმენ..
-მოკლედ კატუს ესე აღარ შეიძლება.. უნდა შევრიგდეთ თორემ ორივე გავგიჟდებით
-ნუ თუ მაგდენს მიხვდი კაია..
-ანუ ისევ ერთად ვართ ხომ?
-შენიაზრით?
-რათქმაუნდა..

ამ შერიგებამ არვიცი ჩემში რა გამოიწვია, თავიდან შემიყვარდა ზუსტად იმ ადგილას სადაც 1 წლის წინ და თითქმის იგივე ვითარებაში.. მწვანეთვალება ისევ ჩემი პრინცი გახდა..

პ.ს მოგწონთ? იაქტიურეთ ძალიან გთხოვთ..



№1  offline მოდერი ანკა

კარგია ^__^ ძალიან საყვარელი ისტორიაა love

 


№2  offline წევრი babi phoenix

ანკა
კარგია ^__^ ძალიან საყვარელი ისტორიაა love

Madli♥

 


რაღაც არამგონია სულ ერთად იყვნენ ისე კაია <3 ^^

 


№4  offline წევრი babi phoenix

მარტოსული კატა^^
რაღაც არამგონია სულ ერთად იყვნენ ისე კაია <3 ^^

მადლობა <3

 


№5  offline წევრი nino(g)

au ki momwons vafren am istoriaze rasac qvia

 


№6  offline წევრი babi phoenix

nino(g)
au ki momwons vafren am istoriaze rasac qvia

Dzaandidi madloba♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent