ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 19
ძალიან მიჭირდა ლაშას გარეშე,მაგრამ ვიცოდი ჩემი ბრალი იყო ყველაფერი.ვცდილობდი სხვებს არ შეემჩნიათ,ვიცინოდი,ვსაუბრობდი,თავი ისე მეჭირა თითქოს ყველაფერი რიგზე იყო,არადა მარტო დარჩენილს საშინელი სევდა შემომაწვებიდა ხოლმე,რამდენჯერ ტირილშიც ჩამძინებია.ჩემს თავს ვუთხარი,რომ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება,გოგოებსაც ჩვეულებრივად ვხვდებოდი,თემო და ბიჭებიც მოდიოდნენ,არაფერს ამბობდნენ მაგრამ ვხვდებოდი იცოდნენ ლაშას ამბავი.მხოლოდ ის გავიგე რომ კოკა ყოფილა,სწორედ ის ბიჭი ვინც ია დაჭრა.ახლა მივხვდი ლაშა მასთან ურთიერთობას რატომ მიკრძალავდა.გაოგნებული ვიყავი.მაგდასგან გავიგე, თემოს და ლაშას საუბრისთვის მოუკრავს ყური.-ლეჟავა ეუბნებოდა მაგ ნა.....მა წამართვა ია,მისი ბრალია,რომ ია ცოცხალი აღარაა და ახლა ემისაც მართმევსო.-დაასრულა მაგდამ, გული რამის გამისკდა,მინდოდა მოვმკვდარიყავი.მივხვდი რა შეცდომაც დავუშვი,მაგრამ გვიანი იყო.წარმოვიდგინე რას გრძნობდა ლაშა და ისევ მომინდა მასთან ყოფნა. ვიცოდი ლაშა აუცილებლად დაბრუნდებოდა,ვიცოდი რომ სადღაც ახლოს იყო,თითქოს მის უხილავ ხელს ვგრძნობდი. პარასკევს როგორც ყოველთვის ჩემებთან წავედი ვახშამზე.ყველა სიხარულით შემხვდა.მამა უკვე დიდი ხანია არ მენახა და ყველაზე ბევრი მას ვაკოცე.კალთაში ჩავუჯექი და თმებზე მეფერებოდა.ვახშმის შემდეგ ყველა დივანზე მოვკალათდით. -ანა იყავი ეხოზე? -კი ვიყავი და გულისცემაც მოვისმინეთ,აუ ემი იცი რა მაგარიაა?-აჟიტირებული მიყვებოდა ანა,სულ დაავიწყდა დედა ასეთ სიტყვებზე რომ ბრაზდება,მერე უცებ მიხვდა,ენაზე იკბინა და ეშმაკურად გადახედა დედას, რომელსაც სახეზე უკმაყოფილება ეწერა. -მე მინდა რომ ბიჭი იყოს-ვთქვი და ანას მუცელზე მოვეფერე. -ხო მეც-დამეთანხმა ანა. -მე კიდევ გოგო მირჩევნია,მამას პრინცესა იქნება,ლამაზი ფერია-ისე საყვარლად თქვა ლაშამ ყველას სიცილი აგვიტყდა.მერე მამაჩემმა მოინდომა ბარემ ტყუპები იყვნენ, გოგოც და ბიჭიცო,დედაც დაეთანხმა,ბოლოს ამაზე შევთანხმდით,თითქოს ჩვენი ნება იყო ვინ იქნებოდა ან რამდენი. -ემი სამსახურზე რა ქენი?-ახლა მე მომიბრუნდა მამა. -რა ვიცი მა,სიმართლე გითხრა არც მიცდია მოძებნა. -იცი, დღეს ჩემი ერთი მეგობარი ვნახე,რადიო აქვს და წამყვანს ეძებს,ძველი, ვინც ყავდა ორსულად ყოფილა და წასულა,ახალს ეძებს,ხოდა შენზე ვუთხარი,შენი პროფესიით იმუშავებ-ისე გამიხარდა ეს ამბავი მაშინვე ყელზე შემოვეხვიე. -აუ მაა,რა კარგი მყავხაარ. -კარგი ნუ დამახრჩობ,დაწყნარდი გოგო-ვითომ გამიწყრა,ისე აბუზღუნდა მამა-მართალია გასართობი გადაცემაა,თინეიჯერებს რომ მოსწონთ მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყო არაა?მერე გამოჩნდენა უკეთესი რამე. -კარგი იდეაა დედი-ახლა დედაც აყვა-მთავარია იმ წრეში იტრიალო,კარგი კავშირები დაამყარო და მერე აუცილებლად გახდები წარმატებული ჟურნალისტი-როგორც ყოველთვის დედა ისევ პრაქტიკულად უდგება ყველაფერს. მეორე დღეს უკვე რადიოში ვიყავი,დირექტორს დაველაპარაკე და საცდელი გადაცემაც ჩავწერე,აშკარდ მოვეწონე,რადგან მაშინვე გამიფორმა კონტრაქტი.ჩემი გადაცემა კვირაში სამჯერ იქნება ეთერში ღამის თორმეტიდან დილის 8მდე.მუსიკალური თხოვნები,საუბრები მსმენელთან და თანაც ყოველ გადაცემაში,სხვადასხვა თემაზე,რა თქმა უნდა მეტწილად სიყვარულზე. გოგოებმა გადავწყვიტეთ,რომ ეს ამბავი ბარში აღგვენიშნა.კარგად გამოვიპრანჭე,არც მაკიაჟი დამვიწყებია,რატომღაც ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ლაშას ვნახავდი.ადგილზე მისულს ყველა იქ დამხვდა თემო და ბიჭებიც იყვნენ.თვალებით ლაშას დავუწყე ძებნა. -ვიცი,რომ გენატრება ემი-გვერდით მომიჯდა გიგი და ყურში მიჩურჩულა,მე ვერაფერი ვუთხარი,უბრალოდ გავიღიმე,თუმცა ეს სატირლად გამზადება უფრო იყო ვიდრე ღიმილი.-არ იდარდო დაბრუნდება,აი ნახავ.-გიგი ისე თბილად მექცეოდა თავი უკეთ ვიგრძენი.დავლიე და თუმცა ცეკვა არ მინდოდა ბიჭებმა მაიძულეს მეცეკვა,ლექსოს ვეცეკვებოდი თემომ სურათების გადაღება,რომ დაიწყო,მერე რომ დავჯექით დავინახე სურათები ვიღაცას გადაუგზავნა.თუმცა ვერ მივხვდი ვის,ადრესატი ვერ დავინახე.მიხვდა რომ შევამჩნიე,არაფერი უთქვამს გაიღიმა და ხელი გადამხვია. -კარგით გოგოებო წასვლის დროაა,აბა წავედით-აგვშალა და წაგვიყვანა.გიგიმ კატო მიაცილა,თემომ მაგდა,ლექსომ შემომთავაზა გაყვანა და უარი ვუთხარი,მანქანით ვიყავი,მართალია ნასვამი მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე. -იცოდე ფრთხილად იარე, რომ მიხვალ დამირეკე,თორემ შენ რომ რამე დაგემართოს, ლეჟავა იმენა თავს წამაცლის-წამოსცდა ლექსოს.მე უბრალოდ ისევ გავუღიმე და მანქანა დავძარი. ჩემმა პირველმა გადაცემამ კარგად ჩაიარა,რა თქმა უნდა უძილობამ შემაწუხა,მაგრამ საეთეროს ბიჭებმა ყავა მომიტანეს და გამოვფხიზლდი.საინტერესო იყო მსმენელთან ურთიერთობა,გადაცემის თემად რა თქმა უნდა სიყვარული ავირჩიე და მსმენელს შევთავაზე, საყვარელი ადამიანებისთვის სიყვარული ეთერის საშუალებით აეხსნათ.რა თქმა უნდა ამ თემამ გაამართლა,უამრავმა ადამიანმა დარეკა.მესიჯებსაც მწერდნენ,მაქებდნენ კარგი წამყვანიხარო. გახარებული ვიყავი და თან ყავას ვსვავდი,საეთეროდან რომ მითხრეს ყურში მსმენელიაო ხაზზე. -ემი გისმენთ -საღამო მშვიდობისა ემი-გაისმა უცნაური,ბოხი და საოცრად ნაცნობი ხმა.ცოტა დავიბენი,მაგრამ მალე მოვეგე გონს. -გაგვეცანით აბა. -სახელს მნიშვნელობა არ აქვს ემი,ის მიხვდება, ვინ ვარ. -უკაცრავად ვინ ის?-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. -მატყუარა-ისევ გაისმა მისი ხმა და მეგონა ყველა ბუსუსი ერთად ამოძრავდა სხეულზე,საშინლად დამცხა,მეგონა მომესმა.არა ნამდვილად ისაა ღმერთო,ვერ ვიჯერებ.ისაა ლეჟავაა,მაგრამ ეს ხმა?თითქოს ნაცნობია,მაგრამ ლაშას ასეთი ხმა,რომ არ აქვს? -უკაცრავად ვიინ?-როგორც იქნა ამოვიბლუყუნე. -მიხვდება თვითონ.-გააგრძელა,თან ხმაც გაუმკაცრდა. -კაარ...გით, აბა გისმენთ-ძლივს ამოვთქვი და გავყუჩდი. -უბრალოდ მინდა იცოდეს,რომ მენატრება,სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.-დაიწყო და მეც სმენად ვიქეცი.-მიყვარხარ და უშენოდ ვერ ვძლებ,მჭირდებიი.ვიცი გული გატკინე,მაგრამ გეფიცები მიყვარხარ,სიცოცხლეს მირჩევნიხარ. ავღელდი,რადგან ეს ხმა თითქოს საიდანღაც მახსოვდა,თუმცა ისეთი არაფერი უთქვამს,რითაც მივხვდებოდი,რომ ის იყო,აბსტრაქტულად საუბრობდა,მიუხედავად ამისა,ძალიან ავღელდი და მთელი მომდევნო დღე მასზე ვფიქრობდი.მერე ჩემი თავი დავაჯერე,რომ უბრალოდ მომეჩვენა,რომ იმ სიტყვების ადრესატი მე არ ვიყავი.საღამოს ლეპტოპს მივუჯექი და სოციალური ქსელი მოვინახულე,მომინდა ლაშას სურათების ნახვა,მაგრამ მისი და იას სურათს რომ წარმოვიდგენდი,გული მტკიოდა.მაინც შევედი მის გვერდზე,ისევ ის სურათები იდო, ვათვალიერებდი და რაღაცნაირად ავღელდი,იას სურათი აღარ იყო,სიხარულით წამოვფრინდი,არ ვიცოდი რას ვაკეთევდი.ვუყვარვარ,ვუყვარ,ვიმეორებდი და ბედნიერს ჩამეძინა.რადიოში ყველაფერი კარგად მიდიოდა,კარგად მოვირგე წამყვანის როლი, აღარ ვნერვიულობდი. მას შემდეგ აღარ დაურეკავს იმ უცნობს,თუმცა სულ ველოდი,რომ დარეკავდა,ყოველ გადაცემას გულის კანკალით ვიწყებდი და ვამთავრებდი.ახალი წლის წინა ღამით დარეკა. -გისმენთ.-მაშინვე ვიცანი და ხმა ამიკანკალდა. -შეიძლება ჩემს სიყვარულს რაღაც ვუთხრა?-დაიწყო თბილი ხმით,მე გული ამიჩქარდა-თუ ახლა მისმენს და მიხვდა,თუ ისევ ვუყვარვარ, მინდა ვთხოვო,რომ როგორც კი ახალი წელი დადგება,იქ მოვიდეს სადაც პირველად შევხვდი და შევეხე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.