შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 18


29-10-2015, 23:06
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 353

არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე,მაგრამ თვალი,რომ გავახილე ოთახში მარტო ვიყავი,ბნელოდა და მე შიშველი ვიწექი საწოლში.წამოდგომა დავაპირე,მაგრამ დასუსტებული ვიყავი და თავი ვერ ავწიე,ლოყა საშინლად მეწვოდა,ხელი მოვისვი,ახლა გამახსენდა კოკა და ის საშინელება.ცრემლები წამომივიდა,ძლივს ავწიე თავი და ფეხები გადმოვწიე.
-ლაშააა-რატომღაც მეგონა ლაშა აქ იქნებოდა,მაგრამ ხმა არავინ გამცა.-ლაშა.-კარები გაიღო და ლაშას მაგივრად ანა და მაგდა შემრჩნენ,ჩემს დანახვაზე ორივეს სიხარულით გაუბრწყინდა თვალები,მომცვივდნენ და ჩამეხუტნენ.
-როგორ ხარ ემილი, გტკივა რამე?რა დაგიშავა იმ დამპალმა-ერთმანეთსა არ აცლიდნენ ლაპარაკს,თან სამზარეულოში გამიყვანეს,ანამ ჩაი დამისხა,მერე ისიც გვერდით მომიჯდა და თავზე დამიწყო მოფერება.
-ვინ,ვინ გადამარჩინა,-ძლივს ამოვილუღლუღე.
-ლაშა და თემო გეძებდნენ,დილით უთქმელად წამოსულხარ და მაგ დროს მოვიდნენ,შენ რომ..-სიტყვა შუაზე გაუწყდა მაგდას.
-მე და ლაშაც მაგ დროს მოვედით ბიჭები,რომ იმ იდიოტს სცემდნენ,ლაშამ ძლივს გააგდებინა ლეჟავას ის კოკაა თუ ვიღაც.
-რა საშინელება იყო მაგდა,მეგონა მოვკვდებოდი-ამოვისლუკუნე და მაგდას ჩავეხუტე.
-მორჩა,დამთავრდა ემი,ის ვეღარ მოგეკარება,ვსოო.
-როგორ? -თვალები გამიფართოვდა/-სადაა ლეჟავა?-მივხვდი,რომ ლაშა რაღაცას იზავდა.
-ნუ გეშინია,ყველაფერი რიგზეა,მალე მოვლენ.-მე ისევ საწოლში დავბრუნდი,თვალწინ სულ ის არაკაცი მედგა,მეგონა ისევ მეხებოდა,ყურში მისი საზიზღარი ხმა ჩამესმოდა.ყურებზე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე,მალე ჩამეძინა ისევ.თვალი,რომ გავახილე ჩემი ძმა დავინახე,სიხარულით შემოვეხვიე.-ლაშა -ამოვიწუწუნე.
-დაწყნარდიი,მორჩა ყველაფერი.-მეფერებიდა ისიც და თავს დაცულად ვგრძნობდი.-წამოდი სახლში წავიდეთ.
-არა რა გთხოვ, აქ ვიქნები,თან დედას თავიც არ მაქვს,მაშინვე მიხვდება და კითხვებს დამაყრის.
-კარგი ჩემო პატარა.მაშინ წავალთ ჩვენ,ანაც ცოდოა,დაიღალა-თავზე მაკოცა და გავიდა.მერე ანაც შემოვიდა და დამემშვიდობა.მაგდაც წავიდა და მარტო დავრჩი.
ყველა ოთახში შუქი ავანთე და ტელევიზორიც ჩავრთე.
მეშინოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი,უეცრად ძალიან მომინდა ლაშას ნახვა.ტელეფონზე დავურეკე და არ მიპასუხა,მერე კიდევ,მაგრამ არა, ის არ მპასუხობდა.ავღელდი,აღარ ვიცოდი რა მექნა,სადაა ნეტავ,რას აკეთებს?იქნება ჩემი ნახვაც არ უნდა?ხო გაბრაზდა ალბათ რომ გამოვიპარე.ასეა,ეწყინებოდა,რა თქმა უნდა ემი,რა სულელი ხარ,როდის გაიზრდები,ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ,როდესმე შეგიძლია,რომ შეცდომა არ დაუშვა?
ლაშა ორი დღე არ გამოჩენილა,გოგოები მოდიოდნენ,მამშვიდებდნენ და ისევ მიდიოდნენ.გავიგე კოკა მაგრად უცემიათ და პოლიციაში მიუყვანიათ,ჩემი ძმის თანდასწრებით რამდენიმე ჩვენება მივეცი.ლაშა მაინც არ ჩანდა.მეორე დღეს სასამართლო იყო,ვნერვიულობდი,არ მინდოდა კოკას ნახვა,ლაშამ მოსამართლესთან მიშუამდგომლა,რომ სასამართლოს არ დავესწრებოდი,ჩვენება ცალკე მივეცი პროკურორს.კოკას 9წელი მისცეს,რადგან ადრეც ყოფილა ნასამართლევი.
როგორც კი სასამართლოდან გამოვედი წავკისში ავედი.ეზოს კარი ღია დამხვდა,მაგრამ სახლში ვერ მოვახერხე შესვლა.ჩანთიდან ფურცელი და კალამი ამოვიღე და დავწერე.''მაპატიე,ვიცი სუსტი ვარ,ბრძოლა არ შემიძლია და იქიდან გავრბივარ,საიდანაც წესით იძულებითაც არ უნდა მივდიოდე.მაპატიე ყველაფერი, თუ შეგიძლია.მადლობა რომ გადამარჩინე.არ გთხოვ,რომ დამიბრუნდე,ვიცი ჩემი მხრიდან ეს უსამართლობა იქნება.უბრალოდ მინდა ვიცოდე,რომ კარგად ხარ.შენზე ვნერვიულობ.მიყვარხარ''-ფურცელი,დავკეცე და კარის ქვეშ შევაცურე.

მაპატიეთ რომ დავაგვიანე,სტუმრები მყავდა და ვერ მოვახერხე,ახლა კი საშინელი სურდო მაქვს,მაგრამ არ მინდოდა გული დამეწყვიტა თქვენთვის.ვიცი პატარაა.ხვალ დიდ თავს დავდებ.



№1 სტუმარი black

Ra uceb wavikitxe mara kai iyommpuaa:*

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Ra uceb wavikitxe mara kai iyommpuaa:*

ცოტა ხანში დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent