შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის მარიონეტი(თავი 6)


31-10-2015, 08:19
ავტორი Geek Girl
ნანახია 1 859

კიბეები ფეხაკრეფით ავირბინე. ოთახში შევვარდი და საწოლის ქვეშიდან ყუთი გამოვაცურე.ყუთიდან დღიური ამოვიღე და წერა დავიწყე.გაბრაზებული ვიყავი და არ ვიცოდი რა დამეწერა, უამრავი ემოცია ერთად მომაწვა.ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა, რომ ვიღაც იდიოტის ჭკუაზე დავდიოდი. ღმერთო ჩემო, სოფო...სულ დამავიწყდა მისთვის დამერეკა.საწოლიდან წამოვფრინდი,მობილურს ვეცი და სოფოს დავურეკე. მანაც არ დააყოვნა და მალევე მიპასუხა. ვუთხარი რომ სახლში ვიყავი და როცა მოვიდოდა, ყველაფერს ავუხსნიდი.მერე ისევ დღიურს მუვუბრუნდი,სანამ სოფო მოვიდოდა ჯავრები ხომ უნდა მეყარა?! ამიტომ რაც კი ენაზე მომადგა ყველაფერი დავწერე.
"ძვირფასო დღიურო!
ვერ ვიტყვი კარგი დღე იყო-მეთქი. მაგრამ ყველაფერი კარგად წავიდოდა რომ არა ვაჟბატონი დემეტრე... მოვიდა..გამიმართა "ეჭვიანობის" კონცერტები და სახლში წამომიყვანა. ეგ ვერ არის მგონი!!! რა მაგისი საქმეა მე სად ვივლი?! როდის ან როგორ?! თუ გონია რომ მეორედ მაგის ჭკუაზე ვივლი, მაშინ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონია.ამ ყველაფერთან ერთად ისეთი თვალები აქვს რომ ვერ გაიგებ ბრაზობს თუ სითბოთი გიყურებს-დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს დღიურს არავინ წაიკითხავდა ამიტომ ისიც დავწერე რომ მისი თვალები ძალიან მომწონდა, მიუხედავად იმისა რომ თვითონ ის ნევებს მიშლიდა. 2 საათი იყო როცა მანქანის ხმა გავიგე.ფანჯარასთან მივედი,ფარდა გავწიე და უჩას მანქანა დავინახე.მერე მოვშორდი ფანჯარას და პირველ სართულზე ჩავედი.სოფოც შემოვიდა მაშინვე ჩემს ოთახში ავათრიე და ყველაფერი მოვუყევი.ცდოლობდა სერიოზულად მოესმინა, მაგრამ შიგადაში ღიმილი მაინც ეპარებოდა. მე კიდე მთელი მონდომებით ცოფებს ვყრიდი და ვერ ვხვდებოდი რა აღიმებდა.
-სოფო-
მეორე დილით ადრე ავდექი,დედას ცოტა(სინამდვილეში ბევრი) ფული გამოვართვი და მაღაზიებისაკენ გავწიე.უამრავი მაღაზია მოვიარა მაგრამ შესაფერისი კაბა ვერსად ვერ ვნახე.ძალიან მინდოდა ჩემი დაბადების დღისთვის ლამაზი კაბა მეყიდა.უკვე ერთი კვირა იყო დარჩენილი. მაღაზიაში ვიყავი და სარკის წინ კაბას ვიზომებდო, როცა ჩემს უკან,სარკეში, კიდევ ერთი გოგო დავინახე.ეს გვანცა იყო.ირონიულად მიყურებდა და ღიმილი სახეზე აჰკვროდა:
-როგორ ხარ სოოფ?
-ამას მე უნდა გეკითხებოდე,ბოლოს რომ გნახე ცხელ ყავაში ბანაობდი და...-არც მე დავაკელი ირონია-იმედია არ დაიწვი?!
-შენ გირჩევ შენს საყვარელ დაიკოზე და უჩაზე იფიქრო...რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ არა?ნეტა 3 დღის წინ ერთად რა უნდოდათ სადღაც მიდიოდნენ...ეტყობა მიეჩქარებოდათ. რავიცი?! კაი ეხლა უნდა წავიდე მე მეჩქარება, აბა შეხვედრამდე.
სახეზე ღიმილი შემაშრა...წესივრად ვერც კი გავიგე რა მითხრა. მარი და უჩა? ეს ვერაა ხო?!-ვფიქრობდი და თავს ვიწყნარებდი-რა სისულელეა...წესით მე ასეთ რაღაცეებზე არც უნდა ვფიქრობდე. მარი ჩემი დაა, და ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მარის კარგად ვიცნობ ასეთს არასდროს არ გააკეთებს... უჩასაც ძალიან ვუყვარვარ ამიტომ... სოფო მორჩი ეხლა ამაზე ფიქრს და იმაზე იფიქრე რა უნდა იყოდო- ცემს თავს ვამხნევებდი რომ ბოლოსდაბოლოს თავიდან ამომეგდო ეს აფსურდი.სახლში მალევე დავბრუნდი. სანამ სახლში შევიდოდი კარებთან უჩას მანქანა დავინახე.
გამიხარდა,ვიფიქრე ჩუმად შევალ და თვალებზე ხელს ავაფარებ-მეთქო.ასეც მოვიქეცი ოთახში რომ შევედი ფეხზე გავიხადე რომ ფეხის ხმა არ გაეგოთ და დერეფანს გავუყევი. საუბრის ხმა გავიგე, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. აშკარად მარი და უჩა ლაპარაკობდნენ. ოთახში შევედი და... როგორც კი მათ დამინახეს გაჩუმდნენ და შეშინებული სახეებით შემომხედეს თითქოსდა აჩრდილი ნახესო.
-მარი-
დილით რომ გავიღვიზე და ვნახე სოფო სახლში არ იყო ამით ვისარგებლე და კომპიუტერით საუკეთესო დეკორატორების და დარბაზის დიზაინერების ძიება დავიწყე. რამდენიმეს მისამართი ამოვწერე და უჩას დავურეკე. მალევე მოვიდა. გადავწყვიტეთ წავსულიყავით და ერთ-ერთი დაგვექირავებინა. როცა წასვლა დავაპირეთ სწორედ მაშინ შემოვიდა სოფო. შეშინებულები ვუყურებდით რადგან მისი შემოსვლის ხმა არ გაგვიგია და შეგვეშინდა რამე ხომ არ გაიგო?!

-აბა რაზე ვლაპარაკობთო?!-ღიმილით გვითხრა და სავარძელში მოთავსდა.ისე დავიბენი არ ვიცოდი რა ტყუილი მეთქვა ისედაც არ გამომდის ეს ტყუილები და ეხლა რა უნდა მომეფიქრებინა მაგრამ უჩა ხომ აქ იყო!!!
-მარიმ მთხოვა ბიბლიოთეკაში წამეყვანა, ზუსტად ახლა ვაპირებდით გასვლას-თავდაჯერებულად მიმართა უჩამ სოფოს.
-ააა, კაი მაგრამ აქვე რომ ბიბლიოთეკაა იმას რას უწუნებ?-მითხრა სოფომ.
-ნუ,წიგნი იქიდან მაქვს გამოტანილი და აქ ხომ არ დავაბრუნებ?
-ხო კაი მაშინ მეც წამოგყვებით-არტ გვეშვებოდა
-კაი რა, სოოფ, შენ ხომ არ გიყვარს ბიბლიოთეკები და რა გინდა იქ?-ისევ უცამ მისველა თორემ... მოკლედ ბოლოს ძლივს დავარწმუნეთ რომ სახლში უნდა დარჩენილიყო და ასეც გააკეთა. მერე ოთახში ავირბინე ვითომ წიგნი რომ ამეღო. და რომ ცამოვედი დანიშნული ადგილისკენ გავწიეთ.
-სოფო-
როცა მარი ოთახში ავიდა უჩამაც გარეთ გასვლა დააპირა, მაგრამ მე შევაჩერე:
-უჩა...
-რა იყო?
-ისა... ხომ იცი რომ ზალიან მიყვარხარ?!-ჩემ ასეთ სულელურ ნათქვამზე გაეცინა და ახლოს მოვიდა.
-ვიცი მაგრამ მაგას დამტკიცება სწირდება-ტუჩის კუთხე ჩატეხა და მაცდურად მითხრა. მეც თითის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე.გასვლას ვაპირებდი როცა, მიოთხრა:
-არა არა, მოიცადე სად მიგეჩქარება? სიყვარულს ეგრე არ ამტკიცებენ!
-აბა..-სიტყვის დამთავრება არ მაცადა და ბაგეებზე დამეძგერა. მერე ნელა მომცილდა თავალებში ჩამზე და და მითხრა.
-არ ვიცი ახლა რატომ მეუბნები ამას, მაგრამ შენც მინდა იცოდე რომ შენზე ვგიჟდები და ძალიან გიხდება ეგ წითელი ლოყები-ესღა მითხრა და ოთახიდა გავიდა.



№1  offline წევრი Geek Girl

გამარჯობათ...!!! ძალიან გთხოვთ დააკომენტაროთ თუ მოგწონთ. რადგან ვიცოდე ღირს თუ არა გაგრძელება. თორე არავინ რომ არ აკომენტარებს ასე მგონია უინტერესო ისტორიია და წერა უნდა შევწყვიტო. იმედია შეისმენთ ჩემს თხოვნას და დააკომენტარებთ!!!! < პატივისცემით Geek Girl.

 


№2 სტუმარი maria

kargia :* gaagrdelee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent