შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 20


1-11-2015, 13:05
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 646

არა არა ნამდვილად ყველაფერი მეჩვენება,წარმოუდგენელია.მინდოდა დამეჯერებინა რომ ეს სიტყვები მე.არ მეკუთვნოდა,მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ვიცოდი,რომ ის ლაშა იყო.გადაცემა ისე ჩავამთავრე,თითქმის არ მახსოვს,რა ვთქვი და რა გავაკეთე.სამსახურიდან გამოვედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,მთლიანად ვკანკალებდი,მაგრამ ეს სიცივისგან ნამდვილად არ ყოფილა,მანქანაში ჩავჯექი და ჩემებთან წავედი.არეული ვიყავი,მინდოდა ჩემს ძმას დავლაპარაკებოდი.მხოლოდ მას შეეძლო ყველაფერში ჩემი გაგება.ლაშა გამოვიჭირე და ყველაფერი მოვუყევი,თან ნერვიულად დავდიოდი ოთახში.
-კარგი დაწყნარდი ემილი,დაჯექი-მეც გვერდით მივუჯექი და სმენად ვიქეცი.
-მესმის რომ გენატრება,გინდა დაბრუნდეს,მაგრამ ილუზიებს ნუ აყვები.
-არა ლაშა,შენ არ გესმის,აქ შიგნით, ვიგრძენი-გულზე ხელს ვიდებდი და ნერვიულად ვაქნევდი თავს. -უნდა ვნახო,ხო ხო ვნახავ-წამოვიძახე ახალი გადაწყვეტილებით გახარებულმა,ჩანთას ხელი დავავლე და გამოვიქეცი.არც დედაჩემის ხვეწნამ გაჭრა,თავიდან რომ ვერ მოვიშორე,ვუთხარი თითქოს თანამშრომლები ვაწყობდით წვეულებას და იქ უნდა ვყოფილიყავი.
მთელი დღე ვიწრიალე,სულ აივანს ვუყურებდი,არც მიჭამია.წყალი გადავივლე და ხალათში გამოწყობილი ველოდი,როდის აინთებოდა სინათლე ლაშას ფანჯრებში.ხალხი მხიარულობდა,მთელი ქუჩა საახალწლოდ იყო მორთული,ყველა იღიმოდა,ბედნიერი იყო,მე კი ვიდექი ფანჯარასთან ყავას ვსვავდი და აივანს ვუყურებდი.გული საშინლად მიცემდა,ტუჩები დავიჭამე ნერვიულობისგან.უკვე აღარ მოძრაობდა ხალხი ქუჩაში,მანქანებიც თითოოროლად გაივლიდნენ.წითელი კაბა და მანტო მოვიცვი,ტელეფონს დავწვდი და გარეთ გავედი.ციოდა მაგრამ მე ვხურდი,გული მიცემდა,აქეთ-იქით დავდიოდი მაგრამ აფთიაქს ძალიან არ დავშორებივარ,იმ ადგილს,სადაც პირველად შევხვდი ლაშას,სადაც დავეჯახე.თორმეტს რამდენიმე წუთი აკლდა,უკვე იწყეს ფოიერვერკების გაშვება,ცაში ვიყურებოდი,ზურგით განათების ბოძს ვიყავი მიყიდებული,თავი შარფში მქონდა ჩარგული,ველოდი,ველოდი და ვკანკალებდი.ხელში ტელეფონი მეჭირა და საათს ვუყურებდი, 55,56,57,58,59...00,01,02 გული მიცემდა,თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,გახდა 12 მაგრამ არ ჩანს. ოჰ ემი შეცდი,ის ლაშა არ იყო,შენი ბიჭი არ ყოფილა ემი...სასოწარკვეთამ მომიცვა,სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი...ირგვლივ მხიარულება იყო,მე კი ვიდექი და ვტიროდი.მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი,მეგონა ცეცხლი წამეკიდა,მის სურნელს მილიონში ამოვიცნობდი.ხელებზე ხელი მომკიდა და თვალებიდან ჩამომაღებინა ხელი.ის იყო,მიღიმოდა,რამის სული განუტევე.ცრემლები სასწრაფიდ მოვიწმინდე და ხელები შემოვხვიე.უბედნიერესი ვიყავი,დავფრინავდი,თავი მის ყელში ჩავრგე და მისი სუნით ავივსე.
-მომენატრე გაქცეულო-მიჩურჩულა და ჩემს ყელს დაეწაფა,თითქოს მისი კოცნა შანთით მწვავდა,გავირინდე,თავი გვერდზე გადავწიე და უფლება მივეცი მომფერებოდა.ჯერ ნელა,ნაზად მიკოცნიდა ყელს,შემდეგ სახეს და როცა ტუჩებს მიუახლოვდა,კოცნაც მომთხოვნი და ვნებიანი გაუხდა.სუნთქვა შემიჩერდა მაგრამ არ მანაღვლებდა,მე ხომ მისით ვივსებოდი.
უცებ მომშორდა,შუა ქუჩაში დადგა, ხელები გაშალა და დაიყვირა.-ემილიანა მიყვარხარ, მიყვარხარ.-ვიდექი და ბედნიერებისგან ვიცინოდი.მერე მეც მას მივბაძე,ორივე გზაზე ვიდექით და ვყვიროდით.ირგვლივ არაფერი არსებობდა,მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ჩვენი სიყვარული.ასეთი ლაშა არასდროს მინახავს,ახლა იმ სერიოზული ბიჭის მაგივრად ჩემს წინ გიჟი, გადარეული ლეჟავა იდგა და ბედნიერებისგამ ბრწყინავდა.
-გეყოთ გვრიტებო,მოშორდით ერთმანეთს,რა ამბავია ამდენი რომანტიკა-თემო,მაგდა,კატო და ბიჭები ჩვენკენ მოდიოდნენ და იცინოდნენ,ლექსოს კამერა ეჭირა ხელში და გვიღებდა.
-საზიზღრებოო,იცოდით არაა? -გავუბრაზდი გოგოებს და გადავეხვიე.
-ემი შენ არ იცი რამდენი ინერვიულა ლაშამ,ფიქრობდა რომ ვერ მიხვდებოდი-სიცილით ხელი გადამხვია გიგიმ და მეორე ხელი ლაშას მოხვია.
-არა როგორ გეგონა რომ ვერ მივხვდებოდიი?-ვითომ გაბრაზებულმა გადავხედე და ტუჩები გამოვბურცე,გავებუტე.
-ჩემი ჩურჩუტიიი-ისევ მომეხვია ლაშა.
-გავიყინე ემი წავიდეთ რააა-წუწუნს მოჰყვა კატო.
-ახლავე კატო-თავისი ქურთუკი გაიხადა და.კატოს მოახვია გიგიმ.ეს ჟესტი არც ერთს არ გამოგვპარვია და პასუხის მოლოდინში ყველა მათ მივაჩერდით.-რააა?ასე რატომ იღიმით?-სახეზე სიწითლემ გადაუარა კატოს,ჩვენ სიცილი აგვიტყდა.
მერე ყველა ერთად თემოს მანქანაში შევეტენეთ.მძღოლი ლექსო იყო,მე ლაშას ჩავუჯექი კალთაში, მაგდა თემოს და კატო იძულებული გახდა გიგის ჩახუტებოდა.თავი ლაშას მხარზე ჩამოვდე და ბედნიერებისგან გავინაბე.ლაშას აგარაკზე ავედით წავკისში.ბიჭებს ყველაფერი წინასწარ მოემზადებინათ,განათება,დეკორაცია,სუფრაც მათ გაუწყვიათ.ყველაფერი ულამაზესი იყო.
-აბა გოგოებო შეგვიფასეთ ნახელავი-ხელები საქმიანად მოიფშვნიტა ლექსომ.
-ოღონდ ძალიან მკაცრები ნუ იქნებით-ახლა ლაშამ შემოგვხედა.
-ამათ უყურეთ რაა,მე კიდევ ვბრაზობდი მთელი დღე რომ არ გამოჩნდა თემო,სად წავიდა მეთქი,თემუკა წინსაფარით ბზრიალებდი სიყვარულოო-აკისკისდა მაგდა.
-მოგკლავთ თქვენ!-თვალების ბრიალით გადახედა თემომ ბიჭებს-რა ამოვა ამათ ყბიდან,გეთქვათ რომ ეს ყველაფერი მარიამმა გააკეთა.
-ვინ?ვინ?-ყურები ერთდროულად დავცქვიტეთ გოგოებმა.
-გეყოფა თემო თორემ, იცოდე ვერ გადავურჩები თქვენს გოგოებს-გაისმა გოგონას სასიამოვნო ხმა და კიბეები მხიარულად ჩამოირბინა ლამაზმა,თან ძალიან საყვარელმა გოგონამ.გოგოებმა ერთმანეთს გადავხედეთ და მერე ბიჭებს მივაჩერდით.
-მოიცათ,მოიცათ-ხელი ასწია ლაშამ-სანამ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაგვბუგავთ უნდა გაგაცნოთ.-გოგონას ხელი მოხვია ლაშამ-გაიცანით,ჩემი პატარა დაიკო მარიამი.
-შენ ალბათ ემილი ხარ ხო?ლაშა იმდენს მიყვებოდა შენზე,დაუსწრებლად გიცნობ-ჩემკენ წამოვიდა მარიამი და მეგობრულად გადამეხვია.მარიამი უცებ დაგვიახლობდა,ძალიან საყვარელი და მხიარული გოგო იყო.კარგად გავერთეთ ყველა ვსვავდით,მხოლოდ ლაშას არ დაულევია.მარიამს და ლექსოს რაღაც საეჭვოდ თბილი ურთიერთობა შევამჩნიე და გამეღიმა.
-ძალიან მეტყობა არა?-გადმომჩურჩულა ლექსომ.
-უჰ,ძაან-გადავიკისკისე.
-ცოტა უნდა შევიკავო თავი,თორემ შენი ბიჭი მომკლავს.-მე გამეცინა მის სიტყვებზე.
-უთხარი მერე.
-ვის ლაშას?რა ვუთხრა შენი და მიყვარსთქოო?დამბრიდავს.
-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა ბატო -სიყვარულით წავუთაქე თავში.
-სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა-სასაცილოდ გაიკრიჭა ლექსო და ისევ მარიამს მიაშტერდა,რომელსა სირცხვილისგან ლოყები გაუწითლდა.
-ნეტავ რამდენი ხანი უნდა მიმალოს-ჩემს გვერდით დაჯდა და კბილებში გამოცრა ლაშამ
-რა?შენ რა?-გაოცებული მივაჩერდი.
-ხოო,აბა რა გგონია ასეთი დებილი გგონია შენი შეყვარებული?
ძალიან კარგად გავერთეთ,ვიცეკვეთ ვიცინეთ.მერე თემო და მაგდა გაგვეპარნენ,მათ კატო და გიგი მიყვნენ.
-მარიამ წამოდი ძილის დროა-თავზე დაადგა ლაშა დას.
-კაი რა ლაშა,ცოტაც-ჩაიბუსხა მარიამი,მაგრამ ყურადღება ვინ მიაქცია,ხელში აიტაცა და მაღლა აიყვანა,ლექსოს შევატყე გაუტყდა,მაგრამ არ შეიმჩნია,ისიც დასაძინებლად წავიდა.მე ვიფიქრე მაგიდას ავალაგებთქო,მაგრამ თეფშები ხელიდან გამივარდა და ნაწილებად დაიმტვრა,შევხტი მერე კი სიცილი ამიტყდა.
-გოგო როგორ დამეთვერი ასე მეც კი არ ვთვრები.-ხელები მუცელზე მომხვია და ზურდიდან მომეკრა.
-ლაშუუ მომენატრე ძაან,აი იმდენს გაკოცეეებ?მოგეფერებიიი-სიმთვრალის გამო არც ვიცოდი რას ვამბობდი.
-კაი წამო-ერთი ხელი წელზე მომხვია,მეორე კი მუძლებს ქვემოდან ამომდო და მაღლა ამიყვანა,ისევ იმ ოთახში შევედით სადაც მაშინ ვიყავით,ლაშას ოთახში.
-მაკოცეე,მაკოცე რა-ვიწეოდი მისკენ და ვკოცნიდი-მოდი ჩემთან.
-აუ ემილი,რატომ ხარ სულ ასეთი მთვრალი,რატომ მიკეთებ ამას?გავგიჟდები იცოდე და..-ვნებიანად ალაპარაკდა ლაშა,მაგრამ მე უკვე ვერაფერს ვიგებდი.ჩამეძინა.

მაპატიეთ ჩემო მკითხველებო,ვინც მელოდით.წუხელ დავდე მაგრამრატომღაც წაიშალა...ამიტომ თავიდან ვდებ.მიყვარხართ



№1  offline მოდერი sameone crazy girl

უიმეე ამ გოგოს ჩაძნებები მაგიჟებს რა:დ ხო არ დაადგა ამ ბიჭს საშველი :დ ძალიან კარგია მალე დადე რა

 


№2 სტუმარი black

Kaeeeeaaa mmmpuaaa:*

Kaaaeeeeaaa mpuaaa vgijdebi shenzeee:*

 


№3 სტუმარი nino k.d.

ჩაძინების დრო იყოო? მალე დადე არ დააგვიანო რაა გთხივ.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Kaeeeeaaa mmmpuaaa:*

Kaaaeeeeaaa mpuaaa vgijdebi shenzeee:*

მეც ვგიჟდები შენზეეე♥♥♥

nino k.d.
ჩაძინების დრო იყოო? მალე დადე არ დააგვიანო რაა გთხივ.

დღევანდწლი დაგვიანება ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა,წუხელ 12მდე დავდე,მაგრამ ადმინისტრაციამ წაშალა.დღეს ვეცდები დავდო მალეეე

sameone crazy girl
უიმეე ამ გოგოს ჩაძნებები მაგიჟებს რა:დ ხო არ დაადგა ამ ბიჭს საშველი :დ ძალიან კარგია მალე დადე რა

გმადლობ ჩემო კარგოო

 


№5 სტუმარი black

Auu lore axali tavi rodis iqnebaaaa ddz mainteresebs;)

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

[quote=black]Auu lore axali tavi rodis iqnebaaaa ddz mainteresebs;)[/quot
დავდე უკვე და ალბათ დილით გამოქვეყნდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent