ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 14
ესღა მაკლდა,სააბაზანოში ძლუვს შევვარდი და წყალი მოვუშვი.ცოტა ხანში ყველაფერი მორჩა,მაგრამ მე ისევ ნიჟარასთან ვიდექი,ხელებდაყრდნობილი.ძლივს მოვეგე გონს,ტანსაცმელი გავიხადე და წყალს შევეყუდე.ძალიან დიდხანს ვიდექი და თან ჩემს ამოჩემებულ სიმღერას ვუსმენდი,say something.ბოლოს ნერვები მომეშალა და გამოვედი.არა ემი ასე არ შეიძლება,არც ერთი კაცი არ ღირს ამად,მორჩა ამიერიდან შენ ვეღარავინ გატკენს გულს.შევძახე ჩემს თავს,მან კი საცოდავად დამიკრა თავი.თავი ხელში აიყვანე ემი,ძლიერი იყავი მორჩა,ეს უკვე ხმამაღლა გავიმეორე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე,თმა მოვიწესრიგე,მერე ფანჯარა გამოვაღე,ოთახი გავანიავე.ფარდები გადავწიე,მივალაგე და ტელეფონიც ჩავრთე.უამრავი ნარეკი და მესიჯი დამხვდა.სულმა წამძლია და მაინც გავხსენი ლაშას მოწერილი."ემილი სად ხარ?მიპასუხე გთხოვ.ვიცი ცუდად მოგექეცი პატარავ,გთხოვ მაპატიე რა და დაბრუნდი"-ჰმ ვაჟბატომს ჰგონია რომ ისევ გავიქეცი.ჯანდაბა ლეჟავა,არასდროს აღარ ვიფიქრებ შენზე.ჩანთას დავწვდი და გარეთ გამოვედი.მანქანა სადაა?გამახსენდა იმ დღეს კატოსთან დავტოვე და ფეხით გავისეირნე.მანქანამდე ტაქსით მივედი,მერე ჩემს მანქანაში ჩავჯექი და ანასთან წავედი.ისე გაუხარდა ჩემი ნახვა ხტუნვა დაიწყო.ოთახიდან დედაჩემის ხმა მოისმა. -ანა,რა ხდება,რატომ კივი?ცუდად ხარ?-შეშფოთებული გამოვარდა მისაღებში.ჩემს დანახვაზე სიხარული დაეტყო და ჩამეხუტა,მეც გული ამიჩუყდა,თავი ვეღარ შევიკავე და ავსლუკუნდი. -ემილი,რა გჭირს?რა მოხდა?-გაგიჟდა ელენე,ესღა მაკლდა,რა მოუსმენს ეხლა? -არაფერი დედა საშინლად მომენატრე. -მერე სად გარბოდი დე, ნახე რას გავხარ,როგორ გამხდარხარ.არაფერს ჭამ?საერთოდ რას დაემსგავსე ემილიანა,რას გავს შენი საქციელი?სად წახვედი,თან ტელეფონსაც რომ არ პასუხობდი?-ელენე უკვე აღარ აპირებდა გაჩერებას,ახლა რა მეშველება,ანას საცოდავი თვალები შევანათე,ისიც მიხვდა და თვალი ჩამიკრა-ემი შეჭამ რამეს?აუ მე ისე ძალიან მომინდა ქათმის სალათი ახლა რომ არ ვჭამო ცუდად გავხდები,წავალ გავაკეთებ და შენც გაჭმევ,კაი?-როგორც კი ანამ წამოდგომა დააპირა,ელენემ გააჩერა,იჯექი,თავს მიხედე მე მოგიმზადებო-შენ კი ქალბატონო მერე დაგელაპარაკები. მე და ანას სიცილი აგვიტყდა.-ვარ თუ არა მულიკოს საყვარელი რძალუკა?-გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა.ბევრი ვისაუბრეთ,ვიცინეთ,მერე ელენეს სალათი დავაგემოვნე,როგორ მომნატრებია თურმე... გამოსვლას ვაპირებდი ჩემი ძმა, რომ მოვიდა. -ემილიანა?ვაა როგორც იქნა გვიკადრე-გადამეხვია და თავი მის ყელში ჩავმალე-მომენატრე დამპალო. -მეც მომენატრე. -ლაშა შენთან საქმე მაქვს და შეგიძლია სადმე წავიდეთ?-ვუთხარი,როგორც კი მარტოები დავრჩით-აქ არ მინდა ლაპარაკი,დედა გაიგებს. -რა ხდება? -შუბლი შეიჭმუხნა. -წამოდი ყავა დავლიოთ სადმე და გეტყვი.-პასუხს არც დაველოდე,ხელი ჩავჭიდე და გავათრიე.როგორც კი დავსხედით და ყავა შევუკვეთეთ,ღრმად ჩავისუნთქე,ლაშა ინტერესით მომაჩერდა.-ჰა დაიწყე გიჟო. -ლაშა ლეჟავას ხომ იცნობ?-გაუბედავად დავიწყე,ლაშიკომ თავი დამიქნია.-მაინტერესებს,რატომ ასამართლებდნენ და საერთოდ ვინაა? -მივაყარე უცებ. -ეე მოიცა,ლაშა შენ რატომ გაინტერესებს?-გამომცდელად მომაჩერდა. -მაინტერესებს და მითხარი რა.-სირცხვილით აღარ ვიცოდი სად წამეღო თვალები. -მოიცა ემილი,ლეჟავასთან რა საქმე გაქვს?-სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -ოო მითხარი ჯერ და გეტყვი. -ემილი! -კაი მითხარი რაა? -ლეჟავას ადვოკატი ვიყავი,შეყვარებულის დაჭრისთვის ასამართლებდნენ,იმ გოგოს ვიღაც ბიჭთან ჰქონია ურთიერთობა,ლაშამ მაშინ დაინახა,ის ბიჭი დანით, რომ ემუქრებოდა იას და ლეჟავა გაგიჟდა,მივარადა და ჩხუბში და ორომტრიალში ია მძიმედ დაიჭრა,ლაშა დააკავეს და 6თვე იჯდა.-გული ამიჩქარდა,სუნთქვა შემეკვრა,რა გამოდის ნაციხარი,ნარკომანი ბიჭი შემიყვარდა?არა ღმერთო.ისე დამეხშო ყურები ვერაფერს ვიგებდი. -ემი მისმენ? -ხო რა თქვი? -ის გოგო კომაში იყო და სანამ გონს მოვიდოდა ვერ ვამტკიცებდით ლაშას უდანაშაულობას,მერე იამ ჩვენება მისცა და გაათავისუფლეს ლეჟავა.-დაამთავრა და პასუხის მისაღებად მოემზადა.-ეხლა კი მითხარი,ლაშასთან რა საქმე გაქ? -ლაშა ნარკომანია?-ის კითხვა დავსვი,რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა. -რაა საიდან მოიტანე?-გაოცება ვერ დამალა ლაშამ.-არ არსრბობს ლეჟავა და წამალი?მოწევითაც თითქმის არ ეწეოდა,რა წამალი. -ხო რა ვიცი -თითქოს გულზე მომეშვა.-იტყვი თუ არა რატომ დაინტერესდი მისით?-დაკითხვაზე გადავიდა ჩემი ძმა.არ ვიცოდი როგორ მეთქვა, მაგრამ დამალვას აზრი არ ქონდა. -ლაშა შემიყვარდა-ამოვიკნავლე საწყლად და ველოდი როდის წამოვიდოდა ჩემი ძმისგან ცუნამი. -რაა?-თვალები გაუფართოვდა.-როდის მოასწარი,ან საიდან იცნობ?-ველოდი რომ ლაშა გაბრაზდებოდა,მაგრამ არა,ამით გათამამებულმა მოკლედ მოვუყევი ყველაფერი,არც ნიკა გამომრჩენია და არც იმ ღამეს ლაშას საქციელი,რა თქმა უნდა ის არ მიხსენებია,რაც იმ ღამით მოხდა,სექსი! -მოიცადე,თურმე რა ამბებში ყოფილხარ და მე ამას ახლა უნდა ვიგებდე ემილი?ასეთი ძმა ვარ?ხო იცი ყოველთვის შენს მხარეს ვიყავი და გათამამებდი.-საყვედურის ხმით მითხრა და თავზე ხელი გადამისვა-ლაშას ვნახავ და დაველაპარაკები.-მოიცა რა ლაშა,არ ვაპირებ მე ლაშასთან შერიგებას.-გაბუტული ხმით ვუთხარი. -ხმა,რომ ვთქვი ვნახავთქო,ესეიგი ვნახავ,რაღაცეები უნდა გამიიასნოს.-მკაცრად ჩაიბურდღუნა და წამოდგა.-წავედი და საღამოს გნახავ,იცოდე ჭკუით და სიგარეტს არ გაეკარო. სახლში მივედი და მაშინვე ტელეფონმა დარეკა,დავხედე თემო იყო.გამიკვირდა. -ალო. -გოგო შენ ნორმალური ხარ,სად ხარ?სად გაიქეცი?საერთოდ რატომ არ მპასუხობდი?გინდა გამაგიჟო?-ლაშას ყვირილი ისმოდა მეორე მხარეს.-სად ხარ უნდა გნახო. -არც გაიფიქრო და საერთოდ მეორედ ტონს არ აუწიო ჩემთან გაიგე?მეორედ კი არა,საერთოდ არ დამენახვო,თავი დამანებე,გესმის?ნაძირალა იდიოტი ხარ და მძულხარ-ისე ვიყავი გაგიჟებული,რას ვამბობდი არ მესმოდა. -ასე არა?მე შენ განახებ როგორი ნაძირალაც ვარ.-ტელეფონი გაითიშა,მე კი აკანკალებული ვიდექი და ცრემლები მდიოდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.