შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 21 )

1-11-2015, 21:14
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 153

ტელეფონს დავწვდი დრო ,რომ გამეგო.დილის რვის ნახევარი იყო უკვე.
მაშინვე ზარი შემოვიდა.გული გადამიქანდა,მამაჩემი იყო.ძალები მოვიკრიბე,ხმა დავიწმინდე და ვუპასუხე.
_ გისმენ
_ ემზადები ხვალისათვის?
_ არჩევანი მაქვს?
_ არა,რომელზე მოხვალ?
_ შენ მითხარი დრო_ როგორ მინდოდა ახლა უჩა ჩემს გვერდით ყოფილიყო,სად წავიდა ეს ბიჭი?
_ სამზე მოდი,ისევ იმ ადგილას,არაფერი დაგავიწყდეს და არც კუდი აიკიდო_ აუტანლად ქირქილებდა,გამახსენდა,როგორი სიბოროტით უკვესავდა ხოლმე ამ დროს თვალები და საშინელი ზიზღის გრძნობა დამეუფლა.
_ მარტო იქნები?
_ აბა ვის ელოდები კიდე?
_ შენს საამაყო შვილებს
_ არ იქნებიან და საერთოდ,ენა დაიმოკლე,ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ ან რა შემიძლია?_ შემომიღრინა
_ ხვალამდე_ სწრაფად მივაყარე და გათიშვის ღილაკს დავაწექი თითით,მისი ხმის გაგონება აღარ მინდოდა.
სტრესის მოსაშორებლად და გამოსაცოცხლებლად ახლა დილის პროცედურები მისწრება იყო.საწოლის კიდეზე მიფენილ ხალათს ხელი დავავლე და აბაზანაში შევედი.ნახევარ საათში უკვე კიბეებს პირველი სართულისაკენ მივუყვებოდი და სამზარეულოდან გამომავალი სიცილ_ კისკისით მივხვდი,რომ ჩემი ქმარ_ შვილი იქ იყო.მეც გაღიმებულმა შევაბიჯე და ჩემსკენ გამოქანებული სოფო ხელში ავიტაცე,ლოყები დავუკოცნე და ყველას ხმამაღლა მივესალმე.
_ რას აკეთებ? გაზქურასთან მოფუსფუსე ქმარს თავზე დავადექი და კისერზე გემრიელად ვაკოცე.
_ ერბო კვერცხს_ მიპასუხა და გვერდულად ამომხედა,მიყვარდა მისი თბილი თვალები.
_ გვემსახურები?_ სიცილით ვუპასუხე და მაგიდასთან დაჩის გვერდით მოვკალათდი,მკერდზე მივიხუტე და პაწაწუნა ცხვირზე ვაკოცე,სოფოც იქვე დავსვი.
_ მუდამ თქვენს სამსახურში_ და ხელით რაღაც მოძრაობა მოხაზა ჰაერში,რაღაც რაინდული ჟესტი.
მშვენივრად დავნაყრდით მისი მომზადებული კერძით,უკვე ცხრის ნახევარი იყო.პატარებს ჩავაცვი,მოვაწესრიგე,მერე ჩემს თავს და უჩას მივხედე და ყველანი მანქანაში ჩავჯექით.ჯერ უმცროსი მეტრეველები მივიყვანეთ ბაღში,მერე კი გეზი საავადმყოფოსაკენ ავიღეთ.დღეს რამოდენიმე გამოკვლევა და ანალიზი უნდა ჩამეტარებინა.
პატარებს ხელი დავუქნიე და ღვედი მჭიდროდ გადავიკარი.თითები ერთმანეთში გადავხლართე ნერვიულად და ნახევარი სხეულით უჩასკენ შევბრუნდი.
_ ამ დილით მამაჩემმა დამირეკა.
_ რაო?_ ინტერესით გამომხედა
_ ხვალ დამიბარა
_ კარგია,რომელზე?
_ სამ საათზე იგივე ადგილზე
_ ნერვიულობ ტკბილო?
_ ძალიან_ რაღაც ისტერიულად გამეცინა.
_ არ დაიძაბო,ყველაფერი კარგად იქნება,მე შენ გვერდით ვიქნები ხომ იცი,არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს, შემოგევლე მშვიდად იყავი და მომენდე,კარგი?_ აკანკაკებულ ხელებზე მისი მარჯვენა მომიჭირა,თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_ ყველაფერს წაიღებ ,რაც მოგთხოვა,გვინდა ფაქტზე დავიჭიროთ.
_ კარგი_ მორჩილად ვუქნევდი თავს
_ მაგრამ ტკბილო შენ თუ ნერვიულობ ან გეშინია,თუ გინდა არ შეხვდე,ამის გარეშეც საკმარისი სამხილები გვაქვს_ ჩემს დამშვიდებას და გადარწმუნებას ისევ აგრძელებდა.
_ არა სიყვარულო იქ მინდა ვიყო,მინდა ჩემი თვალით ვნახო ყველაფერი ,იქ უნდა ვიყო_ მტკიცრ ხმით ჩავილაპარაკე და მხრებში გავიშალე მეტი თავდაჯერებულობისათვის.
აღარ შემეპასუხა,ისევ გზისკენ გაიხედა და ასე მშვიდად ვიარეთ საავადმყოფომდე.
დამღლელი იყო ყველა პროცედურა და მტკივნეული,სიმწრით ვიკავებდი ცრემლებს,იმის იმედით,რომ ეს მხოლოდ ჩემდა სასიკეთოდ ხდებოდა.უჩას თითებზე ჩაფრენილი თვალებმოჭუტული ვუძლებდი თუ როგორ მიჭიმავდნენ ფეხს,ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მის მკერდზე ავქვითინდი.
_ ცოტაც მოითმინე ტკბილო,ცოტაც_ თმებზე მეალერსებოდა და მამშვიდებდა.
ოპერაცია ზუსტად ერთი კვირის თავზე დამინიშნეს.შვებით ამოვისუნთქეთ ორივემ,ბედნიერმა მივესვენე მის მხარს და სიხარულისაგან თან ვტიროდი და თან ვიცინოდი.
საღამოს 6 საათისათვის უკვე თავისუფალი ვიყავით,ისეთი დაღლილი და ენერგია
გამოცლილი მოვლასლასდი სახლში,რომ არა უჩას შემოხვეული ძლიერი მკლავები ალბათ კიბეებიდან დავგორდებოდი.ერთიანად მოვეყდი,ამდენი სტრესისაგან,თავადვე გამომიცვალა და ჩამაწვონა ლოგინში,შუბლზე პატარა ბავშვივით მაკოცა.
_ დაისვენე საყვარელო,ტკბილად იძინე,ნელის და ბავშვებს გავაფრთხილებ,რომ არ იხმაურონ,მე ცოტა ხნით გავალ და მალე დავბრუნდები,ხომ არაფერი გინდა?
_ არა,უბრალოდ მეძინება ძალიან_ ამოვილუღლუღე თვალებ მილულულმა.
ნახევრად მძინარემ ვიგრძენი მისი თბილი ტუჩების შეხება ჩემს ბაგეზე და ამ სასიამოვნო შეგრძნებით გადავეშვი ძილის სამყაროში.
…….
ჩქარი ნაბიჯებით აუყვა სამმართველოს კიბეებს,ყავისფერ კარზე ,სადაც ეწერა “ პროკურორი__ გია მაჩაბელი” ფრთხილად დააკაკუნა.
_ მობრძანდით_ იყო პასუხი
_ სალამი ბატონო გია_ კარი შეაღო თუ არა მოწიწებით დაუკრა თავი და მითითებულ სავარძელში ჩაჯდა.
_ როგორ მიდის საქმე ბატონო უჩა,როგორც მახსოვს ხვალ აპირებთ მათ აყვანას_ საუბარი მან წამოიწყო
_ დიახ ,ასე ვგეგმავთ,რაღაც დეტალების შეთანხმება გვსურდა თქვენთან მე და ბატონ ლაშას_ საათზე დაიხება_ ცოტა აგვიანდება,მალე მოვა.
_ არაუშავს დაველოდოთ_ მაგიდაზე დინჯად დააკაკუნა რამოდენინრ თითი მონაცვლეობით,მერე ისევ უჩას ამოხედა_ რაღაც მინდა გკითხოთ.
_ გისმენთ_ დაიძაბა
_ იქნებ სჯობდეს ხვალინდელ ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღოთ,ამას იმიტომ გეუბნებით,რომ საქმე თქვენს სიმამრს ეხება და მოგვიანებით კი მამათქვენს,და არა იმიტომ ,რომ თქვენს პროფესიონალიზს ვაყენებ ეჭქვეშ.
_ მესმის ბატონო გია მაგრამ ჩემი ნათესაური კავშირი დამდრწმუნეთ არანაირ დაბრკოლებას არ შენიქმნის და ასევე არც საქმეს წაახდენს.
_ თქვენ უკეთ იცით_ თქვა თუ არა კარზე კაკუნი გაისმა,ლაშა იყო.
…….
ოდნავ შევტოკდი,სხეული გავარხიე,ვცდილობდი გამოვფხიზლებულიყავი მაგრამ თვალების გახელა ჯერ კიდევ მიჭირდა.კიდევ ერთხელ შევირხიე და თვალებს ძალა დავატანე,ოთახაში მკრთალი შუქი იყო,თავი მარჯვნივ მივატრიალე,უჩა სავარძელში მოკალათებული ინტერესით ჩაჰკირკიტებდა მუხლებზე დადებულს სქელ საქაღალდეს.მისი დანახვისას სხეულში სასიამოვნო ტალღამ დამიარა,თითქოს სითბო ჩამეღვარა სულში,თავი ფრთხილად წამოვწიე და კედლის საათს გავხედე,საღამოს 10 აჩნევებდა,რა ხანი მძინებია.იდაყვებით საწოლს დავეყრდენი და საზურგეს მივაწექი.ეს მოძრაობა ცოტა ხმაურიანი გამომივიდა და უჩაც გამოვარკვიე ფიქრებიდან.
_ გაიღვიძე ტკბილო?_ როგორ შეეძლო ასეთი კარგი ყოფილიყო სულ
თვალები მივლულე და ისე გავუღიმე,თან ხელით ჩემს გვერდით ადგილზე ხელით ვანიშნე მოსვლა და ოდნავ ჩავიჩოჩე.ისიც უხმოდ წამოდგა და გვერდით მომიჯდა.მისი ძლიერი მკლავი შემომხვია,მე კი კნუტივით ავეკარი და კომფორტულად მოვეწყვე მის მკერდზე.
_ ბავშვებმა დაიძინეს?
_ რა ხანია
_ დღეს მათთვის ვერ მოვიცალე,ვერ მოვისიყვარულე
_ არაუშავს,შენ როგორ ხარ,გამოიძინე? თავი ისევ გტკივა?
_ ახლა ბევრად უკეთ ვარ,ხვალინდელზე ვნერვიულობ ძალიან
_ არაფერია სანერვიულო დამიჯერე,მამაშენი მაპატიე და არიფია , როგორც ჩანს ასეთ საქმეებში იოტისოდენა გამოცდილებაც კი არა აქვს,ასე,რომ მისი ხელში მოგდება ისეთივე ადვილია,როგორც ახალფეხადგმული ლეკვის.
_ შენ ხომ იქ იქნები? _ მუდარის თვალებით ავხედე
_ რათქმაუნდა ტკბილო
_ ნეტა ახლა ყველაფერი უკან იყოს მოტოვებული და ასე ვიყო.
_ აი ნახავ ხვალ საღამოსაც ასე ვიქნებით.
_ მპირდები ?
_ გპირდები.
_ უჰ იმდენი ვიძინე,მგონი ამ ღამით აღარ დამეძინება_ ამოვიხვნეშე
_ ჰოო?_ თავი მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამაცქერდა_ გინდა სასარგებლო საქმით დაგაკავო?_ ტუჩის კუთხე ეშმაკურად ჩატეხა
_ ანუ სასარგებლო_ გავიმეორე
_ დიახ,ნერვებისათვის,გულისათვის,განეყობისათვის,ენერგიისათვის
_ ნუთუ?_ თავს ვიშტერებდი
_ და რაც ყველაზე მთავარია_ თქვა და მრავალმნიშვნელოვნად აწია საჩვენებელი თითი
_ რა?
ჩემსკენ რაც შეიძლება ახლოს დაიხარა,ჯერ ცხვირზე მაკოცა,მერე თბილი და ტკბილი ბაგეები ჩემს ტუჩებს შეახო,მერე კი ყურში სანატრელი და დაუჯერებელი სიტყვები მიჩურჩულა
_ შენგან შვილი მინდა

P.s.
მიყვარხართ

№1 სტუმარი Nana

Pirveli varr! magaria umagresia magram patara iyo ar meyo imedia male dadeb mixvarxar<3

№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ტკბილო როგორი შოკოლადი თავი გვაჩუქე... მ ო მ ე წ ო ნ ა ა ა ა ა საოცრად... რა ვქნა ამ ტკბილ წყვილზე ვგიჟდები... მაია ისეთი სათუთია როგორც ფაიფური და უჩა ამას ისე კარგად ხვდება და ისე კარგად ეპყრობა რომ გაგიჟებული ვარ პირდაპირ... რა მაგარია შემდეგ თავში ეშმაკისეული მამიკოები რომ თავიანს ადგილას მოხვდება, იქ სადაც მათი ადგილია პირდაპირი და ირიბი გაგებით... მოკლედ მართლა ტკბილი ხარ და არ გვალოდინო ბევრი რა... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Rogorc yoveltvis sheudarebelia shokoladivit tkbilia rogorc shen ♥ mec ki vnerviulob ra moxdeba tan dzalian imedia yvelaferi kargad chaivlis tore chemi suli saikios miakitxavs :-D :-D auuu ra magariaa uchas da maikos cickna imedia male dafexmdzimdeba

№4  offline წევრი Tiiko ^.^

ხაიმეე ხაიმე ხაიმეე, იმდენი ხანია არ დამიკომენტარებია ვაგროვებდიი
მაგარია მაგარი მაგარი.
უჩსგან მეც მინდა ბავშვი, აუ ძალიან მომწონს ამათი ერთად ყოფნამაგიჟებს, ვიცი რომ კარგად დააასრულება და არ გვაწუწუნებ მკითხველს, შემოგევლე შენ ვინცახარ საცახარ რატოცა ხარ ასეთი კარგი რო ხარ <3

№5  offline მოდერი ლილიანა

Nana
Pirveli varr! magaria umagresia magram patara iyo ar meyo imedia male dadeb mixvarxar<3

გენაცვალე,მალე დავდებ ❤
უცნობი ქ
ვაიმე ტკბილო როგორი შოკოლადი თავი გვაჩუქე... მ ო მ ე წ ო ნ ა ა ა ა ა საოცრად... რა ვქნა ამ ტკბილ წყვილზე ვგიჟდები... მაია ისეთი სათუთია როგორც ფაიფური და უჩა ამას ისე კარგად ხვდება და ისე კარგად ეპყრობა რომ გაგიჟებული ვარ პირდაპირ... რა მაგარია შემდეგ თავში ეშმაკისეული მამიკოები რომ თავიანს ადგილას მოხვდება, იქ სადაც მათი ადგილია პირდაპირი და ირიბი გაგებით... მოკლედ მართლა ტკბილი ხარ და არ გვალოდინო ბევრი რა... მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

ჩემი ტკბილი გოგო ❤❤❤
gvanciko_gvancunia
Rogorc yoveltvis sheudarebelia shokoladivit tkbilia rogorc shen ♥ mec ki vnerviulob ra moxdeba tan dzalian imedia yvelaferi kargad chaivlis tore chemi suli saikios miakitxavs :-D :-D auuu ra magariaa uchas da maikos cickna imedia male dafexmdzimdeba

შენ იყავი კარგად გვანცუნია და ამ მამიკოებს სულ გავსფრთხობინებ სულს.
Tiiko ^.^
ხაიმეე ხაიმე ხაიმეე, იმდენი ხანია არ დამიკომენტარებია ვაგროვებდიი
მაგარია მაგარი მაგარი.
უჩსგან მეც მინდა ბავშვი, აუ ძალიან მომწონს ამათი ერთად ყოფნამაგიჟებს, ვიცი რომ კარგად დააასრულება და არ გვაწუწუნებ მკითხველს, შემოგევლე შენ ვინცახარ საცახარ რატოცა ხარ ასეთი კარგი რო ხარ <3

როგორ გამაცინე❤❤❤❤არ გაწუწუნებ,❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6 სტუმარი Marusia_maro

Vaime rogor miyvars ucha :* rogori tkbili da tbilia maias gaumartla uchas ro shexvda <3 maikoc rogiri tbilia :* <3 gaixsna da dzaan momwons mokled vgijdebi am wyvilze :* <3 moutmenlad velodebi shemdeg tavs :* imedia uket xar da gagiara tavis tkivilma :* <3 dadebiti emociebit avivse :* <3 gavtbi :* tkbilad damedzineba darwmunebuli var :***

№7  offline მოდერი ლილიანა

Marusia_maro
Vaime rogor miyvars ucha :* rogori tkbili da tbilia maias gaumartla uchas ro shexvda <3 maikoc rogiri tbilia :* <3 gaixsna da dzaan momwons mokled vgijdebi am wyvilze :* <3 moutmenlad velodebi shemdeg tavs :* imedia uket xar da gagiara tavis tkivilma :* <3 dadebiti emociebit avivse :* <3 gavtbi :* tkbilad damedzineba darwmunebuli var :***

გაამოს საყვარელო❤❤მადლობა ყურადღებისათვის,დღეს უკვე კარგად ვარ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№8 სტუმარი Marusia_maro

<3 <3 <3

№9  offline წევრი eni

აუუ რაკარგი მყავს უჩა რასიტკბოებააა<3 ლილიანა შენ თუ ბავშვზე იზრუნებ აი გაგვახარებ ძალიან :D ჰომ ეს იქეთ ოყოს და მართალია უჩა ვეთანხმები იმაში რომ სწორად განსაზგვრა ჯაბას შესაძლებლობები და საერთოდ ხვალინდელ დღეეს ველოდები მინდა ჯაბას რეაქცია დავინახო ნეტა რასიზამს როცა ფაქტზე დაიჭერენ :D მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ციხეც ვერ უშველის მას აი მაიკო არის სასწაული რა ესგოგო ყველაფერს იტევს და ამდენი დამცირების ტკივილის შემდეგ მაინც ძლიერია და სითბოს სიყვარულს სიტკბოს გადმოსცემს არვიცი რა მაოცებს მაიკო და ძალიან მიყვარს <3 გელოდები და შენ როგორც იცი თქმა ხოლმე ტკბილ მურაბა თავს ველოდები ჰოდა მეც მიყვარხარ <3

№10  offline მოდერი ლილიანა

eni

ისე გულიანად მიწერ ხოლმე შენს აზრს,აი თითქოს ჩემს პერსონაჟებს გვერდიდან მაცქერინებ.მადლობა ტკბილო,ხვალ ვერა და ზეგ იქნება მურაბა თავი❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№11  offline წევრი Indigo

აუ აი ძაან მომწონს, მაგარი ხარ შენც და შენი ისტორიაც. აუ რა მოითმენს ზეგამდე :( არ მეყო ეს თავი კიდე მინაააა.... :( :( <3
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

№12  offline მოდერი ლილიანა

M-A-R-I
აუ აი ძაან მომწონს, მაგარი ხარ შენც და შენი ისტორიაც. აუ რა მოითმენს ზეგამდე :( არ მეყო ეს თავი კიდე მინაააა.... :( :( <3

love love უკვე ხვალამდე :) ახალი დღე დაიწყო :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№13 სტუმარი nino k.d.

რა კარგი თავი იყოო. ზუსტად ეხლა ვფიქრობდი როგორი იქნებოდა მაგათი ბავშვი და მომინდა რატომღაც და მერე რო წავიკითხე მინდაო მაგრად გამიხარდა

№14  offline მოდერი ლილიანა

nino k.d.
რა კარგი თავი იყოო. ზუსტად ეხლა ვფიქრობდი როგორი იქნებოდა მაგათი ბავშვი და მომინდა რატომღაც და მერე რო წავიკითხე მინდაო მაგრად გამიხარდა

❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№15  offline წევრი kora

"ტკბილო", ტკბილზე ტკბილი თავი იყო ❤❤❤
--------------------
kira.G

№16  offline მოდერი ლილიანა

kora
"ტკბილო", ტკბილზე ტკბილი თავი იყო ❤❤❤

გენაცვალე❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№17  offline წევრი gvancacuna

Dges dadeb ?

№18  offline მოდერი ლილიანა

gvancacuna
Dges dadeb ?

ხვალ ამ დროს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent