შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე (20)

30-10-2015, 20:51
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 314

სკამზე მოუსვენრად ვიჯექი,ფეხები მჭიდროდ მქონდა ერთმანეთზე მიტყუპებული და თითის წვერებზე აზიდულს მაღლა და დაბლა ნერვიულად ვაქანავებდი.ხელის მტევნებით მუხლებს ჩაფრენილი ხან დერეფნის მარჯვნივ გავიხედავდი და ხანაც მარცხნივ მაგრამ მხოლოდ მე და უჩა ვიყავით ამ სართულზე მგონი.
_ დამშვიდდი ნუ ხარ დაძაბული_ მუხლებზე ნერვიულობისაგან აკანკაკებულ თითებზე მისი თითებით შემეხო და ნაზად მომიჭირა,დაბნეულმა ავხედე,თბილად მიღომოდა.მისი სახის დანახვისას ერთიანად სიმშვიდემ მომიცვა.
_ კარგი_ ჩავიბუტბუტე და თვალებით მოვეალერზე.
მალე გამოვიდა ჩვენს წინა პაციენტი კაბინეტიდან და ჩვენი რიგიც დადგა.გულმა ისეთი ბაგაბუგი ატეხა,რომ ლამის მკერდიდან ამომიხტა,მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და დასაკლავი ხარივით მოვეჭიდე მეტრეველის ხელებს ,რომელიც კაბინეტისაკენ მიბიძგებდა.
_ მობრძანდით,გისმენთ რამ შეგაწუხათ?_ საკმაოდ თავაზიანი იყო ბატონი დავითი.( სახელი და გვარი ბურჯანაძე,მის კარზე ამოვიკითხე)
_ მე_ ენის ბორძიკით დავიწყე და აქაც ავწრიალდი ჩემს კუთვნილ სკამზე,თან უჩას გავხედე,რომელმაც სიმხნევისათვის გამიღიმა და თავი დამიქნია_ მე დაბადებიდან კოჭლი ვარ,ერთი ფეხი მეორეზე 2 სანტიმეტრით მოკლე მაქვს და მაინტერესებს,გვაინტერესებს_ ისევ უჩას გავხედე_ მეშველება თუ არა რამე_ სულ სხაპასხუპით მივაყარე ჩემი საწუხარი და იმ დილით გადაღებული რენდგენის ფურცლები მაგიდაზე დავაწყვე.
ორივე ხელით დაწვდა ფურცლებს მისკენ მიზიდა,ალბათ ათიოდე წუთი უხმოდ ათვალიერებდა,მე კი უკვე ვეღარ ვისვენებდი,წუთი საათად გადამექცა.
_ როგორაა მდგომარეობა ბატონო დავით?_ უჩას ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან
_ერთი შეხედვით საგანგაშო არაფერია,ესაა რომ უკვე ასაკი აქვს,ძვლის ზრდა და გამაგრება დასრულებულია,კარგი იქნებოდა ამ ყველაფრისათვის ჩვილობაშივე მიეხედათ_ დანანებით გადააქნია თავი
_ და ახლა? ახლა არაფერი ეშველება?_ უჩას ხმაში სასოწარკვეთილება დავიჭირე
_ არ ინერვიულოთ,მოეშვით,ყველაფერს ეშველება,აბსოლუტურად ყველაფერს_ ამ სიტყვებმა იმედით ამავსო,გახარებულმა ხარბად ჩავისუნთქე მთელი ოთახის ჰაერი და თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები ჩუმად მოვიწმინდე.
_ მაშინ დროის დაკარგვა არ გვინდა ექიმო_ უჩა ვეღარ ითმენდა
_ კარგი ხვალ მოდით გამოკვლევებზე და მერე მოვილაპარაკოთ ოპერაციის თარიღზე,ახლა კი თქვენთან მაქვს რამოდენიმე პირადი კითხვა_ მე მომიბრუნდა.ამ დროს მეტრეველის ტელეფონმაც დარეკა,ბოდიში მოგვიხადა და ოთახიდან გავიდა,მე და ბატონმა დავითმა კი საუბარი გავაგრძელეთ.
…….
_ გისმენ ლაშა?_ გავიდა თუ არა კარში მაშინვე უპასუხა.
_ როგორ ხარ ბატონო უჩა?
_ კარგად ვარ კარგად,შენ როგორ ხარ?ახალი ხომ არაფერია?
_ კი ,კი ამიტომაც გირეკავ,ორი ისეთი საუბარის ჩანაწერი გვაქვს მამაშენის და მაიას მამის რომ ,სხვა მტკიცებულება,რომც არ გაგვაჩნდეს,მხოლოდ ეგ ორიც საკმარისზე მეტიცაა.
_ მართლა?_ თან გაიხარდა,თან გული ჩაწყდა
_ საუბრის მაიას ძმებსაც მოიხსენიებენ,ასე რომ ვერც ისენი გადაურჩევიან კანონს
_ მე,როდის შევძლებ მის მოსმენას?_ ცნობისმოყვარეობა კლავდა და თან იცოდა ამითი თავს ,როგორ იტანჯავდა.
_ ძმაო მოდი რა,ნუ მოუსმენ,არ მოგეწონება,არ გესიამოვნება_ მუდარით სთხოვა
_ ლაშა,ვიცი რატომაც მეუბნები,ძმა ხარ,მაგრამ მაინც უნდა მოვუსმინო,აღარ ვარ პატარა,რეალობა ესაა ამიტომ შევეგუე და თვალიც მინდა გავუსწორო.
_ მაშინ მოდი დღეს განყოფილებაში და მოუსმინე_ ცოტაოდები ყოყმანის შემდეგ უპასუხა
_ კარგი 1 საათში მანდ ვარ_ უთხრა და ტელეფონი მუჭში მჭიდროდ მოიქცია,თვალები მთელი ძალით მოჭუტა და ღრმად ჩაისუნთქა.შინაგანად განეწყო უარესისაკენ ,რაც წინ ელოდა,მერე კი ისევ გაიღიმა ,იძულებით და ექიმის კაბინეტის კარი შეაღო.
_ მაპატიეთ სასწრაფო საქმე იყო,როგორ მიდის საქმე?
_ ჩვენ მოვრჩით უკვე,ხვალ დილით გელოდებით_ საკმაოდ სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა ამ კაცს.მალევე დატოვეს იქაურობა.ცოლი სახლში მიიყვანა თუ არა მაშინვე უკან გაბრუნდა და გეზი თავისი განყოფილებისაკენ აიღო.მოუთმენლობა,ზიზღი,ტკივილი და იმედგაცრუება _ ყველა ეს გრძნობა ბუდობდა ამ წუთას მის გულში.შეაღო თუ არა მისი კაბინეტის კარი ლაშას დაადგა თავზე ,რომელიც უჯრაში იქექებოდა.
_ სად არის ჩანაწერები?_ მძიმედ დაეყრდნო მაგიდას ხელის მტევნებით.
_ ქვემოთ უფროსთან_ ამოხედა.
_ აქ ამოიტანე
_ არ შემიძლია უჩა,იქ უნდა მოუსმინო
_ მე კი იქ არ შემიძლია ჩავიდე,ნუთუ ამის გაგება ასეთი ძნელია?_ სიტყვებს კბილებიდან ცრიდა_ აქ ამოვიტანოთ.სხვებთან ერთად არ შემიძლია მოვუსმინო
_ კარგი ჩავალ იქნებ შევძლო_ ზლაზვნით წამოდგა სავარძლიდან და ოთახი დატოვა.უჩა თავის მაგიდასთან მივიდა კიდეზე ჩამოჯდა და როგორც სჩვევია ხოლმე ხელს ხან წვერზე ჩამოისვამდა ხან კი თმაზე.ნახევარი საათი მოუწია ლოდინი.მოსვენება დაკარგული ჰქონდა.შინაგანად დუღდა.კმაყოფილი იყო,რომ მაიას არაფერი უთხრა,თორემ ის ცალკე მოკვდებოდა დარდით.
ლაშაც შემოვიდა ოთახში sd დისკით ხელში და თვალით ანიშნა კომპიუტერის დისკეტა,რომ გაეხსნა.ჩანაწერიც გაიხსნა.უჩას სუნთქვა შეეკრა მოლოდინისაგან.გული ყელში ამოებჯინა.
_ ჩავრთო?_ დაძაბული ხმით ჰკითხა ლაშამ და სახეზე დააცქერდა, თითქოს
პასუხს ასე გაიგებდა.
_ მიდი.
_ ერთი გამომატანეს,მეორე არა,ეს გუშინდელი ჩანაწერია_ გააფრთხილა და ჩართვის ღილაკთან მაუსით ისარი მიიტანა
####
_როგორ ხართ ბატონო მერაბ?
_ კარგად,კარგად,თავად?
_ არაგვიშავს,მაინც მეფიქრება ვაიდა ამ ჩემმა ქალიშვილმა ვერ მოიხაბროს ამდენი და ეს ჩვენჯ გეგმაც ჩაიშალოს?
_ასეთი უხაბროა კაცო? როდის უნდა შეხვდე?
_ ორი დღის მერე
_ კარგი,ვაი და მოხდეს ისე,რომ არ მოიტანოს,ან არ მოვიდეს,მე ვიცი სად ინახავს ჩემი შვილი მნიშვნელოვან საბუთებს და ნივთებს
_ და რას მთავაზობ?
_ შენმა შვილებმა უნდა ივაჟკაცონ,როგორც უნდათ ან დააყაჩაღონ ან გაქურდონ,რომელი შეუძლიათ?
_ მაგათ არცერთი შეეშლებათ,მაგის მეტი რა იციან.
_მაშინ დააყაჩაღონ , ცოტა შეშინდნენ,ბავშვებიც დაიზაფრებიან და თავისი ხელით მოგვცემენ ყველაფერს.
_ ძალიან კარგი,დაველოდოთ,რას იზამს მაია ,თუ ეს არ გამოვა მაშინ მაგ გეგმაზე გადავიდეთ
_ ოკ.საქმის კურსში გყავდეთ
####
მოსმენილის გააზრება და დაჯერება ისე უძნელდებოდა უჩას,რომ სიმწრისაგან ხელში მოქცეული ფანქარი შემოემტვრა.მთელ სახეზე ცეცხლი ეკიდა,მთელი სხეული ნერვიულობისაგან უცახცახებდა.
_ მხოლოდ ეს იყო?_ დამარცხვლით ამოთქვა
_ ჰო,მეორე კი არ მომცეს.
აღარაფერი უპასუხია,სკამზე მიფენილ კოსტუმს ხელი დაავლო და უთქმელად ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
……..
_ მთელი საღამოა დაძაბული ხარ,ხმაც კი არ ამოგიღია,მოხდა რამე ტკბილო?_ მის მკერდზე მიყრდნობილი მშვიდად დავაცურებდი თითებს და თავაწეული მას მივცქეროდი,თან ჩაცურებულ საბანს მაღლა ამოვექაჩე.
_ არაფერი გენაცვალე,უბრალოდ გადავიღალე,ხდება ხოლმე_ მკლავები უფრო მჭიდროდ შემომხვია_ შენ როგორ ხარ,ნერვიულობ ხვალინდელ დღეზე?
_ ვნერვიულობდი მაგრამ,როგორც კი დაგინახავ და ჩაგეხუტები მაშინვე ვმშვიდდები ხოლმე_ ყელში ვაკოცე და მოვეალერსე.
_ შემოგევლე,იცი,რომ ჩემზეც ასე მოქმედებ?
_ ჰოო?_ თვალები მოვჭუტე
_ ჰო განსაკუთრებით შენი თერაპიის შემდეგ_ თქვა და მადიანად გადაყლაპა ნერწყვი და ტუჩებზე ენა გადაიტარა.
_ ანუ თერაპია_ ვცნობ ამ ტაქტიკას უკვე.
_ ჰო
_ანუ დრაკონმა გაიღვიძა?
_ კი
მე კი ხელი სანათის ღილაკისაკენ გავაცურე და ოთახში სიბნელე ჩამოწვა,უჩამ გულიანად გაიცინა და ჩემს ტუჩებს დაწვდა.
დილით გავიღვიძე თუ არა,სანამ თვალს გავახელდი ხელი საწოლზე გადავაცურე,მაგრამ ამაოდ,ჩემ ქმარს ადრიანად გაუღვიძია.ტელეფონს დავწვდი დრო ,რომ გამეგო.დილის რვის ნახევარი იყო უკვე.
მაშინვე ზარი შემოვიდა.გული გადამიქანდა,მამაჩემი იყო.ძალები მოვიკრიბე,ხმა დავიწმინდე და ვუპასუხე.
_ გისმენ
_ ემზადები ხვალისათვის?

,p.s.
ბავშვებო მაპატიეთ დაგვიანება.საშინელი თავის ტკივილები მქონდა,დღეს შედარებით არამიშავს.
გაკოცეთ ბევრი.

№1  offline წევრი kora

როგორ გელოდებოდიიი, მაკლდა ამ ისტორიისგან მიღებული ემოციოები.
ჩავიკითხავ ბოლომდე და ამ თავზე შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებ love
--------------------
kira.G

№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ეს რა სადისტი ხალხია გაოცებული ვარ... ბავშვები ასე როგორ გაწირა ღმერთო ჩემო ასეთი ადამიანი არც არის ღირსი ვინმერ რომ გული შესტკიოდეს მასზე... გამიხარდა მაიას ფეხს რომ ეშველება და უჩა ხო როგორც ყოველთვის საოცრებაა... ძალიან მაინტერესებს მეორე ჩანაწერზე რა იყო ისეთი რომ არ გამოატანეს... მოკლედ "ტკბილო" ველოდები მოუთმენლად ახალ თავს... ჯერ თავს მიხედე და ისტორია არსად გაგექცევა მკითხველი მითუმეტეს ისეთ ისყორიას წერ არ მოგაკლდება ამაზე არ ინერვიულო... კარგად რომ გახდები შენ რომ იცი ისეთი გემრიელი და დიდი თავით დაგვასაჩუქრე... გამოჯანმრთელებას გისურვებ მთელი გულით...

№3  offline წევრი kora

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი თავი იყო, მეცოდე უჩა, რთულია კაცისთვის მოისმინო ის თუ რა არაკაცი მამა გყავს, თუმცა მჯერა იმ ბოროტ მამებს მოუწევთ პასუხი აგონ ყველაფრისთვის!
ლილიანა, გამოჯანმრთელებას გისურვებ საყვარელო ♥ მაკლდა ეს ტკბილი წყვილი ამ დღეებში ♥♥♥
--------------------
kira.G

№4  offline წევრი dadumado

wow superiii iko... armeyo gtxov xval dade raaaa

№5  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ვაიმე ეს რა სადისტი ხალხია გაოცებული ვარ... ბავშვები ასე როგორ გაწირა ღმერთო ჩემო ასეთი ადამიანი არც არის ღირსი ვინმერ რომ გული შესტკიოდეს მასზე... გამიხარდა მაიას ფეხს რომ ეშველება და უჩა ხო როგორც ყოველთვის საოცრებაა... ძალიან მაინტერესებს მეორე ჩანაწერზე რა იყო ისეთი რომ არ გამოატანეს... მოკლედ "ტკბილო" ველოდები მოუთმენლად ახალ თავს... ჯერ თავს მიხედე და ისტორია არსად გაგექცევა მკითხველი მითუმეტეს ისეთ ისყორიას წერ არ მოგაკლდება ამაზე არ ინერვიულო... კარგად რომ გახდები შენ რომ იცი ისეთი გემრიელი და დიდი თავით დაგვასაჩუქრე... გამოჯანმრთელებას გისურვებ მთელი გულით...

მადლობა ჩემო " ტკბილო " ეს ჩემი საყვარელი სიტყვაა :):):) დაეტყო ხომ ჩემი თავის ტკივილი დღევანდელ თავს? მომდევნო შაქარივით იქნება

kora
როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი თავი იყო, მეცოდე უჩა, რთულია კაცისთვის მოისმინო ის თუ რა არაკაცი მამა გყავს, თუმცა მჯერა იმ ბოროტ მამებს მოუწევთ პასუხი აგონ ყველაფრისთვის!
ლილიანა, გამოჯანმრთელებას გისურვებ საყვარელო ♥ მაკლდა ეს ტკბილი წყვილი ამ დღეებში ♥♥♥

ჩემო ერთგულო ❤❤❤❤❤❤❤ მადლობა თანადგომისათვის და თანაგრძნობისათვის

dadumado
wow superiii iko... armeyo gtxov xval dade raaaa

მაქსიმალურად ვეცდები ჩემო კარგო .❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6 სტუმარი Marusia_maro

Vaime ra uguloebi arian mivaxrchobdi didisiamovnebit :@ :d rogor xamixarda ro dade ise velodebodi es 2 dgea :* rogorc yoveltvis sheudarebeli iyo :* moutmenlad velodebi momdevno <3 tavs gaufrtxildi ramdeni xanic ar unda daagviano sul dagelodebi <3 mixaria uket ro xar :* geli <3

№7  offline მოდერი ლილიანა

Marusia_maro
Vaime ra uguloebi arian mivaxrchobdi didisiamovnebit :@ :d rogor xamixarda ro dade ise velodebodi es 2 dgea :* rogorc yoveltvis sheudarebeli iyo :* moutmenlad velodebi momdevno <3 tavs gaufrtxildi ramdeni xanic ar unda daagviano sul dagelodebi <3 mixaria uket ro xar :* geli <3

მადლობა მარუსია ამ თბილი სიტყვებისათვის,თქვენი ტკბილი კომენტარების მერე დარწმუნებული ვარ ხვალ უკეთ ვიქნები❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№8  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ძალიან მიხარია მაიკოს ამბავი მართლა ძალიან. აი არ ვიცი რა ვთქვა ამათ მამებზე მაინც ორივე როგორ დაიჩაგრენ და არც ერთს შეხვდა კარგი მამა, მაგრამ მთავარია ერთმანეთი იპოვეს რაც მეც და შენს ყველა მკითხველს ახარებს. მაგარი გოგო ხარ wink თბილი ტკბილი და ამიტომაა შენი მოთხრობაც ასეთ პოზიტივს რომ ასხივებს. წაკითხვის მერე ბედნიერებით ივსები, ისე გვაკავშირებ პერსონაჟებთან, რომ მათი ტკივილი გვტკივა სიხარული კი გვიხარია. საუკეთესო ხარ love love

№9  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia

გენაცვალე ამ ტკბილი სიტყვებისათვის გვანციკო ,არ დავიღლები პოზიტივის გაზიარებაში❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№10  offline წევრი eni

უჰჰ ჩემო ტკბილოო მოკლედ ესეც ძალიან მაგარი თავი იყო
როგორც ყოვთვის არაუშავს
დაგვიანებას ამ ერთხელ ავიტანთ აი უჩა უკვე მართლა მეცოდება ესეთ საშინელ დარტყმას რომ აყენებს ყვველა მარტო უჩა არმეცოდება ამ შემთხვევაში მაიკოც ძალიან ცუდ დღეშია არვიცი რა იმედი
მაქვს ორივეს მამებს რამეს მოუხერხებ მაიკო ისევ
ისეთი თბილია და მახარებს შენ კიდევ ძალიან კარგი ხარ <3 შემდეგ ტკბილ და თბილ თავს ველი

№11  offline წევრი Likako

Gtxovt didi tavebi daდevbit raaa

№12 სტუმარი nino k.d.

როგორც ყოველთვის ძალიან კარგია. გამოჯანმრთელებას გისურვებ და მალე დადე, არ ვიცი რას გვიშვრები ამ ისტორიით ძალიან განსხვავებული ემოციები მოაქვს. ისტორიის შინაარსიც განსხვავებულია, უმეტესობა ბაბნიკების და მდიდარი მამიკოს გოგოზე სწერენ. ეს განსხვავებულია .

№13  offline მოდერი ლილიანა

eni
უჰჰ ჩემო ტკბილოო მოკლედ ესეც ძალიან მაგარი თავი იყო
როგორც ყოვთვის არაუშავს
დაგვიანებას ამ ერთხელ ავიტანთ აი უჩა უკვე მართლა მეცოდება ესეთ საშინელ დარტყმას რომ აყენებს ყვველა მარტო უჩა არმეცოდება ამ შემთხვევაში მაიკოც ძალიან ცუდ დღეშია არვიცი რა იმედი
მაქვს ორივეს მამებს რამეს მოუხერხებ მაიკო ისევ
ისეთი თბილია და მახარებს შენ კიდევ ძალიან კარგი ხარ <3 შემდეგ ტკბილ და თბილ თავს ველი

გაიხარე ჩემო ტკბილო ენი❤
Likako
Gtxovt didi tavebi daდevbit raaa

ვეცდები
nino k.d.
როგორც ყოველთვის ძალიან კარგია. გამოჯანმრთელებას გისურვებ და მალე დადე, არ ვიცი რას გვიშვრები ამ ისტორიით ძალიან განსხვავებული ემოციები მოაქვს. ისტორიის შინაარსიც განსხვავებულია, უმეტესობა ბაბნიკების და მდიდარი მამიკოს გოგოზე სწერენ. ეს განსხვავებულია .

ძალიან მახარებს ამის წაკითხვა,რომ ამდენი კარგი ემოციები მომაქვს თქვენთვის
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline წევრი dadumado

lil arc dges aar dadeb ? dzaan maaklia es istoria

№15  offline მოდერი ლილიანა

dadumado
lil arc dges aar dadeb ? dzaan maaklia es istoria

კი საყვარელო,დღეს დავდებ,ცოტა მოგვიანებით,აუცილებლად,❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent