შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 2


2-11-2015, 11:38
ავტორი dona gedi
ნანახია 3 297

უცბად გონება გაუნათდა. მიხვდა რატომ დაეცა ელენი. მას ხომ კვება ჭირდებოდა.
_ჯანდაბა.-ამოიბლუკუნა და დაბლა დაეშვა. მერე ისევ უკან დაბრუნდა და ელენს შესძახა:
_მე გავდივარ. საჭმელს მოვიტან და არსად წახვიდე.
_მოიცა. რამე რომ მოხდეს როგორ მოგძებნო?
_დაიყვირე და გავიგებ.-უპასუხა ანდრიამ და ქარიშხალივით გავარდა სასახლიდან. ელენი კი გაოცებული დატოვა ოთახში.
ანდრიას ვერ გაეგო რატომ იყო ასეთი შეშინებული ქალი. სასაცილოდაც კი ეჩვენებოდა ეს.
მოკლული ნადირის ხორცი ტყეშივე გამოარჩია და უკან დაბრუნდა. სამზარეულოში შეაბიჯა და ხორცი დაახარისხა. „მხოლოდ ხორცი არ გამოდგება, საიდან მოვუტანო საკვები?“-გაიფიქრა და ხორცით გამოტენილი მაცივარი დახურა. გამზადებული სამწვადე გარეთ გაიტანა და კოცონი დაანთო. თან ქალის გულისცემას ისმენდა, რომელიც ისევ იმ ოთახში იყო. „რა დამჯერია“-გაიფიქრა და ჩაეციანა.
_მწვადის შეწვა რომ დაამთავრა ქალის ოთახის წინ დადგა თეფშით, ერთი ჭიქა წყალიც მოუდგა გვერდით და კარზე მიაკაკუნა. მერე ისევ ქარიშხალივით ჩაიქროლა დერეფანში. „კარგი გასართობია“-გაიფიქრა და კარში გამოსულ, გაოცებულ ელენს დააკვირდა. ქალმა სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა და საჭმელი აიღო.
_მადლობა უცნობო.-თქვა მან უმისამართოდ და გულახდილად ჩაეღიმა.
_მხოლოდ დღეს. სხვა დროს შენ მოამზადებ.-გამოსძახა მან._სამზარეულო დაბლაა და ხვალიდან იქ შესვლის ნებართვა გაქვს.-ბოლო სიტყვებზე თვითონვე ჩაეცინა.
ელენი ზურგშექცევით იდგა და კაცი მის სახეს ვერ ხედავდა. ქალმა თავი დაიქნია თანხმობის ნიშნად და ოთახში შევიდა.
ანდრიამ იმ ღამით, როცა დარწმუნდა, რომ ელენს ნამდვილად დაეძინა კარი ჩაუკეტა და პროდუქტების მოსატანად წავიდა. ადრეც ყავდა ერთი მოხუცი კაცი სტუმრად. არც მას ჰქონდა წასასვლელი და მან შეიფარა, თან მისი სურნელი სულაც არ იზიდავდა და არ გაუჭირდა მასთან ცხოვრება. ის კაცი მალევე მიხვდა ანდრიას საიდუმლოს. ახლაც აღფრთოვანებულია მისი გონებაგამჭრიახობით.
მოხუცი ჭლექით იყო დაავადებული და თან უნდოდა ბუნებრივად მომკვდარიყო, ამიტომ ბიჭის შემოთავაზება საუკუნო სიცოცხლესთან დაკავშირებით არ მიიღო და მალევე გარდაიცვალა. ეს მხოლოდ იმიტომ შესთავაზა, რომ კაცი ძალიან შეუყვარდა და არ უნდოდა მისი დაკარგვა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. ერთ წელზე მეტი გავიდა და ანდრია იმის შემდეგ აღარ ზრუნავდა ადამიანურ პროდუქტებზე. ბოსტანი რომელსაც მოხუცთან ერთად უვლიდა გადახმა. სულაც აღარ ჰქონდა იქ შესვლის სურვილი, მაგრამ მოუწევდა. ხეხილის ბაღი კი კვლავ თავს იწონებდა მზის წინ და ფერადად ყვაოდა. „ხილი მაინც გვექნება წელს.“ ამ ფიქრებით გასცდა სასახლეს და ტყესაც, ახლომდებარე სოფლის პატარა მაღაზიაში ტორნადოსავით შეიჭრა, ისე, რომ ვერავინ აღიქვა მისი მოძრაობა და რაც სჭირდებოდა ყველაფერი აიღო, სამაგიეროდ კი ორმაგად დატოვა ფული. რაც განმარტოვდა, მას შემდეგ ასეთ რისკზე არ წასულა, მაგრამ ეს ძალიან ართობდა ახლა.
სასახლეს ვერც ხედავდა ჯერ, ტირილის ხმა რომ შემოესმა. თვალები გადაატრიალა მობეზრებულმა და ამოიგმინა. ისეთი სისწრაფით გარბოდა ტოტებს ლაწანი გაჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ეხებოდა. კარებზე მუშტების ბრაგუნი და პანიკური ტირილი აყრუებდა სასახლეს.
_გამიღე გთხოვ..-ამოიტირა ქალმა და კარზე კვლავ ურტყავდა ხელებს.
_არა, არა მომშორდით, თავი დამანებეთ, გამიშვით..-ქალი ყვირილზე გადავიდა და თან სლუკუნებდა.
ანდრია ანერვიულდა. იცოდა ქალის გარდა არავინ იყო აქ, სუნით გაიგებდა, ქალი კი ვიღაცებს ელაპარაკებოდა. „ალბათ მოეჩვენა“-გაიფიქრა მან. ყველაფერი სამზარეულოში დაყარა და გიჟივით ავარდა ელენის ოთახისკენ. გაუაზრებლად შეაღო ოთახის კარები და ქალი პირდაპირ მკლავებში ჩაესვენა. ისე მოებღაუჭა კაციშვილი ვერ გააგდებინებდა ხელიდან.
_აღარ დამტოვო გეხვეწები. სიბნელეში არა. ოღონდ სიბნელეში არა..-ტირილს არ წყვეტდა ელენი და ბიჭის მაისურს მთელი ძალით ებღაუჭებოდა. კოშმარი ნახა და ტირილით გამოეღვიძა. შუქი რომ ვერ აანთო და ამ წყვდიადში აღმოჩნდა პანიკაში ჩავარდა. ყველაფერი ამოუტივტივდა თავში ელენს.
ანდრიას საშინელმა წყურვილმა დაუარა გულ-მუცელში მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ფრთხილად დაადო ხელის გული ქალს თმაზე და უფრო მიიხუტა, მიუხედავად იმისა, რომ ძალინ უჭირდა.
_ჩუუ, აქ ვარ. ნუ გეშინია. შენთან ვარ და აღარ დაგტოვებ.
ქალი თითქოს ოდნავი კრუნჩხვა ჰქონდა, კანკალებდა.
_დამავიწყდა შუქი რომ არ ინთებოდა ამ ოთახში. ხვალ შევაკეთებ და აღარ შეგეშინდება. ახლა დაწყნარდი.
შუქი არც ერთ ოთახში არ ინთებოდა, იმიტომ რომ მშვენივრად ხედავდა სიბნელეშიც. ახლა სად მოეძებნა ნათურები? ალბათ მოხუცის დროინდელი შემორჩებოდა სადმე. ანდრია ინსტიქტურად უსვამდა თავზე ხელს და ელენიც ნელ-ნელა მიწყნარდა და მოდუნდა. კაცს სულ დასველებოდა მხარი მისი ცრემლებისგან. ქალი ხელში აიყვანა, უნდოდა დაეწვინა, მაგრამ ის ხელს არ უშვებდა. ისევ ისე ჩაფრენოდა მის მაისურს.
_არსად არ მივდივარ. აქ ვიქნები. გამიშვი რომ დაგაწვინო.
_არ წახვიდე გთხოვ. აღარ მინდა. ვეღარ გავუძლებ. ვეღარ..-ისევ ახლიდან ასლუკუნდა ელენი და უფრო მაგრად ჩარგა თავი ანდრიას ყელში.
ისეთი სუნი ჰქონდა მის თმას უნებურად მოუვიდა ნერწყვები ანდრიას.
ქალმა მისი დაძაბულობა იგრძნო და უფრო ამოუჯდა გული.
_მაპატიე, ვერ ვჩერდები. ვიცი როგორი გამაღიზიანებელია ქალის ტირილი მაგრამ ვერ...-ანდრიამ სიტყვა გააწყვეტინა.
_ჩუ, დაწყნარდი. არ გიშვებ, შენთან ვარ.- ქალით ხელში ჩამოჯდა და კომფორტულად მოეწყო. ელენიც დამშვიდდა და ისევ ანდრიას ყელში ჩარგო თავი.
თან ფიქრობდა რომ არასწორად იქცეოდა სრულიად უცნობ კაცთან, მაგრამ ამდენი ტკივილის შემდეგ არ შეეძლო მარტო გამკლავება, პანიკა და შიში არ აძლევდა მისი გაშვების უფლებას.
ხელები ხანდახან მოუდუნდებოდა და მერე ისევ მაგრად ჩაეჭიდებოდა. რამდენიმე საათი იჯდნენ ასე და ანდრია მიხვდა, რომ წყურვილი იმდენად აღარ აწუხებდა. როცა იგრძნო, რომ ქალს ჩაეძინა სახეზე დახედა. ღაწვები ისევ სველი ჰქონდა ცრემლით. რამდენი ხანი იყო ატირებული ქალი არ ენახა ანდრიას, თან ასეთი ლამაზი და უსუსური. თმა ოდნავ გადაუწია უკან და ფრთხილად შეეხო კანზე.
ზედმეტად ნაზი და ფაფუკი ეჩვენა და რატომღაც შეზიზღდა საკუთარი გადაჭარბებული სიძლიერე. ეშინოდა რომ ხელში შემოეფშვნებოდა ელენი.
გამთენიისას ფრთხილად ჩააწვინა საწოლში და გამოიპარა.



№1  offline წევრი LoNdA DM

au magaria gansxvavebuli, au shemdeg tavshi garegnobac agwere ra rogorebi arian. au gtxov andria qera iyos gia qera tma hqondes da lurji tvalebi da tetri iyos. sulmoutqmelad velodebi shemdeg tavs. :-D

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მომეწონა ეს თავი ანდრიაა და ელენის საიდუმლოს გაგება ძალიან მინდა იმედია მალე გავიგებთ მათ შესახებ... ველოდები ახალ თავს და უფრო დიდი თავი დადე ხოლმე რა არ მეყო...

 


№3  offline წევრი marisha-mari

ძააან მაგარია!!! ყოჩაღ!!!

 


№4  offline წევრი dona gedi

LoNdA DM
au magaria gansxvavebuli, au shemdeg tavshi garegnobac agwere ra rogorebi arian. au gtxov andria qera iyos gia qera tma hqondes da lurji tvalebi da tetri iyos. sulmoutqmelad velodebi shemdeg tavs. :-D

wink გარეგნობა ნელ-ნელა გამოჩნდება :* მიხარია რომ მოგწონს love

უცნობი ქ
ძალიან მომეწონა ეს თავი ანდრიაა და ელენის საიდუმლოს გაგება ძალიან მინდა იმედია მალე გავიგებთ მათ შესახებ... ველოდები ახალ თავს და უფრო დიდი თავი დადე ხოლმე რა არ მეყო...

marisha-mari
ძააან მაგარია!!! ყოჩაღ!!!

მალე გაიგებთ რაგაც-რაგაცეებს, თუმცა ყველაფერს არა :D კი პატარა იყო, გავზრდი აუცილებლად love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent