ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 9 თავი.
- გადავრჩით (ამ სიტყვების გაგონებაზე, უფრო გამომეცალა ძალები, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი ისე წამომცვივდა ცრემლები) - ვიცოდი რომ ღმერთი არ გაგვწირავდა, ჩემი ძლიერი გოგო. ახლა როგორაა? რა მოუვიდა? - გონებაზე მოვიდა, როგორც ჩანს სტრესი ჰონდა საკმაოდ დიდი, სულ კანკალებდა - მაგის სტრესს მე ავაკანკაკლებ (ზიზღით ვთქვი ეს სიტყვები რაზეც აკოს ,,რა გამოვტოვე“ მოყვა, თვალით ვანიშნე მერე გეტყვითქო და ექიმს მივუბრუნდი) - შეიძლება ვნახო? - მასე ვერ შეგიშვებ, არაადამიანური სახე გაქვს, მარიამისთვის უარესი იქნება, წადი სახლში ზედა მაინც გამოიცვალე და მერე მოდი - სახლში რა წამიყვანს? უნდა ვნახო - მაშინ 15 წუთი მაინც მოგიწევს ლოდინი, რომ თავი მოიწესრიგოთ და დამშვიდდეთ, ეცადეთ აღარაფერზე ინერვიულოს, სტრესი მისთვის ახლა ყველაზე მეტად არ შეიძლება, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. - გასაგებია, მადლობა. (ექიმი წავიდა და აკო მომიბრუნდა) - რა მოხდა მომიყევი - მარიამთან რომ შევედი, ვიღაც ბიჭს უყვიროდა გაეთრიეო...... (მოვუყევი ყველაფერი რაც მოხდა და როგორც იყო. ვხედავდი მუშტებს როგორ კრავდა და სახეზე ზიზღი ესახებოდა) - ანუ ჩამოვიდა ამდენი წლის მერე ის ნა..ი - ზურა იყო? - უეჭველი, მარიამს სხვა მაგ დღეში ვერ ჩააგდებდა - მომიყევი რა მოხდა მათ შორის, მარიამ ვერ ვკითხავ და უნდა ვიცოდე, რომ საკადრისად აანაზღაუროს - ერთი პირობით. დიდი ხანია მაგ ნა...ს ველოდები რო კაცურად დაველაპარაკო და მარტო არ აანაზღაურებინებ - მომიყევი - 4 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, უკვე დანიშნულები იყვნენ, მარიამი უზომოდ ენდობოდა მაგრამ იმ ნაბ...მა ქორწილი ჩაშალა და გაიქცა აქედან. როგორც მერე გადავხარშე ყველაფერი ისე არ იყო როგორც მარიამმა მომიყვა, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა მარიამს გადატანა, ღამით კოშმარებს ხედავდა ყვიროდა, ტიროდა, აგრესიული გახდა, თავიც კი დაიკიდა ფეხებზე, მერე ფსიქიატრთან მივიყვანეთ ძლივს და ის დაეხმარა. ის იმდენად ჩაკეტილი გახდა მას მერე, რომ რაღაც ცუდი ეჭვები მაქვს, მაგრამ მარიამ ვერ ვეკითხები, არ მინდა ტკივილი გავახსენო - ეხლა ყველაფერი გასაგებია - რაზე ამბობ? - მარიამი მეც მაგიტო მაგდებდა, არ ვარ შენი სიყვარულის ღირსიო, ისევ შემეხოვო გაყვიროდა. იმის წარმოდგენაც არ მინდა რომ, მარიამის სურვილისა და ნების გარეშე რამე გააკეთა იმ ნ... თორე მოვკლავ ბ...შ... ვიყო. ამას წარსულზე ვამბობ რომ მოვკლავ. მაგრამ თუ ის ახლაც შეეხო მარის თავის გულს დავაჭერინებ ხელში - უჩემოდ არ ნახავ იცოდე ამ დროს 15 წუთიც გავიდა. ზედა გავიხადე და ამოვრეცხე, ეხლა მარტო მარიამის გვერდით მინდოდა ყოფნა, პალატაში რომ შევედი აკოც შემომყვაა. მარი ფანჯარაში იყურებოდა, არც შემოუხედია ჩვენთვის, აკო მივიდა თავზე აკოცა და გავიდა. ლაპარაკი არ მინდოდა, უბრალოდ მივედი და გვერდით მივუწექი, მეგონა არც შემიმჩნევდა, მაგრამ გადმობრუნდა და თავი გულზე დამადო. ვენაზე გადასხმა ედგა და მარტო მე ჩავეხუტე, რაც მთავარია მანიშნა, რომ უნდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ხმა არ ამომიღია ისე ვკოცნიდი მარიამს თავზე და გულში მადლობებს ვიხდიდი ღმერთს, რომ კიდევ მისცა შანსი სიცოცხლის. - მაპატიე (მითხრა ძალიან სუსტი ხმით) - ჩუუუუ. უბრალოდ ასე ცუდად აღარასოდეს შემაშინო - მიყვარხარ - მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო - ხელზე რა გჭირს? - შენი ბრალია. შემაშინე და მაგის შედეგია - ბოდიში, მიყვარხარ უზომოდ. - მეც მიყვარხარ ჩემო ერთადერთო და უნაკლო გოგო. ვცადე ამ სიტყვებში ჩამეტია ის ყველაფერი რასაც ვფიქრობდი. ასე ჩახუტებულს მიეძინა, ექთანი შემოვიდა და რომ დაგვინახა, თავი გააქნია, მეგონა რამეს გვეტყოდა. მაგრამ უბრალოდ სისტემა შეამოწმა და გავიდა. ვფიქრობდი იმ საბუთებზე. რომლებიც გავგზავნეთ თუ როდის მოვიდოდა პასუხი. გადაწყვეტილი მქონდა თუ უარი მოვიდოდა, მამაჩემს გამოვიყენებდი გერმანიაში და როგორმე დავითანხმებდით, ჩაესვათ მარიამი პროგრამაში, ახლა მთავარი იყო პასუხი მოსულიყო. მამაჩემი უკვე წლებია რაც გერმანიაში მოეწყო. დეიდაზეც ეგ გვეხმარებოდა. უბრალოდ დეიდა ძალიან მძიმე იყო. მარიამზე კი იმედები იყო. მერე მეც უნდა ჩამძინებოდა კარის ხმა იყო, ისევ ის ექთანი იყო სისტემა ჩუმად მოუხსნა და მარიამმა როგორც კი იგრძნო ხელზე თავისუფლება თვითონაც მომხვია ხელები და ძილი გააგრძელა. მე ვაკოცე ნაზად, რომ არ გამოფხიზლებულიყო და თვალები დავხუჭე. ფიქრებმა არ დამაძინა რომელმაც ამაყი მარიამი გამახსენა. ეხლა ისეთი უსუსური ჩანდა ჩემი გოგო გული მომიკვდა, მაინც რას უშვრება ადამიანს ავადმყოფობა. მერე იმ ბიჭზე დავიწყე ფიქრი, რაც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, მთავარი ის იყო, რომ მარიამს ახლა მე ვუყვარდი. ბოლოს ჩამეძინა და დილამდე ასე მეძინა. დილით მარიამმა დამასწრო გაღვიძება. თავი ჩემს მკერდზე ედო და ზედაზე რაღაც ფიგურებს ხაზავდა, აშკარად ჩაფიქრებული იყო - ქალბატონო ცუდად მეთამაშებით (ვუთხარი ეშმაკური ტონით, რაზეც შემომხედა და გამიღიმა. ვერ ვხსნი ენით, მის გაღიმებულ სახის დანახვაზე რა მემართება, მთელი სხეული მითბება, სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, სიყვარულითა და ბედნიერებით ვივსები) - დილამშვიდობისა - როგორ გეძინა? - ტკბილად (მითხრა ერთი სიტყვით და იგივე პოზიციას დაუბრუნდა. მარიამს უკვე კარგად ვიცნობდი და მივხვდი, ლაპარაკს აპირებდა, მაგრამ დაწყება უჭირდა, მე კი არ მინდოდა ჯერ ელაპარაკა ამ თემაზე, არ მინდოდა ისევ დაძაბულიყო, მაგრამ ვერაფრეი გავაწყე) - მაშინ 16 წლის ვიყავი - სხვა დროს მარ, ეხლა დავტკბეთ ამ წამით ცხოვრება - გთხოვ არ გამაწყვეტინო რა, მე მინდა რომ იცოდე, უბრალოდ ძალიან მიჭირს და მცხვენია - არ აქ ჩემთვის მნიშვნელობა არაფერს მარიამ, მე მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ და.... - ხომ გთხოვე? - ... (ხმა აღარ ამოვიღე უბრალოდ თავზე ვეფერებოდი) - მაშინ 16 წლის ვიყავი, ძალიან ცდილობდა ჩემი გულის მოგებას, ბოლოს იმდენად ქნა სანამ უზომოდ დიდი ნდობა არ გამოვუცხადე, ბუნებით ეჭვიანი არ ვარ, როცა მეტყოდა ერთს აქ ვარო, იქ მთავდრდებოდა ყველა ზედმეტი კითზვა, 4 წლის მერე ნიშნობა გვქონდა. ნიშნობამ რაღაცნაირად დამძაბა, ვფიქრობდი რომ ეს მიჩვევა იყო და არა სიყვარული, მეშინოდა ქორწინების, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცოდა და უკან ვეღარ დავიხევდი. რაც გაიზარდა უფრო უხასიათო და უხეში ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, სრულყოფილი ხომ არავინაა მეთქი. ქორწილამდე 1 კვირაღა რჩებოდა. კაბაზეც დავდიოდით, დარბაზზეც მოკლედ ჩვეულებრივ ვემზადებოდით დიდი ქორწილისთვის. მოსაწვევები გაგზავნილი მქონდა ყველასთან... ერთ საღამოს, ძმაკაცთან ერთად მთვრალი მოვიდა სანახავად, მე არც ის ვიცოდი მთვრალი თუ იყო და მითუმეტეს ძმაკაცი თუ ახლდა თან. ამაზრზენად იქცეოდა, იმ ბიჭის თვალწინ დამიწყო საშინელი კოცნა (ყველა დეტალს ვიმახსოვრებდი, რომ ზუსტად ისე გადამეხადა სამაგიერო როგორც მარიამ ატკინა. უბრალოდ აქამდე რომ მივიდა, ვიგრძენი შინაგანად როგორ დავიძაბე და სისხლმა დუღილი დაიწყო, მაგრამ არ შევიმჩნიე, რახან უნდოდა რომ ამ თემაზე მოეყოლა, მოვუსმენდი კიდეც) - ვაჩერებდი მაგრამ უარესს შვრებოდა, შემრცხვა იმ ძმაკაცის და სახეში მწარედ გავარტყი. მინდოდა გონებაზე მოსულიყო, გვიანი იყო, მოფარებლში ვიყავით მის მანქანაში, ძმაკაცი გადავიდა მანქანიდან და წავიდა, მე კიდევ ჩხუბი დავუწყე 1 კვირა ვეღარ მოგითმენიათქო? მან კი მითხრა რომ.... - საკმარისია მარიამ. მთავარია ახლა მე გყევარ ჩემო ძვირფასო (მივხვდი რის თქმასაც აპირბდა და ვეღარ ვიმორჩილებდი თავს. უკვე მქონდა წარმოდგენილი რას ვუზავდი იმ ახ...ს, თან მივხვდი მარიამს ძალიან უჭირდა ლაპარაკი, ის არც კი მისმენდა ისე აგრძელებდა ლაპარაკს. რობოტს გავდა, არც ინძროდა უბრალოდ ლაპარაკობდა გაქვავებული) - მითხრა რომ... მითხრა, ახლა მინდიხარ და არ აქ მნიშვნელობა ერთ კვირასო. ამაზე გავგიჟდი, მან კი მომალბო თბილი სიტყვებით, ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის რომ მეც დავთანხმდი (აი აქ პიკს აღწევდა ეს ყოველივე) დავთანხმდი, მაგრამ როგორცკი გავიაზრე რა ხდებოდა და რას ვაკეთებდი, გაჩერება ვცადე, მან კი უფრო უხეშად და მომთხოვნად დამიწყო მოფერება, იცი რამდენი ვეხვეწე და ვემუდარე? სადაც მივწვდი ყველგან ვკაჭრავდი, ვკბენდი და ვჩმეტდი, მაგრამ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მე ვერაფერს გავხდი, ვკიოდი საშინლად და ეს არც კი ადარდებდა. მტკიოდა და მეწვოდა ყველაფერი, იმის წარმოდგენისას რაც მალე მოხდებოდა, მაგრამ ვერ ვაჩერებდი, თურმე გონება დამიკარგია, არ ვიცი მერე რა მოხდა, ყველაზე საშინელი ის გრძნობაა, როცა არც კი ვიცი საქმე ბოლომდე მიიყვანა თუ დამინდო, ისევ თავად გამომაფხიზლა, ალეწილი ქონდა სახე, პატიებას მთხოვდა, მაგრამ მანქანიდან როგორ გადავედი აღარ მახსოვს. მერე საქართველოდან გაქრა და გუშინ გამომეცხადა, ხელზე შეხებამ გამაღვიძა და ეგ რომ დავინახე რამის მოვკვდი. - შენ ჩემი სრულყოფილება ხარ მარიამ (ამის მეტი ვეღარაფერი ვუთხარი, იმასაც მივხვდი რომ აკომაც არ იცოდა სიმართლე) - მაგიტომ არ ვარ შენი ღირსი გესმის? თავიდან მეც თანახმა ვიყავი, ბოლოს კი ისიც არ ვიცი ... - პირიქთ, ჩემო ანგელოზო, მე არ ვარ შენი ღირსი, შენ იმდენად წმინდა და სრულყოფილი ხარ, მაგრამ რა ვქნა ეგოისტი რომ ვარ და მაინც მიგისაკუთრე? აღარასოდეს გაიხსენო ეგ ამბები კაი? მპირდები? - გპირდები (თავი ამ ხნის მანძილზე პირველად აწია და ყელთან მაკოცა) - რა გინდა ეხლა? რატო მიწვევ? (თან გავიცინე და მის ტუჩებს მივეწებე, ვკოცნიდი მაგრამ რაზე ვფიქრობდი თავადაც მიხვდებით, თუმცა ამას მარიამს არ ვაგრძნობინებდი) - ფსიქიატრის მერე, პირველი ხარ ვისაც ეს ამბავი მოვუყევი. უბრალოდ ამას ვერავის ვერ ვეტყოდი - კიდე მაგაზე ლაპარაკოს? ხომ შემპირდი? - რადგან გული დავიმშვიდე და შენს წინაშე სუფთა ვარ, მაშინ შევასრულებ პირობას. უზომოდ მიყვარხარ - შენი სისუფთავე როდის დავინახე გითხრა? - აბა გისმენ - ქაჯივით რო ჩამიხტი მანქანაში და თვალებში რომ შემოგხედე მაშინ. იმდენად წკრიალა იყო ეგ თვალები, შემშურდა და მაგიტომ მიგისაკუთრე - აჰაჰაა, მე ვარ ქაჯი ანუ? - მაგ პერიოდიდან ქაჯზე მეტად, შენი სიმწარეები მახსოვს. იმენა მიტარებდი რასაც ქვია (ორივე ვიცინოდით, რადგან მივხვდი რა სიამოვნებით იხსენებდა გაცნობის პერიოდს, მეც გავთამამდი და უამრავი დეტალი გავახსენე, ის კი გულიანად კისკისებდა და ჩემს რეაქციებს დასცინოდა. მერე ქეთი და ექიმი მოვიდნენ,) - რადგან დედიკო მოგივიდა, მე სამსახურში გავალ კაი? - კაი, შემეხმიანე მერე რაა - აბა რას ვიზავ? (ახლოს მივედი ყურთან ვაკოცე და თან ვუჩურჩულე) ,,მიყვარხარ ჩემო ანგელოზო“ (მანაც მაკოცა და იგივე მიპასუხა) პალატიდან ისეთი გაცეცხლებული გამოვვარდი ხელებს ვეღარ ვაჩერებდი. სად მენახა ის ნაგავი არ ვიცოდი, არ მინდოდა აკოსთვის მეთქვა, არ მინდოდა ვინმეს გაეგო სიმართლე, იმიტომ რომ მარიამს ასე უნდოდა, ვერც სოსოს დავურეკავდი, მარტო უნდა წავსულიყავი, იმ ლაჩრის მოსაკლავად. აკო ჩემსკენ მოდიოდა - როგორაა? - უკეთ. ქეთის უთხარი? - არაა, ინერვიულებდა და აქაურობას აღარ მოშორდებოდა - სწორად მოქცეულხარ. ბიჭო სად ცხოვრობს ის ს... - არ გეტყვი. თუ ნახვაა ერთად ვნახავთ. მარტო არ წახვალ, გითხრა რამე მარიამმა? - იგივე... კაი რას მებავშვები სად ცხოვრობს? ჯერ არ მცალია მაგისთვის ისედაც. ეჭვის თვალით მიყურებდა, მაგრამ მითხრა მისამართი, ისიც ზოგადი. დავემშვიდობე, სამსახურში უნდა გავიდე მეთქი და წამოვედი. ეგრევე ზურასკენ წავედი, უბანში მივედი და თვალიერება დავიწყე. ჯერ დილა იყო, ამიტომ არავინ ჩანდა. მერე ვიღაც ქალი დავინახე და მისვლა გადავწყვიტე - გამარჯობათ, - გაგიმარჯოს შვილო - დიდი ბოდიშით, მაგრამ ხომ არ იცით ზურა სად ცხოვრობს? ეხლა ჩამოვიდა საქართველოში აქ არ იყო - ზურაა? რა გვარისაა? - არ მახსოვს, უბრალოდ ვიცი რომ ამ უბანში ცხოვრობს - უი ჟღენტზე ხოარ ამბობ შენ? საზღვარგარეთ რო ცხოვრობს? - ალბათ ეგაა და სად ცხოვრობს? - აი იმ აივანს ხედავ? 2 სართულზე? მანდ ცხოვრობს, სხვა აქ ეგეთი არავინ მეგულება - ძალიან დიდი მადლობა ეგრევე სადარბაზოსკენ წავედი. ავედი და დავაზარუნე ისე რომ ხელი არ გამიშვია. ქალმა გამიღო კარები, 11 საათი იქნებოდა ჯერ. - გამარჯობათ, ბოდიშით ასე ადრე რომ მოვედი, მაგრამ ზურასთან სასწრაფო საქმე მაქვს - მოდი შვილო, სძინავს ჯერ - შეგიძლიათ გააღვიძოთ? სასწრაფო საქმეა - შემოდი, ეხლავე გავაღვიძებ - არა იყოს, დაბლა დაველოდები, მალე ჩამოვიდეს, - კარგი - მადლობა და ბოდიში წამოვედი და მანქანაში დავჯექი. 10 წუთში გამოჩნდა, დავუსიგნალე და ჩემსკენ წამოვიდა - ჩაჯექი - რა ხდება? - ჩაჯექი რო გეუბნევი, მალე (უხმოდ გამოაღო კარი და ჩაჯდა. მე სიჩქარეში ჩავაგდე მანქანა და წავედი, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ აშკარად მეტყობოდა სახეზე რომ, ძალიან ვიყავი გამწარებული, ნანგრევებში მივედით და ვუთხარი) - გადმოდი... - მომისმინე, არ მეგონა თუ ეგეთი რეაქცია ექნებოდა - მოყევი... (ცივი, გაყინული ხმით ვთქვი) - რა მოვყვე? - იცი რაც. და იცოდე ერთი სიტყვაც რომ გამოგრჩეს დედას ... - ... - დროზეეეე (იმხელა ხმაზე დავუღრიალე შეხტასავით) - არაფერია მოსაყოლი. ისეთი ინერციით მოვუქნიე მუშტი დაეცა. - ადექიიი - ვნანობ, უზომოდ ვნანობ, ბოდიშის მოსახდელად მივედი საავადმყოფოში, ღირსი ვარ მართლა რო მომკლა, მაგრამ უზომოდ ვნანობ, მაგიტო გავიქეცი აქედან, აღარ შემეძლო მისი ყურება, თავი შემზიზღდა - ჯერ სად ხარ შენი დედა ....... კაი იყო მთვრალზე ვნებებს აყოლი შე ახვ... კიდე მოვუქნიე მუშტი და რასაც ქვია გადამეკეტა,ისე ვურტყავდი. სისხლში რომ შემეღება ხელები, გავიაზრე რომ თავს საერთოდ არ იცავდა, მე მისგან განსხვავებით, არაკაცივით არ მოვიქეცი, თავის მართლება რადგან არ დაიწყო და არც ხელი შემოუბრუნებია, მოკვლა გადავიფიქრე და შევეშვი - ეხლა კარგად მომისმინე შე ახ... მარიამმა წამით მაინც რომ მოგკრას თვალი სადმე ბ.. შ.. ვიყო თუ არ მოგკლა. ცემაში სულს ამოგხდი გაიგეეე? დროზე მოხიკე შენი ნივთები და გაა... საქართველოდან და აღარასოდეს გაბედო დაბრუნება. გასაგებიაააა? ხმა აღარ ამოუღია, ძირს იწვა და იკლაკნებოდა. მივაფურთხე და წამოვიდე, ისე რომ არც კი მიმიხედია უკან. სახლში წავედი და წყალი გადავივლე, ცოტა დავწყნარდი, დუშის ქვეშ ვიდექი და ის წამები გამახსენდა, მარიამმა გონება რომ დაკარგა. შიშმა მოიცვა მთელი შიგნეული. თავს ვარწმუნებდი რომ ჩემი მარიამი, მუდამ ჩემთან დარჩებოდა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში უზომოდ დიდი შიში ბუდობდა, როგორც კი ცუდ ფიქრებს მივეცემოდი, ისეთ სიმარტოვეს და სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგას ისევ სიკვდილი სჯობდა. რომ გამოვედი ფოსტა ჩევამოწმე, პასუხი ჩემს მაილზე უნდა მოსულიყო, მაგრამ არაფერი დამხვდა. 1 კვირა გადაბმულად ვათენებდი და უზომოდ ვიყავი გათიშული უკვე, ცოტ ცოტას თუ მივიძინებდი ხოლმე ხან სად, ხან სად. ტელეფონი ავიღე და მარიამს დავურეკე: - როგორ ხარ ჩემო ცხოვრება? - მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ ანგელოზო? - უკეთ, დღეს სახლში მიშვებენ იციი? - კი ცხოვრება ვიცი, მოვალ მალე - არა არ მოხვიდე ძალიან გთხოვ, თუ გიყვარვარ ერთი რაღაც მინდა და ჩემისრულე თხოვნა - რაც გინდა, შენ უბრალოდ თქვი და თუ გინდა მსოფლიოს ამოვაყირავებ - ხოდა ტელეფონი გათიშე, დაწექი და გამოიძინე, არც გაბედო შეწინააღმდეგება, აქ რომ დაგინახო იცოდე ვიჩხუბებთ - წუხელ ისე ტკბილად მეძინა, საკმარისზე მეტიც კი იყო - მე გთხოვე და დანარჩენი შენ იცი - ეგ რაიყო ეხლა? სინდისზე ამაგდე? - როგორც გინდა მიიღე, უბრალოდ ჩემთვის გააკეთე ეგ და გამოიძინე. აზრი აღარ ჰქონდა შეწინააღმდეგებას, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ, გამოსაყვანად მეც მივიდოდი. დავთანხმდი და დავემშვიდობე. მერე აკოს გადავურეკე და გავიგე რომ 4ზე უშვებდნენ. მერე სოსოს დავურეკე და რაღაცეები დავგეგმეთ, სოსოს ისე ვენდობოდი, როგორც საკუთარ თავს და ვიცოდი ყველაფერს ისე გააკეთებდა, რომ სრულყოფილი ყოფილიყო. მხოლოდ ამის მერე გადავწყვიტე დამეძინა მაგრამ მაღვიძარა დავაყნე 15:30-ზე. ***************** ნელ-ნელა ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას, ყველას გვერდზე დგომას ვგრძნობდი, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან ვინც სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა. მხოლოდ მისთვის მინდოდა მესუნთქა. ის იმდენად ბედნიერი იყო ჩემს სიცილს როცა ხედავდა, ზოგჯელ ძალით ვიცინოდი რომ გამეხარებინა. შეუძლებელი მეგონა ასეთი სიყვარული, მაგრამ თავად მე განვიცადე ეს გრძნობა, იმდენად ბევრი ლამაზი წამი მაჩუქა, რომელმაც სიცოცხლე უფრო შემაყვარა რომ, გადავწყვიტე აღარ მიმეცა ავადმყოფობისთვის განვითარების საშუალება, ძილშიც კი ვგრძნობდი მის მიმართ სიყვარულს. ეს არარეალურად ჟღერს მაგრამ ასეა. არვიცი ასე ძლიერ როდის შემიყვარდა, როცა ყოფილმა ზურამ მომინახულა, თავის თქმით ბოდიშის მოსახდელად, ისევ ის ზიზღი ვიგრძენი, უღირსობის გრძნობა დამეუფლა, არ ვიყავი ამ წრფელი სიყვარულის ღირსი, რასაც ის მაძლევდა, არ მქონდა უფლება მისთვის სიმართლე დამემალა, მერე გადაწყვეტდა თავად რა უნდა ექნა, ამიტომ მოვუყევი, მაგრამ მისმა რეაქციამ და საქციელმა უფრო მეტად ამავსო სიყვარულით, თვალები ჩაწითლებილი, გამხდარი და დასუსტებული დადიოდა უკვე, ძალიან გადაიღალა, ამიტომ რამე უნდა მექნა რომ კარგად გამოეძინა, დავურეკე და ვთხოვე რომ დაესვენა. ძლივს დავითანხმე მე კი 4 საათს დაველოდე რომ აქაურობისთვის თავი დამეღწია. ჩავიცვი და თმის დავარცხნა დავიწყე. გული შემეკუმშა იმდენი თმა გამცვივდა თავიდან, არ მეგონა პირველივე ქიმიის მერე თუ დამეწყებოდა ცვენა. ამან ისეთ საშინელ ხასიათზე დამაყენა, რომ აღარც სახლში წასვლა მიხაროდა და აღარც აქედან გაღწევა. მერე აკოს დავურეკე რომელიც აშკარად აგვიანებდა მოსვლას, უკვე 15:45 იყო, აკო კი არსად ჩანდა, მობილურზე არ მიპასუხა, მერე დედას გადავურეკე და არც დედამ მიპასუხა, გამიკვირდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და დალოდება გადავწყვიტე. კარი გაიღო და დიდი თაიგულით შემოვიდა ვიღაც, მერე თაიგული ჩამოწია და ჩემი ცხოვრება დავინახე, ჯერ გავბრაზდი რომ მოვიდა, ხომ ვუთხარი დაესვენა? მერე სიყვარულმა მძლია და ხელები მოვხვიე თან ვუთხარი - არა რაა, შენი გამოსწორება არ იქნება, საერთოდ არ მიჯერებ - როგორ არა ცხოვრება, მეძინა, წეღან გავიღვიძე - მართლა ამბობ? (გამომცდელი თვალებით შევხედე და სახე აშკარად დამშვიდებული ქონდა, ანუ მართლა ეძინა) მაშინ ბოდიში (ვუთხარი და ვაკოცე, ყვავილებზე მიმითითა და მითხრა) - მართალია შენზე ლამაზი არ არის, მაგრამ იმედია მოგეწონება - ულამაზესია, დიდი მადლობა, შენი მორთმეული მიხაკებიცკი გამიხარდებოდა - არა რაა, გემოვნება საერთოდ არ გაქ სიცოცხლე? რა მიხაკები? (მის ამ კომენტარზე გამეცინა და გავაგრძელე) - იცოდე აქედან მალე თუ არ წამიყვან, მიხაკების მოტანა მართლა მოგიწევს, მაგრამ სხვა სიტუაციაში - მაგ ენას ამოგაცლი ჩემო სიყვარულო და მერე ნერვებს ვეღარ მომიშლი. თავზე მაკოცა და ჩემოდანი აიღო, მე ვარდების თაიგული ავიღე და გახარებული გავყევი უკან. სახლში მისვლამდე გავარკვიე რომ, თურმე ჩემებისთვის ზურას უთხოვია არ მიხვიდეთო, სახლის კარი შევაღე და ისეთი მხიარულება დამხვდა, სიხარულისგან ცრელმები მომადგა, სახლი მორთული იყო ბურთებით, ფარდებთან ჩამოკიდული იყო წარწერა W e l c o m e. მაგიდაზე წვენები, ხაჭაპური, ხილი და ტორტი იდო. ყველა სახლში დამხვდა ჩემი გოგოები, ზურას ძმაკაცები და სალოც კი, მაგდას და ანის რომ ვკითხე ბავშვების ადგილსამყოფელი, გაბედნიერებულებმა მიპასუხეს , რომ მამიკოებს ჩააბარეს და ახლა დრო იყო გოგოები გართობილიყვნენ. ეს ყველაფერი მართალია ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ ასეთმა გადამეტებულმა დახვედრამ ცუდ ხასიათზე დამაყენა, თითქოს ცდილობდნენ ბოლო დღეები გაელამაზებინათ ჩემთვის. მაგრამ თავი ხელში ავუყვანე და არ ჩავუშხამე ეს შრომა. - ძალიან გამახარეთ ყველამ, მაგრამ მაინტერესებს ეს ყოველივე ვისი იდეა იყო? (სოსომ ხელი გააშვებინა ზურას, რომელსაც წელზე ქონდა შემოხვეული და ხელი გადამხვია, თან ლაპარაკი დაიწყო) - რძალო იცი რაშია საქმე? შენ ბიჭს აშკარად ეძალება სიურპრიზების კეთების სურვილები და მოთხოვნები, მაგრამ მისი განხორციელება და დახვეწა, მხოლოდ ჩემს კისერზე გადადის ამ ბოლო დროს. ჰა ხო მაგარი ვარ, აღიარე ხო გაგახარე? ზურას ძმაკაცებთან დიდად არ მაქვს შეხება ხოლმე სულ რამოდენიმეჯელ კი ვნახე მაგრამ ისეთი შინაურულები არიან განსაკუთრებით სოსო რომ, საკუთარი ძმები მგონიან. მივხვდი რომ ინიციატივა ზურასი იყო, მაგრამ უკვე მეორედ გამაოცა სოსოს შესაძლებლობებმა და არც დამიმალია. - მინდა გითხრა რომ, აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით სოსო, პირდაპირ გაოცებას ვარ მიცემული, როგორ არ გყავს არავინ? ასეთი ნიჭის გაფლანგვა იქნება? - ეეე, ჩემი ამტანი არ დაბადებულა ჯერ და მაგიტო - შენ ვინ აგიტანს? სულ ცანცარებ ამხელა კაცი (ზურამ უთხრა და ხელი გააშვებინა. თავზე მაკოცა და ჩამიხუტა) - სალო, ბოდიში რომ ხშირად ვერ გნახულობ რაა - პირიქით მარიამ, მე მაქ საბოდიშო, აქ არ ვიყავი და ვერ მოგინახულე. მაგრამ მოკითხვებს ყოველდღე ვაბარებდი აკოს, ხომ გეუბნეოდა? (მართალია აკოს არცერთხელ უთქვამს, მაგრამ ალბათ ავიწყდებოდა) - კი როგორ არაა, მეუბნეოდა და ძალიანაც მიხაროდა გავიცინე აკოს სახეს რომ შევხედე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიცინეთ, გავიხსენეთ ერთმანეთს როგორ ვჭამდით მე და ზურა თავიდან და ამაზე ბიჭები იმდენს ხარხარებდნენ, თავი ამატკიეს. 10 საათი იქნებოდა გოგოებმა ალაგება რომ დაიწყეს, მაგრამ არ მივეცით მე და დედამ საშუალება, თუმცა ვინ დაგვიჯერა? ყველა შეესია სახლს და 15 წუთში ყველაფერი დალაგებული იყო. მერე ზურამ ტაქტიანად გაყარა ყველა, დასვენება უნდაო, მართალიც იყო, ძალიან მიყვარს ეს ხალხი, მაგრამ უკვე ვეღარ ვიდექი ფეხზე, 10:45 წუთზე სახლი დაცარიელდა. დავრჩით მარტო მე დედა და ზურა, აკომ სალი გააცილა, დედა სამზარეულოში გავიდა და აღარც შემოსულა. - ძალიან დაგღალეთ დღეს, წამო დაწექი - არა პირიქით, ძალიან სასიამოვნო დღე იყო, მაგრამ ასე მგონია მემშვიდობებით და ეს არ მომწონს - არა შემო ანგელოზო, ეგ აღარ გაიმეორო აღარასოდეს, უბრალოდ აქამდე არ გიცნობდი, რომ სიხარული მომენიჭებინა შენთვის, ესაა და ეს. ეხლა წამო ოთახში - რას გადამეკიდე არ მინდა ოთახში (სიცილით ვუთხარი, მაგრამ არც მომისმინა, უნდა დაისვენოვო და ამაყენა, ოთახამდე ისე მიმიყვანა ზურგიდან მეხუტებოდა და თან მეუნბეოდა როგორ ვუყვარდი, ოთახის კარი რომ შევაღე და შუქი ავანთე ყვირილი დავიწყე) - ვაიმეეეეე, რა საყვარელიააააა, რამხელააააა, (ჩემს საწოლზე დიდი დათუნია იდო, იმხელა იყო გამიკვირდა კიდეც, სად აღმოაჩინათქო) - მოგეწონა? - შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ ზურა, აქამდე რომ მცოდნოდა აქ ეს მელოდებოდა, მაგდენს გალაპარაკებდი? (ჯერ დათუნიას ვეხუტებოდი, მერე ზურას მოვხვიე ხელები კისერზე და ვაკოცე) - ეს დღე გახსოვს? (მიმითითა სურათზე რომელიც საწოლის გვერდით მედო. ეს იყო სურათი რომელშიც მე და ზურა ვცეკვავდით, გაბოს დაბადების დღეზე, მას მერე რაც სიყვარულში გამომიტყდა) - მაგ დღეს რა დამავიწყებს? ყოველ ღამით ვიხსენებ, როგორ ორიგინალურად ამიხსენი სიყვარული. ასე ჩახუტებულები ვიდექით და ვტკბებოდით ყოველი წამით, განვლილით თუ მოქმედით. მერე წამომაწვინა და თვითონაც მომიწვა, საწოლს მიეყუდა, მე კი მას მივეკარი და ჩავეხუტე, მანაც მომხვია ხელები და ცოტახნის დუმილი დავარღვიე. - რაღაც მინდა რომ იცოდე - რა ხდება? (ზემოდან დამხედა და ხელი გააჩერა რომლითაც თავზე მეფერებოდა) - თმის ცვენა დამეწყო - მეც არ ვთქვი რა ხდებოდა? გინდა ხვალვე წავიდეთ მაღაზიებში და ისეთი პარიკი ვიყიდოთ და იმდენი, რომელსაც მოისურვებ? - არა, ჯერ არ მინდა, უბრალოდ არ მეგონა ასე მალე თუ დამეწყებოდა ცვენა. სადამდეც შესაძლებელი იქნება ჩემ თმას ვატარებ - როგორც იტყვი ჩემო ანგელოზო გული დამიმშვიდა მისმა რეაქციამ, ალბათ უკვე ქონდა გადახარშული რომ ასეთი დღეც დადგებოდა, ის იმდენად ძლიერად იყვანდა თავს ხელში, რომ მშურდა კიდეც, იმაზე ვნერვიულობდი, მარტო როცა რჩება როგორ უძლებს იმ ფიქრებს რომ, შეიძლება დამკარგოს მეთქი მაგრამ ხმა არ ამოვიღე. ასე თმაზე ფერებაში და დაღლილს, ღრმად და ტკბილად ჩამეძინა. ____________________________ აბა როგორიააა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.