შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (ნაწ2)(6)


3-11-2015, 02:16
ნანახია 3 261

*******

-უკვე ორი შვილის მამა ვიქნები, ტო!-დაიწყო ღრიალი დათუნამ. მაშინვე ანასთან ოთახში შევარდა და საწოლზე წამოწოლილ ცოლთან მივიდა და მთელი სახე ჩაუკოცნა.
-ჩემო სილამაზევ! ჩემო ანგელოზო! რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე! როგორ გამახარე უბრალოდ არ იცი! მალე მეორე შვილი გვეყოლება! ლიზაზუს და ან ძმა,-ემოციებს ვერ მალავდა დათუნა. ელენე, ვატო და ნიაც შეუერთდნენ დათუნას და მიულოცეს ორივეს მალე პატარას დაბადება.
-არ მეგონა გუშინდელი დღის მერე რამე თუ გამიხარდებოდა ასე ძალიან!- წამოიძახა ნიამ და ჩაეხუტა საყვარელ დაქალს.
-მატება გვაქვს ოჯახში მატება!- გაიცინა დათუნამ
-იმედი მაქვს, მომავალში მატება კიდევ გვექნება,-ეშმაკურად თქვა ანამ და გახედა ელენეს და ვატოს. ელენე გაშრა ერთ ადგილას და ანას თვალები დაუქაჩა რას ამბობ გაჩუმდიო.ვატოს კი ცალყბად გაეცინა და თვალი ჩაუკრა ანას და დათუნას. დათუნამ აიტეხა ეს ამბავი უნდა აღვნიშნოო და რადგან უკვე სახლში იყვნენ გავარდა მაღაზიაში და მოზიდა მზა პროდუქტები. ნია და ელენეც წამებში დატრიალდნენ გააკეთეს ყველაფერი. ანას არაფერს აკეთებინებდნენ, ანა კი იჯდა და წუწუნებდა ორსულად ვარ ავად ხომ არ ვარ სულ რომ ვიჯდეო, მაგრამ მეგობრებისგან მკაცრ უარს იღებდა ზედმეტ მოძრაობაზე. დაიწყეს დალევა და დროის ტარება. ელენეს უხაროდა ძალიან ანას ამბავი და ისიც, რომ ნიაკო ცოტახანს სამყაროს გამოეთიშა და საკუთარი პრობლემები დაივიწყა. გულწრფელად იღიმოდა ნია და იზიარებდა მეგობრის სიხარულს. უკვე გვიანი იყო, ყველა ნასვამი იყო და ასევე, დათუნამ წამოაყენა იდეა „დღეს ყველა ელოსთან თუ არ დავრჩით რაა მამული“-ო. ელენემ ყველა დააბინავა ოთახებში თვითონ კი მაგიდის ალაგებას შეუდგა, დილას რომ ნაკლები საქმე ჰქონოდა.
-აუ, კაი არ გეზარება?-გაიგო საყვარელი ბარიტონი
-არა, მირჩევნია ეხლა გავაკეთო ყველაფერი თუ არა ნაწილი მაინც ხვალ დილას სუფთად რომ იყოს სახლი..-უპასუხა და ჭურჭლელი ჩადო ნიჟარაში.
-მაშინ დიდი იმედი მაქვს დახმარებაზე უარს არ მეტყვი,-უთხრა ვატომ და ხელები აიკაპიწა. ელენეს გაეღიმა და უპასუხა:
-არა, პირიქით რაც მეტი ხელი, უფრო მალე მოვრჩებით საქმეს და დავიძინებთ ჩვენც კიდევ. მაშინ წამოდი მაგიდა ავალაგოთ და ყველაფერი სამზარეულოში გამოვიტანოთ,-უპასუხა ელენემ და მისაღები ოთახისკენ წავიდა. ვატოც გაჰყვა და უკან ჭურჭლით დახუძლული დაბრუნდა. ელენემ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო, ვატო კი ამშრალებდა. ლაპარაკობდნენ ზოგადად ყველაფერზე. ელენე ვატატოს პატარაობას უყვებოდა, როდის თქვა პირველი სიტყვა და რა იყო, როდის გაიარა, როდის შეჭრა პირველად თმები, როგორ ატარებდნენ დროს დედა-შვილი და ასე შემდეგ.
-მწყდება გული ამ მომენტებში მასთან რომ არ ვიყავი,-გულდაწყვეტით თქვა ვატომ
-არაუშავს სამაგიეროდ ახლა ყავხარ და ცოტა რომ გაიზრდება და დასჭირდება მამის მხარდაჭერა გვერდზე ეყოლები,-მშვიდად უპასუხა ელენემ და ბოლო თეფშს მოავლო ქაფი.
-ვატო, მოიწიე ერთ წამს,-უთხრა ღიმილით ელენემ. ვატოც რა თქმა უნდა მიიწია ამ დროს კი ელენემ ცხვირზე ჭურჭლის სარეცხი ჟელეს ქაფი წაუსვა ცხვირზე,- ესეც შენ!
-ოჰ, ეს რა იყო ვითომ!-გაიცინა ვატომ
-ისე უბრალოდ. ბავშვსაც ვუსვამდი ხოლმე ხანდახან ცხვირზე ერთ წერტილს, როცა მეხმარებოდა ასე გამშრალებაში,- უპასუხა ელენემ და გაეცინა ვატოს დანახვაზე, რომელსაც ერთი წერტილი კი არა თითქმის მთელი ხელი ჰქონდა ცხვირზე მიხატული.
-რა გაცინებს?-გაბრაზდა ვატო
-ცხვირზე შემოგხედე და მთელ სახეზე გისვია ჟელე,-აუტყდა სიცილი ელენეს
-ეგრე არა!-წამოიძახა ვატო ააქაფა და ელენესაც მიცხო ცხვირზე, მერე ლოყაზე, ამ დროს ელენემაც მთელ სახეზე წაუსვა. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ორივეს დეჟავუს გრძნობა ჰქონდა თითქოს ზღვაზე იყვნენ და ახლა კოცნის დრო იყო. ვატომ ერთი ხელი წელზე მოხვია ელენეს და გულმკერდზე აიკრო. მეორე ხელით კი სახეზე მოუსვა თითები და ზედმეტი ქაფი მოაშორა. ცხვირით ცხვირზე გაეხახუნა და იგრძნო, ის რაც 5 წლის წინ. ელენეს აფართხალებული გული, შეკავებული სუნთქვა და აკანკალებული სხეული. აწია თავი აკოცა შუბლზე, მერე თვალზე, მერე ლოყაზე და ბოლოს კისერში ჩადო ცხვირი და ტუჩები. ელენეს მსუბუქი კვნესა აღმოხდა სიამოვნებისგან, როდესაც კისერზე ვატოს ტუჩები იგრძნო. სულ რამდენიმე წამი და ტუჩებმა ყურთან გადაიტანეს დანიშნულების ადგილი:
-ძილის დროა...- გაიგო საყვარელი, ტკბილი ბარიტონი. ელენემ თვალები გაახილა და ვატოს მზერა გაუსწორა, რომელიც ვნებით აღსავსე თვალებით უყურებდა. გაიწია მისგან, ბოლო თეფშს წყალი მოავლო და მიაწოდა ვატოს გასამშრალებლად. თვითონ კი ოთახისკენ წამოვიდა, შემოტრიალდა და უთხრა ვატოს:
-იმედი მაქვს კარგად დაგეძინება!- ვატოს გაეღიმა ცინიკურად და კოცნა გაუგზავნა. ელენემ როგორც კი კარი მოიხურა იქვე გაჩერდა და გაეღიმა. ხელი მოისვა ყველგან სადაც ვატომ კოცნის კვალი დაუტოვა და კიდევ ერთხელ ძალიან მაგრად გაეღიმა. ბედნიერებისგან კანკალებდა და ასეთი აკანკალებული შეუწვა ნიას ლოგინში.

******
დილას დათუნას ჯუჯღუნმა გააღვიძა ყველა. საშინელ პახმელიაზე იყო, თავი უსკდებოდა და იხვეწებოდა კიდევ დავლიოთო. ვატოს გაეთვალისწინებინა ძმაკაცის მდგომარეობა მეორე დღეს და ბევრი ლუდის ქილები ეყიდა.
-აუ, ვატუშ! იმენა გაასწორა შენ ძმობას ვფიცავარ! მაგრად მიყვარხარ რა!- უთხრა ვატოს დათუნამ როგორც კი მოსვა ლუდი და გამოფხიზლდა ცოტა.
-აუ, შენ სულ უნდა გამოშტერდე ეხლა დღეს ლუდი ხვალ ლუდი ზეგ ლუდი? სახლში არ შემოგისვებ დათუნა!- დაიწყო წიკვინი ანამ
-ან, აბა წინადადება დაიწყე „აუ“-ს გარეშე,- უთხრა დათუნამ და გაეცინა.
-აუ, დათუნა! ნუ ხარ ცანცარის ხასიათზე სერიოულად გეუბნები თუ არადა გადმოვალ ელენესთან ადგილი კი აქვს მილიონი ცალი!-უპასუხა გაბუტულმა ანამ.
-მეც გადმოვალ მერე ადგილი კი აქვს მილიარდი ცალი!- გააჯავრა დათუნამ ანა. ყველა იცინოდა მათ კამათზე.
-ელენე! შენ თავს ვფიცავარ მეგონა მაცივარი მეწვა გვერდზე! რომ შემომიწექი იმენა კანკალებდი და ისეთი გაყინული იყავი მართლა მაცივარში ან ატარქტიდაზე მეგონა თავი!-უთხრა ნიამ. ელენეს ყავა გადასცდა და დაიხრჩო ხველებისგან.
-მარტო მანდ ხომ არ ცივა ნიაკო. გუშინ ჭურჭლის რეცხვის დროს ტელევიზორი ჩავრთეთ და რაღაც ფილმი გადიოდა მელოდრამა, მოკვდა ნერვიულობით იმ წყვილის ისტორიაზე,-უთხრა ვატომ ნიაკოს ცინიკურად თან ელენეს გახედა,- არადა ისეთი არაფერი არ იყო ფილმში. წყვილზე იყო რომ..
-ძალიან კარგ მეგობრებზე იყო, აი ერთმანეთს რომ ენდობიან მერე რაღაც მოხდება და მოვკვდი ნერვიულობით სანამ მორჩა რა,-დაამთავრა ვატოს სათქმელი ელენემ და დაუქაჩა თვალები ვატოს, რომელსაც ჩაეღიმა თავისთვის.
იმ დღეს შუადღემდე დარჩნენ ელენესთან, შემდეგ კი დაიშალნენ. საღამოს კოტე ჩამოვიდა და მოუყვა ნიას ამბავს, რომ ნიკუშას მკურნალობა კარგად მიდიოდა და ასე თუ გაგრძელდა მალე ნიკაც ჩამოვიდოდა. ნიაკომ ამაზე ძალიან მოიწყინა და როცა კოტე გააცილეს ელენემ და ნიამ ატირდა.
-კაი, ნი რა გატირებს?ხომ გაიგე კოტემ რა თქვა, კარგად არისო ექიმებმა ესე თქვესო..
-ხო ვიცი ელ და ეგ ძალიან მიხარია, უბრალოდ გული მწყდება ახლა ესეთი სიტუაცია და მდგომარეობა რომ არის. ხომ ვიცოდი ნიკა რა ტიპი იყო, მაგრამ როგორ შემიყვარდა შენ გგონია მივხვდი? აზრზე ვერ მოვედი.. ხო, იცი რანაირი ვიყავი შეიძლება შენზე მეტად თამამი და ლაღი ვიყავი, როგორც შენ ამბობ, მაგრამ ნაკლებად ვლაპარაკობდი პირად ცხოვრებაზე. შენგან განსხვავებით მყავდა შეყვარებულები, მაგრამ ნიკასავით არავინ შემყვარებია და დღეს ვფიქრობ, რომ ნიკუშა მიყვარს მარტო და ისინი, არ მყვარებია. სიყვარული ხომ ერთხელ მოდის ცხოვრებაში!
-დამშვიდდი ნიაკო რა, გეხვეწები ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება.. სანამ ნიკუშა გამოკეთდება მარიამს ძლიერი დედა სჭირდება!
-მასწავლე, როგორ ვიყო ძლიერი! შენ ხომ ეს შეძელი და ვატოს გარეშე იცხოვრე, გაზარდე შვილი ისე, რომ უცხო თვალი ვერ მიხვდებოდა რა ხდებოდა შენ თავს! თუნდაც რამდენიმე თვე როგორ ვიცხოვრო ასე!
-უბრალოდ ერთს გეტყვი, ყოველ დღე იფიქრე რომ ახალი დღე ახალი შანსი, ახალი ბედნიერების დღე არის. ყოველი დღე შენი შვილი ბედნიერების დღე არის, მისი გაღიმებული სახისა და აციმციმებული თვალების. არც კი გაიფიქრო, რომ ბავშვს შენი პირადი ინტერესის გამო რამე წამროდგენა შეუცვალო მამამისზე! ეს იქნება ყველაზე დიდი დანაშაული და არ მიყვარს ესეთი მშობლები, თან მით უმეტეს შენც კი იცი როგორი სამაგალითო მამა არის ნიკუშა. ჯერ მარტო ადამიანია, რაღაც მართლა საოცარი და კარგი. ცხოვრებაში ყველას მოსდის ერთი შეცდომა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მეორე შანსი არ მივცეთ. შეცდომა იმიტომ მოუვიდა და მოსდით ადამიანებს, რომ ჭკუა ისწავლონ და ცხოვრება შეცვალონ კარგისკენ, მაგრამ სჭირდებათ დახმარება. და ეს ნათელი წერტილი შენ უნდა იყო ნიკუშასთვის ნიაკო..-უთხრა ელენემ და დაქალი უფრო მაგრად ჩაიხუტა. ნიაკოს ელენეს გულმკერდზე ედო თავი და დამჯერი ბავშვივით უსმენდა.
-ელოდებოდი ვატოს?-გულუბრყვილოდ ჰკითხა ნიამ
-რომ არ მოგატყუო ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო და ისიც ვიცოდი რომ ერთ დღეს აუცილებლად მოვიდოდა,მაგრამ ასე არ ველოდებოდი.. არვიცი, რა ნი მართლა არ ვიცი. ჩემი და ვატოს შემთხვევას ნუ შეადარებ შენსას და ნიკუშას. შენ ის მაინც იცი სად არის და მე ეგეც არ ვიცოდი. უბრალოდ, ილუზია და იმედი მქონდა იმისი, რომ ერთ დღეს მოვიდოდა.
-მადლობა, შენ რომ მყავხარ და ის გიჟი კიდე..-გაიცინა ნიამ
-ვაიმე, არ გამახსენო! რა გაუძლებს მაგას დარჩენილი 7 თუ 8 თვე?-შეიცხადა ელენემ
-მოგვიწევს ნერვების მოთოკვა,-გაეცინა ნიას და კიდევ უფრო მიეკრო საყვარელ დაქალს.


*****
დრო გადიოდა უკვე, თითქმის 4 თვე იყო გასული ნიკუშას წასვლიდან. ნიაკო და მარიამი ისევ ელენესთან და ვატოსთან ცხოვრობდნენ. ყოველ დილას სიმღერ-სიმღერით მიდიოდნენ ბაღში ბავშვები, დიდები კი-სამსახურებში. საღამოობით კი ისევ ოვაციებითა და გრადნდიოზული საღამოების დაგვირგვინებით იძინებდნენ ბავშვები. ისევ ესე დაწანწალებდნენ ხან ვისთან, ხან-ვისთან. ვატომ და ელენემ ასე თუ ისე დაათბეს ურთიერთობა. იყო სიგიჟები გამის 3-4ზე გამოვლები და წამო ყავა დავლიოთ, ან ჩამო ორი წამით რა, მაგრამ მაშინდელივით სიახლოვე არ ყოფილა, არც მათ თემაზე საუბარი. თითქოს ორივემ იცოდა პასუხი და არ უნდოდათ სახელის დარქმევა, თითქოს კიდე დროს წელავდნენ რომ მეტად დაფიქრებულიყო ან ერთი ან მეორე და ოჯახისთვის მყარი ნიადაგი შეექმნათ. ანა იბერებოდა და იბერებოდა, ასევე, ხასიათიც თითქოს უფუჭდებოდა. ნია იმუქრებოდა, როგორც კი გააჩენს მთელ 9 თვისას ერთ დღეში ამოვადენ ყელშიო. ელენე კვდებოდა ამათ დუეტზე სიცილით და ამაზე ორივე გიჟდებოდა რას დაგვცინიო. გოგოებს რა უჭირთ, დათუნამ იკითხოს. გამთენიისას ხან ხინკლის სახლში იდგა და ელოდებოდა ხინკალს, ხან მაგდონალდის დრაივში იდგა, ხან უბრალო მარკეტში რომ ანას კაპრიზები შეესრულებინა, მაგრამ ისე უყვარდა საყვარელი ცოლი, რომ მისგან ამ ყველაფერს ითმენდა.
ამ დღეს ბავშვები მამებს ჰყავდათ წაყვანილი დაგასვენებთ დღესო. წაიყვანეს მთაწმინდაზე და მერე გამოივლიდნენ ან ვენდისში ან მაგდონალდში ან თუნდაც რომელიმე „ფასტ-ფუდის“ რესტორანში. გოგოები ანასთან იყვნენ სახლში და ჭოაობდნენ ყველაზე და ყველაფერზე. კარებზე ზარის ხმა გაისმა, ანას დაეზარა ადგომა და ელენე მივიდა კარის გასაღებად. გაარო კარი და ადგილზე შეხტა.
-ელუშკა, გამარჯობა ჩემო საყვარელო, ლამაზო, სარძლოვ და მეგობარო!-მიესალმა ნიკუშა ელენეს.



№1 სტუმარი NINO K D.

კარგია მალე დადე და ბავშვები ჩართე რა რაღაც სიტუაციებში ორი სიტყვით რომ შემოიფარგლები ხოლმე .დაგელოდები.

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

აუუუ საყვარელი იმედია შეურიგდება ელენეს ვიცი რო ნიკუშა ცუდად მოიქცა მაგრამ მაინც მეცოდება მე ესთი ვარ გულთბილი:D ყოჩააღ♡♡♡

ყოჩააღ მაგარია ძაან ნიკუშა ძაან მეცოდებაა იმედია შერიგდებიაან♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent