შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნდობელი (3)


3-11-2015, 17:00
ავტორი zak
ნანახია 3 085

-კითხვის ნიშანს ვერ ვხედავ...ყოველგვარი დაბნეულობის გარეშე მიმართა კაცს და ლამაზ თვალებში შეაჩერდა.გააბრაზა,არა გააბრაზა მსუბუქად ნათქვამია,უფრო გააცოფა მამაკაცის თავმოყვარეობამ.აქამდე თუ მასთან ერთად ერთი საღამოს გატარებაზე უარს არ იყოდა,ახლა სწორედ მის ჯინაზე ეტყვის უარს.აბა თუ ბიჭია ძალით წაიყვანოს.გაუჭირდება თუ რა.იმხელა მუტრუკი დაამარცხა და ხომ წარმოუდგენია კესოს რა უზამს.
-კითხვა არც ყოფილა...ნაგლურად მიუგო გოგონას და ორმაგად უფრო ნაგლურად გაუღიმა...ამ საღამოს გამოგივლი,მზად დამხვდი...გოგონას პასუხს აღარც დალოდებია,სწრაფი ნაბიჯით დატოვა კორპუსი.არა მაინც რატომ არის დარწმუნებული საკუთარ თავში ასე ძალიან.ალბათ იმიტომ,რომ ეს სულელი გოგო,მისი დანახვის თანავე დნება.მაგრამ მორჩა,მისი ზემოქმედების ქვეშ აღარ მოექცევა.ახლა სახლში ავა და სამსახურის თაობაზე დარეკავს.მერე აბაზანს მიიღებს და ტკბილად დაიძინებს.არსად წასვლას არ აპირებს,მითუმეტეს ახლა,როცა მამაკაცი ასე თავხედურად მოიქცა.რა ჰგონია,კესოც სხვების მსგავსად მარტივად ხელში მოსაგდები გოგო კი არ არის.ასე უნდა გაბრიელს,ვინმემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ასწავლოს ჭკუა.
მართლაც ისე მოიქცა როგორც დაგეგმა,რამოდენიმე გასაუბრებაზე წასვლაც გადაწყვიტა.მიუხედავად იმისა რომ დღე დატვირთული არ ყოფილა,განტვირთვა მაინც ძალიან ესაჭიროება.აბაზანა მოიმზადა და მასში ჩაწოლის თანავე განცხრომას მიეცა.აბაზანაში ნებივრობა ერთადერთი რამ არის,რაზეც უარს ვერასოდეს ვერ ამბობს.ფუფუნებას არასდროს ყოფილა ნაჩვევი,ეეთადერთი რასაც სოფელში ყოფნისას ნატრობდა კეთილმოწყობილი აბაზანა იყო.ალბათ სასაცილოა მაგრამ მართლა ძალიან უყვარს წყალი.ახლაც ასე მოხდა.აბაზანაში ჩაწვა თუ არა მთლიანად გამოეთიშა სამყაროს.წამით განვლილ ცხოვრებას გადახედა.ერთადერთი და ნათელი მოგონება ბებიამისია...ექვსი წლის იყო როცა დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ.მამა არც არასოდეს უნახავს,მაგრამ ამ ფაქტს დიდად არ განიცდიდა.არც დედის მონატრებას მოუკლავს,ალბათ იმის გამო,რომ საოცარი ბებია ჰყვდა.ბებიასთან ერთად იზრდებოდა.დილიდან საღამომდე მთელს დროს მასთან ატარებდა,ვინაიდან და რადგანაც ბებიამისი სკოლაში მუშაობს,მასთან განშორება არ უწევდა.ბებიის ხათრით სწავლობდა,იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ამ ქალის წინაშე ეკისრა და მისი ამაგის დაფასებას ყველანაირად ცდილობდა.ბოლოს ბებიის სანდომიანი სახე დაუდგა თვალწინ.მერე ტკბილად ჩაეძინა.ხმაურმა გააღვიძა,ვიღაც სააბაზანოს კარებს მთელი ძალით ურტყავდა,სავარაუდოთ,ფეხებს და ხმამაღლა გაჰყვიროდა.თავიდან შეეშინდა,მერე ხმა ამოიცნო და ოდნავ დამშვიდდა,ამ უცნაურ შეგრძნებას ყურადღება არ მიაქცია.შეშფოთებულმა გამოაღო სააბაზანოს კარი და პირსაწმენდი უკეთ შემოიჭირა ტანზე.კარს მიღმა გაბრაზებული გაბრიელის სახე რომ დალანდა,ცოტა შეცბა. იმან გააკვირვა მის სახლში რომ დაინახა,არადა სახლის კარები ჩაკეტა,კარგად ახსოვს.
-შენ საერთოდ შეიშალე?!როგორ ფიქრობ,ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა შეიძლება?!იცი რამდენი ხანია ამ დაწყევლილ კარს ვუბრახუნებ ხელებს?...ისიც კი ვიფიქრე თავს რამე ხომ არ აუტეხამეთქი.შენ კი...თურმე ძალიან წყნარად გძინავს აბაზანაში...უცებ ვერ გაიაზრა კესანემ,კონკრეტულად რა მიზეზით ეჩხუბებოდა კაცი.ან რა უფლება ჰქონდა ასე რომ უვარდებოდა სახლში და აქეთ ეჩხუბებოდა.იმ წამს ისე გააცოფა კაცის საქციელმა რომ კონტრ შეტევის არ განხორციელების შემთხვევაში გასკდებოდა.
-რა უფლებით მივარდები სახლში და მითუმეტეს რა უფლებით მიკრძალავთ ჩემს საკუთარ სახლში აბაზანით სარგებლობას.მე მინდა აბაზანაში დავიძინებ,მინდა საწოლში...გოგონას ხმაში პროტესტის ტონმა გაიჟღერა,რამაც მამაკაცს ღიმილი მოჰგვარა.კაცის სახეზე ღიმილი რომ შენიშნა ამან ხომ მთლად გააცოფა.მას აქ ნერვები შეერყა,გააფთრებულია იმის გამო,რომ მის სახლში ვიღაც ჩხუბისთავი,გაუზრდელი და კატასტროფულად თავმოყვარე მამაკაცი შეიჭრა.ესეც არ იკმარა და მის სრულიად მისაღებ რეაქციას დასცინა.ამის შემდეგ მიდი და ის ლამაზი თვალები არ ამოსჩიჩქნო.
-იცი ახლა რა საყვარელი ხარ?გაბრაზება ძალიან გიხდება...გაბრიელმაეს სიტყვები ძალიან ჩუმად ამოთქვა.თითქოს აქამდე თავად არ აზანზარებდა ბინის კედლებს.შემდეგ გაოცებული გოგონასაკენ,რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა ამ უცნაური ადამიანის თავს,ფრთხილად დაიხარა და საფეთქელთან აკოცა.იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის ქცევა კესანესათვის,რომ სხეულში დავლილმა ელექტრო ენერგიამ კინაღამ იატაკზე მოადენინა ზღართანი.სამაგიეროდ ხალათის ბოლოებზე შეშვა ხელი,ხალათის დეკოლტე საკმაოდ გაღრმავდა,საიდანაც მიმზიდველად იყურებოდა მისი მკერდი.ალბათ გრიელიც მიხვდა რომ მსგავს ცდუნებას ვერ გაუძლებდა,ამიტომ სწრაფი ტემპით მოშორდა გოგონას და სახლიდან გავიდა.სააბაზანოს კართან კი კვლავ ნირვანაში მყოფი კესანე დატოვა,რომელიც ახლაც გრძნობდა მამაკაცის მძიმე სუნთქვას და მსხვილ,თბილ ტუჩებს საკუთარ საფეთქელთან.არა ეს კაცი საოცრად აბნებს.თავი გააქნია,მერე ჩაეღიმა და ასე გაღიმებული გავიდა საძინებელში მოსამზადებლად.მერე საწოლში შეგორდა და ისე ტკბილად დაიძინა არასოდეს რომ არ სძინებია...
დილით ენერგიულად წამოდგა.სააბაზანოში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად და უცებ თვალწინ გუშინდელი სცენა დაუდგა.ისედაც მომღიმარი სახე კიდევ უფრო გაუნათდა და გასაუბრებისათვის მზადება დაიწყო.მერე კაკაო მიირთვა და დანიშნულების ადგილისაკენ გაემართა.არ შეიძლება ძველ სამსახურზე გადაყოლა,მაგრამ ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ,როდესაც უმაღლესი განათლება არ გაქვს მიღებული,თან არც გამოცდილება გაგაჩნია.მიუხედავად იმისა,რომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.უმაღლესზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა.ახლა კი შავ სამუშაოზეც თანახმაა,ოღონდ საკუთარი თავის რჩენა მოახერხოს.გასაუბრება ერთ პატარა კაფეში დაუნიშნეს,რამოდენიმე წუთით ადრე მივიდა,მაინც ყოველი შემთხვევისათვის.გარემო მყუდრო და წყნარი აღმოჩნდა.ერთ პატარა ოთახში მხოლოდ სამი-ოთხი მაგიდა თუ იდგა,კაფის მარჯვენა მხარე კი მთლიანად წიგნების უზარმაზარ თაროს ეთმობოდა.თავადაც უამრავი წიგნი აქვს,ბავშვობიდან გიჟდება კითხვაზე.მაგრამ მისი სახლის ბიბლიოთეკა წიგნების ნაკლებობას განიცდიდა.ამ ფაქტს ყოველთვის ძალია განიცდის და დღემდე სჯერა რომ ოდესმე მისი საკუთარი ბიბლიოთეკა ექნება.სადაც დროს საათობით გაატარებს.ფიქრებიდან სანდომიანი ქალბატონის ხმამ გამოიყვანა,მის მოპირდაპირე მხარეს გრაციოზულად რომ დაეშვა და თბილად გაუღიმა.
-გამარჯობა,საყვარელო,შენ ალბათ კესანე,არა?!...ინტერესით იკითხა ქალმა და გოგონას დააკვირდა.
-დიახ,თქვენ კი ალბათ ქალბატონი მარინე ბრძანდებით...ღიმილით მიაგება კესანემაც პასუხი და ქალის მოდევნო კითხვას დაელოდა..
საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა,კესანეს სამსახურში ვერ მიიღებდნენ,რადგან გოგონას არ გააჩნდა საქმის გამოცდილება.რაც არის არის.ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.დღეს თუ არ გაუმართლა,ხვალ გაუმართლებს,ხვალაც თუ არ გაუმართლა მერე თვითონაც არ იცის რა იქნება.ზოგადად კესოც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება,რომლებსაც სუსტი ნებისყოფა გააჩნიათ.ეს მისი ყველაზე დიდი ნაკლია.სახლში ოდნავ იმედგაცრუებული დაბრუნდა,იქ მისულს კი სიურპრიზი დახვდა.მის სავარძელზე მისივე ბავშვობის ალბომით ბატონი გაბრიელი მოკალათებულიყო და ფოტოებს ღიმილით ათვალიერებდა.
-ბავშვობაშიც ასეთი საყვარელი ყოფილხარ...ამჯერად სავარლად გაუღიმა გოგონას და ნელი ნაბიჯით გამოემართა მისკენ.
-რას აკეთებთ ჩემს სახლში,ჩემს დაუკითხავად...არაფრად ჩააგდო მამაკცის სიახლოვე და ყველანაირად შეეცადა ზიზღნარევი ტონი ჰქონოდა.მაგრამ არ იცის რამდენად გამოუვიდა,როდესაც მამაკაცის ტუჩემს ხედავს,გონება ეთიშება,საღი აზრი ეკარგება და ერთადერთი რაც უნდა მათი მოფერებაა.ეს ჯერ კიდევ მაშინ გააცნობიერა პირველად რომ დაინახა მამაკაცის ტუჩები და მას შემდეგ ცდილობს,როგორმე თავიდან ამოიგდოს.მაგრამ როგორია,ყოველდღე ასე საყვარლად გიტრიალებდნენ მსხვილ,ღვინისფერ ტუჩებს და შენ მიდი,გონებიდან წაშალე.მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ეს უზნეო მამაკაცი მაინც რთულად დასავიწყებელი გაუხდა.
-რადგან წინა დღეს ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა,გადავწყვიტე იქნებ ახლა მაინც მოვახერხოთ ერთად გასეირნება.
-არასწორად გიფიქრიათ...სწრაფად შებრუნდა სამზარეულოსაკენ და თან ნავაჭრით სავსე პარკებიც თან გაიყოლა.პარკები მაგიდაზე დაალაგა,შემდეგ კი პროდუქტები მაცივარში შელაგება დაიწყო.წესით ახლა ერთ ამბავს უნდა მართავდეს და ამ ვაჟბატონს სახლიდან აბრძანებდეს,თვითონაც არ იცის როგორ იკავებს თავს,რომ არ გაუხტეს და ერთი მაგრად არ გამოლანძღოს.მაგრამ რატომღაც მისი არ ეშინია.როდესაც გაბრიელის ღიმილს უყურებს,თუნდაც ირონიულს,ისეთი ნდობის განცდა ეუფლება სხვის მიმართ რომ არასოდეს უგრძვნია.ახლაც ისე გრძნობს მის გვერდით თავს თითქოს ვერავინ ვერაფერს დაუშავებს.კარაქი მაცივარში მოათავსა და შემობრუნებული მძიმედ შეეჯახა გაბრიელის სხეულს.ოდნავ შეჰკივლა და ცხვირის ზელვით ახედა მამაკაცს,რომელიც მის ამ ბავშვურ საქციელს კვლავ ირონიული ღიმილით უყურებდა.
-ვერ ვხვდები რა გაცინებთ...გაბრაზებულმა მიუგო მამაკაცს და მისი პასუხს დაელოდა.თან ადგილიდანაც არ დაძრულა.ძალიან სიამოვნებს თბილ სხეულს რომ არის მმიყრდნობილი და სახეზე გაბოს სუნთქვა ეფრქვევა.რატომ უნდა დაკარგოს ეს სასიამოვნო მომენტი?!
-შენს საქციელზე მეცინება. კვდები ისე გინდა ჩემს სიახლოვეს ყოფნა,მაგრამ სიჯიუტეს ვერ გადადიხარ.
-თქვენთან სიახლოვე რომ მდომოდა,თქვენი აზრით რა შემიშლიდა ამაში ხელს?არც არაფერი,ხომ მეთანხმებით.უბრალოდ არ მსურს რომ რაიმე საერთო გვქონდეს.
-ნება შენია, მაგრამ იცოდე,ამ საღამოს აუცილებლად გაატარებ ჩემთან ერთად.თან ფრიად საინტერესო ფინალი მაქვს გეგმებში.
-არსად წამოსვლას არ ვაპირებ,მხოლოდ იმიტომ,რომ ეს თქვენ გსურთ.
-პირველი,გთხოვ თქვენობით საუბარი შეწყვიტე.მეორე,შენ თუ წამოსვლა არ გინდა მე კიდევ ორი გამოსავალი მაქვს.ან ძალით წაგიყვან,ან ახლავე საღამოს ფინალურ ნაწილზე გადავალ,პირადად მე მეორე ვარიანტი მირჩევნია...კესანემ მამაკაცის სიტყვების გააზრება ვერც კი მოახრეხა,გაბრიელის ტუჩები ძლიერად რომ შეეხნენ მის ტუჩებს.ქვედა ტუჩი ჯერ ტუჩებით,შემდეგ კი კბილებით დალაშქრა.ბოლოს,როცა მიხვდა რომ კესანე მალე გონებას დაკარგავდა ფრთხილად მოსწყდა გოგონას ბაგეებს და ჩაიცინა.კესო მაშინ გამოფხიზლდა მამაკაცს ვიღაცამ რომ დაურეკა და ისიც გასასვლელისაკენ დაიძრა.რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა შემდეგ ისევ გამობრუნდა უკან,კიდევ ერთხელ მოსტაცა გოგონას ბაგეებს კოცნა და მისი ბინიდან სიტყვის უთქმელად გავიდა.სახლში კი მაცივარზე აწურული,ჯერ კიდევ გათიშლი კესო დატოვა.ესეც შენი პირველი კოცნა...



№1 სტუმარი darina

Miyvars me ukve es wyvili, kargi iyo.

 


№2 სტუმარი tikacho

კაი ძაან მალეე :*

 


№4  offline წევრი zak

darina
Miyvars me ukve es wyvili, kargi iyo.

tikacho
კაი ძაან მალეე :*

გმადლობთ,რომ კითხულობთ.უღრმე.სი მადლობა

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

magari wyvilia dzaan yochag♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6  offline წევრი salo..))

ჩემი მძიმე და საზიზღარი დღის შემდეგ ეს მოთხრობა სრული ნეტარებაა ^^_^

 


№7  offline წევრი zak

♡EPICLOVE♡
magari wyvilia dzaan yochag♡♡♡

უღრმესი მადლობააააა...აი არ იცით რამდენს ნიშნავს ჩემთვის თითოეული თქვენგანის კომენტარი.გმადლობ.

salo..))
ჩემი მძიმე და საზიზღარი დღის შემდეგ ეს მოთხრობა სრული ნეტარებაა ^^_^

აი ძალიან,ძალიან დიდი მადლობა სეთი კომენტარებისათვის. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent