-15 წამი... -მიყვარხარ.
თეთრი გაცვეთილი კედლების კუთხიდან, დაახლოებით 3 კამერა უთვალთვალებდა ოთახის ცენტრალურ ნაწილს, სადაც ორი ასევე გაცვეთილი თეთრი სავარძელი, ერთმანეთის პირისპირ იდგა. ოთახი სარკმლის გარეშე, შეჭედილი ყუთის იმიტაციას ქმნიდა და მილენას უფრო ანერვიულებდა. სავარძლებზე ორი ქალი იჯდა. მათ შორის განსხვავება ერთი შეხედვითაც თვალშესაცემი იყო. ქერა, უგემოვნოდ ჩათითხნილი მაკიაჟითა და მკაცრი იერით მჯდარი, 45-46 წლის ქალი, ტელეკომპანია "მომავალი"ს ჟურნალისტი, ირენე ნაჭყეპია გახლდათ. ხოლო მეორე 17 წლის, გაწამებული გამომეტყველებით, ჩახვეული, გრძელი, წელამდე შავი თმით, რომელიც უსწორმასწოროდ დაეწნა და მხარზე სქლად ჩამოეგდო, თეთრი ფორმით და უძიროდ ლურჯი თვალებით. ეს მილენა დევდარიანი იყო. მის თვალებში ერთდროულად იკითხებოდა შიში, ზიზღი, სიძლიერე, ნებისყოფა და ტკივილი, რაც უფრო და უფრო ალამაზებდა მისგან გამომკრთალ ცისფერ შუქს. დაღლილობის მიუხედავად სილამაზე არ დაჰკარგვია. გულ-მკერდი ამ ყელამდე შეკრულ ფორმაშიც კი მიმზიდველი ჩანდა. ჟურნალისტი შურით ათვალიერებდა გოგონას და ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა. როგორც იქნა ირენემ ლაპარაკი დაიწყო. მილენა თითქოს არ უსმენსო, მოპირდაპირე კედელს უყურებდა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. -მაშ ასე მილენა მე ირენე ვარ. მინდა რაღაც მიამბო. ვიცი ეს ყველაფერი შენთვის რთული გასახსენებელია, მაგრამ იმისთვის რომ შენი დახმარება შევძლო უნდა გაიხსენო. -ჩემი დახმარება შეძლოთ? წამსვე გამოფხიზლდა გოგონა და ჟურნალისტს თვალი თვალში გაუყარა. -ჩემი დახმარება არავის შეუძლია. ჟურნალისტმა ნერვიულად გადახლართა თითები ერთმანეთში. -ცდები მილენა. არის ერთი ადამიანი რომელსაც შენი დახმარება შეუძლია. ამისთვის კი უნდა დამტკიცდეს, რომ შენი მონაყოლი სიმართლეა. -მე სიმართლეს ვამბობ, თუმცა ამის დამტკიცებით რა შეიცვლება? დროს უკან დააბრუნებთ? თუ აქედან გამიშვებთ? ზიზღით ლაპარაკობდა მილენა. -ბატონი დამიანი აქედან გაგიყვანს, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყო, რომ ეს შესძლოს. -ვინ არის ბატონი დამიანი? -შენ მას არ იცნობ, თუმცა მალე გაიცნობ. რა მიზნით გეხმარებათ მე ეგ ინფორმაცია არ მაქვს. -მაშინ რატომ ეხმარებით? -პასუხი ადვილია. მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ. მოკლედ მე მევალება შენი მონაყოლი ჩავიწერო, დანარჩენს დეტექტივი ილია მჭედლიშვილი მიხედავს. -თავი ფილმის გმირი მგონია. ნერვიულად ჩაიცინა გოგონამ. -შენ რაც გადაიტანე, იმასთან საშინელებათა ფილმის სიუჟეტი იოლი ასატანია. -რა შედარებაა. ცინიკურად ჩაილაპარაკა მილენამ და სავარძლიდან ადგომა დააპირა, მაგრამ ირენემ ხელით ანიშნა იჯექიო. -მილენა ამას ბატონი დამიანი შენს სასიკეთოდ აკეთებს, მერწმუნე ღირსეული კაცია და ცუდი მიზნები არ აქვს. -როგორ დავუჯერო ქალს რომელიც ფულის სანაცვლოდ იმას აკეთებს რაც არ იცის სხვებს რა ძვირად დაუჯდება. -არა დამიჯერე, უბრალოდ დამიჯერე და ნახავ როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ შენი ცხოვრება. -სხვა არჩვანი არ მაქვს, არც დასაკარგი მაქვს რამე. -კარგია თუ მიხვდი, რომ არაფერს დაგიშავებთ. -მე თქვენ ვერაფერს დამიშავებთ. ფეხზე წამოდგა გოგონა და ერთ-ერთი კამერის წინ აისვეტა. -პირველ რიგში კამერები გამორთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერსაც არ ვიტყვი. ამბობდა მილენა და კამერებს თვალს არ აშორებდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ უთვალთვალებდა კამერების შასუალებით, არც აინტერესებდა. -იცი კამერები საჭიროა, რომ ილიამ შენი მონაყოლი მოისმინოს. მილენა მობრუნდა და ქალს დაჟინებით მიაჩერდა. -თქვენს მონაყოლსაც დასჯერდება. კამერები გამორთეთ და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, თქვენ მხოლოდ ჩემი დახმარების მიზნით არ აკეთებთ ამას, სხვა ინტერესები გამოძრავებთ, არ ვამბობ რომ ამ ინტერესის ობიექტი მაინც და მაინც მე ვარ, ჩემგან მხოლოდ მიმართულებას ეძებთ, რომ გზას დაადგეთ. ირენე მშვიდად უსმენდა 17 წლის ბავშვს და აოგნებდა მისი გამჭრიახი გონება. ბევრი სხვა გოგო ან ბიჭი, ვერ გაუძლებდა იმას რაც მილენამ გადაიტანა. -კარგი კამერებს გამოვრთვთ. -მომწონს როდესაც მიჯერებთ. მილენას კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე. "არ შემიძლია ადამიანს ვუწოდო ცხოველი... ცხოველს ამხელა შეურაწყოფას ვერ მივაყენებ." -გოგონა სავარძელში მშვიდად იჯდა და ლაპარაკობდა, ირენე კი ნერვიულად დააბიჯებდა ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე. -მე, მილენა დევდარიანი დავიბადე ქალაქ თბილისში, არფერი განსაკუთრებული ბავშვობის ტრამვა არ გამაჩნია, მეტიც, ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თუმცა მალე დასრულდა. დედა 12 წლის ასაკში დავკარგე და მამაც მასზე ნერვიულობას გადაჰყვა. მოკლედ ორივენი ერთწელს გარდაიცვალნენ. მე საცხოვრებლად ბიცოლასთან და ბიძიასთან გადავედი, მათშვილი არ ჰყავდათ და თბილად მიმიღეს. გადავწყვიტე სწავლა კოლეჯში გამეგრძელებინა ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, თუმცა ერთ-ერთთან ძალიან დავმეგობრდი. -ლილიანა გეჯაძე. ალბათ მას გულისხმობ. -კი ლილიანი ჩემი დღის განუყოფელი ნაწილი გახდა, სულ ერთად ვიყავით. თუმცა ერთ დღს უკვალოდ გაქრა. არც კოლეჯში გამოჩენილა, არც დაურეკავს. ძალიან ვღელავდი, უყურადღბოთ არასდროს მტოვებდა. -მერე? მერე რა მოხდა? მოუთმენლობა აღებეჭდა სახეზე ჟურნალისტს. -მერე გადავწყვიტე სახლში მივსულიყავი მასთან და გამერკვია რა მოხდა. როდესაც ლანა დეიდამ, დედამისმა კარები გამიღო, არაფრის თქმა არ დამაცადა მკითხა ლილი სად არისო. გავოცდი, მე საიდან უნდა მცოდნოდა სად იყო. ვუპასუხე რომ არ ვიცოდი მე თვითნაც ვღელავდი და ამბის გასაგებად მივედი, რადგანაც კოლეჯში დიდი ხანია არ გამოჩნილა. -მილენამ თხრობა შეწყვიტა და რაღაცაზე ჩაფიქრდა. -მილენა! შემდეგ რა მოხდა? გააგრძელე... -მერე ლანა დეიდას გული წაუვიდა, ნერვიულობისგან არ მახსოვს სახლში როგორ შევიყვანეთ მე და ბიძია ლევანმა. -ლევან გეჯაძე ლილიანას მამა. -კი ლილის მამა. ლილის სახლში უთქვამს რომ ჩემთან ერთად აგარაკზე მიდიოდა და ერთი კვირით აპირებდა დაჩენას. მას შემდეგ 4 დღე იყო გასული . პოლიციას შევატყობინეთ, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. რადგანაც ისინი ვერაფერს ახერხებდნენ გადავწყვიტე მე თვითონ მომეძებნა. ყველა ჩვენს მეგობარს ვთხოვე დახმარება, თუმცა უარზე იყვნენ. ამბობდნენ რომ ლილიანას წასვლა თავად უნდოდა და არც ის იცოდნენ სად შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოსდაბოლოს უმნიშვნელო ინფორმაცია მოვიპოვე, თუმცა ამ ინფორმაციამ მომავალში ძალიან დიდი სამსახური გამიწია. -რა ინფორმაცია? -კოლეჯის დარაჯმა მითხრა, რომ იმ დღეს ლილი ჩვეულებრივზე ადრე მივიდა კოლეჯში, ამ დროს სასწავლებელში თითქმის არავინ იყო, ლილი კი კარებთან იცდიდა. დარაჯმა ჰკითხა ასე ადრიანად მისვლის მიზეზი თუმცა არ უპასუხა. ცოტა მოგვიანებით კაცმა დაინახა, რომ სასწავლებლის წინ შავი BMW გაჩერდა, იქედან მაღალი, შავგრემანი ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა, გრძელი თმით, ლილის გადაეხვია, ორივენი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ფაქტია მას შემდეგ ლილი კოლეჯში არ გამოჩენილა და არც არავის უნახავს. პოლიცია უშედეგოდ ეძებდა, არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჰქონდათ და საქმესაც ზერელედ უყურებდნენ, ამ ყველაფრის მოყოლას მათთვის აზრი არ ჰქონდა ამიტომ მე თვითონ უნდა მემოქმედა. ქალბატონ ლანას დავურეკე და ვთხოვე ჩემთვის ლილის ოთახის დათვალიერების უფლება მოეცა, რაზეც რათქმაუნდა თნხმობა მივიღე. ყველაფერი კი აქედან დაიწყო. * * * ვარდისფერ ოთახში, მზის სხივები უმისამართოდ დაეხეტებოდნენ. ლილიანას სუნამოს სუნი მთელს ოთახში მკვეთრად იგრძნობოდა. საწოლი კოხტად და სუფთად იყო გასწორებული, ერთი ნაკეციც კი არსად სჩანდა. საწოლის პირდაპირ კედელთან მაგიდა იდგა, მასზე რამდენიმე წიგნი, ფურცლების დასტა და საფანქრე ბოქსი იდო. მილენამ მაგიდის უჯრები სათითაოდ დაათვალიერა, მაგრამ საინტერესო ვერაფერი იპოვა. მისი ყურადღება მეორე კედელთან დადგმულმა ტანსაცმლის კარადამ მიიქცია, რომლის კარებიც ნახევრად ღია იყო. მიუახლოვდა და ფრთხილად გააღო, თუმცა ტანსაცმლის გარდა ვერაფერი იპოვა. ის ის იყო ოთახიდან გამოსვლას აპირებდა, როდესაც მისი ტელეფონი აწკრიალდა. -ალო! -მილა სად ხარ? -ლილისთან ვარ ბიცოლა. -კოლეჯიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გუშინ არ მისულხარ, დღეს კი ლექციების დაწყებამდე წამოხვედი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? * * * მოკლედ ესეც ჩემი უბადრუკი ახალი ფიქრები. P.S ბაიკერი ლინდას მკითხველებ ძალიან დიდი ბოდიში ჩემი უპასუხისმგებლო საქციელისთვის, გამლანძღეთ, დამწყევლეთ, მცემეთ, მაგრამ რა გავაკეთო ვერ ვაგრძელებ ჯერჯერობით მაინც. მაპატიეთ და იმედი მაქვს ახალი მოთხრობა დაგაინტერესებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.