დაუნდობელი (5)
-როგორი გაგიკეთოთ?...ფართუკმოფარებულმა მამაკაცმა ზრდილობიანად მიმართა კესოს და ოდნავ შესამჩნევად ჩაუღიმა. -ჩვეულებრივი...კესომაც ღიმილი მიაგება მამაკაცს და გაბრიელს ბიუბრუნდა,რომელიც აშკარად ეჭვისთვალით უმზერდა მზარეულს,რომელიც ხელების სწრაფი მოძრაობით კეჩუპს სალათის ფურცლებზე ასხავდა. -გაბრიელ შენ როგორს შეჭამ?..ინტერესით შეხედა კაცს კესანემ და გასხივოსნებული მაზერა შეავლო შაურმას. -მე ხახვის გარეშე გამიკეთე...მიმართა გაბომ მამაკაცს,რომელიც კვლავ დიდი მონდომებით უღიმოდა კესოს.ცოტა არ იყოს ამ ფაქტმა გააბრაზა,ვერ შეეგუა იმ ფაქტს რომ კესოს მის გარდა სხვა ვინმეც შეხედავდა,მის გამოყვანილ ფორმებს მიაჩერდებოდა.კიდევ კარგი ყველაფერს მალე მორჩნენ,თორემ გაბოს მუშტი გარანტირებული ჰქონდა საწყალ ლაშას,რომელიც დიდი სიხარულით გაეცნო მათ.გემრიელად ილუკმებოდა კესო და თანთვალებს ნაბავდა.მისი შემხედვარე გაბრიელი კი ღიმილს ვერ იკავებდა და ვერც თვალს აშორებდა გოგონას.კესოს კი ახლა მხოლოდ გემრიელი შაურმა ახსოვდა,და მისით მთლიანად განცხრომას მისცემოდა.მერე მიხვდა რომ ცოტა უზრდელურად იქცეოდა და გაბრიელს დარცხვენილი მზერით ამოჰხედა.მის ღიმილს რომ წააწყდა გაბრაზდა,ამიტომ დაუფიქრებლად დაუსვა კითხვა. -რა დაინახე სასაცილო?! -შენი შემხედვარე,ღიმილს ვერ ვიკავებ,ახლა ძალიან საყვარელი ხარ. -შენ კი სულაც არ ხარ საყვარელი.ისე მაგ შაურმის ჭამას არ აპირებ?...მის კითხვაზე ერთი კიდევ ჩაიცინა კაცმა და შაურმა გაუწოდა.კესომაც დიდი სიხარულით გამოართვა იგი მამაკაცს და მალობის ნიშნად ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.შემდეგ კი გემრიელად ჩაკბიჩა გაბრიელის წილი შაურმა... დიდხანს არ უსეირნიათ,ვინაიდან და რადგანაც კესო მცივანაა მალე შესცივდა და იძულებულები გახდნენ სახლისაკენ წასულიყვნენ. სახლიდან არც ისე შორს იყვნენ როცა გაბრიელი უეცრად შეჩერდა. -ლამაზო,სიგარეტს ვიყიდი და მოვალ კარგი?,არსად წახვიდე,მალე დავბრუნდები...ეს უარყოფითი თვისება უკვე კარგა ხანია აღმოჩენილი აქვს კესოს და ძალიანაც უწყრება.ვერ იტანს სიგარეტის სუნს,გულს ურევს და თავს ატკიებს.გაბრიელმაც როდესაც ეს შეამჩნია პირობა დადო რომ თავის დანებებას შეეცდებოდა,ან მაშინ არ გაეკარებოდა,როდესაც კესო მის გვერდით იქნებოდა.კარგა ხანს ელოდა გაბოს მაგრამ არა და არ ის არა და არ ჩანდა .უკვე ეშინია. -გიო,ნახე აქ რა განძი აღმოვაჩინე...ტანში გასცრა როდესაც უკნიდან ამაზრზენი ხმა შემოესმა.შებრუნება არ უნდოდა,იცოდა რომ ცუდი ამბავი დატრიალდებოდა.ბოლოს როგორც იქნა შებრუნდა უკან და მის წინ მდგარ ორ ახმახ სხეულს. -მართლაც რომ ნამდვილი განძია...ახლა მეორემ ამოიღო ხმა და გოგონასაკენ დაიძრა.კესომაც ნელ-ნელა უკან სვლა დაიწყო რომ უეცრად ვიღაცას შეეჯახა.შეშინებული შებრუნდა უკან და გაბრიელს რომ მოჰკრა თვალი ამოისუნთქა და მთელი ძალით ჩაეხუტა მამაკაცს. -მეგობარო რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს?..ერთ-ერთმა ღვარძლიანად მიმართა გაბრიელს და მის გაცოფებულ სახეს დააკვირდა. -მემგონი გაბრაზდააა...ახლა მეორემ ჩაიცინა ირონიულად და გაბრიელზე მიწებებულ გოგონას დააკვირდა...მეგობარო,იქნებ ერთი ღამით ჩვენც დაგვითმო ეს მშვენიერება?,დამიჯერე ვასიამოვნებთ...ისევ გესლიანად ამოთქვა კაცმა.ეს გაბრიელისათვის უკანასკნელი წვეთი იყო.შეშინებული კესო ფრთხილად მოიშორა მკერდიდან და მათკენ გაემართა.ჯერ ერთს მოჰკიდა მაისურში ხელი და მეორე მუშტი სახეში უთავაზა.შემდეგ კი ძირს დააგდო და ზემოდან მოექცა.კესო ამ ყველაფერს აკანკალებული უყურებდა.მერე ყრომ ვეღარ გაუძლო ხელები სახეზე აიფარა და დამშვიდება სცადა.ოდნავ გამოუვიდა მაგრამ გაბრიელის ყოველი დარტყმისას მამაკაცთა ამოშვებული ტკივილნარევი ბგერები უკვე ძალიან თრგუნავდა.ასეთ სისასტიკეს ვერ აიტანდა გაბრიელისაგან.ამიტომ სწრაფად მივიდა გაბრიელთან და მისი დაწყნარებას შეეცადა.როგორც იქნა მოახერხა და სიკვდილის პირას მისული კაცი ხელებიდან გამოსტაცა.მერე კი ძლიერად ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო.თითქოს დაავიწყდა კიდეც ის დაუნდობელი მებრძოლი,რომელმაც ალექსანდრე ცემა,მაგრამ ახლა ყველაფერი გაახსენდა.მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი იმსახურებდა საკადრისი პასუხის გაცემას,ალექსანდრესაგან მსგავს საქციელს არ მოეწონა.მისი ასეთ ასპექტში წარმოდგენა უჭირსა და თან გულის სიღრმეში დიდ ტკივილს აყენებს,ძალიან დიდს.ცოტა რომ დამშვიდდა მამაკაცს ახედა რომელსაც ქვედა ტუჩი გასკდომოდა,წარბიდან კი სისხლი სდიოდა.ამაზე მთლად გადაირია.აღარ ახსოვდა არც ერთი მისი ნაცემი ადამიანი ისე ანერვიულა მისმა თუნდაც მცირე ჭრილობამაც კი.სწრაფად წაიყვანა სახლში.გაბრიელი მისაღებში დააჯინა და თვითონ სწრაფად გამოიტანა პირველადი დახმარების ყუთი.ფრთხილად დაიწყო მამაკაცის წარბის დამუშავება და როცა მისი დამანჭული სახე შეამჩნია მის წარბს ტუჩები მიუახლოვა და სულის ბერვა დაუწყო.ფრთხილად და აუჩქარებლად უბერავდა სულს,მერე ტუჩის დამუშავება დაიწყო.ამ ტუჩებმა ჯერ კიდევ მაშინ გააგიჟეს პირველად რომ დაინახა მამაკაცი,ახლა კი მის ღვინისფერ ტუჩებს თავისი თითებით ეხება და უცებ მათი მოფერების სურვილი იმდენად დაეუფლა რომ დაუფიქრებლად მიიწია გაბრიელისაკენ და ამჯერად თავად აკოცა მამაკაცს.მიიუხედავად ტუჩის ტკივილისა კოცნაში გაბრიელიც აჰყვა და გოგონას გრძელ და ფაფუკ თმებში თავისი თითები ახლართა.კესოს სხეული ხელის მარტივი მოძრაობით მოათავსა თავის კალთაში და ახლა უფრო თავდავიწყებით აკოცა გოგოს.მერე კბილები შეუნაცვლა მას და ახლა კბილებით დაიწყო მისი ბაგეების დაპყრობა.ხელი სიტერის ქვეშ შეუცურა და მარტივად გადააძრო.შემდეგ უფრო მოხერხებულად დაიჭირა გოგონას სხეული და საძინებლისაკენ გაიყვანა.შარვლის შესაკრავსაც დასწვდა და ისიც მარტივად მოაშორა გოგონას სხეულს.შემდეგ საკუთარ მაისურს დასწვდა და მარტივად მოიშორა სხეულიდან,თან კესოს მინაბულ თვალებს უყურებდა და მისი სხეულის ფორმების ცქერით ტკბებოდა.უფრო მოხერხებულად მოეწყო კესოს სხეულის ზემოდან და თვალებში ჩააჩერდა.არ ვიცი რა ამოიკითხა გოგონას თვალებში,შიში ან შეიძლება მერყეობა შეინიშნებოდა მასში,მაგრამ უბრალოდ საფეთქელზე აკოცა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.შემდეგ ძლიერად მოეხვია მას და თავი მის კისერში კომფორტულად მოათავსა.ცოტა ხანში კი მძინარე კესოს თმებში ხლართავდა თითებს და მათი სურნელით ტკბებოდა.როდესაც დარწმუნდა რომ გოგონას ღრმად ეძინა ფრთხილად წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.ახლა აქ რომ დარჩენილიყო და გოგონას ნახევრად შიშველი სხეულისათვის ეყურებინა თავის შეკავებას ვერ შესძლებდა და შეიძლება ისეთი რამ ჩაედინა რასაც სააკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებდა.გოგონას შუბლზე ფრთხილად აკოცა,შემდეგ საბანი ამოუკეცა და სახლი უხმაუროდ დატოვა.მეგობარს გადაურეკა და შეხვედრა სთხოვა,რაღაც საქმეები დარჩა მოსაგვარებელი. -ალო,ბექა,მე ვარ გაბრიელი... -ხო,გაბო,რამ შეგაწუხა?..ინტერესი იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. -მობილურით სასაუბრო თემა არ არის,ნიკას კლუბში შემხვდი,კარგი? -რა პრობლემაა,ხუთ წუთში მანდ ვარ... საუბარი დაასრულა და ბინის მოშორებით მდგარი ავტომობილისაკენ გასწია.მისთვის რომ გეკითხათ სწრაფად არ დადიოდა,მაგრამ ფაქტი სახეზეა,ნახევარი საათის სავალი გზა ათ წუთში გაიარა და მალე მეგობრის კლუბში იყო.როდესაც შენობაში შეაბიჯა მაშინვე იგრძნო ნაცნობი სურნელი და სიამოვნებისაგან ოდნავ ჩაეღიმა.სიგარეტი თავადაც ამოაძვრინა ჯიბიდან და როგორც კი ნიოტინის დანაკლისი შეუვსო ორგანიზმს,მაშინვე სასიამოვნოდ დაეხვა თავბრუ.ყველანაირად ცდილობს კესანეს გულისთვის შეიცვალოს,იცის რომ გოგონა საამისოდ ძალიან სუსტი და გამოუცდელია,ვერ დაუშვებს რომ მისი უზნეო საქციელის გამო კესანეს რამე დაემართოს,მაგრამ რა ქნას რომ ეს ყველაფერი სისხლში აქვს გაჯდარი.პატარაობიდან ასე იზრდება,ხულიგნად და მებრძოლად.ის პატარა გოგო კი ყვველაფრის შეცვლის სურნელს უჩენს.როცა მის გვერდით არის თავი ყველაზე დიდი არამზადა ჰგონია,რადგად კესოს ფაქტიურად განტევების ვაცად იყენებს.მის გვერდით ის პატარა და უცოდველი გოგონა ნამდვილი ანგელოზია და სწორედ ამის გამო არ შეუძლია კესოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.ცოტას საუბრობს,რადგან არ უნდა იგი შეაშინოს.მაგრამ მის ტუჩებს რომ ეხება ყველაფერი ავიწყდება,სინდისის გრძნობასთან ერთად და მხოლოდ ამ პატარა გოგოს საბოლოოდ დასაკუტრებაზე ფიქრობს...ფიქრები გაუგრძელდა.სწორედ ამ დროს შენიშნა იქვე,ბარის კუთხეში მჯდომი ბექა,რომელიც ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს და აშკარად მოუთმენლად ელოდა გაბრიელს. -გამარჯობა ბექა,როგორ ხარ?დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრილვართ...გულღიად მიესალმა მამაკაცს გაბრიელი და კადაკოცნა. -სალამი გაბრიელ.მე კარგად ვარ,შენ რას შვები?რა არსი ახალი და საინტერესო,რამ შეგაწუხა?! -ისეთი არაფერი,ერთი კონტრაბანდისტია,ხელს მიშლის საქონლის შემოტანაში,როგორც იცი საქონელი სასამართლოს ნებართვით შემომაქვს,მას კი ამან დიდი პრობლემა შეუქმნა,რამოდენიმე კვირის წინ შევხვდი კიდეც მას,ცოტა წავიკამათეთ,საქმე გართულდა,მაგარი შარიანი ვინმე ყოფილა,ვერაფრით ვერ მოვიშორე მინდა მის მოშორებაში დამეხმარო,მაგრამ ერთი პრობლემაა...ჩემს ცხოვრებაში ერთი გოგოა,არ მინდა მის შესახებ რამე გაიგონ...აბა,დამეხმარები?! -როგორც შენი ნასაუბრებიდან მივხვდი,არც ისე რთული საქმეა,შენ უფრო გოგონაზე ღელავ,ხომ მართალი ვარ...ბექა გამომცდელად მიაჩერდა გაბრიელს და მის პასუხს დაელოდა. -ხო,იცი...ის არ არის მსგავს რამეს ჩვეული,ზედემტად რთულია მისთვის მსგავს რამესთან შეგუება. -კარგი,აზრზე ვარ,აუცილებლად დაგეხმარები გაბო,შენ სახელი მითხარი და მე ყველაფერს გავარკვევ,ხვალ მე შეგეხმიანები. -ირაკლი დვალი,არ ვიცი გსმენია თუ არა. -კი,კი ვიცი აუცილებლად გაგირკვევ. -მადლობა,ძმახარ,კარგი ნახვამდის. საქმე მოგვარებულია,ახლა უკვე კარგ ხასიათზეა და შეუძლია იმ სიურპრიზზე იზრუნოს რომელსაც უკვე კარგა ხანია გეგმავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.