შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (ნაწ2)(8)


5-11-2015, 23:46
ნანახია 3 212

*****
-მომილოცეთ! ცოლი ხელმეორედ მოვიყვანე!-დაიყვირა ნიკუშამ და გადახედა სახეაწითლებულ ნიაკოს, რომელსაც მორცხვად ჰქონდა თავი დახრილი, თითქოს რაღაცაში გამოიჭირეს და ერიდებოდა.
-მამიკო!-მაშინვე გამოიქცა ოთახიდან მარიამი და შეახტა მონატრებულ მამას. ნიკუშა ემოციებისგან გასკდა კინაღამ, როდესაც საყვარელი პატარა შვილი დაინახა. ჩაეხუტა ძალიან მაგრად და დაუკოცნა დიდი ლოყები.
-მამას გოგო! როგორ მომენატრე მა..
-მეც მამიკო! ხო აღარ წახვალ?-უფრო მაგრად ჩაეხუტა მარიამი ნიკუშას. მეგობრები სიხარულით წამოდგნენ ფეხზე და მივიდნენ შერიგებულ წყვილთან.
-აუ, ნიაკო მართლა? როგორ გამახარე!- გამოხატა ემოცია ანამ და ჩაეხუტა
-ანა, თითქოს პირველად შექმნეს ოჯახი რა გჭირს,-სიცილით უთხრა ცოლს დათუნამ. ყველა სათითაოდ ჩაეხუტა და მიულოცეს შერიგება. რა თქმა უნდა, როგორც სჩვევიათ მეგობრებს ამჯერადაც გადაწყვიტეს აეღნიშნათ.
-მოკლედ რა! ამათ ოღონდ დაალევინე მეტი არაფერი უნდათ,-დაიწუწუნა ანამ
-კაი გოგო! მართლა აღსანიშნი ამბავია რა,-სიცილით უპასუხა ელენემ და ვატოსკენ გააპარა მზერა, რომელიც ნიკუშას ღიმილით ელაპარაკებოდა.
-ჰე, ნი მოყევი ეხლა რა..-დაიწყო ანამ, როდესაც გოგოები სამზარეულოში შეიკეტნენ „სუფრის“ მოსამზადებლად.
-კაი, რა უნდა გითხრათ. ისეთი არაფერი. აი, საერთოდ არ გვილაპარაკია იმ შემთხვევაზე. რა უნდა გველაპარაკა? ორივეს სახეზე გვაწერია ყველაფერი. თან ელენ, შენი რჩევებიც გავითვალისწინე,-ნიშნისმოგებით გახედა მეგობარს ნიაკომ
-ოხ, ამან რა გირჩია გაფიცებ თავისი თავისთვის ვერ ურჩევია ვერაფერი,-გაიცინა ანამ
-ო, ანა! გველი გამიზრდხარ,-აჰყვა სიცილში ელენე,-კაი, ხო მოყევი ეხლა ნია დროზე!
-კაი, ხო იცი ვერ ვიტან ნიათი რომ მომმართავ,-წარბები შეკრა ნიაკომ და გააგრძელა მოყოლა,-ნუ, არაფერი ავედით მთაწმინდაზე და არ იყო საჭირო ზედმეტი არაფერი რა. ორივეს სახეზე გვაწერია, რაც გვინდოდა ამიტომ ზედმეტების გარეშე შევრიგდით!
-აბა რა! ეგრეც უნდა ყოფილიყო ხომ იცი! ძალიან მაგრა გამახარეთ მართლა,-გაუღიმა ელენემ მეგობარს და კარტოფილის გათლა დაიწყო.
-შენ როდის უნდა გაგვახარო ერთი ძაააააან მაინტერესებს,-მკაცრი სახით შეხედა ანამ ნემსაძეს
-აი, როდესაც სიტყვების გაწელვას თავს დაანებებ და მიხვდები, რომ ბევრ სიტყვაში მხოლოდ ერთი ხმოვანია და არა ათი მაშინ!-ენა გამოუყო დაქალს და გაიცინა ელენემ
-აუ, ჩემი შენ გითხარიო მწარე!-არ დააკლო ანამ. ამ დროს ვატომ შემოაღო სამზარეულოს კარები და პარკებით დატვირთული შემოვიდა.
-ვაუ, ვახტანგ როდის მოასწარი ეგ ყველაფერი?-შესძახა ანამ
-აი, მაშინ თქვენ რომ შეიკეტეთ და საყვარელი ადამიანების გაჭორვა დაიწყეთ,-უპასუხა ვატომ. ელენე წამოწითლდა და აარიდა სახე ვატოს.
-რა სისულელეა!- შეიცხადა ანამ
-კაი, რა. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხართ ეს გოგოები,-თვალი ჩაუკრა ანას და გაღიმებულმა დატოვა ოთახი
-აუ, ისეთი ხომ არაფერი არ მითქვამს?-შეწუხდა ელენე
-ისეთი? ნეტა რამე გეთქვა. გასაგებია რომ კბილები ადამიანს იმისთვის აქვს ენას დააჭიროს, მაგრამ შენ აშკარად ზედმეტები მოგდის,-დასცინა ანამ ელენეს
-ამან რამე დალია?-ჰკითხა ნიაკომ ელენეს
-რავიცი მე! ცოტაც გავუძლოთ და გააჩენს თუ არა მაშინვე ამოვადენ ამ 9 თვეს ყელში,-უთხრა ელენემ ნიაკოს და ანას მუშტი დაანახა.
-არა, რა! ისევ ჩემი საჩალიჩოა ყველაფერი,-წაიბურდღუნა ანამ და სალათის მომზადება დაიწყო.

ამასობაში ბიჭები მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ, ბავშვები კი ტელევიზორში მულტფილმებს უყურებდნენ.
-ბიჭო, მოყევი ეხლა რა ხდება,-ჰკითხა ნიკუშას დათუნამ
-რავი, ტო. კარგად ვარ ხომ ხედავთ,-უპასუხა ნიკუშამ
-კი, გეტყობა. წონაზე აისახა ყველაფერი,-გააწყვეტინა ვატომ და გაიცინა
-ხო, 7 კილო მაქვს მომატებული. მალე ჩვეულებრივი ოღრაში ბიძია ვიქნები დათუნას მეორე შვილისთვის,-არ ჩამორჩა ხუმრობაში ნიკუშა
-ე, ბიჭო დაამთვრებინე ადამიანს,-შეიცხადა კოტემ,-ნიკუშ, რაო რა გითხრეს?
-რაო და შენო კაი ბიჭი ხარო, მონდომებული ყოფილხარო მაგრამო მაინცო ჩაიტარე ხოლმე რეაბილიტაციის კურსიო, იმიტო რო მაინც აფრენო-სიცილით მიუგო ნიკუშამ
-ამას ხო სერიოზულად ვერ დაელაპარაკები,ტო..-ხელი აიქნია კოტემ და ბავშვებს გახედა, რომლებიც დიდი ინტერესით უყურებდნენ ტელევიზორს.
-მიხარია ეგრე, რომ ამბობ და თვლი, რომ უნდა გააგრძელო და ბოლომდე მიიყვანო საქმე,-მშვიდად უთხრა დათუნამ ნიკუშას.
-მეც მიხარია და როგორ მიკვირს ხო აზრზე ხარ?ფუ, იმენა მეზიზღება ჩემი თავი იმ ყველაფრის გამო რასაც დავაკდლი,-დანანებით თქვა ნიკუშამ
-კაი, არაუშავს ჯერ ყველაფერი წინ გაქვს ხომ იცი,-თვალი ჩაუკრა დათუნამ მეგობარს.
-კი, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა! შენ თუ გგონია ჩამოგრჩები და მეც არ მეყოლება მეორე ძაან ცდები. გილოცავ, მეორე ბალღს. მაგრა გამისწორდა გასუქებული ანა რო დავინახე,-გაიცინა ნიკუშამ
-კაი ბიჭო ეგ არ გააგონო იმენა ზედმეტ კილოგრამებს მისტირის..-ჩაერთო ვატო
-გავაგონე უკვე და დამემუქრა,-გაიკრიჭა ნიკუშა
-ხო ხედავ დროს ფუჭად არ ვკარგავ, ზოგიერთებისგან განსხვავებით.-უპასუხა დათუნამ და გადახედა ვატოს
-რა გინდა ბიჭო ჩემგან?-გაიკვირვა ვატომ
-ელენესგან გადმოგედო თავის გამოშტერებები?- ცივად კითხა კოტემ
-ვახტანგ, მეგობარო! დიდი დრო გავიდა მგონი, მგონი რაღაც ეტაპამდე უნდა მისულიყავი და მგონი უკვე დროა, რაღაც სახელი დაარქვა ურთიერთობას, არა?- უთხრა დათუნამ
-ოჯახი არ გინდა?-კითხა ნიკუშამ დასერიოზულებული სახით
-კი, როგორ არ მინდა.
-მერე...??
-რა მერე? შენ ეგრე ადვილი გგონია ხომ? გაინძერი ცოტა აქეთ-იქეთ და ეგაა,-თვალი ჩუკრა ნიკუშამ.
-ვატოს დაბადების დღეა ზეგ და ვნახოთ, რა!
-ამისმა „ვნახოთმა“ ვერ მომინელა იმენა,-ჩაიბურტყუნა კოტემ. ამ დროს გოგონები გამოვიდნენ თეფშებით ხელში და გაშალეს სუფრა.

ვატო აკვირდებოდა ელენეს, როგორ დაფუსფუსებდა და როგორი სიზუსტით და სილამაზით დებდა ყველამაგიდაზე. გულში ეღიმებოდა და წარმოიდგენდა, რომ მის სახლში ყველაფერი იქნებოდა ასიანზე! არა ათასიანზე და მოუნდა. ძალიან მოუნდა მისულიყო და დალაპარაკებოდა. ეთქვა ყველაფერი იმ წუთას, რასაც გრძნობდა მის მიმართ,მაგრამ გაუბედაობამ და შიშმა იმისა, რომ ესე არ იქნებოდა ყველაფერი თავისი ქნა. წამოდგა და აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. რამდენიმე წუთის მერე ელენეც გავიდა აივანზე და დაუდგა ვატოს გვერდზე.
-რა კარგია არიან,არა?
-ნია და ნიკუშას ამბავი?
-ხო, აბა?
-მე მეგონა ახლა ეს წუთი იგულისხმე,-გაუღიმა ვატომ და ახლო მიიწია ელენესთან.
-არა, ნია და ნიკუშა ვიგულისხმე..-დააკონკრეტა ელენემ. ვატო უფრო ახლოს მიიწია და კისერში იგრძნო ელენემ თბილი სუთქვა. აკანკალდა, ისე როგორც სულ პირველად, როდესაც ვატო შეეხო.
-ნეტა, ჩვენ რომ შევრიგდებით ესე გაუხარდებათ?-ჩასჩურჩულა ვატომ ყურში დაბნეულ ელენეს, რომელიც ამ შეკითხვაზე შეხტა და უფრო მეტად დაიბნა.-ნეტა, ბევრს გაუხარდება ჩვენი ამბავი?
-რომელი ამბავი?-დაბნეულობის გადაფარვა სცადა ელენემ
-ოხ, ელენე! როგორ გიყვარს თავის გასულელება და თემის გადატანა..-გაიღიმა ვატომ და ახლა, უკვე ჩაეხუტა. იდგა ელენე აივნის მოაჯირთან, უყურებდა ბინებში ანთებულ სინათლეებს და ვერაფერს ფიქრობდა. ვატომ შემოხვია ხელები მუცელზე და თავი კისერში ჩაუდო. იდგნენ ასე ჩუმად და ისმენდნენ ერთმანეთის სუთქვას, გაათასმაგებულ გულისცემას და არც ერთი არაფერს ამბობდა. ამ დროს კარი გაიღო და პატარა ვატო გამოვარდა აივანზე.
-დე, მა!-დაუძახა მშობლებს ბავშვმა. გამოფხიზლდა ორივე და ღიმილით შეტრიალდნენ შვილისკენ.
-რას შვებით, მამიკო?
-რას ვშვებით მა და დედას ვსუნთქავ,-სიცილით უთხრა ვატომ და შვილი ხელში აიყვანა. ელენეს ამაზე გაეცინა და პატარას აჩეჩილი ტანსაცმელი გაუსწორა.
-ეგ როგორ, მა?
-როგორ მამიკო და აი ასე,-უთხრა ვატომ შვილს და ცხვირი კისერში ჩაუდო. ბავშვს მოეღუტუნა და დაიწყო სიცილი. ელენეს ამაზე გაეღიმა. უხაროდა შვილის ბედნიერება და უხაროდა ვატო.. დიდი ვატო, პატარასთან ერთად..
-მა, მიდი დედიკოს გაეპრანჭე მე რომ გასწავლე,-უთხრა ვატომ შვილს. ბავშვმა ტუჩები გამობზიკა, თვალები მოჭუტა და ოდნავ მოხარა თავი. ელენე მოკვდა სიცილით.
-იცოდე, დედიკო! ვიფიქრებ, რომ მე აღარ გიყვარვარ და მამიკო უფრო გიყვარს,-მოპრუწა ტუჩები ელენემ. პატარა ვატომ მამამის გახედა და გაღიმებულმა უთხრა ელენეს:
-დედიკო, მე და მამიკოს ყველაზე მეტად გვიყვარვარ მსოფლიოში!-და ჩაეხუტა. ასე სამივე ჩახუტებულები იდგნენ, როგორც იდეალური ოჯახი. ელენემ შვილს გაუღიმა, გემრიელად აკოცა ლოყაზე და სახლში შევიდა.
-ყოჩაღ, მა! ჩემი ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ!-შეაქო ვატომ შვილი და წავიდა ოთახისკენ.



№1  offline წევრი Marry.Marry

საყვარლები ^_^

 


№2 სტუმარი nino k.d.

საყვარლები არიან. მოუთმენლად ველი მომდევნო თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent