სასახლე დაბურულ ტყეში 3
მზე ჯერ არ ამოწვერილიყო. ანდრია განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო. უმიზეზოდ ეღიმებოდა და ბოლოს დაასკვნა, რომ მარტოობა მობეზრდა და ამიტომ იყო ასე გახარებული, რომ მეწყვილე გამოუჩნდა. ღიღინით შეაბიჯა ყოფილ ბოსტანში და სანამ მოძრაობას დაიწყებდა ქალის გულისცემა შეამოწმა. „ისევ სძინავს“ გაიფიქრა და ტორნადოსავით შემოუფრინა ბოსტანს. ათიოდე წუთში სარეველის ნასახიც აღარ იყო. მიწა მზად იყო დასამუშავებლად. მთელი კვირის საქმე ორ საათში მოამთავრა. მერე ხეხილის ბაღს მიადგა. ერთი საათი იქ დაჰყო. რატომღაც ადამიანური სიჩქარით ასუფთავებდა ბაღს. თან ღიღინს არ წყვეტდა. მერე გაახსენდა და ყური მიუგდო. ქალის გულისცემა სააბაზანოდან ისმოდა. ანდრია სახლში შეიპარა და თვითონაც მიაშურა აბაზანას. მიწიანი ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შეყარა და ორ წუთში აბაზანიდან გამოვარდა. ქალის ხმა რომ ისევ აბაზანიდან გამოდიოდა ნერვები მოეშალა რომ თვითონ ასეთი სწრაფი იყო. სუფთა ტანსაცმელი მოირგო და თავი სარკეში შეათვალიერა. თმის გაშრობის თავისი ხერხი გამოიყენა, არანორმალურად სწრაფად აქნევდა თავს და მერე საკუთარ ქცევაზე გაეცინა. ერთი წუთიც არ დაჭირდა გაშრობას. სახე ახლოს მიიტანა სარკესთან და თავის მუქ მწვანე თვალებს დააკვირდა. თეთრი კანის ფონზე უფრო ლამაზი ჩანდა მისი ფერი. უნებურად ქალის თვალები დაუდგა თვალწინ და საკუთარს ძალიან მიამსგავსა. „თითქმის ერთნაირი ფერი გვაქვს“. გაიფიქრა და კამყოფილი გავიდა ოთახიდან, რადგან გაიგო როგორ გამოვიდა აბაზანიდან ელენი. გოგო თმას იმშრალებდა და თან ფიქრობდა თავის ახლანდელ მდგომარეობაზე. უნდა ეცხოვრა ვიღაც გაურკვეველი პიროვნების სახლში, მაგრამ როდემდე? სტუმრობასაც აქვს საზღვარი, ალბათ მასპინძელს მალე მობეზრდებოდა მისი აქ ყოფნა. სასახლე სუფთა იყო, როგორც ჩანდა დამხმარეც არ სჭირდებოდა. ან უკვე ჰყავდა. „მან თქვა რომ მარტო ცხოვრობს. ნეტა რათ უნდა ამხელა სასახლე მარტო მას? თუმცა ჩემი რა საქმეა.“ გაიფიქრა და მერე თავის ჰიპოთეზა სრულ ჭეშმარიტებად მოეჩვენა, რომ აუცილებლად ეყოლებოდა დამხმარე, თანაც არაერთი, რადგან ამხელა სასახლის დალაგება ერთ ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა. კარადაში მხოლოდ კაცის ტანსაცმელი იყო. თავისი კაბა კი გარეცხილი იყო და სველი. ამიტომ მხოლოდ კაცის მაისური ჩაიცვა, რომელიც სარაფანივით ჰქონდა. გადაწყვიტა მასპინძელი მოეძებნა და ნებართვა აეღო, რომ სამზარეულოში შესულიყო და რამე მოემზადებინა. ოთახიდან გამოვიდა და მიმოიხედა. ნერვები ეშლებოდა რომ მისი სახელი არ იცოდა. „რა ქალივით იფასებს თავს“. გაიფიქრა და თვითონვე გაეცინა. ანდრია აკვირდებოდა და ვერ მიხვდა რაზე გაეღიმა ელენს. ნერვები მოეშალა, მაგრამ ხმა არ ამოიღო. _უცნობო, აქ ხარ?-იკითხა ელენმა.პასუხი არავინ გასცა. ნაღველი შემოაწვა თავი რომ მარტოდ იგრძნო. ფანჯარასთან მივიდა და დაბლა გადაიხედა. ვერავინ დაინახა. კიბეზე დაეშვა და ეზოში გააბიჯა. იქაც დაუძახა მაგრამ პასუხი ვერ მიიღო და შიგნით შებრუნდა. სამზარეულოში შეაბიჯა და პროდუქტების ძებნა დაიწყო. ყველაფერი რომ გაითავისა, რა სად იყო მოთავსებული, საჭმლის მზადებას შუედგა. თან ცდილობდა განვლილი დღეები არ გაეხსენებინა და მხოლოდ მომავალზე ეფიქრა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. წიწაკას ჭრიდა ნერვებმა რომ უმტყუნა და ქვითინი აუვარდა, მაგრამ საქმისთვის თავი არ დაუნებებია. ცრემლით დანისლული თვალებით აგრძელებდა წიწაკის ჭრას და თითიც თან მიაყოლა. გამწარებული მივარდა ონკანს და წყალს შეუშვირა ხელი. სისხლმა წყლის ფერი შთანთქა და სულ გააწითლა ნიჟარა. თავის უსუსურობაზე ელენი უარესად აქვითნდა. ანდრია ყველაფერს თვალს ადევნებდა. ძლივს იკავებდა თავს, რომ არ მისულიყო და დაემშვიდებინა. მაგრამ იცოდა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, ამიტომ გაიქცა და სუფთა ნაჭერი მოძებნა. ქარივით შევარდა სამზარეულოში სუნთქვა შეკრული და მაგიდაზე დადო მატერია. მერე გარედან შესძახა. _მაგიდაზე ნაჭერია და ხელი გადაიხვიე. ელენი შეკრთა მაგრამ დაემორჩილა. თან ჩუმად იწმენდდა ცრემლებს. _მეგონა მარტო ვიყავი. _სხვა დროს უფრო ფრთხილად იხმარე დანები.-შეეპასუხა ანდრია. _შენი მაისური ავიღე დაუკითხავად. სხვა ვერაფერი ვნახე. კაბა გამიშრება და დაგიბრუნებ. -თემა შეცვალა კვლავ გაბზარული ხმით. _არ მინდა, საკმარი მაისურები მაქვს. წავალ და რამეს მოგიტან.. ქალურს. _მე ეს არ..-ელენმა გაპროტესტება სცადა მაგრამ ანდრიამ არ აცადა. _შენ არ გეკითხები აზრს.-მკვახედ მიახალა. ეწყინა რომ ელენი უარის თქმას აპირებდა, ეს ხომ უბრალო რამე იყო. უბრალოდ ტანსაცმელი სჭირდებოდა, მაგრამ ქალი ძალიან ამაყი იყო ამისთვის._მივდივარ და იმედია სანამ დავბრუნდები კიდევ არაფერს ივნებ.- პასუხს არც დალოდებია ისე მოსწყდა ადგილს. მიდიოდა და საკუთარი თავის უკვირდა, რომ დაინახა და რეაქცია არ ჰქონია. სურნელი უფრო აგიჟებდა.. ელენი თავბედს იწყევლიდა რომ ასეთი სუსტი იყო და ეს სხვამაც დაინახა. თავს არწმუნებდა, რომ ასეთი რამე აღარ უნდა გაემეორებინა. საჭმლის მზადება დამშვიდებულმა მოამთავრა და სიამოვნებით შეისუნთქა მადისაღმძვრელი სუნი. სუფრა გააწყო და მიმოიხედა. _აქ ხარ?-დაუძახა ოდნავ მაღალი ხმით. _კი.-შემოსძახა ანდრიამ. _არ დამეწვევი? ვფქრობ გემრიელი გამომივიდა.-მის ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა. _არ მცალია, შენ ჭამე. ოთახში ტანსაცმელი დაგიტოვე.-მისი ხმა მტკიცე და მკაცრი იყო. „რათქმაუნდა არ დამეწვევა“ გაიფიქრა ელენმა და შეეცადა უკუეგდო უხერხულობის გრძნობა, რომელიც ტანსაცმელმა გამოიწვია. _მადლობა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს მოვა დრო და შევძლებ სიკეთე უკან დაგიბრუნო და ჩემი მადლობა მოლოდ სიტყვად არ დარჩეს. _არც სიტყვიერად მჭირდება მადლობა და არც არანაირად, ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ უკან დამიბრუნო. ამაზე სიტყვა აღარ დაგცდეს, თორემ გავბრაზდები. _კარგი.-ჩურჩულით ამოთქვა ელენმა და სუფრას მიუჯდა. ანდრიას პიროვნება მასში ორ სრულიად განსხვავებულ გრძნობას იწვევდა. მისი ხმა და ლაპარაკი სულ მკაცრი და ბრძანებებით გაჟღენთილი იყო. თითქოს ელენის აქ ყოფნა მისთვის მომაბეზრებელიაო. მაგრამ ამ საუბრის შინაარსი და მისი ქმედებები საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ის აშკარად უანგაროდ ზრუნავდა ელენზე. „ალბათ არ უნდა თავისი კეთილი მხარე გამოამჟღავნოს“. თავისი ულუფა ნახევრამდე დაიყვანა უცბად მადა დაეკარგა. ყელში უშველებელი ბურთი გაეჩხირა, მაგრამ თავს უფლება არ მისცა, რომ გრძნობებს აჰყოლოდა. სუფრა აალაგა და ყავა მოიმზადა. იფიქრა ამით მაინც ჩაიწმენდდა ყელს, თუმცა კარგად იცოდა რომ არ უშველიდა. _აქ ხარ?-ისევ გასძახა ელენმა. _კი.-იყო პასუხი. _არც ყავას დალევ? _კი დავლევ. ჰოლში დამიტოვე. -ხმა აღარ გაუცია. ყავა მოამზადა და თავისი ფინჯნით ხელში ოთახისკენ გაემართა. საწოლი სავსე იყო ტანსაცმლის პარკებით. ელენს თავლები გაუფართოვდა. ფინჯანი დადგა და ტანსაცმლის თვალიერებას მოჰყვა. სეზონების მიხედვით დაეხარისხებინათ. საგაზაფხულოდ უმეტესად ნაზი სარაფნები. ერთ-ერთმა განსაკუთრებით მოსტაცა თვალი, ღია პირისფერი, თითქმის თეთრი, მაგრამ არც თეთრი.. ამავე ფერის ყვავილებიანი, დაბალი ფეხსაცმელი შეარჩია და დანარჩენი ტანსაცმელი დააბინავა. ეზოში აპირებდა ჩასვლას, მაგრამ ყავა გაუცივდა და ისევ სამზარეულოში შეირბინა, ახალი გაიკეთა და ანდრიას გასძახა. _აქ ხარ?-პასუხი არავინ გასცა. ამიტომ პირდაპირ ეზოსკენ გაიჭრა თავისი ღუნღულა ფინჯნით. საოცარ კომფორტს აგრძნობინებდა გაზაფხული. მიმოიხედა. არავინ იყო. მხოლოდ სიმწვანე და იები. გული გაუთბა და იებთან დაიხარა. თითები ოდნავ შეახო, თითქოს უნდა მიეფეროსო, რომ გაახსენდა შეიძლება მარტო არ ყოფილიყო და სწრაფად წამოდგა. ის იყო უნდა დაეძახა, რომ ნერვები მოეშალა, რა დაშავდებოდა სახელი რომ სცოდნოდა და სულ „აქ ხარ“ არ ეძახა. _ანდრია, ანდრია მქვია.-მოესმა ხმა და მის პირდაპირ გაიხედა, ხმის მიმართულებით. არავინ იყო. „ნუთუ ჩემი ფიქრები ასე მეტყობა სახეზე“ გაიფიქრა ელენმა და მერე გაეღიმა. მოეწონა სახელი. _ანდრია,-გაიმეორა გოგომ და ცოტახნის შემდეგ განაგრძო._მართალია არ მოგწონს მადლობები, მაგრამ მე მაინც უნდა გითხრა. ყველაფერი იდეალურია და თან ამდენი რამ..-სიტყვა გაუწყდა. არ შეეძლო იმ მადლიერების გადმოცემა რასაც გრძნობდა. _რადგან ასე გრძნობ თავს, დროა სამაგიერო მოვითხოვო.-ამოთქვა ანდრიამ გამხიარულებული ხმით.-ელენი შეაკრთო ასეთმა ტონმა. ის მკაცრი აღარ იყო. „ღმერთო რა ცვალებადია, ალბათ მარტში დაიბადა“. _თუ ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება მზად ვარ.-მტკიცედ წარმოთქვა ელენმა. _კიდევ გამიკეთე ყავა, გემრიელი გამოგდის. რაღაც ჰქონდა განსხვავებული. _კი ჰქონდა, მაგრამ საიდუმლოა.-ელენიც გამხიარულდა. ეზოში მდგარ მაგიდაზე თავისი ყავა დატოვა და შიგნიდან ახალი ყავა გამოიტანა ანდრიასთვის. _ანდრია?-ღიმილით წარმოთქვა ელენმა და რაღაცის ხმა მოესმა. იქით მიიხედა მაგრამ არფერი, მოიხედა და ყავა აღარ დახვდა მაგიდაზე. თვალები გაუფრთოვდა. საიდანღაც კი ფხუკუნის ხმა მოესმა. „დამცინის კიდეც“. იცოდა არ უნდა აყოლოდა მის ამ ქცევებს და უფრო კომფორტულად მოკალათდა სკამზე. ყავას ნელ-ნელა წრუპავდა და ფიქრობდა. _ ატმის თუ ალუჩის ყვავილის სუნი დგას. ყველაზე მეტად მიყვარს გაზაფხულის ეს პერიოდი.-ჩაილაპარაკა ელენმა და გაეღიმა, თუმცა ანდრია მაინც ხედავდა მის ღიმილში არსებულ სევდას, რომელიც ყველგან დასდევდა ქალს. ცნობისმოყვარეობა უტევდა და უნდოდა ეკითხა ამის მიზეზი და საერთოდ ყველაფერი გაეგო მასზე, მაგრამ იცოდა, რომ ამის დრო ჯერ არ იყო. ამიტომ მეორე სურვილს გაყვა, რომელიც მხოლოდ მის ქვეცნობიერში იყო_მოეშორებინა ქალის სახიდან ეს ტკივილნარევი ღიმილი. _ელენ,-გასძახა როგორც ყოველთვის მტკიცე და მომთხოვნი ხმით. ელენმა ხმის მიმართულებით გაიხედა და როგორც ყოველთვის ვერავინ შენიშნა. წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, სად უნდა დამალულიყო როცა ღია სივრცე იყო. ლამის ეჭვი შეიტანა ბიჭის რეალურობაში. მაგრამ გაახსენდა როგორი თბილი იყო როცა შიშისგან სასოწარკვეთილი მის სხეულს ეხუტებოდა. ფიქრებიდან ისევ მისმა ხმამ გამოაფხიზლა. _გინდა ნახო საიდან მოდის ეს სუნი?-ელენს გაოცებისგან უცნაური ხმა აღმოხდა და თვალებში ნათელმა გაურბინა. _რათქმაუნდა.-უპასუხა და ასადგომად მოემზადა, მაგრამ არ ამდგარა. _ხედავ ბილიკს სახლის მარჯვენა მხარეს? კარგად არ ჩანს. ელენი კარგად დააკვირდა და ოდნავ გაქუცული ბალახის მიმართულებით წავიდა, რომელიც ქვის დიდ გალავანთან იკარგებოდა. იქ არც კარი იყო არც სარკმელი. _ბოლომდე მიყევი ბილიკს!-მოესმა დაეჭვებულ ელენს და დამორჩილდა. ციხესიმაგრესავით გალავანს რომ მიადგა შეყოვნდა და დააკვირდა. ყოველთვის იზიდავდა ასეთი გასაიდუმლოვებული ადგილები და ახლაც კარგად მიხვდა, რომ სადღაც შესასვლელი უნდა ყოფილიყო. კარგად დააკვირდა. კედელში აშკარად ვერ ხედავდა ვერაფერს. მყარად იყო აგებული. ბილიკიდან უკან მიიხედა სახლისკენ. სახლის უკანა გასასვლელიდან იწყებოდა ეს ბილიკი. „ესეიგი იქიდან გამოდის და აქედან შედის, რადგან ბილიკი აქ მთავრდება, მაგრამ შესასვლელი“? ანდრია თითოეულ მოძრაობას აკონტროლებდა და ეღიმებოდა. ელენი კი არ ნებდებოდა, კვლავ ეძებდა შესასვლელს. _ვერ ვპოულობ, არადა ვიცი, რომ აქ უნდა იყოს.-ბოლოს დანებდა. წამი არ იყო გასული რომ შეხება იგრძნო და მაღლა აიჭრა, კედლის იქით ისე სწრაფად აღმოჩნდა, ეგონა სულ აქ იდგა. _ისუნთქე.-ისევ მოესმა ხმა და ინსტიქტურად დამორჩილდა, გული აჩქარებოდა, თუმცა მისი მოქმედება გაორმაგდა, როცა მის გარშემო არსებული სივრცე აღიქვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.