შეჩვევა თუ სიყვარული?! 7
ორივე იწვა ცალცალკე ოთახში მაგრამ თვალს ვერ ხუჭავდნენ, ძილი არცერთთან არ მიდიოდა, თიკამ გადაწყვიტა ცივი ყავა დაელია, ოთახიდან გამოვიდა და კარი ხმაურიანად გაიკეტა, ლადო ეგრევე წამოხტა საწოლიდან სპორტული შარვალი ამოიცვა და წელსზემოთ შიშველი გავარდა ოთახიდან და კიბეებზე მობაჯბაჯე თიკას დაეწია -თიკა ხომ მშვიდობაა? (ლადო) თიკა კიბეებზე შეჩერდა და ლადოსკენ შემოტრიალდა -არარის საჭირო კუდში დევნა, შეგიძლია დაბრუნდე ოთახში (თიკა) გატრიალდა და სამზარეულოსკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა -რა საყვარელი ხარ იცი? ესე რომ ჯიუტობ ხოლმე, და მერე გაბრაზებული მიბზღუნებ (ლადო) დოინჯ შემოწყობილი მიყვებოდა გოგონას მშვიდად და იღიმოდა სამზარეულოში შევიდნენ, თიკამ ყავის მზადება დაიწყო ლადო კი მის წინ დაჯდა -არ გინდა ვილაპარაკოთ? (ლადო) -რამე გვაქვს სალაპარაკო ? (თიკა) გაკვირვებულმა ახედა და წარბი აწია -ბევრი რამ (ლადო) ისევ გაუღიმა და განაგრძო -მაპატიებ როდესმე? (ლადო) თვალებში ნაღველი ჩაუდგა ბიჭს -კიდევ იწყებ (თიკა) -თიკა დამელაპარაკე, დავილაპარაკოთ ერთხელ მაინც ნორმალურად და კამათის გარეშე ხომ შეიძლება (ლადო) -არა! არ შეიძლება (თიკა) ლადოს ხმა აღარ ამოუღია ადგა და კარისკენ წავიდა როცა თიკას ხმამ ადგილზე გაყინა -მართლა, გულწრფელად ნანობ? (თიკა) ლადო თიკასკენ შეტრიალდა და თვალებში მიაშტერდა -რათქმაუნდა ჩემო ფერია, მაგას კითხვაც არ უნდა, ვნანობ? ვნანობ კიარა რომ შემეძლოს ეხლავე დავთმობდი შენს გამო სიცოცხლეს ოღონდაც ეგ არ ჩამედინა... მხოლოდ ეგ არა...(ლადო) ლადოს ხმა ჩაუწყდა და კარს მიადო შუბლი -არაკაცი ვარ, ვერ შევძელი ნორმალურად და კაცურად თავი შემეყვარებინა შენთვის, თუმცა არც მიცდია, რამდენჯერაც შენთან მოსვლას და რაღაცის თქმას დავაპირებდი ეგრევე ის ახვარი სანდრო გამომეჩხირებოდა თვალში, მე და სანდრო წლების წინ ძმაკაცები ვიყავით მაგრამ ბევრი რამე შეეშალა, და ჩვენი საძმოდან წაიშალა საერთოდ, ამიტომ არ მინდოდა მასთან რაიმე სახის კონტაქტი და თან შენ ბედნიერს გხედავდი და ხელს ვერ შეგიშლიდი, თუმცა რა დროს ეს არის მე მთელი ცხოვრება დაგინგრიე (ლადო) თიკამ ლადოს ლაპარაკის დროს ყავა ორ ჭიქაში ჩამოასხა, ერთი თვითონ დაიდგა მეორე კი გვერდით დადო. ლადოს გაეღიმა და მაგიდასთან მივიდა, თიკას გვერდით ფრთხილად ჩამოჟდა და ღრმად ამოისუნთქა. -მადლობა პატარავ (ლადო) თიკას გახედა გვერდიდან რომელიც წინ იყურებოდა და თან ყავას სვამდა, შემდეგ მის ხელის მტევანზე გადაიტანა მზერა რომელიც ჭიქის გვერდით მაგიდაზე ნაზად ჩამოედო, მისი თლილი და გამოყვანილი წვრილი თითები... ისე უნდოდა სათითაოდ დაეკოცნა... თიკამ მიხვდა რომ ხელზე უყურებდა და უმალვე ჩააცურა დაბლა -რატომ ხარ ასეთი კარგი?(ლადო) -ლადო გეყოფა, დალიე თუ სვამ! (თიკა) ადოს აღარაფერი უთქვამს, არც თიკას, ყავა დალიეს, მაღლა ავიდნენ,,შესვლისას ლადომ ღამემშვიდობისა უსურვა, საპასუხოდ კი როგორც ყოველთვის კარის მიკეტვა მიიღო. დილით მზიანი ამინდი ჩანდა თუმცა მალევე მოიღრუბლა. თიკას 11 საათამდე ეძინა, ლადო კი მის ოთახში წინდა უკან დადიოდა. ახალი გაღვიძებული ძლივს მიიზლაზნებოდა ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში -დილამშვიდობისა (ლადო) ლადო უკვე სამზარეულოში ყოფილიყო და მეტიც უკვე მაღაზიაშიც მოუსწრია წასვლა, თიკასთვის ხილი მოუტანია და გაუმზადებია -გამარჯობა (თიკა) -ყავა გინდა ? (ლადო) -ჰჰჰ(თიკა) კითხვა წაუყრუა -მე მოგიდუღებ(ლადო) -არ არის საჭირო, მე თვითონ (თიკა) ყავა მოიდუღა, ხილი მიირთვა ლადო კი საოცარი მზერით შეჰყურებდა და დროდადრო უღიმოდა. თიკა კი თვალებს გადაუბრიალებდა და მზერას მოარიდებდა ხოლმე დრო მალე გავიდა და 3 საათიც მოახლოვდა -მიდი გაემზადე 4 იქ უნდა ვიყოთ(ლადო) -მე მეგონა იხუმრე(თიკა) -თიკა არ გინდა რა გთხოვ, მიდი გაემზადე (ლადო) გოგონა რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა, ოთახში შევიდა და მომზადება დაიწყო, უბრალო კრემისფერი სარაფანი გადაიცვა და ფეხზე ბალეტკები მოირგო, თმა გაიშალა ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა ამ დროს ლადოც გამოვიდა და თიკას თვალები აემღვრა როდესაც მის წინ კლასიკურად გამოწყობილი ლადო დაინახა. -წავედით (თიკა) ძლივს თქვა ერთი სიტყვა რადგან დაბნეულობა გადაეგორებინა და გვერდი აუარა -როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ ფერია(ლადო) უკან მიყვა და მალევე ქორწინების სახლშიც მივიდნენ. ყოყმანს და აქა-იქ მიდებ მოდებას აზრი არ ქონდა ამიტომ თიკამ მალევე განაცხადა თანხმობა, ხელი მოაწერეს, ლადოს მოწმე რეზი გახლდათ, ხოლო თიკასი ნინი. ლადომ თიკას ულამაზესი საწორწილო ბეჭედი გაუკეთა და შემდეგ რესტორანშიც გადაინაცვლეს, თიკას და ლადოს მშობლები მხოლოდ ხელისმოწერის პროცესს დაესწრნენ, რესტორანში კი რეზი, გიო, ნინი, თამო და რამოდენიმე ლადოს ძმაკაცი იყო. ლადომ წითელი ღვინის ბოკალი ჩამოცალა და აშკარად მუსიკის შესაკვეთად გაემართა დიჯეისთან. ცოტა ხანში დარბაზი დაბნელდა და ალაგ ალაგ ანატებდა ფერადი შუქები, უცებ მუსიკის ხმამ მოიცვა მთელი დარბაზი რომელიც ყურებს გუბავდა იმხელა ხმაზე იყო... ლადო თიკასთან მივიდა და ხელი გაუწოდა, წინააღმდეგი იყო მაგრამ შემდეგ ხალხს გადახედა და სხვა გზა აღარ დარჩა თუ თამაშობდა ბოლომდე უნდა ეთამაშა, ლადოს გაშვერილ ხელს თავისი ხელი არ დაახვედრა მაგრამ გვერდით ამოუდგა ლადომ წელზე შემოხვია ხელი, ერთი ხელი კი ხელის მტევანზე ჩამოუსრიალა და თვალებში ჩახედა. ასე ახლოს ასე მშვიდად, ერთად ჯერ არასდროს არ ყოფილან, მართალია მათი გულების ბაგაბუგს სიმგერის გაყრუებულ დარბაზშიც კი გამოარჩევდით მაგრამ ერთი შეხედვით მაინც მშვიდად იყვნენ. თიკას თან ეკლებივით ერჭობოდა ყოველი მისი სეხება და თან ბუსუსები აყრიდა თანზე... -სასაცილოა (თიკა) ყურში ჩასჩურჩულა და ირონიული სიცილიც არ დაიშურა -რა არის სასაცილო? (ლადო) -vintage beat –иногда ?? ხუმრობ? (თიკა) -რა არ მოგწონს? თუ გინდა სხვა სიმღერას შევუკვეთავ (ლადო) -არა იყოს, კარგია, უბრალოდ მიმძიმს ამის თქმა მაგრამ ეს მუსიკა ყოველთვის გამახსენებს ამ უბედურ დღეს და შენს თავს... (თიკა) -გაგახსენებს? და ჩემგან სადმე წასვლას აპირებ? (ლადო) თიკამ ოდნავ მანძილი გაზარდა მათ შორის როდესაც ლადომ ცხვირი ხელზე შეახო და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა -ვაპირებ (თიკა) -შორს მიდიხარ? (ლადო) -კი (თიკა) -ხომიცი ამას არ გააკეთებ (ლადო) -რატომ გგონია ეგრე? (თიკა) -იმიტომ რომ ეხლა ჩემთან ერთად ცეკვავ, და თან გული ისე გაქ ლამის ხელებში წამექცე.. (ლადო) ლადომ გაიღიმა და საპასუხოდ თიკას ჩქმეტა მიიღო წელზე -ეგ არაფერია ჩემო ლამაზო, მაგ შენი პაწაწინა თითებით როგორ უნდა მომერიო (ლადო) სიცილი მოაყოლა და მაშინვე დასერიოზულდა -სამაგიეროდ შენ ხომ მერევი (თიკა) -მიყვარხარ თიკა (ლადო) ლადოს თვალი აარიდა... ამ დროს მუსიკაც დამთავრდა და მთელი რესტორნის ხალხმა ტაშით დააჯილდოვეს მოცეკვავე წყვილი. თიკა თავისი ადგილისკენ წავიდა და წყლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა, ლადო უყურებდა და ეღიმებოდა, უყურებდა და ოცნებობდა მასაც ისევე გაეღიმა მისთვის. რესტორნიდან გვიან წამოვიდნენ, თიკას რამოდენიმე ჭიქა ქონდა დალეული ამიტომ გზაში ჩაეძინა, სახლში მივიდნენ, ლადომ გოგონა ხელში ფრთხილად აიყვანა და პატარა კნუტივით გულზე მიიხუტა, მაღლა აიყვანა და თავის საწოლში დააწვინა, ბალეტკები გახადა ფეხზე, ზეწარი გადააფარა, შუბლზე აკოცა, ცოტა ხანს მძინარეს უყურა და ოთახი დატოვა... დილით წვიმის ხმამ გამოაღვიძა თიკა, საწოლიდან წამოიწია და წუხანდელის გააზრება დაიწყო, ყველაფერი რომ გაიაზრა დამშვიდდა და მიხვდა მის ოთახში როგორც აღმოჩნდა. სააბაზანოში შევიდა, ნახევარი საათის შემდეგ ხალათით გამოვიდა საწოლზე წამოწვა და წიგნის კითხვას შეუდგა. ამ დროს ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა უცხო ნომიდან. ‘’-არ მეგონა ესეთი უნამუსო გოგო თუ იყავი, თან ჩემთან იყავი და თან ლადოსთან არა? დამცინოდით კიდეც ალბათ ხო? შენ რა გეგონა დაგინახე და მართლა სუნთქვა შემეკრა შენზე? რა მეამიტი ხარ თიკა! სასაცილო, ისიც გავიგე ორსულად ყოფილხარ, 2 კვირაზე მეტის... ანუ ბათუმში თან ჩემთან გორაობდი და იმას აძლევდი არა? მაგარი გოგო ხარ, ძაან პატიოსანო! აშკარა იყო რომ წერილი სანდროსგან იყო გამოგზავნილი, ცრემლებს ვეღარ იკავებდა, გული საშინლად ტკიოდა, როგორ აუხსნიდა ყველაფერს, როგორ ეტყოდა იმ საშინელი საღამოს შესახებ, ამით სულ უფრო გაართულებდა ყველაფერს. გულზე ხელი მიიჭირა რომ არ გასკდომოდა, თვალებიდან ღაპაღუპით გადმოსცვივდა ცრემლები და სიმწრისგან მუჭებს კრავდა... ამ დროს ლადომ შემოაღო კარი და თიკა ესეთმდგომარეობაში რომ დაინახა ცივმა ოფლმა დაასხა, მასთან მივარდა საწოლზე ჩამოჯდა და თიკას შეხედა -რა მოგივიდა თიკა? (ლადო) -გთხოვ შემეშვი, გადი, თავი დამანებე რა (თიკა) ცრემლიანი თვალებით ამოხედა და იქვე განათებული ეკრანი დაინახა, ტელეფონს დაწვდა და წამში გადაიკითხა წერილი, სახე აენტო, სიბრაზისგან ლამის აფეთქებულიყო, ტელეფონი იქვე მიაგდო და წამოდგა -რა უფლებით გწერს? (ლადო) მშვიდი ხმით კითხა -შენ რა უფლებით მეკითხები ? (თიკა) - ეგ ახვარიიიი რა უფლებით გწეერსთქოო ნუ გამაგიჟებ ეხლა, მაგას უნდა მოვ***** დედა დღესვე!!! (ლადო) ბოლო ხმაზე იღრიალა ისე რომ ლამის სახლიც კი შეზანზარდა, თიკას ტელეფონი ისევ აიღო ჯიბეში ჩაიდოდა სახლიდან გავარდა თიკას უნდოდა შეეჩერებინა მაგრამ იცოდა ვერაფერს გააწყობდა ამიტომ არც გამოკიდებია -ალო რეზი ძმაო მისი ერთი იმ ახვარს დაურეკე გამოვიდეს, მე რომ ვუთხრა დაიმალება ეგ ქათამი, თიკას მიწერა მაგ ნაბო*****. ნუ კაროჩე გელოდები რა (ლადო) -ფუ მაგის.. კაი ძმაო მოვაყუმარებ (რეზი) სანდრო რეზიმ საქმეზე გამოიყვანა და ბოლოს ლადო შერჩა -ვაა ლადო?? რაშია საქმე? (სანდრო) -რაშია საქმე? გინდა ეხლა ეგ შენი თავი შენივე უკან**** გაგირჭო შე ნაბ***** თიკას რა უფლებით მიწერე შე პ**** (ლადო) -მე რასაც მინდა იმას მივწერ , ისე შენთანაც ისეთი მაგარი საცვლები აცვია ხოლმე თუ მარტო ჩემთან ეცვა ეგრე, არა ლადო სიმართლე გითხრა შიშველი უფრო ლამაზია, მოკლედ გადარევს კაცს რა (სანდრო) -რა თქვი შე ნაბი*****?? (ლადო) აქ ლადო უკვე ცხოველს დაემსგავსა და რომ მივარდა სანდროსთან სამმა ბიჭმა ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. -შე ნაგავო, მეორედ თიკას სახელი აღარ ახსენო თორე ცოცხალს აღარ დაგტოვებ ძაღლის შვილი ვიყო თუ არ შეგისრულო(ლადო) მანქანაში ჩაჯდა, მინა ჩამოწია რეზის გახედა და ანიშნა ყველაფერი რიგზეაო და სახლში წავიდა. გზაში სულ სანდროს ნათქვამზე ფიქრობდა -ნუთუ იმასთან... არა არა იმ საღამოს ზუსტად მახსოვს, ის ჩემთან იყო პირველად... (ლადო) ფიქრობდა თავისთვის და თან მიასრიალებდა მანქანას წვიმიან ქუჩაში. სახლში შევიდა და პირდაპირ მის ოთახში ავიდა, საწოლზე წამოწვა და ფიქრი განაგრძო, რამოდენიმე წუთში კარზე კაკუნის შემდეგ თიკა შემოვიდა -ლადო...(თიკა) სანამ თიკა განაგრძობდა ლადო ჩაერთო -მითხარი, რასაკეთებდით ხოლმე შენ და სანდრო საწოლში სულ შიშვლები ? (ლადო) ლადო საწოლზე წამოჯჯდა და თიკას მიაშტერდა -რაა?? მე... (თიკა) -კარგი კარგი, ეგ უკვე გასაგებია, მე მხოლოდ ერთს გეტყვი, შეიძლება მე არ ვარ შენი ღირსი მაგრამ ისიც იცოდე რომ ის ახვარი მითუმეტეს! (ლადო) თიკას აღაფერი უთქვამს კარი გაიხურა და გავიდა -ეხლა ვიცინის როგორ ცუდად გრძნობს თავს, ვინიცის როგორ ტკივა, მაგრამ არ მიკარებს, რომ ჩავეხუტო, მეც...რეები ვუთხარი, გავგიჟდები ისე მინდა ჩავეხუტო... (ლადო) წამოდგა კართან მივიდა თიკასთან უნდა გასულიყო, მაგრამ გადაიფიქრა ორივენი თავიანთ ოთახებში იყვნენ, გვერდიგვერდ, შორს მაგრამ ახლოს, ისინი იდგნენ ფანჯრებთან და გაჰყურებდნენ წვიმის წვეთებს რომლებიც ისე ლამაზად ეცემოდნენ ფანჯრის რაფაზე რომ თვალე ვერ მოაშორებდი. -შენ მე ცხოვრება დამინგრიე, არ შემიძლია შენზე ვიფიქრო, არ შემიძლია... ვერ შევძლებ, არ მინდა (თიკა ბუტბუტებდა თავისთვის და ისევ გაუტოკებლად იდგა ფანჯარასთან. ვიცი პატარა თავია, მაგრამ მაინც ვარჩიე დამედო, აბა ჩემო კარგებო ველი თქვენს მრავალფეროვან აზრებს და შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.