ერკე მიდასი... მოვალეობა და არა სიყვარული (2)
უგვარდი დიდხანს დაბოდიალობდა, ცხენს მიაჭენებდა, ხანაც ცოტას შეისვენებდა, წაიხემსებდა და გზას ფეხით აგრძელებდა. თავის საყვარელ ცხენზეც ზრუნავდა, რადგანაც ის თანამეგზურად დაჰყვებოდა მუდამ, ერთგულად ემსახურებოდა. გზაში კი მთავარზეც უნდა ეფიქრა, იმ ბიჭის სიტყვებზე, ვინც ჯადოქრის შესახებ მოუყვა. ბედის ირონიაა არა? გრძნობდა როგორ ეშლებოდა საკუთარ თავზე ნერვები, როგორ სუსტდებოდა და ქრებოდა მისი ნებისყოფაც. იმაზეც ბრაზობდა, რომ თავი და თავი ლეას სიკვდილისა თვითონ იყო, კი არ ბრაზობდა, დაჭრილი შველივით სტკიოდა ჭრილობა. იქნებ ამისთვის ვისჯებიო, თავის თავს ჰკითხა და არა რაიმე ზეციურ ძალას, ვისაც სთხოვდა გამოსავალის პოვნას. გამოსავალი არ არსებობდა, იყო მხოლოდ ის და დიდი გზა, რომელიც არა და არ სრულდებოდა. ზუსტად მიდიოდა თუ არა? სწორი მიმართულებით მიდიოდა? დარწმუნებული არ იყო, მაგრამ ნიშნებს მიჰყვებოდა. როგორც უთხრა, ცაში წითელი ვარსკვლავის ციმციმს უნდა მისდიოო, ის გაჩვენებს გზას და დაგანახებს ერკე მიდასის სამფლობელოსო. არ უნდა შეშინებოდა, საყვარელი ადამიანების გამო ყველაფერი უნდა გადაეტანა, მისი ხალხი, მათი გაჭირვება იმდენად ხვდებოდა გულზე, რომ უჭირდა დაეჯერებინა ლეა არ ჰყავდა, ის ლეა, რომელიც სიცოცხლის ხალისს აძლევდა, თუმცა ვერც იმას იჯერებდა, რომ მისი გული სხვას ეკუთვნოდა და მისი დადარდიანებული მზერა, მისი ტკივილი ამ წარსულთან იყო დაკავშირებული. „კი მაგრამ, ელექ?“ - გაიფიქრა და თავი ცხენს მიადო. თავისებურად მიეფერა და გათბა. გაახსენდა ყოველი ღამე ცოლთან გატარებული, გაახსენდა ცისმარე დღეს როგორი ბედნიერებით იყო სავსე და როგორ ახარებდა ყველას. იქნებ ბედნიერება გამოელია, რომელსაც ასხივებდაო? - უეცრად მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ ამაზე ფიქრების აწყობა ისევ ლეასთან მიიყვანდა, იმ მტკივნეულ მოგონებებთან რომლისაც ასე ძლიერ ეშინოდა. შიში, რა იყო მისთვის შიში? გაახსენდა რაც უთხრა „შიშის ღრუბელზე“ და მიხვდა რისი ეშინოდა ყველაზე მეტად. არა, ლეას დაკარგვის არა, ის უკვე დაკარგა და მას ვერ დაიბრუნებდა, არც შვილის დაკარგვის არ ეშინოდა, კი ეშინოდა, თუმცა იცოდა რომ ნებისმიერ ფასად დაიცავდა მის პატარას და ამის ნაკლებად ეშინოდა, მას კი იმის უფრო ეშინოდა, რომ ლეაზე ფიქრები შეწყდებოდა, ლეა დაავიწყდებოდა და სამუდამოდ გაქრებოდა მისი სახება დროსთან ერთად. ეშინოდა რომ მასთან ვეღარ იქნებოდა, თუნდაც გონებაში, ფიქრებში. „ზიზღნარევი და სიძულვილით სავსე სახეს წარმოვიდგენდი“ - საზარლად და მგრგვინავი ხმით ჩაესმა გონებაში კვლავ ათასჯერ გამეორებული სიტყვები, რაც გულს უკაწრავდა, კლავდა, ტანჯავდა, შხამივით მოქმედებდა, აბრუებდა და ნელ-ნელა ძალას ართმევდა. ცხენზე კი არ იჯდა, უკვე ზედ იწვა, მიკრული იყო მის თბილ ზურგს და ერთი მიმართულებით მიჰყვებოდა, მისი ოცნებისკენ მიმავალ გზას. ოცნებები რთულდებოდა, ოცნებები გრძელდებოდა და უფრო მეტად მიისწრაფოდნენ შორს, მისგან. ნუთუ მართლა საშინელი იყო? ნუთუ მართლა ეზიზღებოდა ყველას და აქამდე ის ვერ ამჩნევდა? სიძულვილი? სიძულვილიანი სახე, სარკეში მომღიმარს ჰგავდა, ან იქნებ ის ხედავდა ასე და სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო? როგორ ძლიერ უნდოდა მალე მიეღწია იმ ჯადოქრამდე, რომელსაც პასუხები ექნებოდა, ფიქრობდა რომ ექნებოდა, მაგრამ დარწმუნებით ნამდვილად ვერ აიმედებდა საკუთარ თავს, რწმენას ვერ უსახავდა, რადგან არ იცოდა. ტკივილი იყო ფიქრები, ტკივილი იყო მოგონებები, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა ადამიანი ტკივილის გარეშე ადამიანი არ არისო, არამედ რაღაც სხვა, და აი რაღაც სხვა რა იყო ეს კი ნამდვილად არ იცოდა, ამაზე პასუხიც არ ჰქონდა, ზედმეტად ბევრი კითხვები იყო უპასუხოდ მის ცხოვრებაში, ზედმეტად ბევრი პასუხები იყო კითხვების გარეშე, რომელსაც ვერ უძებნიდა და ერთმანეთს ვერ უთავსებდა. ლეაზე ფიქრები აგიჟებდა და დანაშაულის შეგრძნება არ ტანჯავდა, კვალდაკვალ მიჰყვებოდა და ხშირად განსაცდელშიც აგდებდა, რაც არანაკლები იყო იმ შიშის ღრუბელში რაც ელოდა იმაზე. ხანდახან, უეცრად როდესაც ცხენიდან გადმოხტებოდა და კოცონს მიუჯდებოდა უკვე საღამოს, ელანდებოდა თითქოს მის წინ დგას, თითქოს უყურებს და რაღაცის თქმა სურს, მისკენ ტრიალდება, ის პირს აღებს მაგრამ მაშინვე ქრება, ვერაფერს ამბობს. რაღაც უშლის ხელს, ან ვიღაც არ აძლევს ამის საშუალებას და ეს მისთვის გამოცანად რჩება. ამ უკაცურ ადგილას, უკვე თითქმის ტყეში შესულს, სადაც არავინ არ არის, გარდა საშინელი და ამაზრზენი ცხოველებისა, რომელთაგანაც ცეცხლთან არცერთი მოვიდოდა, უცებ ჩნდება მისი საყვარელი ცოლის სხეული, მაგრამ ვერაფრის თქმას ასწრებს. ერთი პირობა ფიქრობდა, რომ ხომ არ გავგიჟდიო, მაგრამ დილით ისე მხნედ გრძნობდა ყოველთვის თავს, წინა ღამის ლანდები მხოლოდ სიზმარი ეგონა და გზას მშვიდად აგრძელებდა. უსიერ ტყეს, რომ გასცდა, დაინახა მის წინ, აღმართული უზარმაზარი კლდე, მიწიდან ამოშვერილი და არაბუნებრივად მდგარი, რაღაც საოცარი ხმების სიმფონიის ჟღერადობის ფონზე ასვეტილი და მკაცრად მომზირალი. უგვარდს სახე მოეღრიცა, უნდოდა დაეჯერებინა, რომ ეს ილუზია იყო, მაგრამ არა და არ ქრებოდა ურყევი კაცივით გაჯიუტებული დიდი კლდე. მიმართულება სწორად ჰქონდა არჩეული, ამაში სავსებით იყო დარწმუნებული, მაგრამ მის წინ ჩიხი იყო. კვლავ ბიჭს დაუბრუნდა ფიქრებით, მისი სიტყვები კარგად აწონ-დაწონა, გონებაში გადახარშა და პასუხს მალე მიაგნო. ყოველი წვრილმანის გახსენებისას გონებაში ამოუტივტივდა ის, რისთვისაც ღირდა ბრძოლა, ხმელი ნაფოტივით დიდ ადიდებულ მდინარეზე ზემოდან, რომ დაცურავს ზუსტად ისე გაახსენდა ბიჭის ნათქვამი მთებზე, გადასალახ კლდეებზე და სწორედ იმ კლდის მიღმა, სადღაც ზემოთ რომ იყო მისი სასახლე და „შიშის ღრუბელიც“. ასე უწოდა მან იმ ჰაერს, ბურუსივით რომ შემოერტყმება გონებას და ილუზიას აჩვევს ადამიანს. „შიშის ღრუბელი.“ თითქოს სახეში სილა გააწნესო, იმ წამს გამოერკვა ფიქრებიდან და ზევით აიხედა. სხვა გზა არ ჰქონდა, ის საკუთარი სიცოცხლის ფასადაც გადაარჩენდა თავის სამეფოს, მას უყვარდა სამეფო, მაგრამ ვერ გაეგო, რატომ ფიქრობდა მასზე სიყვარული არ შეეძლოო. თავის თავს ჩაუკვირდა, ცოლი ყოველთვის აღიმებდა, როცა დეპრესიულ ხასიათზე დადგებოდა და ყოველთვის ისეთ ბრძნულ რჩევას მისცემდა ხოლმე, რაც აუცილებლად ადგებოდა. გონებაში არეული ფიქრების ზღვამ იმატა, ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისთვის ქვები დაეშინათ, ის კი მორჩილად იღებდა საკადრისს, ხვდებოდა რომ ეკუთვნოდა, ცოლის წინაშე თავს საშინელ ადამიანად თვლიდა, გრძნობდა რა მოუწია სამეფოების გაერთიანებამ, არც კი დაფიქრებულა ამაზე და მისთვის მთავარი მართლაც ის იყო, ქორწინება შემდგარიყო, ეს მშვიდობის წინაპირობა იქნებოდა ორ სამეფოს შორის, თუმცა ქალის გრძნობებით არ დაინტერესებულა. სწორედ აქ შეცდა, იცოდა რომ არ უნდა მოქცეულიყო მას ისე, როგორც მხოლოდ საგანს, ნივთს, რომელსაც მშვიდობა მოჰქონდა, მაშინ კი ამას ნამდვილად ვერ იაზრებდა. უკვირდა ლეას გარდაქმნა მცირე დროში, როცა პირველად ნახა მისკენ არც გაუხედავს, მორჩილად იდგა მამის წინაშე, სუფრაზეც იჯდა, მაგრამ მხოლოდ იჯდა, არც არაფერს აკარებდა პირს, არც არსად იყურებოდა, ის თითქოს თავის ერთადერთ და გადამრჩენელს, ფიქრებს ჩაჰფრენოდა და მასთან ერთად უსასრულობაში ეშვებოდა თეთრი გედივით, ცივად რომ დაფრინავს ცის კაბადონზე. უღიმღამოდ ეჯდა დიდ მაგიდას, წინ ცარიელ ლანგარს დაჰყურებდა და ყველასგან განმარტოებულს სიფრიფანა ფრთებს უფრთხილდებოდა. ცოტაც შეიკავა თავი და მაშინვე არ ამოანთხია ზიზღი მეფის წინაშე, რომლის ხუმრობებზეც საერთოდ არც ეღიმებოდა, მაგრამ რატომღაც მთელი სასახლე სიცილით დახოცა. მწარე იყო მისი ენა, როგორც მისთვის განკუთვნილი და უნებართვოდ წარმართული ცხოვრება, მამამისის სურვილით მართული მისი ბედი და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დასაწყისშივე მოკვეთილი ფრთები მის ოცნებას, რომელიც განუხორციელებლად მოკვდა. მეორე შეხვედრისასაც არ მისალმებია უგვარდს. ერთხელ შეხედა მხოლოდ და მთელი სიძულვილი იმ ერთ მზერაში ჩაატია. უგვარდმა იგრძნო, იმოქმედა ამ ყველაფერმა მასზე და შემდეგ მთელი დრო ნაკლებს საუბრობდა და ნაკლებს მიირთმევდა. მესამედ როცა ეახლა სასახლეში, არც კი გამოსულა ოთახიდან. მეფე გრუთისგან ნებართვა ითხოვა თვითონ შესულიყო მასთან, სამყოფელში და მეფემაც მიასწავლა მისი ოთახისკენ მიმავალი გზა. კარი ფრთხილად შეაღო, მაგრამ მაინც აჭრიალდა. გოგონა საწოლზე დამხობილი ტიროდა და ხმაურზე არც კი აუხედავს. იფიქრა, მსახური იქნებაო, უთუოდ იმის სათქმელად შემოვიდოდა, რომ მეფე უგვარდი მოვიდა და მამაშენი გიხმობსო, მაგრამ სიჩუმე და მისი ტირილის შემზარავი ხმა, ცრემლების ნაკადი არავის შეუჩერებია. ისევ დუმილი მეფობდა ოთახში, მაგრამ ის იქ იყო. კართან იდგა და დადუმებული უყურებდა შემზარავ სანახაობას, რომელიც არ იცვლებოდა. თავი უსარგებლოდ იგრძნო, ზედმეტად, მაგრამ ფეხს ვერ ძრავდა. ვერც წინ მიდიოდა უგვარდი, ვერც ტოვებდა მას, ასე მტირალს, იმის მიზეზიც ვერ გაეგო რა ატირებდა. მიუახლოვდა, ფრთხილად და ხმაც კი არ დაურხევია მის ნაბიჯებს. მის საწოლთან სანამ არ ჩამოჯდა, პრინცესა მანამდე ვერც კი მიხვდა ოთახში სხვა ვინმე თუ იყო. ძალაუნებურად შეწყვიტა ტირილი და ბალიშში თავჩარგულმა მოგუდული ხმით განუცხადა იდილიის დამრღვევს. -დიანა გადი... არ მჭირდები, ახლა მარტო ყოფნა მჭირდება. - თქვა და ტირილი კვლავ განაგრძო. თავის ბედს დასტიროდა, თავის ცხოვრებას, სადაც არჩევანის თავისუფლება ჰქონდა წართმეული, სიყვარულის უფლება წაართვეს. სიყვარული მოვალეობად ქცეულიყო უკვე მისთვის, ღიმილი მაცდური და საოცარი, მაგრამ ყალბი. ბედნიერება დამახინჯებული. სიყვარული მოექციათ მყარი შუშის ნაკეთობაში, ტუსაღად ჰყავდათ და მთლიანად გაექროთ, მაგრამ ლეას გულში ის ცეცხლი ბობოქრობდა, რასაც ვერავინ გაიგებდა. ვერც მამა გრუთი, ვერც უგვარდი, ვერც ვერავინ გარდა იმ კაცისა, ვინც უყვარდა. ხშირად ხვდებოდნენ საჯინიბოსთან, ხშირად გაუტარებიათ ღამეები ერთმანეთს მიკრულებს, ვარსკვლავების ცქერაში და იმდენ სიამოვნებას ჰგვრიდა მზად იყო მთელი სიცოცხლე ასე ყოფილიყო. მის მკერდზე თავდადებულს, გულის ძგერის მუსიკისთვის ესმინა, რასაც აღმერთებდა, რასაც ყველაზე მეტად ეპოტინებოდა, მთელი ღამე, მეფისგან მალულად. -დიანა ვფიქრობ თქვენი მსახურია, თქვენო უდიდებულესობავ. - ჰაერი მისმა სიტყვებმა გაჭრა და მკვეთრად გამოჩნდა დრაკონის ცეცხლივით გამოფრქვეული მისი სიტყვები, როგორ უახლოვდებოდა ლეას. მათ წინ დრო გაჩერდა, შეშინებულმა ლეამ ტირილი საბოლოოდ შეწყვიტა და თავი ნელა აიღო ბალიშიდან. თან ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან. მისკენ მიტრიალების ერიდებოდა, უგვარდმა კი ის მცირე ძალდატანებით შემოატრიალა. ის ისეთი ლამაზი იყო, ისეთი სათნო, ანგელოზივით ბრწყინვალე და გულმოკლული, ისეთი ნორჩი. გულში ეძგერა მისი მზერა, ეს არ იყო ის მზერა, რასაც აქამდე შეხვედრია, ზიზღნარევი და შურისძიებით დაბრმავებული მზერა, თითქოს პირველივე შესაძლებლობისას უყოყმანოდ წააცლიდა თავს. ლეა ახლა ბავშვური გულწრფელობით უცქერდა, რა თქმა უნდა ის ჯერ ბავშვი იყო, მეფეზე გაცილებით პატარა, მაგრამ მამამისის გადაწყვეტილებას წინ არაფერი დაუდგებოდა. ლეა ჯერ კიდევ 16 წლის იყო, მეფე კი 28-ის. -აქ.... აქ... - ხმა ჩაუწყდა პრინცესას, თვალი როცა შეავლო მეფეს. გულს ურევდა იმაზე გაფიქრებაც კი, რომ მასთან უნდა წასულიყო და ცოლის მოვალეობა შეესრულებინა. თავხედი და უტიფარი იყო მის თვალში, მაშინვე შეამჩნია მისი სიბრალულით სავსე თვალები, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო სიყვარულთან. ლეამ იცნო იმ კაცის გამოხედვა, რომელსაც არასდროს არავინ ჰყვარებია, არ ჰყოლია გვერდზე ქალი, ვინც გულწრფელად უყვარდა და არა მოვალეობის მიზნით. -მეფეს ვთხოვე შენი საძინებლის კარი ეჩვენებინა. მაპატიეთ, ჩემო დედოფალო, რომ გაწუხებთ და ასე უხეშად შემოგეჭერით, დაუკითხავათ, მაგრამ მინდოდა თქვენი ცალკე მოხელთება, დამწუხრების მიზეზის გაგება მსურდა. -... - კიდევ ვერ ამოიღო ხმა. უნდოდა მიეხალა ყვირილით: -„გინდა გაიგო რა არის ჩემი დამწუხრების მიზეზი? არ მიყვარხარ, არ მინდა ისეთი დედოფლობა, თუ ამას უსიყვარულოდ მივიღებ და არ მჭირდება გვირგვინი, რომელსაც შენს გვერდით მჯდარი ვატარებ. ეს ჩემთვის მხოლოდ დიდი ტვირთი იქნება, მოვალეობა... მოვალეობა და მეტი არაფერი. სიყვარული არ იქნება, მე სხვა მიყვარს და ამას ვერც შენ, ვერც მამაჩემი და ვერც სხვა ვინმე შეცვლის. იცოდე, ამ გრძნობას ბოლომდე შევინახავ, შენ კი შენი უმადური და უგრძნობი საქციელით, ჩემ სხეულსაც ვერ ეღირსები, რასაც მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ მიიღებ, ვერც ჩემს სიყვარულს და პატივისცემას დაიმსახურებ... ვერასდროს!... მძულხარ!“ - ამის ნაცვლად ხმა ვერ ამოიღო და ისევ ბავშვური მიამიტობით უცქერდა, თითქოს არ იცოდა რისთვის იყო უცხო მეფე, მის სამეფოში. -მისმინე... ვხვდები, რომ ჩემი აქ ყოფნა გაღიზიანებს. ამას ყოველთვის შენს სახეზე ვკითხულობ. - გულში გაუხარდა კიდეც ლეას, რომ ამას მიხვდა. - მაგრამ დროსთან ერთად გაივლის ეს გრძნობა. შენც შეეჩვევი ახალ ცხოვრებას, ჩემს სამეფოს, სადაც ძალიან მოგეწონება და შენს გასაბედნიერებლად ყველაფერს გავაკეთებ. ბრძოლებს გავმართავ, ყვავილებს მოგიძღვნი, მეც კი ვიბრძოლებ ჩემი დედოფლისთვის... – „მაგრამ სიყვარულთან, რას გახდები?“ - გაიფიქრა გოგონამ. – „განა ამით ჩემ ტანჯვას ბედნიერებად აქცევ? გამორიცხულია.“ - ხმამაღლა არცერთი სიტყვა არ ემეტებოდა მისთვის, რადგან ფიქრობდა თუ რამეს ეტყოდა ამით მხოლოდ თვითონ დაზარალდებოდა, თავისას მაინც ვერ მიაღწევდა და ისევ უცხო სამეფოში მოუწევდა გადასვლა, მასთან დაშორება. -დედოფალო... -წადი. - გააწყვეტინა უეცრად. მეფე მისი ცივი სიტყვების მოსმენისთანავე შეკრთა და შეშინებულმა კარს გახედა, უკმაყოფილოდ ჩაქინდრა თავი, დააპირა ხელზე ეკოცნა, მაგრამ ლეამ უკან წაიღო, შეურაცხყოფილმა საძინებელი დატოვა. ფიქრებიდან გამორკვეულმა უგვარდმა რაღაც ხმა გაიგონა. უკან მიტრიალდა, რომ გაეგო ვინ ღრიალებდა ასე განწირულად. თვალის შევლება და ხმლის ქარქაშიდან ამოღება ერთი იყო. სახეზე მკვდრისფერი დაედო. მის წინ სამი ადამიანისხელა არსება იდგა. მოშიშვლებულ სხეულზე მისი თეთრი კანი და კუნთები შემზარავად გამოიყურებოდა. ორთავა არსება უბღვერდა მეფეს. უკან კლდე იყო, გასაქცევი არსად ჰქონდა. ცხენიდან ჩამოქვეითდა, ხმალს ხელი კარგად წაავლო და საბრძოლველად მოემზადა. არსება კვლავ უაზროდ ღრიალებდა და ზევიდან დაჰყურებდა მეფეს, როგორც სპილო ჭიანჭველას. ................ ყველას ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ამდენი სითბოსთვის და მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გულმოდგინებას ყოველთვის ვაფასებ. ზუსტად. ნამდვილად არ იქნება რეალობასთან ძალიან ახლოს, შეიძლება იმაზე შორს იყოს და უკვე ნელ-ნელა დაიწყო, ასე რომ გაერთეთ :დ <3 ძალიან მახარებს, რომ კითხულობთ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები კითხულობს ვიდრე წინას, მაინც ძალიან მიხარია.. <3 ვიცოდი, რომ ამ განსხვავებულ ნაწარმოებს, ბევრი არც მიიღებდა, ვინც მიიღო და მომყვება ძალიან დიდი მადლობა თქვენ!!! მიყვარხართ! თქვენი ერკე მიდასი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.