მოიისფრო [სრულად]
საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“ 1. კოკისპირულად წვიმა.. ელვა და ქუხილი კიდევ უფრო მძიმე სანახავს ხდიდა ისედაც ნიაღვარივით წამოსულ წვიმას.. თითქოს ცა გოდებდა, მოთქვამდა მთელი ხმით და ცრემლით. ქუჩაში ფაქტობრივად აღარავინ შეინიშნებოდა. მანქანებიც კი არ მოძრაობდნენ. თითო-ოროლა შინისკენ მიმავალი ავტომობილი თუ ჩაიქროლებდა. წვიმიანი ამინდი დამახასიათებელიც კია გაზაფხულისთვის, მაგრამ ასეთი წვიმა აპრილში ნამდვილი საშინელებაა.. სწრაფად გაიხედ-გამოიხედა გზაზე მთლიანად გალუმპულმა, ხელში უშველებელი იასამნის თაიგული ეკავა, სხარტი ნაბიჯებით გადაჭრა ქუჩა. თუმცა, სინათლემ უეცრად მოჭრა თვალი, დამუხრუჭების ხმა გაისმა, ბორბლებისგან წამოსული არასასიამოვნო სუნით გაიჟღინთა ჰაერი.. სულ რამდენიმე წამში მიწაზე უსულოდ ეგდო.. ელვის სისწრაფით გადმოხტა მანქანიდან მაღალი სილუეტი და ძირს დაცემულ სხეულს მივარდა. წამით მოეჩვენა რომ არ სუნთქავდა და თვითონაც გაუჩერდა გული. სისხლი წითლად დამჩნეოდა მის თეთრ კანს და მოიისფრო სარაფანს. სასწრაფოდ მოიქცია სიფრიფანა სხეული თავის მკლავებში, მანქანის უკანა სავარძელზე ფრთხილად მიაწვინა და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. წამითაც არ უყოყმანია, არც მოსალოდნელი დაკითხვების შეშინებია, თუ დაიჭერდნენ, დაე ასე ყოფილიყო, ოღონდ ეს გოგონა გადაერჩინა. იმ წამს თვითონაც ვერ აანალიზებდა რა მოხდა. ინსტიქტურად მოქმედებდა. ხელში აყვანილი შეიყვანა საავადმყოფოში, შველას ითხოვდა. გოგონა საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს. თვითონ იქვე სკამზე ჩამოჯდა. ნელ-ნელა მთელი სიმძაფრით იხსენებდა მომხდარს. როგორ ვერ შეძლო, როგორ ვერ მოასწრო.. იდაყვები მუხლებზე დაებჯინა და თავი ხელებში ჩაერგო. სხვა არაფერზე ფიქრობდა, ოღონდ გადარჩენილიყო, ოღონდ ეს ცოდვა არ დაედო კისერზე, ოღონდ მკვლელობა არა. ვერც ის გაიგო რა დროს მივიდა პოლიცია, პასუხებსაც ავტომატურად სცემდა. რეალობაში მხოლოდ ქალის კივილმა დააბრუნა, გააფთრებული მიიწევდა მისკენ. ფეხზე წამოდგა, სახეზე სიმწარე იგრძნო, არ განძრეულა, ქალი კი გაუჩერებლად ურტყამდა ხელებს მკერდზე.. როგორც იქნა მოაშორეს.. აქვითინებული ჩამოჯდა სკამზე.. მან კი, მან უბრალოდ ვერ მოიფიქრა რა შეიძლება ეთქვა. ანდაც რა უნდა ეთქვა, რით უნდა ემართლა თავი. გზაზე მოულოდნელად გამოჩნდაო? ასეთ ამინდში ქუჩაში სულიერს არ ველოდიო? ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ აფსურდი იქნებოდა. ფაქტი ერთი იყო - გოგონა საოპერაციოში სიკვდილს ებრძოდა, სხვა ყველაფერს კი უკვე აზრი დაეკარგა. მაგრამ რაღაც უნდა ეთქვა, აუცილებლად უნდა ეთქვა. - ქალბატონო _ ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა და ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა _ არც კი ვიცი როგორ მოხდა _ ასე არასდროს გასჭირვებია შესაბამისი სიტყვების პოვნა. საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა, რა დრო გასულა.. სასოწარკვეთილი მისჩერებოდა ექიმს. - გადარჩა _ შვებით ამოისუნთქა. ამ ერთმა სიტყვამ თითქოს ფრთები შეასხა. იმ წამს მოეჩვენა, რომ სამყარო მას ეკუთვნოდა, რომ ვერასდროს, ვერავინ შეძლებდა მის მიწაზე დაბრუნებას. წამებში მოიარა გალაქტიკა.. ღმერთს მადლობას სწირავდა, ამ ცოდვისთვის რომ არ გაიმეტა. - მაგრამ _ ისევ ექიმის ხმამ დააბრუნა მიწაზე.. ამ „მაგრამ“-მა წამის მეასედში შეცვალა ყველაფერი. აღარ ჰქონდა ფრთები, აღარც გალაქტიკის შემოვლის თავი.. შვების ამოსუნთქვა კვლავ ტანჯულ ოხვრად ექცა. ისევ სასოწარკვეთილი მზერა მიაპყრო ექიმს. _ სამწუხაროდ ვერაფერი შევძელით ხერხემლის დაზიანებასთან.. - ანუ? _ ყველაზე მძიმე მოეჩვენა ეს სამი ბგერა. - ანუ ბაია სიარულს ვერ შეძლებს.. ქალი იქვე ჩაიკეცა. უმისამართოდ აცეცებდა თვალებს და რაღაცებს ბუტბუტებდა. როგორც კი პირველმა ემოციამ გადაუარა, ისევ ლექსოს მივარდა. ისევ იგემა ქალის სილა, ისევ გაუნძრევლად იდგა, იცოდა, იმსახურებდა. წამითაც კი არ უფიქრია აეცილებინა. როგორც კი ქალი ისტერიკას მორჩა, ლექსო ისევ ექიმს მიუბრუნდა. - ვერასდროს? _ ისევ მძიმედ გაეჩხირა სათქმელი ყელში. - ამას მხოლოდ ანალიზების პასუხების შემდეგ გავიგებთ. თუ აქ ვერაფერს შევძლებთ, ანალიზებს გერმანიაშც გადავგზავნით, ყოველი შემთხვევისთვის. იქ უკეთესი შანსებია თავისთავად. სხვას ვერაფერს გეტყვით ჯერ-ჯერობით _ სწრაფი ნაბიჯით გაბრუნდა უკან. -_-_-_-_-_- - არაკაცო, ნაძირალა, რა უქენი ჩემს შვილს?! მომავალი წაართვი! გააუბედურე! ყველაფერი დააკარგვინე! _ პანიკის ახალი შემოტევა დაეწყო ქალს. - ქალბატონო გთხოვთ, გეფიცებით მე ყველაფერს გავაკეთებ თქვენი შვილისთვის, ყველა ხარჯს დავფარავ, თუ საჭირო იქნება მთელ ქვეყანას მოვატარებ, ოღონდ ისევ გაიაროს. - და რომ ვერ გაიაროს? - მე ყველაფერს გავაკეთებ _ ჯიუტად იმეორებდა.. - რას გააკეთებ რას? რომ ვერ გაიაროს მერე რას იზამ? შენ შეუქმნი უზრუნველ მომავალს? შენ აუწყობ ასე სანატრელ კარიერას? შენ შეუქმნი ოჯახს? შეძლებ იპოვნო მისთვის მოსიყვარულე, მზრუნველი მეუღლე? შეძლებ შვილები გაუჩინო? რა ყველაფერს გააკეთებ? რას? _ გამწარებული ყვიროდა ქალი. - შევძლებ.. - რა უტიფრობაა! ახლა ანალიზებმა რომ უარყოფითი პასუხები აჩვენოს, ისე აორთქლდები, ვითომ საერთოდ არ არსებულხარ. - მე მოვიყვან ცოლად _ წამიერად გააჩუმა ქალი. თვითონ არც კი უფიქრია, ისე თქვა, თავისთავად წამოსცდათ ბაგეებს. - მომესმა რაღაც _ ღრმა ამოსუნთქვით ჩაილაპარაკა ქალმა. - არ მოგესმათ. საავადმყოფოდან პირდაპირ ჩემთან წავიყვან, ხელსაც მოვაწერთ, მე მივხედავ, მე ვიქნები მისთვის მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე. - შენ არ გიყვარს, არც კი იცნობ.. - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არც ვამბობ რომ მიყვარს, მაგრამ შემიძლია ვიყო თბილი და მზრუნველი. მე შევუქმნი მომავალს, კარიერას. მე ვხვდები ჩემს დანაშაულს და მზად ვარ გამოვისყიდო. - და გგონია ბაია ასე უსიტყვოდ გამოგყვება? - არ ვიცი. ბაიამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ოჯახი არასდროს შექმნას. მაგრამ ამ შემთხვევაში, მის სურვილზე მნიშვნელოვანი მისი მომავალია, უნდა შეეგუოს. - ჰოდა შეაგუე _ ქალის ხმა ირონიით, ტკივილით, სასოწარკვეთით, ბრაზით ერთად იყო გაჟღენთილი. - ზუსტად ამას ვაპირებ _ მტკიცედ ჩაილაპარაკა ლექსომ. -_-_-_-_-_-_- გონს მოვიდა.. ეგონა პანიკას ატეხდა, გამოლანძღავდა, იყვირებდა, იკივლებდა, მაგრამ არა.. ზედმეტად მშვიდად მიიღო.. ჩუმად, თითქმის გაუგონრად ჩაილაპარაკა ალბათ სიკვდილი ჯობდაო, თუმცა ლექსომ გაიგო. გაიგო და კიდევ ერთხელ შეწყვიტა სუნთქვა, კიდევ ერთხელ მოუკვდა გული. ნატრობდა სიკვდილის ცოდვა არ დამედოსო და უარესი მოხდა, გოგონას მთელი ცხოვრება დაედო ცოდვად. - ბაია _ რაღაც უნდა ეთქვა ისევ _ მე.. _ წინადადება ვერ დაასრულა, ვერ თქვა ვინ იყო, პირიდან არ ამოუვიდა სიტყვები. - თქვენ დამეჯახეთ _ კვლავ მშვიდი იყო. - ჰო _ ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა. - არ ინერვიულოთ, ჩივილს არ ვაპირებ _ თითქოს თანაგრძნობით ჩაილაპარაკა. კიდევ ერთხელ ატკინა, თვითონ ანუგეშებდა ეს პატარამ სიფრიფანა არსება. - მე ამის არ მეშინია.. პალატაში ექთანი შევიდა და ლექსო გაიყვანა. მხოლოდ ამ ორს სტკიოდა ასე. ვერავინ გაიგებდა მათ გულებში რა ხდებოდა. ჯერ ისევ შენარჩუნებული სიმშვიდით დასცქეროდა უგრძნობ კიდურებს ბაია.. ნელ-ნელა აანალიზებდა რამხელა დარტყმა მიიღო ცხოვრებისგან, ნელ-ნელა ხვდებოდა როგორ გაუჭირდებოდა მომავალი.. მთელი ცხოვრება ვიღაცის კისერზე, მთელი ცხოვრება ვიღაცის დახმარებით, ეს ხომ საშინელებაა. საშინელებაა ასე უსარგებლოდ გრძნობდე თავს.. დედა ეცოდებოდა ამ ტანჯვისთვის. ღარიბი ოჯახიდან არ იყო, თუმცა არც ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობდა, დედას მისთვის მომვლელის დაქირავება შეძლებოდა.. თვითონაც ვერ მიხედავდამ მერე როგორ ემუშავა? სახე ცრემლებით ჰქონდა დანამული, მაგრამ მაინც..მაინც არაფერს ამბობდა.. ლექსო ისევ საშნლად გრძნოდა თავს, უარესად.. ახლა უკვე ნათლად ხედავდა როგორი ძნელი იქნებოდა ბაიასთვის ამ ყველაფრის ატანა.. ვერ უთხრა რისი თქმაც უნდოდა და ვერც ეტყოდა, სანამ მდგომარეობიდან ცოტათი მაინც არ გამოვიდოდა. ორი ასეთი მოულოდნელი ცვლილება ზედმეტად ბევრი იქნებოდა მისთვის.. -_-_-_-_-_-_- - ბაია, მე რაღაც უნდა გითხრა. - გისმენთ. - ცოლად უნდა გამომყვე. - რაა? _ გაოცებულმა შეხედა. - ჰო, ვერ გეტყვი მიყვარხარ-მეთქი და რომც გითხრა რა აზრი ექნება, არ უნდა დაიჯერო და არც დაიჯერებ, მაგრამ ეს საჭიროა. - გასაგებია, დანაშაულის გრძნობაა ყველაფერში დამნაშავე. - მე ყველანაირად ვეცდები დაგეხმარო და ასე უფრო გამიადვილდება.. შეგიძლია იფიქრო და პასუხი მოგვიანებით მითხრა. დროებით.. პასუხი მაშინვე იცოდა, ფიქრი არც დასჭირვებია, თანახმა იყო. ამ შემთხვევაში დედას ტვირთად არ დააწვებოდა. არც ის უნდოდა ბიჭისთვის ყოფილიყო ზედმეტი ტვირთი, თუმცა რადგან თვითონ შესთავაზა, უარს არ ეტყოდა. იცოდა ადვილი რომ არ იქნებოდა, მაგრამ ინვალიდობაზე მძიმეც ვერ გახდებოდა.. 2. - თანახმა ვარ _ ორი სიტყვა და არანაირი ემოცია. - რომ გამოგწერენ, პირდაპირ ჩემთან წავალთ. - თქვენი ოჯახი? - თქვენობით არ გინდა, მშობლები არ მყავს, ბებია და და სოფელში არიან, ყველაფერს მე მივხედავ _ მშვიდად ჩაილაპარაკა და პალატიდან გავიდა. გაუხარდა რომ დათანხმდა.. გეგმებიც დასახა, მომვლელს აუყვანდა. ეცდებოდა ისე მოქცეულიყო როგორც ნებისმიერი ქმარი, რომელსაც მეორე ნახევარი საკუთარ თავზე მეტად უყვარს. იცოდა რთული იქნებოდა, ძალიან რთული, მაგრამ მაინც ეცდებოდა. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ასე უმოწყალოდ წიწკნიდა მის გულს, აიძულებდა ამას. -_-_-_-_-_-_-_- საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წაიყვანა. ეტლის სახელურებს ჩასჭიდებოდა და ქვიან ბილიკზე ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. სევდიანი თვალები მოატარა ბაიამ გარემოს. სხვა დროს, სხვა სიტუაციაში რომ მოხვედრილიყო აქ, ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდებოდა. დიდი, ამწვანებული ეზო, სავსე ყვავილებით და უამრავი, უამრავი იასამანი - თეთრი, იისფერი, მოიისფრო.. თვალებში რაღაც სხივი გაუკრთა.. ბილიკი დასრულდა.. ეტლს ხელი გაუშვა ლექსომ და კარებთან მივიდა, იქამდე რამდენიმე კიბე იყო ასასვლელი.. უთქმელად მიუახლოვდა ეტლს, ფრთხილად აიყვანა ბაია ხელში და სახლში შევიდა. დივანზე მიაწვინა და ეტლი შეიტანა. - იწვები თუ გადმოხვალ ეტლში? - ვიქნები _ თითქმის გაუგონრად ჩაილაპარაკა. - ექთანი ხვალ დილით მოვა _ ბაიას არაფერი უპასუხია. ლექსო სამზარეულოში გავიდა. როგორ უჭირდა გოგონას ამ მდგომარეობაში ნახვა, მითუმეტეს, რომ დამნაშავე თვითონ იყო. მაცივარი გამოაღო, წინასწარ შეძენილი მზა საკვები თეფშებზე დაანაწილა.. - ვისადილოთ _ გოგონას მიუახლოვდა. - არ მინდა. - არ შეიძლება, უნდა ჭამო, ისედაც სუსტად ხარ. - კარგი _ სულერთიას ტონით ჩაილაპარაკა. ეტლში გადაიყვანა და სამზარეულოში დასხდნენ. უგემურად ილუკმებოდა ბაია. როგორც კი დაასრულა მადლობაო ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გასვლა სცადა. თუმცა ამ ეტლისთვის ჯერ ვერაფერი გაეგო, შესაბამისად, ერთ ადგილზე იდგა გაუნძრევლად, ან კი მისი სიფრიფანა სხეული შეძლებდა ეტლის მართვას? - დაგეხმარები _ ეტლის სახელურებს ჩაეჭიდა. _ ბაია _ როგორც კი მისაღებში გაიყვანა, მის პირდაპირ ჩამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო _ არ მინდა ასე უცხოებივით ვიყოთ, არ მინდა ასე სტუმარივით იქცეოდა. - ნაცნობები ვართ? _ ირონიულად იკითხა _ ამ სახლის მკვიდრი ვარ? ჯერ ნახევარი საათიც არ არის რაც აქ ვარ.. შეუძლებელ რაღაცებს მთხოვ. - აწ უკვე კი, ნაცნობები ვართ, მალე ცოლ-ქმარიც გვერქმევა, ამ სახლშ მკვიდრობა კი დღეიდან დაიწყე. - იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, შენც კი არ გჯერა _ ვეღარაფერი უთხრა ლექსომ. - ხვალ ბებია და და ჩამოვლენ.. - არ მოვეწონები.. - ჩემი და ზედმეტად პატარაა.. - კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, მეძინება. - შენს ოთახში წაგიყვან _ მსუბუქად აიყვანა და კიბეებზე ავიდა. _ შემიძლია რამით დაგეხმარო? - შეგიძლია დამტოვო.. კიდევ ერთხელ გააანალიზა რა ძნელია, როცა ნახევარი სხეული პარალიზებული გაქვს. ვერ შეძლო ტანსაცმლის გახდა, ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ.. ცრემლები უკვე თავისთავად ცვიოდა. ლოგინზე მიწოლილი კიდევ დიდ ხანს ქვითინებდა. დილით ლექსომ ოთახის კარები რომ შეაღო, ეგონა გული გაუსკდებოდა. ბაიას ეძინა, სახეზე შერჩენოდა ტანჯვის კვალი. გერმანიიდან ანალიზების პასუხების მიღებას რამდენიმე კვირა სჭირდებოდა, ალბათ ყველაზე მძიმე იქნებოდა ეს რამდენიმე კვირა. თითქოს დაჟინებული მზერა იგრძნოო, ბაიამ თვალები გაახილა. - უკაცრავად, არ მინდოდა შენი გაღვიძება _ ბაია დუმდა _ საუზმის დროა და ექთანიც მოვა. - არ მინდა. - უნდა ჭამო, უნდა მოძლიერდე. - მოვძლიერდე? რისთვის? გავსუქდები და კიბეებზე ჩემი ტარება გაგიჭირდება. - ბაია ასე ნუ ამბობ, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. - რომელი ჩვენ? ჩვენ არ არსებობს! აქ იმიტომ ვარ რომ შენ დანაშაულის გრძნობა გაწუხებს, მე კი არ მინდა დედაჩემს ტვირთად დავაწვე. - გასაგებია, სხვადასხვა მიზეზები გვაქვს და არც ერთი არაა სიყვარული ან ბედნიერება, მაგრამ ერთად ვართ და ამას არაფერი ცვლის. - ჰო.. არც არაფერი შეცვლის სანამ ფეხზე არ გავივლი, თუ გავივლი. - ჩემები ჩამოვლენ ორ საათში. - პატარძალივით ფუსფუსით ვერ დავხვდები.. - არაუშავს _ გაუღიმა _ წამო _ ხელში აიყვანა, კიბეებზე ჩაიყვანა, ეტლში ჩასვა და სუფრასთან მიაგორა. - კიდევ ერთხელ აიტანე უგემური საჭმელი და ნელი დეიდაც მოვა მალე. - ნელი დეიდა ვინაა? - აქ ცხოვრობს, სახლს უვლის და მეც.. ......... - ხელს ამ დღეებში მოვაწერთ. - კარგი. - დემნაც მოვა დღეს, შენი გაცნობა უნდა. - კარგი. - შენი მეჯვარე? - ელო. - დაურეკე, მოვიდეს ისიც. - კარგი. - დედაშენიც მოვიდეს. - აჯობებს დედაჩემი ცალკე მოვიდეს, არ ღირს ბებიაშენის შეშინება. სიმართლე იცის? - არ იცის. - უთხარი, მაინც გაირკვევა.. ადვილი მისახვედრია ჩემნაირს სიყვარულით რომ არ მოიყვანდი ცოლად. - ბაია გეყოფა. -_-_-_-_-_-_--_- - ჩამოვიდნენ, სადგურში გავალ და წამოვიყვან, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, მობილურში ჩემი ნომერი წერია. - კარგი. ვერ ხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ამ სახლში თავს უხერხულად გრძნობდა. კარებზე კაკუნმა შეაკრთო. ლექსო არ დააკაკუნებდა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენა არ ჰქონდა. ეტლის ბორბლები დაატრიალა და კარებთან მიგორდა. გააღო. - გამარჯობა _ უღიმოდა ბიჭი _ მე დემნა ვარ. - გასაგებია, მობრძანდი. - შენ ბაია ხომ? - კი _ დემნამ კარები დაკეტა და ბაიას დაეხმარა. - სასიამოვნოა შენი გაცნობა ბაია. - ჩემთვისაც.. - ლექსო სადაა? - ბებიას და დას უნდა დახვდეს.. - მოდი შევთანხმდეთ რომ დღეიდან მე და შენ ვიმეგობრებთ. - კარგი.. - ნელ-ნელა გავიცნობთ ერთმანეთს, თან მალე რძალიც გახდები. - დემნა შენ ხომ ყველაფერი იცი? - მერე რა, ოფიციალურად შენ მაინც რძალი იქნები. - დემნაა _ ყოყმანით დაიწყო საუბარი. - გისმენ. - ლექსოს ხომ არავინ ჰყავს? - ვერ მივხვდი.. - ანუ, შეყვარებული ან.. - რატომ მეკითხები? _ გაკვირვებულმა შეხედა. - მაინტერესებს ხელს ხომ არ ვუშლი ბედნიერებაში. - ლექსოს არავინ ჰყავს _ დაბეჯითებით უთხრა. _ მგონი მოვიდნენ _ კარების ხმა გაისმა. _ თოჯინა ჩამოსულა _ პატარა გოგონა ხელში აიტაცა დემნან. უკან მოხუცი ქალი მოდიოდა, სულ ბოლოს კი ლექსო ჩემოდნებით. - გამარჯობა _ ჩუმად მიესალმა ქალს ბაია. - ეს ბაიაა, ბაია გაიცანი თებრო ბებო. - სასიამოვნოა. - ჩემთვისაც _ გაუღიმა ქალმა. - თათუ შენ არ უნდა გაიცნო ბაია? - გავიცნობ _ მორცხვად ჩაიღიმა პატარამ. - ბაია, ჩემი დაიკო თათული. - გამარჯობა _ ხელი გაუწოდა ბაიამ. - გამარჯობა _ ღიმილით შეაგება პატარა თითები. ბაიას ექთანიც მოვიდა, ნატო, ახალგაზრდა გოგონა. კიდეც ერთხელ შეიგრძნო საკუთარი უმწეობა ბაიამ, კიდევ ერთხელ ეტკინა. -_-_-_-_-_- საღამოს თებრონე შევიდა ბაიასთან ოთახში.. ლოგინზე ჩამოუჯდა და ხელზე მიეფერა. - ბავშვობიდან ასე იყო, საკუთარ დანაშაულს ყოველთვის თვითონ ასწორებდა.. - მე მესმის თქვენი, რთულია როცა ინვალიდი რძალი შემოგდით ოჯახში.. მაგრამ მე ლექსოს მორიგი შეცდომა ან დანაშაული არ ვარ.. უკაცრავად მაგრამ მე მსხვერპლი ვარ.. იქნებ ისიც.. მე მართლა მესმის თქვენი, უბრალოდ. - არა, მე ამისთვის არ მოვსულვარ _ შეაწყვეტინა _ ეს საუბარი ახსნა-განმარტებების მოსმენისთვის არ დამიწყია. მე ყველაფერი ვიცი და ვამაყობ რომ ლექსო ჩემი შვილიშვილია, კიდევ უფრო ამაყი ვარ რომ შენ ჩემი რძალი უნდა გახდე. მინდა იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს _ მშვიდად საუბრობდა ქალი. - მადლობა ამ სიტყვებისთვის _ ოდნავ გადაიხარა და ქალს მიეხუტა, თითქოს თავშესაფარს ეძებდა და იპოვა _ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ჩემთვის.. მე ვიცი რომ რთულია.. - მაგრამ გაუძლებთ, შენ გაუძლებ _ ზურგზე მოუთათუნა ხელები. 3. -_-_-_-_-_-_- ქორწილმა ზედმეტად უბრალოდ ჩაიარა.. თეთრი სარაფანი ეცვა.. წაბლისფერი თმა ზურგზე დაეყარა, არავითარი მაკიჟი, თვალები კვლავ სევდით ჰქონდა სავსე.. ხელი სახლის ეზოში მოაწერეს.. საოცრება იყო ბაიასთვის, ვერ წამოიდგენდა ასე თუ გააბედნიერებდა რამე ამ მდგომარეობაში. ეზოში როგორც კი გავიდა, თვალები გაუფართოვდა, მთელი ეზო იასამნით იყო მორთული, მის გასავლელ ბილიკზე იასამნის ხეივანი გაეკეთებინათ.. ბილიკი გაიარა, მიმოიხედა, ყველა მას უღიმოდა.. თავზე შეხება იგრძნო, იასამნის სურნელი კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნო, თავზე იასამნის გვირგვინი ჰქონდა, მის წინ კი ლექსო იდგა უშველებელი იასამნის თაიგულით.. გაეღიმა.. - მადლობა _ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ანიშნა. ოდნავ დაუქნია ლექსომ თავი და გაუღიმა. იქორწინეს, ქორწილში მყოფი რამდენიმე სტუმარიც მალე წავიდა.. და მაინც დამღლელი საღამო გამოვიდა, ემოციურად დამღლელი.. ოთახში უნდა ასულიყო. ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ლექსომ ხელში და ოთახისკენ წაიყვანა, ლოგინზე მიაწვინა, კარებისკენ შეტრიალდა ბაიას ხმა რომ გაიგო. - ლექსო, მადლობა დღევანდელი დღისთვის _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - შევამჩნიე იასამნებს როგორ უყურებ ხოლმე.. - ჰო, მიყვარს.. - მიხარია თუ სულ ოდნავ მაინც შევძელი შენი გაბედნიერება _ გაუღიმა _ ძილინების.. ოთახიდან გასულმა, ოთახში იასამნის სურნელი დატოვა. აქამდეც ბევრჯერ მიუქცევია ამისთვის ყურადღება, ბიჭის სურნელი ყოველთვის რაღაც ნაცნობს ახსენებდა და იმ დღეს პირველად მიხვდა რომ იასამანი იყო.. მისთვის ასეთი საყვარელი.. -_-_-_-_-_-_- დილით რომ გაიღვიძა, იასამნის სურნელი იგრძნო კვლავ.. სარკის წინ იასამნის თაიგული იწონებდა თავს.. გაეღიმა. თითქოს მიხვდა ლექსოს ნამოქმედარი რომ იყო, მაგრამ რაღაც არ აძლევდა ბოლომდე დაჯერების საშუალებას. მოიისფრო იასამანი, თავისი გრილი და ამავდროულად სასიამოვნო არომატით.. ზუსტად შეეძლო ეთქვა, რომ უკვე მოიისფრო იყო ყველაფერი გარშემო. სამზარეულოში ბაია, ბებია და ნელი დეიდა იყვნენ.. თებრონემ უნდა წავიდეთო.. - იქნებ დარჩენილიყავით _ ჩუმად თქვა ბაიამ. - არა შვილო, სოფლის საქმეს ამდენი ხნით ვერ მივატოვებ. - თათუ მაინც დაგეტოვათ. - თათუ მარტო ჩემთან რჩება, ხანდახან ლექსოსთანაც. - თქვენთან ცხოვრობს თათული? - ჩემი შვილი თათულიზე მშობიარობას გადაყვა, რამდენიმე კვირაში სიძეც დაიღუპა ავარიაში _ ხმა აკანკალებოდა ქალს _ ლექსო თათულის ვერ მიხედავდა, მე სოფლიდან ვერ წამოვიდოდი, ამიტომ ჩემთან წავიყვანე. - რამდენი წლის არის? - მეშვიდე წელშია. - რა პატარაა.. სკოლაში დადის? - ჯერ არა, სექტემბრიდამ დაიწყებს. - სოფელში უნდა ატაროთ? - ლექსოს უნდოდა აქ წამოეყვანა, მაგრამ ვერ ხერხდება. მე ვერ წამოვალ და ლექსოც ვერ მიხედავს აქ მარტო. - არ ვიცი ამას უნდა გეუბნებოდეთ თუ არა, მაგრამ თათუ რომ აქ დატოვოთ? მე შევძლებ მის მოვლას, მეცადინეობას, ნელი დეიდაც დაგვეხმარება.. სანამ აქ ვიცხოვრებ იქამდე მაინც, მერე თვითონაც შეეჩვევა თქვენ გარეშე ყოფნას. - მოვლას რომ შეძლებ ამაში ეჭვი არ მეპარება, თათულის უნდა ვკითხოთ აზრი, თუ თანახმა იქნება, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ შენი მკურნალობა? ეს ყველაფერი ხომ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს.. - იმედია სექტემბრამდე ყველაფერს მოვასწრებ _ ღრმად ამოისუნთქა _ თუ ვერ შევძელი, მაშინ თათუს წამოყვანასაც ვერ მოვახერხებთ.. ლექსო სახლშია? - არა, დილით ადრე წავიდა. _ თითქოს საკუთარი ეჭვები დაამტკიცა. -_-_-_-_-_-_-_- ყველას გასაოცრად, თათული დათანხმდა ლექსოსთან და ბაიასთან ერთად ცხოვრებას. იმ დღეს ისევ სოფელში უნდა გაეცილებინათ. - როგორც კი პასუხები იქნება გამაგებინეთ _ გააფრთხილა თებრონემ ლექსო. _ მანამდე თუ მოახერხებთ, სოფელში ჩამოდით ბებო, მოუხდება ახლა სუფთა ჰაერი, დაისვენებთ ცოტას. - კარგი, პასუხები ორ კვირაში უნდა იყოს, მანამდე იქნებ რამდენიმე დღით ჩამოვიდეთ კიდეც _ გაუღიმა ლექსომ. - ნახვამდის თათული _ ღიმილით დაემშვიდობა ბაია და ხელები გაშალა მის ჩასახუტებლად. მორცხვი ნაბიჯებით მიუახლოვდა პატარა ეტლს და ჩაეხუტა. გაეღიმა, იმხელა სითბო იგრძნო ამ პატარა არსებისგან.. მისი ობლობაც ტკიოდა.. იგრძნო რომ რაღაც ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში და გაბედნიერდა. -_-_-_-_-_-_- ცხოვრება გაგრძელდა.. არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ყოველ დილით ოთახში იასამნის დიდი თაიგული ხვდებოდა ბაიას. ყოველ დილას მოიისფრო ღიმილით იწყებდა.. საღამოებს ელოსთან და დემნასთან ერთად ატარებდნენ. ასე ორივე უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს. აღარ იყვნენ უცხოებივით, მაგრამ მაინც არსებობდა მათ შორის კედელი.. ლექსოს ისევ არ ასვენებდა დანაშაულის გრძნობა და უფრო მძაფრადაც კი განიცდიდა. ყოველთვის, ბაიას სევდიანი თვალების დანახვისას თვითონ უფრო მეტად ტკიოდა.. უმოქმედობა აგიჟებდა, ვერ უძლებდა, ვერ იტანდა, რომ ვერაფერს აკეთებდა.. -_-_-_-_-_-_- ერთ კვირაში პასუხები იქნებოდა, ყველაზე მძიმე ერთი კვირა ელოდათ წინ. თითქოს გაუცხოვდნენ კიდეც.. ლექსო ძირითადად არ იყო სახლში.. როცა შინ ბრუნდებოდა, ბაიას ვერ ხედავდდა.. ერთადერთი რაც იმ პერიოდში აკავშირებდათ იასამანი იყო, ყოველ დილით.. - ბაია _ ოთახის კარები შეაღო ლექსომ. - გამარჯობა. - ბაია, იცი, ვიფიქრე სოფელში ხომ არ წავსულიყავით, თან ბებომ დაგვპატიჟა, ცოტას დაისვენებ, განიტვირთები.. - თითქოს სულ დასვენებული არ ვიყო _ ტკივილიანად გაიღიმა _ რა ვიცი, როგორც გინდა. - ბაია მე შენ გკითხე, შენი აზრი მაინტერესებს. - არ ვიცი. ჩემთვის სულ ერთია აქ ვიჯდები ეტლში თუ იქ. - ბაია გეყოფა. - კარგი, წავიდეთ თუ ასე მნიშვნელოვანია ჩემი ერთი სიტყვა, წავიდეთ. - ბაია! - რა გინდა? რა?! - ძალიან მარტივად მინდა კითხვაზე პასუხი, მაგრამ შენი აზრი, წვაიდეთ სოფელში თუ არა? - წა-ვი-დეთ! - კარგი, ხვალ დილით გავიდეთ. - კარგი. მომზადებაში ნატა დაეხმარა, ბარგიც ჩაალაგეს. ლექსომ პროდუქტი იყიდა სოფლისთვის, ეტლი საბარგულში ჩადო. ბაია წინა სავარძელზე დასვა, ღვედიც თავისი ხელით შეუკრა. ვერაფრით აიძულა თავს მისი სურნელი არ შეეგრძნო. დაიფიცებდა, რომ ზუსტად იმ მოიისფრო იასამნის სურნელი ჰქონდა. მოიისფრო სარაფანში გამოწყობილი აგიჟებდა ლექსოს. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, მაგრამ ბაია მართებდა იმ რაღაცას. ნატასაც შეუთანხმდნენ და ისიც წაიყვანეს რაჭაში. - რომელი სოფელია? _ იკითხა ნატამ. - ნიკორწმინდა _ ღიმილით უპასუხა ლექსომ. - ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო, სვეტი ნიკორწმინდა.. (გალაკტიონ ტაბიძე) _ ჩაიბურტყუნა ბაიამ. - რა თქვი? _ გაკვირვებით გადახედა ლექსომ. - არაფერი, ისე.. რამდენიმე საათი გაატარეს გზაში. დამღლელი იყო, თუმცა ბაია არ დაღლილა, აღფრთოვანებული ათვალიერებდა გარემოს. მართლაც კარგი იდეა იყო იქ წასვლა. არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა პასუხებზე. არ უნდოდა სამუდამოდ ეტლს ყოფილიყო მიჯაჭვული, არ უნდოდა სამუდამო ტვირთად დასწოლოდა ლექსოს.. ისევ სურდა ფეხზე გავლა და როგორც კი ამას შეძლებდა, მაშინვე წავიდოდა ბიჭისგან, წავიდოდა და ბედნიერების საშუალებას მისცემდა. ლექსო ბაიაზე მეტადაც კი ღელავდა.. დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა. ისევ ტკიოდა უმოქმედობა და ბაიას თვალები.. ვერც იმ უცნაურ გრძნობას უძებნიდა წოდებას.. არ იცოდა რა მოხდებოდა, მაგრამ მაინც, თუ პასუხები უარყოფითი იქნებოდა, თუ ბაია ვეღარასდროს შეძლებდა გავლას, მზად იყო მთელი ცხოვრება მასთან გაეტარებინა.. ზუსტად ასე, უსიყვარულოდ, მაგრამ რაღაცნაირი, უსახელო გრძნობით. 4. მანქანა ჭიშკრის წინ გაჩერდა. ბაია ხელში აიყვანა და ეზოში შეაბიჯა, ნატაც უკან მიჰყვა. თვალები მიმოატარა ბაიამ გარემოს. დიდი, ამწვანებული ეზო ჰქონდათ. ჭიშკრიდან სახლამდე საცალფეხო ბილიკი იყო გაკეთებული. ბილიკის ბოლოს ხის რამდენიმე კიბე. სახლი სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ყოველთვის მოწონდა ასეთი ადგილები. კიბეები ფრთხილად აიარა ლექსომ და სახლში შევიდა. ხის სურნელი იდგა, ბაია დივანზე დასვა. - სახლში არ არიან? _ გაკვირვებით იკითხა ნატამ. - ბაღში იქნებიან გასულები, სახლის უკან, დავუძახებ და მოვალ _ მართალი აღმოჩნდა ლექსო. მალე ოთახში თათულიმ შეირბინა, გახარებული მიუჯდა ბაიას გვერდით და ლოყაზე მორცხვად აკოცა. - ჩემო პატარა _ მიეფერა ბაია და ჩაიხუტა. თებრონეც შევიდა სახლში, ბაიას შუბლზე აკოცა, მოიკითხა. - მოგშივდებოდათ, ყველაფერი გამზადებული მაქვს, უცებ დავაცხობ ლობიანებს, გავშლი და ვჭამოთ. მოგეხმარებითო უნდა ეთქვა, მაგრამ.. ახლა არაფერი შეეძლო, ენაზე იკბინა.. უმოქმედოდ უნა მჯდარიყო და ქალისთვის ეყურებინდა. ნატა გაჰყვა თებრონეს მისახმარებლად. ბაიას ისევ ეტკინა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალებში დაგუბებული ცრემლების მოშორება უნდოდა, თუმცა.. შეუმჩნევლად მოიწმინდა, მაგრამ მაინც შეამჩნიეს. გვერდით მიუჯდა ლექსო, მუხლზე დადებულ ხელზე თავისი ხელი დაადო, თითქმის შეუმჩნევლად მიეფერა თითებით, მაგრამ იგრძნო.. სუფრას მიუსხდნენ.. ვერც ალაგებისას დაეხმარა.. - ეზოში გავიდეთ, არ გინდა? _ თავზე დაადგა ლექსო. - მინდა, მაგრამ, ეტლი არ მინდა, მიწაზე დავსხდეთ. - კარგი, პლედს გავშლი და გავიდეთ. ფრთხილად დასვა პლედზე და გვერდით მიუჯდა. ხასხასა ბალახს ხელი გადაუსვა ბაიამ და გადაწვა. - რა ლამაზია ცა _ ჩაილაპარაკა. - ჰოო? _ დაეკითხა ლექსო და თვითონაც გაწვა პლედზე. - ჰო.. - მართლაც _ თითქოს ცას გაუღიმა ლექსომ. - მიყვარს ცის ყურება.. - ხშირად უყურებ? - ვუყურებდი, ძირითადად სოფელში, ჰამაკში ჩავწვებოდი და ვუყურებდი. - ჰამაკი გინდა? _ წამოჯდა. - არა, აქ ბალახზე წოლა უკეთესია. - ბაია _ შეხედა _ მაპატიე _ ხმაწართმეულმა ჩაილაპარაკა. _ მაპატიე რომ ჩემ გამო ასე ხარ, მაპატიე რომ ვერ გეხმარები, მაპატიე რომ მაშინ ვერ შევძელი.. _ სიტყვებს ვეღარ აბამდა. - ლექსო, ლექსო _ გააჩუმა.. უეცრად ისე შეებრალა, მიხვდა როგორ ტკიოდა მასაც, მოუნდა ენუგეშებინა. _ ჩუ _ თითი ტუჩებთან მიუტანა და ფრთხილად შეახო.. უცნაურად შეაჟრჟოლა..ორივეს.. საკუთარ ხელში მოიქცია ლექსომ ბაიას თითები და ოდნავ შეეხო ტუჩებით.. ზედმეტად ცხელი ეჩვენა ლექსოს ტუჩები, თითები გაუბრუჟდა.. უხერხული დუმილი ჩამოვარდა. - ლექსოო _ სახლიდან მორბოდა თათული. - არ წაიქცე _ ბაიამ გასძახა. - არ წავიქცევი _ გაეკრიჭა _ ლექსო, ბებომ მეორე სართულზე მოვამზადო ოთახები თუ პირველზეო? - მეორეზე თათ, მაღლა დავწვებით. - მეც მინდა მაღლა, შენთან. - შენც მაღლა დაწვები, ჩემთან _ გაუცინა პატარას. _ გაიქეცი ახლა ბებოს უთხარი. - ქვემოთ არ ჯობს? აღარ მოგიწევს ჩემი ზემოთ-ქვემოთ ტარება. - მაღლა დავიძინებთ ბაია _ მშვიდად გაუღიმა. თავი გადააქნია ბაიამ უკმაყოფილოდ. _ გინდა ხვალ ნიკორწმინდა ვნახოთ? - მანქანით მივალთ იქამდე? - ალბათ, თუ არადა სადამდეც მივა იქ დავტოვოტ მანქანა და მერე ისე ავიდეთ. - თუ მანქანა ბოლომდე არ ავა არ ღირს, ორივემ უნდა ვიწვალოთ. - ბაია გეყოფა, თუ საჭირო იქნება მთელ მსოფლიოს შემოგატარებ ასე, ჩემი ფეხებით, შენს სხეულზე მოხვეული ჩემი ხელებით. - მაგრამ მე ეს არ მინდა! _ აკანკალებული ხმით უპასუხა. - რას გულისხმობ? - არ მინდა ასე მომატარო მთელი მსოფლიო, არ მინდა შენი ფეხებით სიარული, არა! _ ხმას აუწია. - მაპატიე _ დაიჩურჩულა ბიჭმა და პლედიდან წამოდგა. - ლექსო _ თითქმის გაუგონრად დაუძახა. არ უნდოდა ეტკინა მისთვის, მაგრამ ატკინა.. რთული აღმოჩნდა ემოციების კონტროლი. თვალები ცრემლით აევსო.. თვითონაც ვერ გაერკვა საკუთარ თავში, სულ ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, ცდილობდა კიდევ უფრო არ დაემძიმებინა ლექსო, მაგრამ ხანდახან არ გამოსდიოდა. უბრალოდ ვერ აიძულებდა თავს რომ მდგომარეობიდან არ გამოსულიყო.. ზოგ შემთხვევაში, მის ძალებს აღემატებოდა სიმშვიდე.. ხანდახან უბრალოდ უნდოდა რომ დაცლილიყო, ერთიანად ეთქვა ყველა საყვედური, ყველა წყენა, ყველა ტკივილი, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევდა. ხანდახან, საკუთარ თავზე მეტად ლექსო ებრალებოდა. თუმცა თვითონაც ხომ ადამიანი იყო, რკინის ხომ არ იყო, რომ არაფერი ეგრძნო.. ახლა ისე სჭირდებოდა დედასთან საუბარი.. მაგრამ ყოველი საუბარი ლექსოს ლანძღვით იწყებოდა და მთავრდებოდა. ქალი მხოლოდ მაშინ ნახულობდა, როცა ლექსო შინ არ იყო. ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა. - დე _ რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ აიღო ქალმა. - ბაია, რა ხმა გაქვს? ტირი? ხომ კარგად ხარ? კიდევ რამე ხომ არ დაგიშავა მაგ უნამუსომ? _ შეშფოთებულმა ერთი ამოსუნთქვით მიაყარა კითხვები. - კარგად ვარ, ლექსოსაც არაფერი დაუშავებია, მერამდენედ უნდა გითხრა რომ ძალიან კარგად მექცევა. - აბა რა გატირებს? - ეს მდგომარეობა და კიდევ.. მომენატრე.. - ჩემო ლამაზო, როგორც კი ჩამოხვალ, მაშინვე გნახავ. - კარგი.. - მომისმინე დედი, თუ რამე არ მოგეწონოს მაშინვე დამირეკე, ჩამოვალ და წაგიყვან.. - დეე, კარგი რა.. - ბაია, მე გითხარი, მე არ ვიცი რა ხალხია, როგორ გექცევიან. - დედა! ძალიან კარგი ხალხია, თავზე დამტრიალებს ყველა, არ არის საჭირო პანიკა. - კარგი დედი.. - კაი დე, წავედი ახლა.. - კაი დე, საღამოს შეგეხმიანები. თათულის ხმამ მოწყვიტა ფიქრებს. - ლექსომ შემოსვლა ხომ არ უნდაო? - მინდა. - დავუძახებ _ სახლისკენ გაიქცა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა ლექსო წინ, დამნაშავე თვალებით შეჰყურებდა ბაიას, თუმცა ბიჭი მზერას არ უსწორებდა. ნაზად აიყვანა ხელში.. - მაპატიე _ დაიჩურჩულა ბაიამ და თავი გულზე დაადო. გაეღიმა ლექსოს, ნელა წაიღო ტუჩები ქვემოთ და თავზე აკოცა. დივანზე დასვა, თვითონაც გვერდით მიუჯდა. ორივე მძაფრად გრძნობდა ერთმანეთის სურნელს. - თქვენთან დავჯდები _ თათულის ხმამ მოწყვიტა ერთმანეთს. - მოდი თათუ _ გაუღიმა ლექსომ და გვერდით მიიწია, პატარას შუაში დაჯდომა რომ შეძლებოდა. - თათუ ბებო სად არის? - მეზობელმა დაუძახა. - შენ სად გძინავს თათუ? _ გაუღიმა ბაიამ. - ბებოსთან. - არ გინდა ამაღამ ჩემთან დაიძინო? - მინდა, მაგრამ ლექსოსთანაც მინდა _ გაეღიმათ. - კარგი, მაშინ ლექსოსთან დაიძინე. - შენ დაიძინებ მარტო? ხომ არ შეგეშინდება? _ დაეკითხა ლექსო. - სხვა რა გზაა, დავიძინებ.. - თუ გინდა _ შეყოყმანდა. - არ მინდა _ სათქმელს მიუხვდა. - კარგიი.. -_-_-_-_-_-_-_-_- - ლექსოო! _ ბაიას ყვირილმა გააღვიძა დვალი. ზუსტად წამებში ამოიცვა შარვალი და ბაიას ოთახში გაჩნდა. შუქის ჩამრთველს ხელი მიარტყა და ოთახი გაანათა. - რა მოხდა? _ ანერვიულებულმა ჰკითხა. - აქედან წამიყვანე.. - რა მოხდა? - წამიყვანეე.. - კარგი, კარგიი _ სწრაფად აიყვანა ხელში და აივანზე გაიყვანა _ ახლა მეტყვი რა მოხდა? - თაგვი _ დაიჩურჩულა.. - რაა? - ოთახში თაგვია _ შეშინებულმა ახედა. როგორც კი ნათქვამი გადახარშა ლექსომ, გაეცინა.. საკმაო ხანს იცინა და ბაიას გაკვირვებულ, გაბუტულ მზერას რომ გადააწყდა, გაჩუმდა. _ რა გაცინებს? - ბოდიში, თაგვების გეშინია? - ძალიან! და ეს სასაცილო სულაც არაა. - კარგი რა, რა უნდა გიქნას ამ პატარა არსებამ? - შემაშინოს, სულაც არაა პატარა, უწყინარი არსება, შენ არ იცი მთვარის შუქზე რა საშინელი სანახავია _ კიდევ ერთხელ გააცინა ლექსო _ ნუ დამცინი! დამანებე თავი! არარ გელაპარაკები.. - ბაია _ ძლივს დაწყნარდა. - დამანებე თავი. - კარგი, დაგანებებ, შეგიყვან ახლა ოთახში და დაგსვამ. - არ გაბედო! _ სწრაფად წამოიძახა შეშინებულმა და კისერზე შემოჰხვია ხელები. - მთელი ღამე ასე ვიყოთ? _ სიცილით დაეკითხა. - დაიჭირე თაგვი და დავიძინებ. - კატას ვგავარ? _ გაეცინა. - ახლა კატასაც ჰგავხარ და ხაფანგსაც. რა ვქნათ? - ბაია ახლა ამ თაგვს ვერ დავიჭერთ, ხვალ ბებოს ვუთხრათ, ექნება რამე წამალი ან ხაფანგი და დავიჭიროთ. - კატა რატომ არ გყავთ? - თათუ ზედმეტად ალერგიულია. კარგი, დაგაწვენ ხომ? _ ბაიამ თავი დაუქნია. როგორც კი ლექსოს თბილ სხეულს მოშორდა, შეაჟრჟოლა. ახლაღა გააანალიზა, ბიჭი წელსზევით შიშველი რომ იყო, თვითონ კი ასე უტიფრად აჰკვროდა მის სხეულს. ლოყები შეეფაკლა. კარებისკენ წავიდა ლექსო. - მოიცა! მარტო უნდა ვიყო თაგვებთან? _ შეშინებული მზერით იკითხა. - არა, თათუს სძინავს ჩემთან, მოვიყვან და მოვალ. - კარგი _ თათუ შუაშუ ჩააწვინა ლექსომ, თვითონაც დაწვა და ბაიას გაუღიმა. - ტკბილი ძილი.. თაგვებისგან მე დაგიცავთ _ გაუცინა. - მამაცი რაინდი _ ჩაიკისკისა ბაიამაც.. ბაიას კისკისმა გააბედნიერა ბიჭი. რამდენი ხანი გავიდა უკვე რაც მასთან ცხოვრობდა და ერთხელაც არ გაუცინია.. მზერა კიდევ უფრო დაუთბა ლექსოს.. 5. დილით გაღვიძებულს ლექსო ოთახში არ დახვდა. თათულის უშფოთველად ეძინა. სარკის წინ კი უშველებელი თაიგული იდო. გაეღიმა.. ნაცნობი სითბო იგრძნო.. - დილამშვიდობის _ ოთახში ლექსო შევიდა. - გამარჯობა _ გაუღიმა. - მოვემზადოთ, ვისაუზმოთ და გუშინდელი გეგმა შევასრულოთ. - რა გეგმა? - ნიკორწმინდა არ უნდა ვნახოთ? - გზის საკითხი გაარკვიე? - ისევ უნდა ვიკამათოთ? - კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ. - კარგი, არაფერიც არ გამირკვევია, სადამდეც ავალთ, ავალთ. - ეტლი მაინც წამოიღე, ტაძარშიც ხელში აყვანილს ხომ ვერ შემიყვან. - რატომაც არა. - ლექსოო.. - არავითარი ლექსო, წავიდეთ ქვემოთ _ ხელში აიყვანა და კიბეებზე ფრთხილად ჩავიდა. მოწესრიგებაში ნატა დაეხმარა. ისევ უმწეობის შეგრძნება, ისევ ყელში გაჩენილი ბურთი და ისევ ცრემლიანი თვალები. -_-_-_-_-_-_-_- მანქანა ბოლომდე ავიდა. საოცარი სანახავი აღმოჩნდა ნიკორწმინდა. დიდი ტაძარი უძველესი ჩუქურთმებით იყო სავსე. ტაძარს უშველებელი გუმბათი ამშვენებდა, შიგნიდან ფრესკებით იყო მოხატული. ტაძრისგან მოშორებით პატარა სამრეკლო იდგა. ტაძრის მოლოცვას რომ მორჩნენ ეზოში გადაინაცვლეს.. არანაკლებ აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ბუნება. ეზოს ათასწლოვანი ხეები ამშვენებდა, გარშემო ტყე და მინდორი იყო. სულ ამწვანებული, ხეებიც ფოთლებით შემოსილნი, შესანიშნავი სანახაობა დახვდათ. იმდენად იყო ბაია აღფრთოვანებული, ემოციების აღწერაც კი უჭირდა. რას არ მისცემდა, ოღონდ ამ ტაძრის მოლოცვა საკუთარი ფეხებით შეძლებოდა. თვითონ შეეგრძნო ის ხასხასა ბალახი, თვითონ დაედგა ფეხი ტაძრის იატაკზე, თვითონ მისულიყო ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ხატთან.. თვალებიდან ისევ თავისთავად ჩამოგორდნენ ცრემლები. თვალები მაგრად დახუჭა, გაახილა და სადღაც, სივრცეს გაუღიმა, თითქოს თავი დაიმშვიდა. - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ, როცა მეორედ ამოვალთ აქ, საკუთარი ფეხებით შეძლო ტაძრის მოლოცვა _ თითქოს ფიქრებს მიუხვდაო, ყურთან უჩურჩულა ლექსომ. ბაიას არაფერი უთქვამს. ვერც კი გაუღიმა, ამის ძალაც არ შესწევდა. თითქოს ისე აღაფრთოვანა ტაძარმა, არადა რეალურად ტკივილი დაუმატა ამ ყოველივეს ნახვამ.. - ლექსო _ მანქანაში ისხდნენ საუბარი რომ წამოიწყო ბაიამ. - გისმენ. - ახლა, გერმანიაში წასვლა რომ მომიწიოს.. - მოგვიწიოს ბაია _ შეუსწორა. - შენ ოჯახი უნდა დატოვო _ არ მიაქცია შესწორებას ყურადღება. - მერე რა. - მერე ბებოს და თათულის ვინ მიხედავს? - დემნა, ძალიან გთხოვ მაგაზე არ იდარდო. მთავარია პასუხები დადებითი იყო, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. _ მუხლებზე დაკრეფილ ხელებზე მიეფერა და თბილად გაუღიმა. - ან იქნება ან არა _ დაიჩურჩულა და ცრემლი მოიწმინდა. - ბაია _ მანქანა გააჩერა _ შემომხედე _ ვერ შეკავებული ცრემლი ისევ თვალებში ჰქონდა დაგუბებული _ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, აუცილებლად _ ცრემლები საკუთარი ხელით მოწმინდა და მის პატარა ხელს ტუჩებით შეეხო, ისევ ნაცნობი ჟრუანტელი, დაბრუჟებული ხელიც და ტუჩებიც. - მაგრამ ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესი იქნება _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა. - სამუდამოდ ხომ არ გაგრძელდება? - იმედია არა. - მთავარია შედეგიანი იყოს, ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს. _ თავი დაუქნია გოგონამ და წინ გაიხედა. _ წავიდეთ _ მანქანა დაძრა. სახლში მისულებს ეზოშივე შეეგება თებრონე. - მოგეწონა ბებო ნიკორწმინდა? _ გაუღიმა ბაიას. - ძალიან _ მოკლედ გაუზიარა ემოციები. - წადით, შედით სახლში, საჩუქრებია თქვენთვის _ გაუცინა. - საინტერესოა _ სახლისკენ წავიდნენ. ნელა აიარა კიბე და როგორც კი პირველი ნაბიჯი შედგა სახლში, ყვირილი გაიგონა. - სურპრიზიი _ ოთახიდან გამოხტნენ ელო და დემნა. ლექსო და ბაიაც გაამხიარულეს. - რა გიჟები ხართ _ გაუღიმა ბაიას. - მივხვდით რომ უთქვენოდ ჩვენს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა _ ერთწინადადებიანი სპექტაკლი გაითამაშა დემნამ. დივანზე დასვა ლექსომ ბაია, ელო გვერდით მიუჯდა და მიეხუტა. - სიმართლე მითხარი ახლა, დედაჩემმა გითხრა ხომ წადიო? _ უჩურჩულა ბაიამ და გაუცინა. - მეც მინდოდა _ გაუცინა ელომ _ დემნასაც. - ელოო! - კარგი ჰო.. - გადამრევს _ გაეცინა. - კარგი რა ბაიკო, უბრალოდ ნერვიულობს შენზე. - ჰო ვიცი, მაგრამ ვერ გავაგებინე რომ ლექსო ძალიან კარგად მექცევა _ საუბარი უფრო ხმამაღლა განაგრძეს, როგორც კი ბიჭებმა ოთახი დატოვეს. - იმდენად კარგად, რომ დათბი კიდეც, ატყობ? - ვატყობ _ ამოიოხრა _ უბრალოდ არ შემიძლია, ვერ ვექცევი ცივად ან ცუდად, ყოველ წამს ვერ ვახსენებ თავის დანაშაულს, არ შემიძლია, იმდენად კარგად მექცევა, ჩემი მხრიდან უმადურობა იქნება ამის იგნორირება. - ჰო, მესმის შენი, მაგრამ ელზა დეიდა ვერ პატიობს. - ასე მგონია ვერც ვერასდროს აპატიებს, მისიც მესმის, მაგრამ ვეღარ ვუსმენ როგორ ლანძღავს ლექსოს გამუდმებით. - იქნებ შეახვედრო ერთმანეთს. - ხუმრობ? მესამე მსოფლიო ომი იქნება _ ჩაიფრუტუნა. - ქორწილზე ხომ ნახა? - შენ არ იცი რამდენი ვემუდარე რომ არაფერი ეთქვა, ჰოდა იჯდა ჩუმად, მაგრამ რა სახე ჰქონდა შენც ხომ ნახე? - არ ყოფილა თქვენი საშველი. - რომ გავშორდებით მერე გვეშველება _ გაიღიმა. - დარწმუნებული ხარ? _ დემნას ხმამ შეაშინა გოგონები. - როგორ შემაშინე _ დაიწუწუნა ბაიამ. - მე რაღაც გკითხე.. - კი დემნა, დარწმუნებული ვარ. სხვისი საუბრის მოსმენა რომ უზრდელობაა? _ გაუცინა. - გეფიცები მხოლოდ ბოლო წინადადება გავიგე _ გაიცინა თვითონაც. - კარგი, ლექსო სადაა? - ლექსო, ნატა და თათული წყაროზე წავიდნენ. - ნეტავ ხაფანგები თუ დააგო? - დააგო _ ახარხარდა დემნა _ ერთი ის მითხარი ამხელა ქალს, იმ პაწაწუნა არსების როგორ გეშინია? - ახლა შენ დამცინე კიდევ _ გაბუსხა ტუჩები _ მეშინია და მორჩა. - ჰო კარგი, კარგი.. -_-_-_-_-_-_-_- საღამოს ეზოში ცეცხლი დაანთეს. გარშემო უსხდნენ ახალგაზრდები. ლექსოს მზერა მხოლოდ ბაიასკენ იყო მიმართული, თითქოს სხვა ყველაფერი ბუნდოვანი გამხდარიყო მისთვის. თვითონაც ვერ ხვდებოდა, იმხელა სითბოთი შეჰყურებდა. გოგონას კი ცეცხლისთვის გაეშტერებინა თვალი, არაფერი ჩანდა მის თვალებში, გარდა ტკივილისა და იმედის ნაპერწკალი, იმ იმედის რომელსაც რამდენიმე დღეში ფრთები უნდა შეესხა... ან.. ან ისევ უსაშველო ტკივილი მოეტანა.. გოგონები მალე წავიდნენ დასაძინებლად. ეზოში კი დემნა და ლექსო დარჩნენ. ზოგად რაღაცებზე საუბრობდნენ, სანამ დემნამ კითხვა არ დაუსვა. - ბაიაზე რას ფიქრობ? - რას უნდა ვფიქრობდე? _ გაიკვირვა. - ზოგადად, რას ფიქრობ? - ერთი ჩვეულებრივი გოგოა, არა გატყუებ _ აამოიოხრა _ არაჩვეულებრივი გოგოა, რომელიც მე გავაუბედურე. - ლექსო იმისთვის არ მიკითხავს თვითგვემას რომ მოჰყვე. - მაშინ უბრალოდ გეტყვი რომ საოცრებაა, იმდენად მშვიდია, გაწონასწორებული, თავს არასდროს აძლევს უფლებას ემოციებს აჰყვეს. პირდაპირ მაოცებს თავისი კეთილშობილებით. რატომ მკითე? - ისე, უბრალოდ _ ეჭვით გადახედა ლექსომ მეგობარს, დემნამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ცას ახედა. - ბაიას ცის ყურება უყვარს _ ჩაილაპარაკა ლექსომ. დემნას ჩაეცინა და თავი გადააქნია. - როდის ბრუნდებით? - ხვალ საღამოს ან ზეგ დილით ალბათ. იქაც მოსამზადებლები ვართ. - ლექსო პასუხები რომ უარყოფითი იყოს? - არ უნდა იყოს. - ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა განიხილო გონებაში. - არა, ამას ვერ განვიხილავ, შუძლებელია პასუხები უარყოფითი იყოს, შეუძლებელია ბაიასნაირმა ადამიანმა მთელი ცხოვრება ასე იტანჯოს. - ვერაფერს გეტყვი, მეც თქვენსავით მინდა რომ პასუხები დადებითი იყოს. აქამდე ოპტიმიზმს ინარჩუნებდა, იმ საღამოს კი პირველად დაფიქრდა, რა მოხდებოდა პასუხები რომ უარყოფითი ყოფილიყო. ბაიას იმედგაცრუებული თვალების დანახვას ვეღარ აიტანდა. რაღაც საოცარი გრძნობა ჰქონდა გოგონას მიმართ, მისი დანახვისას სხეულში სითბო ეღვრებოდა, თავისთავად ეღიმებოდა.. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ ბაიას მზერაში ის ტკივილი აღარ დაენახა, მაგრამ ფაქტი იყო, ვერაფერს აკეთებდა. -_-_-_-_-_-_- დილით ელომ გააღვიძა ბაია. - რა ხდება? - იასამნებს აქაც ყოველ დილით გახვედრებს? _ გაკვირვებულმა ჰკითხა. - ჰო _ გაეღიმა _ ამის გამო გამაღვიძე? - გამიკვირდა და გკითხე.. - რომ გავიღვიძებდი მერე გეკითხა _ აწუწუნდა. - ისევ ისეთი ბუზღუნა ხარ. - ელო მე ფეხებში წამერთვა მგრძნობელობა, ხასიათი კი არ შეუცვლია იმ შეჯახებას _ გაუღიმა. - ბაია _ უცებ შეწუხდა. - დაწყნარდი, არ ინერვიულო, უკვე თითქმის შევეჩვიე. - ასე ნუ ამბობ ბაია, სულ მალე ისევ შეძლებ ძველებურად ცხოვრებას. - კარგი, უბრალოდ მე ყველაფერზე ვფიქრობ ელო. - მე ქვემოთ ჩავალ და ლექსოს ვეტყვი ჩამოგიყვანოს. ღიმილით შევიდა ლექსო ოთახში. პირველ სართულზე ჩაიყვანა და ეზოში, მეგობრების გვერდით დასვა. - როდის ვბრუნდებით? - როცა გინდა _ გაუღიმა _ დღეს ან ხვალ. - დღეს წავიდეთ, დედაც ნერვიულობს. - კარგი, წავიდეთ დღეს, მოვემზადოთ, ბებოს და თათულის დავემშვიდობოთ და წავიდეთ. - ვუბრუნდებით ქალაქს და ვტოვებთ ამ სამოთხეს _ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დემნამ. - დემნა გეყოფა ეს სცენები _ გაუცინა ბაიამ. _ ქალაქშიც ზედმეტად ლაღი და ბედნიერი ხარ. - რაც მართალია, მართალია _ გაუცინა. 6. იმავე საღამოს დაბრუნდნენ შინ. გახარებული შეეგება ნელი დეიდა. არც ელო და დემნა გაუშვეს სახლებში, ყველამ ერთად ივახშმა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ. დედას ელაპარაკა ბაიას, შეუთანხმდა რომ ხვალ ნახავდა. ქალბატონი ელზა დვალის სახლში უნდა მისულიყო. - ლექსო, ოთახში მინდა, მეძინება. - ახლავე _ გაუღიმა და ხელში აიყვანა. _ ბაია _ საუბარი წამოიწყო _ იცი, ხვალ ჩემი მეგობრები იკრიბებიან, იციან რომ ცოლიც მოვიყვანე, იქნებ წავსულიყავით, შენც გაერთობოდი ცოტას. - ამ მდგომარეობაში? არ შეგრცხვება ასეთი ცოლი წარუდგინო მეგობრებს.. - ბაია! - მე სიმართლეს ვამბობ ლექსო, დარწმუნებული ვარ შენს მეგობრებს ულამაზესი ცოლები ჰყავთ. - შენც ულამაზესი ხარ _ სითბოთი სავსე ხმით ჩაილაპარაკა. - მაგრამ ინვალიდი.. - ბაია გეყოფა.. თუ წასვლა არ გინდა, პრობლემა არაა, მაგრამ საკუთარ თავზე ასე ნუ ლაპარაკობ. - ჩვეულებრივ ვლაპარაკობ.. - კარგი, ანუ არ წავიდეთ. - შენ წადი, ჩემ გამო ნუ დარჩები. - მარტო დაგტოვო მთელი საღამო? - არაფერი მომივა.. - არაუშავს, სხვა დროსაც შეიკრიბებიან. - კარგი, წამოვალ. - არა, შენ წასვლა არ გინდა. - მინდა ლექსო, მართლა, წავიდეთ, გავიცნობ შენს მეგობრებსაც. - დარწმუნებული ხარ? - სრულიად. - კარგი _ გაუღიმა. _ მადლობა. -_-_-_-_-_-_- დილა კვლავ იასამნებით დაიწყო. ისე მიეჩვია ლექსოს ამ ქმედებას, ერთ დღესაც რომ აღარ დახვდეს, უბრალოდ არ იცის რა მოხდება, ის დღე ჩაკვდება. არადა იცოდა, არ შეიძლებოდა ასე მიჩვევა. ერთ მშვენიერ დღეს, (იმედი ჰქონდა, რომ დადგებოდა ეს დღე), როცა გაივლიდა, ლექსოს დატოვება მოუწევდა. წინასწარ უნდა შეგუებოდა ამ ფაქტს. თავიდან ვერც კი წარმოიდგენდა, მაგრამ მიეჩვია, ლექსოს უფრო, ნელი დეიდასაც, დემნასაც, ბებიასაც, თათულისაც, ყველას მიეჩვია, ამ სახლს და მის იასამნებს, ალბათ გაუძნელდებოდა აქედან წასვლა, მაგრამ შეძლებდა. შეძლებდა, რადგან ბიჭსაც ჰქონდა ბედნიერების უფლება. ჰქონდა უფლება სიყვარულით შეექმნა ოჯახი. გული უჩვეულოდ დაუმძიმდა ამაზე ფიქრისას, თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და სარკეში, ლოგინიდან გაუღიმა საკუთარ ანარეკლს. ახლა სისუსტეებისთვის არ ეცალა, ძლიერი უნდა ყოფილიყო. - დილა მშვიდობის _ ღიმილით შევიდა ოთახში ლექსო. - დილა მშვიდობის _ გაუღიმა. - ნატა ამოვა მალე, მოწესრიგდი და ჩაგიყვან ქვემოთ, მერე მაღაზიაში უნდა გავიდე, ნელი დეიდამ დიდი სია ჩამომიწერა საყიდლების _ ხელებით აჩვენა რამხელა იყო „დიდი“. ლექსო შინ არ იყო.. კარებზე კაკუნი გაისმა, ღიმილით წავიდა ნელი დეიდა გასაღებად, ღიმილითვე მიესალმა კარებთან მდგარ ქალბატონს და შინ შეიპატიჟა. გაუცინარი სახით მიაბიჯებდა ელზა, სახე მხოლოდ მაშინ გაუნათდა, ბაია რომ დაინახა. თბილად ჩაეხუტა მონატრებულ შვილს, შუბლზე აკოცა და მის გვერდით ჩამოჯდა. - როგორ ხარ დედიკო? _ სევდიანი ხმით ჰკითხა. - კარგად ვარ დედა _ შეძლებისდაგვარად გულწრფელად გაუღიმა. - ნუ მატყუებ. - არ გატყუებ დე, მართლა კარგად ვარ. - ყავას ხომ მიირთმევთ?_ ღიმილით შევიდა ნელი დეიდა. - არაფერი არ მინდა _ უკმეხად უპასუხა ქალმა. - დედა _ შეუბღვირა ბაიამ _ ნელი დეიდა უგემრიელეს ყავას აკეთებს, დავლევთ აუცილებლად _ გაუღიმა ნელის. - ახლავე გავაკეთებ _ ოთახიდან გავიდა. - დეე, ნელი დეიდამ რა დაგიშავა? რატომ იქცევი ასე? სად გაქრა ჩემი თბილი დედიკო? - ამ სახლში მცხოვრები ყველა ადამიანი დამნაშავეა ჩემთვის. - დეე.. - კარგი, ვეცდები უფრო თავაზიანი ვიყო ქალბატონ ნელისთან. - ჩემი დედიკო _ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა. - ჩემი პატარა _ ხმა აუკანკალდა ქალს, თვალებიც აუცრემლიანდა. ალბათ ვერავინ გაიგებდა რა ხდებოდა მის გულში, დედის გულში. განსაკუთრებულად ტკიოდა ბაიას მდგომარეობა ელზას. ძნელია შვილს ამ მდგომარეობაში ხედავდე, დამნაშავის გვერდით და სიმშვიდე შეინარჩუნო. შვილისნაირი აუღელვებელი არ იყო ქალი, პირიქით, ზემდეტად ფეთქვებადი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ბაიას ერთი თხოვნა და მაშინვე ლბებოდა. ეტყობოდა ერთადერთი შვილი რომ ჰყავდა, ყოველთვის ყველაფერზე ეთანხმებოდა, ცდილობდა ბაიასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა, არაფერი აეკრძალა.. ახლა უკვე ტკივილით ახსენდებოდა ერთ დროს ბედნიერი მოგონებები, ბაიას პირველი ნაბიჯები, მისი ბავშვობა, თამაში, სირბილი.. კარების ხმა რომ გაიგონა, იქით გაიხედა და სახეც მაშინვე კვლავ მკაცრი, უდრეკი გაუხდა. - ამას სახლში რა უნდა? _ გაბრაზებით გადახედა ბაიას. - ეს სახლი მისია დე _ გაუღიმა. - გამარჯობა ქალბატონო ელზა _ მიესალმა ლექსო და ხელი გაუწოდა. იცოდა, დღეს რომ უნდა მისულიყო სტუმრად ელზა, მაგრამ მაინც ჰქონდა მოულოდნელობის ეფექტი. ქალმა ერთი ახედა უკმაყოფილო მზერით და ისევ ბაიას მიუბრუნდა. - დეე _ თხოვნით მიმართა გოგონამ. - ბაია.. - დედა _ კიდევ ერთხელ გაიმეორა უფრო მკაცრი ტონით და ქალბატონი ელზაც დაითანხმა. ლექსოს ხელი ჩამოართვა, სულ ორი წამით და სასწრაფოდ გამოსწია უკან, მზერა არ შეცვლია. ბაიას გაეღიმა, ლექსომ მოიბოდიშა დაგტოვებთო და ოთახიდან გავიდა. - რატომ მაიძულებ რომ ადამიანურად მოვექცე ბაია? - იმიტომ რომ ადამიანია დედა. - ადამიანი რომელმაც გაგაუბედურა. - და ამავე დროს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამაბედნიეროს.. - ხვდები მაინც რას ამბობ? - ვხვდები დე, ვხვდები, მართლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. ამას ვერ დავუკარგავ, ამის არ-შემჩნევა უბრალოდ უმადურობა იქნება. - ეტლში რომ ზიხარ ეგ დაგავიწყდა? - დედა გთხოვ, ეს უბედური შემთხვევა იყო.. - არ მესმის ბაია, არ მესმის ამ ყველაფერს ასე მშვიდად როგორ უყურებ, როგორც კი ამ ბიჭს ვხედავ, მინდა ისევე გავაუბედურო, როგორც შენ გაგაუბედურა. - ჰოდა არ მინდა რომ ასე ფიქრობდე, მე ისევ ჩემი თბილი დედიკო მინდა, შენ შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ მე ვხედავ როგორ ნანობს თავის საქციელს.. - სინანული გშველის? - შიძლება ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას არა, მაგრამ სულიერად მშველის, გულის ტკივილს შველის დე.. - არ ვიცი ბაია, არ ვიცი.. - მე ვიცი.. _ გაუღიმა. - მე ვგრძნობ რომ გტკივა, როდემდე გაუძლებ ასე მშვიდად ამ ყველაფერს.. - ბოლომდე დე, შენ იცი რომ მტკივა, ამის უარყოფას არც ვეცდები, მართლა მტკივა, მაგრამ არაფერი შეიცვლება ლექსოს რომ უხეშად ვექცეოდე, ისევ ისე მეტკინება და სინდისიც არ მომცემს სიმშვიდის უფლებას. - კარგი, როგორც შენ მიგაჩნია სწორად _ გაუღიმა _ ჩემი წასვლის დროა.. - უკაცრავად ხელს რომ გიშლით _ ოთახში შევიდა ლექსო. - არ გვიშლი _ გადახედა ბაიამ. - მე უკვე წასვლას ვაპირებდი _ კვლავ მკაცრი ტონი ჰქონდა ელზას. - იქნებ ჩვენთან ერთად გესადილათ _ ყოყმანით შესთავაზა ლექსომ. - არა, მადლობა. - დე, ძალიან კარგი იდეაა, მე რატომ ვერ მოფიქირე, დარჩი რა. - არა ბაია, არ მინდა. - იქნებ დაფიქრდე? - არა, მადლობა შემოთავაზებისთვის. - კარგი, გაგაცილებ. კარებამდე მიაცილა, თბილად ჩაეხუტა ქალბატონი ელზა და წავიდა. სევდიანი მზერით გააცილა დედა, მოენატრა მასთან ყოფნა, მასთან ერთად ცხოვრება, ყოველ საღამოს ტკბილი კოცნა შუბლზე, მისი რჩევები, გაფრთხილებები, თავისი სახლი მოენატრა. - ბაია, ვისადილოთ _ ფიქრების ჯაჭვი გაუწყვიტა ლექსოს ხმამ. - ჰო, წავიდეთ. - ნელ-ნელა მოემზადე მერე, თუ არ გადაიფიქრე რა თქმა უნდა. - არ გადავიფიქრე, მოვემზადები და წავიდეთ. - და კიდევ.. - რა მოხდა? - ხვალ პასუხები იქნება _ დამამშვიდებლად გაუღიმა. - მართლა? _ ეცადა არ შეემჩნია როგორ ანერვიულდა. - ჰო.. - ძალიან კარგი _ გაუღიმა და სამზარეულოსკენ გაგორდა. ისადილეს, მაქსიმალურად ცდილობდა ბაია მღელვარება არ შეტყობოდა, მაგრამ არც ისე კარგად გამოუვიდა. საღამოს ნატა დაეხმარა მომზადებაში. თმები აიწია და კუდი ლამაზად ჩამოუშვა. მსუბუქი მაკიაჟი, წითელი ფერის ტუჩსაცხი და ლექსოს მიერ მიტანილი კაბა.. ოთახში რომ შევიდა და ლამაზად შეფუთული ყუთი დაინახა, გაუკვირდა. ვერც კი ივარაუდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყუთში. როგორც კი გახსნა, გაოცდა, კაბა ამოიღო.. გრძელი, შავი კაბა იყო, ზურგი სამკუთხედად ამოღებული, წინ ოვალურად, კარგად გამოიკვეთებოდა მხრები, მაღალი კისერი, მთლიანად ვიწრო, მხოლოდ ბოლოში იყო ოდნავ გაშვებული. - ლექსოს ვეტყვი რომ მზად ხარ _ გაუღიმა ნატამ და კარებისკენ წავიდა _ ჰო, შესანიშნავად გამოიყურები _ მოუბრუნდა თვალი ჩაუკრა. - მადლობა _ გაუღიმა. სანამ ნატა გასული იყო, ბაია სარკეში თავის ანარეკლს უმზერდა.. სულ სხვა ადამიანს ხედავდა, აღარსად იყო ის ხალისიანი, თვალებგაბრწყინებული გოგო, ახლა სევდიანი მზერის მატარებელი გამხდარიყო, მის თვალებში ტკივილი ჩანდა. - შეიძლება? _ ოდნავ მიაკაკუნა ლექსომ. - შემოდი _ სარკეს თვალი მოაშორა და კარებისკენ გაიხედა. - ბაია _ აღფრთოვანებული იყო ლექსო _ ულამაზესი ხარ, მართლა.. - მადლობა _ გაუღიმა.. - წავედით ხომ? - წავედით. -_-_-_-_-_-_-_-_- რესტორანში შესვლისთანავე ყურადღება მიიქციეს. უხერხულად შეიშმუშნა ბაია, კარგად მიხვდა არც მის სილამაზეს რომ არ უყურებდნენ და არც მის ჩაცმულობას, აკვირდებოდნენ წყვილს, გაფართოებული თვალებით და შემფასებლური მზერით. - გაოგნებული ვარ, ეს რა სილამაზე გვყოლია გვერდით _ ღიმილით მიუახლოვდა დემნა. - მადლობა _ დაიმორცხვა. საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაცებს ჩურჩულებდა, გადამეტებულ ინტერესს იჩენდნენ ბაიას მიმართ. კარგად ამჩნევდა გოგონაც და თავს უხერხულად გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ლექსო წამითაც არ მოშორებია გვერდიდან, ვინც მიესალმა ყველას წარუდგინა ბაია. ჩურჩული კი მაინც გრძელდებოდა.. - არ მესმის რატომ მოიყვანა ცოლად ეს ინვალიდი, მშვენიერი ბიჭია _ რას არ იზამდა ოღონდ ეს სიტყვები არ გაეგონა, მაგრამ გაიგონა, თვითონაც და ლექსომაც, რომელიც უკვე მთელი ძალით ჩაფრენოდა ეტლის სახელურებს. - მითხარი რომ არაფერი გაგიგია, გთხოვ _ ეტლის წინ ჩაცუცქულიყო და ბაიას ხელები საკუთარ ხელებში მოექცია. - არაფერი გამიგია _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა. - ყურადღებას ვითხოვ ერთი წუთით _ ეტლს მოშორდა ლექსო. - რას აკეთებ? _ გაკვირვებული დაეკითხა. - ერთი წუთით, მინდა ყველას გაგაცნოთ, ჩემი მეუღლე ბაია ლომიძე. მე მინდა მისი სადღეგრძელო შევსვა, მისი, როგორც გამორჩეული ადამიანის.. ადამიანის, რომელიც ადამიანობის ეტალონია, სიმშვიდის და კეთილშობილების განსახიერების, არასდროს მომბეზრდება მის დადებით თვისებებზე საუბარი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ნებისმიერ თქვენგანზე ძლიერია და ნებისმიერ თქვენგანზე მაღლა დგას შეგნებით, ჩემს ბაიკოს გაუმარჯოს _ თავზე აკოცა ბაიას და დალია. გაკვირვებული უყურებდა ბაია, უცნაურად მოხვდა ყურში „ჩემს ბაიკოს“, მაგრამ ეცადა განსაკუთრებული რეაგირება არ მოეხდინა. _ წავედით ბაია. - სად წავედით ლექსო? - სახლში.. - ლექსო.. - წავედით _ გაუღიმა და რესტორნიდან გაიყვანა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია ლექსოს. მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, სახლში რომ მივიდნენ. - მაპატიე რა _ შეწუხებული სახით ჩამოუჯდა წინ. - რა უნდა გაპატიო, არაფერია.. - როგორ არა, არ უნდა დამეძალებინა წამოსვლა. - შენ არაფერი დაგიძალებია, მთხოვე და მეც დაგთანხმდი.. - არ მეგონა თუ მსგავსი რამ მოხდებოდა. - ლექსო, დაივიწყე კარგი? მე დავივიწყე, არაფერი მომხდარა.. - მაპატიე.. - უკვე მაბრაზებ.. - კარგი, გავჩუმდები _ ოდნავ გაუღიმა. - ოთახში ამიყვან? - აუცილებლად _ ხელში აიყვანა და კიბეებზე ავიდა. როგორც კი ლოგინზე დასვა, მზერა გაუსწორა. _ მართლა მაპატიე რა _ შუბლზე კოცნა დაუტოვა და ოთახიდან გავიდა. 7. დილით, თვალები რომ გაახილა ბაიამ, მისგან ზურგით მდგარი ლექსო დაინახა, რაღაცას აკეთებდა, მარტივად მიხვდა ლომიძის ქალბატონი რა „რაღაც“ იყო და თვალები ისევ დახუჭა. როგორც კი ბიჭი ოთახიდან გავიდა, ეშმაკობას მორჩა და იასამნის თაიგულს გახედა. ისევ თავმომწონედ უმზერდა იასამანი, ისევ სითბო ჩაეღვარა გულში, ისევ ბედნიერს გაეღიმა. მაისი იწურებოდა, ლექსო კი იასამნების მიტანას არ წყვეტდა. დღეს პასუხები იქნებოდა, ღიმილი მოშორდა სახიდან. არ იცოდა რა მოლოდინები უნდა ჰქონოდა, არ უნდოდა ზედმეტად დაეიმედებინა საკუთარი თავი და შემდეგ იმედები გაცრუებოდა. ურჩევნოდა პესიმისტურად ეფიქრა, ასე გულის ტკივილს მაინც შეიმსუბუქებდა, თუ პასუხი უარყოფითი იქნებოდა.. ასე ფიქრობდა, ასე ეგონა.. - დილა მშვიდობის ბაია _ ღიმილით შევიდა ოთახში ნატა. - გამარჯობა ნატა _ ნაძალადევად გაუღიმა. - რამე მოხდა? _ ადვილად შეამჩნია ექთანმა მისი ხასიათის ცვლილება. - არაფერი, უბრალოდ ვღელავ ნატ, ეს არის და ეს. - ჰო, გასაგებია, არ ინერვიულო, ყველფერი კარგად იქნება _ ლოგინზე ჩამოუჯდა. - მადლობა ნატ, ყოველთვის ცდილობ დამამშვიდო და კარგადაც გამოგდის. - როგორც ლექსოს ხომ? _ ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი. - ნაატ _ საყვედურნარევი ტონით წარმოთქვა მისი სახელი. - კარგი, ვჩუმდები _ ხელები სიცილით ასწია _ მოვემზადოთ, ვისაუზმოთ და მერე წახვალთ. - ჰოო.. - გუშინდელი ამბებიც მოსაყოლი გაქვს.. - რომ დავბრუნდები, მოგიყვები ნატ... კიდევ კარგი შენ და ელო მყავხართ _ გაუღიმა და ჩაეხუტა. - კარგია რომ გაგიცანი, იშვიათობაა შენნაირი ადამიანები.. მომზადებაში დაეხმარა და ოთახიდან გავიდა. მალე შეაბიჯა ლექსომ, ღიმილით მიესალმა, წინა საღამოზე საუბარი უნდა დაეწყო, მაგრამ ბაიამ გააჩუმა. ფრთხილად ჩაიყვანა კიბეებზე, მშვიდად ისაუზმეს და საავადმყოფოსკენ წავიდნენ. - ნერვიულობ? _ გადახედა ლექსომ და ერთმანეთში გადახლართული თითებისკენ მიანიშნა. - ცოტას _ ნერვიულად გაუღიმა. - ყველაფერი კარგად იქნება.. - კარგი სიტყვებია, ნეტავ ყოველთვის ხდებოდეს _ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. - ჩვენს შემთხვევაში ახდება ბაია.. - დედა ალბათ გველოდება უკვე.. - არ გველოდება, შენ გელოდება _ გაუცინა _ ან მეც მელოდება, ოღონდ მოსაკლავად.. - ლექსოო _ ბაიასაც გაეცინა. - მოვედით.. - ჰო _ ისევ შეუტია ნერვიულობამ.. მანქანას მოუარა, ბაიას კარები გააღო, ღვედი შეუხსნა და მშვიდად გაუღიმა. - ჩემი ხომ გჯერა? _ დაბნეულმა შეხედა ბაიამ _ გჯერა?? - ჰო _ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა. - ჰოდა ყველაფერი კარგად იქნება _ სულ რამდენიმე წამით შეახო ტუჩები შუბლზე, ხელში აიტაცა და საავადმყოფოში შეიყვანა. - მოხვედი დედიკო? _ შესვლისთანავე შეეგება ელზა. - მოვედით დედა _ მრავლობითი რიცხვი გამოკვეთა. - გამარჯობა _ უკმაყოფილო ტონით მიესალმა ლექსოს. - გამარჯობა _ გაუღიმა. _ წავიდეთ ხომ? ექიმი გველოდება.. - მე შევყვები, შენი შემოსვლა არაა საჭირო.. - მეც რომ მინდა შემოსვლა, თქვენც რომ შეჰყვეთ და მეც? - მგონი ამდენი ადამიანის შემოსვლა არაა საჭირო. - დედა გთხოვ _ გადახედა ბაიამ ელზას.. - კარგი, როგორც გინდათ _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და კარებზე დააკაკუნა. ნებართვის შემდეგ შევიდნენ, სკამზე ჩამოსვა ლექსომ ბაია და თვითონ მის უკან დადგა. მეორე სკამი ქალბატონმა ელზად დაიკავა. - გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ექიმი. _ აბა, როგორ გრძნობთ თავს? - ვღელავ _ გულწრფელად უპასუხა ბაიამ. - რასაკვირველია, თქვენს ადგილას ყველა ინერვიულებდა, მაგრამ.. სანერვიულო მე თუ მკითხვათ არ გაქვთ _ გაუღიმა.. _ ანალიზების პასუხები ძალიან კარგია, გილოცავთ _ სახეგაბრწყინებულმა ამცნო.. - ანუ? _ ჩაეკითხა ლექსო. - ანუ ის რომ ბაია ისევ შეძლებს სიარულს, თუ რა თქმა უნდა იმკურნალებს.. - აუცილებლად _ მტკიცედ უთხრა ლექსომ.. ბაია უბრალოდ ხმას ვერ იღებდა, აცრემლებული თვალებით შეჰყურებდა ექიმს. - უღრმესი მადლობა ექიმო _ ბედნიერი იყო ქალბატონი ელზაც. - მაგრამ ბაია, უნდა გაგაფრთხილო, რომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, საკმაოდ მტკივნეულიც, იმედი მაქვს შეძლებ ამ ყველაფრის ატანას, მე მჯერა რომ ხარ ამდენად ძლიერი და შენი მომავლისთვის აიტან ამ ყველაფერს.. - მე ყველაფერს გავაკეთებ _ გაუღიმა და ცრემლები მოიწმინდა. - აი ეს შემართება ძალიან მომწონს.. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, ისინი უკვე გელოდებიან, რაც უფრო მალე შეძლებთ წასვლას, მით უკეთესი იქნება. - დღეიდანვე დავიწყებთ მზადებას, ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვაგვარო საბუთების საკითხი და მალე გავემგზავროთ. - ძალიან კარგი, სხვა აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ წარმატებები გისურვოთ, ვიმედოვნებ მომავალ ვიზიტზე საკუთარი ფეხით მესტუმრები _ გაუღიმა ბაიას.. - იმედია.. - ნახვამდის ბატონო ვახტანგ, მადლობა _ გაუღიმა ლექსომაც და ბაია ხელში აიტაცა. მანქანას რომ მიუახლოვდნენ, ელზას გადახედა ლექსომ.. - იქნებ ჩვენთან წამოსულიყავით, აღვნიშნოთ ეს ამბავი.. - ჯობს სახლში წავიდეთ _ კვლავ მკაცრი იყო ქალი.. - დეე, ახლა მაინც წამო, გთხოოვ.. - ნელი დეიდა დილიდან ემზადებოდა პასუხების აღსანიშნავად, დარწმუნებული იყო რომ დადებითი იქნებოდა, ძალიან გაუხარდება თუ თქვენც მოხვალთ.. _ ორივეს გადახედა ქალმა, მართალია უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა.. სახლშიც დიდი სიხარული გამოიწვია პასუხებმა. ლექსომ ბებიასაც დაურეკა, ბაიაც ისმენდა ქალის აღფრთოვანებულ ტონს, თბილად ჩაეღიმა. - ვიცოდი, ვიცოდი _ გახარებული ჩაეხუტა ნატაც. - მადლობა ნატ.. - როგორ გამახარეთ _ ღიმილით დაფუსფუსებდა ნელი დეიდაც. ერთად ისადილეს, მშვიდად.. ქალბატონი ელზა მეტ ხანს აღარ გაჩერდა და წავიდა.. გააცილეს და ელოს და დემნას დაურეკეს.. ყველა ბედნიერი იყო.. საბუთების მოწესრიგება იმ დღიდანვე დაიწყეს, თუმცა ლექსოს კიდევ ერთი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. არ იცოდა ქალბატონ ელზასაც სურდა წასვლა თუ არა.. არა რომ ენდომებოდა, ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა, უნდა გაერკვია შეეძლო თუ არა.. ამ საქმესაც მიხედავდა.. ახლა კი უბრალოდ ბედნიერი იყო, უყურებდა ბაიას გაბრწყინებულ თვალებს და ხვდებოდა, რომ ეს იყო ყველაზე გულწრფელი სიხარული. მისი იმედით სავსე მზერა აბედნიერებდა.. ეს ლოდინი ამად ღირდა. - ჩვენი წასვლის დროა _ დაემშვიდობნენ ელო და დემნა.. ცოტა ხანში ოთახში აიყვანა ლექსომ ბაია. ლოგინზე დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. - ძალიან ბედნიერი ვარ ლექსო _ საუბარი ბაიამ დაიწყო.. - მეც _ გაუღიმა.. - ცოტა მეშინია კიდეც, მაგრამ.. - რისი გეშინია? - მეშინია, რომ ვერ გავუძლებ იმ რთულ პერიოდს.. - ნუ გეშინია, შენ ძლიერი ხარ და ეს უკვე დაამტკიცე.. - იმედია _ გაუღიმა.. - მე შენს გვერდით ვიქნები სულ, თუ ეს დაგამშვიდებს ან რამეში დაგეხმარება _ ბოლო სიტყვები თითქოსდა სევდიანი ტონით წარმოთქვა.. - შენი გვერდში დგომა სულ მეხმარება _ მზერა გაუსწორა.. - მაშინ იცოდე, რომ სულ შენს გვერდით ვიქნები, როცა დაგჭირდება.. - მადლობა.. ლექსო.. - არაფრის.. ბაია.. _ მისკენ მიიწია და გულზე მიიკრა.. იმდენად გაუაზრებლად გააკეთა ეს, მაგრამ იმდენად დიდი სითბო იგრძნო. არც ბაიას უგრძვნია რაიმე უხერხულობა, პირიქით, საკმაოდ მოხერხებულად იყო მიხუტებული ლექსოს სხეულზე, მოწონდა მისი სითბო, ყურადღება, მზრუნველობა.. _ უკაცრავად _ უხერხული ღიმილით მოშორდა.. - არაუშავს _ ბაიამაც გაუღიმა. - ძილინების.. - ტკბილი ძილი _ ოთახიდან გავიდა ლექსო.. ბაიამ კი კმაყოფილი ღიმილით დადო თავი ბალიშზე.. კმაყოფილი იყო დღევანდელი დღის გამო, უზომოდ ბედნიერი და იმედით სავსე.. ვერც წარმოიდგენდა ამდენ კარგ რამეს თუ უქადდა ეს დღე.. თვალები დახუჭა, ტუჩები კი თავისით იღიმოდნენ.. ლექსოს ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა ბაიასთან ჩახუტებისას დაუფლებული კომფორტის შეგრძნება.. ღიმილით მიწვა ლოგინზე, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა.. უკვე თვე-ნახევარი იყო, რაც ბაიასთან ერთად ცხოვრობდა და სიმართლე რომ ეთქვა, მის გარეშე ვეღარც წარმოედგინა ეს სახლი.. ახლა ერთადერთი მიზანი, ბაიას დახმარება და მისი ფეხზე დადგომა იყო, ზუსტად იცოდა რომ ყველაფერს გააკეთებდა ამისთვის... 8. დილა ღიმილით დაიწყო.. მისაღებში ჩაიყვანა ლექსომ, დღეს ბევრი საქმე მაქვსო უთხრა და წავიდა. მთელი დე მარტო რომ არ ყოფილიყო ელოს დაურეკა და მიიყვანა. ბიჭს სამსახურშიც უნდა მოეგვარებინა საქმე, ბაიას დედასაც უნდა დალაპარაკებოდა და საბუთებიც მოეწესრიგებინა გასამგზავრებლად. ამ დღეებში თებრონე და თათულიც უნდა ჩამოეყვანა ცოტა ხნით, წასვლის წინ მათთან ერთად ყოფნა უნდოდა. -_-_-_-_-_-_- კარები გააღო და გაკვირვებულმა შეხედა სიძეს. - გამარჯობა, შეიძლება? - გამარჯობა, მობრძანდი _ გაიწია და შეატარა. - თქვენთან რაღაც საქმე მაქვს და ამიტომ მოვედი. - ყავის დასალევად რომ არ მოხვიდოდი მივხვდი, გისმენ.. - მაინტერესებს გერმანიაში თქვენც გინდათ თუ არა წამოსვლა.. - შენი აზრით არ მენდომება? _ შეურაცხყოფილი ტონით ჰკითხა. - არა, მაპატიეთ, კითხვა დავსვი ცუდად, რომ გენდომებათ ამაში ეჭვიც არ მეპარება, ახერხებთ თუ ვერა? - მოვახერხებ, ჩემი გოგონას გამო ყველაფერს მოვახერხებ.. - ძალიან კარგი, საჭირო საბუთების ჩამონათვალს დაგიტოვებთ ვიზისთვის, როცა ყველაფერს მოაგროვებთ დამიკავშირდით _ ფურცელი მაგიდაზე დადო და კარებისკენ წავიდა. _ ნახვამდის.. - კარგად და მადლობა _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -_-_-_-_-_-_-_- - რა მაგარია, წარმოიდგინე, სულ მალე ისევ ვისეირნებთ ჩვეულებრივად _ გახარებული იყო ელო.. - ჰო, ძალიან კარგია.. - მაგრამ რომ მიდიხარ ეს არ მომწონს, მე აქ მარტო უნდა დავრჩე.. - რატომ მარტო? ნატას გიტოვებ _ გაუცინა. - ჰო, თუმცა შენს თავს ვერავინ შემიცვლის, ხომ იცი? - ვიცი, მაგრამ ერთად რომ ვისეირნოთ, ამისთვის წასვლაა საჭირო.. - ჰო, თან საიმედო ხელში ხარ _ ენა გამოუყო.. - ელოო.. - კარგი, ჩუმად ვარ, მაგრამ მაინც უნდა გკითხო, რას ფიქრობ ლექსოზე? - არაფერს, ძალიან კარგი ადამიანია.. - ბაია, თავს ნუ ისულელებ, კარგად იცი რასაც გეკითხები.. - არ ვიცი _ ღიმილით შეხედა _ ძალიან შევეჩვიე. - რომ იცოდე რა საყვარელი ხარ _ გაუცინა ელომ. - ოო ნუ დამცინი _ გაიბუსხა. - არ დაგცინი, მართლა საყვარელი ხარ.. - უფრო სულელი _ სევდიანად ჩაილაპარაკა. - რატომ? - იმიტომ რომ ამ ყველაფერს შევეჩვიე და ოჯახობანას თამაში გამიტკბა, მაგრამ დიდ ხანს აღარ გაგრძელდება. - ნუ პესიმისტობ, შენ არ იცი რას ფიქრობს ლექსო.. - კარგი რა, არ ვიცი რას ფიქრობს და ვერც გავიგებ, მე მისი ცხოვრებიდან უნდა წავიდე ელო, მასაც აქვს ბედნიერების უფლება, აქვს უფლება სიყვარულით შექმნას ოჯახი და ჩემი შეჩვევის გამო ამ უფლებას ვერ წავართმევ.. - კარგი, როგორც გინდა _ გაუღიმა _ გავმხიარულდეთ ახლა.. სახლში დაბრუნებულს, ბაიას კისკისი შემოესმა ლექსოს. ერთგბაშად გათბა, გაბედნიერდა.. ემოციებს ახსნას ვერ უძებნიდა, საოცრად მოწონდა მასთან ყოფნა, მისი მწვანე თვალების ცქერა ყველაფერს ურჩევნოდა, არასდროს უგრძვნია თავი ისე კარგად, როგორც მაშინ - ბაია რომ გულზე ჰყავდა მიკრული. „რომ შემეძლოს, შენს ღიმილზე მთელ მსოფლიოს დავთაგავდი“ - გონებაში ამოუტივტივდა ფრაზა სიმღერიდან და გაეღიმა. მთელ მსოფლიოდ უღირდა ბაიას ერთი გაღიმება. წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოხდებოდა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მაგრამ უკვე ეძნელებოდა მისი გაშვება, უკვე აღარ უნდოდა მის გარეშე ცხოვრება, აღარ უნდოდა სახლში მისულს, მის ნაცვლად სხვა დახვედროდა.. უცნაური ფიქრების მოსაშორებლად თავი გაიქნია და ოთახში შეაბიჯა. - გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ელოს და გადაკოცნა _ დღე მშვიდობის _ გაუღიმა ბაიასაც და თავზე აკოცა. როგორც კი ლექსო ოთახიდან გავიდა, ელომ გაიცინა და ბაიას ენა გამოუყო. გოგონამ ჯერ შეუბღვირა, შემდეგ კი თვითონაც გაეცინა. -_-_-_-_-_-_-_-_ ყველაფერი მოაგვარა.. სამ დღეში გაფრინდებოდნენ. მანამდე თებრონე და თათულიც ჩამოიყვანეს ქალაქში, თვალცრემლიანი შეეგება ქალი. - როგორ გამახარე ბებო, როგორი იმედი მქონდა _ თბილად იკრავდა ბაიას გულში და შუბლზე კოცნიდა. _ აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, მალე შენი ფეხებით შემოაბიჯებ ჩემს ეზოში. _ გოგოსაც ცოტაღა აკლდა ატირებამდე. გაურკვეველი მომავლის ხსენებამ კიდევ უფრო აუშალა გრძნობები. უნდოდა, როგორ არა, ოცნებობდა იმ ეზოში საკუთარი ფეხით შესვლაზე, მაგრამ შევიდოდა? თავი მოხუცის კალთაში ედო, ცრემლები კი დაუკითხავად ასველებდნენ მის სახეს. -_-_-_-_-_-_-_- აეროპორტში ცრემლებით გააცილა თებრონემ, თბილად ჩაეხუტა თათული.. ელოც ცრემლებად იღვრებოდა.. - უკვე მენატრები, გეფიცები მართლა მენატრები, ვერ წარმომიდგენია შენგან შორს ყოფნა.. - ელო, კარგი რა _ ეცინებოდა მის გულჩვილობაზე _ სულ მალე ჩამოვალ, გპირდები, ისევ ძველი ბაია დაგიბრუნდება.. - ჰო _ ამოისლუკუნა და მიეხუტა. - აბა შენ იცი, შენი იმედი მაქვს _ ღიმილით მიიხუტა დემნამაც.. - ვეცდები იმედები გავამართლო.. - მე ვიცი რომ გაამართლებ, ყველაზე მაგარი გოგო ხარ _ უჩურჩულა.. გაფრინდნენ.. აეროპორტიდან გამოსულმა გარემო მოათვალიერა.. უცხო იყო ყველაფერი.. ტაქსში ჩასხდნენ და წინასწარ დაქირავებულ სახლში მივიდნენ. ბინა საკმაოდ კომფორტული იყო, ორი საძინებლითმ მისაღებით, სამზარეულოთი, სააბაზანოთი და აივნით. ოთახები ღია ფერებში იყო, ერთი კრემისფერი, მეორე ღია ვარდისფერი, მისაღებიც კაკაოსფერი იყო, ყავისფერი ავეჯით. ერთ კედელთან დივანი იდგა, მის მოპირდაპირე მხარეს ორი სავარძელი, შუაში პატარა შუშის მაგიდა. კედელზე ტელევიზორი იყო. ერთ ოთახში ელზა და ბაია მოთავსდნენ, მეორეში ლექსო. სანამ ბაია და დედამისი მოწესრიგდნენ, ლექსომ მზა პროდუქტი აიტანა სახლში და სუფრაც გაშალა. კარებზე მიაკაკუნა და ნებართვის შემდეგ შევიდა. - ვისადილოთ _ გაუღიმა.. - გამოვალთ _ ღიმილი შეაგება ბაიამაც.. - დე _ ელზას გადახედა, ლექსომ რომ კარები მიიხურა _ ძალიან გთხოვ სახე შეიცვალე რა, არ გინდა ეს ხელოვნურობა ლექსოსთან. - ხელოვნური არ ვარ ბაია, არ შემიძლია, ვერ გავუღიმებ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ რამეს გიკეთებს, როგორც შენ აღნიშნავ ამას, მაინც არ შემიძლია. - გაღიმებას არ გთხოვ, მაგრამ ასეც ნუ უყურებ, სიკვდილმისჯილივით, ეცადე.. - კარგი, ვეცდები.. მშვიდად ისადილეს. მაგიდა ელზამ აალაგა, ლექსო არ დაიხმარა. წყვილი დივანზე იყო მოკალათებული, ერთმანეთის გვერდით და უინტერესოდ შესცქეროდნენ ტელევიზორს. - ხვალ დილით პირველი ვიზიტი გვაქვს _ გაუღიმა ლექსომ. - მეშინია _ ღრმად ჩაისუნთქა. - ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად _ თვალებზე ჩამოყრილი თმა თითით გაუსწორა და სამზარეულოდან გამომავალ ელზაზე გადაიტანა ყურადღება. _ იცით რა? მოდი დღეს გავისეირნოთ, ნელ-ნელა გავეცნოთ მიუნხენის ღირსშესანიშნაობებს. - გერმანიაში ნამყოფი ხარ? _ გადახედა ბაიამ. - არა ერთხელ და დანამდვილებით გეტყვით, რომ ერთ-ერთი შესანიშნავი ქალაქია. გავიდეთ? - მე დავრჩები, დავიღალე, თქვენ გადით _ ჩაილაპარაკა ელზამ. - დარწმუნებული ხართ? - კი, წადით თქვენ. - კარგი, მოვემზადები _ გაუღიმა ბაიამ. ბიჭმა ეტლში გადაიყვანა, დედა მომზადებაში დაეხმარა და გავიდნენ. - აბა, რა ვნახოთ პირველ რიგში? - რასაც შენ მირჩევ.. - მაშინ მოდი, ნიმფენბურგის სასახლეში წავიდეთ. შესანიშნავი ბაღები აქვს, მუზეუმებუ, სკულპტურები, ჩანჩქერები, ტბები.. - ყველაფერი იქ ყოფილა თავმოყრილი _ გაეცინა. - შეიძლება ასეც ითქვას, სხვათაშორის, სასახლე ფერდინანდის ბრძანებით აიგო, რათა მეუღლესთვის საჩუქარი გაეკეთებინა _ ჩაიღიმა ლექსომ.. - საინტერესოა, ვნახოთ. -_-_-_-_-_-_-_- სასახლეს ულამაზესი პარკი აკრავს გარშემო. ნიმფენბურგისკენ მიმავალ გზაზე გრძელი არხია გაყვანილი, სასახლის წინ კი ტბორია, რომელიც სავსეა იხვებითა თუ გედებით. აღფრთოვანებული შესცქეროდა ბაია ამ ყველაფერს, არ სწყინდებოდა წყალში მყოფი ფრინველების ყურება. სასახლის უკან დიდი ტყე-პარკია. გზის აქეთ-იქით მწყობრადა ჩაწყობილი ხეები საკმაოდ სასიამოვნო სანახავს ხდიდა იქაურობას, მითუმეტეს გაზაფხულზე, ყველაფერი ამწვანებული, ფოთლებით შემოსილი.. აქა-იქ სკამებიც იდგა, ნელა მიუყვებოდნენ გზას, მდუმარედ, სანამ ბაიამ არ დაიწყო ლაპარაკი. - ულამაზესია აქაურობა. - მიხარია რომ მოგეწონა.. კიდევ ბევრი ასეთი ლამაზი ადგილია აქ, ასე რომ არ მოვიწყენთ _ გაიღიმა. - კარგია, პაციენტიც ვიქნები და ტურისტიც _ გაუღიმა. საღამომდე ისეირნეს, ფართობი კი საკმაოდ ჰქონდათ სასეირნოდ.. გზის უმეტესი ნაწილი სიჩუმეში გაატარეს, თუმცა ხანდახან, რომელიმე მათგანი მაინც წამოიწყებდა ხოლმე საუბარს და თავს ირთობდნენ. - მოგზაურობა გიყვარს? _ ლექსოს ხმა მოესმა.. - მიყვარს, თუმცა საქართველოს ფარგლებს პირველად გამოვცდი, აქამდე მხოლოდ საქართველოში მოგზაურობა მიყვარდა, თითქმის ყველა კუთხე მქონდა ნანახი, ყველა ადგილი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გარდა _ ღიმილით ჩამოარაკრაკა _ ახლა უკვე რაჭაც ნანახი მაქვს, მხოლოდ ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი დამრჩა. - ეგ ოცნებაც ავასრულოთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ.. - ავასრულოთ _ ბედნიერს ჩაეღიმა. _ შენ? გიყვარს მოგზაურობა? - საკმაოდ, ბავშვობიდან დავიწყეთ მე და დემნამ საქართველოს მოვლა და ნელ-ნელა მსოფლიოზეც გადავედით _ გაეცინა. - ანუ შენ და დემნა ბავშვობიდან მეგობრობთ? - ფაქტობრივად დაბადებიდან ერთად ვართ.. - ძალიან მაგარია, როგორც მე და ელო.. - ჰო, ბედნიერებაა ასეთი ახლო მეგობარი, დემნამ, თებრომ და თათუმ გადამატანინეს ყველაფერი.. - ერთმანეთის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცით.. - შეგვიძლია ნელ-ნელა შევავსოთ ინფორმაციები.. - ჰო, მაშინ გისმენ, დაიწყე.. - რა დავიწყო? - მომიყევი შენს თავზე, რა გადაიტანე დემნასთან ერთად, საერთოდ როგორია შენი ცხოვრება? - ჩამოვსხდეთ ცოტა ხნით.. - კარგი _ გაუღიმა.. - არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მერე უკვე ჩვეულებრივი მოზარდი, არასდროს მისწავლია ძალიან კარგად, მაგრამ ვსწავლობდი ისე, რომ მყოფნიდა, ჩასაბარებლადაც მეყო, უმაღლესის დასამთავრებლადაც, დასაქმებას არ ვჩქარობდი, მამის იმედი მქონდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს იმედი უკვალოდ გაქრა.. ყველაზე მტკივნეული პერიოდი მშობლების დაკარგვა იყო, ფაქტობრივად მაშინ გავიზარდე, იქამდე ისევ თინეიჯერი ვიყავი.. რომ გავიგეთ დედა ორსულად იყო, ბედნიერებისგან დავფრინავდით ყველა.. რას წარმოვიდგენდით ასეთი შედეგი თუ მოჰყვებოდა. 39 წლის იყო მაშინ, არ შეშინებია იმის თუ რა მოხდებოდა, თვითონაც ბედნიერი იყო თათულის არსებობით, მაგრამ, როდის რა შეიცვალა ვერ გავიგეთ.. ექიმი გამოვიდა და მოგვისამძიმრა, თან თათუს დაბადება მოგვილოცა.. ერთბაშად იმხელა შოკი იყო ყველასთვის, მაშინ როცა არ ელოდები და ადამიანის სიკვდილს გაცნობებენ..მერე იყო მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ აღძრული საქმე, მაგრამ ამან არაფერი შეგვმატა, საქმეც ფაქტობრივად ყველაფრის გამოუძებლად დაიხურა.. ამ მდგომარეობაში ერთადერთი ვინც საღი გონება შეინარჩუნა, თებრო იყო.. მამას ვეღარ ვცნობდი, მამას კი არა საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობდი.. არც თათულისკენ მიმიწევდა გული, პატარა ბავშვივით მას ვადანაშაულებდი დედის დაკარგვაში.. მერე..მერე სულ მალე დედას მამა მიჰყვა ავარიაში.. კიდევ უფრო დიდი შოკი და თავზე დაქცეული იმედები შემრჩა ხელთ.. მერე უკვე მართლა გავიზარდე.. მივხვდი, რომ მხოლოდ თებრო ვერ გასწვდებოდა ყველაფერს, ვერ შეძლებდა ჩემი ტკბილი მოხუცი ამდენს.. ოჯახურ ბიზნესს მე ჩავუდექი სათავეში, თათულიც ვნახე, გავბედე და მივეფერე.. როგორც კი შევეხე მაშინვე ყველაფერი შეიცვალა და ახლა უკვე მე მტანჯავდა დანაშაულის გრძნობა, დედის დაკარგვა რომ ამ პატარას დავაბრალე.. დემნა? დემნა ერთი წამითაც არ მომშორებია გვერდიდან, მე გვერდში მედგა ძმასავით, თებროს შვილიშვილით, არ მაძლევდა უფლებას რაიმე სისულელე ჩამედინა.. თათულისთანაც მისი ლექციის შემდეგ მივედი.. დროც გავიდა და ტკივილსაც შევეჩვიეთ, დანაკლისსაც, დაკარგულ იმედებსაც.. დღეს უკვე ასე ვყვები ჩემს ამბავს.. სულ ესაა რაც შემიძლია გითხრა, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებული, გაშავებული დღეები თათულიმ გამიფერადა, ახლა უკვე შენც _ დაბალ ხმაზე დაამატა ბოლოში და ბაიას ახედა.. - ლექსო, არც კი ვიცი რა გითხრა _ თვალები ჩაწითლებოდა გოგონას.. - შეგიძლია არაფერი მითხრა, შენ გაინტერესებდა, მეც მოგიყევი.. - ჰო.. ძლიერი ადამიანი ხარ.. თებროთი კი უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ.. - ადამიანი ყველაფერს უძლებს ბაია, ყველაფერი გამოსდის თუ მოინდომებს.. - ამას ჩემს გასაგონად ამბობ არა? _ გაუღიმა.. - ჰო, შენს გასაგონადაც.. - წავიდეთ ხომ? - წავიდეთ.. _ წამოდგა და ეტლის სახელურებს ჩაეჭიდა _ ბაია _ თბილად წარმოთქვა მისი სახელი _ შენ ჩემი ცხოვრება მოიისფრო გახადე _ ჩუმად ჩაილაპარა.. ჩაეღიმათ.. 9. მეორე დილით გაიღვიძა თუ არა ბაიამ, თვალები თავისთავად გაექცა სარკისკენ, თუმცა იასამნები არ დახვედრია.. გულში რაღაც ჩასწყდა, თითქოს უბრალო აკვიატება იყო, მაგრამ მაინც ეწყინა.. ქალბატონ ელზას უკვე ეღვიძა, მომზადებაში დაეხმარა და ოთახიდან გავიდა.. გასვლისთანავე სახე გაებადრა ბედნიერებისგან, ახლა უკვე მაგიდაზე იდგა ლარნაკით თაიგული.. - დილა მშვიდობის _ გაუღიმა ოთახიდან გამომავალმა ლექსომ _ ისაუზმეთ და წავიდეთ, დღეს პირველი ვიზიტია.. - შენ არ ისაუზმებ? _ გადახედა ბაიამ. - არა, არ მინდა _ გაუღიმა. -_-_-_-_-_-_-_- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პირველ ვიზიტზე, კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ბაიას მდგომარეობა, შეამოწმეს მისი მგრძნობელობა, მსუბუქად ავარჯიშეს და გამოუშვეს, მეორე ვიზიტიდან უკვე ინტენსიურ თერაპიას დაიწყებდნენ.. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდნენ, ბაიამ ოდნავი გაკვირვებით ახედა ლექსოს.. - არ მეგონა გერმანული თუ იცოდი.. - საკმაოდ ხშირად მიწევს გერმანელ კომპანიონებთან ურთიერთობა და ამის შედეგია.. გავისეირნოთ დღესაც? - ჯერ სახლში წავიდეთ, ცოტას დავისვენებ და გავისეირნოთ. - კარგი, შესანიშნავი იდეა მაქვს, დღეს ეს ადგილი აუცილებლად უნდა ვნახოთ.. ქალბატონმა ელზამ ისევ უარი განაცხადა სეირნობაზე, ვერ იტყოდა განცდების ბრალი იყო თუ უბრალოდ ლექსოს კამპანიაში არ სიამოვნებდა ყოფნა, მაგრამ ფაქტია, თავიდან ირიდებდა წყვილთან სეირნობას. -_-_-_-_-_-_-_- - აბა, სად მივდივართ? - გსმენია რამე ძველი პეტერის შესახებ? - არა, კარგი ადგილია? _ ენთუზიაზმით სავსე მზერა შეანათა.. - უკეთესი რომ არ შეიძლება _ გაუცინა.. _ მიუნხენის უძველესი სამრევლო ტაძარია.. - მაშინ საინტერესო იქნება. - ჰო, პეტერის მთაზეა, ნახავ როგორ მოგეწონება.. ტაძარი შემაღლებულ ადგილზე იყო აგებული.. სანახაობამ მართლაც გადააჭარბა მოლოდინს, მაგრამ.. მთავარ „მწვერვალამდე“ მისასვლელად 306 საფეხური ჰქონდათ ასავლელი.. საფეხურების დანახვისთანავე ბაიას სახე მოეღუშა.. - ავიდეთ _ კვლავ აღფრთოვანებული იყო დვალი.. - ლექსოო _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - რა მოხდა? - ჩვენ აქ ვერ ავალთ.. - აუცილებლად ავალთ ბაია, აუცილებლად _ ხელში აიტაცა და რამდენიმე საფეხური შემართებით აიარა.. - ლექსო ზედმეტად ბევრია.. - სულ რაღაც 306. - ლექსო გთხოვ.. - ბაია, უბრალოდ გაჩუმდი კარგი? შენ არც კი იცი რაზე ამბობ უარს და რამდენად შესანიშნავია იქიდან გადმოხედვა.. საფეხური 50 - გახშირებული სუნთქვა და შენელებული ტემპი.. საფეხური 100 - ლექსოს გაღიმებული თვალები და წუთ-შესვენება.. საფეხური 150 - ბაიას შეწუხებული სახე და ლექსოს თბილი მზერა.. საფეხური 200 - დაღლილი ფეხები და საფეხურზე ჩამომსხდარი წყვილი.. ბაიას ცრემლიანი თვალები (ბედნიერებისა თუ უბედურებისგან), მის მხრებზე მოხვეული ლექსოს ხელი და კვლავ უცნაური კომფორტის შეგრძნება.. საფეხური 250 - თავს ძალა უნდა დაატანოს, ფეხებს უფრო.. საფეხური 300 - ძალა აღარაა.. ბიჭი კი კვლავ ჯიუტად მიიწევდა წინ.. საფეხური 301 - ლექსოს ღიმილი „სულ ხუთი დაგვრჩა“.. საფეხური 302 - ლექსოს ღიმილი „ შენ მმატებ ძალას“.. საფეხური 303 - ლექსოს ღიმილი „ შენი მზერა ყველაფერს შემაძლებინებს“.. საფეხური 304 - ლექსოს ღიმილი „ შენი ღიმილი მთებსაც გადამადგმევინებს“.. საფეხური 305 - ლექსოს ღიმილი „ ჩვენ ამას შევძლებთ“.. საფეხური 306 - ლექსოს ღიმილი „ ჩვენ ეს შევძელით“.. ბაიას ღიმილი: - შენ ჩემი ბედნიერების მომტანი ხარ _ გაუბედავად მიკრული ტუჩები ყელზე და შეფაკლული ლოყები.. - ხომ გეუბნებოდი, ძალიან მაგარი ხედია _ თითით ანიშნებდა ლექსო.. - ჰო, მართლა შესანიშნავია.. - შემიძლია მთელი დღე ვიჯდე ასე და ვუყურო, თან თუ გვერდით შენც იქნები.. _ ჩაეღიმა.. - ჰოო _ გაუაზრებლად დაეთანხმა. - კარგი, გუშინ ჩემზე ვისაუბრეთ, მოდი დღეს შენზე მომიყევი.. - ჩემზე? კარგი, თუმცა მოსაყოლი არც ისე ბევრია მგონი.. - რატომაც არა, მოგივლია მთელი საქართველო, ყველა კუთხეზე თითო ამბავი რომ მომიყვე, ამას დამატებული შენი ცხოვრება და დიდ ხანს მოგვიწევს აქ ყოფნა _ გაუცინა.. - კარგი.. მოკლედ, ერთი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი მოვევლინე ამ ქვეყანას.. კარგი, გატყუებ _ გაუღიმა. _ ჩემი ისტორია ჯერ კიდევ ჩემი მშობლების სიყვარულის ისტორიიდან უნდა დავიწყო.. ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა ოჯახებს უკვე მოწონებული სასიძო და სარძლო ჰყავდათ. ჩემი მშობლები გაიპარნენ და მაინც დაქორწინდნენ, სოფლიდან ქალაქში წამოვიდნენ საცხოვრებლად და ცხოვრებაც ნულიდან დაიწყეს. ეგონათ შვილი რომ ეყოლებოდათ, ოჯახები შეურიგდებოდნენ, თუმცა შეცდნენ, ზედმეტად მკაცრი და უგულო ოჯახები აღმოაჩნდათ.. იმდენი მოახერხეს, მამამ მუშაობა დაიწყო.. დედასთვის პაპას უჩუქებია სახლი ადრე და იქ ცხოვრობდნენ, ვცხოვრობდით უფრო სწორად. მერე, მერე მამა გარდაიცვალა, აი ასე უეცრად, მოულოდნელად, 10 წლის ვიყავი მაშინ.. შენზე უკეთ ალბათ ვერავინ გამიგებს რამხელა შოკი იყო მაშინ, არც კი ვიცოდით მამას რამე თუ სჭირდა, გულის შეტევა და ყველაფერი მორჩა. ამის შემდეგ საშინელი პერიოდი დაგვიდგა, გაჭირვებაც იყო, მაგრამ დედა საოცრად ამაყი ქალია, აღარასდროს მისულა თავის მშობლებთან მას შემდეგ.. მამის სიკვდილი როგორც კი გაიგეს ჩამოვიდნენ მისი მშობლები, დედა კარგად გალანძღეს და წავიდნენ.. იმდენი მოახერხა ჩემმა დედიკომ, რომ ეს გაჭირვება დავძლიეთ.. მდიდრულად ფუფუნებაში არც არასდროს მიცხოვრია, მაგრამ იმაზე უფრო ნაკლები შემოსავალი გვქონდა, ვიდრე მამასთან ერთად.. სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე, უფასო ფაკულტეტზე მოვეწყვე, ისიც დავამთავრე და სამუშაოს ძიებაც დავიწყე.. არც აქ გამიმართლა და ჩემი პროფესიის ნაცვლად, რესტორანში დავსაქმდი მიმტანად.. მერე, მერე ერთ წვიმიან ღამეს გვიან მომიწია შინ დაბრუნება, თუმცა ვერ დავბრუნდი _ ოდნავ გაეღიმა _ საავადმყოფოში გამეღვიძა და შენ გაგიცანი.. _ ცრემლიანი თვალებით დაასრულა თხრობა.. - ბაია, მაპატიე.. - მერამდენედ უნდა მთხოვო პატიება ლექსო? ნუთუ ვერ მიხვდი რომ უკვე გაპატიე.. _ მწვანე თვალები შეანათა. - მაგრამ მე მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს ბაია.. - მაშინ არ ვიცი რა გავაკეთო.. - არაფერი _ როგორ უნდოდა ეთქვა არასდროს წახვიდეო, მაგრამ..არ უთხრა! - წავიდეთ? შებინდდება მალე.. - წავიდეთ.. - ისევ 306 საფეხური, არ უნდა ამოვსულიყავით ლექსო.. - ნუთუ ნანობ? - აქ ყოფნას არა, ამოსვლას კი, იმიტომ რომ შენ გაწვალებ.. - შენ მე ვერ გამაწვალებ _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელში აიყვანა. ისევ დამღლელი საფეხურები.. გახშირებული სუნთქვა.. სევდიანი თვალები.. ღიმილიანი მზერა და შვების ამოსუნთვა პირველ საფეხურზე.. - ჩვენ ეს შევძელით _ ლექსოს მხარზე მიხუტებულმა დაიჩურჩულა.. - შევძელით ბაიკო _ გაეღიმა. სახლში დაბრუნებულებს ელზამ ვახშამი გამზადებული დაახვედრა.. მშვიდად ივახშმეს. ღიმილი არ შორდებოდათ სახეზე.. ბაია ოთახში შეიყვანა ლექსომ და კარებისკენ მიბრუნდა.. - ლექსო _ დაუძახა და მოაბრუნა _ მადლობა დღევანდელი დღისთვის.. - კიდევ ბევრი ასეთი დღე გვექნება ბაია.. - შენ ჩემი ცხოვრება ბედნიერი გახადე.. - უბედური უფრო _ ამოიხვნეშა. - ლექსოო _ საყვედურის ტონით ჩაილაპარაკა. - კარგი, ძილინების.. - ძილინების, ბედნიერების მომტანო _ ჩაეღიმა და ამ ღიმილითვე მიწვა ლოგინზე.. 10. მეორე დილით საოცრად დამუხტულმა გაიღვიძა ბაიამ, წინა დღემ იმოქმედა. თვალწინ გაურბინა კადრებმა - „ჩვენ ყველაფერს შევძლებთ“ - გაეღიმა. იმდენად ეძვირფასა ეს უკვე მოგონება, ის 306 საფეხური და სითბოს შეგრძნება, გრძნობა რომ ვიღაც შენ გვერდითაა და არც არასდროს მიგატოვებს. სხეულის ყველა ნაწილმა იგრძნო ბედნიერება, სიცოცხლე ახარებდა, აღარ ფიქრობდა რომ სიკვდილი ჯობდა. პირიქით, ახლა შემართება ჰქონდა, ვეღარ ითმმენდა ისე ეჩქარებოდა სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნება. გრძნობებს კონკრეტული სახელი ვერ უპოვა, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ აბედნიერებდა ლექსოსთან გატარებული თითოეული წამი. ოთახის კარები ელზამ შეაღო, ღიმილით მიუახლოვდა ბაიას და ლოყაზე აკოცა. - კარგ ხასიათზე ხარ დე? _ მაშინვე შენიშნა შვილის განწყობა. - ძალიან. - რატომ? _ გაუცინა. - გუშინდელი დღის გამო _ გულწრფელად უპასუხა. - ბაია _ დაიწყო ქალმა. - დე, თუ ახლა ლექსოზე რაიმე ცუდის თქმას აპირებ, ძალიან გთხოვ არ თქვა. - არ ვაპირებ იმ ბიჭზე ცუდის თქმას, შენ უნდა გითხრა რაღაც. - მაშინ გისმენ. - უბრალოდ საკმაო ხანია შეგატყვე უკვე, რაღაც სხვანაირად ციმციმებენ შენი თვალები. - შესამჩნევია? _ საწყალი გამომეტყველება მიიღო და აწითლებული ლოყებით შეხედა დედას. - რა ვიცი, ის თუ ვერ ამჩნევს, მე ვამჩნევ _ გაუღიმა _ თუ გინდა ვილაპარაკოთ. - არ ვიცი, გაურკვევლობაში ვარ და ის კიდევ უფრო მირევს თავ-გზას. - რატომ დედი? რას აკეთებს ასეთს? - არაფერს ცუდს, პირიქით, ზედმეტად კარგად მექცევა და ეს მაბნევს. არ მინდა მისი სითბო და ყურადღება სხვა რამედ ჩავთვალო და მერე სიბრალული აღმოჩნდეს. - ბაია, მიუხედავად იმისა, რომ იცი იმ ვაჟბატონისადმი ჩემი დამოკიდებულება, მაინც უნდა გითხრა, რომ მეც კი გაოცებული ვარ მისი ყურადღებით. რაც შეეხება გრძნობების არევას, გულს მოუსმინე დე, შენი გული გეტყვის შენს სათქმელსაც და მის გრძნობებსაც. თავს ნუ გაისულელებ, მან და შენ ყველაზე კარგად იცით ერთმანეთის მიმართ რას გრძნობთ. - მადლობა, სწორედ ეს მჭირდებოდა, საუკეთესო მყავხარ _ ქალმა მიიხუტა და თავზე აკოცა. - გამეზარდე _ ჩაეღიმა _ მაგრამ რას წარმოვიდგენდი ეს თუ შეგიყვარდებოდა. - დეე _ საყვედურის ტონით დაიწყო. - არაფრის თქმას არ ვაპირებ ბაია, დროა შევეგუო იმ აზრს, რომ ლექსოსთან წესიერი, ცოტა თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბებაც კი მომიწევს _ ჩაიცინა. - ვნახოთ.. სადაა? - არ ვიცი, რომ გავიღვიძე უკვე გასული იყო, დაბრუნდებოდა ალბათ მალე. - დღეს მეორე ვიზიტია, ინტენსიურ ვარჯიშებს დავიწყებთ, იმედია გამოვა რამე. - იმედია? სად გაქრა ჩემი ოპტიმისტი გოგო? - არ ვიცი. - მოემზადე, მოვა ალბათ ლექსოც და წაგიყვანს. - შენ აღარ წამოხვალ? - არა, ჯობს თქვენ წახვიდეთ _ გაუღიმა და მომზადებაში დაეხმარა. მეორე ვიზიტი მოლოდინისამებრ უფრო რთული და დამღლელი აღმოჩნდა, გამოფიტული დაბრუნდა შინ. ასე გრძელდებოდა ყოველ დღე.. აღარაფრის ხალისი აღარ ჰქონდა, არც სადმე წასვლა უნდოდა, ყველაფერი ზედმეტად რთული აღმოჩნდა, მტკივნეული, ძნელად ასატანი.. ტკივილს ცრემლებამდეც კი მიჰყავდა, მაგრამ იტანდა, იტანდა ლექსოს და ელზას ღიმილის გამო.. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ მათ გამო ღირდა გაძლება.. - გინდა წავიდეთ? _ ყურთან უჩურჩულა ლექსომ, როცა ტკივილით გამოწვეული მორიგი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. - სად? _ გაკვირვებულმა ამოისლუკუნა. - სახლში. - არა, გავუძლებ ნახევარი საათიც. - ვერ გამიგე, საქართველოში წავიდეთ სახლში, სულ წავიდეთ. - გაგიჟდი? _ გაეღიმა. - არა, რატომ, არ მიღირს შენს ცრემლებად აქ ყოფნა. - შენს ღიმილად მიღირს _ თვალებით გაუღიმა, ლექსოსაც ჩაეღიმა, გული გაუთბო მისმა სიტყვებმა. ფრთხილად შეეხო ტუჩებით თვალებზე _ ყველაფერი გამოგივა, გამოგვივა _ უჩურჩულა. ყოველთვის, როცა დანებებას გადაწყვეტ, გამოჩნდება ვინმე, ვინმ მოგცემს შემართებას, ბრძოლისუნარიანობას. სწორედ ეს „ვინმე“ აღმოჩნდა ბაიასთვის ლექსო. ყოველ დილას ახალი შემართებით იწყებდა, მოიისფრო განწყობით, ჩვეულებად ქცეულ იასამნებთან ერთად. არც ივნისში შეუწყვიტავს ლექსოს იასამნის თაიგულებით ბაიას გაბედნიერება. ივლისიც მიიწურა, ისევ მოიისფროდ.. ლექსოს ღიმილით, თბილი მზერით, კიდევ უფრო დამთბარი ურთიერთობით და ბედნიერების განცდით. -_-_-_-_-_-_-_- - ბაია _ ოთახის კარები შეაღო ელზამ. - გისმენ. - უნდა წავიდე. - სად? _ გაიკვირვა. - საქართველოში უნდა დავბრუნდე. - რატომ? - იმიტომ, ასეა საჭირო. - ხომ მშვიდობაა? - კი, მშვიდობაა, არ მინდა შენი დატოვება, მაგრამ ასე უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ ლექსო ყურადღებას არ მოგაკლებს. - ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტე? - თქვენ გამო, ასე უკეთესია _ შუბლზე აკოცა _ ლექსოს დაველაპარაკები, რომ რაც შეიძლება მალე წავიდე, თქვენც მალე ჩამოხვალთ. - არ ვიცი.. - მე ვიცი დე _ გაუღიმა. -_-_-_-_-_- - მაგრამ რატომ? ყველაფერი კარგადაა? - ყველაფერი კარგადაა ლექსო. - აბა რატომ? - აუცილებელია და იმიტომ. ვიცი რომ ბაიას საიმედო ხელში ვტოვებ, მაგრამ მაინც უნდა გთხოვო რომ გაუფრთხილდე. - საკუთარ თავზე მეტად ქალბატონო ელზა. - მადლობა, უახლოესი თარიღი ფრენის როდისაა? - ხვალ ღამით. - ძალიან კარგი. -_-_-_-_-_-_-_- გააცილეს, მარტო დარჩნენ. გაასმაგებულ ყურადღებას იჩენდა ლექსო, წამითაც არ ტოვებდა მარტო, ყოველ დილით ჩვეული ღიმილით და ყვავილებით ეგებებოდა. აგვისტო დადგა. იასამნები ისევ არ შეწყვეტილა. მომდევნო ვიზიტი ჰქონდათ, მაგრამ ბაიასთვის განსაკუთრებული დღე იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა ლექსოსთვისაც ასეთივე თუ იქნებოდა. როგორც კი შევიდნენ დარბაზში, გაეღიმა, აღტაცება ვერაფრით დამალა, ყველას იასამნები ეკავა ხელში, ყველას! ყველა ბაიასკენ მიიწევდა, მისი კალთა კი ნელ-ნელა ივსებოდა მოიისფროდ. - დაბადების დღეს გილოცავ ბაიკო _ ბოლო თაიგული ლექსომ გაუწოდა. - ლექსო _ ცრემლები აღარ აძლევდნენ ლაპარაკის საშუალებას _ არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ჩემთვისაა.. - ბევრად მეტს იმსახურებ.. - მადლობა, მადლობა, მადლობა _ მთელი ძალით ჩაეხუტა ეტლთან მუხლებზე მდგარ ბიჭს. - ძალიან დაიღალე? _ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ღიმილით დაეკითხა ლექსო. - ისე რა, რა ხდება? - ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო. - კარგი, წავიდეთ _ გაუღიმა. ინგლისურ ბაღში წაიყვანა. გარშემო სიმწვანე, ტბა, მდინარე - მთლიანობაში საოცრად მყუდრო გარემოს ქმნიდა. ტბის ნაპირთან ორ ადამიანზე იყო სუფრა გაწყობილი, იისფერი ხელსახოცებით, იისფერი სანთლებით. მაგიდასთან მიაგორა ეტლი, თვითონ მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და დაბნეულ ბაიას გაუღიმა. - ძალიან ლამაზია, მადლობა ყველაფრისთვის. - შენ ამ ყველაფერს იმსახურებ. - ხანდახან მგონია რომ ზედმეტად კარგი ხარ - გულწრფელად გამოთქვა ფიქრები. - მხოლოდ ხანდახან? _ გაიცინა. - მხოლოდ ხანდახან _ ბაიასაც გაეცინა. - შეიძლება საშინელებას ვამბობდე, ვხვდები რომ ეგოისტურად ვიქცევი, მაგგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ არ ვნანობ. ასე რომ არ მომხდარიყო შეიძლება ვერც კი გამეცანი. - ახლა უკვე მეც ვეღარ გამიგია კარგია თუ ცუდი. - ბაია, არ ვიცი რამდენად სწორი დრო შევარჩიე ამისთვის, მაგრამ მეტს ვეღარ მოვიცდიდი, ვეღარ დავიტევდი, ვეღარ შევძლებდი მხოლოდ მე მცოდნოდა ის, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ. არ ვიცი რა დავარქვა, თითქოს სიყვარულია, მაგრამ სიყვარულზე მეტია, რაღაც განსხვავებულია, რაღაც საოცარი.. - მოიისფრო სიყვარული _ ღიმილით ჩაიბურტყუნა ბაიამ. ლექსოსაც ჩაეღიმა. - ჰო, შენსავით მოიისფრო, შენი ღიმილივით, იმ იასამნებივით, ყოველ დილით შენს თვალებს რომ აბრწყინებს. - ლექსო _ აცრემლიანებული თვალებით შეჰყურებდა. - მესმის ბაია, შენგან სიყვარულს ალბათ არც ველი, კარგად მაქვს გაანალიზებული, რომ შეუძლებელია ცხოვრების დამანგრეველი შეგიყვარდეს, მაგრამ ვერ შევძლებდი უთქმელობას. - ლექსო, იქნებ მეც მათქმევინო რამე. - ჰო, ჰო, უკაცრავად, გისმენ. - ძალიან კარგი, იმდენად არ ველოდი ასეთი რამის თქმას. - ნუთუ ვერაფერს ხვდებოდი? - არ ვიცი, იქნებ არც მინდოდა მიხვედრა? - ეგ უფრო შესაძლებელია _ გაუცინა. ბაიასაც ამხიარულებდა მისი ჩაჩხვლეტილი ლოყის ყურება. - ჰოდა, ახლა, ასე უცებ რა უნდა გითხრა მეც არ ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვი რომ არაფერს ვგრძნობ, სიცრუე იქნება და მეტი არაფერი. თუმცა ახლა მეტს ვერაფერს გეტყვი, ვერც იმას, რომ მოიისფრო სიყვარული მეც მეწვია. - ჩემთვის ისიც საკმარისია რაც მითხარი _ ფრთხილად შეახო ხელზე ხელი. - მადლობა ამ ყველაფრისთვის, ძალიან კარგი ადამიანი ხარ ლექსო, მართლა, ყველაზე თბილი და კარგი, ზედმეტად ძვირფასი გახდი ამ რამდენიმე თვეში. - მაბედნიერებ ბაიკო _ ღიმილს ხელზე კოცნა მოჰყვა. ქალაქში ისეირნეს, სასიამოვნოდ დაღლილები დაბრუნდნენ შინ. ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს. უხერხულობა არ შეუქმნია ლექსოს სიტყვებს, თითქოს ისედაც იცოდნენ, ისედაც გრძნობდნენ ორივე. -_-_-_-_-_-_-_- ვარჯიშებმა კიდევ უფრო ინტენსიური სახე მიიღო. თითქოს შეეჩვია, იმდენად აღარ იღლებოდა, ბევრად უფრო მონდომებული იყო, მოტივირებული. არაფერი შეედრებოდა იმ განცდას, შეხება რომ იგრძნო კიდურებზე. მგრძნობელობა დაუბრუნდა! ბედნიერებისგან ანათებდა, ბედნიერებას ასხივებდა, ლექსოსაც ახარებდა ბაიას სიხარული. რაც უფრო უახლოვდებოდნენ მიზანს, მით უფრო იმატებდა გაურკვევლობა. უკვე არც ერთი არაფერს ამბობდა, ორივემ პირში წყალი ჩაიგუბა, გულში მალავდნენ თავიანთ სათქმელს, მხოლოდ იასამნები იყო ძველებურად. -_-_-_-_-_-_-_- ოქტომბერი დადგა. სრულფასოვანი შემოდგომა, ოქროსფერი. მიუხედავად იმისა, რომ სიცივეს ვერ იტანდა, მაინც მოწონდა ფერთა სიუხვე ბუნებაში. ფანჯარასთან მყოფს შეეძლო საათობით ეყურებინა გარეთ, ქუჩაში, როგორ ცვიოდა ხეებს ფოთლები. - ბაია _ მოულოდნელობისგან შეცბა. - ლექსო, შემაშინე. - აღარ შემიძლია ბაია ასე, აღარ შემიძლია შენთან ასე ახლოს და ამავედროს ასე შორს, აღარ! - ამდენი ხანია მინდა ვთქვა და ვერ შევძელი. - ჰოდა ახლა მითხარი, ა ვარ ამდენად კარგი ბაია, არც ამდენის მოთმენა შემიძლია, ვერ გიყურებ ყოველ დღე ასე შორიდან, ვერ შეგეხები ისე, თითქოს არაფერს ვგრძნობდე, არ შემიძლია. მეშინია რომ ასე შორს ყოფნით დაგკარგავ. - მე უშენობის მეშინია _ ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალები დახარა. _ იმდენად მეშინია, თავს უფლებას ვერ მივცემ დამკარგო. შენ გარეშე ვერარ წარმომიდგენია არსებობდა, ყოველ დილით იასამნის გარეშე ალბათ ვეღარ ვისუნთქებ, შენი ღიმილისგან შორს ვერასდროს გავიღიმებ და თუ ეს სიყვარულია, მაშინ ჰო, მე შენ მიყვარხარ. იმაზე მეტად, ვიდრე უბრალოდ ეს სიტყვა იტევს, ისე ძლიერ, როგორც ეს ჩემს გულს შეუძლია _ აკანკალებულ ხელებს ადგილს ვერ უძებნიდა, თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ხან თმის ბოლოებს იწვალებდა. მის ეტლთან ჩამუხლული მზერას არ აშორებდა უხერხულად მოთამაშე ხელებს, ეღიმებოდა მის ბავშვურობაზე. - დამშვიდდი _ პატარა ხელები საკუთარ მუჭში მოიქცია და გაუღიმა _ ნუ ნერვიულობ. - არ ვნერვიულობ _ მაშინვე გააპროტესტა. - ნერვიულობ, თითებმა გაგყიდეს _ ნიშნისმოგებით ჩაიცინა. - კარგი, შეიძლება ცოტას ვნერვიულობდე. - ნუ ნერვიულობ, ისეთი არაფერი გითქვამს რაც აქამდე არ ვიცოდი. - არა ხომ? ძალიან კარგი, აღარაფერს აღარ გეტყვი _ გაიბუსხა. - კარგი, ნუ მეტყვი, აი მე კი იმას გავაკეთებ, რაც ჯერ არ გამიკეთებია _ გაუცინა და მის ტუჩებს დაწვდა. _ გაწითლდი _ გაუცინა. - ნუ დამცინი, ბოროტო _ ქვედა ტუჩი უკმაყოფილოდ გადმოატრიალა. - კარგი ჰო _ იქვე სავარძელში ჩაეშვა და ქუჩას გახედა. - და რა იქნება ახლა? - ახლა? ახლა ყველაფერი ძალიან კარგად იქნება _ გაუღიმა. - იმედია.. - აუცილებლად ბაიკო, ა-უ-ცი-ლებ-ლად _ დაუმარცვლა. - პირდაპირ მავსებ ოპტიმიზმით _ გაიცინა. - არ გინდა გავისეირნოთ? - წვიმს ლექსო. - დავდნებით? _ გაკვირვებული ჩაეკითხა. - მგონი არა.. - მაშინ წავიდეთ.. - კარგი ჰო, წავიდეთ. გაცისკროვნებული სახეებით მოსეირნე წყვილი გამვლელების ყურადღებას იპყრობდა, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აღელვებდათ. შემოდგომის სუსხიან, წვიმიან საღამოს ერთმანეთით თბებოდნენ და ეს სიცივე ვერ აშინებდათ. - იცი შენ ვინ ხარ? _ უჩურჩულა ლექსომ. - ვიცი _ გაიცინა გოგონამ _ შენი მოიისფრო იასამანი _ კისკისებდა. - ვერ გამოიცანი. - აბა? - ჩემი მოიისფრო ენდორფინი.. _ ბაია ისევ აკისკისდა. - რას მოიგონებ ხოლმე.. - შენ ხარ ჩემი შთაგონების წყარო.. - გეყოფა ლექსოო _ იცინოდა გოგონა.. - რატომ მეყოფა? მე მხოლოდ ახლა ვიწყებ _ მხიარულ ტალღაზე იყო ლექსოც. - უკვე ძალიან აცივდა, გავცივდებით. - მე არ გავცივდები.. - მე გავცივდები და შენი მოსავლელი ვიქნები. - სიამოვნებით მოგივლი მთელი დარჩენილი ცხოვრება. - მორჩი ახლა ამ რომანტიზმს, წავიდეთ რა. - კარგი, წავიდეთ, მაგრამ კიდევ მაქვს რაღაცები შემორჩენილი _ გაუცინა. დივნის კუთხეში იჯდა ლექსო, გულზე ჰყავდა მიხუტებული პლედმოსხმული გოგონაც, ლიმნიანი ჩაი და ყავა სასიამოვნო არომატით ავსებდა ოთახს. ბიჭის გულის ძგერას უსმენდა და ეღიმებოდა. რამდენიმე თვეში იმდენი რამ მოხდა მის ცხოვრებაში. როცა იფიქრა, რომ ცხოვრება დაამთავრა, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. თმებზე ეთამაშებოდა ლექსო, მშვიდად სუნთქავდა და დრო-დრო თავზე კოცნიდა. -_-_-_-_-_-_- ნოემბერიც მიილია ასე თბილად.. წყვილმა ერთ ოთახში გადაინაცვლა.. დეკემბერიც მიიწურა.. საახალწლო მზადება დაიწყეს... ნაძვის ხეც ერთად მორთეს.. ახალი წლის ღამეს ოჯახური, თბილი საღამო მოიწყვეს.. - იცი რა მიყვარს შენში? - რა გიყვარს ჩემში? _ გაუღიმა. - სიმშვიდის გრძნობა, შენ გვერდით სულ მშვიდად ვარ იმდენად გადამდებია შენი სიმშვიდე, შენს თვალებში ბუდობს და ასხივებ.. - და სხვა არაფერი? _ სიცილით ასწია წარბი. - კი, კიდევ შენი მწვანე თვალები, თბილი და გემრიელი ტუჩები და აწითლებული ლოყები _ თვითონაც გაუცინა. - მეც მიყვარხარ _ გაუღიმა და სულ ერთი წამით შეეხო ტუჩებზე. ჩაეცინა. - ეს უკვე გამოწვევა იყო _ თვალი ჩაუკრა და ახლა თვითონ დაეპატრონა გოგონას ტუჩებს. გათამამდა და ტუჩებიდან ყელზე ჩამოვიდა, მოსაცმელი, რომელიც მხრებს უფარავდა, მარტივად მოაშორა და მოშიშვლებული მხრებისკენ გააპარა ტუჩები. ბაიაც დაჰიპნოზებულივით ჰყვებოდა მის ქმედებებს. ალბათ კიდევ გააგრძელებდნენ ნებივრობას, კომპიუტერი რომ არ ამღერებულიყო. - როგორ იცის ხოლმე ამ ბიჭმა რა, ხელი რომ არ შეგვიშალოს არ შეუძლია _ ბუზღუნით უპასუხა დემნას. - ახალ წელს გილოცავთ მტრედებო, თუ დადგა უკვე მანდ, თუ არადა დამდეგს გილოცავთ, რა მნიშვნელობა აქვს.. - ხვალ რომ მოგელოცა შეგეძლო _ ჩაიბუზღუნა ლექსომ. - ჩვენც გილოცავთ დემნა _ ღიმილით მიულოცა ბაიამ. _ როგორ ხარ? - მე კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ? - ჩვენც კარგად ვართ. - უკეთესადაც ვყოფილვართ _ ისევ დაიბუზღუნა და ბაიას მსუბუქი ჩქმეტაც იგრძნო. - რა გეგმები გაქვთ აბა? - გეგმები ჩაგვიშალა და _ გადაუჩურჩულა ბაიას. - არაფერი დემნა, ვსხედვართ თბილად და ასე უხმაუროდ აღვნიშნავთ, თქვენთან ერთად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ წელს არ გამოდის. - არაუშავს, მომავალ წელს გამოვა, ყველანი ერთად ვიმხიარულებთ. - ჰო, აუცილებლად. - კარგი, წავედი ახლა მე, აღარ მცალია. - წადი, წადი _ გაუმეორა ლექსომ. - ნახვამდის დემნა _ ეკრანიდან უღიმოდა გოგონა. როგორც კი დემნამ გათიშა, ლეპტოპი მაგიდაზე დადო და მეუღლეს მიუბრუნდა. - აბა, სად გავჩერდით? - სად და.. აღარ მახსოვს _ გულუბრყვილო მზერით შეხედა. - კარგი, მაშინ ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ _ გაუცინა და ტუჩებზე დაწვდა. -_-_-_-_-_-_- ცივი იანვარიც ერთად გადააგორეს.. საღამოობით პლედში გახვეულები, მიხუტებულები ისხდნენ, ხან საუბრობდნენ, ხან ერთმანეთის ალერსით ტკბებოდნენ, ხანაც უბრალოდ ჩუმად იყვნენ და საყვარელ ადამიანთან სიახლოვით ტკბებოდნენ. სუსხიანი თებერვალიც ერთმანეთის სითბოში გაატარეს. ყოველი ვიზიტი ექიმთან, კიდევ უფრო აბედნიერებდათ. ის, რომ შანსები იზრდებოდა, მოტივაციით ავსებდა წყვილს, კიდევ უფრო მეტი შემართებით მიიწევდნენ წინ. მარტი.. აპრილი და ისევ იასამნობა დაიწყო.. ბაიასთვის ყოველი დღე იასამნებით იწყებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი თაიგულები იყო, აპრილში კი გარემოც იასამნობდა, მთელი ქვეყანა, ბუნება, გულს გარეთ გახედვა უხაროდა.. მოიისფროდ აყვავებული იასამნები პოზიტივით და მუხტით ავსებდა ბაიას. უჩვეულოდ გაღიმებული იყო, სულ თბილად მომზირალი და ბედნიერი. თუ აქამდე დღეში მხოლოდ ერთი თაიგული მიჰქონდა ლექსოს, ახლა იასამნებით ავსებდა მთელ სახლს. თვითონაც ტკბებოდა საყვარელი ქალის ბედნიერებით. - სანამ ჩვენი იასამნები არ დაჭკნება სულ ერთად ვიქნებით _ სიცილით ამცნო ბაიამ.. იმავე საღამოს ლექსომ ნახატი მოუტანა, იასამნის ერთი ტოტი, მოიისფრო ფერში, ნახატი იმდენად რეალისტური იყო, თითქოს სურნელიც კი იგრძნობოდა. - აი ეს იასამანი არასდროს დაჭკნება _ ბაიას ყურთად დაიჩურჩულა და ყურს ქვემოთ, კეფასთან ნაზად შეეხო ტუჩებით. - იცი რა? შენ ხარ ჩემი პირადი იასამანი _ გაბრწყინებული თვალებით აჰხედა და გაუღიმა. - დიდი პატივია თქვენი მხრიდან _ რევერანსით დაუკრა თავი და ახლა უკვე ტუჩებზე დაეკონა. ერთ ჩვეულებრივ საღამოს კი, როცა წყვილი ჩვეულ ფორმაში, დივანზე მოკალათებულები ტელევიზორს უყურებდნენ, კარებზე კაკუნი მოესმათ. გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს, არავის ელოდნენ. - მოიცა, გავაღებ _ დინჯი ნაბიჯებით წავიდა ლექსო კარების გასაღებად. გააღო და თვალები გაუფართოვდა. - რა იყო ლექსუს, მოჩვენება დაინახე? _ მხარზე ხელი დაარტყა დემნამ და შეპატიჟების გარეშე შეაბიჯა სახლში. - აქ რა გინდა? _ ჯერ ისევ გაოცებული იყო ლექსო. - მომენატრეთ და ჩამოვედი, არ შეიძლება? რას გაშტერდი ბიჭო? _ სიცილი აუტყდაა დემნას. - ლექსოო, ვინ არის? _ ბაიას ხმა გაიგონა. ოთახისკენ წავიდა და გაღიმებულმა შეაბიჯა. - მე ვარ რძალო, მე. - დემნაა, აქ რა გინდა? - შენ და შენს ქმარს სხვა სიტყვები არ მოგეპოვებათ სტუმრის დასახვედრად?_ გაუცინა და გადაკოცნა _ მომენატრეთ და ჩამოვედი. - რა გიჟი ხარ _ ბაიამაც გაიცინა. _ ჩვენც მოგვენატრე. - ჰოო? ლექსოს არ ეტყობა რაღაც, მგონი კარებთან დგას ისევ _ ხმამაღლა გაიცინა. - არ ვდგავარ კარებთან, მაგრამ მაინც გაკვირვებული ვარ, რამ დაგარტყა თავში შე გადარეულო. - აბა რა ვიცი, აი ასე უბრალოდ მინდოდა თქვენი ნახვა, ჰოდა ჩამოვედი და გნახეთ. - ძალიან კარგია რომ ჩამოხვედი. მომდევნო ერთი კვირა კიდევ უფრო ხალისიანი იყო. მერე დემნაც წავიდა და ისევ დამშვიდდა ახმაურებული სახლი. სეზონები იცვლებოდა, გაზაფხული ზაფხულმა შეცვალა.. მონატრებაც უფრო მძაფრდებოდა, ოჯახის წევრების, მეგობრების.. თერაპიას შედეგი ჰქონდა, შანსები იზრდებოდა, მოტივაციაც, ცდებიც ისევ ფეხზე წამოდგომის და გავლის.. ბაიას დაბადების დღე მარტოებმა აღნიშნეს, არ უნდოდათ სხვებთან ყოფნა და სიმყუდროვის დარღვევა.. ლექსოს დაბადების დღე კი, რომელიც აგვისტოს ბოლოს იყო, განსაკუთრებული გამოვიდა. მომდევნო ვარჯიშიდან მის წამოსაყვანად მისულს, გასაოცარი სურპრიზი დახვდა.. ბაია ფეხზე იდგა, მართალია არა დამოუკიდებლად, გამეტებით უჭერდა ხელს ორთოპედიულ სამარჯვს (გადასაადგილებელ ყავარჯენს), მაგრამ მაინც საუკეთესო რამ იყო, რაც შეეძლო ლექსოსთვის ეჩუქებინა. უღიმოდა მისი ღიმილით, მხოლოდ ლექსოსთვის განკუთვნილი ღიმილით და ტუჩების მოძრაობით ნათქვამი „მიყვარხარ“-ით. სწრაფად მიიჭრა მეუღლესთან და გულზე მიიკრა. აღარ სჭირდებოდა ყავარჯენი, ლექსო იჭერდა მთელი სხეულით. თავი მის ყელში ჩაერგო, ფრთხილად ეხებოდა ტუჩებით და რაღაცებს ბურტყუნებდა. - მაბედნიერებ ბაიკო.. შენ ეს შეძელი.. - ჩვენ ეს შევძელით ლექსო.. კიდევ უფრო მეტი მონდომება.. უფრო მეტი ემოცია.. მეტი სიყვარული და შეძლო, შეძლო დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა.. ახლა უკვე მხოლოდ ყავარჯნების დახმარებითაც თავისუფლად გადაადგილდებოდა. გადაწყვიტეს რომ არავისთვის ეთქვათ, ყველასთვის სურპრიზი უნდა ყოფილიყო, მოულოდნელად რომ დაადგებოდნენ თავზე.. წინასწარ აბედნიერებდა დედას ცრემლიანი თვალები, ელოს ბედნიერი მზერა.. ბილეთები დაჯავშნეს.. 31 დეკემბერს შინ მიფრინავდნენ.. ახალ წელთან ერთად შეაბიჯებდნენ სახლში.. ადგილს ვერ პოულობდა ბაია სიხარულისგან, მას შემდეგ რაც სიარული შეძლო, დაჯდომა აღარც უცდია. სულ აქეთ-იქით დადიოდა, დაფუსფუსებდა, ეხალისებოდა ყველაფერი. ფრენის წინა დღესაც საოცრად აჟიტირებული იყო. თვითმფრინავი დაეშვა.. აეროპორტიდან გამოვიდნენ, ღრმად ჩაისუნთქა მშობლიური ჰაერი და გაიღიმა, თითქოს ქვეყანას გაუღიმა. ყველაფერი საახალწლოდ იყო მორთული.. რამდენიმე საათში თორმეტიც შესრულდებოდა. ტაქსი აიყვანეს და პირველად ბაიას დედასთან წავიდნენ. კარებზე დააკაკუნა და გაღიმებული დაელოდა როდის გაუღებდა დედა კარებს.. არ დაუგვიანია.. - ბაია _ აცრემლებული შესცქეროდა ქალი, მის ფეხებს უყურებდა და ჯერაც ვერ იჯერებდა _ ბაია, ღმერთო ჩემო _ მთელი ძალით მოეხვია შვილს.. - დე, არ შემოგვიშვებ? _ ღიმილით ჰკითხა. - როგორ არა, შემოდით, შემოდით.. ლექსო, როგორ ხართ? _ გადაკოცნა. - თქვენ როგორ ბრძანდებით? - ახლა უკვე ძალიან კარგად _ კარები მიხურა და ოთახისკენ შეუძღვა. პატარა ნაძვის ხე მორთული დახვდათ, პატარა სუფრაც გაეშალა დედას, მაგრამ ახალი წელი მარტო უნდა აღენიშნა. - არ გელოდით, რატომ არ გაგვაფრთხილეთ? - საახალწლო საჩუქარი გაგიკეთეთ დე _ კისკისით უპასუხა ბაიამ. - არავინ იცის? - საერთოდ არავინ, პირველი თქვენ გესტუმრეთ _ გაუღიმა ლექსომ. - ძალიან გამახარეთ, ჯერაც ვერ ვიჯერებ რომ მართლა აქ ხართ და სრულიად ჯანმრთელები.. - დაიჯერე დედი, ბაიკო დაგიბრუნდა _ ლოყაზე აკოცა ჯერ ისევ გაოგნებულ ქალს და სამზარეულოსკენ გაიქცა. _ აქ კიდევ უნდა იყოს რამე ისეთი, მხოლოდ ჩემთვის გადანახული.. - მაგიდაზე დევს გოზინაყი ბაია _ გაეცინა ქალს. - დედიკო _ ჭამა-ჭამით მიუახლოვდა გოგონა _ ჩვენ რომ წავალთ, შენც ხომ წამოგვყვები? - არ ვიცი დედ.. - არავითარი არ ვიცი ქალბატონო ელზა, აბა მარტო ხომ არ იქნებით? ყველანი ერთად აღვნიშნავთ ახალ წელს. თებრო და თათულიც იქ არიან. - კარგი _ ყოყმანით დაეთანხმა. თერთმეტი საათისთვის ლექსოსთან წავიდნენ. კარებზე ზარი დარეკეს და დაელოდნენ.. ნელი დეიდა ლაპარაკით მიიწევდა კარებისკენ, გააღო და შეჰკივლა.. - ბავშვებო! თავენ აქ რა გინდათ? როგორ? რანაირად? ბაია, ბაიკო დადიხარ? ღმერთო რა ბედნიერებაა.. - შემოგვიშვებთ? _ ღიმილით დაეკითხა ლექსო და პუტკუნა ლოყაზე აკოცა ქალს. - მობრძანდით, მობრძანდით, ჩემო გოგო როგორ გამახარეთ _ გულში ჩაიკრა ბაია. _ ქალბატონო ელზა, მობრძანდით. როგორ გიკითხოთ? - ახლა უკვე ძალიან კარგად, თქვენ? - მეც, მეც. მისაღები ოთახისკენ წავიდნენ ქალბატონები. ლექსოს უკვე მოესწრო ბებიას და დის ნახვა. შვილიშვილის ნახვით გახარებული ცრემლებს ვერ იკავებდა. - ბაია, ჩემო ანგელოზო, როგორ გამახარეთ _ ჩაიხუტა და ჩუმად ელაპარაკებოდა. - სიარული შეგიძლია _ აღფრთოვანებული იყო თათულიც. - ჩემო პატარა _ ჩაეხუტა გოგონას. დემნა და ელოც შეუერთდნენ, ჩვეული ოვაციებით და ბედნიერებით. ღამის თორმეტ საათზე, მაშინ როცა ახალმა წელმა შემოაბიჯა, ყველა ერთად უსხდა სუფრას, სასმისით ხელში, ბედნიერი ღიმილით სახეზე და სიყვარულით სავსე მზერით. - ახლა უკვე დროა შვილთაშვილზეც ვიფიქრო _ გაუცინა თებრონემ და თვალებით მიეფერა წყვილს. -_-_-_-_-_- - იცი რა ვიფიქრე? _ ზურგს უკნიდან გაიგონა ხმა და მუცელზე ხელების მოხვევაც იგრძნო. - რა იფიქრე? - ვიფიქრე კარგი იქნებოდა ჯვარი დაგვეწერა, შობის შემდეგ.. რას ფიქრობ? - ჰო, კარგი იქნება _ გაეღიმა. - ჰოდა მაშინ დავიწყოთ მზადება.. - ლექსო, ზედმეტი არაფერი გვინდა რა, მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ ოჯახი.. - რა თქმა უნდა, როგორც ქალბატონი ინებებს _ მხარზე მიაკრა ტუჩები და თვითონაც ფანჯრიდან გაიხედა. -_-_-_-_- ლამაზი დღე იყო ათი იანვარი, ძალიან ლამაზი.. სულ თეთრი.. თოვლს გადაეთეთრებინა არე-მარე.. ბედნიერი იყო ბაია, ბუნებისგან მეტ საჩუქარს ვერც მოითხოვდა. ზამთარს თოვლივით ხომ ვერაფერი დაამშვენებს, თოვლი და საყვარელი ადამიანები. ჯვრის მონასტრიდან იშლებოდა ულამაზესი ხედი, დათოვლილი ქალაქი.. თეთრი კაბა და მოიისფრო თაიგული, სიცივე გარეთ და სითბო გულში.. - ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო _ დალოცა მამაომ.. - აბა, კადრი მჭირდება კადრი, აკოცეთ სწრაფად! _ გაუცინა ელომ, ლექსოსაც არ დასჭირვებია ბევრი კოცნა, წელზე ხელი მოჰხვია საყვარელ ქალბატონს და მთელი გრძნობით აკოცა. საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“ _________ როგორ მომენატრეთ თქვენ ხომ ვერც კი წარმოიდგენთ ჩემო შოკოლადებო.. ჩემო ტკბილებო, ჩემო თბილებო.. ის ემოცია მომენატრა, თქვენი კომენტარების ნახვისას რომ მეუფლებოდა, ის ემოცია, თქვენი თითოეული სიტყვა რომ მანიჭებდა.. იმდენად ყოველდღიურობად მექცა ეს საიტი და თქვენ, რომ ეს პერიოდი სიახლის დადების და თქვენ გარეშე ძალიან გამიჭირდა.. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უუუდიდეს ბოდიშს გიხდით ამ ჩემი უპასუხისმგებლო საქციელისთვის, რომ დავიწყე და დასრულება აღარ ვაღირსე.. იმედი მაქვს მოგეწონებათ, ვეცადე მტელი გულით დამეწერა.. ველი შეფაასებებს და კრიტიკას როგორც ყოველთვის.. ძალიან ძალიან უყვარხართ მარრიამს თქვენ, ჩემო საუკეთესოებო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.