შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ/ე (ნაწ2)(10)


7-11-2015, 00:00
ნანახია 2 785

*****

გაოცებულები უყურებდნენ ელენეს მეგობრები. ანა და ნია გაკვირვებულები იყვნენ. იცოდნენ, რომ სხვა რაღაცას აპირებდა ელენე და ამ დროს სრულიად სხვა რაღაცა მოხდა. თამთა კი კმაყოფილებისგან აღსავსე სახით უყურებდა და თან ღვინოს წრუპავდა. ვატო გამოჰყვა ელენეს და არ დაანება წასვლა.

-რას აკეთებ? გაგიჟდი? სად მიდიხარ?
-სახლში. ჩემს შვილთან,-ცივად უპასუხა ელენემ და ჩანთა აიღო ხელში. მშვიდად მოსცილდა ვატოს, დაემშვიდობა ახალგაცნობილ თანამშრომლებს და გეზი კარისაკენ აიღო. ნია და ანა წამოხტნენ და გაეკიდნენ ელენეს.
-შენ მოგხედავ!-დაუყვირა ვატომ თამთას და ისიც გაჰყვა ნიას და ანას. ელენე აუღელვებლად იცვამდა პალტოს, ვითომ არ ნერვიულობდა და არ განიცდიდა. მშვიდი გამომეტყველებით შეეგება მეგობრებს.
-ელენე, რა ხდება ამიხსნი?-ჰკითხა ანამ
-რა უნდა ხდებოდეს. ვატო თავისთვის, მე-ჩემთვის..-უპასუხა და ნაძალადევად გაიღიმა
-რას ამბობ? დღეს სანამ აქ მოხვიდოდი სხვა რაღაცას ამბობდი! არ წახვიდე რა..-შეევედრა ნია.
-რას ვიზამთ ნიაკო.. ხდება ხოლმე..-მშვიდად უპასუხა ასევე და როგორც კი დაინახა ვატო მაშინვე კარისაკენ გატრიალდა. ვატო დაეწია და ნიას და ანას მიაძახა შიგნით შედითო.
-სად მიდიხარ? რა ხდება არ მეტყვი?
-მე რა უნდა გითხრა ვატო.. პრინციპში არც შენ გაქვს ასახსნელი რამე. თავისუფალი კაცი ხარ და ვისთანაც გინდა იმასთან დაწვები. უბრალოდ, უსიამოვნო ფაქტია ის რომ რაღაც გამოგვდიოდა თითქოს ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით და უცებ ათი ნაბიჯით უკან აღმოვჩნდით..
-ნუ ამბობ მაგას! იცი, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ და შენს გარდა არავინ არ მინდა..!-დაიღრიალა ვატომ.
-თამთა?
-რა თამთა?
-ორი დღის წინ თამთა? იცი, რა ხდებოდა ორი დღის წინ? ნია და ნიკუშა შერიგდნენ. მე და შენ აივანზე ვიდექით და ერთმანეთს ვსუნთქავდი. ვქმნიდით ჩვენი მომავალი ოჯახისთვის ნიადაგს და ვრწმუნდებოდით ერთმანეთის გრძნობებში! შენ კიდევ ორი დღის წინ..! ზუსტად ორი დღის წინ, მე და ბავშვი სახლში რომ წამოვედით მაშინვე ეგ აუტანელი ქალი ჩაიგორე ლოგინში..! ნორმალურია შენი საქციელი?-გამწარდა ელენე
-თვითონ მოვიდა..! შენ თავს ვფიცავარ სადარბაზოსთან დამხვდა.. კი მნახე როგორი ნასვამი ვიყავი, ამომყვა სახლში და..
-მეტი აღარ მაინტერესებს! ინტიმური დეტალები შენთვის დაიტოვე და შენს ფანტაზიასაც მიეცი გასაქანი მაგ თამთასთან! მე ნუღარ შემეხები იცოდე..! და ცოტახანს გთხოვ ადამიანურად გაქრი ჩემი ცხოვრებიდან..!- არანაკლებ დაიყვირა ელენემ. ცხოვრებაში ელენეს ისტერიკები რომ არ ახსოვდა და გამწარებული ელენე არ უნახავს, დღეს იყო ელენე დაუმორჩილებელი. ყვიროდა ბოლო ხმაზე. გააჩერა ტაქსი და ჩაჯდა მანქანაში. ვატო კი დარჩა და უყურებდა, როგორ მიდიოდა საყვარელი ადამიანი მისგან შორს.
-ამის დედაც..!-დაიგვირგვინა ვატომ და შევარდა რესტორანში. მომღიმარი და მოფლირტავე თამთა ვიღაც კაცს ააცალა ხელიდან და გარეთ გამოათრია.
-რა გამიკეთე შენი დედაც..!-დაუყვირა თამთას ვატომ.-რატომ ხარ ასეთი ბოროტი? მოგეცი რამის იმედი? გითხარი სერიოზულად არ გიყურებ-მეთქი და რამდენიმე ღამე რატომ გადამაყოლე? რატომ არ მეშვები?
-ის რამდენიმე ღამე ჩემთვის მართლა დაუვიწყარი იყო და ასე ადვილად მე შენს დათმობას არ ვაპირებდი! იცი, როგორ ვიტანჯებოდი შენს გარეშე? სამსახურში მაიგნორებდი ყურადღებას არ მაქცევდი და ვის გამო პროსტა? ვიღაც გოგოს გამო?
-შენ რამე ხომ არ გეშლება? ეგ ვიღაც გოგო ჩემი ცხოვრების სიყვარულია და ჩემი შვილის დედაა..!!!-დაუღრიალა ვატომ
-მერე ყველა კი არ ცხოვრობს თავისი შვილის დედასთან,-ცინიკურად უპასუხა თამთამ,-მე შენ გითხარი რამდენიმე თვის წინ, რომ შენს დათმობას არ ვაპირებდი და შევასრულე კიდეც! ხოდა როგორც მე არ მყავხარ შენ ისე არ გეყოლება შენც შენი საყვარელი ადამიანი გვერდზე!-უპასუხა თამთამ და კურტუმოს ქნევით წავიდა.


***


ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.მართალია ნათქვამი „რასაც დასთეს იმას მოიმკი“. ვატოც ზუსტად ამას ფიქრობდა. დატანჯა საყვარელი ადამიანი წლების წინ და ახლა, ბუმერანგივით დაუბრუნა ყველაფერი. და მაინც რა მოხდა? უღალატა? კი, ნამდვილად უღალატა. რაც ჩამოვიდა იმის მერე ცდილობდა ურთიერთობის დალაგებას. ყველა ნახვაზე ეუბნებოდა თუ არა აგრძნობინებდა მაინც, როგორი ძვირფასი და ღირებული ადამიანი იყო ელენე მისთვის. და რა გააკეთა? წამიერი სისუსტე ვერ მოითმინა! მერე რა რომ ნასვამი იყო, ყოველთვის შეეძლო თავის გაკონტროლება და არასოდეს არ გადადიოდა ზღვარს. აქამდეც იყო თამთასთან, მაგრამ რაც ელენესთან დაიეყო ურთიერთობა ყველა ქალი მით უმეტეს თამთა წარსულს ჩაბარდა. უნდოდა ოჯახი, ცოლი, შვილი და ცდილობდა, მაგრამ დაუშვა შეცდომა ვნებები რომ ვერ მოთოკა. შეიძლება იფიქროთ, რომ მერე რა თავისუფალი კაცია და ვისთანაც უნდა იმასთან იქნებაო. მაგრამ!...მაგრამ როდესაც ხედავ პერსპექტივას საყვარელ ადამიანთან ყოფნის იქ სხვა რაღაცები უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება. როცა გიყვარს მაშინ ხარ ყველაზე ერთგული..ყველაზე ცუდია წამიერი სისუტე, რომელიც გძლევს და შეცდომას გაშვებინებს. რამდენჯერ უნდა შეეშალოს? ყოველთვის ხომ არ იქნება პატიების ღირსი. წლების განმავლობაში იცოდა, რომ ელენეს ცხოვრებაში ვინც კი გამოჩნდა არავისთან სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია. მისი ჩამოსვლის მერე კი ელენემ არავინ მიიკარა. იმიტომ რომ მათი ურთიერთობა და მომავალი,რეალური იყო ვიდრე არარეალურ სივრცეში მცხოვრები. იცოდა, ელენემ რომ ადრე თუ გვიან ისინი ერთად იქნებოდნენ და წერტილი არ ჰქონდა ურთიერთობას დასმული. ვატომ კი... არცაა საჭირო თქმა რა, როგორ და რანაირად. ფაქტი ის იყო რომ ვატო თავს დამნაშავედ თვლიდა.. მესამე თვალმა შეიძლება არ ჩათვალოს, მაგრამ ვატო თვლიდა და ალბათ, ესეც იყო.


***


-კაი, ბიჭო რას იჭყიპები ამ სპირტით რა!..-უთხრა კოტემ
-შემეშვი რა კოტე.. დავაშავე და ცოტა მოშვება მინდა..-უპასუხა ვატომ და გადაკრა არაყი.
-სასმელი ამსუბუქებს?- კითხა დათუნამ
-არ ამსუბუქებს, მაგრამ თავისას ხომ შვება..-მოკლედ უპასუხა ვატომ
-დაურეკე ხვალ ან ზეგ იქნებ დაგელაპარაკოს და წესიერად მოგისმინოს..-უთხრა დათუნამ.
-რა ნამუსით დავურეკო დათუნ? ვატკინე ერთხელ ნუ კაი, მაპატია.. მეორედ ვატკინე და როგორ ვუთხრა ბოდიში, მაპატიე, შენ გარდა არავინ მინდათქო? იცი რა არის ყველაზე ცუდი? ის ძალიან ძლიერია, მე კიდევ სუსტი.წასული და გამქრალი რომ ვიყავი მაინც ჩემი ერთგული იყო. ჩამოვედი და გააათასმაგა ერთგულება. მე კიდევ ჩამოსული არ ვიყავი ვგორაობდი ვიღაცასთან..!სიყვარული ნაზი და წმინდაა,გაფრთხილება სჭირდება. ელენე უფრთხილდებოდა მე-არა.-უპასუხა ანერვიულებულმა ვატომ
-კაი, ტო.. კაცი ხარ და ისე ხომ არ იქნებოდი?-თქვა ნიკუშამ
-ნიკუშ, რა არის იცი? ყველაფრის მოთმენა შეიძლება. ამდენი თვის განმავლობაში იმიტომ გაიწელა ჩვენი „არ ყოფნა“ , რომ ვითმენდი და პატივს ვცემდი მის აზრებსა და ნაბიჯებს. ვგრძნობდი, როგორ მომყვებოდა ნელ-ნელა და ერთად ვაშენებდით ჩვენს გარშემო საჩვენო სამყაროს. მომენტს ველოდებოდი, რომ მეთქვა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა მომენტს არ უნდა დავლოდებოდი. ამ მომენტმა ყველაფერი გააფუჭა..
-პროსტა ის გოგო მაცემინა მეტი არაფერი არ მინდა..!-დაიყვირა კოტემ
-რაღა აზრი აქვს კოტე? თამთამ რაც მინდოდა ის გავაკეთეო და ახლა, შემეშვება უკვე..-მშვიდად უპასუხა ვატომ, რომელიც ერთ ადგილს მიშტერებოდა.
-რომ დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.მაშინვე ელენეს დავუწყე ძებნა, რომ გამერიდებინა სიტუაციას ან, თუნდაც რამე მომეფიქრებინა, რომ ნაკლებად ტკენოდა.. -თქვა დათუნამ
-ახლა სად არის ელენე?-იკითხა ვატომ
-გოგოებთან ერთად ჩვენთან საგურამოში. ოღონდ არც იფიქრო, რომ ასეთ მდგომარეობაში ნახავ..!-კატეგორიულად უთხრა დათუნამ
-არა, მაგას არც ვფიქრობდი..ცოტა ხანს გავერიდები.. აღარ აქვს სურვილი ჩემი ნახვის..-თქვა ვატომ და გადაკრა არაყი.


***

ბუხართან ისხდნენ გოგოები. სვამდნენ ჩაის და ელენეს უყურებდნენ, როდის იტყოდა რამეს.
-ელენე, თქვი რამე რა.. არ მინდა შენში შეინახო ყველაფერი..-უთხრა ანამ ელენეს
-არა, არც ვაპირებ. უბრალოდ ჩემ თავში ვალაგებ აზრებს. იცი დღეს ირაკლის ველაპარაკე. ვეღარ მოვასწარი მეთქვა თქვენთვის..
-ვაიმე, რაო?-შეიცხადა ანამ
-შენო როგორც გინდაო ისე მოიქეციო. ვატო ღირსეული ადამიანია და შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერო. იცით არასოდეს არ უკითხავს რეალურად რა მოხდა, სანამ მე თვითონ არ მოვუყეი. მაშინაც არ შეუძულებია ვატო. უბრალოდ, მამობრივმა სიყვარულმა და ეგოიზმმა გამოიჩინა მაგ დროს თავი.. თვითონ მითხრა დღევანდელი დღე გამოიყენეო.. ვაპირებდი, მეთქვა როგორ მიყვარსდა ერთი წამითაც არ მეპარებოდა მასში ეჭვი.მაგრამ ახლა აღარ ვიცი. მეტკინა ძალიან მეტკინა..
-მესმის ლენ, მაგრამ იქნებ დაელაპარაკო წესიერად? და მოისმინო რეალურად რა ხდება? რა მოხდა ერთხელ..-დაიწყო ნიამ.
-საქმეც ისაა, რომ ერთხელ არ ყოფილა. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ხომ გააჩნია როდის? როცა ჩამოვიდა და დავიწყეთ ურთიერთობა სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდით, მაგაზე პრეტენზია არ მაქვს.. სანამ სხვა ფაზაში გადავიდოდით და ვიფიქრებდით მომავალზე.. ესაა მთავარი. შენი და ნიკუშას შერიგების დღეს იცი რა იყო? ემოცია, გრძნობა, ვნება.. როცა ჩამეხუტა არც ერთი აღარ მახსოვდით. გალაკტიკამდე ბედნიერი ვიყავი და იმას იქეთაც..
-რას აპირებ?-ჰკითხა ანამ შეპარვით
-ამ წუთას მაგაზე არ ვფიქრობ. ერთი ის ვიცი,რომ სიგიჟემდე მიყვარს მართლა. მართალია, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და რაღაც უხილავით გაჯადოვებს და მიჯაჭვულს გხდის.მაგრამ ისიც ვიცი, რომ არ მინდა მისი ნახვა.. ყველაფერს წარმოვიდგნენ. თამთა და ვატო ერთად! ვატო ვინმე სხვა ქალთან..! დარტყმაა ჩემთვის. ახლა, ალბათ ემოციების ქვეშ ვარ და ამიტომ ვლაპარაკობ ამას. არ ვიცი ხვალ რა იქნება ცივ გონებაზე და დამშვიდებულ გულზე რას ვიფიქრებ.-მშვიდად უპასუხა ელენემ და ჩაი მოსვა.
-მდაა.. არასდროს არ დაგადგათ საშველი! იცი, რისი ბრალია? აქამდე რო მიიყვანეთ ყველაფერი. დრო რომ გაწელეთ!-უთხრა გაცხარებით ანამ.
-კი, მაგის ბრალიც არის და ჩემი დაუდევრობითაც. რა ვქნა გადაწყვეტილებას მალე ვერ ვიღებ. მით უმეტეს ასეთ საკითხში კი იცით.. ასე, მგონია ბედნიერი არასოდეს არ ვიქნები..
-რა სისულელეს ბოდავ! იქნები აუცილებლად იქნები. შენ ისეთი ხარ არასოდეს არ დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ცუდ შედეგამდე მიგიყვანს,-უთხრა ნიამ დარწმუნებით.
-იმედია, ახლა მართლა ვერაფერზე ვფიქრობ..



№1  offline მოდერი bibo

Sawylebi egirsebat odesme sheriegeba amat :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent