ვ/ე (ნაწ2)(3)
******* გავიდა თუ არა ვატო, ელენე სავარძელში მოწყვეტით დაჯდა. ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი. რამდნეჯერ უფიქრია ამ მომენტზე, როდესაც ვატოს ნახავდა და გაიგებდა ყველაფრის პასუხს, მაგრამ ამ შეხვედრამ ვერაფერზე პასუხი ვერ მოუტანა გარდა იმისა, რომ გაიგო ვატოს დღემდე ჰყვარებია და ის ყველაფერი სიძულვილის ნიადაგზე არ გაუკეთებია. რამდენჯერ დაუსვამს შეკითხვა თავისი თავისთვის, რომ გადაებიჯებინა თავმოყვარეობისთვის და როცა სიყვარულში გამოუტყდა ვატო, მაშინაც ეთქვა თავისი სათქმელი ახლა ხომ არ იქნებოდა ასეთ სიტუაციაში? ამ ყველაფერზე ერთია პასუხი: აუცილებლად იქნებოდნენ სხვანაირად, ოღონდ ასე არა. მოსდიოდა ცრემლები, უწყვეტად, შეუშრობლად. ტიროდა განვლილ 4 წელს და ტიროდა თავის სისულელეებს. ახლა რა იქნებოდა? როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება. შიში, რომ ნებისმიე დროს ნახავდა ვატოს, ქუჩაში, კაფეში, კინოში, თეატრში,მეგობრებთან, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება? მაგრამ იმაში უდაოდ დარწმუნებული იყო, რომ თავისი შვილისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდოდა. როგორ ოცნებობდა ბავშვობაში სრულყოფილ ოჯახზე, ქმარზე, შვილებზე. საღამოს დაბრუნებულ ქმარს რომ შეეგებებოდა.ზუსტად ამიტომ პატარა ვატოს გამო მოითმენდა და აიტანდა ყველაფერს. დრო? დრო ნამდვილად სჭირდებოდა, რომ გადაწყვეტილება მიეღო და გაეანალიზებინა მომხდარი. შეგუებოდა მისი და პატარას ცხოვრებაში მესამე პიროვნებას. ჩაიკეტა საკუთარ თავში. ვერასოდეს ვერ ელაპარაკებოდა გოგონებს ამ თემაზე და კონკრეტულად იმ დღეზე.დღე არ გადიოდა ელენეს ცრემლს მისი ლოყა არ დაესველებინა, ღამე კი-ბალიში. მერე.. მერე ორსულობამ შეცვალა ყველაფერი, ამ თემას ტაბუ დაადო და თავისთვის შეინახა ყველაფერი. მშობლებმა ერთადერთ შვილს ზურგი არ აქციეს და მაქსიმალურად დაეხმარნენ დამდგარიყო ფეხზე და სწორ გზაზე. რატომ მივიდა ვატოს მშობლებთან? ელენეს ვატო უყვარდა, ელენე ვატოს შვილს ელოდებოდა, ელენე პატივს სცემდა ვატოს მშობლებს, როგორც მისი შვილის ბებია-ბაბუას და საჭიროდ ჩათვალა ეთქვა მის შესახებ. პატარას დაბადება იყო სასწაული მის ცხოვრებაში, დიდი გადატრიალება მოახდინა!მას სახელი ისე დაარქვა არავისთვის არაფერი უთქვამს, არც შეუხედავს ისე თქვა სახელი „ვატო“. მიხვდნენ მეგობრები, მიხვდნენ, რომ დაუვიწყარი იქნებოდა და დიდხანს გაგრძელდებოდა ის გრძნობა და განცდები, მაგრამ არ შეიმჩნიეს. 4 წელი ცოტა დრო არ არის. ისწავლა, იმუშავა, იშრომა, თავისი ფულით სახლი და მანქანა იყიდა, გაზარდა ვატო და ჩამოყალიბდა, როგორც სერიოზული ქალი. ახლა კი, დაბრუნდა ვატო და არია მისი ცხოვრება! სჭირდებოდა დრო.. ნამდვილად სჭირდებოდა.. ***** მეორე დღეს ანა და ნია ავიდნენ ელენესთან და უხმოდ შევიდნენ სახლში. -გვაპატიებ?-დაიწყო ნიამ -რა უნდა გაპატიოთ ის რომ იცოდით და დამიმალეთ ვატოს ჩამოსვლის ამბავი?-იკითხა ელენემ -აუ, ხოო.. რა ცუდად ჟღერს, მაგრამ ხო ნუ ეგრე გამოვიდა..-თქვა ანამ -გეფიცები, აი ძაან დამნაშავედ ვგრძნობთ ორივე თავს.. მაკანკალებს ახლა აქ, რომ ვარ და მიჭირს, ლაპარაკი.. გთხოვ, გვაპატიე რაა. ბოდიში,-უთხრა ნიამ და აცრემლებულმა შეხედა დაქალს. -კარგით რა! ჩემი ბავშვობის მეგობრები ხართ! დავიბადეთ თუ არა ერთად მოვდივართ სამივე და როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციაში გავბრაზდებოდი თქვენზე? ალბათ, იგივენაირად მოვიქცეიოდი მეც თქვენს ადგილას! არ ვარ გაბრაზებული ნუ სულელობთ რაღაცას,-უთხრა ელენემ გაუღიმა და ჩაეხუტა მეგობრებს -მინდა, რომ მოგიყვეთ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდეთ! აღარ შემიძლია, მგონია რომ გავსკდები თუ ახლა ვერ დაგელაპარაკებით,-თქვა ელენემ. ანა და ნია სმენად გადაიქცნენ. ჰყვებოდა ელენე შეუჩერებლად, ზოგჯერ მძიმედ ამოისუნთქავდა და აგრძელებდა. ნია და ანა უსმენდნენ, ხმას ვერ იღებდნენ, ვერც კი აწყვეტინებდნენ, რომ რამე ეკითხათ. როცა ელენე მორჩა მოყოლას, რამდენიმე წუთი ჩუმად იყვნენ. -ვაიმე, ჩემო გოგო! რამდენი რამე გადაგიტანია!-ჩაეხუტა ელენეს ანა და ატირდა. -როგორ შეძელი და არ გვითხარი არაფერი?-აყვა ნიაც -ვერ შევძელი. ხომ იცით ყოველთვის სხვანაირი ხასიათით გამოვირჩეოდი თქვენგან. თქვენ ისეთი ლაღები და გახსნილები იყავით. მე კიდევ გადაწყვეტილების მიღება სულ მიჭირდა და ერთ რამეზე დიდხანს ვფიქრობდი.. -რაც მთავარია, ახლა ხომ ვიცით ყველაფერი. არ ინერვიულო რაა.. მარტო აღარ მოგიწევს გადატანა!-გაამხნევა ანამ დაქალი -და რას აპირებ?-ჰკითხა ნიამ -რა უნდა ვქნა ნი? იცი, როგორ მეშინია? აი, ძალიან! ვიფიქრებ ცოტას, შევხედავ. თავს არ შევიზღუდავ და არც მას შევზღუდავ ურთიერთობისგან.ქაჯივით ხომ არ მოვიქცევი? არ ავარიდებ თავს და ვნახოთ რა იქნება..-უპასუხა ელენემ -ხო, ეგ იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი ჩემი აზრით,-უპასუხა ნიამ -ვაიმე, როგორ მიყვარხართ რომ იცოდეთ! მომეშვა მაგრად!-თქვა ელენემ და გაიცინა -მოსაშვებები ვართ ერთმანეთის ჩვენ,-აყვა სიცილში ნია -აბა, რომელს უნდა მივეძალოთ ალკოჰოლს?-ეშმაკურად იკითხა ელენემ და აათამაშა თვალები -აუ, მე მინდა!-წამოხტა ანა,-ნი, შენ? -უარს როგორ ვიტყვი? უბრალოდ ქმარს გავაფრთხილებ, რომ მოკითხვა მოუწევს,-გაიცინა ნიამ და მოიმარჯვა ტელეფონი. ***** ვატომ შვილთან ურთიერთობა ააწყო. ბავშვი უკვე მამას ეძახდა და ყველა ამ დაძახილზე ვატო სადღაც უსასრულობაში ვარდებოდა სიამოვნებისგან. გიჟი მამა იყო. ისეთი ელენე, რომ ნატრულობდა თავისი შვილისთვის)))))) ბავშვი ხან ელენესთან იყო, ხან ვატოსთან. ელენეს მშობლებმა კიდევ ვერ მიიღეს ვატო, ამიტომ ელენეზეც ცოტა გაბრაზებულები იყვნენ ასეთი ურთიერთობა რომ ჰქონდა.თითქოს ძველი დრო დაბრუნდა. ხშირად ერთად იყვნენ, ხან ბავშვებთან ერთად, ხან ბავშვების გარეშე. ვატო და ელენეც თითქოს შეეჩვივნენ უკვე ერთმანეთს, მაგრამ დისტანცია მაინც იყო მათ შორის. ერთ საღამოს, როდესაც ელენემ დააძინა პატარა ვატო და ჩამოჯდა ტელევიზორთან კარებზე ზარი გაისმა. გიჟივით გავარდა ჯერ ვატოს ოთახში დახედა შვილს ხომ არ გაეღვიძა და შემდეგ კი კარი გააღო. კარში ატირებული ნია იდგა მარიამით ხელში. გაოცდა ნიას ასეთ მდგომარეობაში დანახვისას. შემოატარა ნია და მარიამი გამოართვა. ბავშვი ისეთი გათიშული იყო, რომ მაშინვე დაეძინა, ელენე კი ნიასთან გამოვიდა რომელიც აკანკალებულიყო. -ნი, რა მოხდა? -მე..მე.. ნიკუშას უნდა დავშორდე. ხელი უნდა გავაწერო..-თქვა ნიამ და ატირდა -რას ამბობ ნი? გაგიჟდი?-გაოცდა ელენე -არა, არ გავგიჟდი. დავიღალე უკვე! ძალიან დავიღალე! შენ არ იცი ნიკუშა.. ნიკუშაა..-გაუჭირდა ნიას ლაპარაკი, ელენე გავარდა სამზარეულოში და წყალი გამოუტანა.ნიამ ცოტა ამოისუნთქა და გააგრძელა: -ელენე, გთხოვ! დაიფიცე ვატატო, რომ ანას არ ეტყვი! ძალიან გთხოვ! -კაი ნი არ ვეტყვი, მაგრამ თქვი რა რა ხდება! -არავინ არ იცის. იცი, რამდენჯერმე ნიკა კაიფში იყო.. დავილაპარაკეთ სერიოზულად, მაგრამ მოუხშირა ესეთ მდგომარეობაში სახლში მოსვლას, ან მე რომ მივდიოდი ეგრე მხვდებოდა. რამდენჯერმე დავილაპარაკეთ, ვიჩხუბეთ, იფიცა ჩემი და მარიამის თავი, მაგრამ დღეს კი.. მარიამს ხელი მოვკიდე და წამოვედი შენთან. -ძალიან კარგი რომ მოხვედი. ვატო ჩემთან წევს და შენ და მარიამი ვატოს ოთახში მოთავსდით დღეს და საერთოდაც რამდენი ხანიც გინდათ, მე კიდევ წავალ შენს ნივთებს ავიღებ და იქნებ,იქნებ დაველაპარაკო ნიკას..-ძლივს მოაბა სათქმელი ელენემ -ელენე,-დაუძახა ნიამ და თმა გადაიწია, სადაც ნათითურები ეტყობოდა. გაოცდა ელენე, ხმა ვერ ამოიღო საერთოდ.- მარტო ეს არაა, მაგრამ არ მინდა გთხოვ არ გაჩვენებ.. გაგიჟებულია ლენ, სრულიად სხვა ადამიანია! წინააღმდეგობას ვერ იტანს, შფოთავს,გულისცემა აქვს გაძლიერებული,ხშირად ესმის თავბრუ,არის გაღიზიანებული და უხასიათო.-უთხრა ნიამ. ელენე გაგიჟებული იყო. მაშინვე დარეკა იქ სადაც მეტად ეიმედებოდა, ჩაიცვა ტანსაცმელი და ჩავიდა ქვემოთ. -რა იყო აქ იდექი?-იკითხა ელენემ -სწორად მიხვდი,-გაუღიმა ვატომ -კაი, მისმინე.. რა იცი ნიკუშასა და ნარკოტიკების შესახებ?-ჰკითხა ელენემ. ვატოს ფერები შეეცვალა და კითხვა შეუბრუნა- რა ხდება? -ნია და მარიამი არიან ჩემთან. ნაცემია ნია..-უთხრა ელენემ და დაინახა ვატოს დაბერილი ძარღვები კისერზე.მაშინვე გადაატრიალა გასაღები ვატომ და ელვის სისწრაფით მივიდა ნიკუშას სახლში. აირბინეს კიბეები და კარი შეაღეს, რომელიც ისედაც ღია იყო. ყველაფერი ეგდო დამსხვრეული, სადღაც ოთახის ბოლოში ნიკუშა იჯდა, რომელიც კანკალებდა და თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას. მაშინვე მივარდა ვატო ნიკუშას: -ბიჭო, ნიკუშ! ვატო ვარ! აქ ვარ შემომხედე! -ვატო! ვატო! იცი რა ვქენი? დავარტყი! გესმის ბიჭო? წავიდა! ჩემგან წავიდა! არ დამიბრუნდება წავიდა..-დაიღრიალა ნიკუშამ -ნიკუშ, მისმინე! ადექი ეხლა და წავედით! უნდა შეძლო ნიკუშ! ეს ადრე ყველამ შევძელით შენ რაღა დაგემართა ტო..-ამის თქმა იყო და ელენეს ათასმა აზრმა გაურბინა თავში: „ როგორ? ვატო ნარკომანი იყო? როდის? მაშინ არ ეტყობოდა არც ერთს, რომ გავიცანით!“ ელენე თავის ფიქრებში იყო ვატომ რომ დაუყვირა და ადგილზე შეხტა: -ელენე! აქ ნუ დგახარ! წადი აიღე ტანსაცმელები და სახლის გასაღები მოძებნე..- ელენეც მაშინვე დაფაცურდა, ჩაალაგა ნიას და მარიამის ტანსაცმელები, გასაღებიც იპოვა ნიას კარადაში და გამოვიდა. ვატოს უკვე აეყენებინა ნიკუშა, რომელიც ნახევრად უგონო მდგომარეობაშიიყო. -მომეხმარე,-უთხრა აღელვებულმა ვატომ. საერთო ძალებით ჩაიყვანეს ნიკუშა. ვატომ სასწრაფოდ მიიყვანა ელენე პირველ რიგში სახლში. -ადი და დაგირეკავ,-უთხრა ელენეს და ტუჩის კუთხე ჩატეხა. რა აღიმებდა ამ ბიჭს ისედაც კვდებოდა ნერვიულობით. -ვატო, გელოდები დამირეკე არ დავიძინებ.. -დაიძინე და რომ დაგირეკავ გაიგებ..მოიწიე..-უთხრა ვატომ. ელენე მოიწია და ვატომ შუბლზე აკოცა,-ახლა კი ადი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.