შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... შეტაკება (3)


7-11-2015, 08:39
ავტორი ერკე
ნანახია 1 575

საბრძოლო პოზიცია დაიკავა, მუხლები ოდნავ მოკეცა და თავისი გმირული სულისკვეთებით, ხმალი შეათამაშა ხელში. უშიშარი იყო, ყველაზე მეტად მას მოეთხოვებოდა შიშის უკუგდება. თავის ხალხს ყოველთვის წინ მიუძღოდა და გასაჭირში არ ტოვებდა. მამამისი არიგებდა, როგორც გინდა მოგექცნენ, შენც ისევე მოიქეციო, ამ სიტყვებზე ხშირად ფიქრობდა, აანალიზებდა, მუდამ ღრმა აზრს ხედავდა და სწორედაც, რომ მიაგნო. ჭეშმარიტება სწორედ მის საქციელში იყო. მეფე უგვარდი ყოველთვის პატივს სცემდა თავის ჯარისკაცებს, არავის არ უყურებდა მაღლიდან, მათგანაც იგივე სიყვარულს იღებდა, მაგრამ ბიჭის დამოკიდებულება კვლავ ტანჯავდა.
ფიქრის დრო არ იყო. ცხენს ხელი დაარტყა, რომ გაქცეულიყო და თვითონ უზარმაზარ არსებას ქედმაღლურად ახედა, როგორც არასდროს სჩვეოდა. მას მხოლოდ მისი გამოწვევა და გაბრაზება სურდა, რომ თავდასხმაზე გადასულიყო. პირველად ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა, ასეთ უზარმაზარ ჯარისკაცს, თან სრულიად შიშველს, მხოლოდ ტრუსის ამარა მყოფს, პირველად ხედავდა და თავის მტერ სამეფოს ხრიკებს აწერდა, მაგრამ მაინც არალოგიკურად ეჩვენებოდა გოლიათის არსებობა, ასე მტკიცედ მდგარი არარეაული არსება კი მისკენ იწევდა და საფრთხე სულ უფრო იზრდებოდა.
უგვარდიც მისკენ გაექანა და ხმლის ოსტატური ქნევით უახლოვდებოდა. უეცრად დაიხარა, იქვე დაყრილ ფოთლებზე გადაკოტრიალდა, მის ფეხებქვეშ გაძვრა და ფეხზე, რომლის სიმაღლეც იყო თავად, მხოლოდ ფეხზე მოახერხა გაესვა ბასრი პირი. ღრიალის ექომ მთელი ტყე მოიცვა და ერთხანს ტრიალებდა ჰაერში მისი ხმა, გაბრაზებულმა გოლიათმა ხელი მოუქნია, მაგრამ მოხერხებულად აიცილა, შემდეგ მეორე, თუმცა ამის აცილება ვეღარ შეძლო. მეფე იქამდე იყო ჰაერში, სანამ ერთ-ერთი ხის მსხვილ ტანს არ შეასკდა და ძირს მოწყვეტით დაეშვა. ვერ ინძრეოდა, ხმალიც ხელიდან გაუვარდა და იქვე ახლოს დაეცა, უჭირდა თავის აწევაც კი, მაგრამ მკაფიოდ ესმოდა ფეხის ნაბიჯების ხმა და მიწაც იძვროდა ყოველი მისი მიახლოებისას. იცოდა თუ არაფერს მოიმოქმედებდა უზარმაზარი არსება უბრალოდ ისე მოექცევა, როგორც მავნე პატარა ბავშვი თავის სათამაშოს. შიში უცხო იყო, მხოლოდ ნაღვლობდა, ამავდროულად სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა და ფიქრობდა ჩემს ცოლს ვნახავო, თუმცა გონებაში აირას ღიმილიანი სახე აეფარა, იგრძნო მისი სითბო, უეცრად ტანში ჟრუანტელმა და საოცარმა ძალამ დაუარა.
აირასადმი სიყვარულმა ისეთი ძალა შესძინა, რომ ფეხზე წამოდგა და სათანადოდ შეაფასა მოწინააღმდეგე. საოცრად მაღალი იყო, ძალიან მსხვილიც, ძლიერიც კი ეთქმოდა იმხელა კუნთები ჰქონდა, მაგრამ უნდა მოეძებნა, რაღაც სუსტი წერტილი, რომელიც ყველას აქვს, მხოლოდ მისი პოვნა იყო საჭირო. ერთი ბრუნი კიდევ გააკეთა და ხმლისკენ გაიწია. უკვე იმდენად ახლოს იყო, კიდევ შეეძლო, ხელი მოექნია და მისი მოქნევა უკანასკნელი ყოფილიყო, მაგრამ გაჩერდა, თითქოს ხმლის აღებას აცდის და უიარაღოს არაფერს ერჩისო, მაგრამ ეს წამიერი გაშეშება მხოლოდ სინანულს არ გამოუწვევია და ღირსეული ბრძოლის წადილს.
ხმალს დაავლო ხელი მეფე უგვარდმა. სწრაფი მოძრაობებით მიუახლოვდა გოლიათს. მოხერხებულად აიცილა ყველა მისი შემოტევა და ხმალი ტარამდე ჩაარჭო შიშველ ფეხში. ის ძალიან პატარა იყო გოლიათთან შედარებით, მაგრამ ეს მის უპირატესობად უნდა ექცია. სპილოს პატარა თაგვის ეშინია და შიშის საფუძველიც ნამდვილად აქვს, სწორედ ეს სიმცირე უნდა გამოეყენებინა მეფეს და ასეც იქცეოდა. გოლიათი დაიჭყანა, ფეხი სწრაფად ასწია, ისე რომ ხმლის ამოღება ვერ მოასწრო მეფემ და თან აჰყვა. ტყეში ყველა ცხოველი და ფრინველი დააფრთხო მისმა განწირულმა კივილმა. მერე მეფეს მიუბრუნდა, ერთი მაგრად შეუღრინა და უგვარდს თმები ისე აუფრიალდა, თითქოს დიდძალ ქარიშხალში მოხვედრილი ეკიპაჟი შტორმს ებრძოდეს. შესამჩნევი იყო პირიდან ამომავალი აქოთებული თევზის სუნიც, რომლის შეყნოსვით გაბრუებული მეფე ოდნავ წაბარბაცდა. გოლიათმა ფეხი მოუქნია, პირდაპირ მუცელში მოხვდა და იქვე შორიახლოს გადააგდო. ყველაფერი სტკიოდა მეფეს, ყოველი კუნთი, მისი სხეულის ყველა ნაწილი და ბიჭზე დაბოღმილი, კვლავ წამოდგა. ამ უზარმაზარი მყრალი ცხოველის შესახებ არაფერი უთქვამს, ყველაფერს გაიგებ, როცა მიხვალო. თავისი ვერსია ჰქონდა, არ უნდოდა მასაც წინასწარ სცოდნოდა, როგორც მან არ იცოდა აქ მოსვლისას. ერთგვარი შურისძიების ამოძახილს ჰგავდა, მაგრამ არ იცოდა რატომ...
თითებს ხმალს ვერ ჰკიდებდა, რომ ამოეღო ფეხიდან. ამ ტკივილმა მეფე სულ გადაავიწყა, ის კი ცხენისკენ გაიქცა, რომ გადაკიდებული ბარგიდან, იქვე ჩაგებული ხმალი ამოეძვრინა და კვლავ დატაკებოდა მხეცს. როცა გონს მოეგო ტკივილის მიუხედავად და მეფეს დაუწყო ძებნა ის უკვე ცხენთან იყო და მეორე ხმალი შეემართა, რომელსაც თავის სიცოცხლეს ანდობდა და მხეცს თვალებში შეხედა. გაუჭირდა, ორივე თავი მას უმზერდნენ და არცერთს არ ჰქონდა კეთილი განწყობა, მაგრამ თვალი არ მოუცილებია და ბოლომდე ორაზროვანი სიძულვილით უმზერდა. ეს უფრო მებრძოლის გამოხედვა იყო, ტკივილიანი და იმედიანი, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც რომ შეუდრეკლად იდგებოდა მისი გმირული სული.
ბავშვობიდან წამიერად ამოუტივტივდა მოგონება, თან თვალს არ აცილებდა გოლიათს:
მაშინ უღელტეხილზე გადადიოდნენ, მამამისთან ერთად იყო და საბრძოლველად მიიწევდნენ, ჩუმად უნდა დასხმოდნენ თავს. უყურებდა უგვარდი გახალისებულ მებრძოლებს, რომლებიც ცეცხლის წინ ისხდნენ და ერთობოდნენ, მღეროდნენ, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ და მუშტებს ურტყამდნენ, თვითონ კი ამ ყველაფერს მოწყენილი აკვირდებოდა. მალე მობეზრდა ცქერა და ცეცხლიდან შორს გადგა, მოშორებით ჩამოჯდა და მთის მკაცრ სიცივეს და მის თოვლიან ხედებს შეავლო თვალი. მამამისმა, დიდებულმა მეფემ, რომ შენიშნა მისი დანაღვლიანება მაშინვე მის გვერდით ჩამოჯდა.
-რა ხდება შვილო? - ჰკითხა აფორიაქებულმა.
-როგორ შეუძლიათ... - მებრძოლებისკენ გაიხედა. - როგორ შეუძლიათ ასეთ დროს, სიცილი და გართობა როცა...
-რაინდმა იცის, ბევრ რამეს ხედავს და ხვდება, რომ იქამდე უნდა დატკბეს ცხოვრებით, სანამ ამის დრო აქვს.
-თორემ შეიძლება ყოველი დღე მისთვის ბოლო აღმოჩნდეს არა? - მეფეს მისმა ბრძნულმა კითხვამ განაცვიფრა, მაგრამ გულში ამაყობდა კიდეც, რომ ასეთ შვილს ზრდიდა.
-ხო, შვილო. სწავლობენ დატკბნენ ყოველი წუთით, რასაც უფალი ჩუქნის. მათ კარგად იციან, შეიძლება ეს უკანასკნელი დღეა მათთვის. - შემდეგ თვალცრემლიან შვილს გადახედა.
-მამა... შენ ხომ არაფერი დაგემართება?
-სანამ შენი სიყვარული მაძლიერებს, არა შვილო. - თავზე ხელი გადაუსვა, შუბლზე აკოცა და მაგრად ჩაიკრა გულში. - სიყვარულს ყოველთვის გაგებით მოეკიდე. გიყვარდეს შენი ხალხი, თუ გინდა რომ შენც შეგიყვარონ მათ. ბევრი შეცდომა დავუშვი, მართალია არცერთს ვამართლებ, გამოსწორებაც უკვე გვიანია, მაგრამ არ მინდა შენც გაიმეორო შეცდომები და არაფერი არ ისწავლო მათგან.

გოლიათი მისკენ როცა დაიძრა მოგონებებში ძრომიალი შეწყვიტა და ისიც მისკენ გაქანდა. ისინი ერთმანეთს დაჭიდებულ ორ მოჭიდავეს ჰგავდნენ, რომლებიც ერთმანეთს სადაცაა შეასკდებოდნენ და სასიკვდილოდ გააჩაღებდნენ ბრძოლას. ბასრი ხმალი, რომელსაც მის ხელებში სანდო ადგილი ჰქონდა ნაპოვნი, წინ გასწია, კიდევ ერთხელ აიცილა მოქნეული ტორი და ხმალი ახლა მეორე ფეხის კოჭში ჩასცა, მაგრამ შიგნით არ ჩაუტოვა. გოლიათი შებარბაცდა. უნდოდა თავის შეკავება, მაგრამ ტკივილი ტანჯავდა და როცა მეორე ფეხშიც სრულიად ახალი ჭრილობა მიიღო, მეტს ვეღარ გაუძლო.
გამეტებით დაეცა ძირს და მიწისძვრამაც არ დააყოვნა.
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. კვნესოდა, მაგრამ კიდევ შეეძლო ადგომა. უგვარდმა დრო იხელთა, მისი თავებისკენ გაემართა, ორივეს წაწყვეტა ჰქონდა გადაწყვეტილი. ხმალი აღმართა, ის-ის იყო უნდა ჩაეცა, როცა სრულიად მოულოდნელმა ფაქტმა მყისვე გააშეშა, ადგილზე გაყინა.

____________
იმედია დიდხანს არ დაგაყოვნეეეეეეეეთ...
დღეს გამოცდა მაქვს და ახლა ცოტა მეშინია ^_^ :დ
შეფასებას ველი იცოდეთ.
ხო და შემდეგ თავს ხვალ ალბათ ვერ დავდებ. მაგრამ დიდხანსაც არ გალოდინებთ - გპირდებით!!!
ვღელავ, იმის გამო, მოგეწონებათ თუ არა.



№1 სტუმარი Salo

რათქმაუნდა ძალიან მომმწონს მე პირადად და მართლა სამწუხარა ამას რომ არ კოთხულობენ და ძვირფას დროს რაღაც გაურკვეველ ლავსთორებში ხარჯავენ.

რომ წავიკითხე და ბოლოს კომენტარები ვერ ვნახე გავბრაზდი. მე ყველა თავს ახლა ვკითხულობ და ძაან მომწონს იმედია დაინტერესდებიან სხვებიც. შენ კი ავტორო უნიჭიერესი ხარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo
რათქმაუნდა ძალიან მომმწონს მე პირადად და მართლა სამწუხარა ამას რომ არ კოთხულობენ და ძვირფას დროს რაღაც გაურკვეველ ლავსთორებში ხარჯავენ.

რომ წავიკითხე და ბოლოს კომენტარები ვერ ვნახე გავბრაზდი. მე ყველა თავს ახლა ვკითხულობ და ძაან მომწონს იმედია დაინტერესდებიან სხვებიც. შენ კი ავტორო უნიჭიერესი ხარ

უკვე ჩემ საყვარელ მკითხველად იქეცი love love love დიდი მადლობა <3
კომენტარების არქონა უკვე აღარ მაშინებს :დ მაგრამ რასაკვირველია, ვინმემ აზრი რომ გამოთქვას წინააღმდეგი არ ვიქნები, პირიქით.. ჩემი სამყაროს კარები ყოველთვის ღიაა <3
და ძალიან მიხარია, თუ მოგწონს... მიხარიხარ შენც ^^ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent