ცხოვრება გრძელდება 8
დილაადრიან თმა აბურძგნული მაისურსა და შორტებში გამოწყობილი შალვა სამზარეულოში შევიდა, ჯერ ფანჯრიდან გადაიხედა მერე კი კარგად გაიზმორა და დამთქნარების დროს ხელი პირზე აიფარა, მერე მაგიდას მიუახლოვდა სკამი გამოსწია და ზედ მძიმედ დაეშვა, ხელი ჯიბეში ჩაიყო სიგარეტს ეძებდა მაგრამ ჯიბე ცარიელი იყო, მზერა ოთახს მოავლო, სიგარეტს ვერ პოულობდა, მამაკაცი გაღიზიანდა და მოურიდებლად ღრიალი მორთო -ნათელა! ჩემი სიგარეტი სად არის?.. ნათელააა...ნათელა!-ნათელა საძინებელი ოთახიდან გამოვიდა ტანთ ხალათი ემოსა და თვალებს მძიმედ ახელდა -რა გაყვირებს ბიჭო? ბავშვებს არ სძინავთ? -სიგარეტი სად არის მეთქი? -სად იქნება ჯიბეში გედება -როარ მაქვს ჯიბეში მაგიტო ვყვირი სად წაიღე ჰა? -პერანგის ჯიბეში გექნება შალვა რატო გამიწყალე გული? -აა ხო პერანგის ჯიბეში შეიძლება მქონდეს, მიდი რა ნათოს ვენაცვალე მომირბენინე პერანგი თავი მისკდება ისე ვარ ნათელა ოთახისკენ დაიძრა სახეზე აშკარა უკმაყოფილება და დაღლა ეტყობოდა, ახლად გაღვიძებული ქალი უკვე დაღლილიყო ქმრის პირველი ბრძანების შესრულებით, ამ დროს ოთახიდან გუკაც გამოვიდა, ბიჭი თვალებს იფშვნეტდა და ტანს ზემოთ შიშველი იყო -აუ რა გაყვირებთ რომელი საათია? -ადე შე ვირიშვილო დროა უკვე, ლექციაზე არ გაგვიანდება?-ბიჭმა კედლის საათს ახედა მერე სკამი გამოსწია და მოხერხებულად მოკალათდა -არა ჯერ ადრეა , შენ რას აპირებ დღეს საქმიან პარტნიორებთან გაქვს ალბათ შეხვედრები ხო?-ჩუმად ჩაიცინა ბიჭმა -შენ იცი ვინ იყო ჯო დასენი? -არა არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -ხოო თქვენმა თაიბამ არ იცის ვინ იყო ჯო დასენი თორე იმასაც მიხვდებოდი ახლა რაც უნდა გააკეთო -ოო კაი ხოო -არ უნდა კაი ხოო მაგას, იცოდე ვის როგორ ელაპარაკო, მე არ ვარ შენი ძმაკაცი ბაშკირა და ციბო ბიჭმა თავი დახარა, ამ დროს ნათელაც ოთახში შემოვიდა და სიგარეტის კოლოფი მეუღლეს მაგიდაზე დაუგდო, ჯერ შალვამ ბრაზიანი თვალებით შეხედა ცოლს მაგრამ წამში თითქოს ბრაზმა გადაუარაო და კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოაძვრინა, მერე ფანჯარა გამოაღო სიგარეტს მოუკიდა და კმაყოფილი სახით მზერა მეუღლეს მიაპყრო -დაჯექი რაღაც უნდა გითხრათ-გუკასაც გახედა და კმაყოფილმა ნაფაზი მოქაჩა -მოკლედ მე და ნუგზარა ბიზნესს ვიწყებთ რა -რა ბიზნესს?-ნათელას თვალები გაუფართოვდა და შვილს გადახედა რომელიც ასევე გაკვირვებული უსმენდა -„კაროჩე„ მაგარი ბიზნესია რა, სახინკლეს ვხსნით -რა სახინკლეს ხოარ გაგიჟდი ბიჭო შენ? როგორ უნდა გახსნათ სახინკლე ჰა? -თუ დამაცდი გეტყვი როგორაც, დამაცდი? -კარგი მიდი თქვი აბა -მოკლედ ნუგზარას ბიძაშვილს ემზარას ყველაფერი აქვს რა ფართი, იქ რაღაც ინსტრუმენტები რა რაცაა საჭირო და ყველაფერი,ჩვენ „პროსტა„ წილში ჩავუჯდებით და ეგაა კაპიტალს ჩავდებთ რა -მერე სად გაქვს შენ კაპიტალი შე უბედურო? -გოგო ბინას ჩავდებთ ბანკში და მალევე იმ თანხას ამოვიღებთ რა -რა ბინას ხოარ გააფრინე? -აუუ აუხსენი დედაშენს რამე რა-გუკას გახედა უკმაყოფილო სახით-გოგო გეუბნები რო ბინას ჩავდებთ და მალევე გავისტუმრებთ ბანკის ვალს მერე კი ვიბაირამებთ გეფიცები რა -მაგაზე აღარ იფიქრო მეორედ მამაჩემის დატოვებულ სახლს ესე არ მოგასპობინებ -აუ „კაროჩე„ რაა-თავი გააქნია შალვამ და სიგარეტის ღერი საფერფლეში მაგრად ჩასრისა *************** დათომ უნივერსიტეტის დერეფანში შეაბიჯა და ბუფეტისკენ მიაშურა სადაც მეგობრები ეგულებოდა, ბუფეტშიც, ნატა,ნინი და ლევანი მაგიდასთან ისხდნენ მეგობრებს ღიმილით მიუახლოვდა და ნატას გვერდით მიუჯდა -„ზდაროვა სასტავს„ რას შვებით?-სახეზე ღიმილი არ შორდებოდა დათს -რავი ვსაუბრობთ, შენ რატო ხარ კარგ ხასიათზე?-დაეჭვდა ლევანი -ოო ეს ძმაო მწვანე ბალახის დამსახურებაა თქვენ რომ არ გიყვართ, არადა იცით როგორ აბედნიერებს? -ოო ხო მოწიე მოწიე და გამოცდებს როგორ ჩააბარებ ვნახავთ-შანის მოგებით უთხრა ლევანიმ და წიგნები მაგიდაზე დააწყო -ოო ამას მხოლოდ წიგნები აკითხე და არაფერი არ უნდა რა-გოგოების მისამართით თქვა დათომ -აბა მოწევა ჯობია?-გაკვირვებულმა იკითხა ნინიმ -ზოგჯერ ესეც საჭიროა მაგრამ თქვენ რა გესმით რა, აუ წავალ გარეთ გავისეირნებ რა ცოტას ჯობია-სკამიდან წამოდგა და სიმღერით გაუყვა დერეფანს, შენობიდან ეზოში გავიდა კიბეებზე ბედნიერი მიაბიჯებდა ამ დროს უკნიდან ხმა შემოესმა, „უკაცრავად ერთი წუთით„ დათო შემოტრიალდა მის წინ საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი იდგა -უკაცრავად? -ვინ გასწავლა რომ უნივერსიტეტში კაიფში უნდა იარო? -რა კაიფში ღადაობ? -აბა ეგ თვალები რატომ გაქვს ესე ჩაწითლებული? -გუშინ მთელი ღამე არ მეძინა ვმეცადინეობდი და მაგიტომ -ოჰ დაგიჯერეთ რას ამბობ რა, განყოფილებაში უნდა წამოხვიდე -ეე კაი რა რა განყოფილებაში ღადაობ ტო? მალე გამოცდა მეწყება ვერსად ვერ წამოვალ -აა გამოცდა გეწყება და ვერ წამოხვალ არა? კარგი სხვა ალტერნატივაც არსებობს -რა ალტერნატივა? -წამოდი შიგნით შევიდეთ ერთმა პოლიციელმა მსუბუქად მკლავში ხელი ამოსდო და შენობისკენ დაიძრნენ , დათო ნაძალადევად მიჰყვებოდა და თან სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა, ბუფეტში მჯდომმა გოგონებმა პოლიციასთან ერთად მიმავალი დათო დაინახეს, დათო და პოლიციელები უნივერსიტეტის საპირფარეშოსთან გაჩერდნენ , პოლიციელებმა დათოს რაღაც გადასცეს და ტუალეტში შესვლისკენ მოუწოდეს -ნინი რა ხდება? ტუალეტისკენ რატო მიჰყავთ? ლევანიც ხო ახლახანს ტუალეტში შევიდა იქ რამეს ხოარ მალავდნენ და მიაგნეს? დათო დაბნეული ტუალეტში აღმოჩნდა ხელში მცირე ზომის კოლბა ეჭირა , კაბინაში შევიდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო უცებ თავში აზრი მოუვიდა და მეზობელ კაბინას ფრთხილად მიუკაკუნა -ჰეი რომელი ხარ მანდ? -დათო შენ ხარ? -აუ ლევან ტოო, ჩემი მხსნელი ხარ -რა იყო ?-ხმამაღლა წარმოსთქვა ლევანმა -ჩუუ ბიჭო ეე, მისმინე ქვემოთ დაიხედე რაღაცას გამოვაცურებ-მეზობელ კაბინაში კოლბა შეაცურა -ეს რა არის? -ბიჭო მანდ ჩააფსი და მომეცი -მეღადავები ? -რას გეღადავები დროზე რაა -ბიჭო რა ხდება? -დროზე ქენი და მერე აგიხსნი ვაახ-ნერვიულად ხელი კედელს მიარტყა დათომ, ლევანიმ სავსე კოლბა უკან დაუბრუნა დათოს , დათოც ბედნიერი სახით ტუალეტიდან გავიდა და კოლბა პოლიციელებს გადასცა, პოლიციელმა ზიზღით ფრთხილად მოჰკიდა კოლბას ხელი, ცოტახანში ტუალეტიდან ლევანიც გამოვიდა კართან მდგარ პოლიციელებს შეხედა ისინი გაშეშებული ადგილზე იდგნენ და გამოსული ლევანი კარგად შეათვალიერეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.