შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 20

7-11-2015, 19:02
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 547

ამ სიტყვებზე ცოტახანი გაჩერდა და შემდეგ ისევ განაგრძო საუბარი
-სწორედ ამიტომ მინდა ლადოს დიდი მადლობა ვუთხრა, ის რომ არა არ ვიცი დღეს რა იქნებოდა, მან გადაარჩინა ის მოევლინა ჩემს მონიკას ანგელოზად და დღეს რომ გავიგე ლადო მისი ხელის სათხოვნელად მოდიოდა ძალიან გამიხარდა რადგან სრულიად უცხო ადამიანს უვლიდა და ახლა მის საყ6ვარელ ქალს დარწმუნებული ვარ როგორ მოუვლის, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დაგლოცავთ და დიდ ბედნიერებას გისურვებთ.- ჭიქა ბოლომდე ჩამოცალა და ღიმილიანი სახით სკამზე ჩამოჯდა, ახლა ლადო წამოდგა ფეხზე, თვალები გადავატრიალე და ჩემ თავზე მდგარ ლადოს გვერდულად ავხედე
-ბატონო გიორგი, მე არ ვიცოდი ნამდვილად ამდენი რამე მონიკაზე და სიმართლე გითხრათ დღეს უფრო შემიყვარდა ის, საერთოდ რ ვნანობ მის გადარჩენას, პირიქით მას რომ რამე მოსვლოდა ისე გავუცვლიდი სულს თვალს არ დავახამხამებდი.- ამ დროს დედამის გავხედე და ისე ამაყად იჯდა, მეც გული საიამაყით ამევსო
- და დიდი მადლობა ღმერთს რომ მას შემახვედრა. ასევე თქვენ ასეთი კარგი რომ აღზარდეთ, ახლა მე მოვუვლი მას.- თავზე პატარა ბავშვივით გადამისვა ხელი...

***
2 აპრილი იყო, ქორწილამდე 1 თვე რჩებოდა გახარებული დავდიოდი, კი არადა დავფრინავდი ერთი მაღაზიიდან მეორეში, ვარჩევდი ყველაფერს საუკეთესოს, ის მიხაროდა ლადოსთანაც უფრო თბილი ურთიერთობა მიღრმავდებოდა, მაგრამ ყველაზე ცუდად ის დღე მახსენდება თორნიკე რომ მოვიდა ჩემთან, სახლში შემოვიპატიჟე და როგორც შევატყე ისევ ის "სინაგლე" დაბრუნებია სახეზე
-გავიგე თხოვდები, მასე მალე გადაგიყვარდი
-გთხოვ მოეშვი ამ ირონიას, და თქვი რაც გინდა
-მოკლედ რო გითხრა არ გათხოვდე და თავიდან ვცადოთ თქო შენ მაგას არ ისურვებ, ამიტომ არ მინდა მთლად უნამუსოდ მოვიქცე და აი ეს ფული, მე არ მჭირდება და კაპიკიც არ მაქვს მოკლებული.
-მე ეს ფული არ მჭირდება, და ლადოს შენ გამო ნამდვილად არ ვეტყვი უარს
-რადგან ის მდიდარია.- ჩაისისინა და გამომხედა
-ეგ არაფერ შუაშია.- მინდა მაშინვე რამე ჩამერტყა თავში
-მაშინ დატოვე და წამოდი
-არა, მე სიმდიდრეს კი არა სიყვარულს ვერ დავკარგავ
-კარგი, როგორც გინდა მაგრამ მინდა ბოლო სიტყვა მე გითხრა შენ ბედნიერებას სიმდიდრე არჩიე მაინც
-ძალიან ცდები, ბედნიერებას ზუსტად ახლა შევიგრძნობ და კარგად ბრძანდებოდე, ეგ ფული შენია, მე არ მჭირდება.- კარიკსენ გავუღეხი და ცხვირწინ მივუჯახუნე კარი. კიბეებზე ავდიოდი და ჩემთვის ვფიქრობდი როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი ბოღმა დაიტიოს, მაგრამ იცი რა ახლა მივხვდი, მას არც ახლა უნდოდა ჩემთან ყოფნა ის მიდიოდა ჩემი სიმდიდრისკენ და არა მე. უნამუსო და გარეწარი ადამიანი იყო, როგორ შეიძლება ასეთი აღნაგობის მიღმა ასეთი დამპალი სული იმალებოდეს, ლოგინზე პირქვე დავემხე და ხმამაღლა დავიწყე ტირილი ასეთ ბედნიერ წუთებში შეძლო და ამატირა, მაგრამ მინდოდა ეს მისითვის გადმოყრილი ბოლო ცრემლები ყოფილიყო.
ტირილს რო მოვრჩი ტელეფონის ხმა გავიგე და მაშინვე ვუპასუხე
-ჰო ლადო
-რა ხმა გაქვს?- მაშინვე მიხვდა
-არა არაფერია, რა ხდება
- კიტხვაზე რატო არ მპასუხობ რამე მოხდა?
-არაფერი, მნიშვნელოვანი
-მონიკა!
-ოო ჰო კაი თორნიკე იყო მოსული
-მერე რაო?- ხმა გაუკაცრდა უცბად
-არაფერი, გავიგე თხოვდებიო და რაღაცეები კიდე კაი არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, რას შვები შენ?
-შენი ნახვა მინდა, დღეს ძლივას მოვიცალე და
-კაი მოდი, გელოდები
-არა სახლში არა სხვაგან ვნახოთ ერთმანეთი
-ვაიმე პატარებივით დავიმალოთ.- გამეცინა მის ნათქვამზე
-არა, ისე.- მასაც გაეცინა
-კაი გავემზადები და მოგწერ
-კაი.- ტელეფონო გავთიშე და სარკეში ჩვიხედე, ჩაწითლებული მქონდა თვალები, მსუბუქად გავიკეთე მაკიაჟი თმა ავიკოსე და ტანსაცმელი გამოვიცვალე.
20 წუთში ისიც მომადგა სახლში და ჭიშკართან გავეჭრუტე
-მომავალო მეუღლე რა ლამაზად გამოიყურები.- ლოყები ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა
-მადლობა, მომენატრე.- ხელები მოვხვიე და მკერდზე მივადე თავი
-სულ მალე და ჩადგება სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში
-ჰო, სად მივდივართ
-კაბის საყიდლათ?
-რაა? სიძემ არ უნდა ნახოს პატარძალი ჯერ
-კაი რა, მაგეების გჯერა?
-ნუ არა
-მაშინ წავედით, მარიონელასი გველოდებიან.
-მადლობა.- ღვედი გადავიჭირე და ფეხები საქარე მინასთან ავაწყე
-არ მოიყვარს აურზაური
-არც მე უბრალოდ კომფორტულად ვარ.- თვალი ჩავუკარი და ტელეფონზე თამაში დავიწყე. მარიონელაში მალე მივედით, მესინოდაჩემი არჩევანის რა მომეწონებოდა, სულ 10 კაბა ამოვარჩიე და სათითაოდ ვიზომავდი...

-ჩემო კარგებოო, ესეც შემდეგი თავი ველოდები თქვენს შეფასებას <3

№1  offline მოდერი წითური გოგონა

უბრალოდ ერთის სიტყვა-"უსაშინლესი"
--------------------
მწვანე ლიმონი

№2  offline წევრი Tiiko ^.^

წითური გოგონა
უბრალოდ ერთის სიტყვა-"უსაშინლესი"

მადლობა :)

№3  offline წევრი kora

ამ ისტორიას ვკითხულობდი ლადოს გამოჩენამდე, მერე ეს ლადო რატომღაც არ მომეწონა და შევწყვიტე კითხვა, არადა არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, მააგრამ რატომღაც პირველადი სთაბეჭდილებით თორნიკე მომწონს, მითუმეტეს რომ არ ვიცით თორნიკესგან თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაინტერესებს ის პირადად რას ამბობს იმ ყველაფერზე და როცა პირადად მისგან გავიგებ რომ მართალია ის ყველაფერი რაც მონიკას გაუკეთა მხოლოდ მერე შევიცვლი აზრს ლადოზე. დღეს უცებ მომინდა წაკითხვა და ის თავები წავიკითხე რაც არ მქონდა წაკითხული, ტუმცა აზრი არ შემცვლია...
--------------------
kira.G

№4  offline წევრი lamazmani

მე ძაან მომწონს ლადო და ძაან მაგარია მალე დადე love

№5  offline წევრი Tiiko ^.^

kora
ამ ისტორიას ვკითხულობდი ლადოს გამოჩენამდე, მერე ეს ლადო რატომღაც არ მომეწონა და შევწყვიტე კითხვა, არადა არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, მააგრამ რატომღაც პირველადი სთაბეჭდილებით თორნიკე მომწონს, მითუმეტეს რომ არ ვიცით თორნიკესგან თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაინტერესებს ის პირადად რას ამბობს იმ ყველაფერზე და როცა პირადად მისგან გავიგებ რომ მართალია ის ყველაფერი რაც მონიკას გაუკეთა მხოლოდ მერე შევიცვლი აზრს ლადოზე. დღეს უცებ მომინდა წაკითხვა და ის თავები წავიკითხე რაც არ მქონდა წაკითხული, ტუმცა აზრი არ შემცვლია...

didi madloba sheni azris gaziarebistvis da minda gitxra rom chem gukshi ijeqi, ar vapireb monikas da lados qorwilit davamtavro es yvelaferi amitom elodet tornikes idev ertxel gamochenas

№6  offline წევრი kora

Tiiko ^.^

აი ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3 მოუთმენლად დაველოდები მოვლენების განვითარებას love
--------------------
kira.G

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent