შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ამბავი (სრულად)


7-11-2015, 19:32
ნანახია 5 248

„იყო და არა იყო რა“-ო ხომ გაგიგიათ?
რა „იყო და არა იყო რა“,როდესაც არაფერი არ ყოფილა.
ყველაფერი თბილისის ხლართებია
და....
მგონი ახალი პრეზიდენტისაც.მაგრამ მაგ უბედურმა რა დააშავა.
ალბათ ყველაფერში წვლილი მაინც იმ ოხერს მიუძღვის.
ვერ გაიხსენეთ?
კარგით რა ტო,რას ვერ იხსენებთ?
აი,ის: მაღალიო,შავგვრემანიო,შავი თვალებით და წვრილი გრძელი თითებით.ახლაც არ გახსოვთ?
არც ის არ გახსოვთ? თოვლი,ავტო შეჯიბრი,დამტვრეული გამარჯვებული.მაინც ვერა?

კარგით უტვინოებო დაგეხმარებით.
მარა,კიდევ ვცდი...
ანდაც,
ფუუ...ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ,რომ თქვენი გამოშტერება ამ ისედაც შტერი პრეზიდენტის ბრალია.
რატომ?
რაღა რატომ ტო,თავის დროზე ეს ისტორია ყველა ქართველს პირზე ეკერა,ახლა კი ეს არჩევნებიო,მიტინგებიო..მოკლედ რა,ამ ხალხს ამაზე საფიქრად დრო აღარ რჩება.გამოჩნდება სადღაცას ახალი სამუშაო ადგილი და ეს შენი გაბრიელ ამირეჯიბი ვიღას ახსოვს.

მაინც წამომცდა.
ჰო,ახლა ნათელი გახდა ვიზეც გელაპარაკებით?
ამირეჯიბზე ხო,ამირეჯიბზე.

მახსოვს მთელი X სკოლა იშოკებოდ მაგ ბიჭზე.
ნელ-ნელა ვრწმუნდები ამ მთავრობამ ტვინი,რომ გამოგირეცხათ.
ხვდებით ხო,რომ ეს პოლიტიკა მაგრად არ მევასება.
არც გაბრიელს ევასებოდა,სანამ მაგ ძაღლიშვილებმა ბოლო არ მოუღეს.

გოგო დაუხვრიტეს თვალწინ.მაგისი მკვლელი დღემდე დანავარდობს თბილისის ქუჩებში და თავისუფლად ირუჯება მზეზე,რომელიც დროზე ადრე დაუბნელა ელენე მეტრეველს.

საკუთარი ხელით გავაქანე პირდაპირ მორგში და ლამის ჩემი ძმადნაფიციც გვერდით მივუწვინე.გაგიჟებას ცოტაღა მაკლდა.გოგო მომიკლეს დასავით რომ მიყვარდა და ძმა გამიგიჟეს მაგ ნაბი*ვრებმა.

და მერე იცით რა ქნეს?
ყველაფერი ამირეჯიბს არ შეტენეს?
მასტი მთელ ბიუროს დაესია და იმდენად გამოიყვანეს მდგომარეობიდან,რომ იარაღს წაეტანა.
მათ მოკვლას არ აპირებდა,არა.თავს იკლავდა.

ამ ბიჭს საკუთარ თავზე მაგრად ვიცნობდი და...
ამირეჯიბი?
ტიპიური ქართველი იყო.ძველი ბიჭი კი არა,სიტყვის მთქმელი და შემსრულებელი.
ხშირად ვეძახდი ‘დუდა ცეცხლაძეს’ და ხანდახან მასშიც კი მერეოდა.
არ მოგესმათ.დემეტრეზე ვლაპარაკობ,დემეტრეზე.

რა ღადაობა,რის ღადაობა,საღადაოდ მაქვს საქმე?
კარგით ხო,არ დამანახოთ თქვენი ცრემლები.
ჩემი მოგონილი ისტორია იყო.ცოტა ნასვამი ვარ.არაყი და ძველი თბილისი ასწორებს ერთად.ძველი თბილისი იქ მოგონებებში,თორე ახლა უკვე ოცდამეერთე საუკუნეს მივუკაკუნეთ და რაღა დროის ძველია.არადა თითქოს ადრე უფრო ჩქეფდა სიცოცხლე,ჩემი ქვეყნის ქუჩებში.პლეხანოვზე,რომ შევიკრიბებოდით ხოლმე და ჩვენი ხმაურით ქალაქს არ ვაძინებდით.ახლა აქაურობას მარტო მეღა შემოვრჩი. სულ ვიძახდი გაბრიელი ისეთ ვარსკვლავზეა დაბადებული,ცხრა სიცოცხლე აქვსო მაგაზეა ნათქვამითქო.ბოლომდე მეგონა სიკვდილს მარტო ეგ თუ დაამარცხებდა.რა ბავშვური ლოგიკა გამაჩნდა თურმე.
აუ ბიჭო,არადა მართლა,როგორ გავდა ცეცეს ტო.

„იმ დროში,ცხოვრება,რომ დუღდა“

ისეთი საშინელი ზამთარი მაშინ პირველად ვნახე.
ბავშვები შეკრებას ვერ ვახერხებდით.
სწავლაო,
მასწავლებელიო,
ყინვაო.
მოკლედ იგონებდნენ ათას მიზეზს და სახლიდან თავს აღარ ყოფდნენ.
მიზეზი ვიცოდი.
იმ წელს პირველად გამოჩნდა ქუჩებში ელენე მეტრეველი.ელენე ზოგადად ყველასთვის თორე,ისე ხან ელე იყო,ხან ელო და ხან ლენკა.
მაღალი გოგო იყო,თავი თმითა და თვალებით.არადა თითქოს დიდი ვერაფერი,მაგრამ...
ყველა ბიჭი მაგაზე გადაირია.ყველა ამირეჯიბის ჩათვლით.

პირველად ელენე მაშინ დაინახა, სკოლაში,რომ მიდიოდა.
გაბრიელი მისით იმდენად დაინტერესდა,რომ ლამის გულისშეტევა მივიღე,როდესაც მეათე სკოლაში გამომეჭიმა,თავისი საფირმო ღმილით.

მიზეზი,რომ ვკითხე ‘ძმაკაცებთან ყოფნა მირჩევნიაო’ და მეც შევეშვის პონტში.არადა რა გერმანულ სკოლაში სწავლობდა.
სხვანაირი იყო. სხვა ბიჭებისგან ყველაზე განსხვავებული.
გოგოებს არ ეკიდებოდა.თავაწეული დადიოდა და პირდაპირი მნიშვნელობით ‘მოდიოდა და მოჰქონდა’.ნახალოვკის მთელი ნა*ები მასზე ირეოდნენ.
მაგრამ გაბრიელი?
მაგარი ფეხებზე იყო.გოგომ,რომ მის თვალწინ თავს იმცირებდა გული ერეოდა.
ამიტომაც მიიზიდა ელენემ.
უფრო დასერიოზულდა.გაკვეთილებზე სიარულს მოუხშირა.კაროჩე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ ყურადღება მიექცია.

გამოსდიოდა?
ღადაობთ?
გამოსდიოდა კი არა,ხანდახან ეს გოგო ბრმა მეგონა.ისე ჩაგივლიდა,ხოლმე თითქოს არც ვვარსებობდით.’ნი ვიჟუებს’ არტყავდა ისეთს,მოგკლავდა.

ამირეჯიბს მასზე სიტყვა არ ცდებოდა.ვერც გავიგებდით,სიმთვრალეში,რომ არ მოეღო პირი.მთელი საძმაგაკო გადაგვრია.ძლივს ვირაც მოეწონა და მაგას გავმაზავდით?
ხოდა მაშინვე გეგმის შემუშავება დავიწყეთ.

რა გეგმა,რის გეგმა.პატარა ღლაპებივით ვიქცეოდით.შესვენებებზე ელენეს საკლასო ოთახის წინ ავიტუზებოდით ხოლმე და ვცდილობდით გამოვლაპარაკებოდით.
ხან ყვავილებს ვუგზავნიდით,ხან ნამცხვრებს (ეს რამ მოგვაფიქრა?),მაგრამ ჩვენი „შიკრიკი“ უკან ისევ ხელდამშვენებული ბრუნდებოდა.

ერთხელ ერთი შეკვრა შოკოლადები გავუგზავნეთ გაბრიელის სახელით და უკან აღარ დააბრუნა.
ისეთი ბედნიერი ვიყავი,ლუკა ერისთავს,რომელსაც ვერ ვიტანდი,ცხრაჯერ ჩავეხუტე.ბიჭი სათვალეების ზემოდან გამოშტერებული მიყურებდა და მერე თვითონაც,რომ ჩამეხუტა მივხვდი გეი იყო.

ადრე მომივიდა სიხარული.
იმ დღეს სახლში ისეთი მიმათრიეს,საკუთარი დედა არ მიშვებდა,ეს ვინ მომიყვანეთო.

ღირსი კი ვიყავი.
ვინ მეძალებოდა სხვის საქმეში შენი სწორი და ლამაზი ცხვირი ჩაყავიო.

რა მოხდა და ის,რომ იმ გოგომ ეს ჩვენი მათხოვრობით ნაყიდი შოკოლადები ცხვირწინ არ აუფარა ‘რომეოს’?
გგონიათ დაფიქრდა?
მარტო გაუღიმა და მერე მე მომადგა.

ერთი კვირა ვიწექი სახლში და დედაჩემის გამზადებულ წვნიანს ვჭამდი.წვნიანი ერქვა რა,ისიც იმ პონტში,რომ წყალი იყო.
მერე სკოლაში დავბრუნდი.
ჩალურჯებული თვალი დიდხანს გამყვა.ამირეკიბი იმდენხანს მეხვეოდა,თითქოს თვითონ არ გამიერთიანა ცხვირ-პირი.
კაფეტერიაში ვიჯექით ელენემ,რომ შემოაბიჯა.მაშინვე აფორიაქებულ გაბრიელს გადავხედე და ჩემს გვერდით მჯდომ ნატაშკას ყურში რაღაც ჩავჩურჩულე.ნატამ თავი,რომ დამიქნია და წამოდგა,მაშინ მივხვდი რა გოგო მყადა გვერდით.ნახევარ წუთში ლენკამ გაბოს დაუმშვენა გვერდი.

ელენე სერიოზული იყო.მისი სიცანცარე ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი.ლამაზი ღიმილი და თვალები ჰქონდა.კარგი იუმორით დაჯილდოებული ბავშვი,რომელიც ჩვენს ხელში გაიზარდა.
მაშნაც და მერეც სულ ერთად ვიყავით.
მამა არ ყავდა...მამობას ვუწევდით.
დედამ მიატოვა და დედობასაც ვირგებდით.
არ გაგეცინოთ და ისეთი სათნო იყო,ხანდახან მეგონდა დაიმსხვრეოდა.

იმ წელს სკოლა,რომ დავამთავრეთ ბანკეტზე მისვლა ყველაზე მეტად ვინანე.ამირეჯიბის გარეშე „სასტავს“ ლამის ჩამოგვეძინა,არადა ხომ ვიცოდით,რომ წამოსვლას არ აპირებდა.არც ეგ,არც ლენკა,მანამ სანამ...ნახევარი საათის შემდეგ კარში ამირეჯიბს+მეტრეველი არ გამოჩნდა.რესტორანი თავზე დავიმხეთ.
მერე...

ორი წელი გავიდა.
ყველაფერი შეიცვალა....
ყველა შეიცვალა...
გრძნობების,
სიყვარულის,
ტკივილის,
ცრემლების,
და ალბათ ცოტა ადრენალინის გარდა.

თებერვალში გაბომ რარაც შეჯიბრი აიტეხა და იმ დღეს ლამის შეეწირა.მანქანა ისეთი მოწყვეტით შეეჯახა აგურის შენობას,მეგონა მის ნაგლეჯებსაც ვერარ ვიპოვიდით.
გაიმარჯვა,მაგრამ რის ფასად.
ერთი თვე საავადმყოფოში დააწვინეს.
თავიდან აწყობას მოუნდნენ.
იყო ცოტა ლეიკო,სკოჩი და თავიც დაუმაგრეს...ეს ხუმრობით.

მთელი თვე დავცინოდი ამირეჯიბს,ეს იმიტომ მოგივიდა,მაშინ რომ ლამის სიკვდილამდე მცემეთქო.სანამ ხელის განძრევა არ შეეძლო ხომ უნდა გამემწარებინა.

მე და ამირეჯიბი?
პირველად ბაღში შევხვდით ერთმანეთს.ერთი ჭკუის პატრონები და შერყეულები ვიყავით.
იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
მერე სკოლაშიც,ხომ ერთად და მოკლედ მთელ თბილისს ვძულდით კარგი გაგებით.

მერე ელენეც გამოჩნდა და სულ გადაგვერია.
არადა ელენე არასდროს გამოხატავდა სიყვარულს,არც ამირეჯიბი იკლავდა თავს,მაგრამ მაინც.
არადა უყვარდა.
და მანაც იცოდა.
მარა გოგოს ამბავი ხომ იცით არა?სულ გიჟდებოდა.არასდროს ეუბნებოდა და იმიტომ.აგრძნობინებდა,მაგრამ რატომღაც საკმარისი მაინც არ იყო.

სიმთვრალეში ადამიანს ჭკუა არ მოეკითხება.თუ სმის ‘ერთ ადგილი არ გაქვს’ არც უნდა დალიო.დალია და გადაეკეტა.კაი რომანტიკული ტიპივით დაუწყო სიყვარულის ახსნა.ერთი გიტარა აკლდა ხელში და ალბათ სერენადასაც შემოსძახებდა.

დრო გავიდა და ქალის ფსიქოლოგიას მაინც ვერ ჩავწვდი.ვერ გავუგე და მომკალით.მაგათმა არ იციან რა უნდათ და მე რა გავიგო.ვერც გაბომ გაიგო იმ ღამით.

მეტრეველი ჭედავდა,ამირეჯიბი აგრძელებდა.
ყველამ იცოდა მათი ამბავი,ვა’ფ’შე ყველამ.
მაგრამ პოლიტიკა...
ერთხელ იჩხუბეს.
ელენემ „დავშორდეთო“.
ამირეჯიბს ტვინში ალბათ სისხლი ჩაექცა,ან ავარიის დღეს თავი დაუზიანდა.მოკლედ ადგა და გზაზე გადავიდა.
მანქანა,რომ წამოვიდა და გაბრიელი არ გაინძრა ამაზე ლენკას ლამის ინფაქტი დაემართა.

თეთრი შუქი,
განწირული ყვირილი,
გვირაბის ბოლოს სინათლე...

მოიცათ რა თუ ძმა ხარ.რა დროს საიქიოა.არ მომკვდარა,გადარჩა.შავ კატაზე უარესი იყო,ცხრა კი არა ათი სიცოცხლე ჰქონდა.

ცოლად მოიყვანა.შვილი გაუჩნდათ,მაგრამ დრო გავიდა და...

ამ ჩემს დანაოჭებულ გონებაში მაინც ისეთი დარჩა თბილისელი,მარა დერსკი ტიპი.ელენეს ყურებისას თვალები,რომ უნათდებოდა ხოლმე და ღიმილის დროს პირი ეხეოდა.აი ისეთი,ძმაკაცებს სულ მხარში,რომ გვედგა ხოლმე.ისეთი ამირეჯიბი სიმთვრალეში,რომ მითხრა „რომ მოვკვდები საფლავის ქვაზე დაბერებულს ნუ დამხატავენო“. რას ვიფიქრებდი ტო,მაგისი საფლავის ქვა ჩემი გასაკეთებელი თუ გახდებოდა,ელენეს საფლავი ჩემი ამოსათხრელი.არ ვიცოდი,თორემ,ვინატრებდი მაგათზე ადრე მე წავსულიყავი.აი იმ ტიპზე ადრე სულ ცეცეს,რომ მახსენებდა.

ახლა კი ხელში ‘თბილისურს+მალბორო’ მიჭირავს და ჭაღარაშერეული ჩემს სასტავთან ერთად ვხვდები XI საუკუნეს,ზღვის სასაფლაოზე.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

დასაწყისს გადავავლე თვალი და იმ წუთასვე მივხვდი როგორი არაგრამატიკული მოთხრობა დამხვდებოდა!
სათაურზე აღარაფერს ვამბობ!
ალბათ არ იცი რა შემთხვევაში გამოიყენება "..."
როდესაც აზრი დამთვარებული არ არის!
ყოველი სიტყვის დასასრულს არასასიამოვნოა "..." ამათი ნახვა!
ასევე გქონდა ფამოყენებული სიტყვების შემოკლებული ვარიანტი ><
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს ნამუშევარი არის 'ჩანახატი' და სწორედ ამ კატალოგში უნდა მოგეთავსებინა!
პირდაპირ გეტყვი-'საშინელება უაზრობა' იყო!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


შეიძლება გრამატიკულად ცოტა გაუმართავი იყო მაგრამ მაინც სასწაულად მომეწონა თანაც დუდა ცეცხლაძეო და აირავიცი რა სასწაული იყო მაგრამ იმას მაინც ვერმივხვდი რატომ მოკვდა ელენე მეტრეველი და გაბრიელ ამირეჯიბი

 


№3  offline წევრი Indigo

გრამატიკულად ცოტა გაუმართავი იყო მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა!!!
კიდევ კარგი ამ კატეგორიაში გამოაქვეყნე თორემ ვერ ვნახავდი ^_^ <3
მომეწონა!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4 სტუმარი ნინო.

თავიდან ვიფიქრე უაზრობა იქნება თქო მაგრამ შევცდი.ისეთი კარგი იყო,რა შეცდომები იყო მაგას ვერ მივხვდი,აი ერთი ამისუნთქვით,რომ უნდა წაიკითხო ისეთია *_*

 


№5 სტუმარი ნიკა ცხადაბერიძე

საკაიფო იყო თან ბოლოში მაგრად გაასწორა

 


მარტოსული კატა^^
შეიძლება გრამატიკულად ცოტა გაუმართავი იყო მაგრამ მაინც სასწაულად მომეწონა თანაც დუდა ცეცხლაძეო და აირავიცი რა სასწაული იყო მაგრამ იმას მაინც ვერმივხვდი რატომ მოკვდა ელენე მეტრეველი და გაბრიელ ამირეჯიბი




იმიტომ რომ დრო გავიდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent