ჯაჭვლიანი (სრულად)
გამარჯობა - თქვა ანდრიამ და იქ მსხდომებს გაუღიმა - მე ანდრია ჯაჭვლიანი ვარ , 23 წლის , ერთ დროს მეც იგივე პრობლემა მქონდა რაც თქვენ ეხლა გაქვთ , ერთ დროს მეც ვიყავი დამოკიდებული , ეს ჩემში დიდმა სტერსმა გამოიწვია , ყველას არ გეცოდინებათ რაც ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა , იმედი მაქვს არც გამოცდით იმიტომ რომ ეს ყველაფერზე საშინელია , რას გავს იცით ? არვიცი როგორ აგიხსნათ , გულის ამოცლას გავს , უგულოდ გტოვებენ და არ სამყაროში მხოლოდ გვამი რჩები , მოსარულე გვამი , რომელსაც არაფრის შეგრძნება არ აქვს , არც სტიკა , არც უხარია , უბრალოდ მასში სიცარიელეა , მეც ამ ყველაფრის მსხვერპლი ვარ , ოთხი წლის წინ ძმაკაცი დავკარგე , აი ის ძმაკაცი რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო , დღე მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა , სულ ჩემს გვერდით რომ იყო და ერთ დღეს წავიდა , თვალები დახუჭა და აღარ გაუხელია , ის წამალში გაიპარა , თვრამეტი მარტის ღამე იყო , დამირეკა , ცუდად იყო და მითხრა სადაც მიდიოდა , მეც ეგრევე მანქანაში ჩავჯექი და მასთან წავედი , დამაგვიანდა , რამდენიმე წუთით დამაგვიანდა , მთელი ორი წელი ჩემს ცხოვრებაში ხალისი აღარ იყო , მეც წამალზე გავხდი დამოკიდებული , მის გარეშე წამითაც არ შემეძლო და მხოლოდ იმის იმედით რომ მეც დავხუჭავდი თვალებს და მასთან წავიდოდი , შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში ადამიანი გამოჩნდა რომელმაც ყველაფერი შეცვალა , ტკივილი შემიმსუბუქა და ყველაზე მთავარი ამ საშინელ სენს მომაშორა რმელსაც ნარკოტიკი ქვია.... - დაამთავრა საუბარი ანდრიამ და სკამზე ჩამოჯდა -არ გინდა შენი ისტორია მოგვიყვე ? - შეეკითხა გოგონა ანდრიას -თავი არ მოგაბეზრეთ ? - გაეცინა -არა მაგრად მაინეტერსებს - უთხრა გოგონამ ანდრიას გაეცინა და ისტორიის მოყოლა დაიწყო ********************************************* ნიკუშას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ.... -ადექი არ შეიძლება სულ ასე იყო! - დაუბღვირა ლუკამ ძმაკაცს -დამანებე თავი! სასფლაოზე უნდა წავიდე დღეს -ყოველდღე იქ ხარ შე*ემა , ვიცი მაგრად გიჭირს მ მეც მაგრად მაკლია , მაგრამ ვცდილობ ცხოვრება გავაგრძელო ტო , ორი წელი გავიდა დროა გამოფხიზლდე! -ლუკა თავი დამანებე! -ანდრია მომისმინე , დროს ვეღარ აღიქვამ ? სასტავს მოენატრე , სულ სახლში ზიხარ ან სასფლაოზე ხარ , და ამ დედა მ************ წამლებით იკლავ თავს! შენი თავი თუ არ გეცოდება შე*ემა , შენს მშობლებს რას უპრებ? ან ჩვენ ტო? ნიკუშა ზუსტად მაგ საწამლავის გამო დავკარგეთ და ეხლა შენს დაკარგავს ვერ გადავიტანთ! -მოგიწევთ იმიტომ რომ ეს ძალიან მალე მოხდება! და როცა მოხდება ნიკუშას გვერდით დამასაფლავეთ! -შე*ემა შენ ში* ხომ არ გაქვს?! ადექი და წამოდი ეხლა მალე! -მგონი შენ ვერ გაიგე რაც გითხარი! -მაგას არც გავიგებ და ვერც გამაგებინებ! -ლუკა კიდევ გეუბნები თავი დამანებე! -ხო და მე გეუბნები რომ უნდა წამოხვიდე! გადააყოლებ გულს თან ნაშებსაც ავაგდებთ -იდი ნა*უი -ანდრია! უნდა გამოფხიზლდე! -დაახვიე ეხლა მალე ნერვებს მიშლი უკვე! -არსაად არ წავალ შენ გარეშე! -გაეთრიე ეხლა დროზე! -შე*ემა კლუბში მივდივართ სასკლაოზე კი არა , წამოდი მოხვალ ხოდზე -არსად არ მოვდივარ და კარგად ეხლა - წამოვედქი და კარი გავაღე -ერთი შენიც რა - მითხრა ლუკამ და სახლიდან გავარდა კარი მივხურე და მუშტები შემკარი , უკვე ყელში იყო ყველა! ცხოვრებას არ მაცდიდნენ! ნუ ჩემთვის ამ ყველაფერს ერქვა ცხოვრება , ყველასაგნ და ყველაფრისგან შორს! ქურთუკი მოვიცვი და სასაფლაოზე წავედი.. სინდისი მქენჯნიდა რომ ლუკას ვაწყენინე და სი**ვით მოვიქეცი გადავწყვიტე რომ ლუკასთვის დამერეკა და წავსულიყავი **** -შე*ემა -რა გინდა? -რომელ საათზე? -ათზე გავალთ -ჩვენს კულბში ? -ჰო გამოგივლი რა **** ტელეფონი გავთიშე და სახლისკენ წავედი წყალი გადავივლე , წვერი გავიპარსე და ლუკას დაველოდე მალე ლუკაც მოვიდა და კლუბში წავედით ეს ხმაურიანი სიტუაცია , ორი წელია არ გამეგო და ჩემზე ცუდად იმოქმედა გარემოს ვათვალიერებდი როდესაც მხრებზე მკლავები ვიგრძენი -ანდრია - გავიგე გოოგნას ხმა - შე დაკარგულო როგორ ხარ? დავიხედე და გოგონა ვიცანი ნინი! როგორ მომნატრებოდა ეს სახე! -შეცვლილხარ - ვუთხარი გოგონას და მოვეხვიე -ორი წელია არ გინახივარ და შევიცვლებოდი აბა - უბრალოდ გავუღიმე და გზა განვაგრძე იქვა მაგიდასთან ბიჭები დავლანდე და მათკენ წავედი ნუ ხომ იცით როგორია მონატრებულზე ადამინის ნახვა , უბედნიერესი ვიყავი მათი სახეების ნახვისას მაგრამ ყველაფერს ძველს მახსენებდა , მიჭირდა ჩემს ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდი... ბიჭებს გავეცალე და იქვე ბარმენთან ჩამოვჯექი -კლუბში ხარ და თან მოწყენილი ? - ჩამესმა გოგონას ხმა და თავი ზემოთ ავწიე -ჰო რას ვიზავთ - გავუღიმე -უნდა გამხიარულდე აქ ასე ჯდომა არ შეიძლება! -ვაუ რას მელაპარაკები ? -დიახ! -მადლობა რჩევისთვის წამოვედქი და სააბაზნოსკენ წავედი შემდეგ იყო რაღაც თეთრი , შემდეგ მახსოვს ძლიერი თავის დარტყმა , გოგონას შეშინებული სახე , მანქანის ხმა და შემდეგ არაფერი არ მახსოვს... ******************************** დილით როდესაც გავიღვიძე ოთახში ავღმოვჩნი , გავიფიქრე ლუკამ მომიყვანათქო , მაგრამ ოთახი ჩემი ნამდვილად არ იყო და არც ლუკასი , თმაბზე ხელი გადავისვი და საწოლიდან წამოვედექი , ისევ იგივე ტანსაცმელი მეცვა , სარკეში ჩავიხედე თვალები ჩამწითელებოდა , ჩემი თავის შემეშინდა , სარკეს დავამტვრევდი რომ არა რაღაც ხმა , მგონი ვიღაც ღიღინებდა ოთახიდან გავედი , და მისაღებში აღმოვჩნდი ისევ იგ გოგო! თვალები გადავატრიალე და მისკენ წავედი -გამარჯობა! - ვუთხარი და წარბები შევკარი -უი გაიღვიძე? გამარჯობა - გოგონამ თბილად გამიღიმა -აქ რა მინდა? -ზედმეტმა დოზამ მოგიყვანა აქ -და შენ ვაბშე რა გინდოდა? -იქ დამატოვებინე? -და რატომ წამომიყვანე? -შემეცოდე -შენი შეცოდება არ მჭირედება -ისე მადლობას ველოდი -გეგმები ჩამიშალე! -მოიცა შენ რა - გაკვირვებულმა გამომხედა გოგონამ -წავედი კარგად - ვუთხარი და კარისკენ გავემართე -მოიცა ყავა არ გინდა? -არა - ვუთხარი და გარეთ გავვარდი ეს გოგო უკვე მაღიზიანებდა! რა უნდოდა? რას წამომათრია? დავიბღვირე და ტაქსი გავაჩერე სახლში მისულს იქ ლუკა დამხვდა -სად ეგდე?! - შესულს ეგრევე მომახალა სიტყვები -*რაკში - ვუთხარი და წყლის ასაღებად წავედი -გეთქვა მაინც რომ მიდიოდი შე*ემა? -წასვლას მართლა ვაპირებდი მაგრამ ერთმა იდიოტმა შემიშალა ხელი -აბა გამიმეორე -დავაი რა -ანდრია წასვლას ხო? -ხო -შენ ბიჭო *იგ ხომ არ გაქვს?! აქ ესე მტოვებ? - იყვირა ლუკამ -გაძლება აღარ შემიძლია! -ანუ მე შენთვის არავინ არ ვარ?! გოონია ძამაკცის გარეშე დარჩი? -ნუ სულელობ რა -ეგრე გამოდის -ჩემი სიცოცხლე ხარ ხო იცი - გავუღიმე -ვინ გიშველა? -ვიღაც სულელმა გოგომ -ვინაა ეგ გოგო? -რავიცი მე შე*ემა -მადლობა უნდა ვუთხრა -მე არ მითქვია და შენ რა უნდა უთხრა -აუუ შენ რა ცუდად ხარრ გოგომ სიკვდილს გადაგარჩინა და მადლობაც ვერ გაიმეტე? -მეჩქარებოდა -სად? -აქ -დავაი წავედით -სად -გოგოსთან მადლობა გაქვს სათქმელი -აუ კარგი ხო - ლუკას უკან გავყევი ეხლა იმ გოგოს მადლობები უხადე თვალები გადავატრიალე და მანქანაში ჩავჯექი ლუკას მისამართი ვუთხარი და სახლისკენ წავედით სახლისკენ დაიძრა ჩემი ძამაკაცი და მას გავყევი არადა როგორ არ მინდოდა... კარებზე დააკაკუნა და გოგონა გამოვიდა გაგვღიმა დამინახა თუ არა დაიკრიჭა რაგაცნაირად მესიამოვნა , არა ლამაზია უდაოდ , შავი თმა და სასწაული ცისფერი თვალები , ტანიც მშვენიერი აქვს , ნუ ნაკლს ნამდვილად ვერ მოვუძებნი , აი ეს ღიმილი კი ძალიან ლამაზი და გულწრფელი იყო , რამაც თითქოს ჩემი გული დაათბო -მობრძანდით ფიქრებიდან გოგონას ხმამ გამომიყვანა ლუკა შევიდა და მეც მას მივბაძე დინავზე ჩამოვჯექი -ხომ არ გაცდენთ ? - კითხა თავაზიანად ლუკამ -არა არა - გოგონამ გაგვიღიმა -კაროჩე მადლობის სათქმელად მოვედით რა ეს იდოტი რომ გადამირჩინე -არაფერია მოვალეობად ჩავთლავე -არ უნდა ჩაგეთვალა - ჩავიჩურჩულე -რა თქვი? - გამომხედა ღიმილით -დიდი მადლობათქო -მე ლუკა , ეს კი ანდრიაა - გაუღიმა ლუკამ -მე ნიცა , ყავას ხომ დალევთ? -არა გვეჩქარება - წამოვდექი -თუ არ შეწუხდებით - გაუღიმა ლუკამ შემდეგ მე გამომხედა და დამიბღვირა მობეზრებული მზერით გავხედე და ძველ პოზიციას დავუბრუნდი ნიცა გავიცანით ნიცა ბარბაქაძე , 19 წლის , სწავლობს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში , სამედიცინო ფაკულტეტზე , კერძოდ ქირურგი , მეორე კურსელია , მამამისი ბიზნესმენია და დედა როგორ გვითხრა დიასახლისი მაგრამ ბავშვებს სხვადასხვა საგანს ასწავლის , დიდი ხანი არაა რაც საქართველოში ცხოვრებენ , ორი წელია რაც აქააა , რაღაც პრობლემების გამო მოუწიათ წასვლა... ნუ ეს რა ძამაკაცი მყავს ყველაფერი გაიგო მასზე!.. ძლივს გამოვათრიე , ალბათ მოეწეონა ეს გოგო , ნიცას დავემშვიდობეთ და სახლში წამოვედით -აუუ რაა კარგი გოგოა ტო - აღფრთოვანებას ვერ მალავა ლუკა -ჩვეულებრივი -უეჭველი მოსწონხარ -საიდან მოიტანე? - გამეცინა -ვერ ნახე როგორ გიყურებდა -კაი რა -ეს გოგო ხშირად უნდა ვნახოთ -კაი - ვუტხარი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მე ამ გოგოს მნახველი არ ვიყავი ************************* დილით კარის ხმამ გამაღვიძა ლუკა იყო და ნიცა! ნაძალადევად გავუღიმე და სახლში შემოვიყვანე ნიცას მზერას ვგრძნობდი მაგრამ არ ვიმჩნევდი , მაგრამ მთელი ზურგი მიხურდა -კარგი რას ვშვებით აბა ? - ომახიანად შემოსძახა ლუკამ ნიცას გაეცინა -მე რავი დაძინება მინდა -კაიი რაა ლუკაა წამოდი გავერთობით - მითხრა ნიცამ და გამიღიმა -კარგით - ნუ აშკარაა ამ გოგოს უარს ვერ ვეუბნები ამ საღამოს მთელი თბილისი მომატარეს , ვაღიარებ გავერთე კიდეც , თითქოს ყველაფერი გადამავიწყდა..... **************** ასე გრძელდებოდა კვირები , თვეები , რამდენიმე თვე გავიდა ნიცა უკეთესად გავიცანით , მართლად შევიცვაკე ამ თვეების განმავლობაში და ტკივილი შემიმსუბუქდა , დღეების უმეტეს ნაწილს ნიცასთან ვატარებდი სანამ ყველაფერი არ შეიცვალა ************ ერთ დღეს ნიცა სახლში მეწვია , მაგრამ ჯობდა არც მოსულიყო თვალები გაუფართოვდა როდესაც დამინახა ბევრი არც უფიქრია ჩემსკენ წამოვიდა -ანდრია რა გჭირს? -ნიცა წადი! -ისევ წამალი? -ნიცა წადითქო - ხმას ავუწიე -არაად არ წავალ! სასწარაფოს ვურეკავ არაფერი მითქვია უბრალოდ ღიმილით ვუყურებდი შემდეგ გავითიშე და რიდესაც გავიღვიძე საავადმყოფოს საშინელი თეთრი კედლები მომხვდა თვალში , გავიხედე და იქვე ნიცა იჯდა ჩასძინებოდა , გამეღიმა , ზუსტად იმ დროს ექიმი შემოვიდა და მე გამომხედქ , ნიცასაც გაეღვიძა -როგორ ხართ? -მზრუნველად გადმომხედა მე -არვიცი ალბათ კარგად -ამ გოგონას უნდა უმადლოდეთ -ვიცი -კარგით ცოტახანში ისევ შემოგივლით - გვითხრა და პალატა დატოვა -უკვე მეორედ - ნიცას გავხედე -ანდრია თავი დაანებე ამ საშინელებას -ნიცა არ შემიძლია -რატომ დაიწყე? -ძმაკაცი დავკარგე -ვწუხვარ -სულ ჩემი ბრალი იყო რომ მიმესწრო... -რა მოხდა ანდრია? -ვიცოდი სადაც იყო და დამაგვიანდა... -და ზუსტად ამიტომ უნდა დაანებო წამალს თავი! -არ შემიძლია -უნდა შესძლო! -ვერ შევძლებ! -ცოტა თვალები გაახილე რა , ვერ აცნობიერებ შენს ირგვლივ რამდენი ადამიანია რონელსაც სჭირდები?! - იყვირა გოგონამ -რამდენი ნიცა? -შენი მშობლები ანდრია! შენი ძმაკაცები! და მე... იმდენად გამიკვირდა ეს "მე" -შენ? -ხო მეც -ნიცა... -არა ანდრია მისმინე სხვებზე არაფერს არ ვამბობ მაგრამ მე ვერ გადავიტან შენ რომ რამე დაგემართოს! -რატომმ? რატომ? -ჩემთვის სულერთი არ ხარ! -რას ვნიშნავ შენთვის? -ანდრია რისი მოსმენა გინდა?! -სიმართლის -და ვერ ხვდები ხომ? -ვერა - ვუთხარი მაგრამ ამ საუბრის და ყველაფრია სათავეს კარგად ვხვდებოდი , უბრალოდ მინდოდა გამეგო... უბრალოდ მინდოდა -ანდრია შენც კარგად ხვდები! -მითხარი! -მიყვარხარ -მითხრა და თავი დახარა მეგონა გამიხარდებოდა მაგრამ არა პირიქით მოხდა -ნიცა... შენ ჩემნაირი ნარკომანი არ გჭირდება -მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ! აბა მე სხვააირ ანდრიას არ ვიცნობ! -ის მოკვდა! -ხო და უნდა გავაცოცხლო! -ნიცა რატომ იქცევი ესე? როდესაც სიტუაციას შენც აანალიზებ -განა ამას ვერ ხვდები?! მიყვარხართქო გითხარი და მგობი უნდა ხვდებოდე სიყვარულს ყველაფრის დამარცხება რომ შეუძლია -ნიცა ბოდიში მაგრამ... -ვიცი რომ შენ არ გიყვარვარ , ისე ხო არ უნდა გეუბნებოდე ჩემს გრძნობებზე მაგრამ მირჩევნია იცოდე ვიდრე მალულად ვგრძნოვდე ან ყველაფერს და ეს სიყვარული მკლავდეს... ანდრია უბრალოდ მინდა დაგეხმარო! -შენ მე გეცოდები -მე შენ მიყვარხარ! -ნიცა გთხოვ წადი -შენთან მინდა! -ნიცა წადი! -ანდრია თუ გამაგდებ შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავალ! ან უბრალოდ უფლება მომეცი დაგეხმარო! -კიდევ გაგიმეირო? -კარგი წავალ - გოგონამ კარები გააღო და გაუჩინარდა ******************* მეორე დღეს სახლში გამიშვეს , ნიცა იყო რამდენჯერმე კიდევ მოსული მაგრამ მაინც გავადე ,მაიც ცივად მოვექეცი , ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში , მის გარეშე.... ნუცამ პირობა შეასრულა და წავიდა , ადგა და მიმატოვა , არც მოვუკითხივარ , უბრალოდ გაქრა , ეს ერთი მხრივ მახარებდა მაგრამ მეორე მხრივ გულს მიკლავდა , იმ გულის ნაწილს რომელიც მან გააცოცხლა... მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია , ის გოგო ანგელოზია , მე კი ნარკომანი... ჩვენ ერთად?! არა! ასე ვერ გავაუბედურებ იმ გოგოს! ერთი თვე გავიდა ზუსტად ერთი თვე და შემუძლია დარწყმუნებით ვთქვა რომ მისი თვალების და ღიმილის გარეშე ვკვდები!! ანდრია კვდება! ის ბიჭი რომელსაც სიყვარულის არ სჯეროდა და ცხოვრებას ნაშებზე ხარჯავდა ერთმა პატარა გოგონამ შეცვალა , მისმა პატარა გოგონამ! ***************** -ანდრია! - სახლში ლუკას ხმა გაუსმა -აქ ვარ - გავძახე ოთახიდან -რას შვები? - განიღიმა და გვერდით მომიწყვა - გენატრება შე*ემა? -მაგრად ტო -ჰო და წამო დავადგეთ -არა ვერ შევძლებ -რას ტო? -შენ ერთი რაღაც არ იცი -რა არ ვიცი? -ნიცას ვუყვარვარ -ოჰ ეგ იმ დღიდან ვიცოდი როდესაც გავიცანი წარბებშეკრულმა გავხედე -მერე ლუკა? -მერე ის რომ შენც გიყვარს! -არ მიყვარს -და საათობით მის სურათს რატომ უყურებ? -მისი ღიმილი მენატრება -ჰო და წადი და გააღიმე -მას მე არ ვიმსახურებ -მართალია არ იმსახურებ მაგრამ იმ გოგოს უყვარხარ აი ბედნიერებას კი ორივე იმსახურებთ -რომელ ბედნიერებაზე მელაპარაკები? -შენს და ნიცას ბედნიერებაზე -ანგელოზის და ურჩხულის ნარკომანის ბედნიერებაზე? -მოიცა იმ მილტფილმს რა ქვია ტო? აი პრინცესას ირჩხული რო უყვარდება ? - ლუკამ ფუქრი დაიწყო -ოო ერთი მაგისიც , მანდ ხო მოხდა ეგეთი რაღაცა და ბოლოს ის ურჩხულიპრინცად არიქცა ტო? მერე შენ რა ხარ ჩემზე უკეთ ვინ იცის?! დაანებე მაგ საწამლავს თავი და რომელ პრინცს ჩამოუვარდები ჰა?! გამეცინა მაგრამ უცებ დავსერიოზულდი -ესეთი ადვილი რომ იყო უკვე დანებებული მექნებოდა -ცდილობ რო შე*ემა? -კი -ჰო კი , მიეცი ნიცას უფლება გიშველოს! -ვერ მიშველის -ანდრია გიცნობ , ვიცი საყვარელი ადამიანის გამო რაზეც ხარ წამსვლელი , თავსაც გაწირავ და ნიცას გამო მაგ საწამლავს ვერ გადააგდებ ტო? -რომ ვერა?! -და ყველაფერს ცუდად რატომ ამთავრებ ტო?! მიდი გაინძერი წადი! ლუკამ წამომაგდო და საკუთარი სახლიდან გამაგდო:) ამჯერად ჩემი ძმაკაცი მართალია იყო , მე ნიცა მიყვარდა და ჩემი თავისთვის შანსი უნდა მიმეცა მაგრამ გავიმეტებდი განა მას ასე?! ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივედი რომ მეცადა და ნიცასთან წავედი ***************************** ეზოში იჯდა და წიგნს კითხულობდა -გამარჯობა - დასჯილი ბავშვივით ვუთხარი -გამარჯობა - ამომხედა და კითხვა გააგრძელა -როგორ ხარ? -კარგად -ნიცა.. -აი ხედავ ანდრია შენ მოხვედი ჩემთან რა იყო შეგიყვარდი? - ჩაიცინა -შეგიძლია მომისმინო? -გისმენ ანდრია -ბოდიშით მინდა დავიწყო -ვაუუუ -ნუ მეიაზვები! -რას ელი ანდრია? იმას რომ გამოვიქცევი და ისევ გეტყვი მიყვარხარ და შანსი მომეცითქო? -არვიცი -რა გითხარი გახსოვს? -კი -კაია -მიყვარხარ ნიცა -ვსიო? -არ მალაპარაკებ და -გისნემ -ერთი თვეა არ მინახიხარ , და მიჭირს , შენს გარეშე მიჭირს , მართლა ძალიან მომენატრა ეს თვალები , შენი ღიმილი , შეცდომა დავუშვი , უბრალოდ მართლა არ მემეტებოდი ამ ნარკომანისთვის -და ეხლა რა შეიცლა ანდრია? -მივხდი რომ შენს გარეშე აღარ შემიძლია -და ეხლა იმეტებ იმ ნარკომანისთვის? -შენს გამო გამოვსწორდები -გახსოვს რა გითხარი ? ისეთი მიგიღე როგორც ხართქო , გახსოვს გითხარი დაგეხმარებითქო მაგრამ რა გააკეთე , გამომაგდე? მე კი გული მეტკინა საოცრად მეტკინა და წამოვედი , ისიც გითხარი შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავალთქო მაგრამ მაინც გამიშვი , კიდევ მოვედი მე ვერ გაგიშვი და მაშინაც იგივე პასუხი მივიღე, ეხლა შეგიყვარდი , ეხლა მიხვდი ყველაფერს და მე ყველაფერი უნდა დავიწყო? -მაგას არც გთხოვ -აბა ? -უბრალოდ მიტხარი რომ ისევ გრძნობ რამეს -არაფერს -გასაგებია - ვუთხარი და წამოვედი როდესაც მივიხედე იქ აღარ იჯდა ვუყვარვარ მაგრამ მეტის ღირსიც ვარ! მანქანაში ჩავჯექი და წავედი... სად ? არც მევიცოდი რატომ? არა ამ ველაფერს ნამდვილად უნდა მოვშორებოდი! ************************************************* ანდრია კომაშია ! დიდი დოზა მიიღო , "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო" "მასზეა დამოკიდებული" ეს უაზრო სიტყვები რომლებიც ჩემს მეგობრებს საერთოდ არ ამშვიდებდა , აი მე კი ამ დროს მეძინა , ნუ ალბათ მეძინა , ყველაზე ბედნიერი მომენტია როდესაც იღვიძებ და შენს გოგოს ხედავ თვალზე ცრემლები ჩამოსდის და შენს სახეზე პოულობს ბინას ნიცას ავხედე და ჩავეხუტე -არ მიმატოვო! - მითხრა და ხელები მაგრად მომხვია -მჭირდები! -მე შენ ყველაფერზე მეტად! -უბრალიდ დამპირდი რომ ამ სისაძაგლეს აღარ გაეკარები! -დამპირდი რომ დამეხმარები -გპირდები! -მეც გპირდები! -ჩემი გვრიტებიი - პალატაში შემოვარდა ლუკა და ჩემსკენ გამოქანდა -ჩემი კაცი -როგორ შემაშინე ტო -ამის მერე აღარ შეგვაშინებს! -გაბედავ და ჩემი ხელით გავგზავნი იქ - გაეცინა ლუკამ , ნიცასაც -აუ დავაი რა - ბალიში ვესროლე ლუკა და ნიცას ტუჩებს ჩემი შევაგებე -ოუუუ მივხვდი გასასვლელი ვარ - თქვა ლუკამ , გავიდა და ორივეს გაგვეცინა ******************** ამ დღის შემდეგ ნიცა უკვე ჩემი გოგო იყო , მხოლოდ ჩემი ,ყველაზე კარგი მყავს ! ყველაზრ კარგი , ეს ის ადამიანის რომელმაც ბედნიერება მაჩუქა , რომელმაც ჩემი გული გააცოცხლა , რომელმაც ძველი ანდრია დააბრუნა , ეს ის გოგოა რომელიც მთელ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს! დავინიშნეთ და ერთადაც გადავედით საცხოვრებლად , პატარა მყურდო ბინა გვქონდა , ქორწილი დაგილი იყო , ყველაფერი ისე იყო როგორც ჩვენ გვინდოდა.... ************** ერთ დღეს სახლში მისულს ნიცა ნამტირალევი დახვდა ხელში კი ტაბლეტები ეჭირა -ისევ? - კარი დევაღე თუ რა გამომხდა -აღარ მართლა აღარ ვეკარები -აბა ესენი საიდან? -ძველია ალბათ არვიცი -ანდრია მატყუებ! -არა არა შენს თავს ვფიცავარ! მართლა აღარ ვეკარები -ყველაზე კარგი დაიფიცე -უკვე დაგიფიცე -ვიცი გიჭირს მაგრამ... -არა არა როდესაც შენ ხარ ჩემს გვერდით ქღარც წამალი მინდა და არც არაფერი , 2 თვეა უკვე არ გავკარებივარ და ეს შენი დამსახურებაა , მხოლოდ შენი -ეს ანდრია რომ გამეცნო თავიდან ალბათ არც შემიყვარდბოდი -რატომ ? რას მიწუნებ? - გამეცინა -არვიცი აი ის ბიჭი მომეწონა მე ბარში მოწყენილი რომ იჯდა -ისე მართლა რატომ მოხვედი მაშინ? -მომეწონე -მართლა? -შენს თავს ვფიცავარ -აი მე კი შენ არა -ხო შენ თვეები დაგჭირდა იმის ნისახვედრად რომ გიყვარდი -ჩემი ბედნიერება ხარ! -შენთვის არ მითქვამს რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ? -მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად - ვუთხარი და ვაკოცე ************ 22 ში ქორწილი გვქონდა , ჩემი ნიცა ყველაზე ბედნიერი იყო , და ეს მეც ძალიან მაბედნიერებდა მე თავს უფლება მივეცი შემყვარებოდა და ბედნიერად მეცხოვრა.. ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა , სხვა როლის იღებ რიდესაც ოჯახს ქმნი და უკვე ქმარი ხდები , მალე კი მამა ******************** - მე და ნიცა უკვე ერთი წელია ცოლ-ქმარუ ვართ , დღე-დღეზე ბავშვს ველოდებით , ესაა ჩემი ბედნიერი ფინალი ,მე დავძლიე ეს სენი , მე დღეს აღარ ვარ ნარკომანი და იგივეს გისურვებთ თქვრნც! თუ მოინდომენთ ყველაფერს შესძლებთ! -ძალიან მაგარი ბიჭი ხარ! - შეაქო გოგონამ ანდრია ანდრიამ გაიღიმა და ტელეფონს უპასუხა რომელიც გაუჩერებლად რეკავდა -წავედ კარგად!- იყო ბოლო სიტყვები და კარებდი გავარდა მანქანაში ჩაჯდა არა ჩახტა და საავადმყოფოსკენ წავიდა ნიცა მშობიარობდა!!!! კარი შეაღო თუ არ შიგნით შეარდა , ყველა იქ დახვდა , ლუკა მისკენ გამოქანდა და მაგრად მოეხვია ყველა ულოცავდა ნიკუშა ჯაჭვლიანი იბადებოდა! ის პატარა რომელმაც ყველას დიდი ბედნიერება მოუტანა -აბა მამას კაცი არ გააწვალო დედიკო და მალე გამოძვერი , ყველა შენ გელოდება - ჩაილაპარაკა ანდრიამ პალატის კართან და სიგარეტი ამოიღო... ****************************** შემიფასეთ, იმედია ისიამოვნებთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.