შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 21


8-11-2015, 17:09
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 604

კაბა დიდი წვალების მერე ამოვირჩიე ლადო მეხეწებოდა გავჩერებულიყავი და სხვები არ მომეძებნა, ბოლოს მაინც ერთი ამოვირჩიე ყველაზე მეტად ის მომეწონა. მარიონელადან კაფეში წავედით
-რას ინებებთ?- თავზე მიმტანი დაგვადგა
-მე წვენი მომიტანეთ
-მეც წვენი.- ლადომ მენიუ თან გაატანა და მე გამომხედა, თან ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და თვალებში შემომხედა
-ძალიან მიყვარხარ.- მე მხოლოდ გავუღიმე
-დღს საშინლად არ მომეწონა შენი ხმა, რამეს ხო არ მიმალავ?
-არა ხო გითხარი თორნიკე იყო.- მწერა ავარიდე და ჩვენკენ მომავალ მიმტანს გავხედე
-დარწმუნებული ხარ?- ისევ ეჭვი ეპარეოდა
-კი ლადო დარწმუნებული ვარ და შენ თუ გგონია რო შეცდომა დავუშვი და შენ ტყუილად დაგთანხმდი ცოლობაზე ცდები, მე თორნიკესთან არაფერი მაკავშირებს
- არა ეგ არ მიგულისხმია, ნუ ბრაზობ
-არ ვბრაზობ, უბრალოდ ვერ გაგაგებინე.- ჩემი ხელები წავართვი და მუხლებზე დავილაგე, არ ესიამოვნა ჩემი ასეთი საქციელი და სკამის საზურგეს დაბღვრილი მიაწვა
-იცვლები.- დულილის შემდეგ მითხრა
-მე კი არა შენ იცვლები და უაზროდ ეჭვიანობ.- წვენი მოვსვი და ჭიქას თამაში დავუწყე
-საერთოდ არ ვეჭვიანობ უბრალოდ ვცდილობ რა გჭირს გავარკვიო
-ხო გითხარი არაფერი არ მჭირს
-ჰოდა ძალიან კარგი, მაშინ ნუ იბღვირები
-მე თუ შენ?
-აჰ კიდე, კარგი მე.
სახლში მივედი თუ არა მაშინვე სააბაზანოს მივაშურე, მიყვარს რა აქ ყოფნა, არავინ ნერვებს არ მიშლის, ჩემთვის ჩუმად ვფიქრობ რაზეც მინდა და ვიზეც მინდა, ახლა კონკრეტულად კი ჩემს გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, ნაჩქარევად ხომ არ მივიღე მართლა ეს გადაწყვეტილება, ბავშური თავქარიანობა ხომ არ იყო და უბრალოდ ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდა კონკრეტულად თორნიკესთვის და შემეძლო ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გამენადგურებინა, მაგრამ არა თორნიკემ მე დამამცირა, ათასი ადამიანის თვალში და უფრო დამამცირებელი კი ის იყო რომ ასე გამომიყენა, ამიტომ ლადოს ვთვლი ჩემს ქმრად და ცხოვრების თანამეგზურად.

***
ქორწილის დილა
8 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი, ვიცოდი ნატას ეძინებოდა ამიტომ კაბა ჩემით ჩავიცვი და დაველოდე როდის შემოაღებდნენ კარებას, პირველმა კაკუნმაც არ დააყოვნა, ნატა მოვიდა და ზედ ჩამომეკიდა
-გილოცავ გილოცავ გილოცავ, როგორ მიხარია, კაბა ძაან გიხდება, სტილისტიც მოვიდა უკვე და დაველოდები შენს ბოლომდე გალამაზებას, მეჯვარედ თამროს გოგო წვიყვანე აბა აქ არავინ მყავდა მეგობრად, თან ნათიაც არ იყო ცუდი გოგო. მოკლედ ბევრი პროცედურის მერე ძლივს ამოვისუნთქე და ოთახში მარტო დავრჩი ცოტახნით, მაგრამ ვინ გაცდის კარზე ისევ კაკაუნი, გავიხედე და თამრო იყო
-ულამაზესი ხარ ხო გნახე მაგრამ თვალეს მაინც ვერ გწყვეტ, უი ჰო კიდეეს წერილი მოიტანეს, შენთანა
-უი მართლა ვისია?
-არ ვიცი.- სასწრაფოდ გავხსენი და საწოლზე ჩამოვჯექი... ისევ თორნიკე ამოვიოხრე და ჩაფიქრეულმა დავიწყე კითხვა
" მონიკა პირველ რიგში გილოცავ დღეს უბედნიერესი დღე გაქვს...
ვიცი მოგაბეზრე თავი არ გეშვები, მინდა გითხრა რო ვნანობ ყველაფერს, ყველაფერს რაც შენ გიკავშირდება, ვიცი ეს აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ სპეციალურად არ გითხარი რადგან შეგეძლო ამ სიტყვების მერე ქორწინება ასე ვთქვათ "გაგეუქმებინა"
დანახვის დღიდან შემიყვარდი, მართლა შემიყვარდი, ვფიქრობდი ცოტას გავეხუმრები-მეთქი მაგრამ ამ გახუმრებამ აქამდე მოგვიყვანა, საშინლად მტკივა გული არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია, უშენოდ მართლა მოვკვდები, როცა წარმოვიდგენ რო ლადოსი გერქმევა, სისხლი მიშრება, ყველაფერს მივცემდი რო ყველაფერი უკან დავაბრუნო და ისევ ჩემთან იყო, და მე სულელი ახლა მივხვდი რო შენი გაშვება არ შემეძლო, ახლა მივხვდი რო უშენოდ არაფერი ვარ, მაგრამ ვერც მოგთხოვ ჩემთან დაბრუნებს, შენ აღარც გახსოვარ ალბათ სიყვარულზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, კი შენ მართალი ხარ ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს, არანაირი! მაგრამ რა ვქნა თუ შენს გარეშე ერთი წუთიც არ შემიძლია, ვერც კი ვფიქრობ სხვა რამეზე. ჩემი დის სიკვდილის მერე უფრო დავფიქრდი ამაზე, ერთი თვის წინ ისევ იმ იმედით მოვედი რომ შეიძლებოდა შეგრიგებოდი მაგრამ, არ ვიცი რა დამემართა უფრო სწორედ შენ ხელზე წამოცმული ბეჭედი რომ დავინახე და რომ მივხვდი რომ მის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, უცბად შურმა დამიბინდა ტვინი, ბოლოს კი მინდა გითხრა:
მაპატიე ყველაფერი, მაპატიე რომ გაგიცანი, მაპატიე რომ ვარსებობ და გული გატკინე ამ არსებობით, მე შეიძლება ახლა არ "გარდავიცვალო" მაგრამ მე ამ ქვეყნად აღარ ვითვლები. ბედნიერებას გუსურვებ, ლადო მართლა გიმსახურებს შენ" "მიყვარხარ".
დავამთავრე თუ არა კითხვა გულმა ცუმე შეწყვიტა, ო ღმერთო ეს რა გავაკეთე, რატო, რატო არასდროს ვცდილობდი მისთვის ბოლომდე მომესმინა, ცრემლები მდინარესავით მოიკვლევდა სახეზე გზას, გული მტკიოდა მთელი ხმით ღრიალი მინდოდა, ყველაფრის გაქრობა მინდოდა, ახლა მივხვდიი და დავაფასე თურმე რა კარგი ყოფილა როცა არაფერი გახსოვს, არავისგან არ ხარ ვალდებული. მაშინვე ნატას დავუძახე, შეშინებული შემოვიდა
-რა მოხდა რატო ტირიხარ?
-ნატა სიკვდილი მინდა, არადაამიანი ვარ ერთხელაც კი არ დაველაპარაკე ბოლომდე ყველაფერის გასარკვევად
-რას ამბობ? რა არის ეს?- ლოგინზე დადებულ ფურცელს დასწვდა
-არ შეეხო ეგ ჩემია.- სასწრაფოდ გამოვგლიჯე ხელიდა და ზურგს უკან დავმალე
-რატო ტირიხარ ადამიანო, იმის ნაცვლად რომ იცინოდე ბედნიერი იყო, ნახევარ საათში ლადო მოვა
-არ ვარ ბედნიერი და არც ვიქნები არასდროს
-რა მოხდა მეტყვი?
-ისევ თორნიკე მინდა ისევ ის მიყვარს
-ისევ თორნიკე ახლა ვერაფერს შეცვლი.- გამწარებულმა ჩამავლო მხრებში ხელები და შემანჯღრია
-მე ის მიყვარს.- ბოლო ხმაზე ვუყვირე და მისი ხელები მოვიშორე
-და ლადო? ქორწილს ჩშლი?- აკანკალებული ხმით მკიტხა
-არა, ლადოს ამას ვერ გავუკეთებ
-აბა რა გინდა?
-არ ვიცი, არ ვიცი რა მინდა.- საწოლზე ჩამოვჯექი ისევ და ტირილი კი არა "ღნავილი" დავიწყე
-მოდი ჩემთან.- ისიც გვერდით მომიჯდა და მომეხვია
-გთხოვ, დღევანდელი დღე ყველაზე ბედნიერია, გთხოვ ნუ ტირიხარ, შემომხედე, ბედი შენი რომ სტილისტი ჯერ არ წასულა და შენს მაკიაჟს გაახლებს, მომხედე.- გამიღიმა და ამით ეცადა ჩემს დამშვიდებას
-კარგი შემოვიდეს.- რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი, ნახევარ საათში ცოტა დაწყნარებული ვიყავი, მაგრამ ფურცლები ისევ ჩაბღაუჯებული მეჭირა, ვფიქრობდი რომ ლადოსთვის ყველაფერი მეთქვა, მერე რა რომ შეიძლება გული სტკენოდა, იმიტომ რომ აქამდე მისი შეყვარება ვერ ვცადე და ისევ თორნიკე მიყვარდა, ვიცოდი გამიგებდა და ტრყულლში ცხოვრებას ამას ამჯობინებდა. ნატამ მოვიდნენო და ჩემთან მორბინა
-გაიღიმე ისე არაფერი გემჩნევა.- მართლაც სემოვიდა თუ არა ლადო კარსი და მისი გაღიმებული და თბილი სახე დავინახე მეც გამეღიმა.


-ესეც თორნიკეს ფიქრები, მადლობა თქვენი აზრის გამოხატვისთვის
იმედია მოგეწონებათ ეს თავიც <3



№1  offline წევრი kora

ეს თავი მომეწონა და მთავარია შემდეგი მომეწონოს. ზოგადად, საშინლად არ მიყვარს, როცა გარშემომყოფების აზრზე ფიქრობენ და საკუთარ გულის ხმას არ უგდებენ ყურს, ის რომ ახლა ლადოს გულს ატკენს არ ნიშნავს იმას, რომ ცოლად უნდა გაყვეს, ყველაზე დიდი ტკივილი მერე ელოდება ლადოსაც და მონიკასაც, რადგან შექმნილმა ოჯახმა მეეჭვება რომელიმე მათგანს ბედნიერება მოჰგვაროს. სწორედ ამიტომაც, მე მომხრე ვარ, რომ ჩაიშალოს ეს ფარსი და მხოლოდ ერთი მხარის გრძნობებზე აგებული ვითომ ბედნიერება, ვინაიდან მარტო ლადოს სიყვარული ვერ გადაარჩენს სამომავლოდ მათ ოჯახს...
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი lamazmani

რა ცანცარა გოგოა მომიშალა ნერვები მაშინვე არ უნდა დათანხმებულიყო ლადოს ან თორნიკესთვის აქამდე ბოლომდე უნდა მოესმინა არცერთიის ღირსი არააა
ისე კაია მომწონს ისტორია მარა ამ გოგოს საქციელი არ მომეწონა ლადო მეცოდება ოგორ უყვარს და ამ გოგოს სიცანცარის გამო გული უნდა ეტკინოს sad მალე დადე იმედია კარგად დამთვრდება და თუ თორნიკესთან დარჩა ლადოსაც ეყოლება ვინმე სხვა love მაგარი გოგო ხარ love

 


№3  offline წევრი cancara

Kaia kai gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent