შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... გაუგებრობა (4)


8-11-2015, 21:24
ავტორი ერკე
ნანახია 1 591

-გთხოვ, არ გინდა... - მარცხენა თავი გააქტიურდა და საუბარი დაიწყო. შეშინებულიყო. თვალები დაეხუჭა და სიკვდილისთვის მოემზადა, მაგრამ უგვარდმა ამ შიშში რაღაც თავისი დაინახა, რაღაც წარსულიდან. ერთს უდრეკი სახე ჰქონდა, მარცხენა თავი კი შეშინებულიყო სიკვდილის მოლოდინით და მზად იყო დაეთმო ყველაფერი, მეფემ კი მის გამომეტყველებაში სხვა რამეც დაინახა. ეს იყო სინანულის განცდა, თითქოს გადარჩენის გამო მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ თან ნანობდა.
-ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რის გამოც არ უნდა მოგკლა? - ჩაეკითხა უგვარდი.
-რეებს აკეთებ. - გაუწყრა მარჯვენა თავი. - სულ გამოტვინდი? გინდა ამ ადამიანის წინაშე ქედი მოვიხაროთ, რომ დაგვინდოს? - სიტყვა ადამიანი ზიზღით წარმოთქვა მარჯვენა თავმა და მარცხენას გადახედა.
-შეცდომას ჩავდივართ. ასე არ უნდა მოვიქცეთ მარჯვენავ. - წაეკამათა და დანებებას არ აპირებდა.
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს. ასეთი იყო შეთანხმება, გახსოვს? მე პატიების თხოვნას სულ არ ვაპირებ.
-შენ მორჩი!
-ჰეი, ჰეი... ჰეი. - ჩაერია უგვარდი. - ბავშვებო, კამათს მორჩით. რა შეთანხმებაზე ლაპარაკობთ? იცოდე არც დავფიქრდები ისე მოგკვეთ თავებს, სისულელეების გარეშე.
-ხმა არ ამოიღო. - გაჯავრდა მარჯვენა თავი და გატრიალდა საპირისპირო მხარეს. - სიკვდილი გვიჯობს, შენთან საუბარს... ადამიანო! - ისევ ზიზღით თქვა. მეორე თავს სულ სხვაგვარი გამოხედვა ჰქონდა, მისი თვალები შიშით იყო სავსე და გაუბედაობით, უგვარდი იმაშიც კი იყო დარწმუნებული, რომ ამ ორს ყოველთვის მოსდიოდათ ჩხუბი, როცა ასეთ საკითხებთან მივიდოდა საქმე. მარცხენა თავი სისუსტეს იჩენდა, მაგრამ მარჯვენა კი ყალბ სიმტკიცეს, რომელიც იმაზე უარესი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგის გამარჯვების აღიარება.
-ყვე...
-ხმა არ ამოიღო-მეთქი! - ბრძანების ტონმა გაიჟღერა, შემდეგ შემაძრწუნებლად იღრიალა. ადგომა არც უცდიათ, ვერც ადგებოდნენ, მეფეს ხმალი თავთან ჰქონდა მიტანილი და ფეხი გულზე დაედგა, იმდენად დიდი იყო ძლივს აიწვდინა, მაგრამ მაინც დაადგა. ერთი მზად იყო მომკვდარიყო, მეორე კი ნამდვილად არა.
-მაშინ შენს მეგობარს მოვკლავ. - მარჯვენა თავზე ანიშნა. - შენ კი ყველაფერს მომიყ...
-არა, გთხოვ. ასე მეც მოვკვდები. - საწყლად წარმოთქვა და თავის შესაბრალისად დაუცველი სახე მიიღო, თითქოს მონსტრი უგვარდი ყოფილიყოს და არა თავად.
-ვინ გამოგგზავნათ! - უკვე ტონი გაუმკაცრდა.
-ჯადოქარმა...
-რა გითხარი, შე კრეტინო! - ხელი ასწია და საკუთარი თავისკენ წაიღო. ყელში მოუჭირა, უნდოდა გაეჩუმებინა და სულ უფრო და უფრო უჭერდა. თავი აქეთ-იქით ქანქარებდა და მარცხენა თავის დანახვაზე მეფეს სიბრალულის გრძნობა უფრო მეტად მოეძალა. ჯერ ფიქრობდა ვერ მოკლავს, თვითონაც მოკვდებაო, მაგრამ ამაში უკვე აღარ იყო დარწმუნებული, როცა დიდი და რაღაც წანაზარდებით გამობერილი თავი ნელ-ნელა თეთრდებოდა, ვეღარ სუნთქავდა. უეცრად მარცხენა ხელი ამოქმედდა და მარჯვენას ყბაში გაუქანა მუშტი, დასუსტდა, დარეტიანდა და თვალები მილულა, მაგრამ ჯერ გონზე იყო.
-რამდენჯერ გითხარი ნუ მაიძულებ შენ დაგემორჩილო-მეთქი. ვერ დამიშლი, იმას გავაკეთებ რასაც საჭიროდ ვთვლი და შენ... შენ ხარ ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რომლისაც მრცხვენია. სამწუხაროა, რომ ვერსად მოგიშორებ. - გაცხარებულმა სულ დაივიწყა თავისი შიში და მარჯვენა თავს კიდევ რამდენჯერმე დაჰკრა. მან საბოლოოდ დახუჭა თვალები და წყვდიადში გადაეშვა. - მაპატიე, ჩემი თავის გამო. - მოუბოდიშა, მაგრამ მეფემ ხელით ანიშნა არ გინდაო. - სიკვდილის არ მეშინია, თუ ასე იფიქრე თავიდან. ღირსეულად სიამოვნებითაც კი მოვკვდებოდი, თუმცა... -სიტყვა გაწელა, ჩაფიქრდა. მეფეს მოთმინება გადაეწურა ამდენი დუმილისგან.
-თუმცა რა?
-თუმცა... თუმცა საქმე სულაც არ არის ჩემში. ამ ხეპრემ კი ვერ შეიგნო, იმდენად ჯიუტი და ამაყია, ოღონდ ბოდიში არ მოიხადოს და ამისთვის მოკვდება კიდეც.
-ყველა ადამიანი ბოროტია. - ამოილუღლუღა ჯერ კიდევ მისუსტებულმა თავმა, ახლახანს რომ მოდიოდა გონს, მაგრამ მაინც თვალები დახუჭული ჰქონდა. - ყველანი მკვლელები ხართ, არც ჩვენი მოკვლა არ გაგიჭირდება.
-ცდები. - ხმალი კიდევ მარცხენა თავთან ჰქონდა, ის კი ყოველ წუთს ელოდა დარტყმას და მძიმედ შეიშმუშნა. - თქვენს მოკვლას არ ვაპირებ, თუ არც თქვენ გადამიდგებით გზაზე და მეტად ერთმანეთს აღარ შევხვდებით.
მარჯვენა თავმა პირდაპირ თვალებში შეხედა. უგვარდმა ხმალი გასწია და ქამარში ჩააგო, შემდეგ მიუბრუნდა მათ და უთხრა.
-მოგეშველებოდით ადგომაში, მაგრამ... ვფიქრობ აქ ნამდვილად უძლური ვარ. - გაეღიმა. - აბა, თანახმა ხართ ამ შეთანხმებაზე? - წამით მიტრიალდა და ცხენს უხმო. დიდი არსება გაშეშებულიყო, სიტყვების თქმა უჭირდა მარჯვენა თავს, ვერ იჯერებდა ცოცხალს რომ უშვებდა ადამიანი და სახე სრულიად შეეცვალა. სიძულვილი და ბოღმა წარსულს დარჩა, ისიც იღიმოდა, მერე გადაიხარხარა. წამოდგომა, რომ დააპირეს ტკივილმა კვლავ თავი შეახსენეს და სიცილი შეწყვიტა.
-ფეხიდან ის რაღაც ეკალი ამოიღე... გთხოვ. - გაუკვირდა მეფეს, როცა თხოვნით მიმართა მარჯვენა თავმა. მისთვის რთული იყო ბოდიში მოეხადა მტრის წინაშე, მაგრამ როგორც ჩანს შეცვლილიყო, ან მხოლოდ თავს აჩვენებდა. უგვარდმა მორჩილად შეასრულა თხოვნა.
-ბავშვებო... - ირონიული ბგერები შეერია მის ნათქვამს. - მტკივნეული იქნება, მაგრამ უნდა გაუძლოთ.
-მიდი ხო. - ნაჩქარევად და ერთდროულად თქვა ორივემ და ტკივილისთვის მოემზადნენ. - სამუდამოდ ტკივილს ნამდვილად ჯობს.
ხმალი გაჭირვებით ამოიღო და იქვე დააგდო სისხლიანი. არც კი გაუწმენდია. ორთავა გოლიათი ძლივსძლივობით და სახის მანჭვებით წამოდგა.
-შენ არ მოგვკალი. - გაიოცა ბოლოს მარჯვენამ, როცა მეფე კლდისკენ გაემართა.
-არა, არ მოგკალით. სისხლის ღვრის ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები კიდეც. ეს თქვენ დამესხით თავს, გახსოვთ?
-კი... - დაიმორცხვა. მარცხენამ თავი ჩაღუნა. - სიცოცხლით ვართ შენთან დავალებული. - მუხლებზე დადგა და ორივემ თავი დახარა. ხელი კი გულზე მიიდეს. უგვარდმა გაიფიქრა, ამათ ალბათ ორი გულიც ექნებათო, მაგრამ გამომეტყველება არ შეუცვლია. სერიოზული გამოხედვით შეხედა მათ. - რაც გინდა შეგიძლია გვთხოვო, ყველაფერს გავაკეთებთ.
-მე მხოლოდ ერთი რამის გაგება მინდა. - თავი ასწიეს და მას შეხედეს. დანაღვლიანებულიყო მეფე, მაგრამ მაინც სიტყვებს ძალას ატანდა მისი პირიდან ამოსულიყო. - ერკე მიდასთან ხართ? მასთან დადეთ შეთანხმება?
-არა. - დარცხვენით უთხრა მარცხენა თავმა, თუმცა მარჯვენა მეტად იყო შეწუხებული და რაღაცაზე ფიქრობდა. - ერკე მიდასი კეთილია, ის ამას არასდროს გაგვიკეთებდა. ადამიანებისადმი ნდობა მაშინ დავკარგეთ, როცა მთელი ჩვენი რასა ამოწყვიტეს, როცა... - ხმა ჩაუწყდა და ცრემლები გადმოსცვივდა, გაგრძელება ვერ შეძლო.
-სწორედაც რომ ერკე მიდასის გაკეთებულია! - დაიღრიალა მარჯვენა თავმა, მაგრამ მაშინვე ჩაიკმინდა ხმამ.
-არა-მეთქი. ჩვენი გოგო მას არ მოუტაცებია და ის არ დაგვმუქრებია, რომ აქ არავინ შემოგვეშვა.
-არასდროს არ გჯერა ჩემი.. - ამოიხრიგინა მარჯვენა თავმა და საწყალი სახე მიიღო.
-ეს შენ არ გჯერა ჩემი. ყოველთვის მართალი გგონია თავი და სიცოცხლეს მიმწარებ შენი უაზრო გამოხტომებით გაიძვერავ.
-როგორ ვერ ხვდები...
-შენ გგონია შავი ჯადოქარი მოგვიყვებოდა სიმართლეს? ერკე მიდასმა ეს თუ ჩაიდინა მართლაც, ისევ იმის გამო რომ შავი ჯადოქარი გვიყენებდა. ისევ იმიტომ, რომ მან დაგვისახა მიზნად ადამიანები გვეხოცა.
-ნუ ჩხუბობთ, არ გემსით? ყოველთვის ასე ჩხუბობთ? - ჰკითხა დაღრეჯით მეფემ და ისევ ხმალი ამოიღო.
-არასდროს მისმენს. - ამოიგმინა მარცხენამ.
-შენ ხომ მისმენ, რას ამბობ.
-შენ სულელი მაინც ხარ. ახლა მოვკვდებოდით და გასაჭირში გინდოდა დაგეტოვებინა ჩვენი... - ხმა ჩაუწყდა და ვეღარ განაგრძო.
-შეწყვიტეთ! - ხმის ჩახლეჩვამდე დაიღრიალა, რომ ხმა მიეწვდინა მათთვის. ორივე გაჩუმდა. - ხომ არ დასხდებოდით? - გაიღიმა მეფემ და მშვიდად განაგრძო. - იცით, თავი მეტკინა თქვენი ყურებით და იქნებ ჩამოჯდეთ. - ისინი დასხდნენ.
-თავს მოულოდნელად დაგვესხსნენ. - მარჯვენამ განაგრძო. - ადამიანები.
-მე ვერ ვყვებოდი? - ჩაერია ისევ მარცხენა.
-შენ ძალიან გულჩვილი ხარ, ყოველთვის ტირი.
-არა, დამაცადე, შე იდიოტო! - თავში ხელი ჩაარტყა.
-შენ დამაცადე.
-მე დავიწყე და თვითონ დავასრულებ როგორმე. შენ არ იყავი არაფერი არ უთხრაო?
-მოკლედ თავს დაგვესხნენ და.. - თავში კიდევ უთავაზა მუშტი.
-შეწყვიტე-თქო გითხარი. ნუთუ უფლება არ მაქვს ხმის ამოღების? - ტონს აუწია.
-აქ მეც ისევე გამაჩნია საუბრის უფლება, როგორც შენ. - მეტად უღრიალა მარჯვენა თავმა და თავში ჩაარტყა ხელი, ისე ძლიერად მოუვიდა, რომ წამით შეყოვნდა კიდეც და ხმა ვერ ამოიღო.
ჩხუბი დაიწყეს.
-გეყოფათ! - ხმა გაუმკაცრდა. არ უნდოდა უხეშად გამოსვლოდა ან დაეყვირა, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავდა უგვარდი და უკიდურეს გზას მიმართა.
გაჩუმდნენ. ერთხანს ჩუმად იყვნენ და ჰაერში სასიამოვნო სიჩუმე ლივლივებდა, არც ჩიტების ჭიკჭიკი აფრთხობდა სიჩუმეს, არც რაიმე ცხოველის ქშენა ან ღრიალი. თითქოს დრო გაჩერდაო, არც არაფერი ირხეოდა და მისი ცხენიც კი ერთ ადგილზე იდგა, მათ ცქერაში. მეფემ თვალი მოავლო იქაურობას. ისინი შუა ტყეში იყვნენ შეჭრილები, არც ისე უდაბური იყო და მზე ჯერ კიდევ აღწევდა ხეებს მიღმა, რამდენიმე ბრძოლაში წაქცეულიყო, რა თქმა უნდა, ორთავიანის წყალობით, მაგრამ დანარჩენები ჯერ კიდევ იდგნენ, ამაყად და მათ დაჰყურებდნენ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აქ ყველაფერი ცოცხალი იყო და ყველამ ერთად შეიკავა სუნთქვა. საკუთარი ფიქრების ხმაც კი ესმოდა უგვარდს, გულიც როგორ ხმაურიანად უცემდა, საგულედან ამოვარდნას ლამობდა, არ ემორჩილებოდა, მაგრამ გადაწყვიტა ყველაფერი გამოესწორებინა. ცოტა დამშვიდდა, ხარბად შეისუნთქა მშრალი და გემრიელი ჰაერი და მზის სხივებით დაიწყო ტკბობა. თავში ერთმა აზრმა გაუელვა, არც ისე კარგი აზრი იყო და ამან შეაშინა კიდეც. ჰქონდა არსებობის უფლება მის ვარაუდს, სულ უფრო რწმუნდებოდა ამაში, როცა მის წინ განსხეულებული ბოროტება იყო დაჩოქილი და სინანულის ცრემლებით სველდებოდა. კიდევ უფრო სჯეროდა საკუთარი ილუზიის, რადგანაც ჰაერი აქ სხვანაირი იყო, რაღაც უფრო მშრალი და გემრიელიც თითქოს. ბიჭმა უთხრა, რომ ეს სასახლის წინ იქნებოდა, მაგრამ სასახლეს ვერ ხედავდა. დაფიქრდა, წამით ჩაფიქრდა, რას ვაკეთებო, თავის თავს დაუსვა კითხვა და კიდევ შეავლო თვალი უზარმაზარ ადამიანის მსგავს, მაგრამ მახინჯი თავების მქონე გოლიათს და მათდამი ზიზღით აივსო. მართალია ხვდებოდა, რომ მხოლოდ ილუზია იყო, მაგრამ მაინც მათი მოკვლის სურვილით განიმსჭვალა. აღარ სურდა მათი ისტორიის მოსმენა, ისინი მხოლოდ ატყუებდნენ და მეტი არაფერი, მაგრამ იმდენად რეალურები იყვნენ, არ შეეძლო არ დაეჯერებინა იმის, რომ თავად შეიძლება ცდებოდა კიდეც. უნდა გაერკვია, მანამდე კი ხმალს არ აღმართავდა.
„ილუზია რომ იყოს ამას ხომ ვერ მივხვდებოდი?“ - ისევ ეჭვები, ისევ საკუთარი თავისადმი ურწმუნოება, მაგრამ მიზეზი ჰქონდა.
-გეყოფათ! - კიდევ გაიმეორა უფრო მკაცრი ტონით. ჰაერი არ იძვროდა, ჩახუთულობა ემატებოდა ტყეს, თუმცა რაღაც ესმოდა, ჩურჩული, სიცილის ხმები, გადაძახილ-გადმოძახილები. ერთი მაგრად გადააქნია თავი, ეს ყველაფერი მეჩვენებაო და თავი იმდენად დაარწმუნა ამაში, რომ ხმები გაქრა.
-სათითაოდ ილაპარაკეთ და ნუ ჩხუბობთ.
-ამან დაიწყო. - მარჯვენამ ანიშნა მის გვერდით თავზე.
-არა, ეს შენ დაიწყე. - ბრალდება შეუბრუნა მარცხენა თავმაც.
-შენ-მეთქი.
-შენ!
-შენ იყავი, რომ მოგინდა ჩარეოდი ჩემ საუბარში.
-მე დავიწყე მოყოლა და იმიტომ.
-შენ გაჩერდი და მე გავაგრძელე. ნუთუ ვერ მიხვდი, რომ უნდა გაგეჩერებინა ეგ შენი დამპალი ენა და მოგესმინა მხოლოდ?
მეფეს მოთმინება ეწურებოდა, ამდენის ატანა აღარ შეეძლო.
-ყოველთვის შენ რატომ იჩენ სურვილს ხელი შემიშალო?
-მე? მე გიშლი ხელს?
-კი.. ყველაფერს მიფუჭებ. რასაც არ უნდა შეეხო ყოველთვის ანადგურებ და აფუჭებ.
-იმას თუ ხვდები რას ამბობ.
-ძალიან კარგადაც!
-მაშინ ბრმა ყოფილხარ თუ გგონია მე ვაფუჭებ.
-ჩვენი და გაიხსენე.
-რა?
-ჩვენი და.. ის შენ გამო მოკვდა. - მარცხენას თავში მოხვდა ხელი ისევ და კვლავ გაჩუმდა, მაგრამ დროებით მხოლოდ.
-მასზე ხმას ნუ იღებ. ვინ მოგცა საერთოდ უფლება. - გაუდიდგულდა.
-სწორედაც, რომ შენი ბრალია!
-მორჩებით ახლა, თუ ორივე დაგხოცოთ? - სიტყვა ითხოვა მეფემ და ისევ ხმალი ამოიღო, მხოლოდ შესაშინებლად. - ამიხსნით რომელიმე რა ხდება აქ? - ხმალი ძირს დაუშვა და მათთვის არ დაუმიზნებია, თავი დახარა და მშვიდად განაგრძო. - და თუ კიდევ იჩხუბებთ, ერთმანეთს ლაპარაკს არ დააცდით, მაშინ გპირდებით მშვიდობიანად არ დასრულდება ჩვენი გაყრა. - თქვა და ხელი კეფასთან მიიტანა.

_______________
ყველაფერმა რაღაც მომენტში იმედი გადამიწურა. არ მსურდა ამის დადება მეტად აქ. არ მინდოდა, ვინმეს ენახა, წაეკითხა, რაღაც მიზეზების გამო. მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამედო, თუმცა ვგრძნობ მაინც როგორ არ გაინტერესებთ, ყოველშემთხვევაში სწორედ ამაზე მეტყველებს რეიტინგიც ალბათ...
არ ვიცი განვაგრძო თუ არა, წერას კი აუცილებლად განვაგრძობ, მაგრამ იმათთვის დადება თუ განვაგრძო, ვისაც უბრალოდ არ აინტერესებს და მხოლოდ შეავლებს თვალს, აი ეს უკვე აღარ ვიცი.
უკვე ღრმად შევტოპე, უკვე მეოთხე თავზე ვარ და ამას დასასრულამდე მივიყვან, მაგრამ ვშიშობ, რომ შემდეგი ისტორია აღარ იქნება.
ან ესეც არ იქნება.
გავაგრძელოთ?
პასუხები მჭირდება, რადგან არ ვიცი ვინმეს მოსწონს თუ არა.



№1  offline მოდერი sopiko

დავიბენი...
ერკე მიდასის პიროვნებით დაინტერესებული ვარ და თანაც რა მომენტზე გაწყვიტე. იმედია არ შეწყვიტავ მცირე რაოდენობის ნახვების და კომენტარების გამო. გამართულად წერ, განახვავებულად, არაორდინალურად. არ იცი რა მოხდება შემდეგ თავში, ძნელია იწინასწარმეტყველო მომავალი.მოკლედ ძალიან მომწონს და ვგრძნობ რომ ეს ყოველივე ასე არ დამთავრდება. ინტრიგა დევს იმხელა რომ.... არ შეწყვიტო!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

sopiko
დავიბენი...
ერკე მიდასის პიროვნებით დაინტერესებული ვარ და თანაც რა მომენტზე გაწყვიტე. იმედია არ შეწყვიტავ მცირე რაოდენობის ნახვების და კომენტარების გამო. გამართულად წერ, განახვავებულად, არაორდინალურად. არ იცი რა მოხდება შემდეგ თავში, ძნელია იწინასწარმეტყველო მომავალი.მოკლედ ძალიან მომწონს და ვგრძნობ რომ ეს ყოველივე ასე არ დამთავრდება. ინტრიგა დევს იმხელა რომ.... არ შეწყვიტო!

ამ მონსტრმა დაგაბნია? ^_^ არ ღირს. შემდეგ თავში ყველაფერს მოყვებიან, ასე რომ :დდ <3
იმედი მქონდა, რომ ესეც თქვენ გულებში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა, როგორც ჩემი გული დაიპყრო თავიდანვე. მერე რა, რომ ერკე მიდასი ქვია იმ ჯადოქარს, ჩემსავით wink
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს... <3 ისიც, რომ დაიბენი, ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტია, რაც ალბათ ვინმეს გაუმეტებია ^_^ <3 <3
მიყვარს დამაბნეველი ისტორიები, მაგრამ თუ გადავწყვიტე კიდევ სხვა ისტორიის დაწყება, ის ასეთი არ იქნება. შემდეგში რაღაც მტკივნეულ თემას მინდა შევეხო love მადლობა კომენტარისთვის.
ალბათ დამეთანხმები, როცა არც ნახულობენ და კომენტარსაც არ ტოვებენ, გიჩნდება ფიქრები და ეჭვები გღრღნის, საერთოდ კითხულობენ თუ არაო. ყოველშემთხვევაში მე ასე ვარ :(
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი giki

Vfiqrob aucileblad unda ganagrdzo., afsoliturad gansxvavebuli da sainteresoa. Tvals vadevneb shens shemoqmedebas, veli shemdegs, warmatebebi

 


№4  offline წევრი N7

იცი შენ ჩემი აზრი ყოველივესთან დაკავშირებით..
იცი, რომ საოცრად მომწონს შენი სტილი, ეს მოთხრობაც, რა თქმა უნდა!
და მე მაინც დაველოდები მეხუთე თავს და არ გავუსწრებ მოვლენებს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline მოდერი nicol

ძალიან გამიხარდა ერკე ახალი თავი რომ დავინახე. love
ასე ჯობია ნამდვილად love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline მოდერი ლილიანა

მომწონს,მიზიდავს,ჩემი ინტერესის სფერო არაა მაგრამ რაღაც მაგიააა,მაინც წამეკითხა,მართლა ჯადოქარი ხარ :)):):):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

giki
Vfiqrob aucileblad unda ganagrdzo., afsoliturad gansxvavebuli da sainteresoa. Tvals vadevneb shens shemoqmedebas, veli shemdegs, warmatebebi

მადლობა მადლობა <3 <3
N7
იცი შენ ჩემი აზრი ყოველივესთან დაკავშირებით..
იცი, რომ საოცრად მომწონს შენი სტილი, ეს მოთხრობაც, რა თქმა უნდა!
და მე მაინც დაველოდები მეხუთე თავს და არ გავუსწრებ მოვლენებს love

:* :* :* აუცილებლად დავდებ, რადგანაც ელიითთთ.... მიხარია ძალიან.
nicol
ძალიან გამიხარდა ერკე ახალი თავი რომ დავინახე. love
ასე ჯობია ნამდვილად love

ნიქოოოოოლ lol შენც კითხულობ? ^_^ არ მეგონა ამ ისტორიასაც თუ წაიკითხავდიიიი... დიდი მადლობა <3 <3
ლილიანა
მომწონს,მიზიდავს,ჩემი ინტერესის სფერო არაა მაგრამ რაღაც მაგიააა,მაინც წამეკითხა,მართლა ჯადოქარი ხარ :)):):):):)

ვცდილობ ყველანაირად თან კეთილი ჯადოქარი ვიყო :* მადლობა... მაბედნიერებთ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8 სტუმარი Salo

ვფიქრობ რომ შენ ადგილას მეც მეტკინებოდა გული რომ ამ საოცარ მოთხრობას რეიტინგი არ აქვს, მაგრამ გთხოვ გული არ გაიტეხო და დადება არ შეწყვიტო. ჩემ გარდა დარწმუნებული ვარ სხვებიც ელოდებიან და გულშემატკივრობენ შენ სიახლეებს. უნდა ამაყობდე შენი ნიჭით და ფანტაზიის უნაროთ

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo
ვფიქრობ რომ შენ ადგილას მეც მეტკინებოდა გული რომ ამ საოცარ მოთხრობას რეიტინგი არ აქვს, მაგრამ გთხოვ გული არ გაიტეხო და დადება არ შეწყვიტო. ჩემ გარდა დარწმუნებული ვარ სხვებიც ელოდებიან და გულშემატკივრობენ შენ სიახლეებს. უნდა ამაყობდე შენი ნიჭით და ფანტაზიის უნაროთ

ვამაყობ კიდეც love და მზად ვარ, რომ მეც ერკე მიდასივით გავცე სიყვარული და ყველას დავეხმარო <3
ეს ერკე მიდასი ჩემი ანარეკლია რა :დდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent