შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყევლა 8 (ადვილი სამიზნე)


8-11-2015, 23:58
ავტორი blue jeans
ნანახია 2 016

ბნელა ქუჩაში მივქრივარ და გოგონას წავაწყდი ის ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა რადგან შიმშილის გრძნობა ყველანაირ ადამიანურობას მავიწყებს და მე მას ყელში ვწვდები მთლიან სისხლს ვწოვ და დაბლა ვაგდებ შემდეგ ფანჯრიდან ვიღაცას ვამჩნევ ის მე მიყურებს და მე მისკენ მივდივარ მასში ჩემს თავს ვცნობ მაგრამ მაინც არ ვჩერდები მისკენ მივიწევ
და აი აქ მეღვიძება ადრე სულ სხვანაირად იყო ეს სიზმარი ახლა კი ის ურჩხული მე ვარ და ჩემი ადამიანურობის მოსაკლავად მივიწევ.
დღეს ნამდვილად არ ამცდება მეფედ კურთხევა რადგან გუშინ ავიცდინე ეს არ ნიშნავს იმას რომ დღესაც ავიცდენ.არადა როგორ არ მინდა ის ადგილი დავიკავო რაც რიჩარდს ეკავა საუკუნეების განმავლობაში არ მინდა მისი სუნით გაჟღენთილ ტახტზე ვიჯდე და ეს სუნი მახსნებდეს რომ ჩემი ბრალია ყველაფერი.უარს ვიტყვი ეს ნამდვილად ვიცი მაგრამ მიიღებენ კი?ამ თავგზააბნეულმა ხალხმა რა დააშავა მე რომ შემომციცინებენ თვალებში? როგორ ვიყო მეფე როცა ჩემს გამო ხალხი იხოცება მეფე ხომ თავისი ხალხის კეთილდღეობისთვის უნდა იბრძოდეს მე კი ამ სამეფოს უბედურების მეტს არაფერს მოვუტან.
ფიქრისგან თავი მტკივდება და მგონია რომ ტკივილგამაყუჩებელი მიშველის მერე მახსენდება რომ მე გული გაჩერებული მაქვს და სიმწრით მეღიმება.
ისევ რიჩარდზე ვფიქრობ ის თითქოს უცხო იყო ჩემთვის მაგრამ სულიერად ყველაზე ახლოს იყო ყველაზე მეტად ის მტკივა რომ ვერ ვუთხარი როგორი მადლიერი ვიყავი.მინდა რიჩარდს ბოდიში მოვუხადო იმის გამო რომ მისი სიყვარული წავართვი,მინდა მადლობა ვუთხრა იმის გამო რომ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც ვუყვარდი და მიცავდა.
რათ მინდა მარადიულობა??იქნებ ჯობია სიკვდილს დავნებდე და ჩემი გული წინ დავუდო იქნებ მაშინ მაინც დაკმაყოფილდეს.მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ვერასდროს დაკმაყოფილდება და ბოღმა მახრჩობს რაღაც მაწვება და თითქოს ცდილობს გული ამომაცალოს ნუთუ ამას ჩემს თავს ვუკეთებ??იქნებ მართლა დავნებდე და მოვკვდე
ხუთი...ოთხი...სამი
კარზე აკაკუნებენ
ორი...
ცოტაც და კარს ჩამოიღებენ
ერთი..
კარი შემოგლიჯეს და მე გამთიშეს
ეს ცხოვრებაა?? დამაცადეთ მოვკვდე
შავ სიზმარს ვხედავ ისევ იგივე მეორდება მაგრამ ახლა ალექსისკენ მივიწევ
ეს მაშინებს და მეღვიძება.
ალექსი და რამდენიმე მცველი შიგნით არიან თავდაცვით პოზაში დგანან.რა ელოდებიან რომ თავს დავესხმები??მოიცა მართლა??
ალექსს სახე დასერიოზულებია და აშკარად ეტყობა ღელავს თუმცა ჩემზე ბრაზობს ისე რომ მისი თვალებიც კი ჩამუქდა.
ალექსზე მე უნდა ვბრაზობდე რადგან სიკვდილი არ დამაცადა
ახლა თვალებს მე ვუბრიალებ და ვუბღვერ ყველას ვინც კი თავიანთ ჭკუაში არასწორი ნაბიჯის გადადგმისკენ მიხსნეს.
-რა გინდათ?
აშკარად ძალაინ გაბრაზებული ხმით ვთქვი
-ჩვენ რა გვინდა?? (ალექსი)
-დიახაც თქვენ
-რა და სისულელისგან გიხსენით
-თავს არ დამანებებთ?
-არასოდეს
-კარგი
ახლა მე გავდივარ გარეთ
-საით? (ალექსი)
-უკაცრავად?
-სად მიდიხარ?? (ალექსი)
-ქვეშერმდომებს ანგარიშს არ ვაბარებ
-მამაშენმა შენი თავი ჩამაბარა რადგან მენდობოდა ასე რომ მისი ნდობა უნდა უნდა გავამართლო
-ამას როგორ აპირებ? ის ხომ მოკვდა??კარგი მაშინ მე განთავისუფლებ ჩემი მცველობისგან (მე)
-მე რიჩარდმა დამნიშნა და ჩემი მოხსნა არ შეგიძლია
ისე გავბრაზდი მინდოდა აქედან მომესროლა
გაბრაზებული ბაღში გავვარდი ვგრძნობდი როოგ მითვალთვალებდნე ყოველთვის მზად იყვნენ გადავერჩინე ჩემი სისულელისგან.
მალე აქ კაისუიც გაჩნდა ალბათ ისევ ალექსის გამო მან უთხრა ამან საერთოდ გადამრია მეგონა ატომურ აფეთქებას გამოვიწვედი და აი კაიუსიმაც მიხმო
-რა ხდება რას აკეთებ??
მომაყარა შეწუხებულმა კაიუსმა
-მე??რავი ვკვდებოდი და არ დამაცადეს
ვითომ აქ არაფერია სახით ვუთხარი და მისი გაღიზიანება აშკარად გამოვიწვიე
-როგორ თუ კვდებოდი??? შენ მთლად გაგიჟდი??სამეფოს ჭირდები.
-მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ მე ერთი თინეიჯერი გოგო ვარ რომლის გამოც ნახევარი სამეფო ამოწყვიტეს და მეფე მოკლეს და ახლა ამ თავგზაბნეული გოგოსგან მოელიან ხელმღვანელობას?? თქვენ ამის მართლა გჯერათ??და მთელი სამეფო ჩემს იმედზეა
უკვე ყვირილზე გადავედი
ის გაოგნებული მიყურებდა მე რა ვქენი?ისევ ლაჩრულად გავიქეცი და თავი ტყეს შევაფარე.
ცოტა ხანს ხის ქვეშ ვიჯექი და უაზროდ ვუყურებდი ჰორიზონტს თითქოს სადღაც შორს რაღაც საინტერესოს ვუყურებდი მერე შევამჩნიე ვიღაც მითვალთვალებდა ალბათ მომეჩვენა არავის დავუნახივარ აქეთ წამოსული.
ისევ სასახლეში დავბრუნდი რატომღაც სასახლის დათვალიერება მომინდა ვიცი სისულელეა მაგრამ აქეთ-იქოთ დავდიოდი ბოლოს იმ ოთახთან აღმოვჩნდი სადაც ბოლოს გავიღვიძე კარი შეღებული იყო და ალექსი დავინახე ტანსზევით შიშველი მისი შიშველი სხეული შეუდარებელი იყო შეგეძლო მთელ დღეს გეცქირა თუმცა ვერასდროს მოსწყვეტდი თვალს და არც მოგბეზრდებოდა სხვა დროსაც მინახია ტანსზევით შიშველი კაცები მაგრამ ეს სულ სხვა იყო ტანში ჟრუანტელმა დამიარა ეს შეგრძნება სულაც არ მომეწონა და ისევე ჩუმად გავლა ვარჩიე როგორც მოვედი მაგრამ ზუსტად ამ დროს აჭრიალდა კარები და იატაკი მან იმწამსვე მოიხედა თუმცა სწრაფად დავიმალე და დიდი ალბათობით ვერ დამინახა.გადავრჩი მაგრამ მეორედ ეს აღარ განმეორდება.
მხოლოდ ოთახში დაბრუნებულმა გავაცნობიერე რომ მე ალექსის ოთახში გავიღვიძე საიდან მოვხვდი იქ?? მერე იმის გაცნობიერებაც დავიწყე რომ სამეფო ავაფორიაქე და ამ დანაშაულის გრძნობამ ისევ სახლიდან წამიყვანა და ტყეში წავედი ხო მე ხომ ლაჩარი ვარ აი ეს ყოველტვის მავიწყდება მე სუსტი ვარ რადგან ბევრი სუსტი წერტილი მაქვს და ამასთან ძალიან ადვილი სამიზნე.

პ.ს ძალიან გთხოვთ შემიფასეთ და მითხარით მოგწონთ და გავაგრძელო თუ ჯობია აღარ გავაგრძელო. წინასწარ დიდი მადლობა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent