ორი სული (სრულად)
თავიდან გაურკვევლობაში იქნებით, თუმცა თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ ყველაფერს მიხვდებით *-* იმედია კომენტარებში გამოხატავთ თქვენს შთაბეჭდილებებს *-* ----------- ორი სული ხალხი-უაზრო ადამიანების მასა. არცერთმა მათგანმა არ იცის, ვერცერთი ვერ ხედავს... ბრმები, რომელთაც ჰქონიათ რომ ყველაზე ჭკვიანები არიან. მე კი ვხედავ, ვხედავ და ისინი რომ ხედავდნენ ჩემი დანახულის 0,1%-ს იფიქრებდნენ, გავგიჟდი, საგიჟეთი სადააო. ახლა თქვენ ფიქრობთ რომ გიჟი ვარ. არადა, მერწმუნეთ, მე ყველაზე ნორმალური ვარ მათ შორის რომელნიც გალაქტიკაში ყველაზე დიდ საგიჟეთში, დედამიწაზე ცხოვრობენ. შეიძლება ბუნების შეცდომა ვარ, რაღაც ცოდვის ნაწილი ან რაიმე სხვა უბედურება, თუმცა ყველაფერი რასაც ვგრძნობ, ყველა გამოსახულება რასაც ვხედავ, იმდენად რეალურია რომ შეუძლებელია, შეუძლებელია ამას რაიმე კავშირი ჩემს ფსიქიკურ აშლილობასთან ჰქონდეს. 1935 წლის ნიუ-იორკის ქუჩას მივუყვებოდი და თან საათს ვუყურებდი, უნივერისტეტში მაგვიანდებოდა. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და პროფესიადაც ისეთი რამ შევარჩიე, რასაც ხატვასთან ექნებოდა კავშირი. მოგრძო კაბა ფეხებში მედებოდა და სიარულს მირთულებდა. თეთრი, სიფრიფანა ზედის მაქმანებს კი მაისის თბილი სიო არხევდა და წამდაუწუმ სახეში მედებოდა. ვფიქრობდი, ნეტავ დამეჯერებინა დედასთვის და სხვა რამ ჩამეცვა-თქო, მაგრამ სახლში ვეღარ შევბრუნდებოდი, თორემ პირველ ლექციას ვერც მივუსწრებდი. იმ წამს, როდესაც უნივერსიტეტში ფეხი უნდა შემედგა, ზურგს უკან ვიღაცის ჩასტვენა გავიგონე და წარბაწევით მივიხედე. ცარიელ ეზოში ერთადერთი ბიჭი იდა, რომელიც მუქი ფერის მაისურში იყო გამოწყობილი და ღიმილით მიყურებდა. "კარგ დღეს გისურვებ ლამაზო" - დამიყვირა და გაეცინა, როდესაც აღაჟღაჟებული ლოყების დასაფარად თავი გავაბრუნე. შენობაში თითქმის სირბილით შევედი (რამდენადაც ამის საშუალებას ჩემი ვიწრო კაბა მაძლევდა) თუმცა სახიდან უნებურ ღიმილს მაინც ვერ ვიშორებდი. ტელეფონის ეკრანიზე ჩემი გამოსახულების ანარეკლს ვხედავ და მიუხედავად იმისა რომ მას უკვე 18 წელია ვუყურებ, მაინც მეუცხოვება. ქერა თმა, თხელი ტუჩები და კურნოსა ცხვირი სადღაც გაქრალიყვნენ. მხოლოდ თვალები მქონდა იგივე. მასაც. სულ რომ არაფერი, ყველგან ვიცნობდი მის მწვანე თვალებს. თვალს ვადევნებ როგორი ცინიკური ღიმილით ესაუბრება კურსელ გოგონას უნივერსტეტიდან გამოსვლისას, შემდეგ რაღაცაზე ხმამაღლა დასცინის და სწრაფი ნაბიჯით სცილდება. აცრემლებულ გოგოს უკან იტოვებს, თვითონ კი მანქანაში ჯდება და უნივერსიტეტს სასწრაფოდ შორდება. თავს უარის ნიშნად ვაქნევ, შეუძლებელია ეს ის იყოს. ასეთი უხეში, უდარდელი, ცივი.... არ არსებობს მიზეზი რომელიც დამარწმუნებს რომ ეს-ისაა! მაგრამ... ჯანდაბა. მოგონებები გამოსახულებას მიმღვრევს. ის ღიმილი, ჩასტვენა, მისი სიტყვები, ხმა... ასე მგონია ყველაფერი ცოტა ხნის წინ მოხდა. "სურათები" მიყოლებით მიმირბის თვალწინ. ერთი და იგივე სიტყვებით, უნივერსიტეტის წინ ყოველთვის დახვედრა. პირველი გამოლაპარაკება, პირველი პაემანი... ათასი სიგიჟე, ხელის თხოვნა და ... არასასიამოვნო ფრაგმენტის დანახვამ უნებურად შემაკვრევინა წარბები. თვალი გზაზე მიმავალ მანქანას გავადევნე, რომლის მინიდანაც მისი პროფილის სილუეტი ჩანდა. "ის არაა" - ყვიროდა გონება მაგრამ გული, შინაგანად გრძნობდა რომ ის იყო. მერამდენედ ვუყურებ და მასში "მის" ერთი მარცვლის მეტს ვერაფერს ვერ ვპოულობ. მხოლოდ თვალები აქვს ისევ ისეთი... ისევ ისეთი მწვანე და ისევ ისეთი მოელვარე, ისევ ისეთი ალუჩისფერი. მათ შემყურეს, სულ მეგონა რომ ანათებდნენ. მეგონა სიბნელეშიც კარგად ხედავდა, რადგან ასეთი თვალები ჰქონდა. ერთხელ ვკითხე კიდეც. -ახლა ხომ ბნელა, როგორ ხედავ? - სულელურ კითხვაზე სიცილი აუტყდა და მიპასუხა. -ზუსტად ისე როგორც შენ, ან შეიძლება ცოტა უკეთ, მე ხომ უნიკალური ვარ. - როდესაც მკლავში მსუბუქი დარტყმა იგრძნო შეჩერდა და წარბაწევით მომაშტერდა. - ჩვეულებვრივად ვხედავ. -არა, მატყუებ. - ვთქვი და ხელები გადავაჯვარედინე. -არ გატყუებ! - წამოიძახა და გაკვირვებით მომაჩერდა. -მატყუებ, ზუსტადაც, მატყუებ! - დავიჟინე ისევ. მე ჩემი სიმართლის მჯეროდა, მას-თავის. -შენს თავს ვფიცავარ, არ გატყუებ. - გაიღიმა და ხელი გადამხვია, თუმცა მალე მოვიშორე. -შეუძლებელია ჩვეულებრვივად ხედავდე. -რატომ, აბა? -კარგი რა, ეს ხომ აშკარაა! შენი თვალები სულ ფარნებს გავს. ახლაც ფარანს გავს, რომელიც ანათებს, გეფიცები, ანათებს! სიცილი აუტყდა და თვალები დახუჭა. -ახლა ბნელა? - იკითხა სიცილით. თავი გავაქნიე. ამის შემდეგაც ხშირად დავუბრუნდი ამ თემას და მისი თვალების უნიკალურობას, თუმცა ის არ იმჩნევდა. პირიქით, მეღადავებოდა კიდეც, თუ გინდა გაჩუქებო. -კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს. - მეუბნება სახლში შესვლისას დედაჩემი. მას დედად ვერ აღვიქვამ. ამდენი ხანია ვიცნობ და მაინც ვერ აღვიქვამ დედად. ის ჩემთვის სულ ლექტორად დარჩება, რომელიც უნივერსიტეტში ხატვას მასწავლიდა. -კარგად ვარ. - მობეზრებით ვამბობ და საძინებელში ავდივარ. საწოლზე ვწვები და ოთახს ვათვალიერებ. კედლები ნახატებითაა გადაჭედილი. თუმცა ყველაზე ერთი რამაა გამოსახული. ალუჩისფერი თვალები... "არ შეიძლება ნორმალური ვიყო?" - ვფიქრობ და ბალიშს თავზე მჭიდროდ ვიბჯენ თუმცა ამდენი გიჟის გარემოცვაში, ნორმალური ვერაფრით ვიქნები - ეს ზუსტად ვიცი... *** სამხატვრო აკადემიაში დაგვაიანებით შევდივარ და საშუალო ასაკის ქალს კიდევ ერთ ბოდიშს ვუხდი. მერხზე ვჯდები და აუდიტორიას ვავლებ თვალს. წინ ქერათმიანი გოგონა ზის, კარგად მახსოვს, მაღაზიის კონსულტანტი იყო, მე და "მას" ერთად ხშირად გვხედავდა და თვალს ღიმილით გვაყოლებდა. ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ და საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ნორმალური უნდა ვიყო, თუმცა მეორე მე ისევ ყვირის რომ ეს შეუძლებელია და გული საშინლად მტკივა, რომ ყველას არ ახსოვს, ყველა ვერ ხედავს... *** ბოლო ლექციიდან როგორც ყოველთვის, ახლაც გამოვდივარ და ვაკეში მივდივარ. დღეს ოთხი ლექცია აქვს, სანამ იქ მივალ, დავინახავ როგორ გამოვა, ისევ დავრწმუნდები რომ ის არაა და იმედგაცრუებული დავბრუნდები სახლში. გზად იქნებ კიდევ შევხვდე ვინმე ნაცნობს და ისევ ვიგრძნო საშინელი სიცარიელე იმის გააზრებისას, თუ რამხელა და საშინელი აპკი აქვს გადაკრული მათ სისულელით გამოტენილ ტვინებს, რეალობას რომ ვერ ამჩნევენ. საცობების გამო, ჩვეულებრვივზე გვიან ვარ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წინ. ტელეფონს ჩავშტერებივარ და ჩემი დის მესიჯს ვკითხულობ. მთხოვს სახლში წასვლამდე სამსახურში შევუარო რომ დედასთვის რაღაც გამატანოს. "დედას" ხსენებაზე თვალწინ ისევ ენერგიული, მომღიმარი ლექტორი მიდგება, რომელიც ყოველთვის ცდილობდა დაემალა, რომ ლექციების ნახევარზე მეტს "მასთან" შეხვედრის გამო არ ვესწრებოდი. მესიჯის წერითა და სულელური ფიქრებით გართული, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვდივარ როდესაც დამუხრუჭების ხმას ვიგებ და საკმაოდ ნაცნობი მანქანა პირდაპირ ჩემს ფეხებთან ჩერდება. გული გამალებით მიცემს, შუა გზაზე გაშეშებული ვდგავარ და მოთმინებით გავყურებ მანქანის კარს, რომელიც იღება და იქიდან მაღალი, შავთმიანი ბიჭი გადმოდის. გაბრაზებული სახე აქვს, ალუჩისფერი თვალები კი ჩამუქებია. ზურგიდან ქარი მიბერავს და მოკლე, შავ თმას მიწეწავს. "იდეალურად გამოვიყურები რამდენიმე ცხოვრების სიყვარულთან პირველად შეხვედრისას!" - ვფიქრობ გამწარებული მაგრამ განძრევას მაინც ვერ ვახერხებ. -როცა გზაზე გადმოდიხარ წინ უნდა იყურო! - მისი ყვირილი დედამიწაზე მაბრუნებს, თავს დაბლა ვხრი და ვხვდები რომ მართალია. -ბოდიში, მე უბრალოდ... - ვლუღლუღებ, ახლა ენაც დამება! პულსის ხმა ყურებში მესმის. -არ მაინტერესებს. კარგად ხარ? - მოვალეობის მოხდის მიზნით მეკითხება თავს სწრაფად ვუქნევ. ხმის ამოღება აღარ მინდა. ღმერთმა იცის რომელ სისულელეს დავაბრეხვებ. -შესანიშნავია, შეგიძლია მომშორდე! - ამბობს უხეშად და როდესაც გზატკეცილს ვანთავისუფლებ, მოჩვენებასავით სწრაფად ქრება. ჩემი არანორმალური ტვინი, თითქმის საბოლოოდ ასკვნის რომ მიუხედავას თვალების იდენტურობისა, ეს უხეში და უზრდელი "ის" არ არის და ცდილობს სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება თუმცა არ გამოსდის. უკან ბრუნდები და სახლისკენ მივდივარ და თან გული ისე საშინლად მტკივა, რაღაც არ არსებულის რომ მჯეროდა, მისი ამოგლეჯვა და ჭკუის სწავლება მინდა, მაგრამ რას ვიზამ, აქ მეც კი უძლური ვარ. სახლში მისული ისევ მწვანე თვალებს ვხატავ, რომლებიც ბოროტებით აღსავსენი შემომჩერიან და თვალე ვხუჭავ. გონებაში მიტივტივდება ჩემი და მისი ბოლო მოგონება და გული მეწურება, საწოლზე ვეცემი და უიმედოდ ვლულუღებ. -რატომ არ ახსოვთ, რატომ ვერ ხედავენ... *** რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები რომ შევცდი, არანაირად არ ვარ ნორმალური. ნორმალურ ადამიანებს არ ახსოვთ მათი წინა ცხოვრება. ნორმალურ ადამიანებს არ აქვთ ის მოგონებები, რომლებიც მე ჭკუიდან მშლიან. ნორმალური ადამიანები არ თვლაინ საკუთარ დედებს-ლექტორებად და ისინი არ უყურებენ მათ დებს როგორც "ახალ სულებს". მათ არ ეუხოებათ საკუთარი გამოსხულება, თმის ფერი და სახე. ისინი არ უთვალთვალებენ უცნობ ბიჭებს, რომელთაც მათი ცხოვრების სიყვარულად თვლიან. არა, არა და არა. მე ნორმალური არ ვარ! *** უნივერსიტეტიდან გვიან გამოვედი, ნახაზებიც იქ დავამთავრე და კმაყოფილი ღიმილით დავტოვე შენობა. ჩემს პირდაპირ, ნაცნობ შავ მანქანას რომ მოვკარი თვალი, წამით ვიფიქრე რომ მომეჩვენა, მაგრამ შემდეგ ბიჭის სილუეტიც დავლანდე და რამის დენმა დამარტყა, როდესაც შეამჩნიე რომ ის ჩემკენ მოდიოდა. -გიცნობ? - მეკითხება პირდაპირ. წარბებს ვკრავ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. მეშინია მათში არ დავიკარგო, იმდენად ღრმა და პრიალა ჩანს. -გიცნობ-თქო? - კითხვას იმეორებს. თვალებში აშკარად დავიკარგე და პასუხის გაცემა დამავიწყდა. მაგრამ არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა. -მე გიცნობ. - ვეუნები და თან ვნანობ. გულის სიღრმეში კი მჯერა, რომ მან უნდა იცოდეს, მან უნდა გაიხსენოს და ის დაინახოს რაც ამდენი ხანია არ მასვენებს! -ამიტომ გხედავ სიზმარში? - თვალები მიფარდოვდება. თვალი ეხილება! მისი გონება ცდილობს რომ რეალობა რაღაც პროცენტით შეიცნოს! ეს იმდენად მახარებს რომ სახეს ვბადრავ. -აქ ხარ? - მეკითხება აგრესიული ტონით და მიწაზე ვეშვები, თუმცა ფრთები მაინც მრჩება. -რა სიზმრებს ხედავ? - ვეკითხები და ძალიან ვცდილობ ხმა არ ამიკანკალდეს, თუმცა არ გამომდის. -რაღაც "ქვის ხანის" ნიუ-იორკში, ხელჩაკიდებული დავდივართ. - წარბებს კრავს და იჯღანება. - რა საზიზღრობაა, მგონი სიზმარში მიყვარხარ. კიდევ კარგი მხოლოდ სიზმარში. - "გამოსვლას" ირონიული ტონით და ჩაცინებით ასრულებს. მე კი ეს იმდენად მახარებს, რომ შემიძლია ცეკვა დავიწყო. ვიცოდი, ვიცოდი რომ ის იყო! არა, არ ვიცოდი. რაღაცას კი ვგრნობდი, მაგრამ არ ვიცოდი, იმიტომ რომ ის თითქოს არცაა. -რაღაც ძალიან მოგწონს ჩემი თვალები, ხომ არ გაჩუქო?! იმედია ლაპარაკს ამის შემდეგ მაინც დაიწყებ. - ნაცნობი ფრაზა ყურში მხვდება და წამით მგონია რომ ჩემს გარშემო ფიგურები მოძრაობას იწყებენ. -ღმერთო ჩემო! - ყვირის და ხელით მანჯღრევს. აზრზე მოვდივარ, თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ და საუბარს ძლივს ვიწყებ. -მერე რა რომ სიზმარში მხედავ, ამასთან რამე კავშირი მაქვს? -ორივემ ვიცით რომ სამხავტრო აკადამიიდან ჯავახიშვილთან ყოველდღე მხოლოდ იმიტომ მოდიხარ რომ თვალი მომკრა. შენ რა, ბრმა გგონივარ?! -ჯანდაბა! - იმაზე ხმამაღლა ვამბობ ვიდრე ამის გაკეთება მინდა და შემდეგ სახეზე ხელს ვიფარებ. -არ დაიჯერებ. - ვამბობ ბოლოს. -რას არ დავიჯერებ? მიზეზი უნდა ჰქონდეს იმას რომ სრულიად უცნობ გოგოზე ორი კვირის მანძილზე სულელურ სიზმრებს ვხედავ? -მიზეზი აქვს. შენ არ დამიჯერებ-თქო. -იქნებ სცადო?! -საგიჟეთში წამიყვან, შენი ხელით. -ასეთი საშინელი მიზეზია? -საშნელი არაა, უბრალოდ არ დაიჯერებ! - ხმას გაუაზრებლად ვუწევ. -მომისმინე. - ამბობს შედარებით ხმადაბლა და მხარზე ხელს მადებს. მაჟრიალებს. -სიზმრებში ვკვდები. - თვალებზე ცრემლები მაწვება, უცნაური გრძნობა მეუფლება. თვალწინ მოგონებები ფრაგმენტებად მიმირმის და იმ წამს ტირილზე მეტად არაფერი მინდა. -რა გატირებს? - მეკითხება ოდნავ ანერვიულებული ხმით. თვალები გაფართოებული აქვს. -შენ მოკვდი. - ვეუნები მოგუდული ხმით და მაჯით სახეს ვიწმინდავ. მის მანქანაში ვსხდებით და საუბარს ვიწყებ, ვიცი რომ ვინანებ. ვიცი რომ არ დამიჯერებს, ვიცი რომ ბოლომდე ვერ დაინახავს, თუმცა ამის გულში შენახვა აღარ შემიძლია. -1936 წლის 11 დეკემბერს, შენს დაბადების დღემდე და ჩვენს ქორწილამდე ზუსტად 1 კვირით ადრე. - ვამბობ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. - ერთმანეთი 1935 წელს გავიცანით, უნივერსიტეტში დავაგვიანე, შენ კი... - უნებურად მეღიმება. - ზუსტად მახსოვს, ჩაუშტვინე და მითხარი "კარგ დღეს გისურვებ ლამაზოო" მერე გაგეცინა იმაზე რომ ლოყები ამიღაჟღაჟდა. კარგა ხნის მანძილზე, სანამ ლექციებზე შევდიოდი სულ ამას მეუბნებოდი. მერე გამომელაპარაკე და პაემანზე დამპატიჟე. - თვალწინ გამირბინა ჩვენმა პირველმა პაემანმა და გამეღიმა. - ათას სისულელეს აკეთებდი, ჩამოყალიბებული გიჟი იყავი. სულ ცდილობდი დაძაბული სიტუაცია განგემუხტა და ყველას ამხიარულებდი. მამა გარდაგეცვალა მაშინ როცა 5 წლის იყავი და დედა მარტო გზრდიდა, მას აღმერთებდი, ყველაფერს გერჩივნა. პრეზიდენტობაზე ოცნებობდი და გინდოდა მთელი დედამიწა ერთ ქვეყანად გაგეერთიანებინა, ამ ქვეყანას კი დაარქმევდი ჩემი და შენი სახელის შეერთებულ ფორმას და ყველას აიძულებდი ისე მოქცეულიყვნენ როგორც მე და შენ გვინდოდა. - გამეცინა. - წაბლისფერი თმა გქონდა და საშუალო სიმაღლის იყავი, ამაზე სულ წუწუნებდი, მაგრამ მე ეს დისკომფორტს არ მიქმინდა, რადგან ძალიან დაბალი ვიყავი და მხრებამდეც ძლივს გწვდებოდი. ბიჭისთვის საკმაოზე დიდი ტუჩები გქონდა და ამაზეც ხშირად ხუმრობდი, მეუბნებოდი რომ ამდენი სხვადასხვა ფერის ტუჩსაცხის წასმა არ მჭირდებოდა, რადგან როდესაც შენს ბუნებრივ ტუჩებს შეხედავდა ხალხი, ყოველთვის დავიჩრდილებოდი. და შემდეგ შენ მოკვდი, აი ასე, ადექი და გაქრი. მოვკდი და დარჩენილი ცხოვრება მომიწია რომ მარტოს გამეტარებინა იმაზე ფიქრში რომ შეიძლებოდა შემეჩერებინე, შეიძლებოდა ის ბრმა ტყვია მე მომხვედროდა. შემეძლო გადაგფარებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ერთი სიცოცხლე ტანჯვისთვის არ მეყო, როგორც ხედავ, მეორე სიცოცხლეშიც გამომყევი. - ცრემლს ვიწმენდ და ვუყურებ, სახე წაშლილი აქვს. ირონიით აღარ მიყურებს, შემიძლია დავიფიცო, რაღაცას გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, ასათიანიდან გამოქცეულ გიჟად არ მთვლის. -თვალები? - მეკითხება მოულოდნელად. -რა თვალები? - წარბებს ვკრავ. -თვალები როგორი მქონდა? ეს კითხვა და მისი ფორმა მაბნევს. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ თუმცა ყველგან ალუჩისფერ სიმწვანეს ვხვდები და დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის რომ ვთქვა: -ღია, წკრიალა, მწვანე ალუჩისფერი. ყოველთვის როცა გიყურებდი ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ისინი ანათებდნენ. - ცრემლი შეუმჩნევლად ჩამომიგორდა. -ამიტომ გაშეშდი როცა თვალებში შემომხედე. - ამბობს დაბალ ხმაზე და გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით, ამ უგულო, ცივი და უხეში ბიჭის ხმაში ტკივილი სულ წამით ჩანს და შემდეგ ისევ ქრება. თავს ვუქნევ და შემდეგ ისევ თვალებში ვაშტერდები. იღიმის, მგონი არ მეჩვენება, მართლა იღიმის. -ანუ მოვკვდი? - თავს ვუქნევ. -და ახლა მაინც ცოცხალი ვარ. -ვერ გაიგე... - ვიწყებ და თვალებს ვატრიალებ. -შენ ხომ გახსოვს! - ისევ თავის ქნევით ვპასუხობ. -ესეიგი არც მოვმკვდარვარ! -მოკვდი, მოკვდი! შენი სხეული მოკვდა. ხელში ჩამაკვდი! - ხმას გაუაზრებლად ვუწევ. -სხეული მოკვდა, სული არ მომკვდარა. ასეა? შენი ხომ ასეა? შენ ხომ გახსოვს! - ბოლო წინადადებას ხაზგასმით ამბობს და უცებ ვხვდები რასაც გულისხმობს. -ჰო. - ვამბობ და მეღიმება. -წინა ცხოვრებაში ჩემს და შენს სულებს ერთმანეთი უყვარდათ, ახლა კი, მეორე სიცოცხლეში მათ ერთმანეთი ისევ იპოვეს, არადა შეეძლოთ ნებისმიერ ადგილას ყოფილიყვნენ. - იმდენად ბანალურად ჟღერდა ყველაფერი ხარხარი ამიტდა. -ბანალურობის პიკია, ერთი გამოკლებით: არ ვარ ნორმალური ეს რომ მახსოვს! -ამას ხედავ? - თითს მინისკენ იშვერს საიდანად შესანიშნავადად ჩანს როგორ ასკდება ბიჭი ხეს შემდეგ კი გაბზარულ სათვალეს ისწორებს და ადგილს ბარბაცით შორდება. - აქ არავინაა ნორმალური. -ვერ შეგედავები. - მაცინება. რამდენიმე წამიან სიჩუმეს ისევ მე ვარღვევ. -გთხოვ, მითხარი, ღამით ჩვეულებვრივად ხედავ? – ხარხარი უტყდება, წარბებს ათამაშებს, შემდეგ კი საჭისკენ ბრუნდება და მანქანას ქოქავს. ეს ხმა თითქოს ღრუბლებიდან რეალობაში მაბრუნებს, თუმცა ანგელოზის ფრთებს მაინც არ მტეხავს, ფრენა ისევ შემძლია. მანქანა კი მიდის და მიდის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.