შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (2)


10-11-2015, 19:54
ნანახია 3 286

***

-აუ, თათ როგორი ჯგუფელები გყავს?-ჰკითხა ანასტასიამ თათას.
-ნუ, აი, როგორ გითხრა. ყველა კატეგორიის რა,-უპასუხა თათამ და გაიცინა. ანასტასია თათას ჯგუფელი იქნებოდა და ამიტომ ჰკითხა, ღელავდა უნივერსიტეტის პირველ დღეზე. როგორი ჯგუფელები ჰყავდა, როგორ მიიღებდნენ, ისინი მაინც შეჩვეულები იყვნენ ერთმანეთს.
ძლივს დააპარკინგა მანქანა თათამ და თავი იმართლა, მომწონს მანქანა ლამაზად რო აყენია, გამოშვერილი რომ აქვს წინა ბორბალი ულამაზოაო. ანასტასიას ეცინებოდა, კარგად იცნობდა დაქალს და ხვდებოდა, რომ თათამ უბრალოდ არ იცოდა დაყენება მანქანის,ძალიან უჭირდა, მაგრამ როგორ ეტყოდა? მინიმუმ ერთი კვირა თათა ცხვირჩამოშვებული ივლიდა.
თათამ უნივერსიტეტში ნაზად შესვლის ნაცვლად, შეგლიჯა კარი და შეხტა. ხელი გაუყარა ანასტასიას და ვინც კი შეხვდა ყველა გააცნო. გრძნობდა ანასტასია უცხო თვალების დაჟინებულ მზერას, არ სიამოვნებდა არასოდეს ყურადღება და სულ გაურბოდა, მაგრამ რას იზამდა. ვითომ დიდი ყურადღებით იცნობდა თათაც გაცნობილ ადამიანებს და ცდილობდა სახეებზე მაინც დაემახსოვრებინა. შევიდნენ აუიტორიაში, სადაც მხოლოდ 3 სტუდენტი იყო. თათამ მაშინვე მიაჭრა ჯგუფელებისკენ და დიდი მონდომებით გააცნო დაქალი:
-გაიცანით, ეს არის ანასტასია. შეგიძლიათ დაუძახოთ ტაისია, ტასიკო, ანასტასიკო სხვა სახელს დაუძახებთ და მე მაწყენინებთ მაგრა. ხოდა, ესენი არიან ირაკლი, მაშო და სალომე.
-სასიამოვნოა, - მორიდებით უთხრა ანასტასიამ ახალ ჯგუფელებს.
-ანასტასია, ტაისია,ტასიკო თუ ანასტასია, ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა. სანამ მოხვდიდოდი ბევრი მსმენია შენზე და არამარტო თათასგან,-მიესალმა ირაკლი. სასიამოვნო ადამიანი ჩანდა ნამდვილად.
-აუ, მოგვიყევი რა ჩეხეთში რა ხდება?-მოურიდებლად და გაშინაურებულად ჰკითხა მაშომ ანასტასიას. ანასტასიამაც ჩვეული სიმშვიდით და სიტყვაძუნწობით მოუყვა ჩეხეთში ცხოვრების შესახებ. სანამ ანასტასია ელაპარაკებოდა ახლად შეძენილ მეგობრებებს, კარგი გაიღო და „უნივერსიტეტის ზე-სიმპატიური ბიჭი“ გეგა ჩხაიძე შემოვიდა თავის ყურმოჭრილ მონებთან ერთად. დაყენებული სიარულის მანერით მივიდა შეკრებილ ჯგუფელებთან.
-როგორ ხართ?-მიესალმა ყველას და მაშოს შეხედა,-მაშიკო, არ გამაცნობ ახალ გოგოს?
-არაა, აუცილებელი შენნაირებს იცნობდეს!-მკაცრად უპასუხა თათამ.
-კაი, თათ ნუ იკბინები თორე ეგეთი ხასიათით ვერ გათხოვდები ვერასოდეს,-უთხრა გეგამ და ცინიკურად გაუღიმა გაბრაზებულ თათას, რომელსაც ფერები ეცვლებოდა.
-მე გეგა მქვია,-უთხრა გეგამ ანასტასიას და ხელი გაუწოდა.
-ანასტასია,-უპასუხა ანასტასიამ და ჩამოართვა ხელი.
-როგორი ლამაზიც ხარ ისეთი ლამაზი სახელი გაქვს,-უთხრა გეგამ და თავისი საფირმო ღიმილი აიკრა სახეზე. აღარ მიუქცევია ანასტასიას ყურადღება და დაიკავა თავისი ადგილი. შემოვიდა ლექტორი და დაიწყო ლექცია, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. კმაყოფილი იყო პირველი დღის დასაწყისით.
-აუ, ნერვებს მიშლის ეს ბიჭი!-ჩასჩურჩულა თათამ
-გეგა?
-ხო, მიხვდი ხო? აი, ასეთი რაღაცნაირი უაზრო ბიჭი მეორე არ გენახოს. მამამისის ფულზე ზის, უსაქმურია ჩვეულებრივი, არ მუშაობს და ვაფშე, ჭორაობენ ამაზე რომ ნაკრო ამბავშიაო რა.. თან გოგო ყველა დეკოლტესა და მინი-კაბას ეკიდება რა..
-უი, რას ამბობ. არ მიყვარს ასეთი ბიჭები..-შეიცხადა ანასტასიამ
-ხოდა, ძაან დაინტერესდა შენით. მთელი ლექციაა თვალს არ გაშორებს და ძაან გთხოვ, თავი შორს დაიჭირე..-თითი დაუქნია თათამ ანასტასიას.
-რა სისულელეა,ხომ იცი ესეთი ტიპები რომ არ მაინტერესებს,-უთხრა ანასტასიამ,- დანარჩენები ვინც გამაცანი?
-ირაკლი იმენა ძმაა! ყველაზე მეგობარია მართლა..! და გოგოების რა გითხრა.. ნუ ვმეგობრობ, რომ გითხრა დავაკვდი მაგათ ისე ვართ-თქო არა რა..
-აჰა, გასაგებია. კაი, მოვუსმინოთ თორე სირცხვილია პირველივე ლექციაზე რომ შენიშვნა მომცენ..- ორმა ლექციამ კარგად ჩაიარა. ანასტასია ყურადღებით უსმენა, ცდილობა არაფერი გამორჩენოდა. შესვენებაზე გოგონები კაფეში ისხდნენ და ჭორაობდნენ. ამ დროს თათას ტელეფონმა დარეკა. თათას ფერი გადაუვიდა ნახვისას, მაგრამ არ შეიმჩნია და უკან ჩაიდო ტელეფონი. ამ დროს ანასტასიასთანაც დარეკა ტელეფონმა..
-ალო,-უპასუხა ანასტასიამ.
-ტასი, რას შვები?
-არაფერს, ლევანიკო შენ?- უპასუხა ანასტასიამ და თათას შეხედა, რომელმაც წამის მეათასედში რეაგირება მოახდინა სახელზე და ხელების ქნევა დაიწყო არ იცი სად ვარო.
-არაფერს. მიაწოდე შენ დაქალს ტელეფონი..-უთხრა ლევანმა. ანასტასიამ გაუწოდა ტელეფონი თათას და მხრები აიჩეჩა. თათამ სახე შეწუხებულმა გამოართვა ტელეფონი და ისე უპასუხა, თითქოს დავალებული ყოფილიყო ლევანი რამეში.
-ტელეფონზე „არ“ პასუხი როდიდან დაიწყე?-დაძაბულმა ჰკითხა თათას.
-არ მესმოდა,-უტიფრად მოატყუა თათამ.
-როგორ დავაგინო ეხლა რომ არ გესმოდა,-უფრო დაუსერიოზულდა ხმა ლევანს.
-როგორც გინდა,-მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა თათამ.
-აიბარგე ეხლა და გამოდი გარეთ
-ვაიმე, სად ხარ? ლექცია მეწყება ათ წუთში..
-5 წუთს წაგართმევ მეტს არა. ეხლავე გამოდი თუ არ გინდა, რომ ლექცია გააცდინო..-უთხრა ლევანმა და გაუთიშა. ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით წამოდგა თათა, ჩაიხედა მინი სარკეში და გავიდა გარეთ. ლევანი მანქანაში იჯდა და ტელეფონზე რაღაცას აკეთბდა. სათვალე ეკეთა და სიგარეტს ეწეოდა, ისე რომ ტელეფონს თვალს არ აშორებდა. თათა უკმაყოფილო სახით ჩაუჯდა მანქანაში. გავიდა რამდენიმე წუთი და ლევანი იგივე მდგომარეობაში იყო.
-7 წუთი დაგრჩა..-ცინიკურად უთხრა თათამ
-რას შვები, თათუშკა?-ჰკითხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ტელეფონისთვის.
-ვმღერი..-ცივად უპასუხა თათამ
-არადა, მახსოვდა სიმღერის ნიჭი არ გქონდა..-წაკბინა ლევანმა. თათას მოთმინების ფიალა ევსებოდა და ერთ ადგილას ცქმუტავდა.
-რისთვის გამომიყვანე?
-რომ მენახე,-მშვიდად უპასუხა ლევანმა.
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ? რანაირად იქცევი? რას გავს შენი საქციელი?-იკივლა თათამ.
-დამშვიდდი, თათ. 1 წუთში ლექცია გეწყება და როგორც ვიცი გაცდენაზე პრობლემები გექმნება. ადი ლექციზე,-უთხრა ლევანმა და გაუღიმა სახე ალეწილ თათას. გაოგნდა თათა, აღარ იცოდა რა ექნა სასწრაფოდ გააღო კარი.
-უი, რაღაც დამავიწყდა,-ხელი ხელზე მოჰკიდა ლევანმა და მოწია თათა თავისკენ. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთა, შუბლი-შუბლის წინ, ცხვირი-ცხვირის წინ და ტუჩი-ტუჩის წინ. უცებ თათამ შუბლზე იგრძნო ლევანის ცხელი ტუჩები,-20 წამი დაგრჩა..
გამწარებული შევიდა თათა უნივერსიტეტში. შევიდა კი არა დილანდელი შევარდნა მონაგონი იყო! ერთ ადგილს ვერ პოულობდა. შევარდა დაწყებულ ლექციაზე და ანბანის მიხედვით, ყველანაირი ბოდიში მოიხადა და დაჯდა ანასტასიას გვერდზე. გული ამოვარდნას ჰქონდა, აწითლებული იყო სახეზე და ლექციას საერთოდ ვერ უსმენდა.
-პროსტა, ტიპი რანაირია? რა გააკეთა აზრზე ხარ?-გაგიჟებული ყვებოდა თათა,-პროსტა, რისთვის გამიყვანა? ეგ ნორმალურია ეხლა? აი, ავადმყოფია რა!
-თათ, იცი რა საყვარელი ხარ ეხლა რომ ბრაზობ?-ღიმილით უთხრა ანასტასიამ,-რაო, სიყვარულო ძალსა შენსა?
-რა? რა სიყვარულო! ვერ ვიტან მე მაგ ბიჭს! როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ და წყობილებიდან გამოვყავარ! და ამას პლუს! შენი ავადმყოფი დეიდაშვილის ძმაკაცია! როგორ ფიქრობ ეგ ნორმალური იქნება??-არ ცხრებოდა თათა. ანასტასიას ეღიმებოდა იმაზე, რომ დაქალი არ აღიარებდა სინამდვილეში რას გრძნობდა. ლექციების მერე ირაკლიმ იდეა წარუდგინა მეგობრებს საღამოს წასულიყვნენ სადმე ბარში და აღენიშნათ ახალი მეგობრის შეძენა ანასტასიას სახით. ძალიან გაუხარდა ანასტასიას, რომ ასეთი უშუალო და კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ და გაუცხოების პრობლემა არ ყოფილა. დიდი სიამოვნებით დასთანხმდა და უკვე ფიქრი დაიწყო თუ რა ჩაეცვა საღამოს. თათამ სახლში დატოვა და თვითონ სალონში წავიდა.
ანასტასიამ შავი მაღალწელიანი შარვალი აარჩია და თეთრი სადა პერანგი, რომელიც ფერადი ყელსაბამით გაახალისა. ფეხზე კი დაბალი ფეხსაცმელი ჩაიცვა ზედმეტი გამოპრანჭვაც არ უნდოდა. როდესაც მზადებაში იყო გიგი და იოანე ესტუმრნენ. დაეჭვებულმა შეათვალიერა გიგიმ და ჰკითხა:
-სად მიდიხარ, ტაისია?
-მეგობრებთან ერთად..
-რომელ მეგობრებთან? შენ ხომ თათას გარდა არავინ გყავს.
-როგორ არა, ჩემს ჯგუფელებთან ერთად მივდივარ. გიგ, იცი რა კარგები არიან?
-ძაან კარგი თუ კარგები არიან, მაგრამ სახელები არ აქვთ?
-მაშო, სალომე და ირაკლი და თუ არ ვცდები კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფელი სახელი არ მახსოვს. თათა გამომივლის ცოტახანში.
-ირაკლი ვინაა?
-ჩემი ჯგუფელია,-დაძაბულმა უპასუხა ანასტასიამ,-და კიდევ ერთი, შენ თუ გგონია არ წავალ ძალიან ცდები..-უთხრა ანასტასიამ და პალტო ჩაიცვა. როგორც კი ანასტასია გავიდა სახლიდან გიგიმ მანქანის გასაღებს მოჰკიდა ხელი და იოანეს უთხრა:
-წავედით!
-სად, ტო?
-ე, წამოდ რა..-უთხრა გიგიმ და ჩაირბინა სადარბაზოს კიბეები. როგორც კი თათას მანქანა მოშორდა ჰორიზონტს მაშინვე ჩაჯდნენ იოანე და გიგი მანქანაში და გაყვნენ. ცოტახანს მანქანაში ისხდნენ და შორიდან აკვირდებოდა გიგი, მერე კი მობეზრდათ ჯდომა. იოანე კი ეუბნებოდა, აფრენ ბიჭო აქ რა გვინდაო, მაგრამ გიგის მძიმე ხასიათს ვერაფერს უშვებოდა.
-ვა, აქ ხარ?-ვითომ არ იცოდა ისე შეხვდა ანასტასიას. გოგოს ხასიათი წაუხდა.
-აქ რა გინდა?
-გვშიოდა მე და იოს და აქ შემოვედით. როგორი დამთხვევაა,-ღიმილით უთხრა გიგიმ.
-გამარჯობა, ხომ არ შემოგვიერთდებოდით?-შესთავაზა მუდამ ზრდილობიანმა და მხიარულმა ირაკლის გიგის და იოანეს. რა თქმა უნდა გიგიმ მაშინვე ჩამოჯდა და იოანეც გვერდზე დაისვა. ანასტასიას ხასიათი გაუფუჭდა და ნაკლებად ერთვებოდა საუბრებში. გაბრაზებული ადევნებდა მეგობრებში გარეულ გიგის და ნერვები ეშლებოდა, რომ ისევ ისეთი იყო და ერთი წამითაც არ შეცვლილა. საღამო დანარჩენებმა კარგად გაატარეს და გვიან დაიშალნენ სახლებში.



№1  offline წევრი LoNdA DM

tata da levani dzalian momwons :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent