ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 4)
ჰმმ, დილით რა მოხდა? ნუ მკითხავთ!!! გული თუ არ გამისკდებოდა და იქვე არ მოვკვდებოდი არ მეგონა.. * * * გემრიელად ერთმანეთზე ჩახუტებულებს გვეძინა მე და ლუკას, მას ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული ხელი, მე კი მის მკერდზე მედო თავი..კარების ,,შემოგლეჯვის" ხმა გავიგონე. სწრაფად ავწიე თავი, ლუკამაც ჭყიტა თვალები, მაგრამ ვაი!! -თქვე ცუღლუტებოო!!-ყვირის ბოლო ხმაზე ლილე -გოგო გაჩუმდი-თვალები გადაატრია ლუკამ -ამას მიმალავდით ჰო? ასეც ვიცოდი რომ ერთად იყავით და ერთმანეთი გიყვარდათ, ისე უჟუჟუნებდით თვალებს, აუ რა რძალი მეყოლება? აი თქვენ ბრავო ამას მიმალავდით?-ახლა მინდოდა მოვმკვდარიყავი, რამდენი ფერი გამოვიცვალე კაცმა არ იცის, ლუკამ ბალიში აიღო და ლილეს გაუქანა -ამაცდინე-დაეჭყანა ლილე ძმას-ვაიმე საბა-კივილით გაიქცა კიბეებზე, სწრაფად წამოვხტით და ლილეს გავეკიდეთ -გაჩერდი გოგო-ლუკა ეძახდა -ლილე, მოგვისმინე-ვეძახდი მეც, მაგრამ მისი ჭყიპინი ჩვენს ძახილს ფარავდა, საბას შეუვარდა ოთახში, თავზე დაახტა ძმას -საბა, გაიღვიძე დროზე, საბა, მარიამს და ლულას ერთმანეთი უყვართ, უჰუუ, მაგარია-ცეკვა დაიწყო საბაზე ლილემ -გოგო ჩამოდი ჩემიდან და გამაგებიე -საბა სრ მოუსმინო-შევუხტი ოთახში მამაკაცს -რა ხდება ამიხსნით?-თვალები გადაატრიალა საბამ -ლუკასა და მარიამს ერთმანეთი უყვართ!-ტრიალებდა პატარა ბავშვივით ლილე -რა?-თვალები დაქაჩა საბამ -სისულელეა-ხელი აიქნია ლუკამ-კარგი რა ლილე, რადგან ერთად გვეძინა ეს ამას არ ამტკიცებს -რა?-საბამ ისევ დაქაჩა თვალები, მე რა დამემართა? ავწითლდი, ალბათ ჭარხალს ვგავდი -აუ-გადაიკისკისა ლილემ-მარიკუსა როგორ გაწითლდა-ხარხარებდა ლილე, მე უფრო გავწითლდი, საბაც აყვა სიცილში, ლუკასკენ გავაპარე თვალი, რომელიც იღიმოდა და თვალს არ მაშორებდა.. ლუკას თვალით: ნეტა მართლა ერთად ვიყოთ, ასე ჰგონია ლილეს და საბას, დაე ეგონოთ! მალე მაინც ერთად ვიქნებით და აზრი? ვაიმე ჩემი გოგო როგორ გაწითლდა...მინდოდა მივსილიყავი და გამეგუდა იმდენი მეკოცნა იმ წითელ ლოყებზე.. * * * -რაც გინდათ ის იფიქრეთ-ლუკამ ხელი აიქნია და ოთახიდან გავიდა, მარიამმა ლილეს მოკიდა ხელი და ოთახში შეიყვანა -გოგო შენ გადაირიე? გინდა დამღუპო? რას ამბობ? რა მე და ლუკა კარგად ხარ?-მიაყარა ყველა კითხვა ერთად -კარგი რა..მაშინ ის ერთად ჩახუტებული ძილი რა იყო? -გაიღიმა ლილემ -ნუ სულელობ, ჰო იცი გუშინდელ ამბავზე იყო, მამშვიდებდა და ჩაგვეძინა -ჰო კარგი მჯერა, მაგრამ ლუკას ქცევებს როგორ ახსნი? შენ შეიძლება არა, მაგრამ იმას ძალიან მოწონხარ! ეტყობა!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა -რა ქცევები? -თუ გინდა მე რომ მაკითხავს კლასთან, სკოლაში მანქანით რომ დავყავარ -ეგ შენ თორე მე რა? -სინამდვილეში შენს სანახავად აკეთებს ამას-საწოლზე დამაჯინა ლილემ-იმ დღეს რომ უნდა წამოსულიყო საბა გავიგონე ლუკამ რომ უთხრა ძმობას გაფიცებ მე წავალოო -რა? მართლა?-აფორიაქდა მარიამი -ჰო-გაიცინა ლილემ-მგონი არც შენ ხარ გულგრილი-მარიამმა თავი ძირს დახარა..გულგრილი? 6 წელია უკვე ლუკაზე გიჟდება და რაო? გულგრილი არ ხარო? პირდაპირ გასაგიჟებელია... -რა ხდება? -არაფერი -მითხარი, ლუკა გიყვარს? -უკვე 6 წელია-გამოუტყდა ლილეს მარიამი -რა? არ არსებობს!! არ გადამრიო! რა 6 წელი კარგად ხარ?-გოგონა გიჟს გავდა -მე იმის მერე აღარ ვარ კარგად რაც ლუკა შემიყვარდა -მერე სად იყავი აქამდე გოგო? -მივსულიყავი და მეთქვა მიყვარხართქო?-წარბები მაღლა აწია-ამას მეუბნები? არა..! ნურას უკაცრავად -გაგეცნო აქამდე -ჩემი არსებობაც კი არ იცოდა ლილე -ჰო, რთულად ყოფილხარ შენ-ხელები გადააჯვარედინა-მაგრამ ახლა შანსები არის, მე დაგეხმარები -ლუკასთან და საბასთან სიტყვა არ დაგცდეს -სამარე ვარ, სანამ ერთად არ იქნებით გვრიტებო -ოჰ, ნუ ამბობ ამას, ჩვენ ერთად არ ვიქნებით -მაგას დრო გვიჩვენებს-თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა. * * * -ხვალ წამოიყვანე მერე-რჩევა მისცა ბექამ ძმაკაცს -კარგი რა, მარტო ეგ ჰო არ იქნება?-სახეზე აიფარა ლუკამ ხელები -უთხარი ლილესაც და მის დაქალსაც, რაო რა ქვია? -ნინი? -ჰო და წამოიყვანე სამივე დაბადების დღეზე -ჰო კარგი -წადი ახლა და ლილეს უთხარი -ლილეს გონია მე და მარიამი ერთად ვართ -ეგონოს მერე-გაეცინა ბექას -ჩახუტებულებს გვეძინა და შემოგვისწრო -რას მაღვალაკობდით?-ბექამ არტისტულად წარმოთქვა სიტყვები -კაი ახლა -ვისში გაცვალე შენი ნაშა? -მაპატიე სიცოცხლე-ლუკამ სევდიანად შეხედა ძმაკაცს-ისე არ წამოხვალ ჩემთან? -უნდა გამართო ღამე?-წარბები აათამაშო ბექამ -ფუ გადი პი***ასტო აქედან -ჰო კაი მოვდივარ * * * -აუუ რამაგარია, უეჭველი მივდივართ-გაუხარდა ლილეს -მე არ მოვდივარ-ხელი აიქნია მარიამმა -აუ რძალუკ რა იყო რა, წამო შენც, არ მაწყენინო-საცოდავი სახით გახედა ბექამ მარიამს -ჰო კარგი, შენი ხათრით -რა მაგარია-მივიდა და ჩაეხუტა ბექა გოგოს -ესეიგი ახლა როგორ წავალთ-ტუჩთან მიიტანა ლილემ ხელი-მარიამი და ლუკა ერთად, მე და საბა ერთად -მე არ მოვდივარ-ახლადმოსული საბა შეუერთდა მეგობრებს -რატო?-გაუკვირდა ბექას -არ მცალია -ნინაკასთან მიდის-დამანჭულად წარმოთქვა ლილემ ნინაკას სახელი -ლილე-გახედა საბამ ლილეს და გაჩუმდიო თვალებით უთხრა -ვინაა ნინაკა?-ბექამ ლუკას გადაუჩურჩულა -ლილეს კლასელი ნინაკა -მეღადავები?-ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი -არა, არ გეღადავება, მართლა მიყვარს, საერთოდ არაა ეგეთი გოგო და მე ამას დავამტკიცებ -არა, სულ არა!-ცინიკურად მიუგო ლილემ და კიბეებზე ავიდა.. -აუ პროსტა რა-საბამ თავზე გადაისვა ხელი -თუ არაა მოიყვანე და გაგვაცანი, აი მერე გავუგებთ როგორია სინამდვილეში-ბექამ გამომცდელად გახედა საბას -მოვიყვანო?-ჰკითხა ლუკას და თვალი ჩემსკენ გამოაპარა -როგორც გინდა -მე ზევით ავალ-წამოვდექი და კიბეებზე ავედი.. * * * კარებზე კაკუნის ხმა გავიგე -მობრძანდით -შეიძლება?-მკითხა საბამ -მოდი საბუ-გავუღიმე -მისმინე, თუ ნინაკას მოყვანა შენთვის პრობლემას წარმოადგენს მე ხვალ არ წამოვიყვან -ეს ჩემზე არაა საბა, შენ გინდა და წამოიყვანე, მე მისთვის რც არასდროს არაფერი მითქვამს, თავად მექცეოდა ცუდად -მე გიხდი ბოდიშს ნინაკას მაგივრად -ბოდიშს ნუ მიხდი, არაფერია-გაუღიმა და საბას ჩაეხუტა -ეს შენ-გულისჯიბიდან m&m-სები და ჟელიბონებუ ამოიღო -აუუ-გაუხარდა მარიამს-როგორ მიყვარხარ-ჩაეზუტა მაგრად მარიამი ბიჭს -მეც, ჩემი პატარა დაიკო ხარ -ლილე ნინის დავურეკოთ და წამოვა -ჰო, წეხან მივწერე და კაიო, ხვალ გამოგვივლის და საყიდლებზე წავიდეთ -კაიც-გაუღიმა გოგოს და საწოლზე გაწვა -გოგოშკებო ქვემოთ ჩამოდით!-დაუძახა საბამ გოგოებს -ახლავე-გასძახა ლილემ -რა ხდება? -წამოდით პიცერიაში მივდივართ-ფართოდ გაიღიმა ირაკლი -მაგარია-კურტკა მოიცვა ლილემ -უჰ პიცა კარგია, მაგრამ ჩვენ ვერ გავაკეთებდით?-მარიამმა გახედა მომლოდინეებს -იცი?-თვაკები დაქაჩა სანდრომ -კი-გავიღიმე და დაველოდე მათ აზრს -მაშინ გავაკეთოთ სახლში, ჩვენ წავალთ ყველაფერს ვიყიდით და გავაკეთოთ-მოავლო თვალი ბავშვებს ლუკამ -კარგი აზრია-დაეთანხმა საბა -მარუს ნინის დავურეკოთ, ეგეც ამოვა -ჰო, მასე ვქნათ -მაგარია-ტაში შემოჰკრა ბექამ ბიჭები წავიდნენ პროდუქტების საყიდლად, გოგოებმა ნინის დაურეკეს, ისიც სულ რაღაც 15 წუთში მასთან გაჩნდა -მომენატრეთ გოგო-ჩაეხუტა ორივეს ნინი -ჩვენც კუსკუს-გაუღიმე გოგონებმა -სად არიან ბიჭები? -მოვედიით-შემოგლიჯა კარები ფეხით ლუკამ -ჰალელუია-ხელები ჰაერში აღაპყრო ლილემ -მეგონა მაღაზია მოგქონდათ-ირონიულად მიუგო მარიამმა ლუკას, როცა ხელში 2 პარკით შემოვიდა -ასეც არის-წარბები აათამაშა და სამამდე დათვლა დაიწყო-1..2..და 3 -შე*ემა რა იყო რომ შემოგვაჩეჩე ხელში ეს პარკები-5 პარკით შემოვიდა ბექა -გამომართვით მომძვრა მკლავი-1 დიდი ყუთი და 2 ცელოფანი ეკავა სანდროს -ადამიანები არ ხართ?-ბუზღუნებდა ირაკლი-ეს სასმელები მე რომ შემომაჩეჩეთ -საბა სადა?-გაიკვირვა ლილემ -მოვა მალე-მიუგო ლუკამ და პარკები მაგიდაზე დააწყო -აბა დავიწყოთ ახლა-ხელები გაასავსავა ნინიმ და თვალები ააფახულა.. სიმღერები ბოლო ხმაზე ჩართეს, თან ცეკვავდნენ, თან მღეროდნენ, ლილე ცომს აბრტყელებდა, მარიამმა ფქვილში ხელი ჩაყო და სახეზე მოუსვა, ნინი ბექას ეცეკვებოდა, ლუკა სასმელით ხელში დადიოდა და ირაკლის გაფაციცებით რაღაცას ეუბნებოდა, სანდრო კი იდგა და ვიდეოს იღებდა -სუფრა გააწყვეთ-კისკისებდა მარიამი..ნინი და ლილე სუფრას აწყობდა, ბექამ ერთი დანა ლუკას მიაწოდა -თუ სიკვდილია სიკვდილი იყოს-დაიყვირა ბექამ, დანა მაღლა აწია, ძირს დააგდო და ლუკას ზურგზე შეახტა..ირაკლიმ ტორტის ყუთს გადააძრო თავსახური , დანა მოიმარჯვა და დიდი ნაჭერი ჩამოჭრა -ეს ტკბილი ლუკმა მე-პირი გააწკლაპუნა და ოთახისკენ მიიწევდა, როცა სანდრომ ვიდეო კამერით დააფიქსირა -ჩანხაარ!! გამოგიჭირე-ხარხარებდა სანდრო -წაშალე-თვალები დაუპრაწა ირაკლიმ -ელოდე-დაეჭყანა და კისრისტეხვით დაეშვა კიბეებზე, სამზარეულოში შევარდნენ, მარიამს კრუგს უვლიდნენ, ირაკლიმ ფქვილის პარკს ხელი სტაცა და ფქვილი თავზე გადააყარა სანდროს, ყველა სამზარეულოში იყო, ვინ ვის უსვამდა სახეზე ფქვილს არავინ იცოდა..ყველა ბედნიერი იყო, იცინოდნენ, იღიმოდნენ..ღამის 12 საათზე სუფრა გაწყობილი ჰქონდათ, ყველა ერთად იჯდა და მღეროდა -რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ დღეს ბექუნას, დაბადების დღეა...! გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!! ყველა ჟრიამულში იყო, ლილე და ნინი გამწარებული ცეკვავდნენ..ბიჭები კი სმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ბექას ლოცავდნენ, ამ დროს კარზე გაისმა ზარი, მარიამი ვიდეოს იღებდა, კამერა გათიშა, კარებისკენ ცეკვით წავიდა, კარებს მიღმა კი მას საბა და ნინაკა ელოდა.. დადაააამმმმ აბაა როგოორი იყოო??? ^_^ ახლახანს დავწერეე.. ცხელ-ცხელი :დ ჩემო ჩმუსუნაკუსუნებოო ველოდებიი შეფასებებს .. ლავიუ სომაჩ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.