შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახე ბაბნიკებისთვის 6 დასასრული


11-11-2015, 20:52
ავტორი ml99
ნანახია 6 231

ბედნიერი ვარ ჩემ დაიკოს ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ. ახლაც ღიმილით მივემართები კარის გასაღებად მის მიღმა პატარა ბიჭუნა დგას შოკოლადებით, ვარდებით სავსე კალათით ხელში. უკვე ერთი კვირაა არ გამოჩენილა დემეტრე, მარი კი მოწყენილია. კარის გაღების თანავე წინ გაბრიელი დამიდგა, ნაგლად გამოართვა კალათა ბიჭს და მთელი სისწრაფით გაიქცა მარიამის ოთახისაკენ.
-მადლობ პატარა, ახლა გაიქეცი თავაზიანად მივმართე 6 წლის ბიჭუნას. გაოცებული და ოდნავ გაბრაზებული გავემართე მარიამის ოთახისკენ. საწოლზე, დათუნიან საღამურში გამოწყობილი, მარიამი იჯდა მის გვერდით კი გაბრიელი.
-დამპალი, საზიზღარი, ახლა გავახსენდი... გაბუსული მარიამი ჩურჩულებდა და შოკოლადის რამდენიმე ფილას ერთდროულად მიირთმევდა.
-ქო დამპალია.... თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა, გაბრიელი და ათ ფილა შოკოლადს ერთად მიირთმევდა, დეიდას მსგავსად. სიცილი ვერ შევიკავე, მარიამმა ამომხედა, წარბები შეკრა და ბალიში მესროლა. კარი სწრაფად მოვხურე და სამზარეულოში გავიქეცი. სიცილისგან, უკვე მუცლის ყველა კუნთი მტკიოდა.
-------
საღამოს ტელეფონი განათდა მარიამს შეტყობინება მოუვიდა. სწრაფად გახსნა, დემეტრესგან იყო.
-მაპატიე, ბევრი საქმე მქონდა, მომენატრე..... უხალისოდ მოისროლა საწოლზე და გაბუტულმა თვალი წითელ ვარდებს მოავლო.
-გაბო წყალი მომიტანე რა.
-კალქი.
------
კარი გავაღე, წინ დემეტრე მედგა. გაოცებულმა შევხედე.
-გამარჯობა, ანასტასია, ვიცი გვიანია მაგრამ თავად არ აპირებს შემხვდეს..
-მოდი, მოდი.. გამეცინა და გზა დავუთმე, რომ შემოსულიყო.
სამზარეულოდან, გაბრიელი გამოვიდა ხელში, წყლით სავსე ჭიქა ეკავა და ცდილობდა არ დაეღვარა.
-ვა ბრატ როგორ ხარ?
-კალგათ სენ?
-მეც მაგრად, მომეცი დაგეხმარები.
-კაი სენ წაუგე მალიამს მე ბანანი უნდა ვწამო.
-კაი. გაეცინა დემეტრეს.
მარის ოთახამდე მივაცილე.
-მარ გამოდი.
-შემეშვი ტასო.
-მე წავალ. ძალიან გაბრაზებულია. მივმართე ჩუმად დემეტრეს და სამზარეულოში შევედი.
---------
-გაეთრიე ანასტასია.... ბალიში ისროლა მარიამმა კარის მიმართულებით. დემეტრეს წყალი გადაესხა მაისურზე.
-აუუუ რა ცხელია.... ცხელია...გაითამაშა ოსტატურად.
შეშინებული მარიამი ფეხზე წამოდგა და წამებში დემესთან გაჩნდა.
-რა, რა, გჭირს? შეშინებულმა მიმართა.
ჰა ჰა ჰა ჰა სიცილი დაიწყო დემეტრემ.
-მომატყუე?! იცი როგორ შემეშინდა, რაზე ფიქრობდი?! ხელი რამდენიმეჯერ კრა და კარს მიაკრა მაჩაბელი.
სწრაფად მოატრიალა მაჩაბელმა მარიამი და ახლა თავად მოიმწყვდია.
-ეს სამაგიეროა.
-რისთვის? გაბრაზებულმა, დაბნეულმა მიმართა მარიამმა.
-ჩემი დაიგნორებისთვის პატარა ქალბატონო.
-შენ არ გაგახსენდი ერთი კვირა და ახლა მე ვარ დამნაშავე? მაჩაბელის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და საწოლზე გაბრაზებული ჩამოჯდა.
-წადი აქედან ახლავე.
-რომ არა ?
-წადი, თავი დამანებე რა გინდა?
-ჰმ აი რა მინდა..... ხელში აიტაცა ჯიუტი ქალბატონი. კარის გაღებაში ანასტასია დაეხმარა. გაბრიელი და ტასო კართან იდგნენ და ხელს უქნევდნენ, გაბრაზებულ, მყვირალა მარიამს, რომელიც მაჩაბელს მშვენიერი სიტყვებით ამკობდა.
-გთხოვ, შეხედე რა მაცვია. სირცხვილია გამიშვი. ბოლოს თხოვნაზე გადავიდა მარიამი.
-ძალიან გიხდება, რას ერჩი. თავზე ჩაფხუტი დაახურა დემეტრემ და განაგრძო. ესეც ასე ახლა ვერავინ გიცნობს. ნწ ნწ ნუ ცდილობ გამექცე.
მის უკან კომფორტულად მოთავსდა. -რაღას უცდი. მე ვერ შევძლებ ასე მართვას, თან გამექცევი. ამიტომ.... თუ არ გინდა ასე გავათენოთ მოგიწევს მართო.
გაბრაზებული მოტრიალდა მარიამი, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, მასთან სიახლოვე აბნევდა. გოგონას პატარა თითები ხელში მოიქცია, ერთი ხელი გაზზე მეორე კი მუხრუჭზე დაატოვინა.
-ფრთხილად, ფრთხილად... ნელაა....კარგია... დემეტრეს ხმა ბუნდოვნად ესმოდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე და კმაყოფილმა გაიღიმა. ძირითადად დემეტრე ატარებდა, მაგრამ მარიამს ხელებს მაინც არ უთავისუფლებდა. ბაიკი ატრაქციონებთან გააჩერა.
-მეღადავები? გაოცებული უმზერდა მარიამი დემეს.
თავი უარის ნიშნად გააქნია და ეცადა გოგონა პარკისკენ წაეყვანა.
-დემეტრე რატომ იქცევი ბავშვივით? მე უკვე 22 წლის ვარ, კომპანიის მართვას მანდობენ. შენ კი გინდა საბავშო ატრაქციონზე დავსხდეთ?
-მარიამ, 24 წლის ვარ, ხალხი სიცოცხლეს მანდობს. შენ კი არ მენდობი?
-კი მაგრამ..... შემომხედე ასე როგორ წამოვიდე? ბაჭიებიან ჩუსტებით, დათუნია საღამურით?!
-ჰმმმ, ახლა მე ვარ ბავშვი? გაეცინა დემეტრეს და გოგონას წინ უბიძგა.
მარიამი ფიქრობდა, საბავშო ატრაქციონზე დასხდებოდნენ ის და დემეტრე. მაგრამ როდესაც მაჩაბელი, ,,ამერიკული გორაკის" წინ დადგა გაფითრდა.
-არა არა... დემეტრე გთხოვ შეხედე რა საშიშია, შეიძლება გადმოვარდეთ.
დემეტრეს გაეცინა, მარიამს მიუახლოვდა.
-ჩემს გვერდით არაფერი მოგივა, მე შენთან ვარ. ნუ გეშინია! მოწყვეტით აკოცა. როგორც ყოველთვის მარიამი ახლაც დაიბნა და გაწითლდა.
თავიდან შეეშინდა მაგრამ, როდესაც მაჩაბელის სიცილი გაიგონა, თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი ატეხა. ადრენალინის მოზღვავება იგრძნო.
-აუ დემე იქაც გთხოვ.... იქაც რა ..... ემუდარებოდა მარიამი მაჩაბელს. მაჩაბელი გულიანად იცინოდა მარის ბავშურობაზე.
-მაკოცე და დავსხდებით!
-რაააა?.... არა!
მომლოდინედ, კმაყოფილი შესცქეროდა დემეტრე ბუტია ჯაყელს..
-ჰააა... არ გინდა დავსხდეთ?... გამეყინა ძვლები ლოდინში...
-ოოოოო მაჩაბელო, იმით სარგებლობ, რომ ფული თან არ მაქვს არა... ჯანდაბას შენი თავი. მოწყვეტით აკოცა ლოყაზე.
-ეს კოცნა იყო ?
-რას ელოდი?
-ჰმ წავედი მე...
-მოიცადე.... კარგი რა სირცხვილია.... დაგვინახავენ.
ეს პიკი იყო დემეტრესათვის ისე ხმამაღლა გაიცინა, ხალხმა გაოცებულმა შეხედა.
-ნუ დამცინი, დემეტრე.... მაჩაბელო ნუ დამცინი.... გაჩუმდი, გაჩერდი. გაბრაზებული ჯაყელი სწრაფად ეამბორა, მაჩაბელს. დემეტრემ დაიჭირა და მის ტუჩებს რამდენიმე წამი აგემოვნებდა.
მარიამს ისევ შეეფარკლა ლოყები, მაგრამ არ დაიბნა და კმაყოფილმა შეხედა დემეტრეს.
-აი როგორ უნდა გააჩერონ შენნაირი ვირები. დაეჭყანა და წინ უბიძგა. წავედით მე საფასური გადავიხადე!
დემეტრეს გაეცინა ხელი გადახვია თავის გოგოს და შუბლზე ეამბორა.
-----------
-დღეს შეხვედრა გვაქვს ,,GTM" კომპანიასთან, ძალიან ბევრი საქმე მაქვს ამიტომ. კომფერენციას შენ ჩაატარებ. მიმართა მკაცრად მაიკლმა ტასოს, საბუთები შეაგროვა და კაბინეტი დატოვა.
-----
შეხვედრა დასრულდა და რაც შემეძლო სწრაფად ვალაგებდი საბუთებს ბურდულს, რომ მალე მოვშორებოდი.
-გგონია არ ვიცი, რომ გაბრიელი ჩემი შვილია?
- თუნდაც შენი შვილი იყოს, ახლა გაიღვიძა შენში მამობრივმა ინსტიქტმა. საბედნიეროდ შენნაირი მექალთანისგან არ მყავს შვილი. ჩემგან რა გინდა? წადი რა თავი დამანებე, შენ ნაშებს მიხედე.... წყობიდან გამოსულმა ანასტასიამ მიმართა ბურდულს. ბურდული მას მიუახლოვდა.
-აი რა მინდა. სწრაფად ეამბორა ტასოს და კმაყოფილმა გაიღიმა.
ოთახში, მერაბი შემოვიდა, ტასომ სწრაფად დატოვა ოთახი. მას უკან ანდრეა მიყვა.
----------
ანდრეას კაბინეტის კარი გააღო, მის პირდაპირ სავარძელში მოთავსდა და ვაჟიშვილს დააკვირდა.
ანდრეა იმდენად იყო ფიქრებში ჩაძირული, ვერ შემაჩნია მერაბი. დროდადრო გაიღიმებდა, მაცდური ღიმილით და ბედნიერებისგან თვალებიც კი უბრწყინავდა. ერათხანს დუმდა მერაბი. ბოლოს მიხვდა შვილის გულისწადილს. ტელეფონზე ღილაკ ერთს დააჭირა და მალევე გაისმა ანდრეას თანაშემწის ლილეს ხმა.
-დიახ ბატონო ანდრეა
-ლილე შვილო, დღეს საღამოს გამართულ წვეულებზე სტუმრებთა სიას კომპანია ,,limit" მთლობელი ბატონი მაიკლი და წარმომადგენელი ანასტასია ჯაყელი დაამატეთ. შეატყობინეთ და სთხოვეთ ქალბატონ ანასტასიას, რომ აუცილებლად მობრძანდეს.
-გასაგებია ბატონო მერაბ.
ანდრეამ გაოცებულმა ახედა მერაბს. მერაბს კი გაეღიმა და კაბინეტი დატოვა.
-----------
კარი გავაღე.
-მაიკლ, მოდი... როგორ ხარ?
-კარგად, შენ? სად არის მაუგლი?
-სიცხე აქვს როგორც ჩანს გაცივდა.
-ძალიან ცუდია, "GTM" -მა დახურულ წვეულებაზე მიგვიწვია. აუცილებელია დასწრება. შეძლებ წამოსვლას?
-არ ვიცი მაიკლ, ძალიან ვღელავ გაბრიელზე.
-წადი ტასო ნუ ღელავ, გაბოს მე მივხედავ.
-მარიამ....
-ჩუმად ნუ გამაბრაზებ.... სწრაფად, მაიკლს ნუ ალოდინებ...
მკაცრი მზერა მომაპყრო დაიკომ მე კი საძინებლისკენ წავედი.
-ვაუ.. დაიკო ამაღამ ვიღაცას გააგიჟებ!
-კარგი რა მარიამ ნუ სულელობ! წამლები ჩვენ ოთახშია, თუ მაღალი ტემპერატურა ექნება. აუცილებლად დამირეკე.
-წადი, წადი ... კარისკენ მიბიძგა მარიამმა და გაიცინა.
---------
-აგვიანებს არა? გვერდით დაუდგა მერაბი ანდრეას და გაიღიმა.
-ხო. რააა.. ვისზე ამბობ? დაბნეულმა უპასუხა ანდრეამ.
-კარგი ანდრეა მსახიობობა არ არის საჭირო, ბოლოს ასე 4 წლის წინ იყავი შეყვარებული ერთ გოგოზე, მაშინ დამიმალე ახლა ვერაფერს გამომაპარებ.
-ეს საიდან იცი?
-მამაშენი ვარ ბურდულო გაეცინა მერაბს და ვაჟიშვილ გადახედა. თუმცა დღემდე არ ვიცი, ვინ იყო ის პირველი ვინც ჩემი თავქარიანი ვაჟიშვილი მოარჯულა.
ანდრეას გაეცინა წარსულის გახსენებისას.
-არც მეტი არც ნაკლები ანასტასია ჯაყელი.
-ჰმ შვილო ვიცოდი, რომ დაბადებიდან კარგი გემოვნება გქონდა. გაეცინა კმაყოფილ მერაბს. ახლა კი ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები. წარმოთქვა მერაბმა ანასტასიას დანახვისას.
ბურდულმა შემოსასვლეისკენ გაიხედა, ულამაზესი ჯაყელი შავ გრძელ კაბაში იყო გამოწყობილი, გრძელი შავი თმა ოდნავ დახვეული წელზე ეყარა. მკრთალი მაკიაჟი მის ბუნებრივ სილამაზეს ხაზს უსვამდა. ულამაზესი იყო ტასო. მართლაც ყველას ყურადღება მიიქცია.
რამდენიმე წამი თვალი ვერ მოსწყვიტა ჯაყელს ანდრეამ. მის გვერდით მამაკაცი, რომ შეამჩნია, რომელიც მას თბილად უღიმოდა და ხელს ხვევდა. საშინლად გაბრაზდა, ძარღვები დაეჭიმა, თვალები სიბრაზისგან აენთო. მერაბმა ვაჟიშვილს გადახედა და გაიღიმა.
-მშვიდად ანდრეა, თორემ ცეცხლი წაგეკიდება.
-სრულიად მშვიდად ვარ! გამოსცრა კბილებს შორის ბურდულმა და ღვინით სავსე ჭიქა გამოცალა.
შორიდანვე იგრძნო ანასტასიამ ბურდულის მზერა. წამში მიხვდა, რატომ იყო ასე გაღიზიანებული ანდრეა. გადაწყვიტა ის გაეკეთებინა რაც ყველაზე მეტად ეხერხებოდა. ბურდულის გაგიჟება.
-ამყევი მაიკლ!
-არა ანასტასია ამ თამაშს არ ვითამაშებ! მოგესალმებით... როგორ ბრძანდებით? უპასუხა ანასტასიას მაიკლმა და მისალმება განაგრძო
-კარგი რა მაიკლ!
-მე შენი მარიონეტი არ ვარ ქალბატონო, მოგიწევს ანდრეას საეჭვიანოდ სხვა პრედენდენტი შეარჩიო ძვირფასო.
-მაიკლ!
-არც კი გაბედო წუუწუნი. ის შენი შვილის მამა. ამას ვერაფერი შეცვლის. რატო არ ცდილობ ბედნიერი იყო? სცადე მასთან ერთად ურთიერთობა.
-შენ მას არ იცნობ. კმაყოფილი მზერა სახიდან გაუქრა და მოიწყინა ტასომ.
-მოგესალმებით! ანასტასია როგორ ხარ? მიმართა ღიმილით მერაბმა ტასოს.
-კარგად ბატონო მერაბ თქვენ როგორ ხართ?
-მშვენივრად.
-გაიცანით ბატონო მერაბ ეს მაიკლ დეივისია. ჩვენი კომპანიის მთლობელი.
-სასიამოვნოა!
-ჩემთვისაც, მინდა ავღნიშნო, რომ საუკეთესო თანაშემწე გყავთ.
-მადლობა, ანასტასია ჩვენი ფიილიალის(თბილისში) გენერალური დირექტორია.
-ოჰჰ გილოცავთ დაწინაურებას ქალბატონო!
-მადლობ მშრალად ვუპასუხე მერაბს.
ვხედავდი როგორ უქრებოდა ბრაზის ნიშნები ანდრეას.
-მობრძანდით, დააგემოვნეთ სასმელი....
-გმადლობთ დიდი სიამოვნებით, ტას როგორც ყოველთვის თეთი ღვინო არა?!
-კი მაიკლ. გავუღიმე უფროსს. წამსვე შევამჩნიე ანდრეას გაღიზიანებული მზერა.
აივანზე გავედი. ღამის ცივ ჰაერს ვსუნთქავდი და კმაყოფილი ვიღიმოდი.
-მეგონა დღეს საღამოს მაინც მეგებოდა პატივი ქმარათან ერთად მენახე!
მომიახლოვდა ბურდული, მოაჯირს დაეყრდნო.
მისი ირონიის თავი ნამდვილად არ მქონდა წამოსვლას ვაპირებდი, ხელი წამავლო და თავისკენ მომაბრუნა.
-ისევ გამირბიხარ, რადგან არ გაქვს პასუხი ჩემს კითხვაზე.
-რა გინდა?
-არაფერი, მხოლოდ მინდა აღიარო, რომ გათხოვილი არ ხარ და გაბრიელი ჩემი შვილია, ან შენი ნებით მიამბობ ყველაფერს ან ჩემებურად მოვაგვარებ ყველაფერს.
-მეოცნებევ! გგონია ერთადერთი მამაკაცი იყავი ჩემს ცხოვრებაში? ცდები (ამჯერადაც ვატყუებდი) შენზე ბევრად ღირსეულ ადამიანს შევხვდი და არ ვნანობ რაც ჩავიდინე რადგან მე მან უმშვენიერესი შვილი მაჩუქა..... და იცი რა...
საუბარი მაიკლმა გამაწყვეტინა, რომელიც აღელვებული მიმზერდა.
-რა მოხდა? ვკითხე შეშინებულმა.
- გაბრიელი ცუდადაა, მარიამმა სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანა კლინიკაში. ახლავე უნდა წავიდეთ!
მთელი სისწრაფით გავიქეცი.
-ღმერთო მაიკლ სად არის შენი მანქანა სწრაფად!
-არ ვიცი ტასო ახლა გამომიყვანენ.
ჩემ ფეხებთან მანქანამ დაამუხრუჭა.
-ჩაჯექი მე გაგიყვან. მომმართა ბურდულმა ორჭოფულად შევხედე მაიკლს. მან კარი გააღო, სწრაფად ჩავჯექი და მარიამს დავურეკე.
-მარ რა ხდება? რა სჭირს გაბოს? ტირილით ძლივს მოვახერხე რაიმის თქმა...
-არ ვიცი ტასო, მაღალი სიცხე ჰქონდა, კანკალი აუტყდა. ძალიან მეშინია გთხოვ, ფრთხილად მალე მოდი.
მანქანიდან სწრაფად გამოვედი, კლინიკაში სირბილით შევედი.
-რა ხდება სად არის ჩემი პატარა?
-მასთან ექიმია, არ მიშვებენ გთხოვ, დაწყნარდი დაიკო ტირილით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას მარიამი. ცოტახანში ექიმიც გამოჩნდა.
-როგორაა.... ხმაწართმეულმა მივმართე ექიმს.
-ტემპერატურა ძალიან მაღალი აქვს, არანაირი მედიკამენტი შველის, მოწამლულია, სისხლი გადავუსხით, აღენიშნება მენინგიტის ნიშნებიც ვწუხვარ ქალბატონო, მაგრამ თუ ტემპერატურამ არ დაუწია..... ჯერ კიდევ ძალიან პატარაა... მთავარია გაუძლოს.....
ჩავიკეცე, ვეღარაფერს ვგრძნობდი.... მხოლოდ ჩემი მწვანეთვალება პატარა მედგა თვალწინ. რამდენიმე წუთი გაუჩერებლივ ვტიროდი. თავი მაღლა ავწიე, ანდრეა დავინახე. ამ წამს მისადმი უააზღვრო სიძულვილი ვიგრძენი, გამახსენდა ყოველი ცუდი რაც მან გამიკეთა, ფეხზე წამოვარდი და ვუყვირე.
-მოშორდი, წაეთრიე აქედან, ყველაფერი შენი ბრალია, მძულხარ, შემომხედე ხომ გინდოდა სამაგიერო გადაგეხადა ჩემთვის, ბედნიერი ხარ? ასეთ განადგურებულს, ცოცხალ მკვდარს რომ მხედავ არა? ახლა ხომ ხარ ბედნიერი. ხელებს ვურტყამდი მკერდზე. დამიკავა და გულში ჩამიკრა, ჩუ ჩუ ჩამჩურჩულებდა ყურში და თმაზე მეფერებოდა, ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა და როგორც ჩანს გული წამივიდა.
სინათლემ შემაწუხა თვალები ოდნავ გავახილე, ძალიან მეწვოდა და მხედველობა ჯერ კიდევ დაბურული მქონდა. ხელზე შეხება ვიგრძენი, თავი გადავატრიალე და ნაცნობ სილუეტს შევხედე, დაბინდული მხედველობის გამო ვერაფერი დავინახე თვალები მაგრად დავხუჭე და რომ გავახილე მხოლოდ მოძრავი კარი დავინახე.
რამდენიმე წამში პალატაში მარიამი შემოვიდა.
-როგორ ხარ დაიკო?
-როგორაა გაბრიელი?
ცრემლიანი თვალები მომაპყრო მარიამ -სიცხემ ცოტათი დაუწია, მჯერა, მჯერა, გაუძლებს ჩვენი პატარა.
წამოვჯექი,
-ტას არ ადგე ჯერ კიდევ სუსტად ხარ.
გაბრიელის პალატაში შევედი, მის საწოლთან ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე, მის პატარა ხელს ვეფერებოდი. არ ვიცი რამდენი ხანი ვტიროდი ბოლოს ჩამეძინა.
-დე დე... მესმის გაბრიელის ხმა ჯერ კიდევ ნახევრად მძინავს, ამიტომ მგონია, რომ მესიზმრება.
-დეე! ახლა უფრო მკაფიოდ მესმის მისი ხმა თავს მაღლა ვწევ და გაბრიელის ამღვრეულ მწვანე თვალებს ვხედავ.
-ხო დე სიხარულის ცრემლები მისველებს სახეს მის პატარა ხელს ვკოცნი და ვუმზერ.
-ხო დედიკო!
-მამა სად არის? სახე მეცვლება. არ მოსულა?
-მალე მოვა დე გპირდები, მთავარია შენ იცოცხლო! გეფიცები დღესვე ნახავ! ტკივილის ცრემლები მისველებს თვალებს. საშინელი დედაა ვარ, თვეობის განმავლობაში გაბრიელს იმედს ვაძლევდი, ვპირდებოდი, რომ მამა მალე დაბრუნდებოდა. ეგოისტი ვარ! საშინელი დედა ვარ!
ფეხზე ვდგები და დერეფანში გავდივარ, გაფითრებული მარიამი ჩემსკენ მოდის.
-რა მოხდა შეცბუნებული მეკითხება.
-სად არის ანდრეა?
-ახლახანს წავიდა.
სწრაფად გავემართე კარისკენ, მარიამმა ხელი მომკიდა.
უცნაურად შევხედე.
-ანასტასია კიდევ ერთ შეცდომას ნუ დაუშვებ, ნუთუ ვერ ხედავ რა მნიშვნელოვანი ხარ ბურდულისთვის. მთელი ღამე წამით არ მოუხუჭავს თვალი! თქვენს გვერდით იყო.....
თავი გავითავისუფლე და გასასვლელისკენ გავიქეცი.
ანდრეა უკვე მანქანაში ჯდებოდა.
-ანდრეა..... დავიყვირე სასოწარკვეთილმა.
ბურდული ჩემსკენ შემოტრიალდა, სახეზე განადგურებული გამომეტყბელება გადაფენოდა. მივუახლოვდი, ხელში თეთრი კონვერტი ეჭირა. გაოცებული მიმზერდა აშკარად არ ელოდა, რომ მასთან სასაუბროდ მივიდოდი.
რამდენიმე წამი ერთმანეთს უსიტყვოდ ვუმზერდით.
-იცი ხელში რა მიკავია.... დეენემის ანალიზის შედეგი. გახსენი..... გამომიწოდა.
-ანდრეა.... მე... კონვერტი გადავხიე.... ღრმად ჩავისუნთქე. შეგიძლია მომისმინო?....
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გადავწყვიტე ნინის გამო შენზე შური მეძია. გეთამაშებოდი, გიყენებდი, გამცირებდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რომ თანდათან მიყვარდებოდი. იმ ღამემ ჩემზე საშილად იმოქმედა, ყოველთვის ვცდილობდი შენთვის მიუწვდომელი ვყოფილიყავი, ერთადერთი და განსაკუთრებული რადგან მთელი გულით შეგყვარებოდი შემდეგ კი გამენადგურებინე.
საშინელება იყო იმის გაცნობიერება, რომ მე შენი რიგითი ნაშას სტატუსი მომენიჭა. მიყვარდი სიგიჟემდე, გული არ ნანობდა არაფერს მაგრამ გონება ყოველთვის მის წინააღმდეგ იყო. ალბათ გახსოვს ის დღე, როდესაც მარიამს რომელიც მე გეგონე თითქმის აკოცე. შენმა ამ ქმედებამ ჩემს დას სიცოცხლე დაუნგრია. მიყვარდი მაგრამ ორჯერ მეტად შემძულდი. მერე დაიწყო ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც გავიგე, რომ შენგან ორსულად ვიყავი..... მე .... მე ... ვცადე.... საკუთარი შვილის მოკვლა განვიზრახე. არ მინდოდა შენნაირი ადამიანისგან შვილი მყოლოდა... კი ანდრეა გაბრიელი შენი შვილია..... ვიცი ვიცი როგორი ეგოისტი ვიყავი ეს მხოლოდ ახლა გავაცნობიერე. რომ არა მამა და მარიამი იმ ბედნიერებას დავკარგავდი რომელიც შენ მაჩუქე... არ ვნანობ არაფერს, რადგან შენ მაჩუქე ის ბედნიერება გავმხდარიყავი მწვანეთვალება ვაჟკაცის დედა. ახლა კი გთხოვ დაივიწყე ყველაფერი, ღვთის გულისათვის მაპატიე, ნუ მისცემ გაბრიელს სიკვდილის უფლებას გთხოვ..... მხოლოდ ერთს გთხოვ მას ახლა სჭირდები..... მეც მჭირდები.... ვიცი არ ვიმსახურებ ამ ყველაფერს..... მაპატიე მხოლოდ ერთს გთხოვ გაბრიელს ნუ დატოვებ ახლა.. ის კვდება... ცრემლები წამომივიდა, განადგურებული ვიყავი. ანდრეას გაქვავებული სახე ჰქონდა. შებრუნდა ავტომობილში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. მუხლებზე დავეცი, ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც მთლიანად მანადგურებდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მაღლა ავიხედე, ვარსკვლავებით მოფენილ ცას ავხედე. ფეხზე წამოვდექი და ბარბაცით წავედი კლინიკის შესასვლელისაკენ. გაბრიელის პალატაში შევედი. ჩემი პატარა სუსტად სუნთქავდა, თავი ვერ შევიკავე და მწარედ ავტირდი. მესმოდა მისი. მე არ ვიმსახურებდი პატიებას მაგრამ გაბრიელი, რატომ არ დაბრუნდა, რატომ არ მოინახულა.
-დე მამიკო ალ მოსულა? გავიგონე გაბრიელის სუსტი ხმა. უფრო მეტად ავტირდი, საშინელი დედა ვიყავი, ეს პირობაც ვერ შევუსრულე შვილს. ეგოისტი ვარ, ყველაზე ბოროტი ადამიანი დედამიწაზე.
-დე მამიკო... ალ ...მოსულა....
-მაპატიე დე ის... პალატის კარი გაიღო ოთახში კი ბუშტებით, სათამაშოებით დატვირთული ბურდული შემოვიდა.
-აქ ვარ მა..... გაბრიელის საწოლს მიუახლოვდა და გაუღიმა.
-დე ას ხომ ანდლეაა?
-კი დედიკო ის შ...ენი ....მამიკო .....ანდრეააა, ეს ვთქვი და ბედნიერების ცრემლები წამომივიდა.
გაბრიელს თვალები აუბრჭყვიალდა.
-მა მა სად იყავი....
-მე სულ შენ გვერდით ვიყვი მამი.
გაბრიელი ბედნიერებისგან ასხივებდა, წამოიწია უნდოდა ანდრეას ჩახუტებოდა მაგრამ უეცრად ხველა აუტყდა, სულ გაწითლდა. პალატაში რამდრნიმე უცნობი ექიმი შემოვიდა. (ისინი ანდრეამ მოიყვანა)
-შეშინებულმა გაბრიელის ყვირილი დავიწყე. ანდრეამ გულში ჩამიკრა და პალატიდან გამიყვანა.
-გთხოვ ნუ წამართმევ უფალო, გემუდარები, მის გარეშე ვერ გავძლებ ვტიროდი, გაუჩერებლად და ანდრეას ვეკვროდი. ის თმაზე ნაზად მისვამდა ხელს და ცრემმორეული ჩემ დამშვიდებას ცდილობდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე ტას....
მეჩურჩულებოდა და უფრო მიკრავდა გულში.
რამდენიმე საათი ექიმები დასტრიალებდნენ თავს ჩემ ბიჭს.
დილის ექვსი საათი იყო, როდესაც რამდენიმე ექიმი პალატიდან გამოვიდა. როგორაა განადგურებული მივმართე..
-გჯერათ სასწაულების ბატონო ანდრეა მიმართა ექიმმა. ანდრეას არაფერი უპასუხია. მოგიწევთ დაიჯეროთ..... რადგან თქვენი შვილი გადარჩა..... რამდენიმე დღეში მისი წაყვანას შეძლებთ, მაგრამ აუცილებელია მედიკამენტების მიღება. გილოცავთ!
ბედნიერებისგან მეგონა გული გამისკდებოდა ჩემი ბიჭი ჩემი გაბრიელი გადარჩაა, კარგადაა მადლობა უფალო მადლობა.....
ანდრეამ ხელში ამიტაცა დამატრიალა და მოულოდნელად მეამბორა.
-მაპატიე?
-ნუთუ ვერ ხვდები პატარა ქალბატონო მე შენ დიდი ხნის წინ გაპატიე.... მიყვარხარ!
-მე... სიტყვა მისმა კოცნამ გამაწყვეტინა...
-ვიცი.... გამიღიმა.
---------
ხვალ ჩვენ ბაჭიას სახლში დავაბრუნებ. ახლა ანდრეა და ის მანქანებით თამაშობენ. ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშააა. გაბრიელი უბედნიერესია, სპაიდერმენის ფორმა აცვია და აქეთ იქით დაცოცავს.
-პატარა ვაჟკაცო როგორ ხარ?
-კალქად.....
-ძალიან კარგი, ნემსის ხომ არ გეშინია?
-ალა!
-ვა შენ რა მაგარი ბიჭი ხარ? ახლა ცოტა გეტკინება.
-მა დაიყვირა გაბრიელმა.
ანდრეა მასთან მივიდა გვერდით დაუჯდა და გაუღიმა.
-მა ხომ გინდა საბავშო ბაღში დაბრუნება? იმ ცისფერთვალება გოგოს ნახვა? მაშინ უნდა გაუძლო მამი შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და არაფრის უნდა გეშინოდეს! ჩვენ ხომ ვართ მაგრები?
-კი აუუუ.... გაბრიელმა საუბრის დროს ვერ შეამჩნია როგორ დაასრულა საქმე ექიმმა.
ანდრეას გაეცინა.
-ჩემი ვაჟკაცი ბიჭი!
----------
ანდრეას ავტომობილში კომფორტულად მოკალათებული გაბრიელი მანქანებით თამშობდა. მე ფანჯრის მიღმა გავყურებდი განათებულ ქალაქს და მეღიმებოდა. ანდრეას ჩემი მარცხენა ხელი ეკავა და დროდა დრო მეამბორებოდა.
-მეჩვენება თუ გზიდან გადაუხვიე ანდრეა?
ანდრეას ეღიმება და სიჩქარეს უმატებს. დაბნეული ვუმზერ და სანამ რამის თქმას მოვასწრებ მანქანა 2 სართულიან სახლთან ჩერდება.
-აქ რას ვაკეთებთ გაბრიელს ხელს ვკიდებ და ბარგით დატვირთულ ანდრეას ვუმზერ. ის კარს აღებს. ჩემს უკან დგას. მოულოდნელად შუქი ირთვება და ვხედავ ჩემი ახლობლების ბედნიერ სახეს.
გაოცებული ვუმზერდი ანდრეას, რომელიც ჩემ გვერდით იდგა და შუბლზე მეამბორებოდა.
ყველას ჩავეხუტე, ბოლოს მერაბისა და სოფიას პირისპირ აღმოვჩნდი.
-გამარჯობა უხერხულად გავუღიმე მათ.
-კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, რძალო....გულიანად გაიცინა.
-მიხარია შენი ნახვა მამამთილო მეც გავუცინე მას.
-გაბო მა ეს შენი ბაბუა და ბებიაა..... გაუცინა ანდრეამ გაბრიელს.
გაბრიელმა ხელი გაუწოდა მერაბს.
-გამალჯობა ბაბუა! მერაბმა გაბო ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა. შეგვაშინე ბაბუ მიმართ ნაღვლიანი ხმით მერაბმა.....
იმ საღამოს ბევრი ვიმხიარულეთ, უბედნიერესი ვიყავი. მარიამი და დემეტრე, დედა და მამა ( 2სთ წინ ჩამოვიდა), სოფი და მერაბი, მე გაბო და ანდრეა. ყველა ერთად ვიყავით და ერთმანეთის არსებობით ვტკბებოდით. უკვე გვიანი იყო. საპირფარეშოში გავედი. მისაღებში, რომ დავრუნდი არავინ დამხვდა.
-ანდრეა სად არიან დანარჩენები?
-წავიდნენ.
-კი მაგრამ მამა და დედა რატომ არ დაგველოდნენ.
ანდრეამ ხმამაღლა გაიცინა.
-ჩემო სულელო ნუთუ ვერაფერს ხვდები?
გაოცებული ვუმზერდი, იმდენად ბედნიერი ვიყავი არაფერზე მიფიქრია ამ დროის განმავლობაში.
-არ მოგწონს ჩვენი სახლი? მომატრიალა და ყელში მეამბორა.
-ჩვენი სახლი?
-აბა რა... მართალია რემონტი უკვე დასრულებულია მაგრამ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა რაც არ მოგეწონება.
-ხუმრობ? ძალიან ლამაზია! ყველაფერი დავათვალიერე და აღრფთოვანებულმა ვუპასუხე.
-ჩვენი საძინებელი. კარი გააღო ანდრეამ და მაცდურად შემომხედა.
მე არაფერი შევიმჩნიე და გაკვირვებულმა შევხედე.
-ჩემი ნივთები? აქ როგორ მოხვდა?
ბურდულს გაეცინა.
-ცოტათი მარიამი დამეხმარა.
-ოხ მარიამ აღმომხდა გაბრაზებულს. ბუზღუნი ანდრეამ კოცნით გამაწყვატინა.....
--------
ტასოს,გაბრიელს და ანდრეას ველოდით. ყველაფერი მოვაწესრიგეთ. სამზარეულოში ჭიქებს ვწმენდი, როდესაც დემეტრე მომიახლოვდა და მის სხეულს ამაკრო.
ღიმილით შევატრიალე თავი, მან ცხვირზე მაკოცა და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
-მარიამ! გავიგონე დედას ძახილი მისაღებიდან და თავი გავითავისუფლე მაჩაბლის მკლავებიდა.
-წამოდი ჩემს მშობლებს გაგაცნობ!
დემეტრემ დაბნეულმა თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა. გამეცინა და მივმართე.
-მაჩაბელო ხომ არ ღელავ ?
მან გაბრაზებულმა მომაპყრო მზერა.
-ნუ ცუღლუტობ! თორემ დაისჯები! გამაფრთხილებელი ხმით მიპასუხა და მოწყვეტით მეამბორა ბაგეზე. ლოყები გამიწითლდა. დემეტრემ გადმომხედა, გაეცინა ჩემს სიმორცხვეზე და კიდევ ერთხელ მეამბორა დაბუსულ ტუჩებზე.
-მამა დედა გაიცანით ეს დემეტრე მაჩაბელია.
-გამარჯობა სასიამოვნოა დემეტრე, მიმართა ნანამ ღიმილით.
-ჩემთვისაც ქალბატონო ნანა.
მამამ მკაცრი მზერ სტყორცნა მაჩაბელს და ხელი გაუწოდა.
დემეტრემ ხელი ჩამოართვა, სასიამოვნოა ბატონო დავით!
-ჩემთვისაც მკვახედ უპასუხა მამამ. ცოტათი გამიკვირდა დავითისგან ამგვარი ტონი და ავღელდი. მაგრამ ჩემი აღელვება მაშინვე გაქრა, როდესაც მომცინარე დავითს, მერაბს და დემეტრეს შევხედე.
---------
1თვის შემდეგ
-----
ტასო
სამზარეულოში გაბრიელი შემოვიდა.
-დე დე...
-მოხვედი გაბრიელ გულში ჩავიკარი პატარა და ლოყები დავუკოცნე.
-დე დე..
-ხო დედიკო.
-მამიკომ ეს სენთვის გამომატანა. გავხედე კართან მდგომ ანდრეას. წითელი კოლოფი გამოვართვი გაბრიელს. გული სწრაფად ამიძგერდა. ეს ბეჭედის ყუთი იყო. გავხსენი და დამხვდა ბარათი.
-გაგეხუმრე.. :*
ანდრეა გაბრაზებულმა მივმართე მე, მე მეგონა.... ცრემლებიწამომივიდა. საშინლად შეურაწყოფილად ვიგრძენი თავი.
საპირისპირო მხარეს შევტრიალდი. გავიგონე ბურდულის და გაბრიელის სიცილი.
-ქალბატომო ანასტასია, გთხოვთ გამომყევით ცოლად. იყავი ჩემი მეუღლე და ჩემი 5 შვილის დედა. მუხლებზე დადგა ბურდული და მოუთმენელი მზერა მომაპყრო. მე მისკენ შევტრიალდი და განრისხებულმა მივმართე.
-არა!
-დარწმუნებული ხარ! ჩემი ხელი დაიკავა, თვალებში მაცდურად მიმზერდა.
ულამაზეს, ბრილიანტის ბეჭედს გაბრაზებული ვუმზერდი.
-კი!
-კარგი წავედი.....
-აააააა დავიყვირე და შევახტი.
-გაგეხუმრე..... მიყვარხარ!.. რათქმაუნდა თანახმა ვარ. ჰაერში დამატრიალა მეამბორა. ჩემი ხელი აიღო და ბეჭედი გამიკეთა. მე გამეცინ. 5 შვილის დედა?......
-ანდრეა ხომ არ ფიქრობ რომ ყველაფერი ბოლოდან დავიწყეთ?
-ასეა ქალბატონო ანასტასია ჩვენ ხომ ბურდულები ვართ!
-ქოლწილია! ქოლწილი! შეჰყვირა გაბრიელმა და ხტუნვა დაიწყო. ანდრეამ გაბრიელი ხელში აიყვანა და ორივე მათგანი ჩამეხუტა.
ბედბიერი ვარ ბედნიერი! და მინდა ეს მთელმა მსოფლიომ გაიგოს!!!!
-----
ამ ბოლო დროს, ენ რაოდენობით ვჭამ, სულ მეძინება. ჩემი ეჭვების გასამართლებლად კლინიკაში წავედი. 1 კვირა დარჩა ჩემი და გაბრიელის ქორწილამდე და უბედნიერესი ვარ ახლა კი უფრო მეტად რადგან გაბრიელს ძამიკო ან დაიკო ეყოლება. რათქმაუნდა ჯერ არ გავუმხელდი ანდრეა მამიკოს ამ უმაგრეს ამბავს მაგრამ უზომოდ მინდოდა ახლა მისი ნახვა. ლილეს ვესალმები და ანდრეას კაბინეტის კარს ვაღებ.
გაოცებული ვუყურებ ანდრეას და ნინის რომელიც 4 წელია აღარ მინახავს ( ის ანდრეას ვნებიანად კოცნის, ჩემ დანახვაზე ფეხზე დგება და მიმზერს ვითომ შეწუხებული). რათქმაუნდა არ ვაპირებდი პანიკის, ეჭვიანობის სცენის ატეხვას. მე ხომ ანასტასია ჯაყელი ვარ. ორი შვილს დედა რომელებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
-ოხ რა სასიამოვნო სურპრიზია?
ვუმზერ ირონიით ნინის და ოთახში შევდივარ.
-ბურდული ფეხზე დგება და ცდილობს რამენაირად ამიხსნას, რომ ეს ის არ არის რაც ვიფიქრე.
ნინი კმაყოფილი, ღიმილით მიმზერდა და ფიქრობდა წამი წამს ტირილით გავარდებოდი ოთახიდან. მაგამ მწარედ ცდება.
-ჩემო ძვირფასო ყოფილო მეგობარო, ძალიან კარგად გიცნობ, იმისთვის, რომ დავიჯერო ეს შენი ყოველდღიური სპეკტაკლი. არ ვაპირებ ჩემი უმშვენიერესი ოჯახის დანგრევას, შენნაირი ძუკნას გამო,ამიტომ სანამ თმების თრევით გამიყვანიხარ აქედან და შენ ძალიან კარგად იცი, რომ ამის გამკეთებელი ვარ შენი ნებით დატოვე აქაურობა. დაცვა!!!!
ნინი გაოცებული და გაბრაზებული მიმზერს.
ხო კიდევ გასვლამდე დავაწიე სიტყვა ნინოს.
-ჩვენი ქორწილის მოსაწვევს გამოგიგზავნით! ხომ იცი როგორი კეთილი ადამიანი ვარ! მთელი ირონია ჩავაქსოვე სიტყვებში.
-ააააა.... ამას ინანებ ტასო! გაცხარებულმა დაიყვირა ნინიმ, დაცვის ხელებისგან თავი გაითავისუფლა და ბაკუნით დატოვა ოთახი.
-პაკა! ხელი დავუქნიე და მეორე ხელით მუცელს მოვეფერე. გავიფიქრე: ვიცი პატარავ მაგარი დედიკო ვარ კმაყოფილმა გავიღიმე.
ანდრეა გაოცებული, კმაყოფილი სახით მომიახლოვდა.
-ანდრეა არ შემეხო!
-ტას....
-ახლავე წადი დაიბანე! ხომ იცი ვერ ვიტან ჭუჭყიან არსებებს. მალე რატომ მიმზერ ასე უცნაურად გელოდები! ფეხები დავაბაკუნე
ანდრეამ სიცილი ატეხა,კაბინეტიდან გავიდა და გაოცებულ თაამშომრებლს.
კმაყოფილი მზერით უთხრა.
-ჩემი საცოლეა!
რათქმაუნდა, ცოტათი გაღიზიანებული და გაბრაზებული ვიყავი მაგრამ პატარას გამო არ ვაპირებდი ბედნიერ ღიმილის მოშორებას. მარიამის სანახავად კომპანიაში შევიარე. ხო მართლა მარიამმა კარგი თანამდებობა მიიღო საქართველოში ერთ ერთ მსხვილ კომპანოაში. მე იშვიათად დავდივარ ,,GTM"-ში მაიკლი აქ გადმოცხოვრდა. სხვათა შორის არც მისი გულია თავისუფალი. ლილე გაიცნო, ანდრეას თანაშემწე და ყურებამდეა შეყვარებული. მეცინება, როდესაც ვუსმენ როგორ აღფთოვანებით საუბრობს მასზე.
------
მარიამის კაბინეტში შევედი, ჩემი და გაფითრებული იჯდა და კომპიუტერის მონიტორს შესცქეროდა.
-რა ხდება მარიამ... არაფერი მიპასუხა მაშინვე დავაკვირდი სურათებს, რომლებზეც დემეტრე იყო გამოსახული სხვადასხვა გოგონებთან ერთად და კოცნიდა მათ.
-მარ მომისმინე ეს იმ ადამიანმა გააკეთა ვისაც თქვენი დაშორება უნდა... გთხოვ.....
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ მარიამი ტირილით გავარდა კაბინეტიდან.
სახლში გვიან დაბრუნდა თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. ვეცადე დავლაპარაკებოდი მაგრამ უშედეგო არ მისმენდა. 2 დღე ოთახიდან არ გამოვიდა, ჩემ ქორწილამდე 3 დღე იყო დარჩენილი ძალიან ცუდად ვიყავი. ვერაფერს ვუდებდი გულს როდესაც ვიცოდი როგორ უჭირდა ჩემს დას. დემეტრე თითქმის ჩვენ სახლის კართან გადმოცხოვრდა.
-დედა თავი დამანებე რა.... ხვალ მოვიზომებ საქორწინო კაბას გთხოვ.
-პატარძალი გაჯიუტდა. ღიმილით შემოვიდა, ჩემს ოთახში მარიამი და საწოლზე ჩამოჯდა.
-როგორ ხარ დაიკო? მივმართე ნაღვლიანად.
-უკვე კარგად! ადექი წავიდეთ ნუ ჯიუტობ.
-მარ ნამდვილად კარგად ხარ?
-კი ტას, იმ ადამიანის გამო თავს არ დავიტანჯავ ვინც მიღალატა.
-მარ ის ფოტოებ...
-არა ტას ფოტოები არაფერ შუაშია მის ბინაში მივედი იქ არ დამხვდა როდესაც დაბლა ჩამოვედი დავინახე როგორ კოცნიდა სხვას. ახლა კი გთხოვ ნუ გამახსენებ დემეტრეს....
სწრაფა გუჩი, არმანი, შანელი, გვიხმობს!!!!! გაიცინა და თავის ოთახისკენ წავიდა მოსამზადებლად.
ხო მართლა ბურდული დაისაჯა ქორწილის დღემდე ვერ მნახავს. უნდა გაიგოს, რომ ასე უბრალოდ არ ვაპატიებ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ნინის გეგმა იყო ,,გაენადგურებინა ჩემი მომავალი".....
-აუ თუ შეიძლება ის მომაწოდეთ...აუ მარიამ დამეხმარე ვეერ ვაკეთებ არჩევანს, ორივე მომწონს!!!!! გთხოვ ეს ჩაიცვი რა და დამენახე, თუ შენ მოგიხდა რათქმაუნდა მეც მომიხდება გავუღიმე დაბნეულმა, და ჩაფიქრებულმა. ტანზე თეთრი ზურგზე ამოღებული, დაშვებული. კაბა მეცვა და სარკის წინ ვტრიალებდი.
-ულამაზესი ხარ, ზურგს უკან ბურდული ამომიდგა და ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა ყელზე.
-აქ რას აკეთებ! გაბრაზებულმა გავუსწორე მზერა სარკეში ანდრეას ანარეკლს. ცოლად ჯერ კიდევ, რომ მოგყვები ეს იმას არ ნიშნავს რომ გაპატიე.
-კაი რა ტო შენ ჩემზე უკეთ იცი იქ რა მაფია ტრიალებდა.
-საძაგელო მომაშორე ხელები.... სწრაფად დამატრიალა, ხელზე გადამიწვინა მეამბორა და ყურში სიცილით ჩამჩურჩულა.
-ჩვენი პირველი ცეკვა გახსოვს? მზად ვარ შური ვიძიო უკეთ მოვემზადე. ამჯერად პატარა ქალბატონო მაინც დაგამარცხებ!
-ჰა ჰა ჰა ჰა ვერ ეღირსები ბაყაყო!
-ხო ვიცი ენამწარევ მეც მიყვარხარ!
-კაი ახლა შეგიძლიათ ჩვენც შეგვიმჩნიოთ? მესმის დემეტრეს ხმა. მისკენ ვიყურები. მას და გაბრიელს ხელი აქვთ ჩაკიდული და როგორც პატიოსან ყმაწვილებს მეორე ხელი თვალებზე აფარებული.
-ვა თქვენც, რომ აქ იყავით სულ გადამავიწყდა! ნაგლურად გაუღიმა ანდრეამ დემეტრეს.
გაბრიელი ჩემსკენ გამოიქცა. გარშემო შემომიარა, თავისი მწვანე თვალებით ყურადღებით დამათვალიერა.
ბოლოს გახარებულმა შეჰყვირა.
-დე ლა ლამაზი ქალ! და ჩამეხუტა.
-მადლობ დე.
-დედიტო იცი როგორ მიყვარხარ.
-ვაუ გაბრიელ რა ხდება დე?
-დეე... ესეთი კაბა ნიტასთვის ვიკიდოთ რა (ცისფერთვალებ გოგონა.)
სამივეს გაგვეცინა.
-კაი მა ოღინდ, როდესაც დიდი კაცი გახდები მაშინ!უპასუხა ანდრეამ.
-აუ მა შენ ალ მითხალი უკვე დიდი კაცი ხალო?!
სიცილს ვერ ვწყვეტდით, გაბუტუი ანდრეას დანახვისას. გარკვევით დავინახე დემეტრეს გაოცებული სახე, როდესაც მარიამი გასახდელიდან გამოვიდა და დამიძახა.
-ტას აბა ეს ნახე როგორია?..
ერთხანს ისინი მდუმარედ უმზერდნენ ერთმანეთს. დემეტრე გაშტერებულ უყურებდა ულამაზეს საქორწინო კაბაში გამოწყობილ მარიამს. მარიამს სახე წამში შეეცვალა გაღიზიანებული გვერდით დამიდგა, სარკის წინ და მომლოდინე თვალები მომაპყრო.
-აბა რას ფიქრობ რომელი სჯობს? ანერვიულებული ტრიალებდა სარკესთან და ვგრძნობდი, ძალიან უჭირდა თავის შეკავება, ტირილი, რომ არ დაეწყო.
-აუ ბიჭებო რომელი სჯობს?
-მე სენი კაბა მომწონს!
-მეც ვფიქრობ ეს უფრო გიხდება.
-დემეტრე რას იტყვი? რომელი სჯობს?
-ულამაზესია! ჰა რა... დაბნეული მიმზერდა დემეტრე. ვფიქრობ, შენი კაბა სჯობს... უფრო დახვეწილია და ლამაზია ამსთან შედარებით. აგდებით მიმითითა მარიამზე.
მარიამი საშინლად გაბრაზდა.
- არ ვიცი, ეს კაბაც ძალიან ლამაზია. მმმმმმ ვფიქრობ ამას შევიძენ. გასახდელისკენ წავედი.
-ტას მოიცადე, გთხოვ ფოტო გადამიღე, უჩვეულოდ მხიარული მეჩვენა მარიამის ხმა.
-ფოტო?გაოცებულმა შევხედე.
-ხო ფოტო... მინდა ლაშას ვანახო.
-ლაშას?! (მისი თანამშრომელი) ამ კაი ტელეფონი მოვიმარჯვე, მარიამმა კამერას გაუღიმა.
-ლაშა ვინაა.... ხელი მუცელში დავარტყი შეუმჩნევლად ანდრეას. ამმმმ უკვე ქორწილზე ფიქრობთ.
თამაში აგვყვა ანდრეა.
დემეტრეს გაეღიმა წარბაწეული გვიმზერდა.
-ახ ლაშა ხო?! გაეცინა დემეტრეს.
-ხო ლაშა ძაან საყვარელი ტიპია. ტუჩზე იკბინა მარიმ, სარკისკენ შეტრიალდა, თმის და კაბის შესწორება დაიწყო.
ცოტაც და დავარდებოდა, დემეტრე მისკენ გაიქცა და დაიჭირა.
მისი ხელებისგან თავი გაითავისუფლა, კაბის სწორებით გაიმართა წელში.
-უმმმ გადავიფიქრე ეს კაბა ნამდვილად არ არის ჩემთვის შეკერილი. აღარ მომწონს! წარმოთქვა გაბუსულმა მარიამმა და გასახდელისკენ წავიდა. ისეთი უკმაყოფილო იყო როგორც ჭირვეული პატარძალი.
-ვიღაცა ძალიან უკმაყოფილოა, ასე მგონია ჩემი კი არა მისი ქორწილია ჩავიცინე და ყველას გაგვეცინა.
-მესმის! გავიგონეთ მისი გაბრაზებული ტონი.
-----------
სიცილით გამოვედით მაღაზიიდან.
-მარ ძალიან დავიღალე, თან
საშინლად მომშივდა ერთ დიდ ჰამბურგერს შევჭამდი მარწყვის ჯემით.
-რააა ფუუუ.... რა გჭირს ტასო... დაეჭვებულმა შემომხედა მარიამმა.
-გთხოვ შენ და გაბრიელი წადით საყიდლებზე, შარვალ კოსტუმი აურჩიე ჩემს პატარას კარგი?!
-კარ.... მარიამის ტელეფონი აწკრიალდა.
-ხო ლაშ, უპასუხა რაც შეიძლება უდარდელად..... ამმმ არ დღეს ვერ შეგხვდები, ყველას გადმოგვხედა, მაგრამ თუ გინდა საყიდლებზე გამოგვყევი.
მმმ კი მარტო მე და გაბრიელი... კაი მალე გნახავ.
საუბარი დაასრულა მარიამმა და კმაყოფილი ღიმილით წარმოთქვა.
-კარგი ტას თქვენ წადით, მე და გაბრიელი ლაშას შევხვდებით და ვიშოპინგებთ.
-კარგი აბა ჭკვიანად.
-მე გაგიყვანთ, მანქანით ვარ! წარმოთქვა აშკარად გაღიზიანებულმა დემეტრემ.
-არ მინდა მადლობ! მთელი ირონია ჩააქსოვა მარიამმა სიტყვებში.
-აუ წავიდეთ ლა, დემეტლესთან ელთად.
-მარიამ ნუ ჯიუტობ, დემეტრე უბრალოდ მიგიყვანთ სადაც საჭიროა. საუბარში ბურდული ჩაერთო.
-კარგი.
-----
ვცდილობდი ყურადღება არ დამეთმო დემეტრესთვის, რომელიც ჩემსკენ მზერას აპარებდა.
მანქანის კარი გავაღე, ლაშა გადავკოცნე და მასთან მხიარული საუბარ დავიწყე.
(მოდი ყველაფერს გიამბობთ: მაიკლის რეკომენდაციის წყალობით, საკმაოდ კარგი თანამდებობა მივიღე საქართველოში ერთ ერთ მსხვილ კომპანიაში. ლაშაც სწორედ იქ გავიცანი, თანამშრომლები ვართ. თავიდავე შევამჩნიე, რომ მოვეწონ, სულ ცდილობდა ჩემთან ურთიერთობას და შეხვედრას მთხოვდა მაგრამ თავაზიანი ფორმით თავიდან ვიშორებდი. როდესაც ფოტოები ვნახე მაშინვე, დემეტრეს სანახავად წავედი, მის კორპუს რომ მივუახლოვდი. დავინახე როგორ კოცნიდა დემეტრე ვიღაც გოგოს. მალევე შემამჩნია, იმ გოგოს ხელი კრა და ჩემსკენ წამოვიდა. მე გავიქეცი მან კი ვეღარ მიპოვა.
მასზე საშინლად ვიყავი გაბრაზებული. ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი ლაშას, რომ ვიყენებ, მაგრამ როდესაც დემეტრეს სიბრაზისგან აელვებურ თვალებს ვუმზერ შურისძიებით ვტკბები.)
-დემეტრე შენ კიდევ აქ ხარ? შეგიძლია წახვიდე!
-არსად წასვლას არ ვაპირებ! წარმოთქვა აშკარად გაღიზიანებულმა.
-დემეტლე წამოდი! დაიყვირა გახარებულმა გაბრიელმა და მაღაზიისაკენ გაიქცა.
-გაბრიელ მოიცადე, წამოდი ჯერ სამოსი შევიძინოთ და შემდეგ სათამაშოები. მოდი ჩემთან.
გაბრიელი ჩემსკენ გამოიქცა მაგრამ დემეტრესთან მივიდა და ხელში აყვანა სთხოვა.
ჰმმმ მშვენიერია, როგორც ჩანს მაჩაბელის გარეშე ყოფნა გარდაუვალია.
-ხო მართლა დემეტრე გაიცანი ეს ლაშა ამაღლობელია. ლაშ ეს დემეტრე მაჩაბელია.
-სასიამოვნოა გაღიზიანებულმა ჩამოართვა ხელი.
ლაშა და მე სიცილით მივდიოდით. გაბრიელი და დემეტრე უკან მოგყვებოდნენ. რაც შემეძლო დაუფარავად ხმამაღლა ვიცინოდი ლაშას ამაზრზენ ხუმრობებზე.....
-ვაუ რა სიმპატიური ხარ გაბრიელ. დატრიალდი. მორჩა გადაწყვეტილია ამას ვყიდულობთ. შენც ხომ მოგწონს პატარავ?
თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა გაბრიელმა.
-ქალბატონო თქვენთვის არ გნებავთ სამოსი? საღამოს კაბების ახალი კოლექცია მივიღეთ.
-უმმმ დიახ რათქმაუნდა. დემეტრეს გაღიზიანების გეგმით, იმდენად ვიყავი დაკავებული თავად გადამავიწყდა ახალი კაბა, რომ უნდა შემეძინა.
ბიჭები სავარძელში ჩასხდნენ. 10 განსხვავებული კაბა ავარჩიე, მათგან 5 ზედმეტად გამომწვევი ლაშამ შემირჩია, შესანიშნავი გეგმა მოვიფიქრე. გასახდელისკენ გავემართე, როდესაც გაბრიელი დამეწია, კაბა გამომიწოდა გამეღიმა და გამოსაცვლელ კაბინაში შევედი.
-კარგია? ბიჭების წინაშე დავდექი წითელი, ზედმეტად დიდი დეკოლტით და მოკლე კაბით.
-ვაუ მარ რა სექსუ..... ლაშამ ტუჩი მოიკვნიტა და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. ძალიან გიხდება გაასწორა წინადადება.
მე მორცხვად გავუღიმე და ამჯერად დემეტრეს შევხედე. ძარღვები დაჭიმვოდა და გაღიზიანებული მიმზერდა. გაბრიელმა დემეტრეს გადახედა და თავი უარის ნიშნად გააქნია. მე-8 კაბის გამოცვლის შემდეგ ლაშამ თავი ვეღარ შეიკავა, ამბობდა ხომ უნდა შევამოწმოთ ცეკვის დროს კაბა ხელს ხომ არ შეგიშლისო, მომიახლოვდა დამატრიალა და ხელზე გადამაწვინა. გამეცინა გავსწორდი კაბა გავისწორე და მაჩაბელს შევხედე. ისეთი სახე ჰქონდა, ცოტაც და ვიღაცას წამებით მოკლავდა. კმაყოფილმა გავაბიჯე გასახდელისკენ.
ბოლო კაბა მოვირგე, მაგრამ ზურგზე ზონრის შეკვრა ვერანაირად მოვახერხე.
ვიღაც მომიახლოვდა, ზონარი შემიკრა მხარზე ცხელი კოცნა დამიტოვა გამაჟრჟოლა, ძალიან დამცხა, ლოყები ამიწითლდა. შემოვტრიალდი მაჩაბელი თვალებში მიმზერდა, ჩემსკენ წამოვიდა. მე კი უკან დავიხიე კედელს ამაკრო ერთხანს თვალებში მიმზერდა, თანდათან მიახლოვდებოდა, სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-მომშორდი ზიზღით მივმართე. მან მუშტი მთელი ძალით დაარტყა კედენს და კაბინა დატოვა.
ჩავიკეცე სახე ხელებში ჩავრგე და ყველანაირად ვეცადე ცრემლები შემეკავებინა. ფეხზე წამოვდექი და რაც შეიძლება ჩვეული, უდარდელი ღიმილი ავიკარი სახეზე.
სარკეს მივუახლოვდი, მის წინ დავდექი და ცოტათი გავოცდი.
კრემისფერი გრძელი კაბა, წელს ზევით უამრავი ცისფერი თვლით, სწორედ ჩემი თვალების ფერი. ოდნავ გამეღიმა. შემოვტრიალდი სავარძელში ნაყინით ხელში ლაშა და გაბრიელი ისხდნენ, (როგორც ჩანს ცოტა ხნის წინ მოასწრეს შეძენა.) მოშორებით კი მაჩაბელი იდგა.
-კარგია არა? ვფქვი ღიმილით.
ლაშამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, გაბრიელმა გამიღიმა და დაიყვირა.
-ცექედე სენნაილი თვალის ფელის თვლებითაა სავსე.
-ვიცი საყვარელო ხომ ლამაზია.
-ძალიან! აღფთოვანებულმა წარმოთქვა გაბრიელმა და ჩამეხუტა.
-მეც ძალიან მომწონს ამას ვყიდულობ. ლაშამ მხრები აიჩეჩა, როგორც გინდაო. დემეტრესკენ გავიხედე, მან კმაყოფილმა, ნასიამოვნებმა გაიღიმა, შემდეგ კი კარისკენ წავიდა. მხოლოდ შინ მიმავალ გზაზე გავაცნობიერე, რომ ეს კაბა სწორედ ის იყო, რომელიც გაბრიელმა მომიტანა. გაბრიელს კი დემეტრემ გამოატანა. გავიღიმე და თავი მინას მივადე. მიუხედავად ყველაფრისა მაჩაბელი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.....
---------
-დედიკო ადექი დღეს ქოლწილია!!! ყვირილით შემოვარდა ჩემს ოთახში გაბრიელი და თავზე დამახტა.
ჩემს ოთახში სოფი, ნანა დ რამდენიმე გოგო (სილამაზის სალონიდან) შემოვიდა მათ კი მარიამი შემოჰყვა.
-ურააა მეღირს და მითხოვდება! ყვიროდა მარიამი და გაბრიელთან ერთად დახტოდა.
-ქოლწილია, ქოლწილი! არანაკლებ ხმაურობდა გაბრიელი.
-ტასო ადექი ნუ ზარმაცობ
-თმა, კაბა...
-ფეხსაცმელი, მაკიაჟი, მანიკური ... ყველა ერთად საუბრობდა. და სარკის წინ თმას, ფრჩხილებს, მაკიაჟს მიკეთებდნენ.
-ჩუმად! დავიყვირე ფეხზე წამოვდექი, სამზარეულოში შევედი, ყველაფერი დიდ ლანგარზე დავაწყვე რაც ამ წამს მინდოდა.
ბანანი, ყურძენი, 1 იოგურტი, შოკოლადი, კეჩუპი და პური. ლანგრით ხელდამშვენებული ჩამოვჯექი სკამზე. ლანგარი მაგიდაზე დავდე, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, შემდეგ გარშემო ყველა.
გაოცებულ ხალხს მივმართე.
-რაღას უცდით განაგრძეთ! მხოლოდ ეს ვთქვი და ყურძნის მარცვალი პირში გავიქანე.
რათქმაუნდა მარიამი ხვდებოდა რაშიც იყო საქმე მაგრამ იმდენი რამ იყო გასაკეთებელი დრო არ რჩებოდა სასაუბროდ.
უბედნიერესი ვარ..... ჯვარი სამებაში დავიწერეთ და რესტორანში გადმოვინაცვლეთ. მარიამი მოწყენილია, დემეტრე არ გამოჩენილა და გაბუსული ზის მაგიდასთან.
გაოცებული მიმზერს ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემს გვერდით ზის და მთელი შემართებით ინარჩუნებს ნერვებს გრძელი და ერთფეროვანი სადღეგრძელოების მოსმენისას. ამ წამს ჩემს პატარას ის მარწყვი მოუნდა რომელიც სამ სართულიან საქორწინო ტორტს ამშვნებს. თავს ვერ ვიკავებ და ყველა მარწყვს სათითაოდ ვიპარავ.
-რა? მივმართე გაოცებულ ანდრეას წარბაწეულმა. მინდა! დავიბუზღუნე.
მას გაეცინა და მოწყვეტით მეამბორა.
-მოემზადე საყვარელო ჩემი დრო მოვიდა. ჩამჩურჩულა ხელი გამომიწოდა და საცეკვაო დარბაზის შუაში დამაყენა.
ვცეკვავდი და ვიცინოდი ჩემ ქმართან ერთად. ის აშკარად ბევრად უკეთ იყო მომზადებული.
ცეკვა დავასრულეთ.
ის მომიახლოვდა
-აბა საყვარელო როგორია მარცხის გემო?.... ბურდულმა გაიცინა და ჩემი ხელში აყვანა და დატრიალება სურდა. შევაჩერე. მან გაოცებულმა შემომხედა.
-არა მამიკო! არ შეიძლება! მე და ჩვენ პატარა გოგოს რამე გვეტკინება! მივმართე ღიმილოთ და მუცელს მოვეფერე.
-რა?..... დაბნეულმა მხოლოდ ეს თქვა.
-რა რა ბურდულო კიდევ ერთი ანგელოზის მამა ხდები!
-ააააა, სიხარულისგან ჰაერში ახტა ბურდული. ღადაობ? ტას მართლა! შემდეგ დაიხარა და მუცელზე მეამბორა.
დარბაზი ჯერ გაოცებული, შემდეგ კი ბედნიერი გვიმზერდა.
-დაიკო მეკოლება! ჩვენსკენ გამოიქცა გაბრიელი.
-ხო მამი ხო! ანდრეამ ხელში აიტაცა გაბრიელი. ყველა გვილოცავდა ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო მერაბი.
გვერდით მარიამი მომიჯდა.
-საძაგელო რატომ დამიმალე?
-მინდოდა გრანდიოზული სურპრიზი გამეკეთებინა ყველასთვის.
-დამპალო ჩამეხუტა მარიამი, გილოცავ!
-მეც მიყვარხარ დაიკო.
ცეკვა ,,ქართულის" ჰანგებით გაივსო დარბაზი.
მარიამს ლეკვის თვალებით შევხედე.
-გთხოვ რა ჩემთვის იცეკვე! ხომ იცი ასე მდგომარეობაში ვერ შევძლებ თავად.
-აუ ტას, ხომ იცი ვერ ვცეკვავ, თან ცეკვის ილეთები 12 წლის წინ მასწავლე.
-კარგი რა გაბუტულმა შევხედე.
-ხო კარგი კარგი, მაგრამ თუ წავიქეცი მაშინ შენი ბრალი იქნება.
ცეკვის სურვილი საბოლოოდ გამიქრა როდესაც ჩემსკენ მომავალი ლაშა დავინახე, ცეკვა სულ რაღაც 30 წამის დაწყებული იყო როდესაც სცენის დატოვება გადავწყვიტე ერთი ბრუნით, მოულოდნელად შემოსასვლელის კართან მდგარი მაჩაბელი შევნიშნე. გამეღიმა, მასაც. დავტრიალდი მთელი სინაზით, მონდომებით განვაგრძე ცეკვა. კიდევ ეთთხელ დავტრიალდი და ის იქ აღარ იყო.კამერები ჩემს გარშემო ტრიალებდნენ, ახალგაზრდა ბიჭების ოდენობამაც იმატა. ვიგრძენი როგორ ამიტაცეს ხელში, შუა ცეკვის დროს და კარისკენ წამიყვანეს.
-------
აღრფთოვანებული ვიყავი მარიამის ცეკვით, ის ძალიან ნაზად და ლამაზად ცეკვავდა. მოულოდნელად ყველაფერი აირია, ჩემი და გაიტაცეს ფეხზე წამოვდექი, ანდრეამ შემაჩერა.
-ყველაფერი კარგადაა, დემეტრეს ოინებია. მითხრა ღიმილით ანდრეამ და ყელში მაკოცა. სანამ ლაშა გონზე მოსვლას, გარეთ გაქცევას მოასწრებდა დემეტრე და მარიამი უკვე გზაში იყვნენ. არავის არ ემჩნეოდა აღელვება. მერაბი, სოფია, ნანა და დავითი მხიარულად იცინოდნენ.
-როგორც ჩანს ჩემს გარდა ყველამ იცოდით ამის შესახებ რატომ დამიმალეთ! გაბუტული ხმით ვუთხარ ქმარს.
-იმავე მიზეზით, რომელითაც თავად დაგვიმალე ჩემი პატარა გოგოს არსებობა. გაეცინა და მეამბორა.
--------
-შენ რა გაგიჟდი?
-კი შენ გამაგიჟე.
- ხვდები მაინც რას აკეთებ? ახლავე გააჩერე მანქანა.
-მოგიტაცე პატარავ.
-რააა, გააჩერე მანქანა! დავიყვირე გაბრაზებულმა. რა გინდა დემეტრე ვერ ხედავ რომ ვერ გიტან, მძულხარ ადამიანო.
-მარიამ დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი.
-რა ვერ გაიგე! არ მიყვარხარ! მძულხარ, შენნაირ მოღალატეს არასდროს შევიყვარებ.
-მარიამ მომისმინე, იმ საღამოს ეს სპეკტაკლი ნინიმ...
-არ მაინტერესებს ნუ ცდილობ თავი უდანაშაულო მსხვერპლად მომაჩვენო. შემეშვი! თავი დამანებე, მთელი ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით არ ვიქნები რომელიც მიღალატებს.
-რატომ არ მისმენ ამის დედა..... რატომ არ გჯერა ჩემი?
-არ მჯერა და არც არასდროს დაგიჯერებ მატყუარა ხარ! მატყუარა! მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენნაირი ადამიანის გვერდით ვიყო! ძალიან გაბრაზებული, გულნატკენი, გაღიზიანებული, ვიყავი. ვერ ვაცნობიერებდი რას ვსაუბრობდი. დემეტრემ ავტომობილი დაამუხრუჭა, მთელი ძალით დაარტყა ხელი საჭეს. რამდენიმე წუთი ორივე ვდუმდით, ცრემლები მისველებდა სახეს, გული კი ძალიან მტკიოდა.
-არ მინდა რამე დაგაძალო.... წარმოთქვა ხმაგაბზარულმა.
მიყვარხარ! და არ დავუშვებ თუნდაც მე ვიყო შენი ტანჯვის მიზეზი. მანქანა სწრაფად მოატრიალა, უკან დაბრუნდა.
ძალიან ცუდად ვიყავი, მხოლოდ ერთი რამ მსურდა ჩემს ბალიშს ჩავხუტებოდი და ის ტკივილი და ბრაზი დამეცალა რომელიც ყელში მებჯინებოდა.
მანქანიდან გადავედი და სახლში შევედი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, ბოლოს ჩამეძინა. 2 დღე გავიდა მას შემდეგ, ტასო ცდილობს დამელაპარაკოს მაგრამ არავის მოსმენა არ მინდა. ახლა ტასო ჩემ ოთახში შემოდის, საწოლზე ჯდება და მომმართავს.
-მარ ჩვენ ახლა დემეტრესთან....
-გაჩუმდი ტასო, არ მაინტერესებს მაჩაბელი, მძულს ეგ ადამიანი.
-კი მაგრამ მარიამ ის....
-გადი ანასტასია არ მაინტერესებს!!!!! მაგ ადამიანთან აღარაფერი მაკავშირებს ყველაფერი დასრულდა. დავუყვირე გაღიზიანებულმა.
-ტასო წავიდეთ, დაანებე თავი...
ოთახში ანდრეა შემოვიდა. აი ნახავ ჯიუტო ჯაყელო ამას ინანებ! საკუთარ ბედნიერებას კარგავ! ოდნავი წყენით მომმართა სიძემ და ოთახი დატოვა.
------
ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.
-მარიამ აქ რა გინდა? მომმართა გაკვირვებულმა ნანა.
დედა დღეს ბავშვები დემეტრეს ემშვიდობებიან ავღანეთში ბრუნდება.
-არ მაინტერესებს წარმოვთქვი ისე რომ არც კი გამიაზრებია, რა თქვა დედამ.
-მარიამ რას აკეთებ, გამოფხიზლდი შვილო საკუთარ ბედნიერებას კარგავ შეხედე რას დაემსგავსე! გამოფხიზლდი! დემეტრეს კარგავ! ცხოვრებაში პირველად მიყვირა ნანამ.
-დემეტრე ავღანეთში მიდის, დავკარგე, სამუდამოდ დავკარგე! ვიმეორებდი გონებაში ფეხზე წამოვდექი გარეთ გავიქეცი. ავტოფარეხში შევედი და მამას ავტომობილში ჩავჯექი. ტასოსთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ გათიშული ჰქონდა. ტირილით მოვისროლე ტელეფონი სავარძელზე. ტელეფონი აწკრიალდა, სწრაფად ვუპასუხე უცხო ნომერს.
-რა სამწუხაროა, ძვირფასო სამუდამოდ დაკარგე დემეტრე მაჩაბელი! რა სულელი ხარ მარიამ, მებრალები! გავიგონე ამაზრზენი სიცილი.
-ვინ ხარ?
-ნინი ვარ საყვარელო შენი ერთგული მეგობარი! უკვე გვიანია, ის უკვე თვითმფრინავშია..... ტუუუუ ტუუუუ.... მესმის გაბმული ზარი.
მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანია. რაღაცას ვეჯახები და თავში ტკივილს ვგრძნობ.
-კარგად ხართ, მესმის ვიღაცის ხმა შემდეგ კი ვითიშები.
-----------
3 თვის შემდეგ
---------
თავი გიგრძვნიათ არარაობად? როცა სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, როცა გძულს საკუთარი თავი. ახლა ასე ვარ! ამჟამად ნიუჯერსის შტატში, ქალაქ
ნიუ-ორკში ვარ. ცხოვრება გავაგრძელე მაგრამ დღემდე შიშში ვცხოვრობ, ვგრძნობ როგორი არარაობა ვარ. ჩემს ცხოვრებას აზრი დაეკარგა. ახლა უბრალოდ მოძრავი არსება ვარ, უგრძნობი, გულქვა. საკუთარი თავი მძულს! რადგან თავის დროს ის ვერ დავაფასე რაც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის. გავუშვი, დავკარგე.
ძალიან ვნანობ, ახლა ვაცნობიერებ დემეტრეს სიტყვებს.
-,,მარიამ მომისმინე, იმ საღამოს ეს სპეკტაკლი ნინის" დადგმული იყო. მას უნდოდა ჩემი ცხოვრება დაენგრია და ამასაც მიაღწია კიდეც. მე სულელმა კი იმ ადამიანს არ მოვუსმინე რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი...
მართალი იყო ანდრეა.
,,აი ნახავ ჯიუტო ჯაყელო ამას ინანებ, საკუთარ ბედნიერებას კარგავ" ღამერთო როგორ მძულს საკუთარი თავი. 3 თვის წინ გამოვიყიფე, მას შემდეგ არ მიტირია, საკუთარი უბედურება ხომ ჩემი ბრალია. ვსწავლობ და ვმუშაობ, მინდა ავიმაღლო კვალიფიკაცია. საქართველოში დაბრუნება არ მსურას.
4თვის შემდეგ..
არაფერი შეცვლილა ისევ უბედური ვარ..... მენატრება...
1 თვის შემდეგ
ტასო უკვე მე-7 თვეშია გაიბერა....
1თვის შემდეგ
მენატრება სამშობლო...
კიდევ 1 თვის შემდეგ.
-დღეს პირველად მივესალმე პატარა ნუცას, მწვანეთვალება ანგელოზს..... არაფერი შეცვლილა უბედური ვარ....
2 თვის შემდეგ
-1კვირაში ლილეს და მაიკლის ქორწილია შინ ვბრუნდები.... მენატრება.....
---------
უკვე კარგად ვარ.... ყველას ერთად ვიკრავ გულში და ბედნიერი ვარ....
-გამარჯობა დეიდას ანგელოზო.... პატარა ნუცა გრძელ წამწამებს ახამხამებს და მიღიმის.
გაბრიელი ჩემსკენ მორბის მე კი მას გულში ვიკრავ.
დედას ცრემლიან თვალებს, ხელის გულებით ვუმშრალებ.
ანდრეა მიღიმის.
-დიდი პატივია, თქვენი ხილვა დაკარგულო ქალბატონო. როგორციქნა გვიკადრეთ!
-ნუ ხარ გველი ჩავეხუტე ანდრეას. მასაც გაეცინა და ნუცა ხელში აიყვანა.
ისევ ერთად ვართ. ყველა ერთად...
---------
-ვა ვა ვა ვა დაოჯახებული ხარ უკვე ბიჭო. როგორ ხარ?
-კარგად შენ? აბა რა შენს მსგავსად შინაბერობას არ ვაპირებ.
-შეხედე ამას უაქცენტოდ საუბრობს უკვე და ქართულ სიტყვათა მარაგი გაუმრავალფეროვნებია.
-მომენატრე მარიამ.
-მეც მაიკლ! ლილე! აბა შენ იციი მიმიხედე ამერკელს ცივი ნიავი არ მიაკარო. ლილეს გაეცინა და ჩამეხუტა. -მოგვენატრე მარიამ!
-მეც ყველა, ძალიან! დროს კარგად ვატარებდი. გაბრიელი ცელქობდა და ერთი წუთით არ ჩერდებოდა.
ვალსის მელოდია აჟღერდა.
-ვიცეკვოთ? შემომთავაზა უცნობმა. პირველად ცხოვრებაში, ძალიან მომინდა ცეკვა.
ნაზად გავუღიმე და გავყევი.
-თქვენი სახელი?
-შეიძლება უბრალოდ ვიცეკოთ?
-კი რათქმაუნდა. გამიღიმა და დამატრიალა. ვიღაცას შევეჯახე.
-ბოდიში. ნაცნობ თვალებს შევეჩეხე და დავიბენი, ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. გარეგნულად არაფერი მეტყობოდა.
-ქალბატონს მოგტაცებთ
-კარგი თავაზიანად გაუღიმა უცნობმა დემეტრეს და მოგვშორდა.
ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და თავის სხეულს ამაკრო.
მისი თითოეული შეხება და ტანში ჟრჟოლვა ერთი იყო. თვალს არ მაშორებდა მე მის უკან უსასრულობას ვუმზერდი.
-ძალიან ლამაზი ხარ!
-შენ კი ცოცხალი, ჯამრთელი.... და აქ ხარ. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. ის ცოცხალია და ჩემს გვერდითააა....
-შეიცვალა რამე?
-ყველაფერი....
-ისევ გძულვარ?
-.......შესაძლოა.....
გაეღიმა.... გამეღიმა.....
-მტირალავ!
-მანიაკო!
-მიყვარხარ!
-..... მინდოდა მეთქვა მისთვის რომ მეც მიყვარდა მაგრამ ის უკვე აღარ იყო. დაბნეული დავუბრუნდი ჩემს მაგიდას, არსად არ იყო.... ეს სიზმარს ჰგავდა, მე კი უბრალოდ ახლა, ბედნიერი ვიყავი....
-მარიამ ადექი ლილე თაიგულის სროლას აპირებს!
-არ მინდა! ხომ იცი მაინც ვერ დავიჭერ!
-მარიამ ადექი ახლავე თორემ ჩემი ხელით მოგკლავ! შინაბერას სახლში ვერ ავიტან! მომმართა აშკარად გაბრაზებულმა ანასტასიამ.
მობეზრებული გავემართე, გოგონების ჯგუფისკენ რომლებიც მაქსიმალურად მზად იყვნენ შანსი ხელიდან არ გაეშვათ.
-1.....2...... ლილესთან გაბრიელმა მიირბინა კაბიდან დაქაჩა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ლილემ დარბაზს მოავლო მზერა გაიღიმა გაბრიელს ხელი ჩაკიდა, თაიგული გაუწოდა და ჩვენსკენ წამოვიდა. ისინი ჩემს პირდაპირ 1 მეტრის დაშორებით შეჩერდნენ, გაბრიელმა ლილეს გაუღიმა, ლილემ კი მე შემომხედა. პატარამ ჩემთან მოირბინა.
-მარიამ ეს შენ, აქლა შენი ჯერია! გაოცებულმა დაბნეულმა გამოვართვი გაბრიელს თაიგული. ლილემ შემომატრიალა. მაჩაბელის თვალებს შევეჩეხე, მან მუხლი მოიდრიკა ბეჯედი დაიკავა ხელში და მომმართა.
-მტირალა, ჯიუტო, ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო ბუზღუნა და ჩემო ულამაზესო, მიყვარდი.... მიყვარხარ... მეყვარები... შენ ხარ ერთადერთი ქალი ვისაც მინდა ჩემი ვუწოდო...
ჩემი შვილების დედა.... შენთან ერთად სიცოცხლე მინდა, შენთან ერთად დაბერება მინდა.... მარიამ ჯაყელო თანახმა ხარ გაყვე ცოლად, ჩემნაირ იდიოტს, დეგენერატს, მატყუარას ცოლად?
-........ ბედნიერების ცრემლები მისველებდა სახეს თავი სიზმარში მეგონა. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.
-კი .... კი.... კი..... ვჩურჩულებდი ბედნიერი.
სახეგაბრწყინებული მაჩაბელი, ფეხზე წამოდგა და მაკოცა...
-შუბლი შუბლზე მომადე და ჩამჩურჩულა.
-მიყვარხარ მტირალავ!
-მიყვარხარ მანიაკო! მეც ვუპასუხე. მან ბეჭედი გამიკეთა და ისევ მეამბორა.
ვარდის ფურცლები ცვიოდა, სამოსზე, სახეზე მეფინებოდა. გარეთ ციოდა, გულში კი თბილოდა, რადგან მე მიყვარდა...
-----
- საკუთარ დაგებულ მახეში თავად გაებით?
-რატომ ერთხმად ვუპასუხეთ ტყუპებმა.
-იმიტომ რომ სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარდით! გვიპასუხეს ბიჭებმა.

ძალიან მძიმე კვირა მქონდა, ვიცი დავაგვიანე მაგრამ დავასრულე. (იმედია ძალიანბანალურად არა). მინდა შემიფასოთ და თქვენი საყვარელი მომენტი ისტორიიდან, რომელი წყვილი უფრო მოგწონდათ დამიკომენტაროთ. მიყვარხართ ავტორი....



№1  offline წევრი ნინი ლ

Dzalian momewona kargi motxroba gamovida rac mtavaria kargad dasrulda. Bolo sityvebi chemi y elaze sayvareli motxrobis satauridanaa amogebuli.yochag kargi xar veli axal motxrobebs

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan magari xar yochaag♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3 სტუმარი alisaa

rogorc iqnaa megirseba es tavi:D dzalian kargii iyooo da dasasrulitac dzalian kmayopili var;) imedia axali istoriis weras daiwyeb:)p.s ogond amdens ar gvalodineb xolme:*

 


№4  offline მოდერი bibo

Uf exa wavikitxee yvela udzalian magresi iyo ubralod dasasruli ar midoda ase uceb

 


№5  offline წევრი dadeshqeliani

ძალიან კარგი ისტორიააა მართლა ძალიან,მომეწონე ავტორ <3 მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love

 


№6 სტუმარი Mari

Dzaan magaria yochag ❤

 


№7  offline წევრი nini :)

ცრემლები სიხარული ყველაფერი იყო ამ ისტორიაში
ძალიან მაგარ იყო love love love

 


№8  offline წევრი Laliashvili009

Dzaliaan momewonaa ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent