შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 9
-ხო მარიამ მართალი ხარ,ამის უკან მართლაც იმალება განზრახვა,-ცინიკურად შემომხედა,-შენი ცოლად მოყვანა,სწორედ ესაა ჩემი განზრახვა,ცოლად უნდა მოგიყვანო,თუნდაც უსიყვარულოდ.-სახტად დავრჩი,გაფართოებული თვალებით შევხედე მას.მერე მივხვდი რომ ეს ყველაერი აფსურდული იყო და გამეცინა. -რანაირად უნდა მომიყვანო,მე თანახმა არ ვარ. -და მერე ვინ გითხრა რომ შენი თანხმობაა საჭირო,-გულიანად გამეცინა,-რა გაცინებს?-მკითხა დაბნეულმა,-რამე არასერიოზული ვთქვი? -არა,-მივუგე,-რა საჭიროა ჩემი თანხმობა აბა-ჩემს ნათქვამზეც ამიტყდა სიცილი. -საქართველოში რამდენი ოჯახია,რომელან არც ხელი აქვთ მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი და ჩვენც მათ მივბაძავთ. -არავითარ შემთხვევაში,ჩვენ ერთად არ ვიქნები,მითუმეტეს უკანონოდ. -რატომ?-ისეთი სახით მკითხა სახტად დავრჩი,ეს კითხვა საერთოდ რატომ გაუჩნდა,საიდან მოუვიდა აზრად რომ მე მისი ცოლი გავხდებოდი,ადამიანის რომელიც მეზიზღება. -დავიჯერო მაგ კითხვაზე პასუხი არ გაქვს?-ვკითხე ეჭვნარევი ხმით და ტუჩები მოვკუმე,იმის ნიშნად რომ რაიმის თქმას არ ვაპირებდი. -შენ მე არ გიყვარვარ,-მოიღუშა-აი ესაა პასუხი ჩემს კითხვაზე,ცინიკურად ჩამეღიმა. -როგორი მიხვედრილი ხარ -ხო,-დამეთანხმა,-მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს,მე რომ ახლა გაგიშვა მერე ვეღარ მოგაბრუნებ და ჯობია ახლავე მიგისაკუთრო და ცოტახანი ვიწვალოთ,მერე მომავალში შენც დატკბები და მეც. -ოცნების კოშკი აგიგია უკვე,რა სამწუხაროა რომ უნდა დაგინგრიო,ღმერთმა მაშოროს შენისთანა ავადმყოფი ქმარი,ისიც არ ვიცი ნამდვილად გიყვარვარ თუ არა,ან პატიებას მართლა ითხოვ შენს საქციელზე თუ ჩემი ჩემი გამასხარავება გინდა და მეორე შეხვედრის დროს მიწასთან გამასწორებ,შენ ჩემს თვალში ნდობა საერთოდ არ გაქვს,რა უნდა მოხდეს რომ ეს ნდობა ისევ გაჩნდეს. -შენს თვალებში სულ სხვა რამეს ვხედავ,-ისევ მომიახლოვდა,-არც ისეთი უგულო ხარ როგორიც გინდა რომ ჩანდე და ამისთვის ყველა გზას მიმართავ,უხეშად მელაპარაკები,არ გჯერა,არ მენდობი,არ მპატიობ,მაგრამ აი ეგ თვალები,საშინლად ღრმა და ბევრისმთქმელი ლურჯი თვალები,ისინი მხოლოდ შიშსა და ტკივილს განიცდიან და მათში სიძლიერე და სიძულვილი საერთოდ არაა,იცი მეც ფარჯიანი ვარ,მაგრამ არა დემეტრე მე გაბრიელ ფარჯიანი ვარ,უვარგისი,უხეში,პატივმოყვარე,უზრდელი მამაკაცი ,რომელსაც არ უნდოდა შეყვარებოდა,მაგრამ მაინც შეუყვარდა,შენისთანა ლამაზაი,სათნო,თბილი ქალი,რომელიც ჩემზე მეტს იმსახურებს,მაგრამ მე ვხვდი წილად,არც ვიცი რამდენად სამწუხაროა,მაგრამ მე სულაც არ ვწუხვარ ამ ფაქტით,პირიქით უფლის მადლობელი ვარ ჩვენი გზები რომ ერთია,მე რომ შენით ვისუნთქო და შენ ჩემით.-ცოახანს დუმდა,მეგონა აღარ გააგრძელებდა. -მორჩი მეზღაპრევ?-ვკითხე მე მან კი უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და საშინლად ცივი ნაცრისფერი თვალებით ჩამაშტერდა.-მე შენით არასოდეს ვისუნთქებ,-მივუგე დარწმუნებით. -ვაი და რომ ცდები და უჩემობა შენს ფილტვებში უჟანგბადობა იქნება,-ამ სიტყვებზე გამაჟრიალა და ეკლებმა დამაყარა,მისი მოსმენა აღარ შემეძლო,გულს ბაგაბუგი გაჰქონდა,ეს უბრალოდ ჩემი ზედმეტი ემოციურობის ბრალია. -გაჩუმდი,-მოვითხოვე,-ძალიან დამღალე,იმ ადამიანივით საუბრობ,რომელსაც უზომოდ უყვარს და მის გარეშე ვერ ძლებს. -მე ახლაც მიკვირს აქამდე როგორ ვძლებდი უშენოდ,-ჩაეღიმა-ხო ვიცი,ვიცი რომ ძალა გამოვიყენე,მაგრამ შენთან მინდოდა,შენ დანახვაზე სულ იმაზე ვფიქრობდი რომ როგორმე დაგპატრონებოდი,მაშინაც იმიტომ გავითამაშე დემეტრე,რომ შენთვის მეკოცნა,შენი ტუჩების გემო გამეგო,მაშინ მივხვდი რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვიყავი და არც შენ,გეგონა რომ დემეტრე იყო,მაგრამ თუ ის გიყვარს ჩემი კოცნა შენს გულში არაფერს არ გამოიწვევდა. -და რა გამოიწვია? -საშინლად გიცემდა,ჩემს მკერდზე ვგრძნობდი შენი გულის ფეთქვას,იმ წუთას ძალიან სუსტი იყავი დაუცველი,გონება დემეტრეს კოცნიდა გული კი გაბრიელს,რაცარუნდა დიდი იყოს მზგავსება ჩემსა და მას შორის,შენს გულს მე ვუყვარვარ,ცუდი,აუტანელი,საზიზღარი გაბრიელი უყვარს. -გაბრიელ! -რა? -კარგად,-ხელი დავუქნიე და შემოვბრუნდი,საათს დავხედე ზუსტად ორი საათი ვიდექი და მის ბოდიალს ვუსმენდი,რა ცუდი ვარ,რატომ მივეცი უფლება ამდენი ხანი ეყბედა,სულელო მარიამ,დაგავიწყდა ანეტამ რა გითხრა?არავითარი გაბრიელი და დემეტრე,ორივე ფარჯიანი უნდა გაქრეს შენი ცხოვრებიდან,ახლა წავალ სახლში,წყალს გადავივლებ და დავწვები დავიძინებ,ეს დღე სიზმარივით ჩაივლის და ხმალ აღარაფერი მემახსოვრება. * * * როდესაც სახლში დავბრუნდი,ანეტა და დაჩი დამხვდნენ ტელევიზორთან მოკალათებული და ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ,ორივეს სხვადასხვა რაღაცის ყურება უნდოდა და პულტს ეჯაჯგურებოდნენ.არა მე უნდა გადავრო არა მეო,სახლი კიარა საბავშვო ბაღია.სიცილით მივუახლოვდი გვრიტებს,ვამცნე ჩემი მობრძანების ამბავი და დაქანცული სავარძელში ჩავესვენე. -დაჩი,გთხოვ,-უტხრა ანეტამ ჩემს ძმას და თავი მოისაწყლა -გადი გოგო იქით,-არ დაუთმო დაჩიმ. -რაზე ჩხუბობთ,სხვა საქმე აღარ გაქვთ? -შენ ვისთან ხარ-დამცინა დაჩიმ -წავიდე?-გაბრაზებული წამოვხტი,მან კი ხელით მანიშნა დაჯექიო. -არა,დამცველივით რომ გამოხტი. -არცერთს არ გიცავთ,აეყარენით და რამე გააკეთეთ,ანეტ წამო სამზარეულოში მშია -შენს მაგივრად ვჭამო?-სიცილით მკითხა -არა,კარტოფილი უნდა გავთალო და მომეხმარე-წამოვაგდე დივნიდან და რომ გავდიოდით დაჩის თვალი ჩავუკარი,ეს ნიშნავდა რაც გინდა ის გიქნია_ს და მანაც კმაყოფილმა მიადევნა თვალი უჯიშო გადაცემას. -რა ხდებოდა ბანკში?-სულ გადამავიწყდა რომ კომუნალურების გადასახდელად ვიყავი,ახლაღა გამახსენდა,ანეტას შეკითხვაზე. -არაფერი,გადავიხადე და წამოვედი. -დიდი რიგი იყო? -არც ისე,რაიყო? -რავიცი,ჯერ ვიფიქრეთ ბანკი თბილისიდან ხოარ გადაიტანეს სადმე რაიონში ან რიგში სულ მოხუცები ხოარ იყვნენ,მეთქი,დაჩის ეგონა მოგიტაცეს. -რა მეშველება -რაზე? -ძმა მყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოაზროვნე -დაქალი? -მერვე საოცრება-ხელი გადავუსვი თავზე -ნერვებს ნუ მიშლი და დროზე მომიყევი სად იყავი ამდენი ხანი-დასერიოზულდა. პ.ს მაპატიეთ პატარა თავისვის დრო ცოტა მაქვს და ვერ ვასწრებ დიდების წერას.მაგრამ ვეცდები დღე არ ჩავაგდო.მადლობთ რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.