საქმე ...სექსი და უცნაური ურთიერთობები (4)
ვერონიკა საშინლად იყო გაბრაზებული მისაღებში ,რომ შევიდა. როგორც წესი თავისი ორივე მეგობარი იქვე იჯდა. სალომე ლეპტოპითურთ , ეკა კი რაღაც ტკბილეულს შეექცეოდა და ტელევიზორს აქეთ-იქეთ რთავდა. -მოხდა რამე? _სხვათაშორის იკითხა ეკამ ისე ,რომ პულტი ძირს არ დაუდია. სალომემაც წამით ,მაგრამ მაინც გამოხედა მეგობარს. ვერონიკას რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ თავი შეიკავა. არადა როგორ სჭირდებოდა ახლა დაცლილიყო ენერგიისგან და მთელი ის სიბრაზე დაენთხია რასაც გულით ატარებდა. ერთი- ორჯერ გულში გვარიანად გამოლანძღა უტიფარი ახალი თანამშრომელი და მერე უსიტყვოდ წავიდა ზედა სართულისკენ. -ვეკოო_ მიაძახა სალომემ ,მაგრამ ამაოდ . -ალბათ ცუდ ხასიათზეა_დივანზე შეიშმუშნა ეკა -მაშინ ცოტა ხანს ვაცადოთ და მერე დაველაპარაკოთ_ ეკამაც მხრები აიჩეჩა რაც თანხმობის ნიშანი იყო ვერონიკა საძინებელში შევიდა და საწოლზე წამოგორდა. ბრაზი უკვე ახრჩობდა. არა როგორ გაუბედა ასე მოქცეოდა სრულიად უცხო ადამიანმა. წარმოუდგენელი თავხედობა იყო რაც მისთვის ჯერ არავის გაებედა. უკვე ორი წელი იყო ის და ზურა ერთად იყვნენ და ამას ისიც კი ვერ უბედავდა. ცდილობდა ოთახში თავისი ადგილი ეპოვა , მაგრამ ამაოდ. რაღაც ,რომ შეუძვრება ადამიანს ზუსტად ისე იყო. ყველაზე გასაოცარი სხვა რამე იყო. საკუთარ თავზე იმის გამო ბრაზდებოდა კაცმა მისი ნების წინააღმდეგ ,რომ აკოცა თორემ იმაზე სულაც არ ღელავდა მის ცხოვრებაში ზურა ,რომ არსებობდა. ასე ხდება ხოლმე ურთიერთობებში ახალ ეტაპზე თუ არ გადახვალ ბოლოს გაცვდება, გაუფერულდება და საბოლოოდ თავის ელფერს დაკარგავს. ახლაც ასეთი ვითრება იყო. შეყვარებულებიდან საყვარლებად იქცნენ ... დეგრადაციის გზა ისე გაიარეს თვითონაც ვერ შეამჩნიეს. ამბათ ამიტომაც იყო შოთის კოცნა სიბრაზესთან ერთად ამაღელვებელი. მის შინაგან სამყაროში რაღაც ახალი მოხდა ... დიდი ხანია ,რომ არ მომხდარა ისეთი... სიბრაზესა და დაბნეულობის ქარიშხალში გახვეულს ისე ჩაეშინა ვერც მიხვდა. მხოლოდ ვიღაც ,რომ ანჯღრევდა მაშინც მოვიდა გონს. თვალები მოიფშვნიტა და ისე გამოხედა . -კარგად ხარ ვეკო? -ჰო სალო რა მოხდა? -სამსახურში არ მიდიხარ? ათი საათია და სუფრაც გაშლილია. -კი ავდგები ახლავე _ ზანტად წამოდგა ქალი - შენ მგონი მართლა არ ხარ კარგად. ზურას ხომ არ ეჩხუბე? -არა _გამოსძახა აბაზანიდან და თან ცხელი წყალი მოუშვა -აბა რა გეტაკა გოგო? -არაფერი, ისე უმიზეზოდ -რა სოლიდარობა ხომ არ გამოგიცხადოთ დეპრესიაში ჩავარდნის თაობაზე? აბა ვინ უფრო ამაზრზენ ხასიათზე იქნება ოქეი? -მოდი იმაში შევეჯიბროთ ვის უფრო ანგრეული ცხოვრება აქვს... არ გაბედოთ მაინც მე მოვიგებ -არადა რატომღაც სულ მეგონა ,რომ ჩვენს შორის შენ ყველაზე დალაგებული იყავი . რატომ არ ლაპარაკობთ თქვენს პრობლემებზე? მეგობრები ვართ და ჩვენ საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ. კარგი რადგან აღარ მეპასუხები შხაპის მიღებას გაცდი ... -არაა ცუდი აზრი _გამოსძახა ვერონიკამ. VVV -ლაშამ დამირეკა წუხელ შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. დამიწყო ვხვდები ჩემს შეცდომებსო და ასე შემდეგ ... _ ლაპარაკობდა ეკა თავისთვის და აშკარად არ ელოდებოდა ვინმესგან გამოხმაურებას. -შენს თავს ელაპარაკები? _ ბოლოს ყელში ამოუვიდა სალომეს -მგონი კი. -ჰო რა ვიცი შენთვის ლაპარაკობ და სხვის აზრს სულაც არ ელოდები. ბოლოს მაინც შეურიგდები ხომ იცი? ლამაზი თვალები აქვს რასაც შენ ვერ უძლებ _რაღაც დამცინავად კი გამოუვიდა ,მაგრამ უკან არ დაუხევია -ვინ გითხრა ,რომ შევურიგდები? მე არც ისე სულელი ვარ შენ ,რომ გგონია. სხვათასორის დღეს არც ვეკო ხასიათზე. _გადახედა დაქალს , რომელიც ჩანგლით საწმელს ათამაშებდა თეფშზე. -კარგად ვარ _ ამოილუღლუღა საპასუხოდ. -სხვათაშორის მე ის ბიჭი მომეწონა რა ქვია? -ჩემს ფოტოგრაფზე ამბობ? -ჰო მაგაზე_ ვერონიკამ ყურები დაცქმუტა და სკამზე შეიშმუშნა ,მაგრამ არაფერი უთქვამს. -ვეკუნა რას იტყვი ის ბიჭი ,რომ შევაბა?_ თვალებში მიაჩერდა ეკა. ვერონიკა გამოერკვა -რაა? ვინ უნდა შეაბა? -ვინ და ის ახალი ფოტოგრაფი. ხო არის ‘’სუპერ’’ მიმზიდველი? -ვერონიკა უთხარი ახლოს არ გაეკაროს თორემ დამრჩება საქმეები გაუკეთებელი._ ხმას აუწია სალომემ. _ეს რომ ვინმეს გადაეკიდება დამთავრებულია ყველაფერი. იცოდე ჩამიგდებს რუბრიკას და ვერც ერთი ვერ გადამირჩებით. -წავედი მე სამსახურში აღარ შემიძლია ამ ყველაფრის მოსმენა -ვეკო რას გეუბნები მომისმინე მაინც _ მიაყვირა ეკამ ,მაგრამ ის არ მობრუნებულა მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად დაქოქა. ყოველთვის ეშინოდა მანქანის სწრაფად მართვის , მაგრამ ახლა ისე გრძნობდა თავს რაღაც გიჟური უნდა ჩაედინა. ჯერ სამსახურისკენ მიდიოდა ,მაგრამ მერე მობრუნდა და სხვა მიმართულებით აიღო გეზი. ნაცნობ სადარბაზოსთან , რომ მივიდა ცოტა ხანს შეყოყმანდა მერე კი ძირს გადმოხტა და შიგნით შევიდა. ლიფტში წრიალებდა. ერთი სული ჰქონდა დანიშნულების ადგილას მისულიყო. ზარი მისცა და დაელოდა როდის გაუღებდნენ. ცოტა ხანს ცდა მოუწია. გაიფიქრა სამსახურში ხომ არ გამასწროო ,მაგრამ ბოლოს მაინც გაისმა გასაღების ჩხაკუნი და კარიც გაიღო. წელს ზემოთ შიშველმა მამაკაცმა გაოცებული სახით მიაჩერდა. აშკარად არ ელოდა მის სტუმრობას. -შეენ? -თავიდან ვიფიქრე იქნებ სამსახურში იყოს-თქო ,მაგრამ ... -მოდი ... მოდი საყვარელო ... დღეს არ წავედი და გვიანობამდე მეძინა. -იცი ? მე მინდოდა ...უბრალოდ ... _ ხელის თითებს უკვე ნერვიულად ათამაშებდა აქეთ-იქეთ. ზურამაც შენიშნა ,რომ მისი შეყვარებული ძალიან უცნაურად იქცეოდა. ბოლოს ,როგორც იყო თავის კონტროლი მოახერხა და ბიჭს მიუახლოვდა. ნაზად აკოცა და კისერზე ხელები მოხვია. რარაც უჩვეულოდ არელვებული და ტავის თავში დაკარგული იყო. ზურაც აჰყვა კოცნაში ,მაგრამ მერე ხელი გაუშვა და ისე ჰკითხა. -დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? -კი დარწმუნებული ვარ . დღეს სამსახურში არ წავედი. მინდა ,რომ უფრო მეტი დრო დავუთმო ჩემს თავს და ჩვენს ურთიერთობას. რატომღაც მგონია ,რომ რაღაც გაურკვეველში გადავედით. -მე შენ მიყვარხარ და მინდა ეს ურთიერთობა უფრო სერიოზულ ფაზაში გადავიდეს , მაგრამ არ მაძლევ შენს ცხოვრებაში ფეხის მოკიდების უფლებას. -მოდი მასინ დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების უფრო მნიშვნელოვან ფაზაში გადაყვანის ეტაპი. -რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს ხელს მთხოვ _ იხუმრა ზურამ._მგონი დღეს სახლში დარჩენა კარგი იდეა იყო. ვერონიკა ისევ მოეხვია სეყვარებულს კისერზე და აკოცა. ზურამ თეთრი პერანგი შეუხსნა და ალერსი განაგრძო. ის ისეთი სიყვარულით ექცეოდა თავად კი უბრალოდ იდგა. დღეს პირველად იგრძნო ეჭვი უნდოდა თუ არა ამის გაკეთება. ამ ორი წლის მანძილზე პირველად შეეპარა ასე სერიოზულად ეჭვი მასთან ყოფნის სურვილში. ქალმა წუთიერად სინდისის ქენჯნა იგრძნო. მასთან სასოწარკვეთილებისა და საკუთარი თავის ვერ პოვნის გამო მოვიდა. ახლა კი იმდენ რამეს ლაპარაკობდა ნახევარი თვითონაც არ ესმოდა. მიუხედავად ამისა მაინც აჰყვა. გრძნობების ჭიდილს და გაურკვევლობას მიენდო. ყოველთვის მტკიცე ხასიათი ჰქონდა და ყოველთვის იცოდა რა უნდოდა. მიზანი ყოველთვის ჰქონდა რისკენაც მიისწრაფოდა. ამიტომაც შეძლო მიეღწია ყველა წარმატებისთვის. ფიქრებში გართული იწვა ზურას მკერდზე და წარმოუდგენელი ძალისხმევის დამსახურებით ახერხებდა ცრემლების შეკავებას. იმაზე დაფიქრებაც კი ძალას ართმევდა რა რთულია არ იცოდე რა გინდა, რად ელი ცხოვრებისგან . ბოლო პერიოდში ზურასთან ყოფნისას სულ ჰქონდა დაბნეულობის გრძნობა ,მაგრამ მას მერე რაც ფოტოგრაფთან მოხდა საბოლოდ შეერყა რწმენა. ახლაც ასე იყო და ყველაფერს ისიც ართულებდა ,რომ სინდისმა მოსვენება დააკარგვინა. გარინდული იწვა და უსმენდა მის საუბარს. თან ზურა თმაზე ეთამაშებოდა და ესეც აბრუებდა. -ასე მგონია დღეს დამამშვიდებელი გჭირდებოდა და ამიტომ მოხვედი. -დაახლოებით. -მაპატიე თუ ცუდად გამოვიდა. არ მინდოდა ასე გამოსულიყო ... არ მიგულისხმია ,რომ ‘’გამომიყენე’’ - და თუ გამოგიყენე? მაპატიებდი? -გააჩნია კარგი გაგებით გამომიყენე თუ ცუდით? -ამიხსენი რომელი რას ნიშნავს და გეტყვი _თავი გაისულელასავით ვერონიკამ და მეორე მხარეს გადაგორდა. -კაი დაიკიდე სისულელეებს ვბოდავ. -შეიძლება დღეს აქ დავრჩე?_სხვათაშორის იკითხა ვერონიკამ თუმცა კარგად იცოდა ,რომ თხოვნა არ სჭირდებოდა. -დარჩი რამდენ ხანსაც გინდა. სამყაროსგან გაქცევას ცდილობ თუ რა სასწაული მოხდა სამსახურს ,რომ უარყოფ? ვერონიკას არაფერი უპასუხნია. თავისთვის ჩუმად იწვა. -კარგი წავალ რამეს მოვამზადებ_ ზურა წამოდგა_ ვხედავ არ გინდა ჩემთან საუბარი. პროტესტს მიცხადებ. ამ ერთხელ მოვითმენ ,მაგრამ ასეთი ვერონიკა არ მომწონს _ ლოყაზე აკოცა ბიჭმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ქალმა მხოლოდ ახლა მოახერხა ღრმად ამოესუნთქა და ცრემლები უხმოდ გადმოეფრქვია. ახლა დანამდვილებით იცოდა ,რომ ზურასთან ყოფნა ის არ იყო რაც აბედნიერებდა. ეს მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას ანიჭებდა, სულიერად კი უფრო და უფრო ამძიმებდა. ‘’-ნუთუ აღარ მიყვარს? ნუთუ აღარ მიზიდავს? ‘’_ ჰკითხა საკუთარ თავს, მაგრამ იქაც სრული ბურუსი იყო. VVV -ვეკო არ მოსულა_ კაბინეტის კარი შემოაღო ეკამ. სალომე შოთისთან ერთად თავის კაბინეტში მუშაობდა. მითითებებს აძლევდა ახალი რუბრიკისთვის. -ზურასთანაა ალბათ _ უპასუხა სალომემ ისე ,რომ ქაღალდებს არ მოშორებია -რაღაც მოუხშირა მაგან ზურასთან დარჩენას. არადა ვიფიქრე ჩემს სტატიას წავაკითხებდი. -მოვა დაუცადე -გავდივარ და მაგიტომ. -სახლში ,რომ მოხვალ მერე იყოს. ჰო მართლა სად მიდიხარ? -ლაშას უნდა შევხვდე და მოვუმთავრო ყველაფერი. -აბა შენ იცი _ხელი დაუქნია სალომემ რაც უკვე დამშვიდობებას ნიშნავდა.ეკამ კარი გაიხურა. -აპატიეთ ამ ბლო დროს დაბნეულია -ზურა ვინაა? სალომემ უცნაურად გამოხედა და შოთიმაც უკან დაიხია. ეგონა ცუდად გამომივიდაო. -ვიფიქრე ჩვენი თანამშრომელია და უნდა ვიცნობდე-თქო -არა ვერონიკას საქმროა. მთავარი რედაქტორის. _ შოთის გულზე შემოეყარა მისი სიტყვები. ბრაზმა ლამის დაახრჩო და წასვლა ითხოვა -შეიძლება გავიდე? -სახლში მიდიხარ? ხვალ შეგეხმიანები როდის იქნება გადაღება. მანამდე შენს აქ ყოფნას რა აზრი აქვს -გმადლობ ... შევხვდებით. შოთიმ კიბეები ჩაირბინა და სადგომზე გავიდა. ისეთი გაბრაზებული იყო საკუთარ მანქანას ძლივს მიაგნო. VVV -ვეკო უნდა წავიდე მე ყავა გაგიმზადე და დალიე. თუ დარჩები კარგს იზამ -სად მიდიხარ? _თავი ძლივს წამოსწია ქალმა -დამირეკეს სამსახურიდან უნდა მოხვიდეო. აუცილებლად უნდა წავიდე ,მაგრამ მალე მოვალ გპირდები. -არა წავალ მეც. კი ვაპირებდი დარჩენას ,მაგრამ ჩემებმა არ იციან სად ვარ. თან არც მე ვყოფილვარ სამსახურში. -ხვალ ხომ კვირაა. გინდა გამოგივლი და სადმე წავიდეთ? -ვნახოთ რა და როგორ. _ყავა მოსვა და ჩაცმა დაიწყო -გაგიყვანდი , მაგრამ ძაალიან მეჩქარება. ტაქსით წახვალ ? -მანქანით ვარ არაა პრობლემა ზურამ პერანგი ჩამოხსნა გარდერობში და სწრაფად შეიკრა. -ჰალსტუხის ნერვები არ მაქვს_ თაროზე შეაგდო პატარა ქსოვილი და ქურთუკი მოიცვა._ წამოდი წავიდეთ . გარეტ ,რომ გავიდნენ ლიფტი ღია დაუხვდათ. ეტყობოდა მეზობელი ელოდებოდა. ხელჩაკიდებულები რაღაც უხერხულად იდგნენ ლიფტში თანაც მოხუცი მეზობელი აშკარად უცნაურად უყურებდათ. რა იციან ხოლმე ამ ხანშიშესულებმა ასე მოშტერება. გეგონება ხელჩაკიდებული თუ ივლი ქვეყანა დაიქცევა. სადგომზე ერთმანეთს კოცნით დაემშვიდობნენ და თავის გზაზე წავიდნენ. ბედი ხომ არ ქონდა რა ამ დღეს შეყვარებულიც კი წაართვა ცხოვრებამ. არადა როგორ სჭირდებოდა დღეს ვინმესთან ურთიერთობა. სახლში ან სამსახურში წასვლა არ უნდოდა. მანქანა დაძრა და სხვა ადგილისკენ აიღო გეძი. უკვე ხუთი ხდებოდა. ტელეფონზე სალომემ დაურეკა და უპასუხა ზურასთან ვიყავი და ახლა სხვაგან მივდივარო. ბართან გააჩერა მანქანა და შიგნით შევიდა. ახალგაზრდები ცეკვავდნენ ან სვამდნენ. თვითონ ბართან მივიდა და რამე მაგარი დამისხიო ითხოვა. რამდენიმე ზედიზედ დალია. უკვე გრზნობდა მეტისმეტი ,რომ მოსდიოდა. რაღაც აუტანელმა გრძნობებმა და სურვილებმა შეიპყრო. გაიფიქრა ახლა პარტნიორი ,რომ მყავდეს მეც ვიცეკვებდი და ამ ლოდს ,რომელიც გულზე მადევს მოვიცილებდიო. აქეთ-იქეთ დაიწყო თვალების ცეცება და კედელთან მდგარ მაგიდაზე გააშტერა მზერა. გაოცებამ, სიბრაზემ და თითქოს უჩვეულო სიხარულმა გაჰკრა გულში. ‘’-დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია’’ _ წაიჩურჩულა და სასმელი კიდევ დაასხმევინა ბარმენს _____ ვიცი ხშირ-ხშირად ვერ ვდებ და გთხოვთ მაპატიოთ რა <3 ძალიან მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.