შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმე...სექსი და უცნაური ურთიერთობები (2)


5-11-2015, 19:26
ავტორი lisebeth
ნანახია 3 397

ვეკო და ზურა რესტორანში ისხდნენ სალომემ გაბრაზებულმა ,რომ დარეკა. აშკარად ძალიან გაბრაზებული იყო.
-ვეკო სამი საატია ეკას ველოდები და სტატიას არ მიგზავნის. დავიღალე ლოდინით და მით უარესი დაგვრჩა ორი გვერდი ცარიელი.
-ამ დილით დამპირდა დავასრულებო
-ჰოდა სადაა მერე? დაურეკე ამჯერად როგორც რედაქტორმა რა. ქვემოთ ავალ და გავიგებ რა ეტაპზე არიან მანამდე შენ ეგ საქმე მოაგვარე.
-რა მოხდა? _იკითხა ზურამ როცა შეყვარებულის სახეზე გაბრაზება და მოწყენილობა შეატყო.
-ისევ ეკა. მოვკლავ რა ... რამდენჯერ ვუთხარი რომ გასაკეთებელი დროზე უნდა გაკეთდეს. ის ,რომ თანამეპატრონეაა არ ნიშნავს როცა მოეხასიათება მაშინ იმუშაოს. დავრეკავ კარგი?
ზურამ თავი დაუქნია. როგორც კი ტელეფონზე ზარი გაისმა ეკამ თვალები დაჭყიტა. ვერც კი მიხვდა როგორ ჩასძინებოდა. თვალები მოისრისა და მეგობარს უპასუხა.
-გისმენ
-სად ხარ გოგო? სალო გელოდება ამდენი ხანია. სადაა ინტერვიუ?
-სიმარტლე გითხრა ვწერდი და ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა. ალბათ იმის ბრალია ,რომ წუხელ გავათენე. საღამომდე მექნება არ ინერვიულო კარგი ?
-იცოდე საღამომდე. მეტი დრო არ გექნება და ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდი. იფიქრე ,რომ შენს გამო სხვები ზარალდებიან. პასუხისმგებლობას მოუხმე.
ეკა გაბრუებული მიუჯდა კომპიუტერს. ცოტა ხანში ცხელი ყავაც მოუტანეს და მუშაობა უფრო გაუადვილდა. მასალები იმეილზე გადაუგზავნა სალომეს და საწოლში ჩაწვა. უკვე გვიანი იყო მეგობრები სახლში ,რომ დაბრუნდნენ. ეკამ გაიგო, მაგრამ არ ამდგარა. თავის მომძინარება უნდოდა ,მაგრამ იცოდა არ გამოუვიდოდა. ისინი ხომ კარგად იცნობდნენ. ასე ,რომ მოუწევდა მათან ესაუბრა. ასეც მოხდა. ვერონიკამ კარი შემოაღო და ცოტა ხანში სალომეც შემოჰყვა.
-ზურა არ მოვიდა? _ იკითხა ეკამ
-კი მომიყვანა ,მაგრამ წავიდა. ვუთხარი ,რომ შენთან ვაპირებდი დალაპარაკებას
-რა გითხრა?
-უნდა ეთქვა რამე?
-რა ვიცი _ საბანში ჩასრიალდა გოგონა
-გეყოფა ეკა. ვიცი ,რომ კლუბში შეხვდით ერთმანეთს.
-მერე რა?
-როდის წუხელ?_დაინტერესდა დივანზე წამომჯდარი სალომე.
-ჰო და ვერც წარმოიდგენ რა მითხრა
-კაცი ნამდვილად არ მომიკლავს_გადაჭრით თქვა ეკამ და იმედი ჰქონდა ,რომ თავს დაანებებდნენ
-ზურას ჰგონია ,რომ ნარკოტიკს იღებ და სხვათაშორის ჩვენც ვხედავთ ,რომ ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი.
-რაა? შენმა შეყვარებულმა სულ ხომ არ გააფრინა? როდის იყო მსგავს რამეებს ვეკარებოდი. სიგარეტიც კი არ მომიწევია ცხოვრებაში.
-ჰოდა გვითხარი მაშინ რა პრობლემა გაქვს?
არანაირი პრობლემა არ მაქვს ნუ გეჩვენებათ რაღაცეები. უბრალოდ რთული პერიოდი მაქვს . ხომ იცით ხანდახან მემართება. ე.წ. სამყაროდან გათიშვის მომენტები. ჩავდგები მალე ფორმაში.
-როცა მასე გემართებოდა ჩვენ ყოველთვის გვიყვებოდი რა ხდებოდა შენს თავს. ახლა კი ... _თქვა სალომემ_ რა მოხდა გვითხარი ბოლოს და ბოლოს. ნუ გვატყუებ თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. ვხედავთ რაც ხდება. ზარმაცი ყოველთვის იყავი ,მაგრამ უხასიათო არა.
-მე და ლაშა დავშორდით.
-მოიცა წვეულებაზე ერთად იყავით და ცეკვავდით. მერე სადღაც გაქრით ,მაგრამ მეგონა ერთად იყავით _ გაოცდა ვერონიკა
-ეგრეც იყო. მაგრამ მერე მე ასე გადავწყვიტე.
-კარი რა მაგას ჯავრობ? შერიგდებით ერთ კვირაში _ გაამხნევა სალომ და საწოლზე გადმოჯდა
-თქვენ არ იცით რა მოხდა. ერთი კვირის წინ კაზინოში წავყევი და ვითამაშეთ. არ მინდოდა ,მაგრამ დავთანხმდი რადგან ვიფიქრე ერთხელ თუ გავერთობით დიდი არაფერითქო ,მაგრამ გუშინ ღამით კიდევ კაზინოში წასვლა მოუნდა. ვუთხარი ,რომ კაზინოში ფულების ფლანგვას არ ვაპირებდი.
მოკლედ ვიჩხუბეთ და წავიდა. მითხრა ახირებული და თავნება ხარო.
-კაზინოში რა ჯანდაბა გინდოდა? _გაცეცხლდა ვერონიკა. სალომეც ,მაგრამ არ გამოუხატავს.
-რა ვიცი ვიფიქრე ერთხელ წავალთ და გავერთობითთქო რას ვიფიქრებდი იქ ყოველ დღე თუ დაძრწოდა.
-მოკლედ დასრულდა "ლავ სთორი"?- ბოლომდე ჩაეძია სალომე
-კი ასე გამოდის
-კლუბში დაცილდით? იმედია სცენები არ გამართეთ და ხვალ სიურპრიზებს არ უნდა ველოდე პრესაში
-არა მანქანაში ვიჩხუბეთ. კლუბში მერე წავედი და მარტომ დავლიე. ზურაც იქ ვნახე.
-როგორ მინდა ახლა მაგრად მიგტყეპო ,მაგრამ თავს შევიკავებ რადგან საკუთარი ნებით გამოჰყავი თავი მაგ შარიდან _თვალები დააკვესა ვეკომ
-არასდროს არ მომწონდა ეგ ბიჭი. თავიდანვე ვხვდებოდი რომ ნამდვილი იდიოტი იყო. იმასაც ვხვდებოდი ,რომ შარში გაგაბამდა. საბედნიეროდ გადარჩი. ახლა არ მითხრა ,რომ ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნას აპირებ ...დამიჯერე არ ღირს! მასეთ ნაგავ ტიპებზე ფიქრში ცხოვრების ერთი წუთიც არ უნდა დაკარგო. _ დაარიგა სალომემ.
-კარგი მე წავალ სანამ ბოლომდე გავაფრენ. თან ხვალ ჩვენებაზე მივყვები ზურას.
-რა ჩვენებაა?
-ვიღაც ახალბედა დიზაინერის წესიერად არც ვიცი. ხვალ ორივე ადგებით და რედაქციაში წაბრძანდებით.
მეორე დღეს დილაადრიან გაარვიძა სალომემ ეკა და სამსახურში წაიყვანა. მთელი დღე ვეკოს კომპიუტერში ყდის დიზაინზე მუშაობდნენ. იმდენი ქნეს სანამ ერთმანეთის ვერსიაზე არ იჩხუბეს და მერე ორივეს დათმობაზე წასვლა არ მოუწიათ. ვერონიკა გარე საქმეებს აგვარებდა. შუადღისკენ კი სალონს მიაშურა ,რომ ჩვენებაზე წასასვლელად გამზადებულიყო. ტანზე ჩაცმაც იქ გადაწყვიტა რადგან სახლში წასასვლელი დრო აღარ ჰქონდა. ზურას დაურეკა და მანაც იქ გაუარა. ჩვენება ცოტა მოსაწყენი აღმოჩნდა.ყველაფერი რაც სცენაზე გამოიტანეს უკვე ათასჯერ ჰქონდა ნანახი. იმადაც არ ღირდა ,რომ თავის ჟურნალში პატარა ტექსტი დაეთმოთ. ერთი სიტყვით ეტყობოდა ,რომ ახალბედა გახლდათ ამ საქმეში.
უკვე ჭიქა შამპანურზე იყვნენ გადასულები სტუმრებმა ერთმანეთთან გაცნობა ,რომ დაიწყეს.
-აქაურობა ვერაფრით მხიბლავს_ მოკრძალებულად ,მაგრამ გასაგებად აუხსნა ვერონიკამ შეყვარებულს და მიანიშნა ,რომ წასვლა უნდოდა. -საღამოს მთავარ ადამიანს ,თუ არ შევხვდით გაპარვა უზრდელობა იქნება _ ეს უფრო თხოვნას ჰგავდა ბიჭის მხრიდან_ თან ლეა ჩემი მეგობარია. ასე ვერ მოვექცევი.
-მესმის _შამპანური მოწყუპა ვერონიკამ
-სიმართლე გითხრა ვერც მე ვარ დიდად აღფრთოვანებული
-ზურა აქ ხარ? მიხარია ,რომ მოხვედით_ არ დააყოვნა და ახალბედა მოუახლოვდა წყვილს.
-ლეა მიხარია შენი წარმატება_მცირე ტექსტით შემოიფარგლა ზურა და ვერონიკას გასაცნობად მოუბრუნდა. მანაც ზრდილობიანად ჩამოართვა ხელი და მომავალში წარმატებები უსურვა.
-კი არ ვაპირებდი ამ ჩვენების ასე უცებ გამართვას. სიმართლე გითხრათ ბევრი რამ ჯერ ისევ დაუსრულებელი მქონდა ,მაგრამ დღეს დღეს ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ბერლინიდან და მინდოდა საჩუქარი მომეწყო.
-გერმანელია?_გაუკვირდა ზურას_არასდროს გითქვამს ,რომ გერმანელი მეგობარი გყავდა.
-არა რათქმაუნდა ქართველია...გერმანიაში პოტოგრაფიის შესასწავლად იყო წასული. სხვათაშორის ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ბევრ ცნობილ ადამიანთან უმუშავია. მოკლედ სამშობლოს დაუბრუნდა და ახლა სამსახურს ეძებს. დღეს პირველი სამუშაო მივეცი. ჩემი ჩვენება გადაიღო და ...
-საინტერესოა. ფოტოგრაფებს თავისებური ხედვა აქვთ და თავისებური ხასიათიც _ თავი დააქნია ზურამ.
-მოიცა ახლავე მოვიყვან და გაგაცნობთ
აჟიტირებული გაიქცა სტუმრებს შორის ლეა და მალევე მოიყვანა ახალგაზრდა სიმპატიური ბიჭი ხელჩაკიდებული
-პარააამ გაიცანით შესანიშნავი ფოტოგრაფი და რაც მთავარია ძალიან სიმპატიური ვარსკვლავთბიჭუნა შოთი ბერძენიშვილი.
-სასიამოვნოა _ მორიდებით ჩამოართვა ხელი წყვილს და ფოტოაპარატიც გააჩხაკუნა
-ეს ზურაა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და მისი შეყვარებული ჟურნალ ''არჩევანი''_ს მთავარი რედაქტორი ვერონიკა .
-''არჩევანი'' ? მსგავსი შინაარსის ჟურნალები მგონი საზღვარგარეთაც მსმენია.
-ჰო მაგრამ მაგასთან თითქმის არაფერი აქვს საერთო. უცხოეთში ძირითადად ყვითელ პრესაზეა ეგ ჟურნალი ორიენტირებული. აქ კი ყველა სფეროს ვეხებით. _საქმიანად ჩაერთო საუბარში ვერონიკა
-ერთგვარი მომგებიანი სფეროა ყვითელი პრესა. მიყვარს ეს ...ასე ,რომ ვთქვათ განხრა ... სხვათაშორის ჩამოსვლას ,რომ ვაპირებდი სივები დავგზავნე ბევრ გამომცემლობაში და ,როგორც მახსოვს ჩამონათვალში თქვენი ჟურნალიც იყო.
-მგონი გვაქვს ''ვაკანსია'' ფოტოგრაფის თანამდებობაზე. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი და თანამფლობელი ახალი რუბრკის დაწყებას აპირებს და ფოტოგრაფი სჭირდება.
-ვარსკვლავები და რამე?
-დაახლოებით. გავითვალისწინებ თქვენს კანდიდატურას.
-მგონი საქმიან საუბარში ხელს გიშლით ხომ? _ სიცილი დაიწყო ზურამ და ლეაც აჰყვა.
-მგონი სჯობს ხვალ პირადად გესტუმროთ რედაქციაში და მოგახსენოთ ჩემი გეგმების და ხედვების შესახებ. თან თქვენს მეგობარსაც გავესაუბრები.
-პირადი ნაცნობობის ხათრით ,თორემ ჩვენთან ასე არ ხდება. გაფრთხილებ ქალბატონი სალომე ძალიან მძიმე თემაა. მოგიწევს დაარწმუნო ,რომ შენ ის ხარ ვინც სჭირდება.
-ეს იმას ნიშნავს ,რომ სალომე უნდა მოვხიბლო. ზოგადად ეგ არ მიჭირს.
-მოდი ჩვენ წავიდეთ სახლამდე გაგაცილებ_ხელი ჩაჰკიდა ზურამ შეყვარებულს და გარეთ გამოვიდა.
ორივე ჩუმად ისხდნენ მანქანაში და არც კი უყურებდნენ ერთმანეთს.
-მგონი არც ისე ცუდი იყო აქ წამოსვლა. თანამშრომელი სწრაფად და უმტკივნეულოდ იშოვე_რაღაც საყვედურივით გამოუვიდა ბიჭს
-კაი ერთი. ვინ გითხრა ,რომ ვიშოვე.საერთო არაფერი მაქვს მაგ რუბრიკასთან. მოვა და გავუშვებ სალოსთან.
-შენ ხომ პირადად გიყვარს ყველაფერში ჩარევა და მოგვარება.
-მოიცა მეჩვენება თუ იეჭვიანე?
-ოოოჰ
-არა ნამდვილად იეჭვიანე. გაუგონარი ამბავია_ აღშფოთება ვერ დამალა ვერონიკამ და ხმაში სიცილი გამოერია.
-დამცინი კიდევაც?
-რას დაგცინი ბიჭო ჯერ მისი სახელიც ვერ დავიმახსოვრე. რაო რა თქვა რა მქვიაო ? და შენ გგონია ,რომ მომეწონა ან მოვეწონე? მაპატიე ,მაგრამ მართლა ძალიან სასაცილოა შენი ეს გამოხტომა.
-იცოდე თავ -ყბას გავუერთიანებ თუ მივხვდი ,რომ თვალებს ისევ გიჟუჟუნებს ქუჩის კახპასავით
-მოკეტე რა ... _ქუჩას გახედა ვერონიკამ
-ჯანდაბა, _საჭეზე ხელი დაჰკრა ბიჭმა და მანქანა გზიდან გადააყენა
-კაი გეყოფა
-სულ ასე ხდება. სადაც ერთად მივდივართ ყველგან გამოხტება ხოლმე ასეთი კრეტინები და ...
-რა ჩემი ბრალია? აი ჩემთან რატომ ანთხევ ვერ ვიგებ?
-ხო ლამაზი ,რომ ხარ არც არის შენი ბრალი , მაგრამ ასე უტიფრად როგორ ბედავენ შეყვარებულის თვალწინ ვცოფდები
-ფეხებზე . ერთად ვართ და სრულიად საკმარისი უნდა იყოს. მოვა და მოვიდეს არაფერია აქ საპანიკო. საერთოდ არ მაინტერესებს მაგისნაირი ''პატარა ბიჭები''
-მასინ მოდი ჩემთან _ წელზე სტაცა ხელი ბიჭმა და ლამის თავის სავარძელზე გადმოისვა.
-დაგვაჯარიმებენ და უფრო უარესი შეიძლება ვინმე არასასურველი გამოჩნდეს. არასდროს იცი ვინ სადაა ჩასაფრებული.
-ეგ განაღვლებს?
-წარმოიდგინე აბა ხვალ რეპორტაჯი ,რომ გადის როგორ მივყავარ ბორკილებით განყოფილებაში იმის გამო ,რომ ქუჩაში უზნეოდ მოვიქეცი.
-ხო ახლა ამ წუთას სათაურიც კი დამიდგა თვალწინ. არც ისე სახარბიელოა ... ჩემთან წავიდეთ...
-არა სახლში წამიყვანე. სამუშაო და უნდა ჩავუჯდე.
-არ მიკითხავს წავიდეთ თუ არა-თქო.
-არც კი მეკითხები?
-შენტვის შეკითხვას აზრი არ აქვს. არასდროს გცალია ...არასდროს...
ზურამ მანქანა კორპუსტან დაამუხრუჭა და შენობაში შევიდა. კიდევ კარგი ლიფტი მუშაობდა თორემ ვერონიკას იმხელა ქუსლიანი ეცვა მეხუთეზე ნამდვილად ვერ ავიდოდა. როგორც კი კარი შეაღეს ის საშინელი ლაკის ფეხსაცმელები ჰაერში მოისროლა და შეყვარებულს კისერზე ჩამოეკიდა. საშინელი იმიტომ იყო ,რომ ახალი გახლდათ და საშინლად უჭერდა. ცოტა ხანში ისიც იგრძნო როგორ მოეშვა კორსეტივით შემოტკეცილი კაბა წელზე და თითქოს პირველად ამოისუნთქა იმ საღამოს განმავლობაში. მოსწონდა ზურა! მასთან ყველანაირი ურთიერთობა. მისი სიყვარული , მასთან გართობა და სექსი და ამაზე უარს არასდროს არ ამბობდა, მაგრამ ჯერ ერთხელაც არ უფიქრია იყო თუ არა ის კაცი ის ერთადერთი ვისთანაც ოჯახს შექმნიდა. ხანდახან ისიც კი ეჩვენებოდა ,რომ მასთან ურთიერტობა ბეზრდებოდა და ერთფეროვანი ხდებოდა ,მაგრამ ბოლოს მაინც ზურასთან ბრუნდებოდა....



№1  offline წევრი Ce Ce

უკვე შემიყვარდა ეს ისტორიაა
მაგრამ რა არის ეს მეცოტავება <33

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

საოცრება ხარ <3
ვეკო როგორ მომწოოონს ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი irma jojua

Dzalian momwonsa ❤❤❤gadasarevi gogcho xar ♥♥♥♥

 


№4  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

და სულ "ლეას" გამოჩენიდან, ჩემი პერსონაჟი მეგონა ეს ლეა :დდდ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent