შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე პატიმარი ვარ!(სრულად)


12-11-2015, 13:59
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 043

ერთ კვირაში ციხიდან გამოვალ და აღარ მერქმევა პატიმარი.ერთ კვირაში ისევ ვცდი ჩადგე მოქალაქეთა რიგებში,ერთ კვირაში ისევ შევხედავ ცხოვრებას,რომელიც ხან ნათლითაა მოსილი და ხან ბნელში ინთქმება.
სამი წელია,რაც ვზივარ.ამნისტია შემეხო,თორემ უფრო დიდ ხანს მომიწევდა.მგონი,ხუთ წელს.ჰო,სათვალავი ამერია.
იცით,რატომ ჩამსვეს? ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული კითხვაა.ის დღე ახლაც ბუნდოვნად მახსოვს.მე მკვლელი გავხვდი,მე კაცი მოვკალი.ეს სიტყვები მუდამ ჩამესმის ყურში და ისედაც დაბურდულ გონებას უფრო მიხვევს,ზოგჯერ მგონია,რომ სადღაც ვიკარგები.განა ასეც არაა?
მაშინ საღამოს იყო,დაახლოებით ექვსი საათი.მახსოვს,გახარებული ვიყავი,ადრენალინი ტვინში მასხამდა და ახლადნაყიდ მანქანას მოვაქროლებდი.სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა.იმ წელს უნდა ჩამებარებინა ეროვნული გამოცდები,უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი,მე კი ციხეში ამოვყავი თავი.
მანქანას სწრაფად ვატარებდი,სარკეში ვიხედებოდი და ამაყად ვწევდი სახეს.განა რა მიხაროდა?
ის ბავშვი იყო.თორმეტი წლის ბიჭი იყო,რომელიც ცხოვრებას მაშინ იწყევდა,მე კი რა გავაკეთე? ის გადმოდიოდა და არ ვიცი..მეტი არაფერი ვიცი.უბრალოდ ვეღარ შევაჩერე,ისიც ვერ შეჩერდა და გავუბედურდით,მეც და ისიც.
ორივენი მსხვერპლნი ვართ,მე მას გადავურიე ისედაც საცოდავი დედა,ქალი,რომელის შვილის გულისთვის თავდაუზოგავად შრომობდა.
დედაჩემმა მანქანა მიყიდა,შევჭამე,თორემ არ მიყიდდა.მუდამ ვწყევლი იმ დღეს,მაგრამ რა მეშველება ან მე ან იმ დაღუპულ ბიჭს?
ქა ცხოვრება იოლია,არ ფიქრობ არც სასმელზე და არც საჭმელზე.მოკლედ,ყველაფერი მუქთაა.
აქ ყველაფერს შავი ფერი დასდევს,აქ რამდენიმე გოგოსთან ვიყოფ ოთახს,მაგრამ მათთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ.არ ვიცი,რატომ,მაგრამ არ შემიძლია.
დედაჩემი რამდენჯერმე ჩამოვიდა შტატებიდან და მნახა.იქიდან იბრძოდა,უნდოდა,გამოვეშვით,მაგრამ განა ეს მსურდა?
იქნებ კარგიცაა,რომ დავისაჯე.
არ ვიცი.უბრალოდ ძალიან მტკივა.ეს სიმძიმე მთელი ცხოვრება გამყვება და განა ამეხსენება როდესმე?
***
-დე,ახალი ოთახი მოაწყვე.როგორ მიხარია,რომ მალე თავისუფალი იქნები-დედაჩემმა დამირეკა წინა დღე.
-მადლობ,მაგრამ არაა საჭირო.
-როგორ არაა?
-უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული თუ შევძლებ.
-რატომ?
-მე პატიმარი ვარ.
-არა,იყავი,მაგრამ აღარ იქნები,ხვალიდან-ბოლო სიტყვა მკაფიოდ წარმოთქვა.
-დედა მე უირიდიულზე უნდა ჩამებარებინა,მე იურისტობა მინდოდა..ახლა კი?
-ისევ ჩააბარებ.
-ზედმეტად ოპტიმიზტი ხარ.
-ნუთუ,ასე გეჩვენება?
-დედა!
ჩვენი საუბარი ჩემი რეპლიკით დასრულდა.
ძალიან ვღელავდი.ცალკეული სიტყვები და სახელზმნები ჩამესმოდა და თავს არ მანებებდა.ყურებზე ხელები ავიფარე,მაგრამ ხმები მაინც ვერ ჩამოვიშორე.
-მე პატიმარი ვარ!-დავიყვირე და თითქოს მომეშვა.გარშემომყოფებმა შემომხედეს,ისინი თავიანთ დაფეთებულებას ვერ მალავდნენ.
-გიჟი ხარ?! ნეტა ჩვენც ხვალ გვიშვებდნენ-მათთან პაექრობის თავი ნამდვილად არ მქონდა,ამიტომ დავჯექი და ვცადე დავწყნარებულიყავი.
***
გამეღვიძა და მაშინვე ის უჩვეულო სიზმარი გამახსენდა.
დედა,გარდაცვლილი მამა,რომელიც რომ მოსწრებული ამ ამბავს,მეორედ მოკვდებოდა.საფლავში ტრიალებდა,ალბათ..დიახ,ალბათ.
გამახსენდა უწინდელი მეგობრები,უწინდელი შეყვარებული,უწინდელი ორი დაქალი,რომელიც ჩემი თვაელბი იყო,ჩემი სახე..ჩემი ყველაფერი.
ნეტავ ისევ უნდოდათ ჩემთან?
„განა არ გაკითხავდნენ ლალი და თამარი?“-მომესმა უჩვეულო ხმა.
-კი,კი-ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი.
ცოტა ხანში კარების გაღების ხმა გავიგე.
„თავისუფალი ხარო..ნუთუ მომესმა?“
გარეთ გამოვედი,როგორც კი ყველაფერი დასრულდა,ადმინისტრაციული ყველაფერი ჩაბარდა წარსულს..მე ისევ გარეთ ვარ..
იმისდა მიუხედავად,რომ ადრეც გამოვყავდით გარეთ,ახლა სულ სხვა რამ ვიგრძენი..სულ სხვა იყო თავისუფლების ჰაერი.ვიგრძენი თითქოს თავიდან დავიბადე.
ვგრძნობდი,რომ ძარღვებში სისხლი გაასმაგებული სისწრაფით მიმოდიოდა.
„ეს მე ვარ ია“-გავიფიქრე და გავიღიმე,მაგრამ მაშინვე შემახსენა რაღაც უჩვეულომ თავი.
„პატიმარი ვარ!“-ისევ წარსული,ისევ აჩრდილი და ისევ ბნელეთი.
მათ არ გამოვმშვიდებულვარ.რატომ? იმიტომ,რომ არ მინდოდა წარსულთან კავშირი.ეს ჩემი მსჯელობა იყო და ასე თუ მივიდგებით,ამიტომაც ვიჭერდე,მათგან,პატიმრებისგან თავს.
კაპიუშონი თავზე ჩამოვიფხატე,იმისდა მიუხედავად,რომ ივნისი იყო და ისე გავუდექი გზას.გაჩერებასთან „ტაქსი“ ვიკითხე და ჩემოდანი უკან მოვათავსე.
ათას რამეზე ვფიქრობდი,სანამ სახლში მივიდოდი.ვიფიქრე,რომ ეს დღე არავის ემახსოვრებოდა და მშვიდად ვიყავი.
„მერე მოვიფიქრებ,რა იქნება მერე..“-გავიფიქრე და მძღოლს დავემშვიდობე.
ლიფტში შევედი და ექვსიანით აღნიშნულ ღილას დავაჭირე.ამას სამი წლის მერე პირველად ვაკეთებდი.
„აი,შენი ბედი,აი,ექვსიანი..“-ჩამესმა ხმა,რომელმაც ამაძაგძარა.
-ექვსი საათი..-ხმადაბლა ვთქვი და გასაღები ამოვიღე.ის იყო კარები უნდა გამეღო,რომ უცნაური ხმები მომესმა.
კარი გაიღო,უკან დავიწიე და შეშენებულმა სახეზე ხელები ავიფარე.
-ეს იაააა..მოგვენატრე...-ხან ერთი მხრიდან ისმოდა და ხან მეორე მხრიდან.
-ეეე მეგონა დაგავიწყდებოდათ,რომ..
-ჩუუ-გამაჩერა ლალიმ.
-მეგობრები..-გამოხტა თამარი.
გაგიჟებული ვიღიმოდი და ვკისევბდი.
-რამდენი ხართ?-როგორც ჩანდა,ბევრი ხალხი მოეყვანათ გოგონებს.ზოგს არც კი ვიცნობდი,ზოგს კი უბრალოდ ვცნობდი.
***
საღამოს დივანზე ჩამოვკექი და მდუმარედ გადავხედე ლალისა და თამარის,რომლების სახლს ალაგებდნენ.
-დაგეხმარებით-წამოვდექი,მაგრამ შემაჩერეს.
-ისე კარგად გამოიყურები-თვალი ჩამიკრა თამარმა.
-ოჰო.არ გინდა-სიცილი ამიტყდა.
-მე დავაპილასოსებ-ოთახისკენ წავედი,მაგრამ ძველ ადგილას ვეღარ ვნახე-სად წავიდე.
-ეჰ,სამი წელი..
-ლიამ გადააადგილა?-დავძაბე თვალები-იმ ციხეში ნორმალური სინათლე არ იყო,თვალს დამაკლდა-დანანებით ავღნიშნე.
-მერე სამედიცინო დახმარება არაა?-ღიმილით მკითხა ლალიმ და პილასოსი მომაწოდა.
-არც მითქვამს.
-რატომ?
-მერე წავალ.უბრალოდ იქ არაფრის სურვილი არ მქოდა,ყველაფერი მძულდა მათი და საკუთარი თავიც.
-არ დაიწყო თავიდან.
-არა,ეს ასეა.
-კოშმარები ისევ გაწუხებენ?
-როდის არაა.
-ცუდია.
-სულ იმაზე ვფიქრობ,რომ პატიმარი ვარ,ამ წამსაც,იცი?
-აუ მეოთხე კურსზე გადვდივარ,არ მომილოცავ?-თამარმა სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
-მე კი ჩავრჩი.ჩარჩენილი ვარ სამი წლის წინ.
-ასე თუ ილაპარაკე,უფრო ჩამორჩები.
-დედაშენს ესაუბრე?
-არა,დავურეკავ საღამოს.
***
თორმეტს გადაცდენილი იყო,როცა მარტო დამტოვეს გოგონებმა,ვთხოვე,რომ წასულიყვნენ.
ჩემი მტვრიანი ლეპტოპი გავწმინდე და „სკაიპში“ შევედი.ლიასთან მინდოდა საუბარი.
-ეეე დეეეე-სახე გაუფართოვდა ქალს.
-ლიაკო...
-აუ როგორ მიხარიხარ.
-ოო დეეე..-ბავშვივით მოვიჩლიქე ენა და კისკისი დავიწყე.
-უნდა ავღნიშნოთ.
-აბა,რა,მენატრები.
-მეც,ჩემი პატარავ.
-მალე ჩამოდი.
-შენთვის სიუპროზი მაქვს.
-რა?-გამიფართოვდა თვალები.
-მარტშ განაცხადი შევიტანე,შენ ისევ შეგიძლია სცადო ბედი.
-ანუ მე აბიტურიენტი ვარ? ღადაოდბ?
-ჰო,განა არ გახსოვს,რაც ისწავლე?
ჰო,მაგრამ..
-არავითარი მაგრამ.მასწავლებლებთან ივლი,უკვე შეგირჩიე და გაიხსენებ ყველაფერს,გაიმეორებ-ბედნიერი სახით შემომხედა.მე გაკვირვებული ვუყურებდი და ჯერ კიდევ არ მჯეროდა.ეს ხომ გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა.
-მადლობას არ ეტყვი დეს?
-მადლობა,დე..
დილას მშვიდად გავახილე თვალი და შევამოწმე სად ვიყავი..
-ეს სახლია,ჩემი ბინა..-წამოვიწიე ლოგინიდან და საათს დავხედე,თუმცა ფიქრები ისევ არ მანებებდა თავს.
-მე პატიმარი ვარ...ამის...-დავიყვირე და თავი ბალიშში ჩავრგი.
***
ქუჩაში მივდივარ,უბრალოდ მივუყვები ჩაბნელებულ გზას,რომელსაც ლამპიონები ანათებს.მინდა,რომ თავისუფლება შევიგრძნო,უფრო მძაფრად და უფრო ძლიერად.
გარეთ გრილა და ისეთი სიჩუმეა,რომ ჩემი სუნთქვაც კი მესმის.რამდენიმე ადამიანი მიდის და ისინიც უჩუმრად.ვგრძნობ,რომ ეს არის ის,რაც სამი წლის განმავლობაში მაკლდა.
ისევ ვფიქრობ,რომ პატიმარი ვარ,მაგრამ ჩემი ორგანიზმი არ მეთანხმება.სულაც არ ჰქონია ჩემს ფილტვებს,რომ ისევ პატიმარი ვარ.
ვგრძნობ,რომ ის,რაც ადრე იყო,კვლავ დაბრუნდება.არ ვიცი,რანაირად და როგორ,მაგრამ ამის მჯერა და ეს ფაქტია.ვგრძობ როგორ მიფორიაქებს თმებს ნიავი,მშვიდი და წყნარი.
უკან ვიხედები.არ ვიცი,რატომ,მგონი,ვგრძნობ,რომ ვიღაც მომყვება,მაგრამ არ ვიცი ვინ.
-ია..-მესმის მაღალი ხმა და ვკრთები.
-ეს შენ ხარ?
-კი მე ვარ.
-აქამდე-ენა დამება.
-უცხოეთში ვიყავი,იქიდან ვერ გიკავშირდებოდი.
-რა?
-მერე მოგიყვები.
-მე კი მეგონა,ჩემი დაქალები..-ენა დამება..-ისინი..არაფერი უთქვამთ,რომ..
-უბრალოდ მომენატრე და მინდა,რომ ამ წამით დავტკბეთ.
-კი,მაგრამ..-ცახცაკი დამეწყო.
-ია,გიყვარვარ?-თვალებში ჩამხედა და ხელები სახის გარშემო შემახო.
-მიხეილ,მე..-არ ვიცოდი რა მეთქვა.
-მომენატრე საშინლად..დღეს შემთხვევით შეგხვდი.
-არ იცოდი?
-არა.
-არ მკითხავ როგორ გავატარე ეს სამი წელი? მიჭირდა,მტკიოდა..-ტირილი დავიწყე,ცრემლებს ვერ ვაჩერებდი,ისინი თავისით იკვლევდნენ გზას.
-ჩემი გული კვდებოდა..
-არა,მიხეილ...არ შეგიძლია ასე უბრალოდ მოხვიდე და.
-სიყვარული ხომ უბრალოა..
-არა,არა..-ნაბიჯს ავუცქარე და მიხეილი უკან ჩამოვიტოვე,არ მინდოდა მისი ხმის გაგონება,მისი თითოეული ნაწილი მძულდა.
-ია..-მესმოდა მისი ხმა,მაგრამ მას გულამდე არ ვუშებდი.
***
დილას საშინელ ხასიათზე გამეღვიზა.სიზმარში ვნახე,თითქოს მიხეილი კვდებოდა.მთლიანად გავნადგურდი.ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი.
თურმე როგორ მომნატრებია ის..
დიახ,მიყვარდა,მახსენდებოდა ერთად გატარებული დრო და გული მიკვდებოდა.მინდოდა ჩემთან ყოფილიყო და კვლავ მეგრძნო მისი სითბო,მისი სიმხურვალე,მისი სიყვარული..
***
-ია,რა გჭირს?-თამარიმ გამომიჭირა უხასიათობაში.
-აბარებს გოგო და..-ქეთიმ მწარედ დაიწყო.
-უბრალოდ..
-რა უბრალოდ ხარ ასეთ ხასიათზე.
-ჰო-თავი დავუქნიე.
-დარწმუნებული ხარ? სადმე წავიდეთ?
-არა-გავაქნიე თავი და ბალიში გულშ ჩავიკარი.
***
-ეს დღეებია რაღაც გაწუხებს და არ ამბობ-დაიწყო მზუნველად თამარიმ.
-არა,არაა ასე.
-აბა?
-უბრალოდ მიჭირს.
-სტყუი.
-არა.
-გიცნობ.
-არა.
-მიხეილი?
მისი სახელი გაგონებაზე ტირილი ამიტყდა.
-ჰო,მიხეილი ვნახე იმ დღეს და ზურგი ვაქციე.
-მასზე არაფერი გვსმენია.ახლაგავიგეთ,რომ ჩამოსულა,წასული იყო და ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია.
-ასე მითხრა.
-არ მოუტყუებიხარ.
***
იმავე საღამოს „ტაქსი“ გავაჩერე და მიხეილის სახლისკენ წავედი.მანქანის მართვის თავი არ მქონა,ფსიქოლოგიურად მეშინოდა საჭესთან დაჯდომის.მეგონა,რომ ვინმეს დავარტყამდი.
კარები დედამისმა გამიღო.
-ნუთუ ეს შენ ხარ?-თვალები გაუფართოვდა ქალს.
-გამარჯობათ,ქალბატონო მარინა.როგორ ბრძანდებით?
-ია..-გადამეხვია ქალი და მხოლოდ მაშინ გამათავისიფლა,როცა მიხეილი გამოჩნდა.ამოუცნობი სევდა მიკროდა სახეზე.
-ია..ეს შენ ხარ?
-მიხეილ,უნდა ვისაუბროთ.
-მე დაგტოვებთ,ყავას მოგიდუღებთ.
-ია,არ მეგონა,თუ მოხვიდოდი.
-მაპატიე,მე უბრალოდ დაბნეული ვიყავი.
-მესმის შენი.
-მე პატიმარი ვიყავი და ყოველ დღე რა ჩამესმოდ ყურში,იცი?
-რა?
-მე პატიმარი ვარ.
-უკვე აღარ ხარ,ეს შენი ბრალი არ იყო,ია.
-არ გინდა გამეორება.ამდენი ხანი არ მინახავხარ და ეს ჩემთვის უცნაური იყო.
-გთხოვ,მაპატიე.
-არა,მე მაპატიე,რომ ასე დამემართა.ჩემი ბრალია,რომ ჩამსვეს.
-ია,დამშვიდდი-ხელები წელზე შემომხვია და გულზე მიმიკრა.
-ეს შენი გულია?-ხელი მარცხენა მხარეს შევახე.
-ეს ჩვენი გულია..-თმებზე სახე მომაყრდნო.
***
-გაიღვიძე?
-რა მოხდა?
-საბოლოო განაჩენი-თამარი დამადგა თავზე.
-იურიდიულის სტუდენტი ხარ!-ლალი უკანასკნელ ხმაზე ყვიროდა.
-აუფ.
-უნდა ავღნიშნოთ?
***
-მიყვარხარ.
-რატომ?
-შენში ყველაფერი მიყვარს.
-მაინც?
-თუნდაც ის,რომ პატიმარი იყავი.
-აღარ ვარ.
-გაიმეორე.
-აღარ ვარ პატიმარი.
***
ვწევარ და მძირენა მიხეილს ვუყურებ.მისი სუნთქვა მესმისდა ყველაფერი მავიწყდება.მგონია,რომ არასდროს ვყოფილვარ პატიმარ.ჩუმად ვდგები და წერილს ვუტოვებ:“მანქანის გასაღებს ვიღებ.“
ვგრძნობ,რომ ყველაფერი თავიდან იწყება..არა,არ იწყება გრძელდება..მე კი ცვლილებების მჯერა..



№1  offline წევრი სესილია

ხანდახან მეც მიფიქრია როგორ შეუძლია ერთ წამს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, შენი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალოს... ძნელია როცა ცხოვრება რომლითაც ტკბები, უცებ გისოსებს მიღმა აღმოგაჩენს, ან სხვგან კიდევ... კარგი იყო, ასეთ ისტორიაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია love

 


№2 სტუმარი black

Kargia kargia:D;)

 


№3 სტუმარი nia

რა მტკინვეულ თემას დამარტყი :((((( ამდენი ხანი მეგონა რომ ბედი მწყალობდა და როცა დაიღუპა მაშინ მივხვდი რომ უიღბლო ვყოფილვარ... თუმცა ციხეს ავცდი... თუ ეს ნამდვილი ამბავია გამძლეობა შენ რომ 3 წელი იქ გაძელი... და ცხოვრებას აგრძელებ.... სიამოვნებით გაგიცნობდი

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

სესილია
ხანდახან მეც მიფიქრია როგორ შეუძლია ერთ წამს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, შენი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალოს... ძნელია როცა ცხოვრება რომლითაც ტკბები, უცებ გისოსებს მიღმა აღმოგაჩენს, ან სხვგან კიდევ... კარგი იყო, ასეთ ისტორიაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია love

black
Kargia kargia:D;)

nia
რა მტკინვეულ თემას დამარტყი :((((( ამდენი ხანი მეგონა რომ ბედი მწყალობდა და როცა დაიღუპა მაშინ მივხვდი რომ უიღბლო ვყოფილვარ... თუმცა ციხეს ავცდი... თუ ეს ნამდვილი ამბავია გამძლეობა შენ რომ 3 წელი იქ გაძელი... და ცხოვრებას აგრძელებ.... სიამოვნებით გაგიცნობდი

დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent