სიმდიდრე თუ ბედნიერება 23
ცოტახანი ჩუმად იჯდა და მიყურებდა მეც სულგანაბული ხმას არ ვიღებდი და თანდათან ვიძაბებოდი, ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და ლაპარაკი დაიწყო -მოდი იქიდან დავიწყოთ რომ შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ, მაგრამ შენ რა წუთშიც მოგბეზრდება ეს ყველაფერი ან ჩემთან ყოფნა არ გენდომება მაშინვე გაგიშვებ ჩემგან და არ გაგაჩერებ, მაგრამ ახლა იცი რამაინტერესებს როცა წერილი წაიკითხე რა იგრძენი თორნიკეს მიმართ და რა გაიფიქრე პირველად ჩემზე?.- გულწრფელობა თუ გადაგარჩენს მონიკა მეთქი და ყველაფრის დაწვრილებით მოყოლად დავიწყე -გეხვეწები არ გამაჩერო.- თავი დამიქნია და ლოგინზე გადაწვა, მე თავი ჩვხარე არ მინდოდა ჩემი შეშლილი თვალები დაენახა როცა თორნიკეს ვახსენებდი -სანამ წერილს წავიკითხავდი თორნიკე მივიწყებული მყავდა მაგარმ არა ისე რო სულ აღარ მეფიქრა მასზე, მიყვარდა მაგრამ გულში და ვფიქრობდი რო დავივიწყებდ, წერილის წაკითხვის შემდეგ ისევ თავიდან გამახსენდა ყველაფერი, და მივხვდი რომ ისევ ისე ძალიან მიყვარდა, მაგრამ შენ ვერ მიგატოვებდი და შენი ნახვის გარეშე ვერ გავიქცეოდი და წავიდოდი, შენთვის უნდა მეთქვა შენ უნდა გადაგეწყვიტა ყველაფერი, იმ ყველაფრის მერე რაც შენ გამიკეთე ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტიღა რჩებოდა -რატომ არ თქვი უარი? როცა მამაომ გკითხა? -მე შენ გითხარი რო შენი გადასაწყვეტი იყო და მე ჩემს პირობას არ გადავიდოდი -ანუ შენ გინდოდა რო მე მეთქვა უარი? -არა ეგ არ მიფიქრია და არცმიგულისხმია -მასე გამოდის მონიკა.- საწოლიდან წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული -მაპატიე.- პატარა დატუქსული ბავშვივით ვუთხარი და ცრემლები წამომივიდა -არა არა ნუ ტირიხარ, არ მიყვარს როცა ტირიან განსაკუთრებით შენ.- სახიდან ცრემლები მომაშორა და მომეხვია -არ ვარ შენი სიყვარულის ღირსი, არაფრის ღირსი არ ვარ, ერთხელაც არ მიფიქრია წესივრად რა შეიძლება მოყოლოდა ამ ყველაფერს, თავქარიანი ბავშვივით მოვიქეცი, პატიებაც არ უნდა გთხოვო არც მაგის ღირსი ვარ. -არა გაჩუმდი, შენ ძალიან კარგი ხარ, მაგიტომ შემიყვარდი.- ისევ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას მაგრამ ვიცოდი რომ ისიც იგივეს ფიქრობდა -არა არაა მასე, ვიცი რო მასე არ ფიქრობ და გული გატკინე -არაუშავს, აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.- თავზე მაკოცა და მეტი არაფრის თქმის საშუალება არ მომცა, ლოგინი გადასალა და მითხრა დაწექიო მეც მის ნატქვამს დავემორჩილე და ლოგინში შევწექი, თუმცა ვერ ვიძინებდი, გამთენიისას ჩამეძინა, ლადო მკვდარივით იყო თითქოს არც სუნთქავდა. დილით ოთახში სიარულმა გამაღვიძა, მივხვდი ლადო იყო მაგრამამ დილაუთენია როგორ ადგათქო, ჯერ საათს დავხედე 8 ხდებოდა, რო დამინახა გაღვიძებული, გამიღიმა და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა -დილამშვიდობისა -დილამშვიდობისა.- მეც ვუპასუხე და ხელები გავჭიმე -როგორც ჩანს დიდი ხანი არ გეძინა -ჰო, მარა არაუშავს, შენ სადმე გეჩქარება? -ჰო ეხლა სახლში გაგიყვან მერე სამსახურში გავალ და მალე მოვალ ისევ -კარგი.- წამოვდექი და ტანსაცმელი მოვძებნე, ნატამ გამომატანა მეორე დღეს დაგჭირდებაო, მეც ჩავიცვი და კაბა ყუთში ჩავდე -მზად ვარ მე.- ვუთხარი და ყუთს დავწვდი ასაღებად -მომე მე წამოვიღებ.- ხელიდან გამომტაცა და გარეთ გავიდა, მეც უკან გავყევი, მიმღებში მივიდა გასაღები დატოვა და ისევ წინ გამიძღვა. სახლში რო მივიდოდი არ ვიცოდი რა მექნა, ძმა სახლსი არ იქნებოდა, იმედია არც დედამისი, მეშინოდა მისი ნახვ ახლა, რაც არ უნდა იყოს უკვე ნამდვილი დედამთილია -რაზე ფიქრობ?-არც გამოუხედია ის მკითხა -რამდენ ხანში მოხვალ? -ასე 2 საათში -ჩემებთან ხო გამიყვან? -დღეს? -ჰო, ნახვა მინდა -კარგი.- დამეთანხმა, კარგია მთლი დღედებილივით არ ვიქნები, ნეტა ცალკე ეყიდა სახლი ასე ხო არ ვინერვიულებდი. საღამოს ჩემებთან გამიყვანა, მივედი თუ არა ნატა ზედ მომახტა, თამრომ გემრიელობები დაგვახვედრა, რაც მართლა მინდოდა მთელი ორი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი -აუ რა კარგი სუნი აქვს, ლადო ჩამოჯექი, თამრო რაც მიყვარდა ისინია დიდი მადლობა.- ტაში შემოვკარი და სოკოს გადავწვდი -ჩემო გოგო, აბა როგორ ხართ?-თამროც წინ ჩამოგვიჯდა -კარგად.- მოკლედ უპასუხა ლადომ -კი კარგად ვართ თქვენ?- რაღაც ლადოს ტონი არმომეწონა მთელი დღე ასე იყო -არაგვიშავს, მიდი მიირთვით მერე ვილაპარაკოთ.- მთელი საღამოერთი სული მქონდა ლადო ცალკე მომეგდო, ასეთი უკმეხობა რა საჭირო იყო, მითუმეტეს თამროსთან. -მონიკა წავიდეთ.- ფეხზე წამოდგა ისე ჩემს პასუხს არც დაელოდა -ჰო მაგრამ ცოტახანიც, ხშირად ხომ ვეღარ ვნახავ.- და ნატას მოვეხვიე -ნახავ.- ეცადა გაეღიმა -კარგი, კარგი.- მეც წამოვდექი და უკან გავყევი, მანქანასი ჩავჯექი თუ არა მაშინვე შეტევაზე გადავედი -რა გჭირს? თამროსთან რატო იყავი ასეთი უკმეხი ან ეს რა საქციელი იყო -გეწყინა? -ჰო მეწყინა -გადაგივლის.- საოცრად გამიკვირდა მისი პასუხი და თვალებდაჭყეტილმა გავხედე -რა გჭირს? -ის მჭირს რომ შენ დედაჩემთან იქცევი ისე როგოც მე თამროსთან და არ გესიამოვნა ხო ასეთი საქციელი ჩემგან, არც მე მესიამოვნა -დედაშენი არც მინახია დღეს -სწორედ ეგაა რომ არ გინახია, მთელი დღე შენს ოთახიდან გამოსვლას ელოდებოდა -ლადო რაღაც გეშლება, მე მთელი დღე მისაღებში ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. -ანუ დედაჩემი მატყებს? -აჰ კაი, მასე იყოს.- დედამისი დაიწყო უკვე, დაიწყო ჩემი წამება. ------ -ესეც ახალი თავი, ველი შეფასებას <3 მადლობ ყველას რომ კითხულობთ ♥ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.