შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 22


11-11-2015, 21:58
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 3 613

მომიახლოვდა და ხელები მხრებზე მომკიდა
-ულამაზესი ხარ
-მადლობა შენც კარგად გამოიყურები
-მხოლოდ შენს გამო.- შუბლზე ფრთხილად შემახო ტუჩები და გვერდით დამიდგა, გვერდიდან ყვირილი გავიგონე და შამპანიურის გახსნის ხმა
-ლადოს და მონიკას გაუმარჯოთო.- რათქამუნდა გადარეული ლაშა იყო, ცოტახანში სანამ სახლიდან გავიდოდით ლადოს ცალკე გამოსვლა ვთხოვე
-რამე მოხდა?- შეშინებულმა მკითხა როცა ანერვიულებული დამინახა
-აი ეს წაიკითხე.- წერილი მივაწოდე რომელიც აქამდე ხელში მოჭმუჭნული მეჭირა, თან დრო მოვეცი ჩაასრულა თუ არა კითხვა გაგიჟებულლი სახით გამომხედა
-ეს რა არის?
-არ მინდა რამე გვქონდეს დამალული ერთმანეთში ეს 1 საათის წინ მომივიდა, მინდა იცოდე
-თვითონ მოგიტანა
-არა თვითონ არ მოუტანია
-მომისმინე მონიკა შენ თუ გიყვარს ისევ და გინდა აპატიო მე ახლავე ჩავშლი ქორწილს.- ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, რა ვიცოდი რა მექნა
-არ ვიცი ლადო.- მეტი ვერაფერი ვთქვი და მაშინმე მოვეხვიე, მანაც მომხვია ხელები და მთელი ძალით მიმიკრა ზედ
-მონიკა ხო იცი უშენოდ მოვკვდები
-ვიცი და მეც ძალიან შეგეჩვიე
-გთხოვ მითხარი რა გავაკეთო?- ისევ ჩემ პასუხს დაელოდა როცა ნატამ შემოგვძახა წასვლის დროაო, მანქანაში სხვებიც ისხდნენ ამიტომ ლაპარაკი ვერ მოვახერხეთ, სახლიდან პირდაპირ ეკლესიაში მივედით ჯვრის დასაწერად, საშინლად ვნერვიულობდი, ლადოც ვერ იყო კარგად როგორც ემჩნეოდა
-მონიკა თანახმა ხარ ცოლად გაყვე, ლადოს იყო მასთან ჭირსა და ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?.- თავში ორი სტიქია მიბობოქრებდა მაგრამ მაინც გაჭირვებით ვთქვი პასუხი, რაც არ უნდა მომხდარიყო
-კი, თანახმა ვარ.- და ვეცადე გამეღიმა
-ახლა შენ ლადო თანახმა ხარ?.- ლადო ჩემკენ შემობრუნდა და თვალებში ჩმხედა, მისი პასუხის მოლოდინში დრო უსასველოდ გაიწველა, კანკალი ამიტყდა და ხელები ერთმანეთს მოვუუჭირე რომ არ შეემჩნიათ
-კი თანახმა ვარ.- მანაც გამიღიმა და ჩემი ხელები ხელში მოიქცია და კალიცო წამომაცვა თითზე, არ ვიცი რატომ მაგრამ ამ პასუხმა შვება მომგვარა მას მაინც უნდოდა ჩემი ქმრობა მიუხედავად ამ ყველაფრის, გული სიამაყით ამევსო, მეც იგივე გავაკეთე და შემდეგ ძალიან ნაზად მაკოცა რაც პირველი იყო ჩვენს შემთხვევაში...
ეკლესიიდან ქორწინების სახლში მივედით, ხელი მოვაწერეთ და ჩვენს რესტორანში წავედით...
მთელი საღამო ხმისამოუღებლად ვიჯექი, თუ რამეს მკითხავდნენ ჰო ან არა მქონდა პასუხად
-მონიკა გამოფხიზლდი ტორტის დაჭრის დროა.- შემაფხიზლა ლადომ და ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა, მეც რობოტივით ავდექი და გავყევი ტორტისკენ, ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი და კიდევ ერთხელ მელაპარაკა ამ ყველაფერზე ლადოსთა და სააბოლოდ გამერკვია ყველაფერი, რათქმაუნდა ყველაფერი დამთავრებული იყო ჩემთვის მაგრამ, მაინც მინდოდა მისი აზრის ცოდნა...
როგორც იქნა ის ნანატრი დროც დადგა როცა სახლის გზას დავადექით, მაგრამ სახლში არა სასტუმროში წავედით, შევედი თუ არა ოთახში მოწყვეტით დავეცი ლოგინზე და ფეხსაცმელი გავიხადე
-საშინლად დავიღალე
-ჰო.- ლადოც გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია
-მოდი ახლა ვილაპარაკოთ კაი?.- ხელზე მაკოცა და ქვემოდან ამომხედა, ისეთი კარგი იყო ამ დროს
-კარგი.- მეც დავეთანხმე და დაველოდე მის პირველ კითხვას...

-ბოდიში დაგვიანებისთვის და ესეც ახალი თავი ვიცი რო პატარაა გადარბენაზე ვარ ეს დღეები და ამის ბრალია და კიდე პატარა რაღაც მინდა ვთქვა:
- თორნიკე კი კარგია და მეც მინდოდა მასთან დატოვება მაგრამ ლადო იმდენათ მომეწონა, მეც არ წარმომედგინა ასეთი კარგი თუ გამომივიდოდა მინდა რო ბედნიერი იყოს და მონიკასაც აუცილებლად დავავახლოვებ მასთან, აი თორნიკეს რაც შეეხება, ამ ისტორიის მეორე ნაწილი მინდა დავწერო და იქ ყველაფერს დაწვრილებით აღვწერ მასზე და მის ცხოვრებაზე და ვნახოთ თუ კიდე შეხვდებიან ერთმანეთს ^_^



№1  offline წევრი kora

არ გეწყინოს პირდაპირობა, ცუდი გაგებით არ გეუბნები, უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ, ამ თავის წაკითხვის მერე ვინანე, რომ ერთხელ შეწყვეტილი ისტორიის კითხვა ისევ გავაგრძელე. ლადოს გამოჩენის მერე აღარ ვკითხულობდი და მერე ისევ გავაგრძელე და ჯობდა აღარ წამეკითხა... თან ვერ მივხვდი ქორწილის მერე რაღა აზრი ჰქონდა საერთოდ მაგ თემის განხილვას.
პ.ს. მართლა არ გეწყინოს, უბრალოდ ასე ვფიქრობ. შენს სხვა ისტორიას დაველოდები<3
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი lamazmani

მე ზაან მომეწონა ლადო მეც ძალიან მომწონს და მინდა რომ მონიკა მასთან დარჩეს დაველოდოთ სხვა თავებს და მეორე ნაწილსაც კაია მომწონს მალე დადე კაი გოგო ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent