შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... სიყვარული თუ ბოროტება? (8)


12-11-2015, 20:38
ავტორი ერკე
ნანახია 2 240

გამოფხიზლდა და დაინახა მისგან ზურგით შეტრიალებულიყო მაქსიმი. ადამიანი იყო, ადამიანის გამომეტყველება, ადამიანის ზომა, ჩვეულებრივზე მეტად ადამიანიც კი იყო, მაგრამ არაბუნებრივი სიბნელე დასთამაშებდა მის სახეს, რაც აქამდე ვერ შეენიშნა. გოლიათს გონება დაჰკარგვოდა, ხმის ამოღებას ვერც კი შეძლებდა, დახმარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
წარსული თან სდევდა, ყოველშემთხვევაში მას ასე ეგონა. წარსულისგან სისხლმდინარმა ფიქრებმა თავი მაღლა ააწევინეს. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, რომ სინანულის თვალებით შეეხედა მისთვის, მაგრამ ის არც მოტრიალებულა. ზურგით იდგა და რაღაცას გულდასმით ჩაჰყურებდა. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა და ვერ არჩევდა რას ჩაჰკირკიტებდა ბოროტება.
-აჰ... გაიღვიძე? - უცებ გამოხედა ინტერესით.
-რა გინდა?
-ამას მე მეკითხები?
-ხო. - უკვე აღარ შეეძლო, ვერ ძლებდა.
-ლეა.
თითქოს თავში რაღაც ჩასცხესო.
-გახსოვს, რა გითხარი?
-კი.
-მერე?
-რა მერე?
-მიყვარდა.
-მეც.
-მაგრამ შენ ის დაღუპე.
-თუმცა შენ მოკალი. - წაილუღლუღა მეფემ.
-მომიწია! - დაიღრიალა.
-აქამდე როგორ დაეცი? - დაინტერესდა მეფე და ჰკითხა.
-მართლა გაინტერესებს?
-კი.
-მაშინ კარგად მოკალათდი, არ გადმოვარდე.
-რა სასაცილოა... - დაიმანჭა და გაიკრიჭა ძალით.
-ყველაფერი ერკე მიდასის ნახვით დაიწყო.
-ვერ გამიგია.
-რა?
-ათასი წლის წინაც შენ იყავი?
-ერთი რამ არის. ბოროტება ყოველთვის უცვლელი როდია. ბოროტება სახეს იცვლის, ერთი და იმავე სახით, ან მსგავს სიტუაციებში არ ხდება მასთან შეხვედრა. მოთმინების დიდი უნარი აქვს და მაშინ გცდის, როცა ძალიან სუსტი ხარ, როცა გრძნობს რომ შენი დამარცხება, ან დაყოლიება შეუძლია, თავისკენ გადაგიბირებს და გიხერგავს გზას, რომელსაც მის გარდა სხვაგან მიჰყავხარ.
-შენ უბრალოდ საცოდავი არსება ხარ! - რაც ძალა ჰქონდა დაიღრიალა და მისკენ გაიქაჩა, მაგრამ კანი კვლავ აეწვა. ხელები ეტკინა და თავისუფლების ნანატრი ჰაერის ჩასასუნთქად ყველაფერს იზამდა, მაგრამ იქაური ჰაერი ახრჩობდა, ხუთავდა და სულიერ კვდომას განიცდიდა. თითქოს კომაში იყო, მშველელები კი არ იყვნენ.
-შენ ლეა მოკალი... - თქვა შავმა ჯადოქარმა. - აი, რატომ ხარ აქ. სასაცილოა, რომ ლეას სიკვდილით შენ ჩემ კლანჭებში აღმოჩნდი, ახლა კი შემეძლება უბრალოდ ვიძიო შენზე შური და სიამოვნებით დავტკბე, როგორ ღაფავ უბადრუკ სულს. შენ არარაობა ხარ. ყოველ ნაბიჯზე ფიქრობდი, რომ სწორად იქცეოდი, მაგრამ სინამდვილეში სწორ გზას სცდებოდი. შენც ისევე დაიწვები ჯოჯოხეთში, როგორც სხვა ნებისმიერი ცოდვილი. ბოროტებას არ ქმნი მხოლოდ ბოროტებით, ის შეიძლება სიკეთითაც შექმნა, ამ სიკეთის ყალბი გამოვლინებით. - თვალი თვალში გაუყარა. დღის სინათლე სვეტივით დახრილად ეფინებოდა უსივრცოობას, მაგრამ მთლიანად გამოქვაბულს ვერ ანათებდა. - ბოროტება თავად ქმნის ბოროტებას, ის არსად იკარგება და სიკეთესთან ერთად ბუნებაში ყოველთვის დანავარდობს დიდი დოზით, შესაძლოა სიკეთეზე დიდი დოზითაც კი. ის სიშავე, რომელსაც დღის სინათლით ფარავ, იმაზე უარესია ვიდრე დაუფარავი სიბნელე. - უეცრად გაჩუმდა. თითქოს საპასუხო დარტყმას ელოდებოდა და თვალი მოავლო იქაურ „დაუფარავ სიბნელეს“, რომლისკენაც ხელი გაიწვდინა, მთლიანად გაშალა და ანიშნა უგვარდს.
-მომკალი. - ამოიღნავლა.
-ჯერ ადრეა.... მინდა დაიტანჯო, ისევე როგორც მე ვიტანჯებოდი. - გაბრუნდა და გაუჩინარდა. ისე დალივლივებდა ჰაერში და თან ეძებდა რაღაცას, რომ დარწმუნებული იყო მალე დაბრუნდებოდა.
სანამ დაბრუნდებოდა და მის თვალს სხვა რამ დაუდგა წინ... თეთრი პეპელა შემოფრინდა და მხარზე დააჯდა. პირდაპირ იმ ღრმა ჭრილობაზე, საიდანაც თქარათქურით მოსდიოდა სისხლი და პეპელა, რომ არა ჭრილობას ვერც კი აღმოაჩენდა. გული შეუწუხდა, მაგრად აეწვა ნაჭრილობევი და ამან საკუთარი ძმების სიკვდილი წარმოუდგინა თვალწინ, მაგრამ ის თოვლითა და მყინვარებით გადღაბნილი სურათი უკან მოისროლა, გონების უკაცრიელ კუნჭულებში და პეპელას დაუწყო ყურება. თვალს ვერ აცილებდა, უნდოდა გაეგო რა უნდოდა მის მხარზე.
პეპელა სრულიად ქათქათა იყო, მაგრამ მისი სითეთრე ირგვლივ ეფინებოდა და სიბნელეს ოდნავ ანათებდა კიდეც. ის თურმე აქამდე გულის ტკივილით ცხოვრობდა, ყოველი მისი ქმედება ამ ტკივილის ჩახშობის მიზნით იყო გამოწვეული, ყველაფერი, რასაც მისი თვალები აღწევდნენ, მისი სხეული და სიცოცხლის დაჟინებული სურვილი, ლეას მოგონებისთვის იყო, მაგრამ ეს ფიქრები ტანჯავდა.
მას ის საღამო გაახსენდა, პირველი სასწაული ღამე, როცა ლეა და მეფე ერთად იწვნენ, როცა ხედავდა ლეას სახეზე ბედნიერებას, წუთითაც არ უფიქრია, რომ ეს ყალბი იყო, მის დაბრმავებულ თვალს არ შეუმჩნევია სევდა, მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ლეას უყურებდა და მის მიღმა დამალულ, ტკივილით სავსეს და ტანჯვით სასოწარკვეთილ ლეას კი ვერ ამჩნევდა ვერანაირად.
გაოცდა, როცა დაინახა რომ ჭრილობა ნელ-ნელა ხორცდებოდა. წამით ისიც იფიქრა ერკე მიდასის გამოგზავნილი პეპელა ხომ არ არისო, მაგრამ არ სჯეროდა. მიდასმა ისიც კი არ იცოდა, რომ მის მოსაძებნად დასდგომოდა გზას, რომ უნდა მიეღწია და შავმა ჯადოქარმა უმალ შეიპყრო.
-თვალებში... შეხედო... - სასოწარკვეთილმა წარმოთქვა ტექტოკონუსმა. მეფემ ვერ გაარჩია რომელმა თავმა თქვა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. რაღაცის თქმას ცდილობდა, რაღაცას ნაწილ-ნაწილ ამბობდა, მაგრამ მას მთელი სურათი სჭირდებოდა. ის ხომ გამოცდილი იყო, ბევრი რამ ჰქონდა ნანახი.
-რა? - დაინტერესდა მეფე, მაგრამ ცოტა ხნით პასუხი ვერ მიიღო. მერე ძლივს ასწიეს თავები და კიდევ უნდოდათ ერთად ეთქვათ, მაგრამ მარჯვენა თავმა მარცხენას მდუმარედ გადახედა. მარცხენამ თავი დააქნია და მოღუშული მზერით დაეთანხმა მას.
-თვალებში არ შეხედო... ჯადოქარს. - ეტყობოდა, როგორ გამოეცალა ძალა. ის იმ ძლევამოსილ გოლიათს აღარ ჰგავდა ტყეში რომ შეეჭიდა და დაამარცხა. მისი ძალების დაკარგვაში, ალბათ მეფესაც მიუძღოდა გარკვეული წილი, მაგრამ ამას არ აღიარებდა და ყველაფერს ბნელს აბრალებდა. ნათელთა მსპობ სიბნელეს, რომელიც ადამიანებს რეალურ სახეს უბრუნებდა და რომელიც სიცოცხლის გასაგრძელებლად უკანასკნელ ძალას გიკარგავს. ყველაფერში მას მიუძღოდა ბრალი. მან მოიტაცა ჯერ ამ გოლიათის შეყვარებული, ახლა კი მეფეც და ეს ორთავიანი ხეპრეც. თავის დაღწევა ადვილი ეგონა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ჭრილობა გაუქრა და გაქრა სისხლი, რომელიც ჩანჩქერივით იღვრებოდა მის შიშველ კანზე და ნელ-ნელა ფეხებიდან გამოქვაბულის ძირში იკვალავდა გზას.
-რა მოხდება, რომ შევხედო? - კიდევ ერთი პასუხგასაცემი კითხვა, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გოლიათისთვის არ უთქვამს, რომ უკვე შეხედა თვალებში, ფიქრობდა ჯერ მითხრას რატომ არ უნდა შევხედო და მერე გადავწყვეტ ვუთხრა თუ არაო და გამხდარი გოლიათის საუბრის დაწყებას დაელოდა. უყურებდა და თვითონაც იგრძნო როგორ კარგავდა ძალას. მაშინვე ზევით აიხედა და უცნაურ შავ ბორკილებს შეხედა, ისინი მის ენერგიას იწოვდნენ, ძალებისგან ათავისუფლებდნენ. არაფრის თავი აღარ ჰქონდა, ძლივსღა ლაპარაკობდა.
ისინი უბრალო ბორკილები კი არ იყო, შავი მატერიისგან დამზადებული, არამედ ენერგიის წამრთმევი ბორკილები, რაც მათ სიკვდილამდე მიიყვანდა. ნელი ტანჯვით.
„მინდა დაიტანჯო, ისევე როგორც მე...“ - ამ ტანჯვას გულისხმობდა შავი ბოროტება? ვერ წარმოედგინა, რომ ეს იყო ის სატანჯველი, რასაც უმზადებდა მისთვის... ლეას გამო.
-შენ იმას დაინახავ.... - დაიწყო დამარცვლით და ყოველი სიტყვის თქმაზე ჩერდებოდა. - რისი... დანახვაც შენს სინდისს... შენს ტკივილებს აღგიდგენს. ბოროტება... სახეს იცვლის... ის...ის არ არის ისეთი... როგორიც წარმოგიდგა.
მაქსიმს ხედავდა ის. ნუთუ არ იყო ის მაქსიმი და მხოლოდ ნაცნობი სახით ცდილობდა გამოეტეხა მეფე? ამ აზრმა ოდნავ ღიმილი მოჰგვარა, მწუხარების ხანა გადავარდა თითქოს, მაგრამ ღიმილმაც არ გასტანა დიდხანს. შორიდან რაღაც ხმები გაიგო. პეპელა კი ჯერ ისევ მხარზე იჯდა, მაგრამ ამ ხმების გაგონების შემდეგ აფრინდა. ბორკილებს დააფრინდა და სიშავე გააქრო. რაღაც შავი შექმნა შემდეგ, რომელიც მის ხელებს სუროსავით შემოხვეოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა შავი ჯადოქრის გაკეთებულს, მაგრამ მეფემ ძალების აღდგენა იგრძნო, მათი დაკარგვის ნაცვლად.
ეს ერკე მიდასი იყო. იმას არ ჰქონდა მნიშვნელობა საიდან გაიგო, მაგრამ ის იყო.
გონებაში შემოღწევის შემდეგ, ერთი სიტყვა გაიგო თავში. „სიყვარული“ ნაზი ხმა ჩაეღვენთა ფიქრებში და მისი ფიქრებით წარმოთქვა მან.
„სიყვარული აგამაღლებს ბოროტებაზე.“ - ახლა უფრო მკაფიოდ. როცა ბოროტება გამოჩნდა მეფემ თავი დახარა. ფიქრები შეწყვიტა წარსულზე, რადგან ეგონა რომ ის სწორედ ამით საზრდოობდა და ამ ყველაფრით იგებდა, რაც მიუძღოდა მაქსიმის წინაშე. „სიყვარული შენი ერთადერთი იარაღია, უგვარდ. - გიყვარდეს“ - გონება დაუსველდა ამ ფიქრებით, მასაც ჭკუაში დაუჯდა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული რომ სიყვარულის უნარი ჰქონდა, პატიების და სიკეთის კეთების კი, მაგრამ მან ერთადერთი ცოლი უსიყვარულოდ მოიყვანა, რომელიც მერე შეუყვარდა, ან ეს ყველაფერი ისევ ლეას დამსახურება იყო, იმ ელექს, მას სიყვარული არ შეეძლო.
„ირწმუნე საკუთარი თავის. შეგიძლია.“ - ორთქლმავალივით ჩაიორთქლა ამ სიტყვებმაც მის ტვინში.
ნაბიჯების ხმა გაისმა შორიდან. მეფეს სხვა გზა არ ჰქონდა, თავი ისე მოაჩვენა თითქოს ეძინა, თავი დახარა და თვალები დახუჭა. იმ წამს მხოლოდ ეს მოიფიქრა და დაფიქრდა ვიღაცის სიტყვებზე მის გონებაში.
***
-ხელმწიფეო, მოწინააღმდეგის ჯარები უკვე თითქმის სასახლესთან მოგვადგა. - მოკრძალებით უთხრა უგვარდს მხედართმთავარმა ბონმა. რუკას დასცქეროდა და მათ ადგილსამყოფელს თითით აჩვენებდა. ისინი უკვე სასუნის ხეობაში იყვნენ და იქ დაბანაკებულიყვნენ.
-მოვიდნენ... ჩვენი სამეფო გაუძლებს ალყას. ძლიერი კედლები გადაიტანს მას, ჩვენ კი მზად დავხვდებით. - მშვიდად თქვა მეფემ. - მოემზადეთ! - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ბრძანება გასცა. - აღმოსავლეთის ჭიშკართან დააყენეთ რაინდები, დასავლეთის მხარეს მე ვუხელმძღვანელებ პირდაპირ მათ.... ბონ, - მხედართმთავარმა ყურადღება მიაპყრო. - ჩვენი უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. - მრავლისმეტყველად შეხედა მეფეს მხედართმთავარმა და სხვა მის ახლო მყოფმა რაინდებმაც, ვისაც მეფე ყველაზე მეტად ენდობოდა. - დრო... წაიყვანე სამასი კაცი და ახლოს დაბანაკდით. - ხელი გაშლილ ველზე გაიწვდინა, რომელიც რუკაზე მხოლოდ ნაცრისფრად ეხატა... - ისინი აქედან მოვლენ. ჩვენ მზად ვიქნებით, სამეფოს დავიცავთ. თქვენ კი როცა ჭიშკარს მოადგებიან, უკნიდან დაადგებით, ალყას შემოარტყავთ. მე მხოლოდ, თქვენი ძალის და ერთგულების იმედი მაქვს, მეგობარო! - მხარზე ხელი დაარტყა მეფემ და მისკენ მოსწია. მხედართმთავარი ჩაიხუტა, მაგრად გადაეხვია და ზურგზე დაარტყა ხელები. მას სწამდა საკუთარი ხალხის, სწამდა ყველაფრის, რასაც კი მათ თვალებში ხედავდა. ამაყობდა მათით, რადგანაც ისინი იყვნენ ყველაზე გაბედულები და მამაცები მეფის თვალში. არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებდნენ მას, არც თვითონ მიატოვებდა მათ.
-მეფეო... - უკნიდან მისი მსახური გამოჩნდა, რომელსაც ჩვეულებრივად ეცვა. ხელში მეფის ფეხსაცმელი ეჭირა და წმენდდა, მაგრამ გაბედა და მიუახლოვდა, თავი დაუხარა მას და რაინდების წინაშე კვლავ გაბედა საუბარი. - ხომ არ ჯობია, მათ ვიწრო ხეობაში დაუხვდეთ. როგორც ვატყობ, საიდანაც ისინი მოდიან, აუცილებლად ეს პატარა ვიწრობი უნდა გამოიარონ. - ხელი დაადო ტარანტას ხეობას, სადაც დიდი ხანი იყო, რაც ჩაშრა მთლიანი მდინარე, ახლა კი მხოლოდ ქვიშით სავსე ხეობა იყო, სრულიად ცარიელი.
-არა, ნორმილ... - თავაზიანობის ნიშნად შეხედა მსახურს. - არაფერი გამოვა. ისევ სჯობს, რომ აქ დავხდეთ, მაგრამ ის უფრო მაფიქრებს რამდენნი იქნებიან და რამხელა ადგილს დაიკავებენ ჩვენი სასახლის გარშემო. - შემდეგ ბონს მიუბრუნდა. - ბონ, რაინდები გაგზავნე, მათი დაახლოებითი რაოდენობის ცოდნა აუცილებლად დაგვჭირდება. უთხარი, რომ ფრთხილად იყვნენ. - ბონმა თავი დაუკრა და გარეთ გავიდა. - ნორმილ, შენ საქმეს მიხედე, ბრძოლა შენი საქმე არ არის. - ოდნავი ირონია კი გაურია, მაგრამ ნორმილმა იგრძნო მეფის ხმაში სითბოს მარცვალიც, რაც ძალიან ესიამოვნა. - ცოცხალი მჭირდები. - ხელი დაადო მხარზე იმის ნიშნად, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო მისთვის. უბრალოდ არ თვლიდა მას მსახურად, იმდენად კარგი ადამიანი იყო ნორმილი, რომ მასთან გახსნილი და ღია იყო. თითქმის ყველაფერზე ესაუბრებოდა და მისი გადაწყვეტილება, ლეას შესახებ, სანამ სამეფოს განუცხადებდა, პირველი მას შეატყობინა. მისი სიბრძნე სჭირდებოდა, მისი რჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში დუმდა, თითქოს რაღაც იცოდა, ამ დუმილს ვერ ხსნიდა, მაგრამ მეგობარს გადაეხვია და მაშინ სხვა სამეფოშიც გაემგზავრა, ლეას ხელის სათხოვნელად.
-კვენ... - ერთ-ერთ რაინდს მიმართა, ის ნამდვილი ჯარისკაცი და დიდებული მებრძოლი იყო. ყველაზე მეტჯერ სიკვდილს ამ ადამიანმა გადაარჩინა მეფე და რატომაც არ უნდა ნდობოდა? ახლოს იყო, ყველაზე ახლოს მებრძოლებს შორის და მხედართმთავარი ბონის შემდეგ, მაგრამ სულაც არ თვლიდა ამას სისუსტედ, ეს სიძლიერედ მიაჩნდა, როცა მებრძოლები უყვარდა და მეგობრებად იღებდა მათ, ფიქრობდა რომ მაშინ ნაკლები იმედგაცრუება დაუხვდებოდა მათგან და მათგანაც დაიმსახურებდა სიყვარულს და ნდობას.
-დიახ მეფეო.
-ჯარი მოამზადე. შენ დასავლეთის ფრთას უხელმძღვანელებ. არ დამაღალატო. - თვალი ჩაუკრა. მასთან მივიდა და ისიც მიიხუტა, როგორც ნამდვილ მეგობარს შეჰფეროდა.
-როდისმე დამიღალატებიხართ მეფეო? - ჰკითხა, როცა ჯერ კიდევ თავი მეფის მხარზე ედო. შემდეგ განცალკევდნენ და თბილი მზერა მიაპყრეს ერთურთს.
-ასეთ პასუხს ველოდი სწორედ. - მებრძოლი გაახალისა მეფის სიტყვებმა, მხედრული სალამი უძღვნა და კარში გავიდა. თან დანარჩენი რაინდებიც გაიყოლა. დარჩნენ მხოლოდ მეფე და ნორმილი, რომელიც იქვე ჩამომჯდარიყო პატარა სკამზე, მეფის მაგიდისგან მოშორებით და ჩაფიქრებული ასუფთავებდა მეფის აბჯარს. - ნორმილ, ცხენებს მიხედე! - მკაცრი ტონით გამოუვიდა, მაგრამ ის არჩევდა მეგობრობასა და მოვალეობას ერთმანეთისგან. მეფე მისი მეგობარი იყო, მიუხედავად იმისა რომ მის ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
***
-მეფეო, სიყვარულს ვერ აფასებთ საჭიროდ. - წარმოთქვა ნორმილმა, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ. როცა რჩევა ჰკითხა წინა დღეს, მაშინ ხმა ვერ ამოიღო და მხოლოდ წასვლის წინ გაბედა და უთხრა. მეფე უკვე ლეას სანახავად მიდიოდა, სხვა სამეფოში.
-სიყვარული? შენ რა გესმის სიყვარულის. - დამცინავად ჩაილაპარაკა, რაც გულზე ცუდად მოხვდა მის მსახურს, მაგრამ არ შეიმჩნია.
-სიყვარული უდიდესი ძალაა ამ სამყაროში. ერთადერთი ძლიერება, რამაც შეიძლება ისეთი ძალაუფლება მოგიტანოთ, ვერც კი წარმოიდგინოთ. - გაეცინა მეფეს სულელურ სიტყვებზე. ის საკმაოდ ძლევამოსილი იყო, მას მხოლოდ საცოლე სჭირდებოდა, მემკვიდრის ყოლა. - თქვენ ის არ გიყვართ, არც კი გინახავთ და გინდათ ცოლად მოიყვანოთ?
-ნორმილ... სამეფოს ასე სჭირდება.
-კი, მაგრამ თქვენ?
-მე რა? - ჰკითხა თავის მსახურს, რომლის სახეზეც იმედგაცრუება შენიშნა, მაგრამ ტონს არ დაუკლო. ხშირად არ ჰქონდა მეფური ტონი მსახურთან, ისე ელაპარაკებოდა, როგორც მეგობარს, მაგრამ ახლა მის სიტყვებს ბრძანებების კილო აჩნდათ, ის ტრადიციული ტონი, რასაც ბრძანების დროს იყენებდა და ხალხს რაიმეს გაკეთებას ავალებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა როგორ სწყინდა და სტკენდა გულს ეს ნორმილს, არ შეჩერებულა. - ჩემთვის სიყვარული არ არის მთავარი, ნორმილ. მეფე სიყვარულზე მაღლა დგას, მან უნდა იცოდეს რომ სიყვარულით ვერაფერს გახდება, როცა ასეთი უზარმაზარი სამეფო აქვს სამართავი. ჩემთვის ისიც მთავარია, რომ ხალხს ვუყვარვარ...
-მაგრამ სიყვარული... აუცილებელია. სხვაგვარად სამეფო ძლიერი ვერ იქნება.
-შენ რა გესმის ნორმილ. - თავი გადააქნია და ცხენს დეზები შემოჰკრა.
***
-წავედით... - დაიჩურჩულა მეფემ და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა სიმართლეს.
-მას არ მივატოვებ. არავითარ შემთხვევაში. მოკლავს. - უპასუხეს ერთხმად თავებმა და ნათელმა კიდევ ერთხელ მოიცვა, უკვე მეორედ, გამოქვაბული და სხვა შესასვლელისკენ ანიშნა. ტექტოკონუსიც იქითკენ წავიდა, უკვე ძალიან მოსწონდა ეს სინათლე, პეპელა, რომელმაც ჯერ მეფე იხსნა, შემდეგ კი თვითონ და დარწმუნებული იყო თავის შეყვარებულსაც იხსნიდა. გიჟს ჰგავდა, როცა არ შეეძლო შავ მაგიას შეწინააღმდეგებოდა და მისი დანაშაულებრივი ქმედება მაინც უსასჯელოდ რჩებოდა. საშინლად თრგუნავდა ისიც, რომ სიყვარულის წართმევის ნებაც მისცა, ხელიც კი ვერ შეუშალა და კისერთან წაჭერილი და დაძაბული ნერვები, თოკებივით რომ აჩნდა და განშტოებებად ტოვებდა კვალს, ისე მკვეთრად ეტყობოდა, თითქოს ცოტაც და გაუსკდებაო. გვირაბი კიდევ ორ ნაწილად იყოფოდა, მაგრამ მალევე შენიშნა მესამე გასასვლელიც, საითაც პეპელა გაემართა, ოდნავ მარცხნივ, რომელიც არცერთ სხვა გასასვლელთან არ იყო ახლოს.
ყველაფერი ნესტიანი იყო, კედლები სველი და შავი, თითქოს ვიღაცას მური წაესვას და მთლიანად გაეშავებინოს. ეს იყო შავი მაგიის ადგილსამყოფელი, მისი სამფლობელო. ამ კლდეში შეჭრილ გამოქვაბულზე ამბობდნენ, რომ თვით შავი მაგია გაჩნდა აქ, მას შემდეგ რაც სიყვარულის მაგია იშვაო, კიდევ იმას ამბობდნენ, რომ თავიდან არ არსებობდა ბოროტი მაგია, არ იყო ბოროტება, მაგრამ იყვნენ ორი ძმანი, რომელნიც მამასთან ერთად ცხოვრობდნენ სულ მაღლა, ყველაზე მაღალი მთის ზენიტში და ორივეს ჰქონდა მაგია, მაგრამ სიყვარულით აღსავსე. მამას უფროსი ვაჟი უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე უმცროსი, ბოროტება კი სწორედ მაშინ იშვა, როცა უმცროს ძმას შეშურდა უფროსი ძმის და მოკვლა დაუპირა. რა თქმა უნდა, ვერ მოკლა მაგრამ ეს მამამისმა რომ გაიგო საშინლად განრისხდა და ადგილი ბარში, პატარა გამოქვაბულში მიუჩინა. კიდევ ბევრ რამეს ამბობდა ხალხის ჭორები, მითები და ლეგენდები, მაგრამ ფაქტი ერთი იყო მხოლოდ, ბოროტება არსებობდა და არც ისე სუსტი იყო, შურისძიება სწყუროდა თითქოს და კეთილზე გამარჯვება, ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობდა საწადელის მიღწევისთვის.
ორივემ მარჯვნივ გაუხვია. ჩამონგრეული შავი კედლები და კუთხეებში დიდი ობობის ქსელები ადგილს საშინელს ხდიდა. უამრავი ქვეწარმავალიც დაძვრებოდა და ფეხებზეც კი გადაუგორდებოდათ ხშირად. რამდენჯერმე გველმაც გადაურბინათ წინ, დიდ და შხამიანმა გველმა, მაგრამ შეშინების ნაცვლად გოლიათი ცდილობდა ფეხი დაებიჯებინა და გაესრისა. ის წინ მიდიოდა, როგორც ყველაზე დიდი და მამაცი, წინ მიუძღოდა მეფეს.
წამიერად მოეჩვენათ, რომ ვიღაც უკან მიჰყვებოდათ, მაგრამ თავი ხელში აჰყავდათ და უკან არც კი იყურებოდნენ, იმ უკუნ სიბნელეში, სადაც არაფერი ჩანდა, მხოლოდ პატარა მტვრევის და ნაბიჯებისმაგვარი ხმა ისმოდა, რამდენჯერმე სისინის ხმაც გაიგეს და საზიზღარი წკაპუნი, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა და ექოც ძლიერდებოდა გამოქვაბულის სიღრმეში.
-დარწმუნებული ხარ, რომ უკან უთუოდ დავბრუნდებით? - შეეკითხა მეფე გოლიათს ჩუმი ხმით, მაგრამ ღრიალისმაგვარი ექო მოჰყვა მის სიტყვებს და გამოქვაბული შეინძრა. ეს არ იყო, არც მეფის სიტყვებით გამოწვეული, არც მათი ნაბიჯებით, ხმა ისე უდუდუნებდა რამდენიმე წუთის განმავლობაში უგვარდს ყურებში, რომ გაიაზრა ასეთი ღრიალის პატრონი რამხელა უნდა იყოსო, ან რა არსება იქნებაო და გული გაუქვავდა, ფეთქვა შეანელა.
ექოს გაგონებისას ტექტონოკუსიც შედგა. უკან მიტრიალდა და თავი დაუქნია უგვარდს. - აუცილებლად გავაღწევთ. - თქვა მარჯვენა თავმა დარწმუნებით.
-ამდენ წუწუნს ჯობდა შენ დარჩენილიყავი და არ წამოგვყოლოდი. ახლაც შეგიძლია დაბრუნდე. - მარცხენა თავმაც ამოიღო ხმა, მათ წინ კი ისევ ისმოდა ღრიალის ექო, რამაც გამოქვაბულის ჭერიდან კლდის ნატეხების ჩამომტვრევა განაპირობა. შემდეგ ერთი დიდი ლოდი მოწყდა და მათ წინ დაეცა.
ღრიალი განმეორდა და მეფეს ფეხები აუკანკალდა.
-დიდი მადლობა, მაგრამ თქვენთან მირჩევნია. - გაიკრიჭა და ირონიულად დააყოლა სათქმელი. ოდესღაც უშიშარი ეგონა თავი, მაგრამ ამ არსებების დანახვისას თითქოს დაკარგა რაღაც, რაც ეხმარებოდა რქმეოდა უშიშარი. გაანალიზა, რომ ეს შიში არ იყო, არ ეშინოდა, მაგრამ ჰქონდა რაღაცის მოლოდინი, უარესის ვიდრე წარმოიდგენდა. სიკვდილის მოახლოება იგრძნო და დადუმდა. უსიტყვოდ გაჰყვა გოლიათს, რომელიც პეპლის სინათლეს მიჰყვებოდა. მთელი გზა ხმა აღარ ამოუღიათ. ორივეს რაღაც ტანჯავდა თითქოს, მეფეს აშინებდა ის, რასაც უნდა შეხვედროდნენ უკან დაბრუნებისას, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. იმედი ჰქონდა გოლიათი მოერეოდა, მაგრამ ტექტოკონუსსაც გაჰკრავდა შიშის მარცვალი, როცა ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ხვდებოდნენ, რომ რაღაც უახლოვდებოდათ.
-უნდა ვიჩქაროთ. - მხოლოდ ეს თქვა ორთავიანმა და სწრაფად წავიდა წინ. გვირაბი სრულდებოდა, გასასვლელი აღარსად იყო და დიდ დერეფანში უკვე ბოლო მოჩანდა, სადაც მქრქალი სინათლის ფონზე უზარმაზარი კონტურები იკვეთებოდა, ის მოძრაობდა.
-მანგუს, შენ ხარ? - დაიყვირა ქალის ხმამ ბოლოდან. ისეთი ტანჯული ხმა ჰქონდა, უგვარდს გააჟრიალა, იმ ტკივილისგან რასაც წესით ამ ხმის პატრონი განიცდიდა. „მანგუს?“ - გაიფიქრა თავისთვის. „აქამდე რატომ არ გამიმხილა სახელი თუ ჰქონდა?“ - წყენამ გაჰკრა გულში, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო და მხოლოდ მოვლენებს აკვირდებოდა, თან დროგამოშვებით უკანაც იყურებოდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. დაინახა როგორ გაიქცა მთელი ძალით კაცი ტექტონოკუსი, სახელად მანგუსი და ქალს მივარდა. ისიც ისეთივე დიდი და ისეთივე „მონსტრი“ იყო, როგორც მანგუსი, ორთავიანი არსება და პირველი შთაბეჭდილება ის იქნებოდა, რომ შეგაშინებდათ მისი შემზარავი სიდიდე და სიძლიერე, მისი სიმახინჯეც, რომელიც თავების „მშვენიერებით“ წარგიდგებოდა წინ. მანგუსმა გულში ჩაიკრა თავისი სატრფო, ვერ იჯერებდა რომ კიდევ ნახა და მაშინვე მის ტუჩებს დაუწყო კოცნა. ეს იყო მეფესთვის ამაზრზენობის პიკი, როცა ორი თავი, მეორე ორ თავს ერთდროულად კოცნიდა და თან „ჩემო მშვენიეროთი“ მოიხსენიებდნენ.
-მძულს! - დაიღრიალა გამეტებით მანგუსმა. - მძულს ის არამზადა, რომელმაც ეს დაგვმართა. ის პასუხს აგებს, ყველაფერზე, რაც კი ჩაიდინა. - პეპელამ თავისი გააკეთა. შავი მაგიით შექმნილი ბორკილები მოხსნა და მეორე საზარელი არსებაც გაანთავისუფლა. ისინი მადლიერები იყვნენ მისი, მარჯვენა თავმაც კი ირწმუნა იმის, რომ ერკე მიდასი არ დაახოცინებდა ადამიანებს მათ მოდგმას, ირწმუნა რადგან ახლა სწორედ ის იყო, ვინც ეხმარებოდა - სიკეთე.
ხელები ერთმანეთს შემოხვიეს. მეფეს შეშურდა კიდეც, როცა მათი ასეთი ურთიერთობა დაინახა, მათ შორის წარმოქმნილი უეცარი სიყვარულის ბუშტი, რომელიც ირგვლივ ეფინებოდა ბურუსს და სინათლეს ქმნიდა. კიდევ ერთხელ ირწმუნა სიყვარულის ძალა, ის რაც მაქსიმის სიტყვებში ჩანდა და ლეას გახსენებისას მის სახეზე ათამაშებულ ნათელში და მის საოცარ ღიმილში. მაგრამ ამავდროს დიდ ტკივილს გრძნობდა, ერთად მოეძალებოდა სიყვარულის დაკარგვისგან წამოჭრილი უზარმაზარი ტკივილის ტალღა, რომელსაც პირდაპირ მის გამომეტყველებაზე გაემართა ბრძოლა ბედნიერებასთან. შეშურდა, რადგან ლეა გაახსენდა, სიყვარული რომელიც არასდროს ყოფილა რეალური, მაგრამ მაშინ ისეთი რეალური ჩანდა.
-ხვევნა-კოცნის დრო არ არის. უნდა წავიდეთ. ახლავე! - წარმოთქვა მეფემ და ხმაში შიში შეეპარა. მიწა კიდევ იძრა.
-მართალია. - დაეთანხმა მანგუსი. - ლარბუს, უნდა გავიდეთ აქედან. ყველაფერი კარგად იქნება, მეტჯერ აღარ დავუშვებ, რომ ჩემგან შორს იყო, ყოველთვის დაგიცავ პატარავ. - ტუჩებზე ეამბორა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა.
გასასვლელისკენ დაიძრნენ. ერთადერთი გზა მიიწევდა გასასვლელისკენ.
ღრიალი ისევ გაისმა. შემდეგ დიდი ნაბიჯის გადადგმის ხმა და ადგილზე გაშეშდნენ, როცა მათ წინ დიდი და უცნაური, შავი მასა აისვეტა. თვალები წითლად დაებრიალებინა, გოლიათზე დიდიც კი იყო და შავი. შეშინებულებმა უკან დაიხიეს. მეფეს უნდა დაემტკიცებინა, უნდოდა დამტკიცება თავისი უშიშარობის და წინ გაიქცა. ხმალი ამოიღო და მანგუსის ყვირილს ყურადღებაც არ მიაქცია, შეჩერებას რომ სთხოვდა. ხმალი წინ გაიშვირა, უნდოდა ისევ შეერჭო მისთვის, როგორც გოლიათი დააგდო ძირს, მაგრამ ხმლის შავ მასაში შესვლისთანავე მიხვდა, რომ მას არაფერი უგრძვნია, რაღაც დიდი ძალა იგრძნო, რომელმაც დათრგუნა და თავისკენ გაქაჩა. ის თვითონ სიშავე იყო, უცნაური და უზარმაზარი ბნელი უსხეულო მასა, რომელსაც ხმალმა ვერაფერი დააკლო.
მეფეს ხმლისთვის ხელი, რომ არ გაეშვა თვითონაც დაიკარგებოდა შიგნით, როგორც ხმალი შეცურდა. უგვარდმა უკან დაიხია. მუხლებზე მდგარ მანგუსს კითხვის თვალები მიაპყრო. მანაც არ დააყოვნა პასუხი.
-ეს თვითონ არის ბოროტება, სხეული არ გააჩნია და როგორც მე მომერიე ისე ვერ დაამარცხებ. გაგიმართლა, შენც რომ არ შეგისრუტა შიგნით. - მეფეს კი სჯეროდა, რომ ყოველგვარი ბოროტება დამარცხდებოდა სიყვარულის ძალასთან შებრძოლებისას.

______________
თქვენც ასევე გჯერათ, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერია? ბოროტებაზეც კი?
პირადად მე, ვფიქრობ რომ ნამდვილი სიყვარული, ეს არის თავად ჯადოქრობა და მაგია. მას არ სჭირდება სხვა მაგია, სიყვარულით აღტყინებულს და მისით გათამამებულ ადამიანს, მიზნისკენ მიმავალს კი წინ კლდენიც კი ვერ გადაეღობებიან.
თქვენ რას ფიქრობთ? !!!
ძალიან მიყვარხართ ^_^
ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ყველასთვის საკმარისი მაქვს... საოცრებები ხართ.
აბა, მაინტერესებს თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება ისტორია?



№1 სტუმარი black

Kai iyoo sagool,magram me vpiqrob rom siyvaruli ar arsebobs..es chemi azria..magram tavad romantikosi var:)da sityva siyvarulsac xsgirad viyeneb magram chemtvis sul sxva rames nishnavs<3

Chemi tavis mec ar mesmis :)

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Kai iyoo sagool,magram me vpiqrob rom siyvaruli ar arsebobs..es chemi azria..magram tavad romantikosi var:)da sityva siyvarulsac xsgirad viyeneb magram chemtvis sul sxva rames nishnavs<3

Chemi tavis mec ar mesmis :)

ფიქრობ, რომ სიყვარული არ არსებობს და რომანტიკოსი ხარ? ეს ორი განსხვავებული რამეა და სრულიად საპირისპირო. მართლა ვერ გაგიგია საკუთარი თავის :დ
შეფასებისთვის კი დიდი მადლობააა <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მე მჯერა სიყვარულის,უანგარო და ძლიერის,ამაში ორი მამაკაცი მარწმუნებს ყოველდღე,ქმარი და შვილი ❤❤❤❤❤
ნიჭიერი ხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ლილიანა
მე მჯერა სიყვარულის,უანგარო და ძლიერის,ამაში ორი მამაკაცი მარწმუნებს ყოველდღე,ქმარი და შვილი ❤❤❤❤❤
ნიჭიერი ხარ

მეც მჯერა ❤❤❤❤❤ და იმისიც მჯერა, რომ სიყვარული ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს <3
ძალიან დიიდ მადლობა love love
ძალიან მახარებთ და ღიმილის მიზეზს მიჩენთ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

როოგორ ჩამოგრჩი ერკეს :(
თან შენი ერთი მსუყე თავი, რომ მოვინელო ნახევარი დღე მაინც ვუნდები...
პუნქტუალურობა კი ყოველთვის იჩენს თავს შენში და უნებურად სუა გზაზე მიგატოვე:(
ვიცი საოცარი თავები მელის წინ ^_^
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

წითური გოგონა
როოგორ ჩამოგრჩი ერკეს :(
თან შენი ერთი მსუყე თავი, რომ მოვინელო ნახევარი დღე მაინც ვუნდები...
პუნქტუალურობა კი ყოველთვის იჩენს თავს შენში და უნებურად სუა გზაზე მიგატოვე:(
ვიცი საოცარი თავები მელის წინ ^_^

რომელ თავზე ხარ "გაჭედილი"? :D :D :D :D <3
მაინც მიხარია შენი კომენტარი საოცრად <3
დიდი მადლობა შენ!!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7 სტუმარი black

Erkee midi rame axali dade nu zarmacob raa:'(...."gaxlechili suli"aseti sataurit beqaloxishvils hqonia siaxle?tu icii?!

 


№8  offline წევრი beqaloxishvili

black
Erkee midi rame axali dade nu zarmacob raa:'(...."gaxlechili suli"aseti sataurit beqaloxishvils hqonia siaxle?tu icii?!

კი
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Erkee midi rame axali dade nu zarmacob raa:'(...."gaxlechili suli"aseti sataurit beqaloxishvils hqonia siaxle?tu icii?!

არ ვზარმაცოოობ... მეცხრე თავს დავდებ როცა დავწერ აუცილებლად <3
ცოტა რთული დასაწერია, თან დიდი გამოვა ალბათ... მაგრამ მაინც რთული დასაწერია მაგრამ გადავლახავ და დავწერ აუცილებლად. <3 გზაშია გზაში..
კი ვიცი ბექას ეგ სიახლე, მაგრამ შენ რა იცი? :დდდ ან მე რატომ მწერ ამას? :D
მიცნობ? :დდ თუ შენ ხარ ბექა? :დ იმიტომ რომ აქ ეგ არ უდევს და საიდან იცი :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline მოდერი Nude

როგორ გითხრა და როგორ დავიწყო, მართლა ვერ გამიგია და არ ვიცი. დიდი შემართებით დავიწყე ისტორიის კითხა. ორმაგი პასუხისმგებრობით აღვსილი ვიყავი/ვარ, რადგან შენს ისტორიას ვკითხულობ და ამით ყველაფერს ვამბობ. კი მიხვდები შენ, რაზე მაქვს საუბარი.
ცოტა უსამართლოდ იქცევა ერთ-ერთი პერსონაჟი და ეს ამ მომწონს მასში.
შენ? შენ ისეთი ხარ, სიტყვები რომ ვერ მეყოფა ვერასდროს ამის გადმოსაცემად.
აი, ისეთი მწერალი ხარ, მისტიური :დდდდ.
შეუდარებელი ხარ, ვვამააყობ შენით!
მოუთმენლად ველი ახალ თავს love
--------------------
bailey

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

ღამურა
როგორ გითხრა და როგორ დავიწყო, მართლა ვერ გამიგია და არ ვიცი. დიდი შემართებით დავიწყე ისტორიის კითხა. ორმაგი პასუხისმგებრობით აღვსილი ვიყავი/ვარ, რადგან შენს ისტორიას ვკითხულობ და ამით ყველაფერს ვამბობ. კი მიხვდები შენ, რაზე მაქვს საუბარი.
ცოტა უსამართლოდ იქცევა ერთ-ერთი პერსონაჟი და ეს ამ მომწონს მასში.
შენ? შენ ისეთი ხარ, სიტყვები რომ ვერ მეყოფა ვერასდროს ამის გადმოსაცემად.
აი, ისეთი მწერალი ხარ, მისტიური :დდდდ.
შეუდარებელი ხარ, ვვამააყობ შენით!
მოუთმენლად ველი ახალ თავს love

იწერებააა love და აუცილებლად დავდებ როგორც კი წერას დავასრულებ. შენ კი ძალიან დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის და ამხელა სიყვარულით სავსე კომენტარისთვის. რა უნდა ვთქვა... დამამუნჯე. მეც ვამაყობ, რომ გიცნობ და შენი ასეთი დამოკიდებულება დავიმსახურე... <3 ძალიან კარგი ხარ love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12 სტუმარი black

ErckeMydass25
black
Erkee midi rame axali dade nu zarmacob raa:'(...."gaxlechili suli"aseti sataurit beqaloxishvils hqonia siaxle?tu icii?!

არ ვზარმაცოოობ... მეცხრე თავს დავდებ როცა დავწერ აუცილებლად <3
ცოტა რთული დასაწერია, თან დიდი გამოვა ალბათ... მაგრამ მაინც რთული დასაწერია მაგრამ გადავლახავ და დავწერ აუცილებლად. <3 გზაშია გზაში..
კი ვიცი ბექას ეგ სიახლე, მაგრამ შენ რა იცი? :დდდ ან მე რატომ მწერ ამას? :D
მიცნობ? :დდ თუ შენ ხარ ბექა? :დ იმიტომ რომ აქ ეგ არ უდევს და საიდან იცი :D

samagierod Edo Da wakitxuli maqvs..da beqa viqnebodi siamovnebit:)Shen imito gwer ro beqa rogorc mogexseneba komentars pasucs ishviatad uketebs amitom,radganac beqas siaxleebshi Shen komentarebs vxvdebodi,vipiqre ecodinebatko

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
ErckeMydass25
black
Erkee midi rame axali dade nu zarmacob raa:'(...."gaxlechili suli"aseti sataurit beqaloxishvils hqonia siaxle?tu icii?!

არ ვზარმაცოოობ... მეცხრე თავს დავდებ როცა დავწერ აუცილებლად <3
ცოტა რთული დასაწერია, თან დიდი გამოვა ალბათ... მაგრამ მაინც რთული დასაწერია მაგრამ გადავლახავ და დავწერ აუცილებლად. <3 გზაშია გზაში..
კი ვიცი ბექას ეგ სიახლე, მაგრამ შენ რა იცი? :დდდ ან მე რატომ მწერ ამას? :D
მიცნობ? :დდ თუ შენ ხარ ბექა? :დ იმიტომ რომ აქ ეგ არ უდევს და საიდან იცი :D

samagierod Edo Da wakitxuli maqvs..da beqa viqnebodi siamovnebit:)Shen imito gwer ro beqa rogorc mogexseneba komentars pasucs ishviatad uketebs amitom,radganac beqas siaxleebshi Shen komentarebs vxvdebodi,vipiqre ecodinebatko

არ ვიცოდი თუ ედო...
ბექა ასეთი მიუწვდომელია? რა უნამუსოა :დდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№14 სტუმარი black

Miiuwvdomelis ra mogaxsenoagram,zemot shen komentarshi naxe ra pasuxi gamca mag shekitxvaze

 


№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Miiuwvdomelis ra mogaxsenoagram,zemot shen komentarshi naxe ra pasuxi gamca mag shekitxvaze

კიი წავიკითხე უცხო პლანეტიდან მოფრენილო :დ ვიცი, რომ ასეა ვერ დამიმალავ, მეც არ ვარ აქაური და მარტივად ვცნობ უცხო მხარიდან მოსულებს :დ
Salo me
Me mjera siyvarulis, is martla arsebobs chemshi da darwmunebit shemidzlia vtqva, rom siyvaruls sheudzlia cxovteba uketesobisken shecvaloc. Siyvaruls adamianebis shecvlac sheudzlia. Bednieria is adamiani vin am didi grdznobis dzalas sakutar tavze gamocdis. Rac sheexeba am istorias dzalian damapiqra. Tavi ugvardis adgilas warmovidgine, albat ra sashinelebaa roca agmoachen rom sheni sanaqebo siyvaruli erti didi tyuili agmochndeba. Magram me mtlad asec ar mgonia, vfiqrob shen ragacas gvimalav da amas male gavarkvev roca yvela tavs wavikitxav.

მიხარია, ძალიან მიხარია რომ დაგაფიქრა, სწორედ ამიტომაც ვწერ და ყოველ თავში რაღაც ისეთს ვდებ, რომ მკითხველი ამაზე დაფიქრდეს, სულ ცოტა მაინც.
ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობსო, ხომ გაგიგია? სამწუხაროდ ასეთი ყალბი სიყვარულიც ბევრია და უგვარდისნაირი ეგოისტებიც, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და სხვა არაფერზე. ეს ცხოვრება ყველასთვის გამოცდაა, ადამიანს ცდის არის თუ არა ღირსი ნამდვილი სიყვარულის და იმსახურებს თუ არა. ადამიანზეა დამოკიდებული ყოველივე, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს გამოუსწორებელი ადამიანის შეცვლაც კი შეუძლია მე ამის მჯერა... love
სიყვარულს სასწაულები შეუძლია და მხოლოდ იმედით შეიძლება ცხოვრობდეს კაცი...
ვნახოთ იპოვის თუ არა ნამდვილ სიყვარულს მეფე უგვარდი ^_^
და დიდი მადლობა აზრის გამოხატვისთვის <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№16 სტუმარი black

Magalitad rit gamoarchev bratux?!rit mamsgavseb aset simptiur pirovnebas?!ucxoplanetels?!hmm mshvenieri ideaa..

Moprenilze davpiqrdebi;)magashi zustad ar var garkveuli

Imitom rom prtebi qalebs uxdeba upro..kacebs ro prtebi aq,eg martla ucxopl...xo ise mec ucxoplaneteli vyopilvar

Madloba rom gamarkvie:D

 


№17  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Magalitad rit gamoarchev bratux?!rit mamsgavseb aset simptiur pirovnebas?!ucxoplanetels?!hmm mshvenieri ideaa..

Moprenilze davpiqrdebi;)magashi zustad ar var garkveuli

Imitom rom prtebi qalebs uxdeba upro..kacebs ro prtebi aq,eg martla ucxopl...xo ise mec ucxoplaneteli vyopilvar

Madloba rom gamarkvie:D

შენი სქესი ვერ გავიგე მე და :დდ ამიტომ უცხოპლანეტელები უსქესოები არიან რა :დ ამიტომაც გამსგავსებ :D :D :D: D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№18 სტუმარი black

Xo magas verc mixvdebi:Daxla magalitad gogosavit gweeeer:*:D exla chemmebur ponshi Ra

 


№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

:D არც გოგო ხარ არც ბიჭი, სადღაც შუაში :დდდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№20 სტუმარი black

ARA egeti AR var!!‼:Pubralod ase momwons am saitze mashin chem saxe gvars davwerdi Da ise mogwerdit..yvelas amashi aranairi problema ar maqvs magram mirchevnia ucxoplaneteli viyo:)-_-a

 


№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

იყავი მერე :დ არ ვარ წინააღმდეგი :D :D :D ბასრი თვალები მაქ. მიფრთხილდი არ გაიშიფრო :დდდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent