არაკაცებო, გეძლევათ შანსი.. (3)
3 თავი -გელოდებოდი როდის შემოხვიდოდი.. -შეტყობინება გავხსენი და ღიმილით ვუპასუხე. -მიხარია! -ჰო, მართლა სწავლა შენც ხვალ გეწყება ხო? -კი და მალევე უნდა გავიდე, ასე რომ , იმედია წყენას არ შევნიშნავ. -არა, რას ამბობ. მშვიდი ღამე. -ასევე. ლეპტოპი დავხურე და სამზარეულოში მომდევნო დღისთვის საჭმლის კეთებას შევუდექი. ზოგადად ასეთი რაღაცები არ მეზარება, ამიტომ ახლაც მონდომებით დავიწყე ქათმის სალათის დამზადება *** უნივერსიტეტში მშვენივრად ჩაიარა პირველმა დღემ, იმდენად კარგად , რომ ვერც კი წარმომედგინა. მართალია სოციალური ქსელით ჩემი კურსელებიდან რამდენიმეს უკვე ვიცნობდი, პლუს ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატალიაც ჩემთან ერთად სწავლობდა, ამიტომ შეგუება არ გამჭირვებია. სასწავლებლიდან ერთად წამოვედით მე და ნატო, გვერდი ერთ კაფეს ავუარე, სადაც ნაცნობი სილუეტი დავიჭირე, როგორ მონდომებით უხსნიდა რაღაცას ერთ მშვენიერებას. ესეც შენი ერეკლე, ტატიანა! მხოლოდ შენ თუ მოგეწონებოდა "სხვისი" ბიჭი. მარტივია, ამის აღიარება. ალბათ, გაშტერებული ვუყურებდი, უეცრად გამომხედა და გამიღიმა, თავი ისე სწრაფად გავატრიალე ლამის კისერი მომტყდა. გვერდი ავუარე კაფეს და ზურგის წვამ ამიტანა, მზერა იმდენად დაჟინებული და მომთხოვნი იყო. ძალიან კარგი, იცოდეს ვისთან ექნება საქმე. *** სახლში მისულმა მაშინვე მეცადინეობას შევუდექი, ჰო , პირველივე დღეს იმდენი მომცეს სასწავლი დავრწმუნდი რომ საღამოს 9-10 საათამდე თავს ვერ ავწევდი ანატომიის წიგნიდან. მონდომებით ვიზეპირებდი ლათინურსა და ქართულ ტერმინებს. არ მიყვარს ოსტეოლოგია, თუმცა ვიცი, რომ სულ არ გაინტერესებთ რა მიყვარს და რა არა. ერეკლე რას აკეთებდა აზრზე არ ვიყავი. არც მადარდებდა. ჰო კარგით, ვიხუმრე! ძალიანაც მადარდებდა, ცოტა ზედმეტადაც. *** ჩვენს ბინას, რომ თხელი კედლები აქვს ეს უკვე ვთქვი, ხო? ჰოდა, დაწოლის წინ არცისე სასიამოვნო ჰანგების მოსმენა მომიხდა, ნუ ვისთვის როგორ. ყოველშემთხვევაში მე არ ავღფრთოვანდი.. (აქ ირონიული ღიმილის სმაილები უნდა ჩამეკვეხებინა, მაგრამ...), მპ3-ში რაც კი ყველაზე ხმაურიანი სიმღერა მქონდა ჩავრთე და ცხვრების თვლას შევუდექი, რომ როგორმე დამძინებოდა.. ჰოდა ასე, loudspeakers-ის და "სასიამოვნო" ნოტების ფონზე ჩამეძინა. დილით ჩემი სიმღერების მარაგი ამოწურულა და ყვირილმა გამაღვიძა, ალბათ იმ "სასიამოვნო" ხმების ავტორები იყვნენ. მაშინვე ხალათი მოვიცვი და კარისკენ წავედი.. -არაკაცი ხარ! რა ჯანდაბა გინდოდა, რატომ გაკეთე ეს ყველაფერი. მე რას მერჩოდი, მე რა დაგიშავეე?! -შენ ღირსი იყავი, შენნაირი ვითომ პატიოსნები ასე უნდა ისჯებოდნენ!-ნაცნობი ხმა გავიგონე და კარი მთელი ძალით გამოვგლიჯე, რომ ჩემი ფიქრები გადამემოწმებინა. ესეც ჩემი ტკბილი ნაცნობი და მუდმივი ფიქრების ავტორი. აქ მართლა რა ჯანდაბა ხდება!? -აქ რას დამდგარხარ, რას მოგვშტერებიხარ?!-მიღრიალა გოგომ და სურვილი მომინდა თმაში ხელი ჩამევლო, შევტრიალდი და კარები დავხურე. რა მინდოდა , რას გავრბოდი?! არ ვიყავი ჩემთვის?! კარებს საკმაო მანძლით მოვშორდი , რომ აღარაფერი გამეგონა. მაგრამ ინტერესი შიგნიდან მიღრღნიდა გულ-მუცელს. ყვირილი არ წყდებოდა, როცა ცოტათი მიჩუმდა კარებზე კაკუნი გაისმა, ესღა მაკლდა ზუსტად. -ტატიანა, კარი გამიღე..-ერეკლე მეძახდა თან ხელებს აბრახუნებდა. ნელა წამოვდექი და კარი გავუღე. -ბოდიში, ეს ყველაფერი შენ არ უნდა გენახა.. -არაუშავს, რა ჩემი საქმეა.-მზერა სადარბაზოს იატაკზე დაგდებულ ოქროსფრად მბრწყინავ ყელსაბამზე გადავიტანე სახელით "ელენე". -კიდევ ერთხელ, ბოდიში. - საუბრის თავი იმდენად არ მქონდა მხოლოდ გავუღიმე და კარი მივუხურე. თუმცა, ხალათზე დაკვირვება არ გამომპარვია. *** მაინც რას განიცდის ადამიანი როდესაც გატყუებენ?! ალბათ ყველაფერი სრულდება მაშინ. გინდა ყველაფერი დაამთავრო და მარტივად მიმართო სუიციდს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! რატომ ხდება ასე. რატომ არის ასეთი?! ან რატომ იმსახურებდა ასეთ საქციელს. მაშინ რატომ აჩვენებდა თავს შეყვარებულად ამ გოგონას?! "ყველაფერი უნდა გაარკვიო" ამომძახა ჩემმა "მე"-მ და მეორეც არ ჩამორჩა ამ პირველს : "იქნებ ცხვირი მოიმტვრიო". ეს ალბათ დედაჩემი უფრო იყო, ვიდრე ჩემი მეორე ალტერ ეგო. *** ასე ხდება, როცა რაღაც არ გასვენებს უნდა გამოიკვლიო. თუ რამის შეცვლა არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც. პ.ს ესეც მესამე თავი, ფოტოდან მოგესალმებათ ერეკლე "მწველი მზერით". მაპატიეთ გუშინდელი დღისთვის. დიდი მადლობა მკითხველებს. პატივისცემით, "პოეტის ცოლი" ავტ: ანა ბლიაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.